ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jiqi
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2009


ჟამი

ვხედავ დაეტყო ხევსურეთს
გამოვლინება ჟამისა,
ქუჩი არ ხარობს კლდეზე და
პირიმზე ვეღარ ყვავისა,
ძაღლი აღარ ყეფს სოფელში
მხოლოდ კატები ჩხავისა,
ბულბულის სტვენის მაგივრად
ყრანტალი ისმის ყვავისა,
ვეღარ ვისწავლეთ გარჩევა
სიკეთისა და ავისა
და ვერც საფიხვნოს შეკრება,
იქ გადაწყვეტა დავისა.
მრისხანებაა ჩემს სულში
კლდეზე მოწყვეტილ ზვავისა,
მტრის მარჯვენებით ავჭედოთ
ჩვენ მტკიცე კარი ქავისა!
შუბლზე ჯვარი მაქვს სისხლისა
ხატში შეწირულ კრავისა,
მეომარი ვარ ხევსური
ყმა ანატორის ჯვარისა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები