ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: საბავშვო
4 ნოემბერი, 2009


როგორც იბანს ფისო, ანუ ანა და ბებო


ბებო ბრაზობს: ანა, პირი
დაიბანე  დილით?
არავის მოეწონები,   
თუკი ასე ივლი~.

ანა პასუხს არ ახანებს
`ბაღში ვაგვიანებ,
პირი სანამ ავდგებოდი,
მანამ  დავიბანე~.

ბებო ამბობს: `ან  მატყუებ!
არც ყოფილხარ წყალთან!
ანაც  ფიქრობ, შენს მაგივრად
ფისო დაიბანდა!~

ანამ ბებოს  გაუცინა:
`მართლა ვიბან პირსო:
ზუსტად ისე დავიბანე,
როგორც იბანს ფისო~.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები