ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
18 ოქტომბერი, 2009


ანტეპრენიორ!

          დღეს ჩემი დასის თამაშის დროა,მეც ვითამაშებ;არა,მთავარ როლს სხვას დავუთმობ,ფარდად ვიქცევი,რომ დავეფარო დაფეთებულ თვალების ციაგს და მხოლოდ მაშინ ავიკეცო კალთები მაღლა,როდესაც ტაში ნიავივით გადაქარდება.
          მე ავალ ზევით და ღმერთებივით გავაყოლებ თვალს დასის თამაშს...და თუკი უცებ აშრიალდა ფარდის კალთები,მიხვდი,რომ გულში მომერია ბრაზი ძალუმად.
          ანტეპრენიორ! სად არის მითხარ ცარიელი დღეს დიდი სცენა,ისეთი დიდი,რომ ჩვენი დასის წევრები ერთად დაისვას გულზე და დაიტიოს?
          დღეს ვითამაშებთ სიკვდილის დრამას,უფრორე სწორად გარდაცვალების...
          გარდაიქმნება ესკიზები...
          დიალოგები შეიცვლება პირუკუ ყველა...
          ჩვენ ავრევთ თამაშს…
          შევცვლით წესებს და მაყურებელს დავუთმობთ სცენას....
          ჩვენ შევცვლით როლებს...
          და დიდ სცენაზე დავაყენებთ უსუსურ გმირებს.
          უშინაარსო ქაოსიდან სიუჟეტს შევქმნით.
          მსახიობები ღრუბელივით დაიცლებიან და გაცრეცილი ფოშფოშივით აორთქლდებიან. თუმც, არ შეწყდება წარმოდგენა სცენაზე მანამ,სანამ სპექტაკლი არ მიიღებს სრულყოფილ სახეს,როგორიც მსურდა,როგორსაც ვქმნიდი...რადგანაც ფარდა დაეშვება მარტოკა მაშინ,როცა ღმერთები ინდომებენ მიწაზე გავლას...
         
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები