ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jiqi
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2009


ჯიქი

ისევ მეძახის მოუსავლეთში
გადატეხილი წინაპრის ხმალი,
დაჟანგებული ჯაჭვის პერანგი
და დაჩეჩქვილი აბჯარის რვალი,
უკან დავტოვებ მოუხედავად
ვისაც ვუყვარდე, ვინც დამდოს ბრალი,
ჭაუხის კლდეზე დავიდებ ბინას,
ჩემთან მოსული წავშალო კვალი,
სულ ცოტა ხანი ჯიქად ვიქცევი,
ჩემად ვიგულვო კლდის ვეფხის გვარი,
გამანებივრებს დილის ნიავი,
ვნებას დამიცხრობს ქალღმერთი დალი,
ბოლო ნახტომში შევკრავ მზის სხივებს,
სალმა კლდეებმა ჩამიკრას თვალი,
თან გადავყვები ჯიხვის არვეებს,
ჩავიჩეხები გრძნობებით მთვრალი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები