ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2009


ტოლობა

ვნახე და
გახდა გულის წადილი...
ერთად ვიგემეთ ბედის ხადილი,
ვიტვირთეთ ტვირთი
ურთიერთზრახვის
და სისადავე იმ წარმოსახვის
რომელიც ბედმა გზებზე გაფინა
ვით აივნებზე მზის ხალიჩები
ვერ გავარკვიეთ,სად გავა ზღვარი
თუკი ოდესმე გავიხლიჩებით.
მე მასში შეველ და ის კი-ჩემში
იქმნა სირთულის ერთი ტოლობა,
მას შემდეგ ჩხიბავს ჩვენი ცხოვრების
ხლართებს პირქუში,ჭრელი ობობა...
ჩვენ კი,ცხოვრების ხლართში გაბმულნი
საკუთარ ნაჭუჭს შიგნიდან ვამსხვრევთ
ვუცქერთ უსხვენო მიწიდან უფალს
თან  ცოდვის ლამებს ყელამდე ვამცრევთ...
რადგან ძალიან, ძალიან გვიღირს
ყოფა სამყოფი მხოლოდ უგნურთა...
მოწყალე ხელი მოგვეცი ღმერთო
თუ ოდეს ფეხი გადაგვიბრუნდა...

                                22.06.07 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები