ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2008


2 ლექსი პატარას

 
ისე არაფერზე არ მწყდება გული,
როგორც იმაზე, რომ ხარ პატარა!
ისე არაფერზე არ მწყდება გული,
ბედმა სხვადასხვა გზით რომ გვატარა!!!

რა მოხდებოდა, ნეტავი, ღმერთო,
გავჩენილიყავ სულ ოდნავ გვიან?!.....
რატომ ვერ ვბედავ ოცნებას შენზე? –
რადგან მე შენზე უფროსი მქვია!!!!




●●●

                                „ბავშვს ხომ მეტი, ასჯერ მეტი
                                                        მოფერება უნდა?!“


„ბავშვი ხარო!“ – მეუბნები სიცილით.
თანახმა ვარ, ბავშვი ვიყო ისევ...
შემიყვარე, სიყვარულით დაღლილმა,
და ტკივილებს დაგიამებ მყისვე!...

გამიხსენე სხვებზე ზრუნვით დაცლილმა!...
(ჩემს ფიქრებში შენც ჩემთან ხარ მუდამ!)
მომეფერე, არ შეგაკრთოს მანძილმა, –
„ბავშვს ხომ მეტი მოფერება უნდა“!!!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები