ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2009


ძიუცუ

***

სკვერი სადაც შენ გხვდები
ლოთებისა და
ღამის პეპლების გარდა,
იზიდავს ღმერთებს_
ერთმანეთის კალთაში სხედან
და ლოცვებს იწერენ ტუჩზე.


შენ

მარჯვენა მკერდზე
როცა გრძნობ ცხელ ხელს
და ყელის ძირში გიფეთქავს
ტუჩი,
ამბობ - ზამბახებს
შემოეცრიცათ ბოლო ფოთოლი.


თმა

გაშალე ცაზე,
მე, მოლბერტი...
და ღერი-ღერ
გიფერადებ მომავლის წუთებს.


***

აცივდა, სახლი,
მწვანე ხეების ტევრი.
გხვევ მკლავებს წელზე.
წუთი-წუთზე
გადაიფრენენ მოგონებები
დასავლეთისკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები