ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

ლოკოკინა


ჩემს საძინებელს
შენი სუნის მოლეკულები რომ შეერია,
მაშინვე მივხვდი,რისთვისაც შემოხვედი...
განა შემეშინდა?
არა!
ეს სარეცელი შენც დაგიტევს და
კიდევ მრავალს,
მაგრამ,მე ახლა მხოლოდ ჩემში მინდა ვიმრუშო...
შენი ხელები ისე ცივი და უადგილოა,
ვერ შევიფერებ-
ლოკოკინასავით შევიყუჟები საკუთარ ნიჟარაში
და მხოლოდ სხეულს მოგიგდებ ძვალივით გასალოკად,
როგორც მშიერ ძაღლს.
(ლოკოკინას ხომ არა აქვს სქესი?
ჰოდა,შენც მიდი და გააკეთე,რასაც ინებებ...)
ან კი რას იზამ უჩვეულოს?
იქ ხომ არაფერია დარჩენილი დაუპყრობელი
და უამბორო...
თვალებს კი ვხუჭავ...
შენც ხომ იცი,არასდროს ვახელ,
რადგან,უნებურ არ ჩახედო ჩემი სულის პირბასრ ნაპრალებს
და გადამალულ შენს ნდომაზე აიჭრა ხელი...
მე განა შენთან ყოფნის მეშინია?
არა!
უბრალოდ,ჩემსავით მხურვალე ხარ და
შენთან მყოფს
ცრემლიც კი მიორთქლდება თვალზე.
სისხლზე რომ არაფერი ვთქვა...
ამიტომაც ვხუჭავ თვალებს
და არ გიშვებ სულში...
არ გიშვებ ,რადგან
შენთან ახლოს სიკვდილი მაფრთხობს...
ხომ იცი ფესვებს,
მხოლოდ სულის მანანით ვნამავ,
შენ კი, ამ გრძნეულ მცხუნვარებით
უწყალოდ მახმობ...
ამიტომაც გთხოვ
ნუ მოელი ჩემს აღტყინებას,
ძვირადღირებულ მეძავივით შემიგრძნე წუთით
და მერე წადი,
წადი უკან მოუხედავად...

ისე,ხომ გახსოვს,ლოკოკინას არა აქვს სქესი...
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები