ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jiqi
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2009


მზეს

მაღალ, თოვლიან მთებს
ცეცხლად შეუღებავს თავებს,
გააშლევინებს ფრთებს
კლდეზე მიძინებულ სვავებს,
ხევში ჩამოყრის ქვებს,
ფერდზე მოსხლიტავს ზვავებს,
ერთად მოაფენს სხივებს
კეთილებსაც და ავებს
და მისი ეტლის სრბოლას
ვერავინ დააკავებს...

მზეს გაუმარჯოს, მზეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები