ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jiqi
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2009


ჭაუხის ღამე

გვირგვინად ადგას  ჭაუხებს
ლიცლიცი ვარსკვლავებისა,
ღამის მეუფის სხივები
აბუდელაურს კრთებისა,
ლოდად ქცეული დევების,
როშკის ხევს დაყრილებისა
შავი ჩრდილები ნელ-ნელა
თითქოს ფეხებზე დგებისა,
სიჩუმეში ხმა გაისმის
ფერადი სიზმრის ფრთებისა,
ნეტავ საითკენ მიფრინავს,
ვის უთხრას ძილი ნებისა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები