ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2009


მუცლად გიღე-გამიღიმა ღვთისმშობელმა

მუცლად გიღე-
გამიღიმა ღვთისმშობელმა,
ამამაღლა,ამიყვანა ცამდე...
დამაბერტყა კალთა მადლით ხვავრიელი
აბა,ღმერთო,როგორ არა მწამდე?
მომევლინე,
სასწაული დავიჯერე,
როს გიხილე თვალხილული ჩვილი,
მეშინია,არა გავნო უნებურად
და ყოველგან ჩემს სისუსტეს ვჩივი.
დაგეცალე,
გარონინე ხელის გულზე
ჩაგაქსოვე სულში ოქროს ფრთები,
ახლა გდახარ მკერდსავსე და ტუჩკოკობა
და უნებურ,უსიამოდ კრთები...
გამეზარდე,
ხელებშუა ამიფრინდი,
გიცქერ,როგორ ითავისებ მიწას,
შორით ვგდავარ,ვერ გაცილებ გულს და თვალებს,
თითქოს ამით გმფარველობ და გიცავ.


                                                  04.11.2009 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები