ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2009


ა ნ ჟ ე ლ ა .

ნუ მოიჩქარი, გამეტებით, სიკვდილო ჩემსკენ,
მიხსენი ქარო!  იალქნები  აავსე ჩემი....
მე მარტო დავრჩი, ძირგახვრეტილ, გაძარცულ გემზე,
და ბედისწერა ულმობელი მეწევა ფრენით.


მე დაგივიწყე. შენ აღარ ხარ. ბრუნდები მაინც,
შენ ჩემი დარდის  ტრიუმებში დახეტიალობ,
ასიათასჯერ გონებიდან ამოშლილი სახელი  შენი,
არა მშორდება. არა, არა, ძალიან ვნანობ...


...გულს განვუდექი. ნუ მეძახი. არა. არასდროს!
ბოლო ჩასუნთქვას სურნელება მოჰყვება შენი...
დაგნებდებოდი? მაგრამ უკვე აღარ ვარსებობ,
მე ჩავიძირე. დავიღუპე. სიყვარულის მაქვს საზღაური....




  P.S.
 
...შენ მოხვალ ისევ, ქვის კიბეზე ჩამოჯდები, დამელოდები,
  დატოვებ წერილს გულმოკლული, მძიმე სიტყვებით,
  დაიგვიანე. სიყვარულის ჩაქრა ხანძარი,
  მე შევიცვალე და ვერაფერს ვერ დაგპირდები...


              (2009) სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები