 | ავტორი: jiqi ჟანრი: პოეზია 4 ნოემბერი, 2009 |
აქ, ჩვენთან ხომ არ ყოფილა? სადღაც, იქ იყო ომია, პირადად არ შეგვხებია, საწოლთან არ მოგვდგომია, სახლში არ შეგვსახლებია ვიღაცა უცხო ტომია... ვითომ არც რამე მომხდარა, მოგვკიდებია ბანგები, ჩარჩოში ჩასმულ გრძნობებზე გამოგვიჭრია თარგები, ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ რითმა, ვერლიბრი, ჰანგები, და იარაღის მაგივრად ხელში გვიპყრია ჩანგები. ...ეს ყვავილებიც კარგია, ეს სიყვარულიც კარგია, ამ ცისარტყელას ფერებიც, ცაზე ღრუბლების ქარგია, ოღონდაც, მაშინ, როდესაც სახლი არ გდია კარღია, დაუმარხავთა ცხედრებზე სადღაც არ ტირის ბალღია... დრო მოგვდგომია სულების, ცხელი ზარბაზნის ლულების, სისხლიდან დაცლილ ვენების, გადაგლეჯილი გულების, რა დროს წერაა ლექსების, ზედაც დარიცხვა ქულების?..
...აქ, ჩვენთან ხომ არ ყოფილა, სადღაც, იქ, იყო ომია, პირადად არ შეგვხებია, საწოლთან არ მოგვდგომია, ჩვენი ღირსების ხარისხიც არავის გაუზომია...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. "რა დროს წერაა ლექსების, ზედაც დარიცხვა ქულების?"
დრომ მოიტანა სუყველაფერი და სუყველაფერს დროვე წაიღებს.
ღირსების ხარისხი...
მომწონს! "რა დროს წერაა ლექსების, ზედაც დარიცხვა ქულების?"
დრომ მოიტანა სუყველაფერი და სუყველაფერს დროვე წაიღებს.
ღირსების ხარისხი...
მომწონს!
5. ოღონდაც, მაშინ, როდესაც სახლი არ გდია კარღია, დაუმარხავთა ცხედრებზე სადღაც არ ტირის ბალღია...
მომწონს შენი ხელწერა და სტილი ;;) წარმატებები ოღონდაც, მაშინ, როდესაც სახლი არ გდია კარღია, დაუმარხავთა ცხედრებზე სადღაც არ ტირის ბალღია...
მომწონს შენი ხელწერა და სტილი ;;) წარმატებები
3. მეომრები ომის დროსაც წერენ ლექსებს, მაგრამ არა ქულების დასაწერად და რეიტინგის გამოსათვლელად მეომრები ომის დროსაც წერენ ლექსებს, მაგრამ არა ქულების დასაწერად და რეიტინგის გამოსათვლელად
2. ძალიან მძიმე ბრალდებაა და პასუხსაც გასცემდა კაცი, მაგრამ ერთგვარად უთქმელობა შემყარა. < ...ეს ყვავილებიც კარგია, ეს სიყვარულიც კარგია, ამ ცისარტყელას ფერებიც, ცაზე ღრუბლების ქარგია, ოღონდაც, მაშინ, როდესაც სახლი არ გდია კარღია, დაუმარხავთა ცხედრებზე სადღაც არ ტირის ბალღია...>------------------------> მიდი და უკითხე ახლა ამ ბალღს ლექსები.
P.S. - მედალს ორი მხარე აქვს, ჯიქო... თქვენ ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეთ... ასე რომ არა, ვერც თქვენ დაწერდით ამ ლექს-შერისხვას... ძალიან მძიმე ბრალდებაა და პასუხსაც გასცემდა კაცი, მაგრამ ერთგვარად უთქმელობა შემყარა. < ...ეს ყვავილებიც კარგია, ეს სიყვარულიც კარგია, ამ ცისარტყელას ფერებიც, ცაზე ღრუბლების ქარგია, ოღონდაც, მაშინ, როდესაც სახლი არ გდია კარღია, დაუმარხავთა ცხედრებზე სადღაც არ ტირის ბალღია...>------------------------> მიდი და უკითხე ახლა ამ ბალღს ლექსები.
P.S. - მედალს ორი მხარე აქვს, ჯიქო... თქვენ ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეთ... ასე რომ არა, ვერც თქვენ დაწერდით ამ ლექს-შერისხვას...
1. ...ეს ყვავილებიც კარგია, ეს სიყვარულიც კარგია, ამ ცისარტყელას ფერებიც, ცაზე ღრუბლების ქარგია, ...ეს ყვავილებიც კარგია, ეს სიყვარულიც კარგია, ამ ცისარტყელას ფერებიც, ცაზე ღრუბლების ქარგია,
|
|
მონაცემები არ არის |
|
|