ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jiqi
ჟანრი: პროზა
7 იანვარი, 2010


ადამიანებოოოო

    ადამიანებოოო!... შეიძლება დავაკაკუნო?  თუ გამიღებთ, გამიღებთ, არ გამიღებთ და აი ჩემს ფეხებს რაა... ეგეც მკიდია. თქვენ გგონიათ თქვენი კარები რამეს იცავს?.. რაღაცა პატარა ბუნძგლს,ზოგი თავის სამყაროს რომ ეძახის და  კარს უკან საცოდავად  მიმალულა.
    გამეცინა :) წარმოვიდგინე უდაბნოში კარი მარტო რომ დგას. მაგარი კადრია  :) ხომ ვერ მეტყვით გალავანი სად არის? ან ღობე ბიჭო, ღობე მაინც? რამე, პატარა მოწნული მაინც,  ნუ გამაგიჟებთ კაცო...
    ახლა გვერდიდან რომ შემოგიაროთ, ერთი კარგი, ლაზათიანი პანღური  ამოგკრათ და თქვენივე  გამოგონილ კარებზე აგაკრათ 3 ლარიანი შპალერივით , ხომ ხართ ღირსი? :)...  ადამიანებოო!!!.
  ისე ძალიან კი გინდათ რამეს წარმოადგენდეთ- სამყაროს გვირგვინიო, სულიერების აპოგეაო, ღმერთის ასლიო, გონის ფილოსოფიაო, სიცოცხლის თესლიო,  "ვიში სორტი გრუზინიო" და კიდევ რა ვიცი რააა...
  ადამიანებოოო!...  ისე, რა გინდათ ამ დედამიწაზე? რას აწვალებთ და ან თავს რატომ იწვალებთ. თუმცა რა წვალებაა? მეც ვთქვი რაა... კარგია "გოროდში? "  ( ქართულად- ქალაქში)... თუმცა რატომ არ უნდა იყოს კარგი?  ჩამოვიდნენ ღმერთები-  გაგაკეთეს, რაღაცეები გასწავლეს.  ეგეც პრომეთეს ( ზოგი იძახის გველისო, ლუციფერისო, სატანისო- კაცოოო!! ) დამსახურებაა, თორემ დარჩებოდით ბრიყვები და გაუნათლებლები. მარა რად გინდა? დააფასეთ თუ? მაშინ მოგხვდათ პირველი პანღური და კი გამოგაგდეს სამოთხიდან კინწისკვრით. ისე მე  არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. მარა მაინც, ფაქტი ფაქტად რჩება :)
    ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ეხლა რა გეშველებათ? 2000 წელია უპატრონოდ რომ ხართ მიტოვებული, თქვენს ანაბარას, საერთოდ რაზე ფიქრობთ? ეს საწყალი პლანეტა ხომ დაიმხეთ თავზე, გამოწურეთ ოლღა ბებიას ძროხის ჯიქანივით, თან დედა- მიწაო , ეძახით. არა - ეძახდით... ადრე რა თქმა უნდა... თორემ ეხლა " ჩემი დედამო-ზე ხართ გადასული. ყველა არა, რა თქმა უნდა :) თან რა გიჭირთ? წერთ  ლექსებს უამრავს- ყვავილებიო, სიყვარულიო, სინაზეო, ცისარტყელაო, მთვარეო, ვარსკვლავებიო, მზეო მზეთანაო, ცის ნამიო, დედის ძუძუო, სატრფოს ვაგინაო და კიდევ უამრავი. .. რა ჩამოთვლის?
   
    ...მეორედ მოსვლა? აი მეორედ რომ მოგხვდებათ პანღური სწორედ ეგაა...
     
    ...ურაკპარაკი- ესე არს საჩინო საცხადოდ წარსავალი ადგილი, გინა თიატრთა ზედა სადგომი. გინა უბანი....

    შეიძლება გკითხოთ?.. - თქვენი უბანი რა გვარია?

    მე გკითხეთ...  თქვენ მიპასუხებთ, ან არ მიპასუხებთ, ან მიწყენთ , ან არ მიწყენთ. ეგეც მკიდია!  მე წავედი. აბა, არ მოწყინოთ მეორედ მოსვლამდე.
    ყველას მოკითხვით, არიადან ... ადამიანებოოოო!!  :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები