ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2009


წარმოდგენა იწყება VI ნაწილი

VI ნაწილი

ასე არასდროს ავფორიაქებულვარ... როგორ მითრთის გული. რა კარგია დედა რომ მეორე ოთახშია... ისევ მესიჯს ველი. თუმცა, ალბათ მე უნდა მივწერო რამე... რა მივწერო... ნეტა რას აკეთებს... ქალაქის ტელეფონი რეკავს... მგონი ის არის... მოიცა, დედას მივასწრო...
-  გისმენთ...
-  ნინი...
-  ხო.... -  ბარამია, რა მაგარია...
-  რას აკეთებ? – ნინის რომ  ეკონომიკური თეორიის კონსპექტი ვთხოვო, ალბათ სიცილით მოკვდება... რა საბაბი მინდა...  მინდა და ვურეკავ... 
-  რას აკეთებს-მეთქი, შენზე ვფიქრობდი... – ლამის ენაზე ვიკბინე... ვინ მეჭიდავებოდა, რამ მათქმევინა, ვითომ რატო უნდა ვფიქრობდე ერთი კვირის წინ გაცნობილ ადამიანზე?! და რატომ არ შეიძლება, რომ ვფიქრობდე?! მერე რა?! ვფიქრობ და მორჩა...
-   მართლა? გამოდის რომ ფიქრებით დავემთხვით ერთმანეთს?! – დამთხვეულები ვართ...  მაგრამ ამას ხო არ ვეტყვი?
- შენც ჩემზე ფიქრობდი?                                                 
- ხო, აბა რატო დავრეკე?
- ე. ი. დამთხვეულები ვართ?
-   ხო... – ვა, როგორ ვიცინი, ჩემი სათქმელი თქვა, ანუკი როგორ მიყურებს, რა აცინებსო... რა კაი ხმა აქვს, ტო... მინდა სულ ვუსმინო...  კიდე კარგი, ქალაქის ნომერზე  დავრეკე,  გავიწეწებოდი... თუმცა კი ღირდა...
- და რას ფიქრობდი? - ნეტა დედა არ შემოვიდეს... ახლა კი ასე თამამი ვარ, იმიტომ რომ არავინ მისმენს. როგორ არ მისმენ, ბარამი ხო მისმენს... მაგრამ ბარამმა მისმინოს... ჰმ, ამ სახელის გაფიქრებაც კი მსიამოვნებს და  მისმინოს, სანამ ეყოფა ძალა...
- გინდა გითხრა რას ვფიქრობდი? -  რა კაი ხმა აქვს... მშვიდი  და თბილი, თითქოს რომ ლაპარაკობს მღერის... ზოგს ისეთი ხმა აქვს, რომ დაელაპარაკები შეიძლება ცუდად გაგხადოს კაცი... წიკვინა... გინდა მალე გაეცალო... ამას კი ისეთი ხმა აქვს, თაფლად იღვრება თითქოს...
-  ხო, აბა რატო გკითხე? -  რა კაი ხმა აქვს, თუმცა შეიძლება ჩვეულებრივი ხმა აქვს და მე მეჩვენება კარგად... ადრე არასდროს მიფიქრია ამაზე...  შეიძლება ადამიანის ხმამ ასე მოგხიბლოს...
- ახლა ვერ გეტყვი... – არა და მინდა ვუთხრა  და ვეტყვი კიდეც... და რას ვეტყვი... ვეტყვი,  რომ...  ვეტყვი რომ....
-   რატო? ანუ ცუდს ფიქრობდი? -  ბარამთან შებოჭილი არ ვარ, თითქმის იმას ვამბობს, რასაც ვფიქრობ... თითქოს ვთავისუფლდები და სიმშვიდეს ვგრძნობ, ვერ ვხვდები რატო... ნეტა დედა არ შემოვიდეს ახლა  ოთახში იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ... დედა შემატყობს, აუცილებლად შეატყობს რაღაცას... თუმცა რას? თვითონაც არ ვიცი რას... 
- არა, რატო უნდა მეფიქრა ცუდი?
- მაშინ რატომ არ მეუბნები?
- კაი, გეტყვი, ნინი  რა ლამაზია-მეთქი?
- მიდი... იგონებ?
- არ ვიგონებ?
- ერთი ჩვეულებრივი ვარ...
- შენ ეტყობა შეეჩვიე და იმიტომ ფიქრობ ასე...
- აი დეიკოა ლამაზი... ხო ლამაზი დაქალი მყავს?! – ნეტა რას მეტყვის...
- შენ უფრო ლამაზი ხარ... – არ მევასება ეს დეიკო მისი ხუთ ადგილას დახეული ჯინსით, ანუკის ასე არ ჩავაცმევ... ნინიმ რო ჩაიცვას? არ ჩაიცმევს... მე ვინ მკითხავს, მაგრამ...
- უფ, დავიმორცხვე უსაშველოდ... ყველა ადამიანი ლამაზია...
- ხო, გუჩიც ამბობს ასე, საერთოდ ადამიანებს საკუთარი თავი ყველაზე ლამაზი Hჰგონიათო...
- გუჩი ვინ არის?
- ჩემი ძმაკაცია...
- შენ როგორ ფიქრობ?
- მე ვფიქრობ ყველა ადამიანი არ არის ლამაზი... 
- ადამიანი არ ვიცი, ქალი კი ყველა ლამაზია.
- ქალი რა, ადამიანი არ არის?
- პირიქით, ქალი ადამიანზე მაღლა დავაყენე...
- ვაა, შენ იცი ქალი რომ ღმერთმა კაცის უტვინო ძვლისგან შექმნა?
-   ხო ვიცი, კაცი და ტვინი ვინ გაიგონა... – როგორ ვიცინი, ვაითუ ეწყინა, არადა საერთოდ არ მინდა ვაწყენინო... უჰ, რა ვქნა-ერთი, ეწყინება  და ეწყინოს, ადგეს და ცივი წყალი დალიოს...
-   შენ გინდა თქვა რომ კაცობრიობის სუსტი ნახევარი ნაწილის წარმომადგენელი არ ხარ? ბიბლიაში როგორ წერია, ღმერთმა პირველად ადამი შექმნა, კაცი და არა ქალი...  - რა მითხრა, ტო... კაცს ტვინი არ აქვსო... და ვიცინი... საერთოდ არ ვბრაზდები... როგორ არის სხვას სიტყვაში ერთ ასოს არ შევარჩენ და ... ეს სულ სხვაა... ნინი სულ სხვაა...
-   თიხისაგან... ადამი ხო თიხას ნიშნავს, თუ ასე გავყვებით, მაშინ არც თიხას არ აქვს ტვინი... ქალი აქაც პრივილეგირებულია, მიწისგან კი არა ადამიანის ძვლისგან შეიქმნა... -
- და ის ადამიანი იყო  კაცი...
- კი  იყო კაცი, მაგრამ ეს კაცი რომ ყოფილიყო მარტო მიწაზე, იქნებოდა ნახევარი...
-  რატო იქნებოდა ვითომ ნახევარი?
-  იმიტომ, რომ  არ ეყოლებოდა მეორე ნახევარი -  ევა...
-  გამოჩნდა ევა და რა სიკეთე მერე? სამოთხიდან გამოძევება სულ ევას ბრალი არ არის?
-  იცი, რა? აი, შენ ხარ ადამი... გინდა სამოთხე ევას გარეშე?  -  რა უშიშარი ვარ. თან ისეთი განცდა მაქვს თითქოს მართლა სამოთხეში ვარ ახლა... ღმერთო, ნუთუ შეიძლება ადამიანს მხოლოდ ესაუბრო და ბედნიერი იყო? რატო მაქვს  ასეთი განცდა, ვერ გამიგია,  მაგრამ ერთ რამეს ვხვდები. ვხვდები  რომ ამ წუთში ძალიან ბედნიერი ვარ... და მინდა ეს წუთი ძალიან გაგრძელდეს, საუკუნოდ, უსასრულოდ... ნეტა რას მიპასუხებს...
-  ვა, რა კაი კითხვაა... არა, მგონი არ მინდა, ადამმაც ალბათ ამიტომ მოიწყინა...
-  კაი, მოვრჩეთ ამაზე, ისწავლე როლი?
-  მგონი კი...
-  ნერვიულობ?
-  არა... შენ?
-  მე კი, ისე იცი? მსახიობობა მინდოდა?
-  მერე?
-  ხოდა ახლა საბანკო საქმეს ვსწავლობ... მამა თანახმა იყო, დედამ არაო?
-  დედამ რაო...
-  გულსახეთქი პროფესიაა, სულ როლის ლოდინში უნდა იყო, შენ კი არა, ეროსი მანჯგალაძეს გაუსკდა გულიო..
-  ჩვენთან ჯობნებია, ბაცო აქეთ გვეხვეწება, ითამაშეთო...
-  რეპეტიციები მოგწონს?
-  კი...  და შენ?!
-  მე ძაან მაგრად... იცი, გუშინ სიზმარი ვნახე, თითქოს პრემიერა გვაქვს... ხოდა, მაგვიანდება, ბაცო მირეკავს სად ხარ, რატო დააგვიანე, როლიდან მოხსნილი ხარო, თვალით აღარ დამენახოო..  მე კი ხმის ამოღებას ვერ ვბედავ და ტირილს ვიწყებ...
-  მგონი სიზმარში ტირილი ცუდი არ არის...
-  ბარამ, კინო გიყვარს?
-  კი. 
-  გინდა  ფილმი ვნახოთ ერთად, ძალიან მაგარია.  მე ნანახი მაქვს, მაგრამ კიდე ერთხელ ვნახავ შენ თუ გცალია?
-  ანუ კინოში წავიდეთ, ხო?
-  არააა... ინტერნეტი ხო გაქვს...
-  კი, მერე?.....
-  მისმინე, ახლა ლინკს გადმოგიგზავნი მესიჯად და  ფილმი გადმოწერე... ხო გცალია?
-  მცალია...
-  ბერტოლუჩის ფილმია, `ალყაში~, - ასე ქვია. მერე ერთად ვნახოთ, შენ შენს კომპში, მე ჩემთან...
-  კარგი...  ომზეა ალბათ ხო?
-  ომი არაა, მაგრამ ალყაში კი არიან,  დამლაგებელი და კომპოზიტორი...
-  მაგარი შეხამებაა, უკვე მაინტერესებს...
-  ნუ იცინი, იცი რა კაი ფილმია, სკაიპი  გაქვს?
-  არა...  – ნახე, მიბრძანა კიდეც, ნუ იცინიო... და რომ მიბრძანა, მესიამოვნა, ტო...  მერე რა  რომ სველია, სველი იასამანი..
-  მერე სკაიპიც გადმოწერე და მესიჯით შენი ნიკი მომწერე, კაი?
-  კაი...
-  ხოდა ფილმიც გავრჩიოთ, სკაიპში მესიჯებს მოგწერ, ოკ?
-  ოკ... -  ვა, რა კარგია კომპი რომ მაყიდინა ანუკიმ, ეს სამი დღე კიდე მესიჯებიც აკრეფაც დავამხეცე... თურმე როგორ მჭირდებოდა...

*  *  *

- გუჩი, გაუმარჯოს ძმა!
- ვა, რა კაცი?! ბარამ საიდან სადაო...
- იქედან აქაო... 
- რასა იქმ? პრემიერა  როდის გაქვთ? ხო იცი, მოვდივართ...
- მოიცა რა, რა დროს პრემიერაა... და შენ საიდან იცი!?
- გავიგეთ, ძმა...
- ვააა...
- აბა, მითხარ, რა გაგჭირვებია?!
- მისმინე, სკაიპი მინდა გადმოვწერო...
- ნოუ პრობლემს, ლინკს გამოგიგზავნი, შეხვალ და დოვნლოადს დააჭერ... მერე ენები იქნება და აარჩიე...
- ქართული არის?
- არა...
- ოკეი... თუ რამე გირეკავ...
- კაი ძმა... ბიჭებმა, ჩავუჯდეთ ერთიო... დაგირეკავთ მერე...
- თქვენთან ვარ!

*  *  * 
ჰტტპ://ავოე.გე/მოვიეს/ონე.პჰპ?მიდ=9786

დასახელება: ალყაში
ჟანრი: დრამა,
წელი: 1998
პროდიუსერი: ბერნარდო ბერტოლუჩი
როლებში: ტენდი ნიუტონი, დევიდ ტიულისი, კლაუდიო სანტამარია, მასიმო დე როსი, ვერონიკა ლაზერი

მოკლე შინაარსი:
ახალგაზრდა აფრიკელი ქალი, სახელად შანდურაი, მას შემდეგ რაც მის ქმარს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიჭერენ, რომში ჩამოდის. აქ ის მოსამსახურედ იწყებს მუშაობას, მდიდარ, მაგრამ განმარტოვებულ ინგლისელ პიანისტთან. კინსკი თანდათან სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს შანდურაის და შემდეგ სიყვარულშიც უტყდება...

*  *  * 

ისევ ზარი...
- ნინი..
- ხო, ბარამ....
- გადმოვწერე, ფილმიც და სკაიპიც ...
- მითხარი ნიკი და დაგიმატებ...
- ოკ...


*  *  * 

ნინი: ბარამ, შენ ხარ?
ბარამ: ნინი, შენ ხარ?
ნინი: (სიცილი)
ბარამ: (სიცილი)
ნინი: კეთილი იყოს შენი მესიჯი ჩემს სკაიპში, ვირუსი არ გამოაყოლო... (სიცილი)..
ბარამ: ოკ (სიცილი)..
ნინი:  დავიწყოთ ფილმი?
ბარამ: ოკ, მე ვრთავ...
ნინი: მაიც... მეც ჩავრთო
ბარამ: ოკ, მიდი
ნინი: ლამაზი  სიყვარულის ამბავია...
ბარამ: აფრიკაა?
ნინი: ბერტოლუჩი ხო იცი?... იმის ფილმია,  გოგოა აფრიკელი... ძალიან მომწონს, მაგრამ პიანისტზე ვაბოდეეებ... (მზე)
ბარამ: (მზე) (მზე) მოგიგე...
ნინი:  როგორ?
ბარამ: მზეებით, მე ორი მზე გამოგიგზავნე... თუმცა რო აბოდებ, არ მომეწონა (სიცილი)
ნინი: (სიცილი)  სად ხარ შენ?
ბარამ: სანაპირო მოჩანს... მგონი ხმა არ აქვს, თუ უხმო ფილმია?
ნინი: არა, თავიდან ასე უხმოდ იწყება... მაგრამ მერე გაგიჟდები ისეთი ლამაზი მუსიკებია... ახლა სად ხარ?
ბარამ: რას უბერავს ეს ტიპი.. ამ საკრავს ქართული ფანდურის ხმა აქვს, ხო?
ნინი: ხო...
ბარამ: გოგო ველოთ დადის...…
ნინი: .... ამ გოგოს ქმარი მასწავლებელია და იჭერენ რაღაც პოლიტიკურზე...
ბარამ: ნახე,  ჩაიფსა... ეპარება... შენთანაც? (სიცილი)
ნინი: (სიცილი) (სიცილი) მოგიგე... კაცი დაიჭირეს უკვე?
ბარამ: კი...
ნინი: ეს გოგო ამ კაცის ცოლია ... სამედიცინოზე სწავლობს და მიდის აფრიკიდან...
ბარამ: სად?
ნინი: იტალიაში, რომში...
ბარამ: ყველა გზა რომში მიდის...
ნინი: ხოო  (სიცილი)...  და ინგლისელი პიანისტის ოჯახში იწყებს მუშაობას დამლაგებლად... ნახა  ლიფტში ნოტების ფურცელი?
ბარამ: აბა ლიფტი?
ნინი: ეს კარადა ლიფტივითაა, მოძრაობს რა,  სახლი სამ სართულიანია და ზევით-ქვევით რომ არ იარონ რაღაც ასატან ჩასატანი რომ არის, მიხვდი...
ბარამ: კე, ხო ვნახე ნოტების ფურცელი კითხვის ნიშნით, მისმინე ეს კითხვის ნიშანი რატოა?
ნინი: იცი ამ კითხვის ქვეშ ბევრი რამე იმალება. ყველაფერი ალბათ, ცხოვრების აზრი, მიზანი  და  რა ვიცი..
ბარამ: შეიძლება უბრალოდ კითხა, ვინ ხარო... რა კაი მუსიკააა...
ნინი: აუ, ჯერ სადა ხარ?  გაგიჟდები, რა მუსიკებიაააა, აფრიკულით შეზავებული... და თითქმის არცაა დიალოგები...
ბარამ: მეგონა კომპი ჭედავდა, ლაპარაკი რომ არაა...
ნინი: ახლაა დააკვირდი, გასუფთავების დროს ერთ სტატუეტკას შანდურაი ხელს მოამტვრევს...
ბარამ: ხო, შეცბა შანდურაი...
ნინი: მერე გაგახსენებ ამ მომენტს... ეს პიანისტი - მისტერ კინსკი, მუსიკით ელაპარაკება და მიმიკებით... როიალით ესაუბრება, რა... ეს სახლი მემკვიდრეობით ერგო მდიდარი დეიდისგან... სახლი გატენილია ანტიკვარებით... ამ კაცმა არ იცის რომ ეს გოგო გათხოვილია... საწოლის ქვეშაა ჩემთან....  შენთან რა ხდება?
ბარამ: ფეხსაცმელი იპოვა საწოლში... კინსკის ტუფლებით ძინავს?
ნინი:  ხო, ხო იცი ხელოვანი ხალხი ცოტა ვერ არიან... (სიცილი)
-  ბარამ,  დამსვი  რა...
-  ფილმს ვუყურებ...
-  თუ ჩატაობ?
ნინი: სად ხარ?
-  ანუკი, არ მცალია...
-  ცუდო...
ნინი: სად ხარ?
ბარამ: აქ, ჩემი და იყო...
ნინი: მე კი შემეშინდა სად არის-მეთქი... (სიცილი)
ბარამ: საშიში რა იყო... (სიცილი)
ნინი: რავ, რომ არ მიპასუხე... შიშად მეყო... (სიცილი)
ბარამ: მშიშარა... (სიცილი)
ნინი: რა კაია და რომ გყავს... ნეტა მეც მყავდეს... ან ძმა...  ახლა სად ხარ?
ბარამ: პატარა გოგოს ასწავლის...
ნინი: ხო, მოსწავლეა ეგ... რეპეტიტორობს კინსკი,  შემოსავალი ეს არის, სახლში მოსწავლეები ყავს და მერე კონცერტს ჩაატარებს, სულ თავისი მოსწავლეები  ესწრებიან...
ბარამ: ახლა საავადმყოფოშია...
ნინი: ხო, შანდურაი მომავალი ექიმია...
ბარამ: კინსკი ქალის ნივთებს მოეფერა... უყვარს ბიჭს...
ნინი: ნახე ქალის ნივთებს როგორ ეფერება... კინსკის უყვარს
ბარამ: დამთხვეული (სიცილი)...
ნინი: ხო (სიცილი) მოგწონს ეს ქალი?
ბარამ: კი, კაია... კაი თვალები აქვს... ცოტა ცხვირი აქვს მიჭყეტილსავით...
ნინი: მისტერ კინსკი უგზავნის საჩუქრებს კარადა-ლიფტით...
ბარამ: ყვავილი  სანაგვეში რატო ჩააგდო?
ნინი: არ მიიღო ვითომ... არ უნდა ამ კაცის საჩუქრები რა... მაგრამ მერე შერცხვება და  წყალში ჩადებს...  ახლაა კაი მომენტი...  უყურე, რომ აუთოვებს...
ბარამ: კინსკი რას უყურებს...
ნინი: ნახე როგორ უყურებს...
ბარამ: თირავს, მკერდს უყურებს...
ნინი: ცუდო...
ბარამ: მე თუ კინსკი...
ნინი: შენ...
ბარამ: ხო, კაი... რა მოხდა... 1000 ოკეანე ბოდიში...
ნინი: კაი.. მკერდს კი არა და ყვავილი დაინახა ჭიქაში...
ბარამ: ყვავილი თოვლზე...
ნინი: რა კაი უთოა...
ბარამ:  (სიცილი) ბერტოლუჩის სახლიდან მოუტანია...
ნინი:  (სიცილი) ხო... ანტიკვარულია ესეც.. რა კაი თვალები აქვს შანდურაის... ხო?
ბარამ: შენი სჯობს... (სიცილი)
ნინი: კბილებიც ლამაზი აქვს... (სიცილი)
ბარამ: შენი სჯობს... (სიცილი)
ნინი: (სიცილი)
ბარამ: ტუჩებიც ლამაზი აქვს...
ნინი: (სიცილი)
ბარამ: შენი სჯობს... (სიცილი)
ნინი: გავთიშავ...
ბარამ: კაი, რა გჭირს... რა ჩემი ბრალია შენ თუ ლამაზი ხარ... (სიცილი)
ნინი: ნახე შანდურაიმ რა მიაორთქლა ცხელი უთოთ... ანუ უთხრა: გულში რამ არ  გაივლო, ბიჭო...
ბარამ: შეშინდა კინსკი... გითხარი, სხვანაირად უყურებდა... ყვავილი უნდოდა ზუსტად ახლა ხო იცი... (სიცილი)
ნინი: ცუდო... გავთიშავ...
ბარამ: ხო, კაი... ხუმრობაზე აცრილი ხარ?
ნინი: კი... (სიცილი)
ნინი: სად ხარ?
ბარამ: აქ...
ნინი:  (სიცილი) ფილმში სად ხარ...
ბარამ:  (სიცილი) ვიღაც ბიჭს ესაუბრება... 
ნინი: ხო ერთად სწავლობენ, ეს... უყვება მისტერ კინსკიზე... ეს მეგობარი ცისფერია, მაგრამ შანდურაის მაინც ეფანცქვალება (სიცილი)... 
ბარამ: ეფანცქვალება მაგარი იყო  (სიცილი)...  შანდურაი უარზეა, ყოჩაღ ქალო...
ნინი: ლიფტი  არაა თავის ადგილზე... ახლა ნახე რას ჩამოუგზავნის...
ბარაბ: რას?
ნინი: ნახავ, გვერდზე ანთებული ფანარი დევს...
ბარამ: ბეჭედი...
ნინი: ფასდაუდებელი ბეჭედი...
ბარამ: მიიღებს?
ნინი: უყურე...
ბარამ: როიალი ნახე...
ნინი: ძალიან ძვირი ღირს ეგეც... კინსკისთვის როიალი არის ყველაფერი.... და ნახე რა, მერე რას იზამს...
ბარამ: რას?
ნინი: უყურე, მერე არ იქნება საინტერესო, სიყვარულს უხსნის ახლა ამ მუსიკით...
ბარამ: შანდურაის ბეჭედი მიაქვს უკან... სახელი დამევასა - `შანდურაი~...
ნინი: ხოოო..... რა პატიოსანია... კინსკი ეუბნება, ჩემი არ არის,  დეიდას ეკუთვნოდაო...
ბარამ: ანუ, საჩუქარზე უარს ეუბნება...
ნინი: ხო, თუ არ გიყვარს ადამინი, მისის საჩუქარიც არ გინდა  რა...  ახლა უყურე რაა,  როგორ აკანკალებს ამ კაცს, ხმაში და ტანში (სიცილი) ... ახლა გაიგებს რომ ქმარი ყავს შანდურაის...
ბარამ: მაგრად თამაშობენ, ალბათ ბერტოლუჩიმ ასწავლა, ხო?
ნინი: ხო ალბათ, აი ახლა ეტყვის კინსკი შემიყვარეო...
ბარამ: შეკვეთაა...  შემიყვარე კარგია (სიცილი)... 
ნინი: გეიგ? Kკინსკიმ - რა ვქნა, რომ შემიყვაროო და შანდურაიმ  ქმარი გამინთავისუფლეო...  ეს გოგო ხვდება რო აქ არ დაედგომება და დაიწყებს სხვა ბინის ძებნას, აი,  გაზეთში ბინას ეძებს... გადასვლა უნდა...
ბარამ: `სიტყვა და საქმე~... რომის ვაკე რომელია...
ნინი:  რომს `ვაკე~ არ აქვს -  შვიდ ბორცვზეა (სიცილი)
ბარამ: რა ჭირს შანდურაის? მოიწამლა... 
ნინი: არა, იცი რატო აღებინა... ხო მოეხვია ეს კინსკი... ეს ვერ აიტანა... ქმარი ხო უყვარს... სხვა კაცის შეხებაც კი ვერ აიტანა... და ცუდადაა...
ბარამ: ხო ალბათ...
ნინი: მერე ნახე როგორ შეიცვლება შანდურაი...
ბარამ: მაცალე, ვუყურო... (სიცილი)
ნინი: იცი მეშვიდე კლასში ფიზიკის გაკვეთილზე ჩემს გევრდით ბიჭი დასვა მასწავლებელმა და ტირილი დავიწყე... 
ბარამ: რატო?
ბარამ: ახალი გადმოსული იყო ის ბიჭი სხვა სკოლიდან...  არ ვიცი რატო, გაერიცხათ იქედან...  და ჩემს გვერდით რო დაჯდა, ცუდად გავხდისავით რა... არ მომწონდა, რაღაცნაირი ყოყლოჩინა ტიპი იყო...
ბარამ: ტირილი ამიტომ დაიწყე?
ნინი:  რომ  გადმოვიდა მესამე დღეს სასიყვარულო ბარათი ჩამიდო ჩუმად ჩანთაში...  მე არავისთვის მითქვამს... კლასელები და-ძმებივით ვიყავით...  ახლაც ასე ვართ... მეწყინასავით რა... პრინციპში, ახლა კი მცხვენია, რომ  ავტირდი მაშინ...
ბარამ: ხო იცი ბავშვი რატო ტირის, ან რაღაცა სურს, ან თავს იცავს... შენ ალბათ ამით თავს იცავდი.... მერე...
ნინი:  მერე ბიჭებს ეგონათ რაღაცა მაწყენინა და შესვენებაზე უცემიათ...  არ მოსულა ის ბიჭი ამის მერე ჩვენს სკოლაში, სხვაგან გადავიდა...  -  ნეტა რას ვუყვები ამეებს, რა... – სად ხარ?
ბარამ: კინსკი კიბეებზე ჩარბის...
ნინი: ხო.. ახლა აპირებს კინსკი სახლიდან გასვლას... წლების მერე... ისიც შანდურაის გამო....  ნაჭერი დაეცემა... კინსკის თითქოს ცა დამეხო თავზე... (სიცილი)
ბარამ: ...შანდურაის ელდა ეცა, ელდა კინსკის მეზობლის ძაღლს ერქვა...
ნინი:  (სიცილი) ეს საიდან მოიტანე?
ბარამ: ციხეში კავეენი გვანახეს და იქ თქვეს...
ნინი: ბარამ, ციხეში  როგორ  მოხვდი?
ბარამ: ექსკურსიაზე ვიყავი... ისე ამ კაცს იდიოტის მოძრაობები აქვს... ცოტა...
ნინი: ეს რას ნიშნავს?
ბარამ: უყურე, მარჯვენა ფეხი წინ რომ მიაქვს, მარჯვენა ხელი უკან უნდა წაიღოს ხო, ეს პირიქით...
ნინი: ალბათ შეყვარებულებს მოსდით ასე... (სიცილი)
ბარამ: სიყვარული აგიჟებთ? (სიცილი) ხოდა ფრთხილად იყავი...
ნინი: არ მეშინია... (სიცილი)
ბარამ: უფ, შეE მტირალა...  ნახე ეკლესია, როკი და ეკლესია...
ნინი: გამოცდებისთვის ემზადება უფრო სწორედ, ვერ ემზადება... თუმცა მაინც უმაღლეს შეფასებას მიიღებს...  და მაგრად უხარია... რა ბედნიერია
ბარამ: ხო
ნინი: ბარამ...
ბარამ: ხო...
ნინი: მართლა მოგწონს ფილმი თუ ხათრით უყურებ?
ბარამ: მაგრად მომწონს, ხათრით ინსტიტუტში ვსწავლობ და ისიც მეყოფა...
ნინი: ვისი ხათრით....
ბარამი: მამაჩემის...
ნინი: ...და შენ არ გინდა სწავლა?!
ბარამ:  ადრე არ მინდოდა... ახლა კი...
ნინი: რატო?
ბარამ: რავ.. ასეა...
ნინი: ახლა მიყვარს სახლში რომ მიდის და საჭმელს რომ ჭამს... თან მუზონებს უსმენს...
ბარამ: ჩემთან ცარიელი კედლებს აჩვენებენ... …
ნინი: ააა...  ჯერ არაა... ახლა რა ხდება იციი? ეს კაცი ნელ-ნელა ყიდის ამ ანტიკვარებს...  ყოველ დღე რაღაც ქრება სახლში... და ცარიელი ადგილი რჩება...
ბარამ: თავი რომ ირჩინოს კაცმა ხო?
ნინი: არაააა... მაგას თავის სარჩენი მოსწავლეებისგან აქვს... რეპეტიტორობს რა... ამ ქალის ქმრის გასათავისუფლებლად კი დიდძალი ფულია საჭირო...
ბარამ: საპროცესო გარიგება და რამე...
ნინი: და ეს ყველაფერს ყიდის...
ბარამ: გავიგე... ანტიკვარი გადის... სიყვარული მოდის...
ნინი: ვაა... რა მაგრად თქვი... ასეა ხო ... ამ კაცმა ხო უთხრა რა ვქნა რომ შეგიყვარდეო...
ბარამ: ხო...
ნინი: შანდურაიმ  ქმარი გამინთავისუფლეო... ეს შანდურაისთვის ფანტასტიკა იყო... მაგრამ ამ ქალს უკვე უყვარს ეს კაცი...
ბარამ:  რა კაი მუსიკაა ნახე... აღმოსავლური თითქოს...
ნინი: ხოოო... მაგარია.... თიში მაქვს ამ მუსიკებზე... ბარამ?
ბარამ: ხო, ნინი...
ნინი:  არაფერი.. 
ბარამ: რაღაც უნდა გეთქვა...
ნინი: ხო გითხარი უკვე?
ბარამ: რა...
ნინი: არაფერი... ფილმს უყურე... იცი მერე კინსკი მუსიკას წერს... გაგიჟდები როგორს, თან იცი რაზე... შანდურაი აპილასოსებს და იმის ხმაზე... (სიცილი)
ბარამ: ეს სიზმარია?
ბარამ: ახლა ესიზმრება...
ნინი: დამთხვეულოოო (სიცილი)
ბარამ: დამთხვეულო  (სიცილი)
ნინი: ხო, ნახე ბერტოლუჩიმ რა გააკეთა,  ხო დაიძინა შანდურაიმ,  მაგრამ მარტო ეს არ იყო საკმარისი  რომ ეთქვა სიზმარი იქნება ახლაო, კამერა გადაატრიალა...
ბარამ: ყოჩაღ ბერტოლუჩი...
ნინი: ნახე კინსკი პლაკატზე... სიზმარში...
ბარამ: კინსკიც მიახია ზედ... პლაკატი.. (სიცილი)
ნინი: ეს გოგო რეებს ინახავს ჩემოდანში (სიცილი) 
ბარამ: აი ის კითხვის ნიშნიანი ნოტი... ეს რაღად უნდა?
-  ნინი...
-  ხო, დე...
-  რას უყურებ ასე გაბრწყინებული თვალებით...
ბარამ: სად ხარ?
-  ფილმს დე, ხო გახსოვს შანდურაიზე რომ ფილმი ვნახეთ, ბერტოლუჩის...
-  ხო... რამდენჯერ უნდა ნახო... საჭმელი ჭამე?
-  არ მშია დე.. ხო ვჭამე... ვიღაცა რეკავს...
ბარამ: სად ხარ?
ნინი: აქ, დედა იყო...
ბარამ: რაო?
ნინი: ჭამეოო...
ბარამ: ჭამე თუ გშია... 
ნინი: არა, სად ხარ შენ....
ბარამ: მაღაზიის ვიტრინაში სტატუეტკას ხედავს, ამან რომ ხელი მოამტვრია...
ნინი: აჰაა... იცნო... ნახე, დაცარიელდა სახლი... გააჩანაგა სახლი შანდურაისადმი გრძნობამ 
ბარამ: ამ კაცს ფეხებზე კიდია ანტიკვარიატი...
ნინი: აი ახლააა...  მტვერსასრუტის ხმაზე როგორ წერს კინსკი  მუსიკას...
ბარამ: ჯაზია, ფანჯარაში ნახე რა ბუნებაა ტო... არადა ქალაქის ცენტრია ხო?
ნინი: ხო, ეს სახლის ეზოა... ფანჯარას აღებს შანდურაი და ქუჩის ხმაური როგორ ებრძვის კინსკის მუსიკას...
ბარამ: იასამანი ნახე... მერე რა რომ სველია, სველი იასამანი...
ნინი: ნახე რა მაგარი მუსიკაააა... ახლა ნახე მიმიკები და ჟესტები... როგორ უგებენ ერთმანეთს... უთქმელად...
ბარამ: ხო, ეს პილასოსით... ის როიალით...
ბარამ: შანდურაის სახის მიმიკები ნახე ტო... ანუ თვალებს, სახეს ტუჩებს ყველაფერს მუსიკას აყოლებს, უყვარს შანდურაის...
ნინი: იფ, ასე იოლია, უყვარს...
ბარამ: აი, ამ მომენტში უყვარს... რა მაგრად თამაშობს ხო...
ნინი: ბაცო როგორ გვეუბნება, ისე უნდა ითამაშოთ, რომ  ვერავინ  ვერ მიხვდეს, რომ თამაშობთ და ყველას ნამდვილები უნდა ეგონოთო... ასეა შანდურაიც... ანუ თუ მიხვდი, რომ შანდურაი თამაშობს, ცუდად თამაშობს... (სიცილი)
ბარამ: მივწეროთ შანდურაის, არ უნდა ჩვენთან ითამაშოს? (სიცილი)
ნინი: (სიცილი)...  ტელეფონი... ახლა კინსკის შანდურაის ქმარზე ურეკავენ... ეს გოგო ნახე როგორ უთვალთვალებს...
ბარამ: შანდურაი რატო არ თქვი (სიცილი)
ნინი:  არ მინდა შანდურაი ჩვენთან მოვიდეს,  ლუიზას როლს მისცემს  ბაცო... (სიცილი)
ბარამ: ხო კარგი არ მივწეროთ მაშინ... (სიცილი)
ნინი: ბარამ, მოგწონს ფილმი?
ბარამ: ხო... მაგარი ფილმია ტო...
ნინი: ხოო,  ეს ძალიან ლამაზი ფილმია და წმინდა... სპეტაკი და სათნო... პირველად რო ვნახე შოკი მომცა...
ბარამ: რატო...
ნინი: ისე მომეწონა...  წერილი მოუვიდა... და ახლა მოწვავს... ხვდება, რომ მისტერ კინსკი მისი ქმრისთვის ყიდის ამ ანტიკვარებს რა... კინსკი ხო არ ეუბნება არაფერს...
ბარამ: ხო მაგრამ... – მოსათხოვია აქვს  კინსკის, მაგრამ ნინიმ მოსათხოვის რა იცის
ნინი: ვგიჟდები კინსკიზე... ხო გაანთავისუფლებს ქმარს... პირობასაც არ შეახსენებს.. არაფერს არ თხოვს... ეს მერე... ახლა მიყვარს  შანდურაი, რომ ცეკვავს და საჭმელსაც რომ აკეთებს...  სიმინდს რომ ჭამს...
ბარამ: ყვითელი სიმინდია... მეც მაქვს ასეთი ნაჭამი სოფელში...
ნინი: მოხარშული სიმინდი მინდააა
ბარამ:  წაგიყვან სოფელში და გაჭმევ (სიცილი)
ნინი: წაგიყვან გოგო ხონში...  (სიცილი) კინსკი მოვიდა და უყურებს... მაგიდასთან მეორე სკამს გახედა... ვინმე ხომ არ არისო...
ბარამ:  ეჭვიანობს...
ნინი: ხო... ახლა ის მეგობარი მოაკითხავს, ჯგუფელი... იმასაც მოწონს შანდურაი... შანდურაი პროსტო მეგობრობს... კინსკი ერიდება... არ უნდა გაიგოს, რომ ბიჭი აკითხავს... გარეთ გადიან... მეგობარი ბიჭის მეგობარი ბიჭი ნახე რაა..
ბარამ: ბოიფრენდ... (სიცილი)
ნინი: დაცარიელდა სახლი და როიალის დროც დადგა... მაგრად იაფად იყიდა მყიდველმა
ბარამ: ხო
ნინი: ფული არ ეყო და როიალს ყიდის... აზრზე ხაააარ????
ბარამ: ხო
ნინი: ვიღაცა აფრიკელის გამოოო...
ბარამ: ვიღაცა რატო, სიყვარულის გამო...
ნინი: თავიდან ხო ვიღაცა იყო, დამლაგებელი...
ბარამ: თავიდან ყველა ვიღაცეები ვართ...
ნინი: ახლა წერს იმ მუსიკას, შანდურაია მუზა...…
ბარამ. მაგარი მუსიკააა...
ნინი: ბარამ, მართლა მოგწონს?
ბარამ: კი-თქო...
ნინი: კონცერტია უკვე...  მაყურებლები სულ ბავშვები... 27 წუთი დარჩა, რა მალე გავიდა ხო დრო, ვერ ვიგრძენი?
ბარამ: ხო... მოიცა ქმარი გამოუშვეს უკვე?
ნინი: ხოოო... მიიღო წერილი... ჩამოვდივაროო... იცი არ გაუხარდა ამ გოგოს ქმარი რომ ჩამოდის... შეეჩვია კინსკის...
ბარამ: ყოველდღე ერთ კაცს უყურებს... შეუყვარდებოდა აბა რა...
ნინი: შენ ასე ფიქროოობ?
ბარამ: მე არა, შანდურაი... (სიცილი)
ნინი: (სიცილი) არ იცის თვითონაც ახლა რა უნდა... არაა გარკვეული...
ბარამ: ნახე ეს კაცი რა ბედნიერია...
ნინი:  პატარა ხუჭუჭა პიანისტი ნახე რააა... კინსკის მუსიკაა...
ბარამ: ეს პატარა ხუჭუჭა რას უბერავს...
ნინი: დამთხვეულოო... (სიცილი)
ბარამ: (სიცილი)
ნინი: გაიტანეს როიალიც
ბარამ: ხო, ტვ-ს უყურებს, გონკებს...
ნინი: ტვ-ს უყურებს...
ნინი: (სიცილი)
ბარამ: (სიცილი)
ნინი: ახლა ნახე კინსკის  რა მოუვაა... ეს ქალი რომ ნებართვას თხოვს, რომ
ქმარმა მის ოთახში იცხოვროს რამდენიმე დღე, სანამ ახალ ბინას იქირავებენ..
ბარამ: ხო, ტრაურშია...
ნინი: მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემო... ქმარზე ამბობს...
ბარამ: ხო უყვარდა, ტო...
ნინი: იფ... არ შეიძლება თან უყვარდეს და თან პატივს სცემდეს...
ბარამ: მოიცა რა... პატივის ცემა სხვა არის, სიყვარული სხვა... შეიძლება პატივს ცემდე და არ გიყვარდეს...
ნინი: ის თუ შეიძლება, გიყვარდეს და პატივს არ ცემდე...
ნინი: კი... მჟავე კიტრს თუ ჭამ და კაკაოს აყოლებ... (სიცილი)
ნინი: (სიცილი) ახლა წერილს წერს შანდურაი მისტერ კინსკის და ნახე... ვერ წერს... არ იცის რა მიწეროს...
ბარამ: ხო,
ნინი: კინსკი ხსნას ღვინოში ეძებს... მგონი საერთოდ პირველად სვამს...
ბარამ: შანდურაიც... ერთი რესტორანში, მეორე სახლში... თითქოს მოილაპარაკესო... დამთხვეულები... 
ნინი: ახლა მინდოდა მომეწერა... მომასწარი...
ბარამ: აჰა...
ნინი: ტაშის დაკრაში როგორ მოგიგე!!!
ბარამ: აჰა.. (სიცილი) მოგაგებინე....
ნინი: მიდი... (სიცილი) შანდურაიმ ქმრისთვის ნაყიდი შამპანური გახსნა... ახლა დაწერს როგორც იქნა წერილს
ბარამ: ათეთრებს...
ნინი: ნახე რა დაწერა?
ბარამ: ვერაა... მესიჯს გწერდი...
ნინი: დეარ მრ. Kინსკი, ი ლოვე ყოუ
ბარამ: ვერ შევნიშნე
ნინი: წამით გაიელვა... გადაახვიე თუ გინდ...
ბარამ: მჯერა შენი ...
ნინი: უსმინე  რა მუზონია... ახლა ნახე ეს ქალი, სიზმარშია და ამ კაცს გრძნობს რააა... ეღვიძება ახლა და კინსკისთან მიდის...
ბარამი: კინსკი კი ტრუპია,  ისეა გალეშილი 
ნინი: ... და შევა მის ოთახში...
ბარამ:  ბოთლი დაუცლია მხნეობისათვის უნდოდა...
ნინი: ფრთხილად ხდის რომ არ გამოეღვიძოს
ბარამ:  კინსკის თიში აქვს...
ნინი: და რამხელა სიამოვნებას განიცდის ეს ქალი მის ოდნავ შეხებაზე... არადა დილით ქმარი ჩამოდის... ასე გაატარეს ერთი ღამე... უბრალოდ ერთად იწვნენ რა...
ბარამ: იცი, შანდურაი მარცხენა მხარეს დაწვა და დილით მარჯვენა მხარეს როგორ აღმოჩნდა (სიცილი)... გადაუარა რა კინსკის (სიცილი)
ნინი:  ცუდო...
ბარამ: მეე? მე რად?
ნინი: უყურეე.. დილაა.... კინსკიმ ქალი საწოლში და წერილი ერთდროულად აღმოაჩინა
ბარამ: დახე ბედის უკუღმართობავ... (სიცილი) ქმარი აზარუნებს...
ნინი: ახლა შანდურაი თავს ითავისუფლებს კინსკი ხელისაგან... და დგება და კამერა აჩვენებს ცარიელ ადგიილს... მუსიკა ნახე  როგორ უხდება ეპიზოდს... ხო, მაგრობაააააააა???
ბარამ: მაგრობაააააა
ნინი: ზარი კი რეკავს და რეკავს...
ბარამ: დაცილდებიან კინსკი და შანდურაი?
ნინი: ხო... ქმარს უბრუნდება... კინსკი რა ცოდოააააა
ბარამ: ხო, ცოდოა... როიალი მანც დაეტოვა...
ნინი: ძაან ქუულ ფილმია, ვერ აშორებ თვალს ვერც ერთ კადრს...
ბარამ: მორჩა კინო...  და შენ რა იცი, რა მოხდება... ბოლო კადრში არ ჩანს რომ ეს კაცი სახლში შედის...
ნინი: შენ ფიქრობ კინსკისთან დარჩა?
ბარამ: ხო, ფილმს ხო ალყაში ქვია... კარი არ გაიღო ანუ შანდურაი ციხესიმაგრეში დარჩა... მოიცა ციხე მოვაცილო... სიყვარულის სიმაგრეში...
ნინი: არა, ეს გოგო ხო ადგაა...
ბარამ: მერე რა, რო ადგა...  კარი რომ არ გააღო?
ნინი: ხელიც გააშვებინა... კამერა კი მერე აფიქსირებს ცარიელ ადგილს... ანუ არ დარჩა...
ბარამ: იქნებ და მეფენი რომ თავისი ფეხით დადიან იქ წავიდა და არა კარის გასაღებად...
ნინი: მოიცა რა?
ბარამ: ნინი, კინსკის არაფერი არ დარჩა შანდურაის სიყვარულის მეტი... ცოდო არ არის?!
ნინი: სიყვარული ხო დარჩა... სახლი ხო დარჩა... ნუ ჩემი აზრით დაუბრუნდა ქმარს... ანუ შემოუშვა ქმარი...
ბარამ: შეიძლება შემოუშვას კიდეც... ასე ის მეგობარი ცისფერი ბიჭიც შემოუშვა...
ნინი:  ხო, მაგრამ
ბარამ: ნინი, ახლა მივხვდი ის კითხვის ნიშანი რაც არის... ხო არ ჩანს შედის თუ არა... ბერტოლუჩი ეკითხება მაყურებელს, აბა შენ როგორ ფიქრობო? რას იზამდა შანდურაიო... ჩანს კინსკი, ჩანს ქმარი... შანდურაი კი არ ჩანს...
ნინი:  ხო,  ალბათ მართალი ხარ... ბაცო როგორ ამბობს, თოფი რომელიც სცენაზე კედელზე კიდია, ერთ-ერთ ეპიზოდში უნდა გავარდეს... ეს თოფი არის ეს კითხვის ნიშანი... არავინ არ იცის რა მოხდება... კითხვის ნიშანი რჩება
ნინი: ბარამ....
ბარამ: ხო, ნინი...
ნინი: კაი, არაფერი...
ბარამ: რაღაც უნდა გეთქვა...
ნინი: არაფერიიი...
ბარამ: კაი, ორი არაფერი მაშინ... არაფერი... არაფერი...
ნინი: (მზე) მოგეწონა ფილმი...
ბარამ: მაგრაად...
-  ნინი, ძილის დროა, ხვალ ლექციები გაქვს...
ნინი: გავალ ახლა, ძილს მივეცემი, იქნებ რეპეტიციაც ვნახო სიზმარში (სიცილი)
ბარამ: (სიცილი)... მისმინე, შენ რომ ფრაზა გაქვს, `დილა მშვიდობისა,  მამილო~, წაქცეულ ეფრემას რომ ეუბნები, `მერე მე ხო ვამბობ, `ყოჩაღ ლუიზა~,  იმ მომენტში მე უნდა შემომხედო და ნუ გავიწყდება... (მზე) (სიცილი)...
ნინი:  ბაცო ხო ამბობს, მსახიობმა მაყურებელს არ უნდა შეხედოსო...
ბარამ: ხო, მაგრამ ერთხელ რომ გამომხედე, არაფერი არ უთქვამს ბაცოს, მოუხდა ეპიზოდს...
ნინი: ეპიზოდს მოუხდა თუ შენ მოგიხდა (სიცილი)?
ბარამ: მეც (სიცილი)... მე სცენარში ვარ მაყურებელი, თორემ სცენაზე ხო მეც მსახიობი ვარ... თან ერთი მაყურებელი მთელ დარბაზში... (მზე)
ნინი: (მზე)... კაი, რადგან ერთი ხარ, შემოგხედავ, არ დამავიწყდება...  (მზე)
ბარამ: კაი... (მზე)  (მზე)
ნინი: გავედი... ოკ?
ბარამ: ოკ... 
ნინი:  გეთქვა ცოტა მოიცადე, არ გახვიდე-თქო... (სიცილი)
ბარამ:  ცოტა მოიცადე, არ გახვიდე... (სიცილი)
ნინი: არა, დავიძინო უნდა თორემ დილით ვერ ავდგები....
ბარამ: კაი...
ნინი: გეთქვა, ორი წუთიც იყავიო... (სიცილი)
ბარამ: ორი წუთიც იყავი (სიცილი)...
ნინი: არა, გავალ ახლა....
ბარამ:  ცოტა მოიცადე, არ გახვიდე... (სიცილი)
ნინი: ნახე, სიტყვებს აკოპირებ, ხო? (მზე)
ბარამ: (მზე),  (მზე) ... არა, მზეებს...
ნინი: კარგად იყავი, მთვარევ... (სიცილი)
ბარამ: კარგად იყავი, მზეო... (სიცილი)


       
მეექვსე ნაწილის დასასრული
(გაგრძელება იქნება)




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები