ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2009


ამონარიდები ,,სისხლის ყივილიდან

*****************************************       
        როდესაც ბოშას დაეწმინდა თვალები მღვრიე და უწმინდური განერიდა მის სულს და სხეულს, მოულბა გული და ალერსით დახედა ასულს -დაჭრილ გედივით იწვა იგი ჟიჟოს საწოლზე. დიაცს კი, როცა დაუბრუნდა გულწასულს აზრი, მაშინღა მიხვდა თუ ვითარი ეწია ბედი. ატირდა ქალი და ალმურმა აულეწა თეთრი  ლოყები, მხოლოდ ახლაღა შეამჩნია თვისი სიშიშვლე და მამაკაცი, რომლის მკლავებშიც გატრუნული იწვა მდუმარედ. ადუღდა გული, სინანულმა დაახრჩო ლამის - ,,ვაი,სირცხვილო, ვაი მამავ!“ - წამოიკივლა. - ,,წამოვდგებიო“, - გაიფიქრა, წამოიწია, მაგრამ ვერაფრით აიზიდა ცოდვის სხეული... ახედა ბოშას, პირმშვენიერს, ვნება დანთხეულს, უჯილაგოს და უალაგოს, მოხეტიალეს:
            -წყეულიმც იყოს შენი მოდგმა შენი მოდგმა ჩემი ვნებისთვის, წადი მტარვალო, წადი მალე, ჩამომეცალე!
            უცნობი იყო ბოშისათვის სიტყვა ქართული, მაგრამ ყოველი გაიგონა, მიხვდა დაღონდა.
******************************************
            ,თამარის ქალი-პირითმთვარე, კენარი, უსო, მეხოტბეთ მუზა, ვერსაკადრი აუგი ენის, წამოიზარდა და მშობელი დედის მშვენება ათასჯერ უფრო განავრცო და განიზიარა. მაკინეს თვალებს ბევრი მოყმე უტყვევებია და მრავალ ნინველს გაუსვია ყინწებზე ხელი; მაგრამ ვერც ერთი ღირსებია მის ხელზე ცაცუნს ან კიდევ ფადილს, რადგან კლდესავით მიუვალად ეჭირა თავი; თუმცა ვაჟების გახელება სიამეს გვრიდა. უყვარდა ცეცხლთან თამაში და ჯირითი ცხენზე - ჭიაკოკონას ქურციკივით ზე ევლებოდა და ქარს ატანდა ყმაწვილქალურ, უდარდელ სიცილს.
*******************************************
            პატარა ქალი ფრინველთა და პირუტყვთა ტკივილს უცნობი ძალის მეშვეობით უცდომლად ცნობდა.
              სახელგანთქმული ბეითალიც ყოფილა თურმე: ახსოვდა მავანს დილა როცა როცა მაკინე ტყეში პირისპირ დადგა ზეწამომდგარ გულყვითელ გველთან... ძიძის კივილმა წამით შესძრა მაშინ სოფელი... უცქერდა ყველა ბავშვის ქცევას ყოვლად უცნაურს: ის იდგა მშვიდად და თვალებში  ჯიქურ უმზერდა გველს და წუთითაც არ უგვრძნია შიში საზარი...  და უცებ მოხდა საკვირველი რამ სანახავი- მოცელილივით ქვედავარდა გველი ანაზდად და გაუნძრევლად განუტევა სული ღადარი.
                ამის შემდეგ კი ბავშვს უცქერდნენ, ვითარცა შამანს და ურწმუნონი გაურბოდნენ შეხვედრას მასთან.
*******************************************
              ნეტარ ოცნებით გათანგული იწვა წყალზე და შიშველ სხეულზე მზე ოქროსფერ სირმად ეფინა. თვალდახუჭული ნებივრობდა მწვანე წალკოტში და  ივიწყებდა ბაცი ფერის  ყოფას ამიერს... და მაშინ, როცა, მთათაშიგან მობერილ ნიავს შეატყო ქალმა უჩვეულო გულის ფრიალი, განაღო თვალნი და წყლის პირას იხილა ვაჟი მოურიდებლად, უდიერად მისკენ მზირალი. ეკვეთა მუხლი, უჩვეულო  იწყო კანკალი, ვერ მოისაზრა რა ეღონა გათანგულს ელდით, ინება სწრაფად დაეფარა სიშიშვლე თვისი, თუმც ნორჩ მტევნებში ვერ დამალა სიმწიფე მკერდის...
*****************************************
            ასე ეგონა, რომ სიამის კვანძი გაუხსნეს, დედიშობილა როს იხილა ვაჟმა მაკინე... უცქერდა ჩუმად, ნეტარებით აღტყინებული - ვერ აცილებდა თვალებს წყალში ნაპოვნ საუნჯეს.
          გახელდა ქალი, მოისაზრა უცებ ვერარა, ჩაყვინთა წყალში, ჩაიმალა სირინოზივით. დანებებოდა ახლა სიკვდილს, ერჩივნა უფრო, ვიდრე ამ ვაჟის ურცხვი მზერა ეხილა კვლავაც... შეშფოთდა მოყმე, თვისი ქცევის რა მიხვდა აუგს, სინდისის ქენჯნით მოაცილა მზერა ქურდული. მაგრამ უეცრად გაახსენდა უფსკრულის პირას გახელებული ჩქერალების ბროლებად მსხვრევა... მობრუნდა უკან და იხილა ლული საზარი - გონწასულ ასულს იტაცებდა დინება ქვევით. გადახტა წყალში და უფსკრულის პირთან მიცურა, სწრაფად მოხვია წვრილ სიბაზე ხელი ასულს და  ჩქერალის შიშით გულზე მჭიდროდ მიისაკუთრა.
            თითქოს ის იყო, გამოსტაცა ქალწული ავსულს.... 
*****************************************
          დემნა იმ ღამით სტუმრად დარჩა მაკინეს სახლში. ორ აქიმს ბევრი სასაუბრო ჰქონდათ საერთო. შემოათენდათ ლამის თავზე და მერე როცა, ორივ ყმაწვილი თავის საწოლ ოდას მიადგა, ვაჟმა უნებურ გულს გაანდო ნდომა საძრახი...
            ერთი პატარა ტიხარიღა ყოფდა მათ ოდებს, ესმოდათ სუნთქვა ერთურთის და საწოლთ ჭრიალი.
            ვაჟის სტუმრობამ სიხალისე შეჰმატა ასულს და ძველებური სიანცისკენ უწია გულმა. წამოდგა ფეხზე, დაიჭირა ხელში თილისმა და როგორც ცხადში, ისე იწყო ახლა მიმოსვლა. ავი სულივით გაიარა ტიხარის ჭრილში და თავს წაადგა ღამის მნათობს მომზირალ ჭაბუკს. შემდეგ ფეხებთან მოუარა, უხმოდ ჩამოჯდა და სულ ახლოდან დააცქერდა დაღვრემილ უსოს. ღია სარკმლიდან შემოპარულ ღამის დედოფალს  ვაჟკაცის მკერდზე უსირცხვილოდ დაედო თავი.
          უცქერდა ვაჟი განათებულ თავის საწოლს და ერჩივნა სულ სხვა დედოფალი ჰყოლოდა გვერდით...
          განრისხდა ქალი.
          არ ელოდა მთვარისგან ღალატს,- ,,რაღა ჩემს სტუმარს დაადგაო როსკიპმა თვალი!?“...ცივმა ნიავმა დაუბერა და სარკმლის ფარჩას უნებურ თვისი არშიყობა შეჰკადა წამით. შეწუხდა მთვარე, აიყარა ვაჟკაცზე გული და უხალისოდ აიკრიფა ოქროს კალთები... დამშვიდდა ქალი, როს მსიძავი გაჰყარა ჭაბუკს და თავის ოდას მიაშურა ტიხარის ჭრილით.
          ღონემიხდილი მიესვენა უხმოდ საწოლზე...
******************************************
        ანდამატივით მიიზიდა ტყე-ღრემან ქალი. გაქუსლა ცხენი. გასცდა მდინარეს, გასდა ხიმეს - შემდეგ  ფოლორცებს და კლდეთა შიგან ჩანჩქერებში ამოჰყო თავი. ზურმუხტის ფერი დადებოდა რატომღაც ჩანჩქერს და ბროლის ნაცვლად ყვავილები ცვიოდა ტბაში. ვერ უჯერებდა ქალი თვალებს, რადგანაც უცებ ტბის ზედაპირი დაემსგავსა მოჩითულ ველებს... ცქერით რეტდასხმულს უცნაური სურვილი კლავდა, სურდა ამ ტბაში ებანავა ყვავილთა შორის. უმზირა დიდხანს... თუმც ცდუნებას ვეღარ გაუძლო - შემოიძარცა საფარველი, გაფინა ქარში.\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\"(იხილეთ ილუსტრაცია)
*****************************************
          შიშველ სხეულზე მზე აეკრა ურცხვი ლაციცით, უკვე ვერავინ უწოდებდა მას მზეთუნახავს... შევიდა წყალში, შეიტყუა მზეც საბანაოდ და ყვალილნარის სურნელების იგემა ბანგი. გაბრუებული იწვა დიდხანს ყვავილებს შორის და მზე სიბაზე უშანთავდა ყამიწს ტუჩებით...ნეტარებისგან აღტყინებულს აღმოხვდა კვნესა... მოეგო გონს და ნათლად იგრძნო სიბაზე ხელი. მობრუნდა ქალი, თითქოს მიწაც მოატრიალა და თავის სტუმარს უნებურად მიაპყრო თვალი. დემნას დანახვამ დაბანგული სულ მთლად არია და გონწასული მიესვენა ვაჟკაცის მკერდზე. უფრორე მჭიდროდ შემოხვია ვაჟკაცმა ხელი და გახელებით დაეწაფა ქალწულს ტუჩებზე...
          მაკინეს მსგავსად ყვავილებმა დემნასაც ძლიეს...
          ვაჟის ალერსმა დაუბრუნა დიაცს გონება, თუმც კოკობ მკერდზე ვერ აღგავა ტუჩებით კვდომა... და მაშინ, როცა მიიტმასნა ვაჟკაცმა მკერდზე და საოცარი სიყვარულით დაუწყო ცქერა, უეცრად იგრძნო კიდევ ერთი შეხება ზურგთან -  სულ სხვა ტუჩები უკოცნიდნენ ნაფერებ კისერს... ისედაც ხელი, აირია უფრო ქალწული, ორ სხეულს შორის მომწყვდეული თევზივით სხლტოდა...
            განრისხდა ქალი, განუტევა სხეული ტბაში და  ფოშფოშივით აიცრიცა სული ჰაერში.
            გადასცქეროდა თავის სხეულს უხმოდ ზევიდან და ვერ გაეგო, რად ხდებოდა მის თავს საზარი...
        ... და მაშინ, როცა ტყეში ქარის იმატა ქროლვამ და მზეჭაბუკნი დაიღალნენ ქალის ალერსით, ზეცაში მყოფმა დაინახა სისხლის ნაკადი, სისავარდივით რომ მისდევდა სპა ყვავილების. მინდვრის ყვავილებს გულს ესვენათ ქალის სხეული...
          სინდიყვის ცრემლი დაუგორდა ზეცას ღაწვებზე...\"
****************************************
          ერთხელაც, როცა აღტყინება შეუჩნდა უსოს და ვეღარ შეძლო  მოეთოკა წადილი თვისი, ღამის ტრალივით აიყარა ტანი და ვაჟის საწოლ ოდაში შეიპარა უჩამიჩუმოდ. გაშლილ საწოლზე უდარდელად ეძინა ყმაწვილს. კრძალვით უცქერდა მოშორებით მდგომი ასული თავის რჩეულს და გულის წადილს ტოილს ადებდა...
            ეტრფოდა ქალი,თუმც ამ ტრფობას გულში მალავდა ცეცხლის ალივივით,ის კი შიგნეულს უნაცრავდა შეუბრალისად...
.            ვეღარ გაუძლო ჯახირს ქალმა საკუთარ თავთან და ფოშფოშივით მიეპარა ვაჟის სარეცელს.პეპელასავით მოკალათდა საწოლის გვერდზე და ვაჟის ლოყას უნებური უყო ლაციცი...
            შეკრთა ვაჟკაცი...ქალის თრთოლვა მასაც მოედო და იგრძნო სისხლის უნებური აბობოქრება... წამოიწია,უსოს სიბას მოხვია ხელი და გულზე მჭიდროდ მიიტმასნა ღვთის საჩუქარი.შემდეგ კანკალით აუწია მზისადრს სახე და ცრემნარევი დაუკოცნა სამარაგდენი.
            ტიროდა ქალი...სიხარულის ღვრიდა ცრემლებს და ვაჟკაცის მკერდში ჩამალული ალერსს ითხოვდა...\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\"
*****************************************
          ეფერებოდა ვაჟი ქალის დაკვირტულ სხეულს.
            გაპობილ ბაგეთ მორიდებულ ამბორს უყოფდა.
            აღერილ ყელზე დაეძებდა ტუჩებით ძარღვებს და სისხლის ჩქერას მიჰყვებოდა ქვევით, გულამდე. იქ კი, მცირე ხნით ყუჩდებოდა და ყურს უგდებდა, ვით იმსხვრეოდა ჩანჩქერებად ჩაღვრილი ლალი.
            სისხლის ნაკადებს ადევნებული ვნების მორევში ტრიალებდა გულის წასვლამდე...
            და შემდეგ, შემდეგ მიჰყვებოდა სისხლის მდინარეს ამ საოცარი ქალის ტანში სამოგზაუროდ...
            ტიროდა ქალი...
            გათანგული იწვა საწოლზე და ეშინოდა უნებური გამოფხიზლების...
            ვაჟი კი, როგორც მომაკვდავი, ისე ცდილობდა ყოველი წამის უკვდავყოფას სამარადისოდ.
            ალერსით ქალის სულის პყრობა ეწადა ჭაბუკს,თუმც სულის სინდონს კვლავ უდრეკად ეჭირა თავი...\"
***************************************           
          -ბუნებით ტრალი ყოფილაო ბოშათა მოდგმა,მსმენია ოდეს და თვით ტრიობა უქცევიათ ძირითად წესად.იქ,გინა კაცი,გინა ქალი ყველა მრუშია და რადი ქცევა ეწიფებად სიყრმითგან ყველას.მსიძავთა გვერდით უფრო მეტი გვმართებს სიფრთხილე,არავინ უწყის სად დაგვიგებს მაცდური მახეს.-მოძღვრავდა ვაჟი.ყურს უგდებდა ჩუმად მაკინე,თუმც ცალი თვალით მაინც ბოშათ ბანაკს ეძებდა.თითქოს ჯინჯილით ეწეოდა ვიღაცა მათკენ...
          ვერ მიმხვდარიყო რად ურჩობდა ძარღვებში სისხლი...\"
**************************************
        დაძინებამდე ქალის ნახვა ინება ვაჟმა.
          ავიდა მასთან, დაუძახა და როცა არვინ შეეპასუხა, გააღო კარი. გახევდა ვაჟი როს იხილა მოცელილივით დაცემული ქალი კედელთან. უხმო შიმუნვარს, მიეახლა უმალვე  ქალი და შიშველ მკერდზე დააფარა უსოს ზეზია.
          -გთხოვთ,მომეშველოთ!-გამოსძახა მოახლემ ჭაბუკს, რომელიც ისევ გაუნძრევლად იდგა კარებთან. ქალის ზახილმა მოიყვანა გონზე ვაჟკაცი. შიშით გვემული, ფეხაკრებით მივიდა ქალთან და მოკრძალებით აიყვანა ასული ხელში.მკერდთან ნანატრი გულის ფეთქვა შეიგრძნო ვაჟმა და უნებური დაუგორდა ღაწვებზე ცრემლი... არ ეთმობოდა საწოლისთვის დემნას მაკინე.სურდა სიკვდიმდე ასე ევლო ასულით ხელში და მისი სუნთქვის სადარაჯოთ დაედო თავი.
          ფრთხილად ჩამოჯდა სასთუმალზე სარკის წინ ვაჟი და მიისვენა სანუკვარი ალერსით მკერდზე.
          გაყინულ სხეულს სალბუნივით მოერგო სითბო...
          სანამ ელოდა ვაჟი ქალის გამოფხიზლებას,თავადაც ძილი მოერია ძალაგამოცლილს...
          მოახლე ქალმა გადასწია სარკმლის სამზეო.
          ეძინათ დიდხანს უშფოთველი საღათას ძილით ...
          მძინართა სმენა უცნაურმა ხმებმა დაიპყრო. სასიამოვნო მელოდია მოჰქონდა ნიავს. სარკმლის სამზეო, ზეზიაზე უფრო ლამაზი იდგა ოთახში  ცისიერი სასწაულივით...
          ქალის საწოლი დაემსგავსა ტიტანტ ტახტრევანს.
          მზის სხივთა ლაციცს შეეწირა ასულის ძილი.მხრებზე შეიგრძნო მოხვეული ხელების ძალა და მკერდის სითბო. განაღო თვალნი და სარკეში დალანდა ვაჟი. მკერდის შიგ  უმალ  გააჟრჟოლა და ხორშაკივით მოედო სხეულს უნებური ქალური თრთოლვა...
          ძილთაშინ მაშინ სულ სხვა ძალა მართავდა ასულს.ახლა კი სურდა რომ ქმნილიყო ღმერთთან მართალი.
          საკუთარ ვნებებს გაურბოდა ვნებააშლილი...
          ფრთხილად აიღო მოხვეული ხელი მკერდიდან და დააპირა გაქცეოდა უნებურ წადილს.წამოდგა ზეზე,გამოსტაცა ხელი მძინარეს,მაგრამ მაშინვე მიიწვინეს მკლავებმა უკან...ასულის თმებში აებურდა თითები დემნას.საფეთქლებს უხვად დაეხალა ტყვიები ტუჩით...თვალები მისით მიიწევდნენ მკერდის საცქერლად და ზეზიაზე აჩერებდნენ გულმოსულ მზერას...
          უმზერდა ქალი ვითარ ხდიდნენ ხელისკანკალით....
          გახევებული მოსდგომოდა სარკმელს მზეწვია...
          ...და მაშინ , როცა ცელქი სიო ეძგერა სარკმელს და უსირცხვილომ აუწია კალთები ფარდაგს, იხილა მზემან აბურცული კვირტები მკერდზე...
          უნებურ სტუმარს უნებურად სევდა ეწვია...
          რადგან არ ჰყავდა საალერსოდ არავინ გვერდით.
          ვაჟის ამბორმა სამუდამოდ წაართვა ძალა მშვენიერ ასულს.. ეს ნეტარება არ ჰგვანობდა ძილთაშინ ნანახს...
          ეს იყო მეტი,უფრო მეტი ვიდრე სიცოცხლე და კიდევ უფრო მეტი,ვიდრე გარდაცვალება...
          ვაი,რომ მხოლოდ ალერსამდე შეეძლოდ მისვლა....
         
******************************************

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები