ეს გაუმარჯოს ქალის გულს,ქვეყნად ყველაზე ნაზს და ყველაზე სათუთს, მაგრამ უმაგრესს ფოლადის რვალის, თუ კი დასჭირდა საყვარელ მამულს.
თუ კი დასჭირდა შვილებს,მეუღლეს, აიტანს ყველა განსაცდელს ,ურვას, მაგრამ თუ ოდნავ მოაკლდა სითბო, დაიწყებს უხმო გმინვას და მდურვას.
ნაზია,როგორც სულ თოთო ბავშვი, მტკიცეა,როგორც ნაწრთობი რკინა, ძალუძს,ვიღაცის ოცნებად იქცეს, ვიღაცას ექცეს სანატრელ ბინად.
ეს გაუმარჯოს ქალის გულს,ქვეყნად ძალზე უცნაურს,ძალზე ცვალებადს, ყველაზე უფრო ძალუძს გაიგოს სხვისი ტკივილი და აღსარება.
ყველაზე უფრო გაითავისოს სხვისი ოცნება და სიხარული, ყველაზე ძლიერ ძალუძს გატანა, მხარში დადგომა და სიყვარული
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მშვენიერი ხატებაა თქვენს ლექსში ქალისა, - ეს ლექსი რომელიმე მამაკაცს უნდა დაეწერა. მაგრამ ეტყობა ვიზარმაცეთ. :) მშვენიერი ხატებაა თქვენს ლექსში ქალისა, - ეს ლექსი რომელიმე მამაკაცს უნდა დაეწერა. მაგრამ ეტყობა ვიზარმაცეთ. :)
19. რაღაც სითბო დამიტოვა გულში...მომწონს... რაღაც სითბო დამიტოვა გულში...მომწონს...
18. კაცის გულსაც არა უშავს, გააჩნია კაცს.............. კაცის გულსაც არა უშავს, გააჩნია კაცს..............
17. გაუმარჯოს. :) გაუმარჯოს. :)
13. საოცრად სასიამოვნო ნაწარმოებები გაქვს საერთოდ:) გამონაკლისი არც ესააა. 5:) საოცრად სასიამოვნო ნაწარმოებები გაქვს საერთოდ:) გამონაკლისი არც ესააა. 5:)
12. ეს რა არის??? ხალხო, მართლა მოგწონთ ეს ლექსები თუ კაიფობთ? ესაა კარგი ლექსები? "სიხარული" და "სიყვარული" რო გარითმა, ეგაა კარგი? "ფოლადის რვალი" ახალი შენადნობია თუ რა? ეს ქალი მეტალურგიაში უფრო ნიჭიერი ყოფილა, ვიდრე პოეზიაში! - 30! ეს რა არის??? ხალხო, მართლა მოგწონთ ეს ლექსები თუ კაიფობთ? ესაა კარგი ლექსები? "სიხარული" და "სიყვარული" რო გარითმა, ეგაა კარგი? "ფოლადის რვალი" ახალი შენადნობია თუ რა? ეს ქალი მეტალურგიაში უფრო ნიჭიერი ყოფილა, ვიდრე პოეზიაში! - 30!
11. როგორც ყოველთვისსსსსსს 5 როგორც ყოველთვისსსსსსს 5
10. ეს გაუმარჯოს ქალის გულს,ქვეყნად ძალზე უცნაურს,ძალზე ცვალებადს, ყველაზე უფრო ძალუძს გაიგოს სხვისი ტკივილი და აღსარება.
გამეხარდა თქვენი მოსვლა! ეს გაუმარჯოს ქალის გულს,ქვეყნად ძალზე უცნაურს,ძალზე ცვალებადს, ყველაზე უფრო ძალუძს გაიგოს სხვისი ტკივილი და აღსარება.
გამეხარდა თქვენი მოსვლა!
9. მომეწონა ძალიან. მომეწონა ძალიან.
8. "ყველაზე უფრო გაითავისოს სხვისი ოცნება და სიხარული, ყველაზე ძლიერ ძალუძს გატანა, მხარში დადგომა და სიყვარული"
კეთილი იყოს, მანანა, შენი მობრძანება! ვიცოდი ეს ლექსი! "ყველაზე უფრო გაითავისოს სხვისი ოცნება და სიხარული, ყველაზე ძლიერ ძალუძს გატანა, მხარში დადგომა და სიყვარული"
კეთილი იყოს, მანანა, შენი მობრძანება! ვიცოდი ეს ლექსი!
7. ვეთანხმები პეტრეს! :) ვეთანხმები პეტრეს! :)
6. 5 . მომეწონა ლექსი! 5 . მომეწონა ლექსი!
5. ეს გაუმარჯოს ქალბატონ მანანა კაკაჩიას! ეს გაუმარჯოს ქალბატონ მანანა კაკაჩიას!
4. ქალსაც და ქალის გულსაც! 5 რომ არ დავწერო სინდისი შემაწუხებს:))) ქალსაც და ქალის გულსაც! 5 რომ არ დავწერო სინდისი შემაწუხებს:)))
3. სიყვარულით, პატივისცემით და მონატრებით გია გეგია +5 სიყვარულით, პატივისცემით და მონატრებით გია გეგია +5
2. ყველაზე უფრო გაითავისოს სხვისი ოცნება და სიხარული, ყველაზე ძლიერ ძალუძს გატანა, მხარში დადგომა და სიყვარული
კარგი ხარ მანანა! კეტილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან, მოგვენატრე ხომ იცი?! :) ყველაზე უფრო გაითავისოს სხვისი ოცნება და სიხარული, ყველაზე ძლიერ ძალუძს გატანა, მხარში დადგომა და სიყვარული
კარგი ხარ მანანა! კეტილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან, მოგვენატრე ხომ იცი?! :)
1. გაუმარჯოს ქალის გულს 7 ქულა
მაგრამ თითქოს ველოდი რომ გაგრძელდებოდა გაუმარჯოს ქალის გულს 7 ქულა
მაგრამ თითქოს ველოდი რომ გაგრძელდებოდა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|