ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
13 ნოემბერი, 2009


სასელა (აჭარული მოტივებიდან)

                  ჩვენი სოფლის თავიკაცის,რეჯებალას ბადიშს დუნია* იცნობდა.ნამეტანი ჩინგანი* იყო ეს თორმეტი წლის ბაღანა.მისი გუუკეთებელი რამე აღარ დარჩენილიყო,  მარა* ბაბუამისის შიშით ვინ გუუბედავდა ზედმეტის თქმას.
                  ერთხელაც ნამეტანი შეტოპა და ზედმეტი მუუვდა.ყველაფერი იქიდან დეიწყო,რომ სოფლის ხოჯას ვერ იტანდა.ყველაზე მეტს მის თხასავით  წვერზე და მოტლეპილ* თავზე ოხუნჯობდა.ხოჯაც მისი შიშით სულ ქუდჩამოფხატული დეიარებოდა.კაცი,რომლის შიშით სოფლის ბაღნები მის ახლოს ხმამაღლა ლაპარიკსაც კი ერიდებოდნენ,ამ ღლაპს* ძაღლივით არიდებდა თავს. ესაოდა, ბაბუამის ვცემ პატივსო,ხან ,,პატრონის ხათრით ძაღლსაც კი არ უნდა დაარტყა ჯოხიო“-იმართლებდა ხალში თავს... მარა,ცოდვა გამხელილი ჯობია,იცოდა ხოჯა ეფენდიმ, რომ აი ბაღანა ერთს გეიოხუნჯებდა გონჯად და მერე მთელი თვე იჭაჭებოდა მის ზურგს უკან მთელი სოფელი.
                ჰოდა, იმას ვამბობდი,რომ ერთხელ ნამეტანი მუუვდა მეთქი.იმ დღეს ხოჯამ ვეღარ მეითმინა ამ ბაღნის კიდევ ერთი უშნო გამოხტომა და მედრესეში ყურანის სწავლიხან ნახევარი საათით ლობიაის მარცვლებზე დასვა მუხლომოყილი.მერე მთელი ნახევარი საათი ფიქრობდა შეითანზე* ადრე დაბადებული ბაღანა,თუ რაფერ წეესხმევია ცხვირ-პირიდან ხოჯისთვის ეს ამბავი...სახლში წამოსლიხან * მედრესეის ოდაში მეორე ხოჯა შემოვდა.ცალი თვალი კი გააპარა ლობიაის მარცვლებზე დამუხლულ რეჯებალას ბადიშისკენ, მარა სიტყვის თქმა ვერ გაბედა.ახლა მის ადგილზე რომ სხვა ყოფილიყო, შეიძლება უკნიდან პანღურიც კი ეთავაზებინა,მარა აი ბაღანა სხვა იყო და პირდაპირ ხოჯა ეფენდისკენ გეეშურა.ხოჯა გრძელ სექვსზე იჯდა და ნახევრად თვლიმავდა*. ოდაში შემოსული ხოჯის დანახვაზე ნახევარად წამოწია გვერდი და ბუჯაღისკენ* გეეწურა*.რეჯებალაის ბადიშმა ყურები ცქვიტა.მიხდა,რომ ახლავედა მეეფიქრებია რამე,ან მთელი სოფლის საშაყირო გამხდარიყო ეფეიჯა* ხანი. რაცხაფერ*
ყური მოკრა, რომ დღეს, ლოცვის მერე ჯამიკარის* ნალიი ქვეშ პურიდა ეჭამენ სერი გაღმელი ხოჯების ერთად.ამის გაგონებაზე ერთი წუუფხუკუნა ბუჯაღში ჩამუხლულმა და ძაღლივით ცქმუტუნი დეიწყო.ხოჯა ეფენდიმ გვერდულად გამოხედა ბაღანას,იფიქრა ნამეტნავად* დეიღალაო და პირუკუღმა ამეიბლუკუნა:
                -ახლა სახლისკენ უუდე და ბაბუაშენს რომ ვნახავ,სათქმელს ვეტყიო.
                კუნტრუშ-კუნტრუშით გეირბინა დასჯილმა ეზო და სულაც არ უფიქრია ხოჯის მუქარაზე.ეტყოდა არა ხვიტი!რამეის მთქმელი რომ ყოფილიყო,აქამდეც ეტყოდა.რაც ამას დღემდე იბრეთი საქმეები უკეთებია,ახლაც ბაბუამისის წინდა იდგეს დორბლმორეული.
              კუნტრუშით გეიქცა მეტქი კი ვთქვი მარა,იმფერი* გადატყავებული ჰქონდა ბაღანას მუხლები, რომ სიმწრისგან მომდგარ ცრემლებს მჯიღებით იწმენნდა ვინმემ არ დიმინახოს სასირცოდო*. ბზების გადაღმა ღელიპირში ჩევდა და მუხლებზეით* ეიკოტავა*  ზიგვაის*  ტოტები*. -,,შენი კაცობაცო!“-ერთი მიაწირეხა* ხოჯას და ყინულივით ცივ წყალში მუხლებამდე შევდა.ცოტა ხანი ასე იდგა და როცა მუხლებში ტკივილმა უკლო,სახლისკენ გეეშურა.
                სახლში სრულიად სხვანაირად იქცეოდა.... იცოდა,რომ ბაბუამისს მისი დიდი იმედი ჰქონდა და ისიც გულს არ უტეხავდა.იმდენად ხიზმეთი*, დუუზარელი და ზრდილობიანი იყო სახლში რომ, ნამეტანიც* რომ დომებოდა ვინმეს,ვერაფრით დააჯერებდა ბადიშის სიგონჯეში რეჯებალას.
              ჭიშკარში შესულმა კაკლიძირში ბაბუამისი დეინახა და პირდაპირ მიისკენ გეეშურა.მოხუცს ფეხებშუა ნახევრად მოქსოვილი გოდორი ედო.იქვე წყლის ღარში ჩეეყარა კაი ჯაყვა დანით თხლად დაჭრილი და მრგვალად მოხვეული თხილის ხაშრები*.ღობეზე კი ბლომად იყო მიეყუდებინა  ჯერ კიდევ დაუმუშავებელი საგოდრე მასალა.
            -ბაბუ,კიდევ უჩემოდ წეი ტყეში ხო?-ნაწყენი ხმით უთხრა დაღლილ ბაბუას ბადიშმა.ბაბუამ კი კითხვა შეუბრუნა ბადიშს და ჩაჭუჭული თვალით კითხა:
            -ჰად* იყავ ამდენ ხან,დურსუნას ბაღანამ 20 წუთის წინ გეიბინა* სახლისკენ.
            -რა ვიცი ბაბუ,მაგას ეტყობა დილით კაიმაღი*და ცხელი პური არ უჭამია და ნამეტნავად ეჩქარებოდა, თვარა* ბაბაის სულს ვფიცავარ ახლა თუ არ გამოგვიშვა ხოჯამ.
            ბაბუამ ალერსით ახედა ხაშარივით აშოლრილ ბადიშსს და მის ხანუმს დუუძახა: -,,ხენიფე ხანუმ,ბაღანას საჭმელი დუუდგი* და აგზე* მუუტანე,ნამეტანი დაჭყანული აქ სიფათი შიმშილისგანო.“
            -არა ბაბუ,ოდაში შევალ-წამეიძახა გულამ და სახლიკენ მოკურცხლა.ზეზევლად წეილუკმა,ბებიას ლოყაზე აკოცა და სახლის უკან ბაბუას სათახუმოში* შეიპარა.საჭირო ნივთები ეიღო და პირდაპირ ჯამიკარისკენ დუუწიწინა*...
            ნალიასთან  ახლო მისულმა და ფიცრულს წრე დაარტყა.ძველი ნალია ოთხ მსხვილ დირეღზე იდგა.ნალიასა და დირეღებს* შორის თაგვების შიშით მიწიკენ პირით მეემწყვდიათ ბარქაშები*.ეს ფიცრული ალბათ ასი წლის მაინც იქნებოდა და ალბათ ამიტომაც ნაცეცხლურივით გაშავებულიყო.გულა პირველად კიბეზე აძვრა და ნალიაში შეიყუჟა. იქიდან კარგად დაზვერა გარემო და როცა ჯამიკარის ღობეზე ხოჯის ვირი დეინახა მიბმული,ყველა გადაწყვეტილება ერთად უარყო და გახარებული ჩამოხტა ნალიიდან. სახლიდან წამოღებული სათახუმო გახსნა და პაწაი* ხერხით ნალიის ორი დირეღი მთლიანად გადახეხა.გულამ კარგად იცოდა,რომ ორი კვირის წინ აგზენ სოფლის ბაღნები თამაშობდენ და მაშინ,ხოჯას რომ არ მეესწრო* შეიძლება ცეცხლიც კი გეეჩინათ ფუჩეჩებში.ამიტომაც ეჭვს ვერ მიიტანდნენ მასზე და ყველაფერი იმ პაწვან* ბაღნებს დაბრალდებოდა. ხერხვას რომ მორჩა,ნახერხაი ფუჩეჩებით მიმოხვეტა და ხოჯის ვირი ღობის მაგივრად მოხერხილ დირეღზე მიაბა.ვირს მისი ხიზმეთები* წყალში რომ ჩეეყარა,ბლომად ბალახ-ბულახიც მუუმცრია* და იქვე მიწაში ნახევრად ჩაფლულ საძიძგველში წყალიც ჩუუსხა.
              ხოჯები ახშალამაზიხან* გამოჩნდნენ ორღობეში.ნალიის ძირში დაალაგეს სახლიდან წამოღებული კალათები და დირეღზე ჩამოკიდული დაბალი ტაბლა ჩამოხსნეს.სუფრა რომ გაფინეს, ზედ კაიმაღი,მჟავე,ყველი,მწვანილი და ცივი დედალი ამოალაგეს.მერე ნალიიქვეშიდან ძველ-ძველი ჯორკოებიც გამოაძრეს და შეუდგნენ პურობიას.გულამ იცოდა,რომ ჭამა-სმის და ლოცვის დროს გაკეთებული იანღლიში დიდი ცოდვა იყო,ჰოდა მოთმინებით უცდიდა წასასლელად როის ეიშლებოდენ ბერები.
            ბევრი ცდა მუუწია ბაღანას.
            სოფელი რაის სოფელი იქნებოდა,ხოჯების ქეიფი რომ გამოპაროდა და თავისი წილი არ შეემატებინა მათი მაგიდისთვინ.პურობას შესწრებული და სახლში მისული მგზავრები ბაღნების ხელით უგზანიდნენ ცხელ-ცხელ ბორანოსა თუ კეცზე შემწვარ ზეითუნის კაკლებიან მჭადს,ქოთნით მაწონსა თუ  ჯამით ლობიოს. მარა,ყადიოღლი დაუთაის ჩამოვლა რომ გუუხარდენ,ისე ვინმეის ნახვა არ გახარებიან ხოჯებს.              შეძლებული დაუთაის პურმარილი საქვეყნოდ იყო ცნობილი და კარგად იცოდნენ ბერებმა,თუ რაფრად* გეივსებოდა ახლა მათი მაგიდა.
          დიდი ურწმუნო ვინმე ყოფილა ეს დავითაი და რეჯებალაის ბადიშის არ იყოს,მასაც დიდათ არ ეხატებოდა გულზე ჩვენი ხოჯები.მარა,წესის და ადეთის კარგად მცოდნეს,პურმარილში ხალხის გამორჩევა დიდ უნამუსობად მიაჩნდა და ყველას ერთნაირად უმასპინძლდებოდა მის ბაბავათანში.ახლაც ჩაალაგებია კალათაში ქათმის აპოხტი,გაცხელებული ყაურმა და ნიგვზით შეზავებული ფხალის მჟავე.ზედ მიაყოლებია ბაქლავა,ბურმე და ფელამუში,თურქეთიდან გადმოტანილი ლახათლუხუმი და ქალაქიდან ამოტანილი ჩურჩხელები...დუუძახა მის ყაზირალს*
და ხოჯებთან გაატანა.სანამ მისი ბაღანა ეზოის ჭიშკართან მივდოდა,ნალიის ქვეშ მდგომმა დაუთამ დუუძახა და მასთან ახლოს მისლა ანიშნა.ჯემალას ბუიუღებში* ჩეეცინა და ბაბაისკენ გუუყვა.
              დაუთას ნალიის გვერდით ქვის პატარა ოდა ჰქონდა გაკეთებული,რომელსაც საკაცოს ეძახდა.დედიმისის შვილი იქნებოდა ვინმე,რომ მის უკითხავად იქ შესულიყო ვინმე.ცოლსაც კი არ აძლევდა ამის უფლებას.ჯემალამ იცოდა, რომ ახლა ნენეის ჩუმად ღვინო ჰქონდა გამზადებული გასატანებლად და ამიტომაც მეიხედა უკან ნენეი ხომ არ მიყურებსო...
                  ჯემალაის გამოჩენამ ისევე დააჯა ბერები,რაფერაც გაახარა.თავში დამავიწყდა მეთქვა,რომ ყადიოღლი დაუთას ერთი იბრეთი* ადეთი* ჰქონდა: მის პურმარილზე მოსული კაცი თუ ღვინოის დალევაზე ვარს იტყოდა,ვერ პურს გასინჯავდა.ჰოდა იცოდნენ ახლა ხოჯებმა,რომ დაუთას სანაქებო პურმარილს აუცილებლად მოყვებოდა ღვინო;მათ კი ან პურობაზე უნდა ეთქვათ ვარი,ან კიდევ მუსულმანურ ადეთზე.დღემდე არაერთხელ შესწრებიან ხოჯები დაუთას პურმარილს და ,,ცოდვა გამხელილი ჯობიაო“ და უნდა ითქვას,რომ არც ერთხელ  უთქვამთ ვარი დალევაზე...მხოლოდ შეზარხოშებულებს წამოცდენიან ხოლმე,რომ ღვინის სმა ძველებიდან მოგვდევს* და ამიტომაც წევეპარებით ხანდახანო...
              ჯამიკარის ნალიასთან მისული  ჯემალა მოწიწებით მიესალმა ხოჯებს, მეიკითხა მათი ჯანის და ოჯახის ამბები. თავისი ხელით ამოალაგა სუფრაზე ბაბაის მოკითხული,ტაბლიქვეშ ღვინის ტიკიც შეაცურა და სახლისკენ გაბრუნდა. მართალია, დაუთას აღზრდილი იყო ჯემალაი და მასაც ვერ ხიბლავდნენ ხოჯები დიდად,მარა უფროსების პატივისცემა არავისგან ესწავლებოდა.
                ჯემალაის მოსლამ ხოჯების პურობა კიდევ უფრო გააგრძელა.საცაა მთვარე ეიწვერებოდა დუნიის კაფაღზე* და გულას სახლში დააგვიანდებოდა.მარა, ჩაფიქრებულის გადაფიქრებას ცოცხალი თავით ვერავინ აიძულებდა.მის იღბალზე პაწაი წამოწვიმა და ხოჯებსაც სისწრაფე დეეტყენ*.რეჯებალაის ბადიშის გულშიც წამოშიშინდენ შეითნები და მუგუზალივით გუუბწყინეს ტყის პანტა ბალივით ყურყუმელაი თვალები. დაუთას ღვინოს შეპარებული ხოჯები კარგა გვარიანად შემთვრალიყვენ. ახლა ვინმეს ბარქაშზე ხელების ტყაპუნი რომ დეეწყო, შეიძლება ამაზეც აცეკვებულიყვნენ ბერები.
                      ჰამანქი გულაის ჯერი მოსულიყო.
                      უცქერდა ბაღანა ბერების ღლაბუცს და ბაბუას ნამღერი განგდაგანა ახსენდებოდა:
                      ,,ახალგაზრდებს რანდა უთხრა,
                      ბებრებია ატეხილი“
                  ჰოდა იმანაც ღობეს გრძელი ჯოხი ამოაძრო და ნელნელა გააპარა მისი წვერი ნალიის დირეღზე მიბმული ვირის უკანალისკენ. მარა,სანამ გულაი მიაჭერდა ვირს უკანალში,ხოჯამ ნალიიდან უთავაზა წიხლი თავის პირუტყვს და იგიც უკუღმა გახტა სიმწრისგან.სიმწრიგანო ვამბობ მარა, სიმწარე დუმაში გაჩხერილი ხიშტის უნდა გენახათ თქვენ.ერთი იმფერი დეიბღორინა* ვირმა რომ რეჯებლაის ბადიში თავქუდმოგლეჯილი გაწიწინდა აწვერილ სიმინდებში....




                                                      (გაგრძელება იქნება)




სასელა-ნაადრევი მსხლის სახელწოდება აჭარაში
დუნია-ქვეყანა;
ჩინგანი-ცელქი;
მარა-მაგრამ;
მოტლეპილი-მელოტი;
ღლაპი-მოზარდი(აგდებულად);
წამოსლიხან-წამოსვლის დროს;
ბუჯაღი-კუთხე;
გეეწურა-გაიწია;
ეფეიჯა-საკმაო;
რაცხაფერ-როგორღაც;
ჯამიკარი-ადგილი,სადაც ჯამე,ანუ მუსულმანტა სალოცავი დგას;
ხიზმეთი-წვალება,გარჯა
ნამეტნავად-ძალიან;
უუდე-წადი(დამცინავად);
იმფერი-ისეთი;
სასირცხოდ-სასირცხვილოდ;
მუხლებზეით-მუხლის ზევით;
ეიკოტავა-აიკეცა;
ძიგვაის ტოტები- ანუ შარვალი;
მიაწირეხა-მიაგინა;
ნამეტარიც-ძალიანაც;
დომებოდა-სდომებოდა;
ხაშარი-ერთიანად აშოლტილი თხილის გრძელი ჯოხები;
წეი-წადი ანუ წასული იყავი;
ჭო-ბიჭო;
ჰად-სად;
გეიბინა-გაირბინა;
კაიმაღი-რძის ნაწარმი,შინაური არაჟანი;
დუუდგი-დაუდგი;
ნამეტნავად-ძალიან;
თვარა-თორემ;
აგზე-აქ;
სათახუმო-ანუ ადგილი,სადაც შრომის იარაღებს და ათას წვრილმანს ინახავენ;
თვლიმავდა-თვლემდა;
დუუწიწინა*-მოკურცხლა,გაიქცა თუ რაღაც ამდაგვარი;
ბარქაში-გობი
პაწაი-პატარა;
დირეღი-ბოძი;
მეესწრო-მოესწრო;
პაწვანებს-ანუ პატარებს;
მუუმცრია-მოუგროვა;
ახშალამაზიხან-საღამოს,შებინდებისას;
პურობიას-პურობა;
რაფრად-ვითარ,როგორ;
ბაბავათანი-სახლეული,სამკვიდრო;
ყაზირალი-ახალგაზრდა ბიჭი;
ბუიუღებში-ულვაშები თურქულად;
ნენე-დედა;
იბრეთი-უცნაური;
ადეთი-ადათი;
მოგვდევს-მოგვდგამს;
კაფაღი-სახურავი,აქ ცა;
დეეტყენ-დაეტყოთ;
ჰამანქი-ლამის;
დეიბღორინა-დაიყროყინა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები