ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
19 სექტემბერი, 2009


სისხლის ყივილი (მეთერთმეტე თავი)

            გათენებამდე ფანჯარასთან იდგა მაკინე.
            არ ჩანდა ვაჟი,გვემული კი უღვთოდ ბორგავდა.კელაპრით ხელში დადიოდა მოახლე ქალიც. ნინველთ კი ნარზე წამოწოლილთ მშვიდად ეძინათ.გახელებული ათას რამეს ჯავრობდა ერთად.მან არ უწყოდა,სად ათევდა ჭაბუკი ღამეს - მშვიდად ეძინა თუ მხეცების სალუკმოდ ეგდო. გრძნეულთა სახვა გაახსენდა სასოწარკვეთილს... თუმცა მაშინვე დაუძრახა გონებას ფიქრი,რადგანაც ღმერთთან დადებული ჰქონდა პირობა,რომ სამუდამოდ განაგებდა ურჯულოთ წესებს... -,,განვედ სატანა!"-გაიფიქრა ასულმა უცებ და ისევ გვემულს მიუბრუნდა ჯერაც უგონოს.წუხდა ჭაბუკი.
ალისფერი ედო სახეზე.ვერ უჩერებდა იარიდან ქალი ტაბასტას...
            გათენებისას ჭიისკარის ჭრაჭუნი ესმა ნაღამევ ასულს და ჭრაქით ხელში გაირბინა გრძელი თალარი.დემნა ის იყო,კაკლის ხეზე აბამდა ულაყს და როს იხილა ხილაბიდან მოსული უსო, მიხვდა, თუ რაში იქნებოდა ახლა ამბავი... -,,იჩქარე დემნა!"-დაუძახა ასულმა მოსულს და ისევ უკან, ხილაბისკენ იბრუნა პირი.
            მიჰყვა ჭაბუკი...
            ოდაში შესულს არ ეამა ნახევრად შიშვლად მწოლიარე უცნობის ხილვა.მაგრამ,როს მკერდზე უშველებელ ჯირჯვს მოკრა თვალი,წამსვე განაგდო იჭვები და ეახლა გვემულს.
            დემნას შემოსვლამ ნინველების ძილი დააფრთხო.წამსვე წამოდგნენ და აქიმთან მივიდნენ ახლოს.მაკინეს ნაცვლად მათ უამბეს ვაჟის ამბავი...
            -ვინ უნდა იყოს?-სხვათაშორის იკითხა ვაჟმა და მხურვალს შუბლზე დააფინა სველი საფარი.
            -ბოშა იქნება,აბა სხვა ვის მოუვიდოდა აზრად ცხენითურთ შესულიყო ჭინკების ხრამში?-იუბნა ერთმა...
            ბოშის ხსენებამ ვაჟის სახე ზიზღით დაფარა,აიღო ჭრაქი და გვემულის იხილა სახე.-,,მართლაც ბოშაა"-გაიფიქრა ჭაბუკმა გულში და ღვთის წინაშე მისი ვალის მოხდას შეუდგა...
            სამზერლის საწოლს მიყრდნობილი იდგა მაკინე და უცქეროდა რუდუნებას დაღლილი ვაჟის.
            შემოათენდათ.
            სულ მცირედით დაწყნარდა ვაჟი.თუმცაღა ზოგჯერ აბოდებდა ტეხისგან მაინც.ხურდა ისევე,ვერ შველოდა რატომღაც დემნაც.
            ნინველთა შორის უმცირესმა შეჰკადრა დემნას:
            -რაღა ჩვენს კისერს დაედოსო ამისი ცოდო,ბოშათა სადგომს მივადგეთ და და ვუთხრათ სიმართლე,იქნებ ისინი უფრო უკეთ შეძლებენ შველას.
            დაფიქრდა დემნა.მოეწონა ნინველის აზრი,მაგრამ არ სურდა მის ეზოში ტრალთა მიმოსვლა... თუმცა,არც უცხოს მიკვდინება ენება მისას. -,,აცნობეთ ბოშათ!"-ფიქრის შემდეგ მიუგო ნინველთ...
            ჭერეხში ჩასულთ მოეგება მაღალი ქალი.ეძინა ბანაკს,მხოლოდ ამ ერთს შექმნოდა შფოთი... -,,იქნებ ცოლია იმ ჭაბუკის,ასე რომ ჯავრობს"-იფიქრეს ქალის შემხედვარე მცირეწლოვნებმა...
            -კარგია,ირგვლივ რომ არავინ ფხიზლობს მის გარდა,მხოლოდ ეს ქალი წავიყვანოთ თავშესაფარში. - იუბნა ერთმა. ბოშას ხელებით მიანიშნეს უკან გაყოლა და წამსვე პირი მიიბრუნეს ვაჟებმა გზისკენ.
            ეშმათ საბუდოს ახლოს მისვლა არცერთს ენება...
            ვაჟებზე უფრო წინ ილტვოდა ბოშის დიაცი.თვალებში შიში ჩასდგომოდა კალმით მოხატულს...
            ღია ჭიისკარს მოსდგომოდა ეზოდან უსო.გაფაციცებით მოელოდა გვემულის პატრონს.
            მოვიდა ქალი,შარიშური შემოჰყვა კაბის...
            გაუძღვა სტუმარს ხილაბისკენ ღამს მთეველი.შესვლამდე ბოშას კიდევ უფრო ემატა შფოთი.ალბათ,ვაითუ არ დამხვდესო ჩემი რაფიკი... თვალდახუჭულმა შეაბიჯა ნათელ ოდაში.იყნოსა სუნი ოდისა და მცირედ დამშვიდდა.განაღო თვალნი,მწოლიარეს დახედა უმალ და შემზარავად დაეღრიჯა სახე პირიმზეს.არ მოელოდა ალბათ აგრე გვემულის ხილვას.აცრემლდა ქალი,დაიმუხლა ტახთან და ფრთხილად დაადო გულზე სასმენელი მხარბეჭა ჭაბუკს... უყურადებდა დიდხანს ქალი თვალდახუჭული.ბოლოს წამოდგა... უცნაურად შეხედა მშველელთ და საკვირველი რამ უგვანო დაიწყო როკვა...
            თითქოს ეშმაკებს მოუხმობდა ქალი საშველად...
            შეკრთა მაკინე...
            ქალის ლოცვამ თავზარი დასცა...
            გაჩერდა ბოშა,მოიხედა უკან ანაზდად და იჭვეულმა მიაბჯინა მაკინეს თვალი...
            ვერ მიმხვდარიყო,ვინ უხშობდა შავეთის კარებს...
            დამფრთალი უსო მოეფარა დემნას ზურგიდან და შიშნარევი მოაცილა მზერა ჯადობაზს.
            ბოშამ ისევე განაახლა უგვანი როკვა.თუმც შიგადაშიგ მაინც მწყრალად უმზრდა უსოს.
            ბოშის ტაბაცმა გაახსენა ასულს ჩიკუნა.სწორედ,ამ ენით საუბრობდნენ მასთან სულები... თავზარდაცემულს მოეცარა ფეხი უნებურ და ვაჟის უკან ქვედავარდა,როგორც ნაფთევი.შეძრწუნდა ვაჟი,აიტაცა ასული ხელში და მის ოდაში აიყვანა მოსავანებლად.გონებამიხდილს გარდაცვლილის დაედო ფერი.რომ არა გულის უჩვეულოდ,მალი-მალ ფეთქვა,მიიცვალაო, იფიქრებდა მაშინვე კაცი...მართლაცდა,დემნამ მხოლოდ ქალის სხეული ზიდა.სული ტყვედქმნილი გაეჩხირა მჩხიბავის ხელში...მსხვერპლად შეწირვა მოინდომა ბოშამ ასულის,მაგრამ ღვთის მადლით,სულიწმინდა დაუდგა მხარში...
          ...და როცა სულის წარსაწყმედად არ ეყო ძალი,ჯეილის შველა სხვა ხერხებით სცადა მისანმა..გავიდა გარეთ,მოიარა ეზო ცვრიანი და ბალახ-ბულახ მონაკრები მობრუნდა უკან.დიდი როდინი ამოავსო პირთამდე ქალმა.შემდეგ შეიხსნა გრძნეულების თილისმა ყელზე და სულ ნაკუწად მოაქცია თავისი სახვა...
          ნაყავდა დიდხანს.მერე ადგა და დანაყული გვემულს სიფრთხილით დააფინა საზარელ ჯირჯვზე.
          თანდათან ბორგვა შეამცირა ქურუხა ყმამან.ასულსაც მალე დაუბრუნდა გონი და ძალი...
          მჩხიბავის ხილვა აღარასდროს ენება ასულს.სურდა ის ვაჟიც წაეყვანათ თავშესაფრიდან.
          გრძნობდა ასული ბედის ბორბლის პირუკუ რბოლას...
          სნეულის მსგავსად მიეჯაჭვა ასული საწოლს.თითქოს ცდილობდა ხიფათისგან დაეცვა თავი.
          დარდობდა დემნა. ვერ გაეგო რა სჭირდა ასულს. სიძვისმოსაქმეს არ ერჩოდა საუბნოდ ენა. ისევ მაკინემ დაარღვია დუმილი ბოლოს და ჰკითხა ჭაბუკს მოურიდებლად:
          -იმ დიაცს ბედმა შეგყარა თუ ფეხდაფეხ სდიე,ან იქნებ თვითონ აირჩიე სიძვის ალაგი?
          გახევდა ვაჟი.კიდევ ერთხელ ირწმუნა ძალა არაღვთიურის და ბრაზნარევი შეაგება პასუხი ასულს:
          -არა,უნებურ შევეყარე მოსიძვე დიაცს ,მაგრამ,ამაში ჩემზე მეტი მიგიძღვის ბრალი.როდემდე უნდა ორჭოფობდე კიდევ თანხმობას?
          უსმენდა უსო... უსმენდა და არას უბნობდა...
          შებრუნდა ვაჟი,შეაქცია მაკინეს ზურგი და ღია სარკმელს შეაცქერდა უმისამართოდ.წამოდგა ქალი, აიყოლა სარეცლის სითბო და სარკმელს მიღმა მომზირალთან მივიდა კრძალვით.უკნიდან ჩუმად შემოხვია გულმკერდზე ხელი,თითქოს ენება მოეხადა ამით ბოდიში.მიეკრა ზურგზე, შეუცურა მკერდზე თითები და უნებურად აიტაცა გიჟურმა ვნებამ... ჩაუხსნა დემნას გულისპირზე ყველა საკინძე და ხელის მოსმით მოაცილა მკერდზე პერანგი.აჰყვა ჭაბუკი ქალის წადილს და გაშლილ თმებში გვირილებივით ჩაუბნია აქა-იქ კოცნა... ღია სარკმელში იდგნენ ვნების ბადაგით მთვრალნი და ირწეოდნენ,ვით ფარდაგნი ქარის ტრიალში...გახელებული უკოცნიდა გულ-მკერდს მაკინე და საოცარი ნეტარებით აღვსებდა დემნას...ასეთი შმაგი არასოდეს ეხილა ქალი ბედნიერ ჭაბუკს...
            ...და მაშინ როცა,საწოლისკენ წავიდნენ ორნი და საუკუნო სიყვარულის დადეს პირობა,მაკინემ ზურგში ჩხია თვალთა იგრძნო ნამზერი... დახუჭა თვალი,არ ენება ახლა მოცდენა...ჟინმორეული უკოცნიდა მზეჭაბუკს ყვრიმალს და მთელს სხეულზე ბრმადქმნილივით ეთითეოდა.უეცრად ქალმა კვლავ შეიგრძნო გამჭოლი მზერა და როგორც მაშინ,უნებური შეხება ზურგზე...
            ისევ და ისევ ორ ვაჟს შუა მოექცა უსო...
            მობრუნდა ქალი,მოიცილა მრისხანედ დემნა და უნებართვოდ შემოპარულს მიაპყრო თვალი.წყალში გვემული ბოშა იდგა სარეცლის პირთან...
            მაკინეს ქცევამ აღაშფოთა დემნა ანაზდად და მრისხანემან გაიხურა კარები ბრაზით.
            ბოშა კი დარჩა.დატყვევა ასული მზერით და დაეუფლა სხვის ალერსზე ალესილ სხეულს...
            ტიხარებს შორის ძრომიალი სცოდნია ჭაბუკს მაკინეს მსგავსად.
           

                                    (გაგრძელება იქნება)

         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები