ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2009


TIME & LIFE

წავიდა,დასრულდა, როგორც ბავშვობა,
შეუხორცებელი დატოვა იარა,
დაჯექი, უსმინე, ზღვა როგორ ხმაურობს,
ტალღები ბრუნდება, და ის კი არა...

შუბლს ვუშვერ გრილ ნიავს, მონაბერს მთებიდან,
თითქოს ეს მისი ხელია, პატარა!
დაჯექი, უსმინე, ზღვა ისევ ხმაურობს...
ტალღები დაბრუნდა, და ის კი არა.

...საათი წიკწიკებს, თავის გზას განაგრძობს,
მე უშენობის ტკივილმა დამღალა!
დროს ითვლის მარტოობის საზომი  ჩემი...
მე ცოცხალი ვარ... და ის კი არა!


/      /  სერგეი ნეველი. (რეზო)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები