ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2009


ვმკვიდრდები

დახურულ დარაბას
გულისპირს შევუხსნი,
მზესავით გადავალ,
საწოლზე მივწვები.
ნუ მოხვალ,
დამითმე ეს ერთი ღამეც და
გპირდები,
ხვალ აღარ მექნება წიწვები...
ხვალ აღარ უარვყოფ,
რომ თითისტარი ვარ,
შენს ხელში
წისქვილის ქვასავით ბზრიალა..
ერთხელაც მადროვე
და მერე გპირდები,
გავიყოფთ საგულედ
მოზომილს ზიარად.
არეულ საწოლზე
ოცნებებს დავაწყობ,
დავიცდი და სანამ
სასოთა კვირტები
იფეთქებს...
გენუკვი-
ეს ერთიც მადროვე,
ხომ ხედავ,
შენსა და ჩემს შორის
ვმკვიდრდები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები