ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jiqi
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2009


რატომ

რატომ არ გავჩნდი ამ ქვეყნად
ან ჯიქად, ანდა ავაზად,
რომ ქალი, შორით ჩავლილი
მომჩვენებოდა გავაზად,
ხომ ვიცხოვრებდი კლდეებში,
ჭაუხზე, სხვაგან აბა სად?
მთელი წარსული ცხოვრება
მიღირდეს თუნდა აბაზად,
თავისუფლებით დავთვრე და
იქ დავიბრიდო ლამაზად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები