ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jiqi
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2009


დავლიოთ

ჭაუხს ნაჭექო ღრუბელო,
ელვავ გაკრულო ცაზეო,
მეხად დამეცი ძარღვებში,
მამთვარე, მერე მამზეო,
მზეო, ვარსკვლავად ანთილო,
ქუჩზე დაცვარულ ნამზეო,
დამალოცინე ყანწითა
ჩემი ლამაზი სამზეო,
ყველა ხატ-ჯვარნო ამ მთისა,
სუფრას გაგიშლით ბანზეო,
თავისუფლებით დამათვრეთ,
მამღერეთ სულ ამაზეო,
შემაგნებინეთ ბოლომდე
ბუნების სილამაზეო,
შენ რაღას გერჩი სიკვდილო,
ნუ გაიწევი განზეო,
ერთად დავლიოთ ოხერო,
მოდი, მამადექ კარზეო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები