ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2009


ჩემო ამიგო!

ყველას მოგილოცავთ სვეტიცხოვლობას!
******************************************************
*****************************************************
ვახ,ჩემი სულის ბაქჰანალია-
თავისი მრუმე ლაბირინთებით,
არა მიწიერ ხმათა წიაღი
სადაც ვერასდროს გაირინდები.
სადაც ვერასდროს გააღწევ ქაოსს-
იქ,სადაც მე ვარ ქარიშხალია,
აქ ვერ იპოვი იმედს და საზრდოს,
აქ მარტოოდენ  დარიშხანია.
აქ ჭაობია,ჭანარ-ჭაჭნობი,
ნუ დაგაბრმავებს დუმფარის ცქერა,
სულ რომ დადუმდეს ირგვლივ ყოველი
ვერ გაიგონებ ჩემს გულის ძგერას.
და მაინც მჯერა,თუ კი ირწმუნებ
ქარაშოტს შემდგომ კარგი დარია,
თუ კი აიტან ჭიუხთა ჭახანს,
თუ ამ ჯახირმა არ გადაგრია
მაშინ, ეგების მომიახლოვდე,
მაშინ, ეგების კიდეც გამიგო,
და ჩემი წილი სიცოცხლის გზაზე
ერთგულად გამყვე ჩემო ამიგო!

                                  11.11.2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები