ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
23 სექტემბერი, 2009


სისხლის ყივილი (მეთორმეტე თავი)

              დილით ნაგაზთა მყეფარებამ აიკლო ყველა.
              ადგა დემნა და მიმოავლო თვალი ეზოკარს.შენიშნა ვერა.დაუძახა სარკმლიდან მოყმეს,რომელიც დემნას მსგავსად ეზოს აყურადებდა:
              -რა ხდება მათე,მძვინვარებენ რისთვის ქოფაკნი?
              არ ვიცი ძმაო,კიდით-კიდე მიმოვვლე ირგვლივ,არც ნადირი ჩანს და არც ტრალთა კვალია სადმე.-მიუგო ვაჟმა.
              -ეშმაკს აროდეს მოუჩანსო ხომ იცი,კუდი... არ დაიზარო,კიდევ ერთხელ დაზვერე არე!არა სჩვევია ჩვენს ქოფაკებს მცდარი განგაში...
              ავი სულების მოდინება იგრძნეს ძაღლებმა...
              ორიოდ დღეში მოიკეთა ბოშა ჭაბუკმა.ქალის ლოცვები სალბუნივით მოერგო რკენილს,თუმც არც აქიმის მუშაკობა იყო ურიგო.
              კვირაძალს დილით ფეხი უკვე დადგა მიწაზე და წასასვლელად მოემზადა დიაცთან ერთად.ზეწამოდგარმა დემნას ბეჭზე დაადო ხელი და გრძელ ტაბლაზე გიშრის თვლები დაყარა უხვად.
              -რაი არს ესე?-მოიკითხა დემნამ ანაზდად და უჯილაგოთ გამყინავი მიაპყრო მზერა.აიღო ვაჟმა ტაბლის ლილგზე დაყრილი თვლები და მიაწოდა მაშინათვე მორევში გვემულს.ბოშას ბაგეთა კუთხეებში გაუკრთა ღიმი... არად ჩააგდო ვაჟის მიერ გაწვდილი ხელი...განრისხდა ვაჟი,ღია სარკმელს მიადგა ბრაზით და მდინარისკენ გადაყარა ბოშათა ძღვენი. წამის უსწრაფეს მოიხედეს უკან ბოშებმა. განრისხებისგან დაეღრიჯათ უმალვე სახე.
              გრძნეულთა სახვა აირიდა დემნამ დემნამ თავიდან და გარდუვალი ხიფათისგან დაისხნა თავი.
              ეზოში გასულთ გაშმაგებით მიაწყდა ძაღლი,ლამის ჯინჯილი აიწყვიტა გაცოფებულმა.-,,დასწყევლოს ღმერთმა!"-დაიკრულა ჭაბუკი გულში -,,რაღა ჩემს სახლში იბოგინა ეშმაკის მოდგმამ".დემნას საურველს უსიტყვოდაც ხვდებოდა ქალი,ღია სარკმელში ფარჩის უკან ჩუმად მზირალი. შეუცნობელი წინათგრძნობა ზარავდა ასულს.ბოშათ შემოსვლა არ უქადდა იცოდა კეთილს და შიშნარევი მშფოთვარებით იყო აღვსილი.-,,სადა ხარ მამა,მიმატოვე მარტოკა რისთვის,ვინღა დამიცავს შენზე უკეთ მანქანებაში?"-წუხდა მაკინე.
            სოფლის კაცები ჯერც კიდევ მუხნარში იყვნენ.
            გაურკვეველი შეეყარა სენი მაკინეს.მსგავსი სიმხრდალე არასოდეს უგრძვნია თვისი.დაკარგა ყოვლის შეგრძნება და ბრძოლის უნარი, თითქოსდა ვინმემ ააცალა სიცოცხლის ძალა.
            დემნა ჯერ კიდევ გულმოსული იყო ასულზე და გაურბოდა თუნდ უნებურ შეხვედრას მასთან.მაგრამ,როდესაც შიმუნვარმა მოუთხრო ჭაბუკს
უსოს ვარამი,მცირედით მაინც მოუბრუნდა კენარზე გული.დაღამებამდე თავსა სძლევდა ჭაბუკი ფიქრით.წესისებრ გაზრდილს არ ენება დიაცზე თმობა. ჭმუნავდა დიდხანს,მაგრამ როცა ქალის ოდიდან მოესმა გულის დამდაღველი ჩუმი ქვითინი,ქარის სიმარდით აიარა ხვეული კიბე. დადგა კარებთან.დაელოდა როდის უხმობდნენ...გრძნობა არეულს გულის ფეთქვა კაკუნად ესმა სატრფოს კარებზე.ვაი,რომ მხოლოდ გულის ფიცარს სცემდნენ მჯიღებით...
            მაკიმემ სითბოს მოზღვავება შეიგძნო უმალ.მიაპყრო თვალი კარის უკან ლოდინით დაღლილს.წამოდგა ფრთხილად,ფეხაკრეფით მივიდა კართან და სასმენელი ვით გულ-მკერდზე,მიადო კარებს.ვაჟის გულის ხმა ნეტარებით ავსებდა სნეულს.გააღო კარი და უსიტყვოდ დადგა ვაჟის წინ.
გაოცებული უცქეროდა ვაჟი მაკინეს.ორიოდ დღეში კესანების ფერი მიეღო თვალის უპეებს.
            -რა გაგვა მტკბარო?რა სიმძიმილს დაუდექ მხევლად?რად აგრევია ,,ფერუმალი" ღვთით ბოძებული?
            დუმდა მაკინე.მხოლოდ ცრემლებს იწმენდდა თვალზე.ვერ უსწორებდა უკუგდებულს სირცხვილით თვალებს.მიუხვდა ვაჟი სიმძიმილს და მოხვია ხელი,მიისაკუთრა სულზე უფრო ნეტარი გულზე.ღია სარკმელთან მიიყვანა მერე ასული,რომ ლიბრისფერი უპეები ეხილა უკეთ.შემდეგ ყვრიმალი გაუსინჯა ორივე მხარეს და მშფოთვარემან იხმო თვისთან ქალის მოახლე...
              სნეული ხელში აიტაცა სიფრთხილით ვაჟმა და ჭიისკართან დაყენებულ ურემში ჩასვა.მაკინეს გვერდით მოკალათდა მისი მხევალიც.
              გამოქვაბულის აბანოსკენ აიღო გეზი დემნას ურემმა.
              გზად არაერთხელ შეაჩერეს სვლა და მაკინეს სარგო ყვავილნი შეაგროვეს ცვრიან ტყე-ღრეში.
              დაღამებამდე მიაღწიეს იმ ალაგს სადაც,უცეცხლოდ დუღდა ოთითგანვე მკურნალი წყალი.
              ნასახლარებთან შეაყენა დემნამ ურემი და რონინებით აიყვანა ქალი ქვაბულში.ქვის აბანოებს ოხშივარი სდიოდათ ცხელი. ბნელოდა. მხოლოდ შიმუნვარის ჭრაქიღა ენთო, ისიც მცირედად.მოახლე ქალი ყვავილედებს აცლიდა ღეროთ და შემდეგ ჯინჯიხ წყალში ყრიდა, ტივების მსგავსად... მოედო მტკბარი სურნელება დახუთულ ჰაერს. ჩაწვა მაკინე ცხელ წყალში და რულმორეულმა მალევე იგრძნო მოდინება ნანატრი ძილის.
დაბინდულ თვალებს მოერია რატომღაც ვეღარ.ქვის სასთუმალზე მიესვენა ბანგმორეული.ჭაბუკი ფერხით ჩამოუჯდა სანუკვარ უსოს და თხელ  ტერფების რუდუნებით დაუწყო სრესა. ეძინა ასულს თუმც თვალნათლივ ხედავდა ყოველს... თვალდახუჭული ოხშივართან ერთად დგებოდა და სველ კედლებზე სრიალებდა ცელქი ბავშვივით...
              უეცრად კედელს მიეყინა ასულის მზერა - დემნას ზურგს უკან ბოშას მოჰკრა თვალი მაკინემ...შეკრთა მაშინვე, გაახილა თვალი ანაზდად, იქნებ ძილთაშინ დავლანდეო იფიქრა ქალმა.მაგრამ ცხადშიაც დაინახა ქურუხა ვაჟი.შემრთხალ ასულთან თავთით დადგა დემნა და მანაც ქალის მზერისკენ გააპარა უნებურ თვალი.გაოცდა,ნეტა რად უცქერსო ასული კედელს...


                    (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები