ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
7 ნოემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

მიუსაფარი

შენ გგონია, მუდამ ასე მიუსაფრად ვივლი!?
შენ გგონია,სამუდამოდ ავიყარე ყველაფერზე გული და მე ახლა ნიავივით  დავალ?
არ ირწმუნო,შენც კი იცი, ეგ თვალები გვატყუებენ როგორ...
აბა,ასე სად გამოვჩნდე მითხარ?
შიშველი ვარ თან შეშლილიც უკვე...
ვერსად ვპოვე სადედოფლო კაბა,ის, რომელიც მომპარეს და
გაზაფხულზე ალუბლების ხეივანში დაჭრეს...
იცი,მერე დავეძებდი რამდენს?სათითაოდ ვაგროვებდი მუჭში,მაგრამ მერე მომერია ქარი,
გამძარცვა და სულ პეპლებად გამოფინა ალუბლების ბაღში.
მეც მივსდიე გრძელი ფატით უკან და ნელნელა შევერიე ნისლებს...
ახლაც დავრძწი....
გულმოსული ვიცრემლები ჩემთვის და საკუთარ ცრელით ვიბან სხეულს...                                                                                     
დავიღალე, ჩამეძინა გზაში და როდესაც გამეღვიძა, დავინახე კოჭებამდე ყვავილებში ჩავურგივარ გამჩენს... გამიხარდა...
გამიხარდა ისიც,როს კვირტები ამიფეთქდნენ მკერდზე და უეცრად ბროწეულის ყვავლებად იქცნენ...
ახლაც ისევ ყვავილნარში ვდგავარ და მზე თავის ხელისგულზე მაცხობს...
ლამის ფესვად გამოვედგი მიწას...
ლამის ცამდე ავიყარე მხრები...
როგორ მინდა სამუდამოდ აქ დავდო ბინა;
მაგრამ ვიცი,მალე ჭრელი შემოდგომა მოვა,ეს კვირტებიც ჩამოყრიან ყურებს,იმედივით ეს ფოთლებიც წავლენ და მიწისკენ დაიწყებენ ფარფატს...
მე ხომ ვიცი,ფეხს ავიდგამ მერე, დავივლი და დავიბრუნებ ფოთლებს,შევიკერავ დიდ და ფართო კაბას, საფრთხობელად გამოვჩნდები ხალხში.
იქნებ, მერე უცაბედად მიცნო,იქნებ ხელიც დამიქნიო ჩუმად,თორემ მალე დაზამთრდება კარგო და ქარიშხლებს აერევათ თავში...მეკი ვიცი ,არ მეყოფა ძალა,რომ იმასაც გავუგო და ავყვე,ჰოდა მიტომ გემალები ტყეში...ჰოდა მიტომ მივსდევ ქარებს თავქვე...
შენ გგონია, მუდამ ასე მიუსაფრად ვივლი?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები