ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2009


ლაზი ვარ

ეჰ,ლაზისტანო მშობელო მხარევ,
და კამკამა ზღვის ერთგულო ძმაო.
გიხსენებ შენზე დახარბებული,
და თვალი ისევ ცრემლმა ფარაო!

სიზმრებში ტალღებს ველაციცები,
შენი ლამაზი ლურჯი ზღვა მახსოვს,
ვიღაც მოხუცი მესაუბრება
და ვეუბნები,ლაზი ვარ,ლაზო.

იქნებ მოხუციც ლაზისტანია,
იქნება ისიც ძმას მოაშორეს,
ორივეს გული ერთფერად გვტკივა,
ჩემო სამშობლო ლაზეთის მხარევ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს