ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2009


ვიკონტო მიფრთხილდი(ოდიშის მთავარს)

ვიკონტო უფრთხოდე დრაგუნთა,
მაღალ და შავგრემან ოფიცერს,
შენც იცი ორი დღე გელოდე
სადგურის მეორე ბაქანთან.

ვიკონტო...გასროლა შენზეა
და თუ ააცილებ იცოდე,
სროლაში ბადალი არა მყავს
დრაგუნთა შავგრემან ოფიცერს.

ალვის ხეებიდან აფრინდნენ
ყვავები ტყვიების წივილზე,
უხდება დუელი ძმადნაფიცს
ოდიშის მთავარის სიკვდილზე.

ვიკონტო, მაშ ასე,კვლავ მოხვალ,
სადგურის მეორე ბაქანთან.
პირველი გასროლა შენზეა
და მერე...წამზომი გაქანდა.,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს