ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შალვა ანაგელი
ჟანრი: პროზა
22 ნოემბერი, 2009


კვიპაროსები დიდი ზამთრის მერე

„რას ფიქრობს ხოლმე ნეტავ ჯალათი სამუშაოდან
    შინ, რომ ბრუნდება, როცა ზის თავის სახლში შვილების
  და მეუღლის გვერდით, ზის და ფინჯან ყავას მიირთმევს”.

კარლ სინდერბერგი

  მწუხრში მთვლემარე მთა არსენალის არე-მარეში, ცივი კივილით ორთქმავალმა გადაიქროლა... შეაზანზარა ბავშვის ოთახის ფანჯრის მინები. ღამის თერთმეტი საათი იყო, მაგრამ ჯერ არ ეძინა ათიოდე წლის ბიჭუნას ბადრის, როგორც ყოველთვის მამის მოსვლას ელოდებოდა, ის უსათოოდ მოუტანდა რაიმე ტკბილეულობას, გულში ჩაიკრავდა და თავის საყვარელ ლექსებს ათქმევინებდა, მამას განსაკუთრებით უყვარდა როდესაც ბავშვი ამ ლექსს ჩაუჭიკჭიკებდა ხოლმე.
„დიდება ჩვენსა სამშობლოს,
დიდება ქვეყნად სამოთხეს,
ტურფა ივერსა,
დიდება ძმობა ერთობას,
დიდება თავისუფლებას,
დიდება სამარადისო,
ქართველ მხნე ერსა”.
  როდესაც ბავშვი ამ ლექსს კითხულობდა ოჯახის დედა
-ქალბატონი თამარი მუდამ შეშინებული გამოიყურებოდა, რადგან ეს ლექსი კარგა ხნის განმავლობაში ძველი მთავრობის ჰიმნად იყო მიჩნეული. ბ-ნი გიორგი სხვა ქართველი ინტელიგენციის მსგავსად 22-24 წლებში რეპრესირებული იყო, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა. ფარულად მაინც თაყვანს სცემდა თავის ძველ კერპს. ოცნებით ისევ თვალწინ თავისუფალი, ბედნიერი საქართველო ეხატებოდა. ისიც დახვრეტას შემთხვევით გადაურჩა, რადგანაც მფარველ ანგელოზად თავისი ქვისლი ზურაბ „იაკობიჩი” მოევლინა. იგი სიღნაღის მაზრის „გეპეუს” რწმუნებული გახლდათ, რომელიც მაინც გიორგის უნდობლად ეკიდებოდა. -საეჭვო რამე, რომ შევნიშნო საკუთარ ძმასაც კი არ დავინდობო -ხშირად იტყოდა ხოლმე „იაკობიჩი”. გიორგი არც ერთი პარტიის წევრი არ იყო და არც აპირებდა პოლიტიკურ მოღვაწეობას, სულით ხორცამდე პედაგოგი იყო -მისი სიტყვებით რომ ვთქვათ.
  ბადრი წარჩინებით სწავლობდა, ცელქობაშიც პირველი იყო, სხვადასხვა თამაშობების გამოგონებაში და შეჯიბრების მოწყობაში... მისი მტრედები ყველაზე ადრე მოფრინდებოდნენ ხოლმე ჩუღურეთში, სტადიონზე ჩვენი ფეხბურთელები როცა იგებდნენ თამაშს. მისი ფრანი ყველაზე მაღლა და დიდხანს დაფრინავდა ცაში. მათი შენობა ერთი ძველის ძველი ქვითკირის უშნო შენობა იყო. მის გვერდით არსენალში მიმავალი კიბე ადიოდა და საკმაოდ მაღალი სერი იყო -ხრიოკი, იქ ჯერ არავინ ესახლა. გაზაფხულზე და ზაფხულში, ზოგჯერ შემოდგომაზეც იქიდან ფრანებს უშვებდნენ ბავშვები, ხოლო ზამთარში შესანიშნავი საციგაო ადგილი იყო.
    ბადრის თანატოლ ბიჭუნებს ზოგს შეყვარებულიც კი ჰყავდა. ბადრის კი დობილი ჰყავდა, ნამდვილი დობილი, სისხლისმიერი. ჯიბის დანით გაიჭრეს თითები და სისხლი შეურიეს მან და ნათელამ, მეზობლად მცხოვრებმა თანაკლასელმა გოგონამ. ორივენი დედისერთანი იყვნენ და ასე იოლად გახდნენ და-ძმანი. გვიანობამდე არ ეძინა ბადრის მამას, მისთვის შოკოლადი მოეტანა, რომელიც მან მეორე დღისათვის შეინახა ნათელასთვის. უფრო ძალიან კი ახალმა ილუსტრირებულმა წიგნმა გაახარა -გულივერის მოგზაურობამ. მამიკომ ეს წიგნი, რომ გადასცა ასე უთხრა: -ამ წიგნის ავტორი -სვიფტი დიდი ახირებული ვინმე იყო... სადღესასწაულო დღეებში შავ ტანსაცმელს იცმევდა გლოვის ნიშნად, განსაკუთრებით თავის დაბადების დღეზე, ხოლო სხვა დღეებში გულიანი სიცილი უყვარდა და ხუმრობაც. აი, რა მხიარული წიგნი დაწერა.
- შენ კიდევ არ გძინავს შე კუდიანო? -უთხრა და თითის ქნევით დაემუქრა ბებია.
- რა ვქნა არ მეძინება ბებო.
- ეხლავე დაგაძინებ, მაგაზე ადვილი რა არის, შეგილოცავ!
„თეთრი ქორი ქანდარასა,
ამ გულს შეშინებია,
ჩაჯექ გულო, საბუდარსა”.
შემდეგ კი ასე დასძინა:
„გულო ჩადექ ბუდეში
გულო ნუ გეშინია,
ლოცვა ჩემი, რგება ღვთისა,
ამინ! ამინ! ამინ”!
- ბადრი! ბადრი! -ღია სარკმელში შესძახა ნათელამ თავის ძმობილს და თან გაიფიქრა: ალბათ აქამდე სძინავს ამ ძილის გუდას.
- ახლავე გავაღვიძებ შვილო! -უპასუხა ბადრის დიდედამ ბაბემ. ორივე ბავშვი პირველ საცდელ საჩვენებელ სკოლაში სწავლობდა (ყოფილ პირველ გიმნაზიაში) სკოლა საკმაოდ შორს იყო მათი საცხოვრებელი ბინიდან. ფეხით უნდა გაევლოთ გზა ჯერ ვორონცოვის ხიდამდე, გაევლოთ მშრალი ხიდი, რომლის ქვეშაც ჯერ კიდევ მტკვარი მიედინებოდა. მტკვრის ის ორი ტოტი გარს ევლებოდა მადათოვის კუნძულს სადაც ბაზრობა იმართებოდა ხოლმე, აუვლიდნენ ალექსანდროვის ბაღს, ქაშვეთის ეკლესიას, „ტორქსინს” და მიადგებოდნენ ხოლმე სკოლის უზარმაზარ რკინის კარს, რომლის სიახლოვეს გვერდით ჯერ კიდევ ეყარა უზარმაზარი ტაძრის -სობორის ნანგრევები და დიდხანს მოჩანდა პირქვე დამხობილი ვეებერთელა ზარი. ეზოში შესვლისთანავე ყველასათვის საყვარელი მასწავლებელი -გოგლიჩიძე შენიშნეს, რომელსაც ღრმად მოხუცებულობის მიუხედავად დიდი სიმხნევე ეტყობოდა, (დიდი პატივისცემით და ავტორიტეტით სარგებლობდა, რადგანაც მას სტალინისთვისაც უსწავლებია სემინარიაში ოდესღაც). ახლა დაწყებით კლასებში ასწავლიდა ამ სკოლის ბავშვებს. ძველი და პრესტიჟული სკოლა იყო: იქ უსწავლიათ ბარათაშვილ ტატოს, დიდ წმინდა ილია მართალს და სხვა მომდევნო თაობების ღირსეულ მწერლებს, ხელოვანთ, მეცნიერთ. სკოლას ძველისძველი ფეშენებელური ბიბლიოთეკა ჰქონდა, მდიდარი, უნიკალური, რარიტეტული წიგნებით შემკული. ძირს სართულში მოთავსებული იყო: ხის ტექნოლოგიის, ლითონის ტექნოლოგიის და შრომის სხვა კაბინეთები. მეორე სართულზე კი განლაგებული გახლდათ გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბუნებისმეტყველების, ზოოლოგიის საკლასო ოთახები. საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა სამასწავლებლო, რომლის კედლებიც ანტიური და მითოლოგიური სურათებით იყო მოხატული და ეს უბადლო -ისტორიული სტატუსის მქონე სკოლა 90-იან წლებში წარმოებული ძმათა მკვლელი ომის დროს დაიბუგა და დაინაცრა. მოგვიანებით კვიმატი ადამიანები ქილიკობდნენ ის სკოლა უპირატესად მისივე „ზარმაც პაპა” ყოფილმა მოსწავლეებმა დაწვესო. კარგა ხნის შემდეგ სკოლა განაახლეს, მაგრამ სადღაა ის ეშხი და დიდებული იერ-სახე. ქუჩებიც ნაკლებად იყო ტრანსპორტით გადატვირთული და ბავშვები ყოველგვარი საშიშროების გარეშე დადიოდნენ სკოლაში. ვიდრე ბადრი და ნათელა ამ სკოლაში დაიწყებდნენ სწავლას თავისი სახლის ახლო მდებარე სკოლა დაამთავრეს. ოთხწლიანი სკოლა იყო, მუდამ დიდი სიყვარულით იგონებდნენ. სკოლას და ჩუღურეთის უბანს თავისებური ხიბლი ჰქონდა. სკოლა დაკომპლექტებული იყო მაღალკვალიფიცირებული და გამოცდილი პედაგოგებით. საკლასო ოთახების ფანჯრები რიყის ერთ-ერთ მონაკვეთს გადაჰყურებდა. ქუჩაში ვიწრო ლიანდაგიანი ტრამვაი გადიოდა, რომელსაც ზარი არ ჰქონდა. თვითონ კონდუქტორი ამცნობდა მგზავრებს სათამაშო პატარა საყვირით გაჩერებას და წასვლას. მოდებილო ქუჩის მომღერალი თავის მიერ საგულიგულოდ აჭრელებულ ჯოხზე ამღერებდა უწმაწურ-სასაცილო ლექსებს და ქუჩურ სიმღერებს. მას შეენაცვლებოდა ხოლმე ჩოფკა მეარღნე, რომელიც მოდურ სიმღერებს უკრავდა და თუ გადაკრულში გახლდათ მღეროდა კიდევაც. -კიტრი, შუშა კიტრი, პამიდორი. -გაჰკიოდა თავზე თაბახდადგმული კინტო. შემდეგ თათრის ქალი გაჰკიოდა: -მწვანილი! მწვანილი! ახლა ხილის გამყიდველი ბაღჩო დაიწყებდა „გალობას”: -ვაშლი, მსხალი, კომში, ბია. (მან იცოდა რომ ბია -კომშის მეორე სახელია, მაგრამ ანგლობით ყვიროდა”!
  იმ სკოლას ის „ღირსებაც” ჰქონდა რომ მეცნიერების სხვა დარგებთან ქალაქურ ფოლკლორსაც ეუფლებოდნენ გულმოდგინე აღსაზრდელნი. მაგალითისათვის მოვიყვანთ რამოდენიმე ფოლკლორულ „მარგალიტს”:
                                                        „кусок, кусок облока
                                                          идёт одинь помница     
                                                          заечатни писмо идёт
                                                          от любовница ” !
აი, მეორე მარგალიტიც:

„პარახოდი მოდის არა ჩერდება
ცას ღრუბლები ემატება ღელდება,
მოდი, მოდი ჩემთან ქეთო
პარახოდი გაგიკეთო”!

  მადლობა ღმერთს რომ იმ დროინდელ ბავშვებს აქსელერაცია არ შეხებოდათ და არც უწმაწური გინება იცოდნენ („ჩემი დედაო” - საკუთარ დედას ჯერ კიდევ არ აგინებდნენ) და არც ამ სიმღერის დედა აზრში ჩაწვდომას შეიძლებდნენ. ცელქობდნენ მაგრამ ბავშვურად: გაკვეთილების შემდეგ სკოლის მეზობლად მდებარე სახლის სადარბაზოს ზარზე (მაშინ ხის სახელურიანი ზარები ჰქონდა) სახელურები. სახელურს რომელიმე ონავარი ბავშვი ჩამოჰკრავდა ხელს თუ არა, ორი მოხუცი ქალი გადმოყოფდა ხოლმე ფანჯარაში თავს, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს და ორივეს წვერ-ულვაში ჰქონდა (ასეთ სახეცვლილებას ექიმები ვირულენტობას უწოდებენ) ერთს კატო ერქვა, მეორეს ნატო. მუდამ სტუმრებს ელოდნენ, მაგრამ არავინ მოდიოდა. ამიტომ იმედგაცრუებულნი ბავშვებზე იყრიდნენ ჯავრს: ისეთი ოსტატური წყევლა-ქოქოლას დაყრა იცოდნენ, რომ ყველაზე უფრო დახელოვნებული კალმოსანიც კი ვერ აღწერს იმ მახვილსიტყვაობას. განსაკუთრებით უფრო ლამაზი სანახაობა იყო თუ რომელიმე ყმაწვილი ზარის სახელურზე კატას ჩამოკიდებდა, განუწყვეტლივ ზარის ხმა ისმოდა. ბავშვები არ იკლებდნენ ახალ-ახალი გასართობის გამოგონებას, მაგრამ მწუხარების განცდაც არ იყო უცხო მათთვის. იმ ხანად ისეთი საზარელი უბედურება მოხდა მათ სკოლაში, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვდათ: ყველასათვის საყვარელმა მასწავლებელმა -მათი სკოლის დირექტორმა სკოლაში (სადაც იგი ცხოვრობდა თავისი ოჯახითურთ) ღამით თავი ჩამოიღრჩო. დილით მისულ ბავშვებს საშინელი სანახაობა დახვდათ. მათ საყვარელ მასწავლებელს -სიმონ წერეთელს ცოლი და თავისი ქალ-ვაჟი დაქვითინებდა. (ბიჭუნა შვიდი წლის იყო, გოგონა სამი წლის. ბიჭუნაც იმავე სკოლის პირველი კლასის მოსწავლე იყო) რამ აიძულა ის ადამიანი, რომ ასეთი საქმე მოიმოქმედება?! -მას მოსვენებას არ აძლევდნენ სიცოცხლის ბოლო დღეებში, თითქმის ყოველ დღე იძახებდნენ და უბრძანებდნენ -იქ ერთ დაწესებულებაში, რომ სასწრაფოდ წარედგინა სია. პირველ ყოვლისა თავისი სკოლის არასაიმედო, მტრულად მოაზროვნე მასწავლებისა, მთავრობის მიმართ მტრულად განწყობილი მშობლებისა და სასურველად მიაჩნდათ თუ სიას გაამდიდრებდა თავისი მეგობრებ-ნათესავებით, რომელთაც თავად-აზნაურული ან ბურჟუაზიული წარმომავლობა ჰქონდათ. ის კი ჯიუტად უარზე იდგა: მე ამას ვერ მოვიმოქმედებ, ღვთის მოშიში კაცი ვარ და წინაპრების ხსოვნასაც და ჩვენ ქართულ ადათ-წესებსაც ვერ ვუღალატებო.
- ყველაფერი ნათელია! -უთხრეს მას.
- მაშინ შენ და შენ მეუღლეს დაგაპატიმრებთ, შენი ადგილი სკოლაში კი არ არის თავადო, არამედ ციხეში, ეგებ ტყვიაც კი გკრათ შუბლში. მუშახელადაც კი ვერ გამოგიყენებთ, ნამეტანი თეთრი ხელები გაქვთ. ერთი ამას დამიხედეთ ქალბატონი ბაკუნინა, თუ განჩაროვა, კაცი წერეთელი. წადი და ხვალისათვის შენგან ბოლო პასუხს ველით.
  ცუდი დრო მოდიოდა. იმ ხანას შეიძლება 37-იანი წლების პროლოგი ვუწოდოთ. სულ მალე მეორმოცე სკოლას ახალი კეთილ-საიმედო დირექტორი რამანა ჩახვაშვილი მოევლინა, ახალგაზრდა პარტიული ამხანაგი (უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულიტეტის სტუდენტი. წარმომავლობა ღარიბი გლეხის შვილი). მან თავისი მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ ორიოდე მასწავლებელი ამხილა და მიუსავლეთის გზას გაუყენა და სასწრაფოდ იკისრა შეფობა თბილისის ახლოს მდებარე სოფელი დიღმის კოლმეურნეობის შეფობა, რამოდენიმე დღის მერე პიონერული ყელსახვევებით დამშვენებული სკოლის მოსწავლენი, დოლის ბრაგუნით, საყვირის თანხლებით, ყვავილებით დიღომს ეწვივნენ, მინდვრად გავიდნენ და კოლმეურნეებს ეხმარებოდნენ, გულწრფელად რომ ვთქვათ ფეხებში უფრო ედებოდნენ და გულს უსიებდნენ გლეხებს. მასწავლებლებმა კი მართლაც მონდომებით იმუშავეს, მძიმე ფიზიკური მუშაობით „სიქა გაეცალათ”. საღამომდე ასე იხდიდნენ სოციალიზმის წინაშე ვალს. საღამოთი კი ერთ ქარახინა, დიდ საკლასო ოთაში შერეკეს ყველანი. შინიდან წამოღებული საგზალი მიირთვეს და დაღლილ-დაქანცულებმა სკოლის მერხებზე ტკბილად მიიძინეს.
  იმ ექსპედიციის დროს არავითარი განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ მეორე კლასელ მოსწავლეს საქულა მეჯულოვს, ქვის სროლის დროს, ახალთახალი ფეხსაცმელი ერთი ცალი მტკვარში ჩაუვარდა.
- საქოს ბაშმაკი მტკვარში ტივტივებს, ტივტივებს. -ტაშის კვრით გაჰკიოდნენ ბავშვები. -საქულას დედამისი მიტყეპავს, მიტყეპავს! ჩემი არა ბრალია... კატას დაუბრალია!  იმ სეირში ბადრი და ნათელაც მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ, მაგრამ სულ მალე ბადრის „ღმერთმა უწყინა” და ანდაზის სიმართლეში დარწმუნდა. „ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო”. დილა უთენია ბადრის მეზობლად მცხოვრები სომეხი ტერტერა მოადგა, მეეზოვე ბაღდასარას თანხლებით და შესჩივლა: -თქვენი ბემურაზი ბიჩი მე მასხარად მაკეთებს, ენას მიყოფს, მაღრიჯება და მიყვირის: ტერტერა, ტერტერა და სხვა ბავშვებსაც აქეზებს. კითხე ჩემს ნათლიმამა ბაღდოს, მე რა კაცი არა ვარ, ასე მასხარად უნდა გამაკეთონ ამ ლაწირაკებმა?! გიორგიმ სტუმრები დაამშვიდა და საუზმეზე მიიპატიჟა, ხოლო ოჯახის დედამ ონავარი შვილი ისე მაგრად მიტყიპა, რომ სუფრასთან მჯდომ „სასურველ სტუმრებს” მთელი იქ ყოფნის განმავლობაში აშკარად ესმოდათ სილების ტკაცანისა და ბადრის ტირილის და ღრიალის ხმა. რაღა თქმა უნდა მეორმოცე სკოლაში წარჩინებული მოსწავლე თუ ასეთი ოინბაზი იქნებოდა სხვებზე რაღა უნდა გვეთქვა. ამიტომ იყო, რომ ახალი დირექტორი ბ-ნი რამანა უდიდეს ყურადღებას აქცევდა ბავშვების ესთეტიკურ-კულტურულ აღზრდას: რეგულიარულად კლასის დამრიგებლებს აღსაზრდელები დაყავდათ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ცირკში, ზოოპარკში, სხვადასხვა მუზეუმებში, ავლაბრის სტამბაში, რამოდენიმეჯერ იყვნენ გორშიც. იმ ხანად კიდევ ერთხელ მიიტყიპა ჩვენი პატარა გმირი და აი რატომ: ერთ დილით სკოლაში მისულ რამანას საოცარი სურათი წარმოუდგა თვალწინ. ერთ-ერთ ბავშვს კაკო მამამთავრიშვილს ნაგვის ურნა ამოებრუნებია და შალახოს უკრავდა. სხვები კი გამყინავი ხმით გაკიოდნენ და გამალებით ტაშს უკრავდნენ: -ტაში, ტუში, მაგდანუში! -ხოლო ერთი ამხანაგი გრძელცხვირა ბიჭი -შაქრო არაჩვეულებრივი ილეთებით და გატაცებით ცეკვავდა შალახოს. ბატონი რამანა ადვილად მიხვდა საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ რამანას მამას სოფელში „ტაში-ტუშის ბიჭს” ეძახდნენ, რადგანაც ყველა ჭირის თუ ლხინის სუფრაზე უცვლელი თამადა გახლდათ ის დარდიმანდი კაცი. რამანამ თავის ყოფილ მასწავლებლებთან გიორგისთან და თამარასთან დაასმინა ბადრი. სამწუხარო ფაქტი სახეზე იყო: ბადრის გარდა სხვამ არავინ არ იცოდა არც რამანას მამის ზედმეტი სახელი არც მისი ბახუსისადმი თავდადებული სამსახურის შესახებ. მხოლოდ მოგვიანებით გამოირკვა ის საჭოჭმანო ამბავი თურმე კაკო მამამთავრიშვილის სახელთან ყოფილიყო დაკავშირებული, დედამისიც იმავე სოფლიდან ყოფილა თბილისში გამოთხოვილი, რომლის მკვიდრიც რამანა გახლდათ.
  პირველი სკოლის კართან, როგორც პატივცემულ მკითხველს უკვე ვუამბე, კიდევ დიდხანს იყო არემარე მოფენილი იმ დიდებული ტაძრის ნანგრევებით. უსამართლობა იქნება არ გავიხსენოთ  იქვე სკოლის კართან მუდამ მჯდარი სკლეროზით გამოთაყვანებული, ყოფილი გენერალარი. ჩინ-მენდლები გულზე გულმოდგინედ ჰქონდა ასხმული, რომელიც მუდამ მაღალ ფალცეტით გაკიოდა: ლიმონი, ლიმონი! -ბავშვები სისხლს უშრობდნენ, ხან მედლებზე და ორდენებზე აუკრავდნენ ხელს, ხან ლიმონებს სტაცებდნენ და ბურთაობდნენ, მერე კი უკანვე ესროდნენ სიცილით, მოხუცს ადრესატები ერეოდა ხოლმე და კლიენტებს ლანძრავდა: თქვენი მამის სული ასე და ისეო, ხოლო ბავშვებს მიმართავდა: -იყიდეთ ლიმონი, ლიმონიო! იაფად, მთლად იაფად თქვენი მამის სულების განათლებას საუცხოო ლიმონიაო.  ყველაზე მეტად ბადრის და ნათელას ეცოდებოდათ საბრალო მოხუცი და უსიამოვნებაც კი ჰქონიათ ხშირად ამ ამბის თაობაზე ამხანაგებთან.
ყველაზე მეტად ბავშვებს გეოგრაფიის მასწავლებელი ვარლამ დონდუა უყვარდათ. მან ყველას გეოგრაფიის საგანი შეაყვარა. თუ მკითხველი ნებას დამრთვას ერთ-ერთ გაკვეთილს დავასწრებ მსურველთ:
- სალამი ჩიტუნებო! -ალერსით მიესალმა საყვარელი მასწავლებელი ყმაწვილებს, ოქროს ჩარჩოიანი სათვალეები შეისწორა და დაიწყო:
- ეტყობა გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილს დღეს ვერ ჩავატარებ, რადგანაც ყველას ხელში გამურული მინები გიჭირავთ და ალბათ ის უფრო გაინტერესებთ მზის დაბნელების შესახებ მოგითხროთ რაიმე.
- დიახ მასწ, დიახ მასწ! -აჟღურტულდნენ ბავშვები. მისმინეთ, თურმე ძველი წელთ აღრიცხვის ხუთას ორმოც წელსაც მომხდარა მზის დაბნელება. თურმე ფილოსოფოსმა თალესმა იწინასწარმეტყველა და მისი თარიღი ამით დაადგინეს. ბაბილონის ბრძნული, ძველისძველი წიგნებიც მიგვითითებენ: როდესაც წმინდა ნინომ ვაზის ჯვრით დაიწყო ქადაგება ქრისტიანობისა კერპთაყვანისმცემლები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. თვით მეფე მირიანიც კი კერპს სცემდა თაყვანს. ერთხელ მეფე მირიანი თავის მხლებლებთან ერთად ნადირობდა უღრან ტყეში, ისეთი მზიანი დღე იყო, რომ უღრან დაბურულ ტყეშიც კი იცრებოდა სხივები. იღბლიანი ნადირობა ჰქონდათ, ხელმწიფე მხიარულ ხასიათზე ბრძანდებოდა. კმაყოფილი იყო ნანადირევით. უეცრად ზეცამ საზარლად იქუხა, ჯერ ცას ელვის ენები გაეკრა, შემდეგ კი საზარელი წყვდიადი ჩამოწვა, ჯოჯოხეთური წყვდიადი.  შეშფოთდნენ მონადირეები. ერთმა მონადირემ მეფეს დაუჩოქა და უთხრა: - შევევედროთ ჩვენს ღმერთს ეგება გვიხსნას, ამ ჯოჯოხეთისგან. შეევედრნენ, მაგრამ ვედრებამ არ გაჭრა. ისევ ცხოველთა საზარელი ყმუილი და დაფეთებული ფრინველთა ფრთების ფარფატის და წივილის განწირული ხმები გაისმოდა. მაშუნ მეორე ვეზირმა მოკრძალებით შეკადრა მეფეს: -იქნებ ახალმა ღვთაებამ გვიხსნას, ჯვარცმულმა ღვთაებამ, შევევედროთ მასაც! დაიჩოქეს და მხურვალედ შეევედრნენ მაცხოვარს: -წმინდაო ღმერთო, მაცხოვარო გვიხსენი ამ განსაცდელისაგან! მოხდა სასწაული: განათდა არემარე, ისევ გაისმა ჩიტების მხიარული ჟივილ-ხივილი. ასე ირწმუნეს ქრისტე მეფე მირიანმა და მისმა ქვეშევრდომებმა. ბავშვებო ხომ გახსოვთ ვინ იყო ქრისტეფორე კოლუმბი? მე წინათ მგონი მის შესახებ ზოგი რამ გიამბეთ კიდევაც. დიახ გვახსოვს: ეს იყო მოგზაური, რომელმაც ამერიკა აღმოაჩინა. მის შესახებაც საინტერესო ამბავს მოგვითხრობენ, ოღონდ მზის დაბნელების შესახებ კი არა -მთვარის დაბნელების შესახებ: კოლუმბი მოგზაურობის დროს თავისი არმადათი ამერიკის რომელიღაც სანაპიროს მიადგა სადაც კანიბალები ცხოვრობდნენ. ისინი მეტისმეტად მტრულად შეხვდნენ. კოლუმბს აუტეხეს სტვენა და ხორხოცი. თურმე პირში რაღაც ცეცხლმოდებული გრაგნილები ედოთ და აბოლებდნენ. (მაშინ მოგზაურებმა არ იცოდნენ რა იყო თამბაქო და თამბაქოს წევა). წარმოიდგინეთ რა შიშის ზარი დაეცემოდათ მოგზაურებს... ველური კერპაყვანიმცემლები ყიფილან. ავისმომასწავლებლად ზუზუნებდნენ, ასისინებდნენ ისრებს. საპასუხოდ იქუხეს თოფებმა და იგრიალეს ზარბაზნებმა. მოგზაურებს საქმე ცუდად წაუვიდოდათ კოლუმბს რომ არ გახსენებოდა სულ მალე, რომ იქ მოსალოდნელი იყო მთვარის დაბნელება და ეს შემთხვევა გონებამახვილმა მოგზაურმა შესანიშნავად გამოიყენა, აბორიგენებს დაემუქრა: თუ რასაც გიბრძანებთ არ შემისრულებთ მთვარეს დაგიბნელებთო. მართლაც მალე მთვარის დაბნელება დაიწყო, ველურნი შიშით მიწას გაერთხნენ და ტირილით ევედრებოდნენ კოლუმბს გვაპატიეო. იმხანად იყო კოლუმბმა ბოჰემის არქიპელაგში, სან-სალვადორის კუნძული და სხვა კუნძულები აღმოაჩინა და შეისწავლა კუნძული კუბა, შემდეგ კი ჰაიტი. მეორე ექსპედიციის დროს ათასხუთასი კაცი ახლდა თან და აღმოაჩინა კუნძულები პორტორიკო და იამაიკა. მესამე ექსპედიციის დროს აღმოაჩინა ტრინიდადი და სამხრეთ ამერიკის ნაწილი, ხოლო მეოთხედ მიაღწია კუნძულ მარტინიკას, შემდეგ კი ჰონდურასის ყურეს. ამერიკის აღმოჩენაში კოლუმბის პრიორიტეტი სადავოა. ფიქრობენ კოლუმბზე ასეული წლებით ადრე ნორმანებმა მიაღწიეს ამერიკას. მამაცმა ვიკინგებმა. ლიტონი სიტყვები როდია, მართებული ეს ანდაზა: „ვიკინგებს ზღვა ბადებს, იმიტომაც მამაცი ხალხიაო”! მეორე გაკვეთილზა ბატონი ვარლამი მზის დაბნელების მიზეზს შეეხო, მაგრამ ამისი თხრობით თავს არ შევაწყენ მკითხველებს...
  თბილისში მზის დაბნელებას ელოდნენ. რადგანაც ჩვენი გმირი ჩუღურეთის მცხოვრები გახლდათ. ამ უბანში რა აჟიოტაჟი გამოიწვია ამ უჩვეულო ამბის მოლოდინმა ამის შესახებ მიგითხრობთ. ზოგმა ცრუ მორწმუნემ ჩუღურეთში კუბოც კი დაამზადებინა თავისთვის, რომ იმ შავ და უკუღმართ დღეს მამაცურად დახვედროდა. ამაში პრიორიტეტი მეჩექმე ხოსროს ეკუთვნოდა. მოხუცს, მაგრამ ჯერ კიდევ მხნესა და დარდიმანდ კაცს. შემდეგ კი მეარღნე ვაშკეცას და მეყვავილე ტანგოს (რომელიც მელომანი გახლდათ) ყმაწვილები არსენალის მთას შეესივნენ. იმ დღეს დედაკაცები მხურვალედ ლოცულობდნენ, მაგრამ ის დღეც მალე დადგა და არც ცა დანგრეულა და არც ქვეყანა. მეორე დღეს მშვენიერი დილა გათენდა მზიანი, ლამაზი... ჩვენი პატარა რომანის გმირებიც ჩვეული გზით პირველი სკოლისაკენ გაეშურნენ ღიღინით. აუარეს ალექსანდროვის ბაღსაც. ბაღის დასაწყისში ჩვეულებისამებრ თეჯირთან უსინათლო მეჩონგურე მიმჯდარიყო და წინ გადმობრუნებული ქუდი ედო რომელშიც გამვლელნი ხურდა ფულს უყრიდნენ მოწყალებას. ბავშვებმაც ხურდა ფული ჩაუყარეს.
- მოდი ცოტა ხანს გავჩერდეთ და მოვუსმინოთ თქვა ბადრიმ. გაჩერდნენ და ყური დაუგდეს:
„ახალი პატარძალი ვარ, შემომატარეს კერასა...
უხეირო ქმარი შემხვდა გებრალებოდეთ ყველასა...
ღამე, რომ ალერსს დავიწყებთ მაშინ უმატებს ხველასა
დაბერებულა ჩერჩეტი, ყელ უგავს ჭიაყელესა”!
  ნათელამ დაირცხვინა და შეცბუნებული გაიქცა, სხვა ქალებიც გაწბილებულნი გაიქცნენ, მხოლოდ ბილწ სიტყვაობის მოყვარული მამაკაცები დარჩნენ და მოხუცს იმ ფოლკლორული „მარგალიტის” სრული ვარიანტი გაამეორებინეს.
  სკოლაში მისულებმა შეიტყეს, რომ პირველი და მეორე გაკვეთილი უცდებოდათ, რაღაც თათბირზე გამოუძახიათ ორივე პედაგოგი. კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს სკოლასთან ახლოს მდებარე ებრაელების მუზეუმის დათვალიერება შესთავაზათ. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ. ვიდრე იმ მუზეუმში ჩავიდოდნენ ჯერ ქაშუეთთან უნდა გაევლოთ, რომლის ქვემოთაც თითქმის ყოველდღე ბუკინისტები წიგნის ბაზრობას მართავდნენ და ძლიერ ხელმისაწვდომ ფასებში მშვენიერი წიგნები იყიდებოდა. მუზეუმმა ძალიან დააინტერესათ, მითუმეტეს, რომ ახალი გახსნილი იყო და ყველგან აქებდნენ ვინც კი ინახულა და დაათვალიერა. კართან შუა ხნის სიმპათიური კაცი შეეგებათ და მუზეუმში შიპატიჟა ექსკურსანტები. ბავშვები და მასწავლებლები დიდი ინტერესით უსმენდნენ დარბაისელ მეცნიერ მუშაკს. მან თავისი მინი ლექცია ასე დაიწყო (თან ათვალიერებინებდათ საყურადღებო ექსპონატებს) თავდაპირველად: -მე გიამბობთ საქართველოში ებრაელთა პირველი დასახლების შესახებ. ეს ამბავი ქართლის ცხოვრებაში ასეა მოხსენიებული: „მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყვევნა იერუსალიმ და მუნით ოტებულნი ჰურიანი მოვიდეს ქართლს, მოითხოვეს მცხეთელ მამასახლისისაგან ქვეყანა ხარკითა მისთვის”. ექსპონატები აჩვენა შემდეგ კი განაგრძო: -„ეს იყო ებრაელების პირველი გადმოსახლება. ებრაელნი საქათველოში ქართულ ენას სულიერად ძველთაგანვე შესჩვევიან. სამშობლო ენას ძველთაგანვე ქართული ენაც შეადგენდა, ისინი ერთობ ადვილად ითვისებდნენ ენას, ქართულ ტანსაცმელს, გარეგან ყველა წესებს-ჩვეულებათა, ქალნი -ქალთა და კაცნი -კაცთა. საქართველოდან წასული ებრაელნი სადაც კი სახლდებოდნენ ყველგან მათ მიჰქონდათ ქართული ენა. ქართველი ერის ტანსაცმელი და თვით წერილების წერასაც კი ქართულად მოეწყვნენ”.
  ქრისტეს დაბადების დროს საქართველოში ისრაელნი მრავლად სახლობდნენ მცხეთის კუთხეში. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ ებრაელებს იმ დროისათვის ქიზიყშიც უცხოვრიათ და ყველგან მეგობრულ ურთიერთობაში ყოფილან ადგილობრივ მოსახლეობასთან და არავითარ შევიწროებას არ განიცდიდნენ. ქართლის ცხოვრებაში აღნიშნულია, რომ ბაგრატ მეფის დროს ურიასტანს დაეცა რომის კეისარი ვესპასიანე და ყოველივ იერუსალიმი დაამხო და ებრაელები დაატყვევა. დატყვევებას გადარჩენილი ებრაელები ლტოლვილ იქნენ. ამ დროისათვის ბევრი ებრაელი გადმისახლდა საქართველოში. ბუნებრივია ქართველ ებრაელებზე ბევრი რამ აქვთ დაწერილი. მე გიამბობთ ბეთხაინის შესახებ. -წარმოთქვა ერთ-ერთმა უფროსკლასელმა წარჩინებულმა მოსწავლე გოგონამ. -აქაც ვახუშტი ბატონიშვილს დავიმოწმებ, ეს სიტყვა ებრაული წარმოშობისაა და ნიშნავს სასაფლაოს, როგორც ცნობილია სიონის მახლობლად, ბეთხანიის ეკლესიის ძირას, თბილისში ქრისტეს დაბადებამდე თავიანთი ბეთხაინი (სასაფლაო) ჰქონიათ. ბევრ ქვეყანაში სადაც კი ებრაელები დასახლდნენ რბევას და შევიწროებას განიცდიდნენ. საქართველოში კი მათ მეორე სამშობლო ჰპოვეს, მსგავსი რამ არასოდეს არ მომხდარა. XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისს გულშემზარავი ამბები ხდებოდა, განსაკუთრებით რუსეთის სამხრეთ და დასავლეთ გუბერნიებში. ეს მხარეები ებრაელთა სისხლიანი რბევის ასპარეზად გადაიქცა. თითქმის ყველა მოსწავლეს წაკითხული ჰქონდა გერცელ ბააზოვის შესანიშნავი წიგნი „ბეთხაინი” და ნანახი მისი პიესა „იცკა რიჟინაშვილი”. სკოლაში დაბრუნებისას ბადრი და ნათელა სხვა ბავშვებს ჩამორჩნენ და ალექსანდროვის ბაღს, რომ ბუკინისტების მიერ გამოტანილი მაგიდების რიგი ასდევდა იქ, წიგნების თვალიერება დაიწყეს. შემდეგ ქაშუეთის ეზოში შევიდნენ, ჯერ თავისი პაწია მეგობარი მარმარილოს ანგელოზი მოინახულეს, შუქიანი ხელები ცად, რომ აღეპყრო, მალვით ილოცეს, მერე კი ეკლესიის მახლობლად, ბაღში, განმარტოებით მერხზე ჩამოსხდნენ და ახლად ნაყიდ წიგნს დაუწყეს თვალიერება. „რატომ ხდება მზის და მთვარის დაბნელება”.
- გუშინ მეც მინდოდა მეყიდა, მაგრამ საყიდელად საუზმის ფული არ მეყო, მიხარია, რომ დღეს ეს წიგნი ერთად ვიყიდეთ. ამისათვის კი მართლაც ღირდა ერთი დღით უსაუზმოდ დარჩენა. შეხედე რა გასაგებად წერია: -„მზის დაბნელება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ახალი მთვარის დროს, მაშინ როცა მთვარე მზისა და დედამიწის შუაა. მზის სინათლეს გადაეღობება მთვარე და მისი ჩრდილი დაეცემა დედამიწაზე და იმ ადგილებში სადაც ეს ჩრდილი გაივლის ხდება მზის დაბნელება. მთვარის დაბნელება კი შეიძლება მოხდეს მხოლოდ სავსე მთვარის დროს, როდესაც დედამიწა მზისა და მთვარის შორის იმყოფება. მთვარის დაბნელების წინასწარმეტყველება ადამიანებს ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინათ შეეძლოთ, მე ამის შესახებ გუშინ მამამ მიამბო... ბადრი რას ჭიკჭიკებენ ნეტავი ეს ცაცხვის ტოტზე შემოსკუპებული ჩიტები? ბებიაჩემი ბაბე ამბობს: -ზღაპარი არ გეგონოთ, ზოგჯერ ჩიტებიც ვარსკვლავებივით ადამიანებს ბედს უწინასწარმეტყველებენ. ვინ იცის იქნება მართლაც ასეა.
- შატალოდ, რომ არ ჩაგვეთვალოს მოდი ბოლო გაკვეთილზე მაინც მივუსწროთ. -თქვა ნათელამ.
- შოკოლადიანი წყალი დავლიოთ მანამდე, ხურდა ფული ხომ დაგვრჩა კიდევ? -ჰიგიენის სახლის ზემო სართულში საპარიკმახერო, სამანიკურო და კოსმეტიკური კაბინეთები იყო მოთავსებული, ლაღიძის წყლებით გარეთაც ვაჭრობდნენ, ძირს მიწის ქვეშა სართულში კი საკმაოდ კეთილმოწყობილი აბანო იყო. მისი სარკმლები მაღლა ქუჩაში ამოდიოდა და გაუმჭვირვალე, სქელი მინით იყო დაფარული. მინები ალაგ-ალაგ ამოტეხილი გახლდათ და იქიდან თბილი ორთქლი ამოდიოდა. იმ თბილი ორთქლით ითბობდნენ გათოშილ სხეულებს უპატრონო ბავშვები, პირდაპირ იმ მინებზე და ასფალტზე ეყარნენ საბრალონი. დიდებული გალაკტიონი „ჰიგიენის” ხშირი სტუმარი ბრძანდებოდა და ალბათ იმ ბავშვების ცოდით გულდათუთქულმა დაწერა ეს სტრიქონები:
„არ ეპატიოს კვნესენ ისინი
ქვეყანას ჩვენზე შურისძიება”
  ბადრი და ნათელა ხშირად თავისი საუზმისათვის განკუთვნილ ფულს ჩუქნიდნენ მათ. ზოგჯერ სახლიდან მიჰქონდათ რამე (საჭმელი ან სათბილობელი) ქუჩის გადაღმა მათი სკოლის წინ „ტორქსინი” იყო, სადაც სახელმწიფო მოსახლეობიდან ჩალის ფასად ოქროს და ძვირფას თვლებს ყიდულობდა სანაცვლოდ საკვებ პროდუქტს აძლევდა. ე. ი. ნებადართული სოციალისტური ძარცვა-გლეჯა წარმოებდა. ვინ იყო პატრონი. ''Fიატ ჯუსტიცია პრეატ მუნდუს'' *

-----------------------------------------------------------
თუნდ ქვეყნიერება დაინგრეს, ოღონდ კანონიერება იყოს დაცული *
----------------------------------------------------------------------------------------
მოდი პატივცემულო მკითხველო „ძირს დავტოვოთ ქვეყანა სასწორით და მოგებით”, გვერდი ავუაროთ უმოწყალოდ დალეწილი სობორის ნანგრევებს და კვალდაკვალ მივყვეთ ჩვენი რომანის ამ ორ პაწია გმირს. ვინც ერთხელ მაინც იხილავდა პირველი სკოლის კედლებს აღარასოდეს დაივიწყებდა მას. ჯერ მარტო მისი სამასწავლებლო ოთახის ნახვა რად ღირდა. ანტიური სამყაროს დაუვიწყარი ხატებანი. ათენის ხედი. ოლიმპოს ღვთაებანი, ღვთაებათაგან უმოწყალოდ შერისხული ბუმბერაზი, თმახუჭუჭა და საოცრად კუნთმაგარი... და მასაც, მის შვილებსაც უზარმაზარი მგუდავი, რომ შემოხვეოდათ ტანზე და მათ დაღრჩობას ლამობდა. ვისმინოთ ბავშვების მხიარული ყიჟინა, იმ დღის უკანასკნელი ზარის წკრიალა ხმაც და ახლა სახლამდე მივაცილოთ ჩვენი ბადრი და ნათელა.
  ამჟამად სტალინის სახელობის სანაპიროს, რომ ვუწოდებთ მაშინ იქ რკინა-ბეტონის კედლები არ იყო აღმართული. მის ნაცვლად ციცაბო დახრამული კედლები მოჩანდა, რომელშიც მრავალი გამოქვაბული ჰქონდათ მაწანწალებს, მათხოვრებს და ათასნაირი ჯურის სხვა ამბოკართ, ლტოლვილი მრავლად იყო, მოგეხსენებათ იმჟამად რუსეთის იმპერიაში ძლიერ დიდი შიმშილი მძვინვარებდა. ასეთი ლტოლვილი ხალხი სახლობდა იმ მიდამოში. ზოგი გულქვა და ენამწარე მოქალაქე კი ქილიკობდა: -კი ბატონო, თქვა იმ ცხონებულმა მარქსმა: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდითო” მაგრამ განა მაინც და მაინც საქართველოში და უპირატესად თბილისში შეერთდითო?! ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს მადათოვის კუნძულზე მდებარე პრესტიჟული რესტორანი, რომელიც რა ხანია აღიგავა პირისაგან მიწისა, მაგრამ უკვდავყოფილია სულმნათი გალაკტიონის მიერ:
„გაანათებს რესტორანი ტივებიან ნაპირებს
გადაფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს”.

  აქ უმღეროდა „კოჭლი სააკ” გალაკტიონის სევდიან შიქასტებს. მადათოვის კუნძულზე იმართებოდა ბაზრობა, ბაზრის ბოლო მეტეხის ხიდამდე აღწევდა. ვის არ ნახავდით და რას არ ნახავდით იქ. საგულდაგულოდ გაჭიმულ თოკზე მარჯვედ მფრთოვან ლეკის ჭაბუკს. თუ ღვიძლი შვილივით გაზრდილ დათვის ბელთან ერთად მობუქნავე ბოშას, რომელიც თან ცეცხლზე გაფიცხებულ დაირას აჟღარუნებდა. იქვე შეხვდებოდით ხისფეხა რუს მეარღნეს, რომელსაც არღნის ზემოთ სითხით სავსე ქილა მიემაგრებინა და შიგ „ჯინი” ჰყავდა გამომწყვდეული. ქილას ხვრელი ჰქონდა, შიგ ფულს ჩააგდებდი თუ არა მაშინვე „ჯინი” -კუდიანი, რქიანი თოჯინა მდაბლად გიძღვნიდათ სალამს და ცეკვას იწყებდა. მარჩიელობდნენ ბოშა ქალები, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, მათხოვრობდნენ კიდევაც. ლამაზი სკვერები ამშვენებდა კუნძულს, მაგრამ ზოგგან ბალახი უმოწყალოდ მოეთელათ. აი ერთგან ათიოდე მაწანწალა ღრეობდა. ეს „საზოგადოება” მეძავთაგან და ქურდბაცაცებისაგან შესდგებოდა. ჰყავდათ მეგარმონეც, მრუდე ცხვირიანი სწორედ ისეთი ესენინი, რომ ამბობს:
        "Гармонист алкогольем сифилис лечит в Киргизских степях что получил".
          ერთი გალეშილი როსკიპი გაჰკიოდა:
      " Варится варенья завтра воскресенья
        Вом быри-быри-буря, Вом быри-быри-буря"
(ხმის ჩახლეჩვამდე)
  ბავშვები მათ სათოფედაც კი არ ეკარებოდნენ. ეშინოდათ მათი სამაგიეროდ სიცილის ოთახში უყვარდათ შესვლა, სადაც მრუდე სარკეები საოცრად, სასაცილოდ უცვლიდათ გარეგნობას. უგრძელებდათ ყურებს, ცხვირს, უმრუდებდათ კისერს, ხელ-ფეხს და სხვა... შაქარ-ყინული და ნაირფერი შაქრის მამალოები და ფოჩიანი კომფეტები ხომ ძლიერ აღფრთოვანებდათ ხოლმე. როდესაც მტკვარი ადიდდებოდა ამ კუნძულის ნაწილსაც ფარავდა. ცხადია მტკვრის პირას მობინადრეებს ცუდი დღე ადგებოდათ ავდარში... განსაკუთრებით რიყეში მობინადრენი ზარალდებოდნენ, ზოგ მათგანს სახლში უვარდებოდა ნიაღვარი, იყო მსხვერპლიც. რიყე, ჩუღურეთი ერთ-ერთი კოლორიტული და განუმეორებელი უბანი იყო ქალაქ თბილისისა. არ შეიძლება ის ძველი უბანი გაიხსენო და თვალწინ არ წარმოგიდგეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და იქვე მდებარე სარდაფში მოთავსებული მხატვარი ზაზიაშვილის სახელოსნო. სადაც დიდ ნიკო ფიროსმანს ჰყვარებია ხშირი სტუმრობა, შორიახლოს ქიზიყელი ძმების -ქოსების დუქანსაც გიჩვენებდათ ჯერ კიდევ ვინმე ბერიკაცი, სადაც ლეგენდარულ ვაჟა ფშაველას და მის მეგობარ პოეტს -შიო მღვიმელს უყვარდათ ლხინი. მის სიახლოვეს კი დიდებული წმინდა ილია მართლის სახლი იყო. საყვარელი სანახავი გახლდათ ის არე-მარეც სადაც ბადრი და ნათელა ცხოვრობდნენ, განსაკუთრებით ვარდობის თვეში, დღისით ჯერ კიდევ პეპელა შეიძლებოდა შემოგფრენოდათ მხარზე და ეზოებში კი ხეებზე შოშიების ბუდეები შეგენიშნათ. ღამ-ღამობით თეთრად დათოვლილი აყვავებული აკაციებიდან ბულბულის სტვენა ისმოდა ყოველ გაზაფხულზე. მეტეხის ხიდთან მდებარე აბო თბილელის პატარა ნიშთან ბადრის და ნათელას იები მიჰქონდათ და მალულად სანთლებს ანთებდნენ. ეცოდებოდათ არაბი აბო, რომელმაც თავისი თვისტომთა ღვთაება უარყო და ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტე იწამა. -ვინ იცის რამდენ ხანს და ამაოდ ელოდა თავის ქოხში დარდისაგან დასნეულებული დედა ცეცხლში დაბუგულ თავის შვილს აბო თბილელს -ცრემლმორეული იტყოდა ხილმე ნათელა. ბადრის თავის სახლის მახლობელ გორაკზე უყვარდა ადრეული ენძელების და იების მოკრეფა, თაიგულად შეკონვა და ნათელასთვის ჩუქება. ალექსანდროვის ბაღში ახლაც დგას სამსართულიანი ლამაზი, თეთრი შენობა, იქ ერთ ახალგაზრდა მწერალს ვახტანგ ჭელიძეს ლიტერატურული წრე ჰქონდა ჩამოყალიბებული და ჟურნალ „ნორჩ მწერალს” სცემდა. იმ ჟურნალში ბადრის და ნათელას ლექსებიც გამოქვეყნდა. მუსიკალურ სკოლაშიც ერთად დადიოდნენ. ნათელა ძლიერ ბეჯითად სწავლობდა, მაღალნიჭიერია ამბობდნენ მასზე, ბადრი კი ზარმაცობდა, მხოლოდ მუსიკის თეორიაში ეწერა ხუთიანი. მისი ღრმა რწმენით ფორტეპიანო ქალების საქმე გახლდათ, კაცების საქმე კი ფეხბურთი, მტრედები, კრივი და ართურმა იყო. ახალგაზრდა სომხის ქალი მელომანი სირანა ასწავლიდა, რომელიც მუსიკისადმი გულცივ დამოკიდებულებას ვერ იტანდა. ბადრის ბევრჯერ მოხვედრია თითებში მისი სახაზავი. „ჰამაც ისე უკრავ, თითქოს ზუბჩიკებით ეწევიან მაგ შენ თითებსო”! მუსიკალური სკოლა იპოლიტ ივანოვის სახელს ატარებდა და კალინინის ქუჩაზე მდებარეობდა. სკოლის შესავალში დერეფანში უზარმაზარი სტენდი იყო, რომელზედაც „მშვენიერი” ნახატი იყო აღბეჭდილი: თვითმფრინავი, მის ქვეშ ფრიადოსანთა გვარები იყო ჩამოწერილი. პირველთა შორისვე ნათელა იხსენიებოდა. მეორე სურათზე ავტომანქანა, მესამეზე აქლემი, მეოთხეზე ვირი, მათ ქვემოთ მოსწავლეთა გვარები იყო აღნუსხული, ხოლო ბოლო ნახატზე კუ გამოეხატათ, იქ იყო პირველ რიგში კუზე გადამჯდარი ბადრი ყინჩად გამოჭიმული, შემდეგ კი სხვა ზარმაცი ბიჭუნების გვარები გახლდათ ნახსენები. ბადრი მათემატიკაშიც მოიკოჭლებდა და მშობლებს თბილისში საკმაოდ ცნობილ პედაგოგ ნინო მაისურაძესთან დაყავდათ, რომელთანაც მთელი თბილისის „კურთხეული ზარმაცებ პაპები” ემზადებოდნენ. იმდენად ძლიერი იყო ის პედაგოგი, რომ ყოველ ფორმულას რაღაც ლამაზ ამბავს მიუსადაგებდა ან სასაცილო ანეკდოტს... ყველა ბავშვს რომელიც მასთან ემზადებოდა ისე შეაყვარა მათემატიკა, რომ სხვა საგნებზე უფრო მეტ დროს უთმობდნენ მათემატიკური ამოცანების ამოხსნას. ნინო მასწავლებელი კობის ქუჩაზე ცხოვრობდა. ბადრის სახლიდან ძლიერ მოშორებით, მაგრამ ბავშვს ისე შეუყვარდა მათემატიკა, რომ კოკისპირულ წვიმაშიც კი არ ერიდებოდა იქ წასვლას. დიდი ავდარის დროს მტკვარი ისე დიდდებოდა, რომ ზოგჯერ მთელ რიყის უბანს ფარავდა). უნდა გენახათ „მარიფათიანი” ქუჩის ბიჭები რა დიდი ამბით აწყობდნენ გრძელ ფიცრებს ან მორებს და შაურის ან ორი შაურის საფასურად „სამშვიდობოზე” გადაყავდათ გამვლელები. (მაშინ შაურიანიც ფულობდა). ბადრის სახლის გვერდით სამ სართულიანი შენობა იდგა. იქ მოხუცი უშვილძირო ცოლ-ქმარი სახლობდა, სულ ზემო სართულზე. მთელ უბანში რომ წყალი შეწყდებოდა, იმ ეზოში მაინც განუწყვეტლივ ჰქონდათ წყალი. ვინმე, რომ მივიდოდა და თხოვდა: -თუ შეიძლება წყალს წავიღებო მოხუცები დუმილით მავთულზე გამობმულ ცარიელ კონსერვის ქილას ჩამოუშვებდნენ და ვიდრე შაურიანს ან ორშაურიანს არ ჩააგდებდა მთხოვნელი, წვეთ წყალს არ დაანებებდათ მწყურვალთ... ის მოხუცები როდესაც დაიხოცნენ მთელი მათი ქონება სახელმწიფოს დარჩა და კომუნალურ ბინებად დანაწილდა.
  როგორც ჩუღურეთის მდებარე ბევრ სახლს ბადრის და ნათელას სახლებსაც პატარა ეზოები ჰქონდათ. ბავშვები მუდამ ქუჩაში თამაშობდნენ. მათი საყვარელი თამაში იყო ბურთაობა, ლახტი, ძლიერ პოპულიარული იყო ჩილიკა ჯოხის თამაშიც. წაგებულს მთელი ქუჩა უნდა შემოერბინა აწიკწიკე, ბაწიკწიკე, წუბარინა წუ-წუ-ს ძახილით. მოდაში იყო  "Два удара" ”-ც. ვისაც წილად ერგებოდა პირველად ის ბიჭუნა უნდა დამდგარიყო წელში წახრილი და სხვები ჯერ-ჯერით გადამხტარიყვნენ მის ზურგზე, ვინც ჩაიჭრებოდა შემდეგ ის უნდა ყოფილიყო ვირი. ბიჭუნების თამაშს ნათელა თავისი სახლის ფანჯრიდან ადევნებდა თვალს. დამალობანას კი უფრო უმცროსი ასაკის ბავშვები თამაშობდნენ. ზოგ სახლებს შოშიების ბუდეებიც ამშვენებდა. უბანში ბევრს მტრედებიც ჰყავდა. რის ტელევიზია, რის რადიფიცირება დინამოს სტადიონზე „ჩვენები” რომ მოიგებდნენ ყველაზე ყოჩაღი ბიჭის სახელს ის იმკვიდრებდა ვისი მტრედებიც ჩუღურეთში მახარობლად პირველნი მიფრინდებოდნენ, ან ის ბიჭუნა ვინც კრივში თავის მოწინააღმდეგეს მაგრად მიბეგვავდა. დანა ან ქვა რა სახსენებელია, ალალ-მართალი მუშტი-კრივი იმართებოდა. მოეწონებოდა ბიჭს ბიჭი და ეტყოდა: -მოდი გავარტყათ იუზგარ. -გავარტყათ. -იტყოდა მეორე. ქანცის გაწყვეტამდე ცემდნენ ერთი მეორეს და დამარცხებული გულწრფელად აღიარებდა: -მაჯობე იუზგარ! ერთი მეორის მეგობრები ხდებოდნენ. დანის ტრიალისა რა მოგახსენოთ, მაგრამ არსენალის გორაკზე „დანასობიას” ბევრი მოზარდი თამაშობდა. რაც დანის მიწაში ჩასობაში გამოიხატებოდა, შორიდან მარჯვე სროლაში. ვინმე ახალგაზრდას, რომ ახალგაზრდა მოეკლა ეს ისეთი იშვიათობა იყო, როგორც მზის დაბნელება. შენობაში რომელშიც ბადრის ოჯახი ცხოვრობდა წინათ წნორის თამბაქოს ქარხანა იყო. გასაბჭოებამდე კი ქიზიყელ ბიზნესმენებს ვინმე გოგოლაშვილს და დარჩაშვილს ეკუთვნოდათ. ქარხანა როდესაც გაუქმდა სიღნაღის მაზრის მესვეურებმა თავისი ინტელიგენცია მოავლინა თბილისში. ზოგი დახელოვნების და ზოგი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მიზნით. ბადრის დედ-მამაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ. მამა ფილოსოფიურ ფაკულიტეტზე, ხოლო დედამისი ფილოლოგიურზე. მაშინ აბითურიენტები უმაღლეს სასწავლებელში გამოცდებს არ აბარებდნენ. საკმარისი იყო გიმნაზიის, სემინარიის ან პედაგოგიური ტექნიკუმის ატესტატი და ცნობა სოციალური წარმოშობის შესახებ. ქალბატონ თამარს ხუმრობით უყვარდა ხოლმე მოთხრობა იმის შესახებ თუ როგორ სტკიცეს უარი მის ერთ მეგობარ ქალს ინსტიტუტში მიღებაზე, რადგანაც სოციალურ წარმოშობაში ჩაწერა თავად-აზნაურობის წრიდან. თან გაოცებული ბრძანდებოდა რა შუაშია წარმომავლობა?! -„დუშკა”, დედაშენიც ხომ თავადის ქალი იყო, რად არ გრცხვენია, რისთვის დამალე ეს ფაქტი?! სანდრო და ანდრო ხშირად გატაცებით თამაშობდნენ ნარდს. რა თქმა უნდა მოცალეობის ჟამს უქმე დღეებში. წაგებულს უნდა ეკისრა პურ-მარილი. ეზოში ჯერ კიდევ მიმოყრილი იყო ხის ყუთები, ჭილოფები, ნამგლისებური ფორმის პატარა ბრჭყვიალა თამბაქოს საჭრელი დანები. ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ქარხნის ყოფილი დარაჯი და მეეზოვე ბატონი ლაპეტა. შუა ხნის კაცი, ჯმუხი, შავთვალწარბა, გრძელ ულვაშა, მეეზოვეს ტიპიურ ფორმაში გამოწყობილი, ცოცხით ხელში, ფეშტამალით დამშვენებული. მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევთ თუ გეტყვით ფიროსმანის მკვლევარნი უთოოდ სწორ გზას დაადგებოდნენ თუ მოასწრებდნენ ბატონ ლაპეტასთან მის გარდაცვალებამდე გასაუბრებას, უეჭველია იგი ნამდვილი პროტოტიპი იყო ფიროსმანის „მეეზოვის”. არ შეიძლება როდესაც ამ შენობაში თამბაქოს ქარხანა „ალზიორა” იყო და რომელიც უმთავრესად ქიზიყელი მუშებისგან იყო დაკომპლექტებული დიდი მხატვარი (რომელიც აგრეთვე წარმომავლობით ქიზიყელი გახლდათ -მირზაანელი, ხშირი სტუმარი იქ არ ყოფილიყო. ისიც ხომ ცნობილი ფაქტია თითქმის ყველა ქიზიყელი, „ერიც და ბერის” ბახუსის სულიერი ნათესავია. ლაპეტას ბადრიზე რამოდენიმე წლით უფროსი ვაჟიშვილი ჰყავდა არტაშა, ძლიერ წესიერი და მორცხვი ბიჭი, აწოწილი, ფერმკრთალი, ყველაფერში მამას ბაძავდა... მუდამ რატომღაც შემკრთალი, შეშინებული მას ზედმეტ სახელად „ქეციკას” ეძახდნენ. იმდენად უმწეო იყო, რომ თავისზე პატარა ბიჭები სცემდნენ. ბადრის და არტაშას სხვენზე საზიარო მტრედები ჰყავდათ. თავისუფალ დროს (გაკვეთილების მომზადებას, რომ მორჩებოდნენ) მტრედების მოვლა- პატრონობას ანდომებდნენ, ან მეზობლებს ეხმარებოდნენ... დაუზარელი ბავშვები იყვნენ, როცა კი რაიმეს დასაქმებდნენ სიამოვნებით ასრულებდნენ ყველას დავალებას. სანდროს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, ძალიან ბაიყუში და სიმარტოვის მოყვარული გოგონა, ანდროს კი სამი ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი. რომელთაც მთელი უბანი აკლებული ჰქონდათ, ძლიერ ცელქები და ონავრები იყვნენ. სანდროც და ანდროც ორივენი უმაღლეს სასწავლებელში იყვნენ მოვლინებული. სანდრო ნამდვილი ყარაჩოღური ბუნებისა ბრძანდებოდა, წარმოსადეგი, მაღალი, მხარ-ბეჭიანი, სანდომიანი სახის კაცი, ძლიერ ტკბილი ხმა ჰქონდა, სიტყვა ძუნწი იყო, უყვარდა პურ-მარილი, მაგრამ ზომიერად. როდესაც შეთვრებოდა დიდ იუმორის გრძნობას ამჟღავნებდა, ყვებოდა, როგორ გახდა კომუნისტი: -„რუსებმა მენშევიკები, რომ დამაარცხეს მე თუქურმიშის ფრონტზე ვიბრძოდი -წითელწყაროში. კისრისტეხით გამოვრბოდით, შემთხვევით პროკლამაცია ვიპოვე სადაც ეწერა, რომ ბოლშევიკებს-კომუნისტებს მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე მოაქვთ ხალხისათვის. გლეხებისათვის მიწა, მუშებისათვის ფაბრიკა-ქარხნები... პური და მშვიდობა. ჩვენთან ერთად დასცხეთ თეთრებს-”ო! ყველაზე უწინ გლეხური წარმოშობის ჯარისკაცები გარბოდნენ: -რა გვაბადია, ჩვენ რას წაგვართმევენო, თურმე მიწებსაც კი დაგვირიგებენო. ნაპოვნი პროკლამაცია სანდრომ ქიზიყის დედაქალაქში -სიღნაღში აიტანა და ხალხმრავალ ბაზრობაზე „ჩათვლით” წაიკითხა. იგი მჭედელი იყო და წერა-კითხვა სოფლის დიაკვნისაგან ჰქონდა სამადლოდ ნასწავლი. ვიდრე რბილ სავარძელში არ ჩაბრძანდა ამ „დიდ რევოლუციონერს” სიღნაღიდან ფეხი არ მოუცვლია, ასე გახდა ტანტრეს ბიჭი* (რადგან მის მამას ხშირად ეკარგებოდა ვირი, მეტსახელად ტანტრეს ეძახდნენ თანასოფლელები) რევკომის ერთ-ერთი ბურჯთაგანი და სულაც არ ენაღვლებოდა თავისი ლამაზი სამჭედლოსი. მერე კი მუშფაკი დაამთავრა. რადგანაც შესაძლოა იგი იშვიათად მოვიხსენიოთ (რომანის შემდეგ თავებში) ჯობია აქვე დავძინოთ მისი მომავალი კარიერის შესახებ. მან წარმატებით დაამთავრა ფილოსოფიური ფაკულიტეტიც „წითელი პროფესორიც” კი გახდა თავისი გონებამახვილობის შემწეობით. მაშინაც ჩათვლით კითხულობდა და ამ თავისებური კითხვის მანერას ორიგინალურობაშიც კი უთვლიდნენ. ახლა სხვა პროკლამაციების კითხვა უხდებოდა: -„კომუნისტებმა ხალხს უკვე მოუტანეს სიკეთე, თავისუფლება, დაუმკვიდრეს საამური ცხოვრება, მაგრამ არსებობს დიდი საშიშროება, რომ ჩვენს დიად მონაპოვარს ვერაგი მტრები გააცამტვერებდნენ, თუ ჩვენ ფხიზლად არ ვიქნებით. გაუმარჯოს მარქსს, ენგელსს, ლენინ-სტალინს! მათ დიად მოძღვრებას” -ამ სიტყვით ის ხშირად კეკლუცობდა, უკრავდა ტაშს და აუდიტორიაც მხურვალე ტაშით პასუხობდა. ზოგჯერ თითქოს შემთხვევით ხაკისფერ პლაშზე ხელს გადაიკრავდა და სარჩულზე მიმაგრებულ რაღაც მედალს გამოიჩენდა. ამბობდა ეს „უმაღლესი კასტის” გამომსახველი ნიშანია -ჩეკისტობისო.
-----------------------------------------------------------
* ტანტრე ხალხური -„ამირანიანის” პეროსაჟია
-----------------------------------------------------------
უნდა გენახათ რა სეირი იყო როცა ანდრო ღვინით გალეშილი, ნიფხავ - პერანგის ამარა თავის ფანჯარაში ბანჯგვლიან ფეხებს გადმოკიდებდა და თან „გიზელ-ქორივით” გაკიოდა: სიკვდილი დეკლასიურ ელემენტებს! თუმცა არც მათ აკლებდა „ნასკაკოის” მიძახებას რომელთა შესახებაც მან არც უწყოდა, რომელ კლასს ეკუთვნოდნენ ქუჩაში მიმავალი მოქალაქენი. ფხიზელსაც ხომ ძლიერი იუმორის გრძნობა გააჩნდა, მთვრალი კი უკიდურესად ცინიკოს კაცად გამოიყურებოდა. უყვარდა ძირს, პირველი სართულის ეზოში ჩაბრძანება, ნორჩი ალვის ხეების წიხლის ცემით შერხევა და კივილი: -სიკო შე თუქსუზო! გამოდი გარეთ, პასუხი გამეცი მოჭრი თუ არა ამ ხეებს, მაღლა ფაშისტებს რომ უშრიალებს. ფაშისტებად ბადრის მამა გიორგი და მისი ძმა ნიკო ჰყავდა მიჩნეული, რომლებიც 1921-24 წლებში რეპრესირებული იყვნენ. ადრესატი სიკო კი უწყინარი კაცი გახლდათ, მიუხადავად იმისა, რომ პოლიგამიით იყო დაავადებული, რამოდენიმე პირი ცოლ-შვილი ჰყავდა გამოცვლილი. ახლა კი მშვიდად და მყუდროდ ცხოვრობდა თავის ახალგაზრდა და ლამაზ, სათნო მეუღლესთან თინათინთან ერთად და ორი პაწია, მშვენიერი ქალ-ვაჟი ჰყავდა. შუა ღამით მის მყუდრო ოჯახს ზოგჯერ ქარიშხალივით თავს დაატყდებოდა ხოლმე სიკოს ყოფილი ცოლი, ავლაბრელი ანჟელიკა და უმოწყალო გინების კორიანტელს დააყენებდა: -გამოიხედე შე ძაღლთა-პირო, შე ცოლის ოღრაშო! -თავგატეხილი ყვიროდა გაკაპასებული ქალი: -რა უყავი ჩემი სპეტაკი ნიფხავი, ის მაინც რაღად დაივიწყე შე ბემურაზო, აზაპი ქალწული რომ ჩაგბარდი, ვისზე გამცვალე მაგ ბაიყუშზე, მაგ აჯამზე?! მოიოხებდა გაავებული დიაცი გულს და ბარბაცით გაუდგებოდა გზას. როგორც ჩანს მას ბახუსიც აქაზებდა და შთააგონებდა ამ უგვან საქციელს და ყოველთვის იმ მთელი ეზო, რომ მკვდრული დუმილით ხვდებოდა მხოლოდ ანდრო ეპასუხებოდა ცინიკური შეძახილებით და წამაქეზებლური ტონით: -ყოჩაღ! კარგია... მისცხე ანაბაჯი, ქალიც შენა ყოფილხარ!
  უქმე დღეებში ანდროს და სანდროს ეზოში ნარდის თამაში უყვარდათ, ორივე აზარტული თამაშის მოტრფიალენი იყვნენ. წაგებულს პურ-მარილი უნდა ეკისრა. -კიკილო შე ჩემის თვრამეტიანო! -გაიძახოდა ანდრო და ფეხზე წამოიჭრებოდა ხოლმე, ღიპს წინ გადმოაგდებდა, თვალებს გომბეშოსავით გადმოკარკლავდა. -ერთი პატარა დუშაში დარბაისლურად, ხავერდოვანი ხმით წარმოთქვავდა სანდრო და თუ იმედი გაუცრუვდებოდა მშვიდად იტყოდა: -რა ქნას კარგმა მონარდემა თუ დუშაში არ მოუვა.
  ერთ კვირა დღეს ანდროს და სანდროს ნარდის თამაში, რომ ქონდათ გაჩაღებული და კარგა ხნის თამაშით მოღლილებმა ბოლოს გულითადი საუბარი წამოიწყეს, სახლის სახურავზე მტრედების დასაპურებლად ასული ბადრი და ქეციკა ასეთი საინტერესო საუბრის შემსწრენი გახდნენ: -მოდი აქ გიორგი! ცოტა ხანს ჩვენთან ჩამოჯექი. ნარდის თამაში არ გიყვარს, მაგრამ დეტექტივის მოყვარული რომ ხარ ნამდვილად ვიცი -წარმოთქვა ანდრომ. -ბიჭო ანდრო! ამხელა კაცი ხარ დეტექტივის და სასაცილო ამბის ერთმანეთისაგან განასხვავება უნდა შეგეძლოს. -ამას იმიტომ ვამბობ, რომ გიორგი გადამეტებით სერიოზული კაცია და ვაი თუ საოხუნჯო ამბის მოსმენა არ მოისურვოს... გიორგი აი, ის ელემი, ძონძროხა ქალი ხომ იცი, მტკვრის პირად, პლატონის ქუჩაზე რომ ცხოვრობს, წისქვილის ახლოს - რა მამაო ჩვენოსავით გააგრძელე მოკლედ უთხარი სალომე თქო, სალომესთან ვიყავით -მოუჭრა სანდრომ. ჰო და აი, ის ქალი, სიმღერაც კია მასზე შეთხზული: -„სალომე კარი გააღე, კარი გაღებულია, სალომე ლამპას ჩაუწი, ლამპა ჩაწეულია, ლამპა ჩაწეულია, სალომე კაბას აუწი, კაბა აწეულია და ა.შ. მკითხველთან ბოდიშს მოვითხოვ, რადგანაც სიმღერის ბოლოში ძლიერ უწმაწური სიტყვებია. ანდრომ კი სიმღერა თავიდან ბოლომდე ისე ჩაარაკრაკა, რომ სახეზე ნეტარების ღიმილიც კი ეფინა. შემდეგ კი ამბის თხრობა განაგრძო: ჰო და წინა შაბათს კოკისპირულმა წვიმამ რომ წამოუშინა, გოგილოს აბანოებში წყალდიდობამ კინაღამ ხალხი რომ ჩაახრჩო, ჩვენ მაშინ გალუმპულები პლატონას ქუჩისკენ მოვდიოდით, შემთხვევით სალომეს სახლს ჩავუარეთ, ყელმოღერებული იჯდა ფანჯარასთან და გამვლელ-გამომვლელებში საკბილოს ეძებდა. შემოგვხედა თვალი ჩაგვიპაჭუნა, მეც დავეღრიჯე და თვალი ჩავუკარი. იფიქრა ჩემი ჭკუისააო და ფუნთუშა ხელი დაგვიქნია, სახლშიც შეგვიპატიჟა. იქ მასავით ფაშფაშა სხვა ქალი დაგვიხვდა, ფეფელო რქმევია, ბუხართან დაგვსხა სულ კბილს კბილზე გვიკაპუნებდა ეშმა ისე ვიყავით გათოშილები, წვიმამ ძვლებამდე ჩაატანა. არც აცხელეს, არც აციეს ტანსაცმელი გაფოთებულებმა ტანზე გაგვაძრეს და ლოგინებში დედიშობილა შეგვყარეს. ჯერ ცოტა „წავიმუშაოთ” ერთმანეთს გავეცნოთ და სუფრასაც ერთ „მინუტში” გავაჩალიჩებთო. გავთბით, ორიოდე წუთში მშვენიერი სუფრა გააწყეს. მე „რა მაბადია ან არ მებადა, მე ვარ შიშველი მთა შავნაბადა”.*1 სანდრომ კი ჯიბიდან ბღუჯა-ბღუჯა ამოიღო ფულები და მაგიდაზე დაყარა: -ესეც თქვენი ფეშქაში იყოსო, რა მარწყვივით გოგოები ხართო, „ვაი-ქიო” და ორივეს ფუნთუშა ლოყებზე უბრწკინა. სად იყო და სად არა მათსავით ტანისამოსიანად გიჟი, გადარეული, ჯიშიანი, მაღალი შავტუხა ქალი შემოვარდა, ხელში ეჟვნებიანი დაირა ეჭირა უკან კი ჩუღურეთელი ჩოფკა მეარღნე შემოყვა. ისეთი ლხინი გაჩაღდა, ჩვენს ხმაურზე, ხარხარზე და ხორხოცზე, ველურ ღრიანცელზე მკვდარსაც კი გაეღვიძებოდა. ახლად მოსული როკავდა და დაირასაც აჟღარუნებდა, ჩოფკა მეარღნე კი დიდი გატაცებით ატრიალებდა არღნის სახელურს, როკვით, რომ დაიღალა იმ ქალმა დაირა ფეფელოს მიაჩეჩა, თვითონ კი ტანსაცმლის „გრაციოზულად” გახდა დაიწყო... მთლად, რომ გაშიშვლდა ცეკვა განაგრძო, ბოლოს ისე მოიღალა, რომ ფეხებზე ძლივსღა იდგა. მეარღნეს ვერცხლის ქამარზე ჩაეჭიდა და უთხრა: -მოიხსენი ეგ ბალთიანი ქამარი
-----------------------------------------------------------
* შესანიშნავი პოეტის -ტიციან ტაბიძის ლექსიდანაა.
-----------------------------------------------------------
შიგ ღვინო ჩამისხით, ამ ოქროს ბიჭების სადღეგრძელო უნდა დავლიოო. -ჰაიკანუშ მეც გავიხდი რაღა, შენი ნაპარნიკი ვიქნები დაეღრიჯა მეარღნე. რაღა შენ და რაღა ეგ ჭრელი ხილაბანდი კისერზე, რომ გაბია ჩვარი ჩვარია, შეგეძლოს მაინც რამე! -აფსუს ბიჭებო ერთი თქვენსავით გადარეულიც წამოგეყვადათ ნეტავი დანანებით თქვა და გვიმღერა:
„ჩემი შვილი მემწვანილედ მინდოდა
ტაჩკის გვერდზე გაივლ-გამოივლოდა
გავგიჟდი და მივაბარე სკოლაში
ის კი დადის თურმე კომსომოლაში”.
  აბა, აბა პოლიტიკური პესნები არ იყოს! -ღიმილით და თითის ქნევით დამოძღვრა ბოზები სანდრომ და ლამაზი, ხავერდოვანი ხმით დაიწყო: -„არღანჩიკო დაუკარ, ფაიტონჩიკო გარეკე”. -იცი რა რის პოლიტიკა, პოლზე ტიკს რომ დადებ, ტიკს გვერდზე ჩაკვერცხილ დედალს მიუდებ, შოთებს და შამფურზე აცმულ მწვადებს მიუწყობ გვერდით, თქვენისთანა ლამაზ გოგოებს, რომ დაისვავ ახლოს. აი, ეს არის ყველაზე კარგი პოლიტიკა. დაიწყეს ცეკვა და რა ცეკვა, სულ დუმების თიმთიმით, უკანალების თამაშით ეჯახებოდნენ ერთმანეთს. მივედი მეარღნესთან მოვხადე კინტოური კეპი და თავზე ჩამოვირქვი, მოვხსენი არღანი და მხარზე გადავიკიდე. ვატრიალე და ვატრიალე... ვცეკვავდით, სიმღერებს ვღრიალებდით განთიადამდე. გვიან შუა ღამისას, რომ გამომეღვიძა სანდრო სალომეს ჩაკროდა გულში. მე კი ორ ბოზს ფეფელოსა და ჰაიკანუშას შორის ვიწექი. ორივე ალერსიანად მკოცნიდა ერთი ცისფერთვალება ფაშფაშა ქალი, ხოლო მეორე ტანწერწეტა შავგვრემანი. -ძალიან კარგი ბიჭი ხარო, შენ თავს ვფიცავარო, მაგრამ უფრო კარგი ბიჭები იქნებით თუ ერთ თქვენსავით კიდევ ვინმე ჯანიან ბიჭსაც წამოიყვანთ მომავალ კვირასო. მეარღნეს კი ცხვირი საცივის მათლაფაში ჩაეყო და საბერველივით ქშინავდა. შენც წამოგვყევი გიორგი მომავალ კვირას! -რას ბოდავ შე მხეცო, ცოდო არ არიან შენი ცოლ-შვილი შენი შემხედვარე? -სანდრო! ეს, რომ ჩავკეტოთ ვინმე ლამაზ ქალთან მარტოდმარტო, ცოლს დაუწყებს ძახილს- მიშველე არ გამაუპატიუროსო. ქეციკა და ბადრი კი სახლის სახურავზე იჯდნენ და სიცილითYიჭაჭებოდნენ...
  ბადრის ეზოში კიდევ რამოდენიმე ღირსეული ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ მათი თავგადასავლების აღწერა შორს წაგვიყვანდა, ამიტომ მხოლოდ ყველაზე უფრო კოლორიტული პიროვნებების ცხოვრებას აღვწერ და რა თქმა უნდა ძლიერ მოკლედ, თავი რომ არ მოგაბეზროთ. აე, ეს ორი მოხუცი ყაფლანი და ხოროშანი. თოჯინებივით კოხტანი, ძველისძველი დიდი გვარის წარმომადგენლები არიან, ნამდვილი არისტოკრატები, შემთხვევით გადარჩენილები სისხლიან კატაკლიზმებს, რევოლუციამდე ყაფლანი "мировой посредник" ”-ად მუშაობდა, გორის მაზრაში, ხორეშანი კი მწიგნობრობდა, უშვილძირონი იყვნენ, მაგრამ ყველასათვის კეთილმოსურნენი, ყველასადმი ალერსიანები, ბადრის და ნათელას ძლიერ უყვარდათ მათთან სტუმრობა, ლოტოს და ნარდსაც ეთამაშებოდნენ ზოგჯერ, უყვარდათ მათი ლამაზი სერვიზით ჩაის სმა, დაშაქრებული კაკლის მურაბის (უნდა შეეჭამათ არა უმეტესი ორი კაკლის მურაბისა) მირთმევა, მაგრამ ყველაზე მეტად მათი ხავერდ-გადაფარებული ორი უზარმაზარი, ძველისძველი, წიგნებით გამოტენილი სკივრები ხიბლავდათ. ქალი მუდამ ლეჩაქით და ჩიხტაკოპით და ოქროსშუბლისქინძისთავით თავშემკობილი იყო, ძველმოდურ კაბაში გამოწყობილი, ხოლო კაცი კი გაცრეცილ, ოქროსფერ ღილებიან კოხტა მუნდირში. გაკრიალებული ხრომის ჩექმები, ულვაშები კი აწკეპილი ჰქონდა (ანდრო ჩუმად ქირქილებდა: -ყაფლანი ყოველღამ ცოლის ხილაბანდით აიკრავს ხოლმე ულვაშებსო! ხი-ხი-ხი-ხი-ო!”) ამ ნაჩინოვნიკარს დაავადებაც კი ძველებური ჰქონდა. ეხლა, რომ ცნობილ მკურნალთათვის ძლივსღაა ცნობილი, სპრუთი იყო დასნებოვანებული, როგორც კი მამალი იყივლებდა (ღვთის წყალობით მაშინ ჩუღურეთში ბევრს ჰყავდა ქათმები, მრეწველი ძროხა და თხა) ბატონი ყუფლანი კუჭის აშლილობის გამო ეზოს საპირფარეშოში მიემართებოდა (საპირფარეშო საერთო იყო). წარმოიდგინეთ მისი გაოგნება როდესაც ერთხელ, სისხამ დილით ფეხი რაღაც აფიშის მაგვარ, ქაღალდებში გამოხვეულ საგანს წამოსდო და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ცისფერ საბანში გამოხვეული აჩხავლებული ბავშვი შერჩა ხელებში, შემდეგ მოგვიანებით გაირკვა, ჯერ ის ბავშვი მეეზოვე ლაპეტას ეპოვნა და უშვილო ცოლ-ქმარისათვის საჩუქრად მიეძღვნა. ეს „ღვთისნიერი ძღვენი”, ჰოი რა მშვენივრად აქვს აღწერილი ჩვენს სათაყვანო პოეტს გალაკტიონს ანალოგიური ამბავი:
  „ ...გაოცებული მეეზოვე დასწვდა და სახეს
კვლავ უფრო მეტი გაოცება გამოეხატა:
მას ხელში შერჩა აფიშებში გამოხვეული
პატარა ბავშვი, საოცნებოდ პატარა ბავშვი.
აჰ, მეეზოვე! უპოვნია მას გზაზე ხშირად
ხან ძველი წაღა, ხან ცხენის ნალი, -
არ ახსოვს პოვნა ცოცხალი ბავშვის.
აფიშას ერთიც არ ჰქონდა ნაკლი.
ჩვეულებრივი მაღალი შრიფტით
იქ ცხადდებოდა ცირკი, სპექტაკლი.”
  მოხუცები სიხარულით ცას ეწივნენ, იშვილეს, იმედი დაარქვეს სახელად, შესანიშნავი ბიჭუნა დადგა, ზრდილი და ლამაზი. არანაკლებ კოლორიტული პიროვნებანი არიან ცოლ-ქმარი ხიზაბავრელები. ოჯახის მამა აპოლონი რუს-ქართველა კაცი, მილიციაში მსახურობდა, სიფხიზლეში უაღრესად წესიერი კაცი იყო, სიმთვრალეში კი ღვთის რისხვა (საბედნიეროდ იშვიათად თვრებოდა) მეუღლე ვარდიკო დიასახლისობდა, არსად არ მუშაობდა, თუმცა სპეციალობით შესანიშნავი კბილის ტექნიკი და ექიმიც გახლდათ.
  იმ ხანად დიდი საქვეყნო ამბები ხდებოდა. მე რაღა თქმა უნდა მემატიანეს როლში არ გამოვდგები, მაგრამ თვითონ ვიხილე და მოვესწარი იმ ამბებს და ვეცდები მოკლედ მოგითხროთ მათ შესახებაც.
  ბატონ გიორგის სოფლიდან დეიდაშვილი ესტუმრა, მოსე ჭრელაშვილი, გონებამახვილი და ხუმარა გლეხი კაცი და სოფლის ცხოვრების შესახებ ზოგი რამ მოუთხრო. მისი შვილი მიხეილი დაეპატიმრებინათ სრულიად უმიზეზოდ და ფილიპე მახარაძესთან შეწყნარების სათხოვნელად ჩამოვიდა, ის კი ამ დროს მოსკოვში იყო რომელიღაც სესიაზე გამოეძახებული. ღარიბულ ტაბლას ესხდნენ დეიდაშვილები და გულითადად ბაასობდნენ, კუთხეში ფანჯარასთან ბადრი მიმჯდარიყო, მუხლებზე წიგნი ედო ვითომ კითხულობდა, მაგრამ სულგანაბული უსმენდა დიდებს...
- გიორგი აი, ეს, დღე და ეს ნიშანი, ესენი სასიკეთო გზაზე არ დგანან, სოფელი გაპარტახდა, არავის არაფერი შეგვარჩინეს. ერთი მუჭა არამზადები მდიდრდებიან, დღისით ყურმოჭრილი ყმებივით მუშაობით სიქას გვაცლიან. ღამით კი „კუდვარდელები” (ასე ეძახდნენ კომკავშირელებს, მათ მსუბუქ კავალერიას) კარდაკარ დაძრწიან და უთვალთვალებენ, აყურადებენ ვინ რას აკეთებს, ვინ რას ამბობს, რომ „შინსახკომში” დააბიზღონ ვინმე. გლეხმა ერთი ახალი ანეკდოტიც უამბო: -სოფლად შეძლებული, მაგრამ უშვილძირო ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ცხრაუღელა ხარ-კამეჩი ჰყავდათ, ცუდი დრო დადგა და მათაც გაუჭირდათ.
- მოდი ერთი უღელი ხარ-კამეჩი დავკლათ! -უთხრა ცოლმა.
- დავკლათ! -დაეთანხმა ქმარი. იგი ძლიერ ხათრიანი კაცი იყო. კიდევ უფრო გაუჭირდათ.
- მოდი მეორეც დავკლათო! მეორეც დაკლეს. მალე სულ შემოეჭამათ ცხრა უღელი ხარ-კამეჩი.
- ეხლა რაღა ვქნათ შესტირა ცოლმა...
- მოდი ეხლა ერთმანეთი დავჭამოთ, სხვა გზა არ ჩანს. ასე უთხრა ქმარმა. ყველა ამოიჭამეს ვისაც კი სული ედგა, ყველა სულიერი, მართალი. ეხლა ის დროა, რომ მალე კომუნისტები დაუწყებენ ერთმანეთს ჭამას. ბადრი ბავშვის კვალობაზე ძლიერ ჭკვიანი იყო და თავისი ასაკისათვის შეუფერებლად დაბრძენებულიც კი, ანეკდოტმა ძლიერ ჩააფიქრა. რამოდენიმე ხნის წინათ სკოლაში გამართული მიტინგიც ახსენდებოდა და ყოველივე ისევ ნათლად ეხატებოდა თვალწინ: უფროსმა პიონერ ხელმძღვანელმა ბავშვებს ცრემლმორეულმა ამცნო:
- ვერაგმა ხალხის მტრებმა სიცოცხლეს გამოასალმეს რევოლუციის დიადი ტრიბუნი, სერგეი მირონის ძე კიროვი. ბელადი სიფხიზლისაკენ მოგვიწოდებს, ახლა ჩვენ წავალთ სკოლის კლუბში და ჩვენს გულისწყრომას გამოვთქვავთ იმ დიადი ადამიანის მკვლელობის გამო. ბავშვები მწყობრად დააწყეს, წინ საყვირიანი ახოვანი ბიჭუნა და მედოლე უძღვოდათ.
- იყავ მზად! -იკივლა ხელმძღვანელმა.
- მზად ვართ! -იქუხეს ბავშვებმა. -შემდეგ კლუბში კომკავშირის კომიტეტის მდივანმა ბორის ვაშაკიძემ წაიკითხა იმ დროისათვის ძლიერ მოდური ლექსი „ მე მამას დავხვრეტ, დედას დავახრჩობ რევოლუციამ თუ დამავალა”. იმღერეს სანდროეულის ტექსტზე შეთხზული სიმღერებიც -ალისფერი ოქტომბერი და სხვა. ბადრი და ნათელა ქალბატონ მინადორას და თამარს ზოგჯერ თან დაჰყავდათ რაიმე ღირშესანიშნავი ლექციის მოსასმენად. თავისი საკურსო- სამეცნიერო რეფერატის განხილვაზეც დაასწრეს ისინი. თემის სახელი ასეთი იყო: „ილია ჭავჭავაძე როგორც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის მესაჭე, რევოლუციონერი და დიდი ჰუმანისტი”. რეფერატი ასეთი სიტყვებით იწყებოდა: -საქართველოს ბედის ჩარხი უკაღმა მაშინ დატრიალდა, როდესაც მუხანათურად მოკლეს ერის სათაყვანო მამა, დიახ, ულმობლად მოკლეს იგი, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ, განა შეიძლება უკვდავი კაცის მოკვდინება? ამაოდ ცდილობენ დღესაც მისი სახელის, მისი ღვთაებრივი ხატების ფურთხში და ტალახში ამოსვრას, განა შეიძლება დავივიწყოთ მისი „გლახის ნაამბობი”, „კაკო ყაჩაღი”, „ოთარაანთ ქვრივი”, „კაცია ადამიანი” და ამ ნაწარმოებების ავტორს ვიღაც ვიღაცეები დღესაც გულქვა და მრისხანე ფეოდალს უწოდებენ, რეაქციონერს, შავრაზმელსაც კი, ნუთუ მათ ავიწყდებათ დიდი ილიას პარიზის კომუნისადმი მიძღვნილი ლექსი, რომელიც 1871 წლის 23 მაისითაა დათარიღებული, რარიგ დიდებულად ჟღერს: -„ტვირთმძიმედ  და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშა გაიშალა”. ანდა მისი აღშფოთებული შეძახილი: -„და კვლავ დღესასწაულობენ გამარჯვებული მკვლელები”. განა უკვდავი არ არის ეს სტრიქონები:
„მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის, ხმა მტვრევისა
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვად მონობისა.
აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში
ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში”.
  განა ზემოთქმულიდან აშკარად არ ჩანს, რომ იგი დიდი რევოლუციონერი და ჰუმანისტია? რეფერატი შუამდეც არ იყო წაკითხული, რომ უნივერსიტეტის ეზოში შავი ფორდით ფილიპე მახარაძე შემოგრიალდა. ქარაშოტივით უცერემონიოდ შეიჭრა სააქტო დარბაზში და იქუხა: -აქ რა ხდება... ეი, თქვენ მოგმართავთ, თქვენ მიხეილ ზანდუკელო! საჩვენებელ თითს მაღლა ეწეოდა და ხშირ-ხშირად ხიოდა: ცუტ! ცუტ! -რას ასწავლით, რას მოძღვრავთ, თქვენ ახალგაზრდობას, ასე ბოროტად უნდა გამოიყენოთ ჩვენი ნდობა?! ჭაობში, ჭაობშია შენი ადგილი და არა აქ.
- მე ვასწავლი ახალგაზრდობას იმას რასაც სინდისი მიკარნახებს. - „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო”. * -დინჯად და მკაფიოდ უპასუხა პროფესორმა.
-----------------------------------------------------------
* არისტოტელეს სიტყვებია
-----------------------------------------------------------
- ცუტ! ცუტ! ცუტ! - მე შენ გიჩვენებ, ვინც არის შენი მეგობარი და რაც არის ჭეშმარიტება! ბადრი და ნათელა ახლოს იცნობდნენ ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი მკვლელის ვინმე გიგლა ბერბიჭაშვილის ვაჟსა და ქალიშვილს. ისინიც მათთან ერთად პირველ საცდელ-საჩვენებელ სკოლაში სწავლობდნენ. უნახავთ მკვლელიც, სკოლაში რომ მოსულა და მასწავლებლებს ეტრაბახებოდა: -„ აი, ამ ხელით სიცოცხლეს გამოვასალმე ხარბი და გულქვა ფეოდალი ილია ჭავჭავაძეო”. თურმე იგი მთავრობის პერსონალურ პენსიასაც კი ღებულობდა, როგორც წითელი პარტიზანი. მწვანე კიტელი ეცვა (ხაკის), მწვანე გალიფე შარვალი, ხრომის ჩექმები, ნაცრისფერი შინელი და მწვანე ფერისვე ვარსკვლავიანი ქუდი ეხურა. მილივით დახვეულ გაზეთს „კომუნისტს” ან „მუშას” დაატარებდა და ხანჯალივით იქნევდა, როდესაც თავის „საგმირო საქმეებზე” მოუთხრობდა დამფრთხალ მსმენელებს. ამაზე მეტი სიბრიყვე, უმეცრება და სიბილწე კიდევ შეიძლება იყოს ქვეყნად? რადგან სიტყვამ მოიტანა აქვე მოგითხრობთ. იმ დროს იყო რომ პირველ სკოლელებისათვის სავალდებული ფორმის ტარება შემოიღეს, ვაჟებისათვის ოქროსფერღილებიანი მაუდის ლურჯი კოსტუმები, კაკარდიანი და ოქროსფერღილებიანი ლურჯი ფერისვე ქუდი, ხოლო გოგონებისათვის შოკოლადისფერი კაბები, აბრეშუმის შავი წინსაფრები. თმებს კი თეთრი ბაფთები უმკობდათ.
- ფოსტალიონ, ფოსტალიონ! -უკიოდნენ პირველ სკოლელ ბიჭუნებს ქუჩის ლაზღანდარები და ხშირად მათ შორის ხელჩართული ბრძოლები იმართებოდა. პირველ საცდელ საჩვენებელ სკოლაში მრავალი სახელოვანი ადამიანის (მეცნიერის, მუსიკოსის, მხატვრის, მწერლის და სხვა პროფესიის) შვილები სწავლობდნენ. ნათელას და ბადრის თანაკლასელები იყვნენ გამოჩენილი მეცნიერის ვახტანგ კოტეტიშვილის ქალიშვილი ლეილა, ცნობილი  მწერლის გერცელ ბააზოვის და ფაინა და სხვანი. რა თქმა უნდა იმ შესანიშნავ ადამიანთაგან ბევრის მოღვაწეობის შესახებაც იცოდნენ ზოგი რამ და ძლიერ გაიხარეს როდესაც ერთხელ ქალბატონმა მინადორამ და თამარმა ისინი ვახტანგ კოტეტიშვილის ლექციაზეც დაასწრეს. -აი, ეს არის „ყბადაღებული შავი ბანტი” რომელიც პროფესორს კისერზე უკეთია, წასჩურჩულათ ბავშვებს ქალბატონმა მინადორამ და ჩურჩულითვე დასძინა: -ვერავითარმა მუქარამ ვერ გაჭრა არ იხსნის ამ შავ ბანტს. ლექციას დიდძალი ხალხი ესწრებოდა, ფილოლოგების გარდა დამსწრეთა შორის ნახავდით ბუღალტერს, ინჟინერს, ფოსტის მოხელეს, მძღოლს, რომელნიც სულგანაბულნი უსმენდნენ დიდებულ, მჭერმეტყველ, ახალგაზრდა მეცნიერს. ბავშვებს სამუდამოს დაამახსოვრდათ რა დიდი სიყვარულით ილაპარაკა ლექტორმა მთიელთა, ხევსურების, თუშების, ფშავლების და მოხევეების ხალხური პოეზიის შესახებ. დიდი შთაგონებით წაიკითხა თავისი უსაყვარლესი ლექსი: „მოყმე და ვეფხვი”. დეკლამატორი მის მერე ბადრიმ და ნათელამ ბევრი იხილეს, ბევრს მოუსმინეს, მაგრამ ბ-ნი ვახტანგის ხმა და კითხვა სულში ჩამწვდომი და იდუმალი იყო, თითქოს თვით ღვთიური სიშმაგით შეპყრობილი პოეზიის ღმერთი ღაღადებდა. დარბაზი ყველაზე მეტად ლექსის ეპილოგმა აღაფრთოვანა ყრმის დედა, რომ სამძიმარის სათქმელად აპირებს ვეფხვის დედასთან მისვლას -შვილმკვდარ დედასთან:
„ხან ვეფხვი, ხან მისი შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვითომ ვეფხვი იმის შვილს,
აჰყრის ტანზევით რკინასა,
ხან ვითომ იმის შვილმ სძლივის
გარდაავლივის ყირასა,
აი, მაგ სიზმრებს ხედავდა,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა უდედოდ
გაზრდა ვინა სთქვა შვილისა?
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემებრ დღედაღამ ტირისა?
წავიდ მეც აიქ მივიდე
სამძიმარ ვუთხრა ჭირისა
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნება,
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა”.
- ახალგაზრდებო პირადად თქვენ მოგმართავთ ნუთუ ის ხალხი, რომელმაც ასეთი უბადლო პოეტური მარგალიტი შექმნა, გადაშენების ან მონური უღელის ტარების ღირსი შეიძლება იყოს?! არა და არა! გმირული სულისკვეთება და ჰუმანური სულია ჩაქსოვილი ამ ლექსის სტრიქონებში. -წარმოთქვა თვალანთებულმა ახალგაზრდა მეცნიერმა და იგრიალა ტაშმა. შემდეგ „ჯარჯი ნუ დასდევ ჯიხვებსა” და „შიოლა ღუდუშაური” წაიკითხა და გაარჩია მათი შინაარსი. შემდეგ ზოგიერთ ზნე-ჩვეულებებს შეეხო მთიულებისას. საქართველოს მთებში მცხოვრები თითქმის ყველა ქართველი ტომის ადათ-წესებს შეეხო. ასეთი დასამახსოვრებელი რამე თქვა: -თურმე თუშეთში როგორც ინდოეთში ძველ დროში ბინის გველები ყოლიათ. იმდენად მოშინაურებული, რომ ეს უხსენებლები თურმე ბავშვის აკვანსაც კი დარაჯობდნენ, როცა სახლის პატრონები სათიბად წავიდოდნენ, ან ტყეში სამუშაოდ, სახლ-კარს უხსენებელი დარაჯობდა. ჯამით უდგავდნენ ამ ერთგულ გუშაგს რძეს და როდესაც თავის მოვალეობას აღასრულებდა, ეს იდუმალი ქვეწარმავალი, კიდევ ერთხელ დალევდა რძეს და მადლიერი სისინით მიაშურებდა თავის ბუდეს. მსმენელებმა რამოდენიმე წერილობითი შეკითხვაც მისცეს მეცნიერს, ერთერთი მათგანი შეეხებოდა იმ ქანდაკების სვე-ბედს, რომელიც იმ ხანად ბატონმა ვახტანგიმ საკონკურსო გამოფენაზე გაიტანა. -დიახ! მართლაც მქონდა ქანდაკება საკონკურსოდ გამზადებული, მაგრამ ბოლო დღეს ამ ქანდაკების ხელები არ მომეწონა და მადლობა ღმერთს, ანტიკური სტილის ქანდაკების გახსენებამ მიხსნა, ორივე ხელი მხრების არეში მოვკვეთე ჩემს ქმნილებას და მან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. -უპასუხა ბატონმა ვახტანგიმ. ნიჭიერებისათვის და პირდაპირობისათვის მარტო მას არ დევნიდნენ ან მამულის უსაზღვრო სიყვარულის გამო... ქალბატონი თამარა და მინადორა ხშირად ბავშვების თანადასწრებით ერთმანეთს ებაასებოდნენ უნივერსიტეტის კედლებში მომხდარი შემზარავი ამბების შესახებ. ერთ დღეს ასეთ შემზარავ ამბავს მოუთხრობდნენ თავისი ოჯახის წევრებს.
- როდესაც მივედით სააქტო დარბაზში საბრალდებო სკამზე დაესვათ: მიხეილ წერეთელი, გიორგი ნიკოლაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი... ივანე ჯავახიშვილიც სურდათ დაესვათ საბრალდებო სკამზე მაგრამ... კეთილისმყოფელებმა გააფრთხილეს არ დაესწრო. -მაინც დაუსწრებლად მოაქციეს „ჭაობში” ეს ლეგენდარული მეცნიერიც. აბუჩად იგდებდნენ მეცნიერებს, განსაკუთრებით შალვა ნუცუბიძეს ჩააცივდნენ:
- ნუცუბიძე შენ როდის დადექი ჩვენს პლატფორმაზე?
- როდესაც რევოლუციის მატარებელი ოქტომბრის პლატფორმაზე ჩამოდგა, უბაგაჟო ხალხი უმალ გადმოხტა და პლატფორმაზე დადგა და ნურას უკაცრავად თუ ბაგაჟიან ხალხს ცოტა დააგვიანდაო. -ასე უპასუხა ვიღაც უღირსის ირონიულ შეკითხვას, ენამახვილმა ბატონმა შალვამ. შესვენების დროს გულნატკენ მეცნიერს ახალგაზრდები შემოეხვივნენ გარშემო და კითხეს: -თქვენთვის რა არის ფილოსოფია?!
- ფილოსოფია ჩემი სიცოცხლეა, სიბრძნის და სიკეთის წვდომის წყარო. -უთხრა მან. შემდეგ ვიღაცამ ჰკითხა: -როგორ ბრძანდებით ბატონო შალვა?! -მეხივით, მეხივით! -უპასუხა მან. სხდომას პასუხისმგებელი, დიდი თანამდეობის პირებიც ესწრებოდნენ. ერთნმა მათგანმა, რომელიღაც გესლიანად იხუმრა: -გამოიწიეთ, აქეთ მოდექით, მეხი თავში არ დაგეცეთ! -ნუ გეშინიათ მეხი ცარიელ ადგილზე არ ეცემა. მიახალა ბატონმა შალვამ. ამ პირდაპირობისათვის, შეუპოვრობისათვის შეიძულა იგი და გაწირა ამა სოფლის ძლიერთა კასტამ. ფილოსოფიის კათედრაც კი წაართვეს ბრწყინვალე ფილოსოფოსს, მაგრამ მოგეხსენებათ „მწუხარების დროს მალამოა ფილოსოფია”.* უმეცართ დაავიწყდათ, რომ ვეფხისტყაოსანზე მუშაობისას უფრო დიდი ფილოსოფიური კვლევა-ძიებანი შეეძლო ჩაეტერებინა დიდებულ მეცნიერს. გარდა ამისა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის კურსის ლექციების კითხვის დროსაც ყოველი მისი ლექცია ფილოსოფიური სულისკვეთებით იყო განმსჭვალული. მარტო მისი ლესინგის შესახებ წაკითხული ლექცია რად ღირდა ან გოეთეს შესახებ. ახალგაზრდობა, მთელი ინტელექტუალური საქართველო სიყვარულით ადევნებდა თვალს სახელოვანი მეცნიერის მოღვაწეობას. ბატონი შალვა მუშაობდა „თანამედროვე ფილოსოფიის კრიტიკულ განხილვაზე”. წერდა შრომას „კანტის თანამედროვეობა” დაასრულა წიგნი და გამოაქვეყნა აგრეთვე „ფილოსოფიის გზები აღმოსავლეთით” XI-XII სს. ასწორებდა „ევროპის ლიტერატურის” ზოგ ადგილს და სხვა. დევნა არ აკმარეს საამაყო მეცნიერს, ისიც კი იკადრეს რომ 1937 წლის მიწურულს, სუკში დაიბარეს და მსტოვრობა შეთავაზეს. ამ ამბავს შესანიშნავად აღწერს მისი მეუღლე ქეთევანი თავის წიგნში, რომელსაც „შალვა ნუცუბიძე” ჰქვია. ამ წიგნის გამოჩენამდე ხალხშიც დადიოდა (ლეგენდასავით) როგორ დაპირდნენ იმ სატანის ტაძარში, უფრო აგამაღლებთო თუ ჩვენთან თანამშრომლობას ისურვებო. მან კი ამაყად უპასუხა: „მე ისედაც ამაღლებული გახლავართ, ნუ დაგავიწყდებათ რომ „რუსთაველი და დანტეს” ავტორი ვარ და „ცაში მონობას ჯოჯოხეთში თავისუფლება მირჩევნიაო”. ბოლოს დააპატიმრეს კიდევაც ეს ბუმბერაზი მოაზროვნე ადამიანი. დაიწყო სისხლის წვიმები, ცეცხლის წარღვნა და გოგირდის და ქვის სეტყვა. დღითიდღე უფრო იქუფრებოდა შავი ჯანღით ზეცა, დღითიდღე უფრო მრავლდებოდა შავი ძაძით მოსილი ქვრივ-ობლების რიცხვი, მომრავლდნენ მათხოვრები, უბინაო ძაღლები და კატები. დღე მუდამ ძაღლებს მავთულის ბადით დადევდნენ დასაჭერად და გოსოსებიანი მანქანით სადღაც მიყავდათ, ყველას ეცოდებოდა საბრალო ცხოველები, ზოგიერთი ძაღლი გამოპარვას და პატრონთან მისვლას კიდევ როგორღაც ახერხებდა, მაგრამ თუ „შავი ყორანი” ვინმე ადამიანს შუა ღამისას წაიყვანდა იქ ერთ დაწესებულებაში, იქიდან როგორც საიქიოდან აღარავინ უბრუნდებოდა თავის სახლ-კარს. ჩურჩულით საოცარ ამბებს მოუთხრობდნენ ადამიანები ერთმანეთს. -აი, იქ კავშირგაბმულობის სახლის უკან, უზარმაზარი საათი, რომ კიდია  უშველებელი
-----------------------------------------------------------
*უილიამ შექსპირის გამოთქმაა
-----------------------------------------------------------
ციფერბლატები აქვს და ისეთი საზარელი ხმა აქვს მის ზარს, რომ გული შეგიწუხდება. შორით, არსენალის მთიდანაც კი ჩანს ის ისრები და ისმის იმ საზარი ზარის ხმაც. იმ შენობის უკან ერთი დაწესებულებაა, ჯოჯოხეთური, აისბერგივით მიწისქვეშ ცხრაჯერ მეტია, ღმერთმა ნუ ქნას კაცი იქ მოხვდეს, ღმერთმა ყველას არიდოს ჩვენიანს. დეე ისევ ვიყოთ მშიერი, მწყურვალი... ენას კბილი დავაჭიროთ, თორემ მაცხოვარი გადაიბარებს ჩვენს სულს, ცოცხალს ჯოჯოხეთში გვამყოფებენ... ხშირად არც ენაზე კბილის დაჭერა შველოდათ ადამიანებს, სრულიად უდანაშაულონიც ხდებოდნენ იმ დაწყევლილი სატანის სახლში. არც ბადრის ოჯახი აცდა ამ უბედურებას. დააპატიმრეს ოჯახის მამა-ბატონი გიორგი და მისი ძმა. მოუმიზეზეს თუ წმინდა სულისანი იყავით 21-24 წლებში რატომ დაგაპატიმრესო. თქვენზე ამბობენ, რომ ახალგაზრდა მარქსისტები ყოფილხართ, მარქსისთვის ძეგლიც კი დაგიდგიათ სიღნაღის მაზრის ერთ-ერთ სოფელში სადაც თქვენ მოღვაწეობდით, კლუბიც კი აგიშენებიათ, სოფლისათვის იმ მიზნით რომ „ახლგაზრდა მარქსიზმის” მოძღვრება გექადაგათო. დღიდან დაპატიმრების ბატონი გიორგი და მისი ძმის შესახებ არავის აღარაფერი სმენიათ. ერთ რამეს კი მოვახსენებ პატივცემულ მკითხველს თვით იმ მარქსის ქანდაკების სვე-ბედის შესახებ: კარგა ხანს იდგა ზემოხსენებული კლუბის ეზოში მარქსის ძეგლი და დიდ შემწეობასაც უწევდა იმ სოფლის მკვიდრთ, ვირებს აბავდნენ მის კვარცხლბეკზე, შემდეგ კი სოფლის ეზოში გადააბრძანეს. იქ ბრიყვმა ბავშვებმა ცხვირი მოატეხეს. იდგა ბრძენკაცი თითქოს დარდით გაქვავებული, გატეხილ ცხვირზე უფრო მეტად თითქოს ქვას გული ტკიოდა: -„რაღა ამ ველურ ხალხში რუსეთის იმპერიაში გაიმარჯვა პროლეტარიატმა და არა იქ სადმე ცივილიზირებულ სამყაროში, ღმერთო როგორ უნდა დაამყარონ ამ ველურებმა კომუნიზმი ან თუნდაც სოციალიზმი”! ჰო, ასე იდგა ბოლო წლებამდე გაქვავებული სევდით და შავი იჭვებით აღსავსე, ვიდრე ერთ დღეს ტალახით და მაზუთით შესვრილი მუხლუხა ტრაქტორი არ მიუყენეს და სადღაც არ წაათრიეს. ო, იმ ადგილას შესაძლოა სასწაულის შემწეობით ყოველღამ მიდიოდეს კლემანსოს ლანდი და ქვითინებდეს: „შიში მაცახცახებს როცა წარმოვიდგენ, რომ გამარჯვებული პროლეტარიატი ლუვრის და დრეზდენის გალერეაში შეიჭრება”! არც ნათელას მამას ასცდენია ავბედითი ბედის დარტყმა ერთ ღამეს ისიც დააპატიმრეს. ერთი წლის განმავლობაში მის შესახებ არაფერი იცოდნენ... მაგრამ უეცრად დაბრუნდა, ვეღარავინ იცნო ისე ძლიერ იყო შეცვლილი, გაძვალტყავებული, სახეგაყვითლებული, თვალებგაშტერებული საათობით იჯდა შინ ნახევრად ბნელ თავის კაბინეთში და სასოწარკვეთილი დუმდა ან კი რაღა ჰქონდა სათქმელი საბრალოს. საყვარელი მეუღლე მინადორაც უიმედო ავადმყოფი დახვდა, იგი ქმარ-შვილს ვეღარ ცნობდა. დროის გარკვეული მონაკვეთი მეხსიერებიდან მთლიანად ამოუვარდა... (ფსიქიატრები ამას რეტროგრადულ ამნეზიას უწოდებენ). როიალის ფუტლიარი თავის საცხოვრებელ ბინად აქცია, იქ იმალებოდა ან ტანსაცმლის კარადაში, ზოგჯერ კი საშხაპეში. ფხიზლად თვალ-ყურის დევნება ჭირდებოდა, რადგან თვითმკვლელობას ლამობდა, ნათელა უვლიდა საყვარელ დედას და როცა იგი შინ არ იყო მამიდა მისი, მარიამი. ამ მძიმე ავადმყოფის მოვლა-პატრონობა ძლიერ გაჭირდა და მინადორა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, კამოს ქუჩაზე. გრიგოლ ორბელიანის თქმისა არ იყოს „დღემუდამ ჟამი ყოველი მაკლებს რასამე კეთილსა”-ო. ბადრის და ნათელას დღითიდღე უფრო და უფრო უტყდებოდათ გული... დააპატიმრეს მათი სკოლელი ბავშვი -მუსტა შელია, რაღაც ანეკდოტის გამო. დააპატიმრეს მათი თანაკლასელი ბააზოვის ძმა ცნობილი მწერალი გერცელ ბააზოვი, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვარდათ. წაკითხული ჰქონდათ მისი შესანიშნავი რომანი „ფეთხეინი” და ნანახი დრამატიული ნაწარმოები „იცკა რიჟინაშვილი”. დააპატიმრეს მათი მეგობრების მშობლებიც. იერიქონის საყვირის ქუხილივით გაისმა შესანიშნავი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის და ასევე დიდებული რეჟისორის სანდრო ახმეტელის, უნიჭიერესი კომპოზიტორის ევგენი მიქელაძის და სხვა სათაყვანებელი მოღვაწეების დაპატიმრების ამბავი. ყველა პატიოსანი ადამიანის გული შეძრა მზიური პოეტის პაოლო იაშვილის თვითმკვლელობამ, მისმა ტრაღიკულმა აღსასრულმა. სიკვდილზე უფრო საზარელი შიში გამეფდა -დაპატიმრების და რეპრესიის. ყველგან და მარად, მალვით და ცხადად, ეს იდუმალი შიში დაძრწოდა „კომუნიზმის აჩრდილივით”. ყოფილი „ალზიორას” ეზოშიც სამწუხარო ამბები ხდებოდა, დააპატიმრეს ანდროც, რომელმაც ბოლო დროს ღვინის სმას ძლიერ უმატა და მეზობლების და მეზობლების ცინიკური გათათხვიდან და გაკრიტიკებიდან უმაღლეს ინსტანციებში გადაინაცვლა. ყოველდღე წერდა ერთ მეტად დიდი თანამდეობის კაცის შავ საქმიანობაზე საჩივრებს და უგზავნიდა პირადად ამხანაგ სტალინს. ამ კორესპონდენციებს ანდობდა ლაპეტას, ან მის ვაჟიშვილს, რომ მახლობელ ფოსტის ყუთში ჩაეშვათ კეთილსინდისიერად... მკითხველი მიხვდება, თუ ეს ლამაზი ხელით დაწერილი ბრძნული მხატვრულ-კრიტიკული ნაწარმოებები ვის მაგიდაზე აღმოჩნდებოდა ბოლოს და რა „უდაბნოსა შინა მღაღადებელი იყო ხმა” ანდროსი, რომლის ყოველ წერილს ლეიტმოტივად ქონდა „ეს კაცი დაღუპავს საქართველოს”-ო. ანდროს ცოლ-შვილის ცოდვით ქვაც კი ატირდებოდა ისეთი გნიასი და გოდება ატყდა, ისე მწარედ მოთქვამდა ბუდე დაშლილი დედა ჩიტი და დაობლებული ბარტყები. მეზობელი შენობიდან კი რომელიც დილამდე გაჩირაღდნებული იყო, პატეფონის ხრინწიანი ხმა მოისმოდა: "Широка страна моя родная" შემდეგ კი ფირფიტაზე წაშლილი იყო და მხოლოდ ხრიალი ისმოდა. მის მერე ისევ გარკვევით ღაღადებდა ჯერ კიდევ გარეთმყოფი ბედნიერი მოქალაქე: "Я другой такой страны не знаю где так вольно дишет человек" რას იზავ, ასეა ცხოვრება. ვინ იცის ვინ აღრიალდება პატეფონს, ვის ემღერებოდა, ანდა ვის უგებდა ნიშნს თავისი თავაწყვეტილი მხიარულებით? ბედნიერი იყო და ემღერებოდა? შეიძლება კი იმ დროში ვინმე ყოფილიყო ბედნიერი, თუ სხვის უბედურებაზე არ ააშენებდა თავის ბედნიერებას. ვინ იცის ხვალ შესაძლოა ისიც იმ გზას გაუყენონ მიუსავლეთისას, სადაც მრავალი ათასი ადამიანი უმიზეზოდ. იმ ხრინწიანი პატეფონის ხმა, რომ დადუმდა ახლა სხვა ჰანგი გაისმა:
              „სწრაფი არს ვით ტალღა ცხოვრება ჩვენი
              ვინ იცის რა გველის ან დღეს ან ხვალე
              მაშ ვხუხოთ ძმობილო... სულ გამოცალე”!
  და ა.შ. ქუხდა ეს უფრო მართებული და დროის შესაფერი სიმღერაც. დადგა ის დღეც როდესაც ნათელამ და ბადრიმ სიმწიფის ატესტატი მიიღეს, ქების სიგელით დაამთავრეს (მაშინ ჯერ კიდევ ოქროს მედლები არ ეძლეოდათ წარჩინებით საშუალო სკოლა დამთავრებულებს). ქების სიგელი იუწყებოდა, რომ მათ წარჩინებით დაამთავრეს საშუალო სკოლა და ამ საბუთის მარჯვენა მხარეს სტალინის სახე ამშვენებდა, ხოლო მარცხენა მხარეს ლენინის პორტრეტი. იმ დღეს სკოლაში დიდი ზეიმი გაიმართა. იმავე საღამოს დანიშნული იყო გამოსამშვიდობებელი ბანკეტი, რომელზეც ნათელა და ბადრი არ წავიდნენ., თუმცა შესატანი თანხა შეიტანეს... ძალიან გულგატეხილი და სასოწარკვეთილი იყო ორივე, გულისტკენის მრავალი საბაბი ჰქონდათ, რომელთაგანაც ერთიც კი იკმარებდა, რომ ლხინის და მხიარულების არავითარი სურვილი არა ჰქონდათ, ასე უღიმღამოდ დაიწყო მათი ახალი ცხოვრება. ზაფხული ორივემ თბილისში გაატარა სიცხე პაპანაქებაში. ნათელა თავის ავადმყოფ მამიკოს უვლიდა, მამიდასთან ერთად და თითქმის ყოველდღე სანახავად მიდიოდა და თავისი დამზადებული სადილი მიჰქონდა დედასთან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ბადრი კი დედასთან ერთად მამის კვალს დაეძებდა მაგრამ ამაოდ, უჭირდათ ცხოვრება, ბადრიმ დროებით ავჭალის ჩაის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. შინ დაბრუნებულს ფიზიკური გადატვირთვის გამო თუ ძვალ-რბილი არ ტკიოდა უმოწყალოდ მკვდარივით ეძინა ხოლმე, ერთადერთი ნუგეში ნათელას ნახვა იყო, ანდა მალულად ლექსების წერა, რომელსაც მასვე უძღვნიდა. ბანკეტის მეორე დღეს ბადრისთან ირაკლი გულისაშვილი და ვახტანგ ცინცაძე მივიდნენ, მისი მეგობრები. თან სამი-ოთხი ბოთლი ღვინო მიიტანეს, უსაყვედურეს რატომ ბანკეტს არ დაესწარით შენ და შენი ტყუპის ცალიო. ქალბატონმა თამარმა სუფრა გაშალა ღარიბული, მაგრამ გულითადი. ბადრი პირველად დათვრა და თავი ცუდად იგრძნო, თავბრუ ესხმოდა, გული ერეოდა. ცოტა ხანს წაიძინა. (ამხანაგების გაცილების შემდეგ) ღამის ათი საათი იქნებოდა როდესაც თავის დობილთან სტუმრობა განიზრახა. ღვინომ სითამამე შემატა და ღია ფანჯარაში შეძახა -ნათელა! ერთ წამს გამოიხედეო. -ამოდი მარტო ვარ და ძლიერ ცუდ ხასიათზე ვარ, დღეს დედაჩემი ვინახულე საავადმყოფოში, ვენები გადაუჭრია. მადლობა ღმერთს გადაარჩინეს, ეს კი იყო მოვედი. მამაჩემი კი მამიდამ წაიყვანა თავისთან. იქ უფრო ყოველგვარი პირობა მაქვს, უკეთ მოგივლიო. -ღია ფანჯრიდან უპასუხა ქალიშვილმა. გოგონა ძლიერ სასოწარკვეთილი ჩანდა. მაგიდაზე გაშლილი საოჯახო ალბომი ედო, როგორც ჩანს ბადრის მისვლამდე ათვალიერებდა. ნამტირალევი ჩანდა -ეს რა წესია პორტრეტებს თვალებს რომ თხრიან ამაზე მეტი სიველურე სად გაგონილა. -მე ვერც ერთი ჩვენი ნათესავის სურათი თვალების დასათხრელად ვერ გავიმეტე, არც ის მჯერა, რომ ისინი ხალხის მტრები არიან, ან თუნდაც მე რომ ვნახო მამაჩემის სურათი თვალებ დათხრილი
შემომაკვდება ვინმე. მოდი დარდი გადავიყაროთ გულიდან, დავუკრავ რამეს შენთვის, მხოლოდ შენთვის. გრიგი? ბეთჰოვენი? -მოცარტის პასტორალების მოსმენა მიყვარს, შენი შესრულებით. -კარგი... ანარნარდა სპეტაკი ჰანგები, თითქოს მოჩქეფდა წყარო ანაკარა, წყაროს პირას ქალიშვილი იჯდა, თავზე ყვავილების გვირგვინი ედგა, მღეროდა სევდიანად პირველი სიყვარულის სიმღერას. თეთრონით მოქროდა ლამაზი მწყემსი, ყვავილების თაიგული სტყორცნა ქალიშვილს და ისევ შლეგურად გააჭენა თავისი რაში. ეს ყოველივე ეჩვენებოდა თვალებდახუჭულ ბადრის პასტორალს, რომ უსმენდა. ოდესღაც პირველად როცა მოუსმინა ნათელას და უამბო მას რაც განაცდევინა პასტორალის მოსმენამ, მან უნდობლად შეხედა და ხუმრობით უთხრა: -ასე მგონია არასოდეს იტყოდი ტყუილს. ოროსან მუსიკოსს მუსიკის ასეთ ღრმა განცდაც შეძლებია თურმე. ახლა ის გაახსენდა უღელტეხილზე, რომ იყვნენ მზის ამოსვლის შესახვედრად უზარმაზარი კოცონი როგორ გააჩაღეს. გამთენიისას კი შორს, ძლიერ შორს, ცისფერი ზღვა მოჩანდა, მშვიდი მივივლივე ზღვა. მშობლებთან ერთად იყვნენ, თანატოლ ამხანაგებთან ერთად. დაბრუნებისას კი კოხტაგორისაკენ აიარეს, ხელისგულისოდენა, ლურჯი ალპიური ყვავილები დაკრიფეს და თაიგული შეკონეს. მერე ლამაზი პეპლის საჭერი ბადეებით ნაირფერ პეპლებს დასდევდნენ დაAმათი მხიარული სიცილ-ხარხარი აყრუებდა არემარეს. ახლა პატარა ცემი გაახსენდა ჩინებული ბავშვთა კურორტი, პაწაწინა სამთო მატარებელი, ალერსით გუგულს რომ ეძახდნენ. შაბათ კვირას ბადრისთან და ნათელასთან დედ-მამა, რომ ჩადიოდნენ, ცას ეწეოდნენ სიხარულით ბავშვები. მშობლები ზოგჯერ ღამის მატარებელს მოყვებოდნენ და ბავშვებს გვიანობამდე არ ეძინათ, ელოდნენ, უსმენდნენ პატარა ცემის მინი ელექტრო სადგურის გუგუნს. ღამეული ფრინველების გამყინავ ხმას. გოგონების პალატა და ბიჭუნების სამყოფელი კარგად მოშორებული იყო, მაგრამ ბადრი და ნათელა ოცნებით... ხშირად სიზმრადაც კი სულ ერთად იყვნენ. ერთ ღამეს ბავშვები საშინელმა კივილმა და ქვითინის ხმამ გააღვიძა. ერთ-ერთ ბიჭუნას საზარელი სიზმარი ენახა. ცელიანი ჩონჩხი და სიკვდილის შიშს შეეძრწუნებინა. ბავშვების დასამშვიდებლად მორიგე ექიმი შევიდა, ახოვანი გერმანელი ქალი -ვენცენიდა კარლოვნა. ბავშვის შიშის მიზეზი გაიგო, ერთი წუთით ეზოში გავიდა და პალატაში, რომ დაბრუნდა, ხელის გულზე მოციმციმე ციცინათელა ეჯდა. აი, აი, აი! გრიშუტკა ციცინათელას არ ეშინია სიკვდილისა, მას სულ არ ეფიქრება ასეთ სისულელეებზე და შენ, ამხელა ბიჭს რა გაშინებს? გრიშუტკა გვარად კრაკოვსკი იყო მამის მხრივ, დედის მხრივ ეფრემიძე. ბიჭები ისედაც აბრაზებდნენ, ეფრემი რა სახელიაო ან რა გვარიო, მაშინ კრაკოვსკი მიწოდეთ ეს პოლონური გვარია, პაპაჩემი პანი იყოო. ბავშვებმა სიცილი დააყარეს „კრაკოვსკაია კალბასა” უწოდეს, ახლა კი ციცინათელა შეარქვეს ზედმეტ სახელად. კურორტს მშვენიერი პავილიონიც ჰქონდა, სადაც ბავშვები ლიტერატურულ დილას მართავდნენ და მხატვრული კითხვის საღამოებს, გამოდიოდნენ პატარა სცენის მოყვარენი და კითხულობდნენ ლექსებს, მღეროდნენ. მათ შორის იყვნენ უდავოდ ნიჭიერი მომავალი პოეტები, პიანისტები, დირიჟორები, კომპოზიტორები და სხვა. ბადრის და ნათელას იქაც ყველანი და-ძმად თვლიდა, სულ განუყრელად ერთად რომ იყვნენ. მათ ძლიერ უყვარდათ მთვარის აისის მზერა, უზარმაზარი ვარდისფერი მთვარე რომ ამოვიდოდა, იდუმალებით მოსილ ფიჭვნარის და ნაძვნარის ზემოთ, ჯერ კიდევ უმანკოებით სავსე, ადამიანთა მიერ ფეხდაუკარებელი ღამის მნათობი. გოგონა დაკვრას მორჩა. ბადრი მასთან მივიდა და უსიტყვოდ ხელები დაუკოცნა. ნათელა მკერდზე მიეყრდნო და ატირდა. შემდეგ ჩურჩულით თქვა:
- მე მინდა სულ ერთად ვიყოთ, განუყრელად მუდამ და ყველგან.
- ჩემი ოცნებაც ეგ არის, მაგრამ...
- მაგრამ? რა გვიშლის ხელს...
- მე უფრო მეტად მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტადაც კი, ძლიერ, ძლიერ. - თქვა ბადრიმ და მხურვალედ აკოცა ტუჩებში.
- მაშ ის წყეული -მაგრამ- რაღაა?
- მე მინდა ჩემი სიცოცხლე ჩემს საცოდავ და დამონებულ სამშობლოს შევწირო.
- მერე და განა მე შენს გვერდით დგომას ვერ შევიძლებ. რამდენჯერ მინატრია მეც ლუიზა მიშელივით, მამაცი, ბარიკადზე ვიდგე და ხელში ტყვიებით დაცხრილული დროშა მეჭიროს, ქართული დროშა.
- არა! ჩემო ძვირფასო, შენ სათუთი ხარ და სუსტი, როგორც პირველი ია, ცივ და მრისხანე ქარიშხალს შენ ვერ გაუძლებ, საამისოდ ვერ გაგიმეტებ, ჩემი ცხოვრება წამება იქნება. შენ კი ბედნიერი მინდა რომ იყო. შენ ხარ ჩემი სიყვარული პირველი და უკანასკნელი, მაგრამ ზოგჯერ მგონია ერთმანეთის დედ-მამიშვილები ვართ. დასავით უფრო მიყვარხარ, სუფთაAდა ბავშვური სიყვარულით.
- ახლა რას აპირებ, როგორ დაიწყებ ცხოვრებას?
- ჯერ ჯარში წავალ, სამხედრო ხელოვნებას დავეუფლები, ყველაზე მეტად ეს გამომადგება... ბადრის ეს ერთადერთი იმედიც გაუცრუვდა. დედა და ახლო ნათესავები ურჩევდნენ რაიმე სხვა სპეციალობა აერჩია თუ სამხედრო სამსახურში არ გაიწვევდნენ, სულ ერთია იმ დარგში წინ არ გაუშვებდნენ. მალე დარწმუნდა მათ სიმართლეში, როცა სამხედრო კომისარიატში გაიძახეს, როგორც წვევამდელი, თავი პირწმინდად გადახოტრეს და საექიმო კომისარიატმაც ვარგისად სცნო, სავალდებულო სამსახურში მაინც არ წაიყვანეს, როგორც მავნებლის შვილი. სულიან ხორციანად დაკარგეს ბადრის მამა და ახლა მის ცოლ-შვილს უთვალთვალებდნენ გამალებით. გადაკარგეს კაცი, მაგრამ განა „ვინმე ვინმეს მოისაკლისებს ამ ამაოების ბაზარში”*
  ბადრიმ უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულიტეტზე შეიტანა საბუთები, მით უმეტეს ნათელაც იქ აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ორივენი უგამოცდოდ ჩაირიცხნენ, ყოველგვარი პროტექციის და ქრთამის გარაშე, როგორც წარჩინებით სკოლა დამთავრებულები და ქების სიგელით დაჯილდოვებულნი. სანიმუშო სწავლისა და დისციპლინისათვის, კომკავშირის ორგანიზაციამაც ძლიერ კარგი დახასიეთება მისცა. ცეცხლის მფრქვეველი ურჩხულის სულთქმა თითქოს მინელდა. კლასები მოისპო, შიში დაინგრა... „საამური ცხოვრებაც” უკვე უკუნითი უკუნისადმი დამკვიდრებული გახლდათ! თითქოს დროებით მიივიწყეს რევოლუციის დიდი მოძღვარის და ბელადის ლენინის დამოძღვრა: „უნდა დავნერგოთ მასობრივი სანახაობითი ტერორი”-ო!
  ჯერ მარტო საქართველოში 1921-38 წლებში დაპატიმრებული იქმნა ორას ორმოცდაათი ათასი ადამიანი. ახლა შემდგომ წლებში ვინ უწყის რამდენი, ვაი ჩვენს ბედკრულ სამშობლოს, კარს იყო მომდგარი მრისხანე მეორე მსოფლიო ომი. კიდევ ახალი მსხვერპლის გაღება გვესაჭიროებოდა?!


*

*    *
  უნივერსიტეტის თეთრი შენობა, სიყრმის სიზმარივით ტკბილი და ძვირფასი... თვალს, რომ შეავლებ უმალვე მისი ერთადერთი ფუძემდებელი ივანე ჯავახიშვილი გაგახსენდებათ. თეთრი, სპეტაკი ჭაღარა, რომ ამკობდა და წმინდა ილია მართალივით ღვთაებრივი შარავანდედი ედგა თავს. ამ შენობის კედლებში (წინათ ლაზარეთი იყო) ოდესღაც დალია სული ლეგენდარულმა ვაჟა ფშაველამ, დიდებულმა მგოსანმა. სიკვდილის წინაც, როგორც ყვავილებში, ბალახებში და ფოთლებში ეხვეოდა, მომაკვდინებელი სენით გათანგული. მინდა მთაში მეგონოს თავიო. ტრაღიკული იყო და გულსაკლავი ივანე ჯავახიშვილის აღსასრულიც. სწორედ იმ ხანად აღესრულა იგი როცა ბადრიმ და ნათელამ პირველად ფეხი შედგეს იმ დიდ მეცნიერების ტაძარში. დიდი მეცნიერი კათედრაზე მდგარი ლექციის კითხვის დროს უეცრად გარდაიცვალა, როგორც უსაზღვროდ ღვთისმოსავი მლოცველი
----------------------------------------------------------
* თენკირეი „ამაოების ბაზარი”
----------------------------------------------------------
მხურვალე ლოცვას, რომ აღავლენს ღმერთისადმი და უეცრად კვდება, სწორედ ისე. ვინც მისი უკანასკნელი ლექცია მოისმინა ახსოვთ: „Dულცე ეტ დეცორიუმ ეტ პრო პატრია მორის”- *1 ასე დაასრულა დიდმა მეცნიერმა თავისი ლექცია და აღსრულდა. უნივერსიტეტის ახალბედა სტუდენტებს ყველას გული ტკიოდა, რომ ვერ მოასწრეს თუნდ ერთხელ მაინც მოესმინათ ამ მოძღვართ მოძღვრის ერთი ლექცია მაინც. თუ მკითხველს არ გადავღლი მოკლედ მოვუთხრობ ბადრის და ნათელას მიერ მოსმენილი პირველი ლექციის შესახებ. ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ახალი ყაიდის მეცნიერიც -ფილოსოფიის დოქტორი დიმიტრი დოლიძე. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ჯმუხი, მხარ-ბეჭიანი, საკმაოდ ჩასუქებული, ღიპიანი. კათედრაზე, რომ შედგა და ამაყად ყელი მოიღერა, ვინც დაინახავდა უნებურად გაიფიქრებდა: ამ კაცს რევოლუციამდე, რომ ეცხოვრა ალბათ მღვდლობაზე იოცნებებდა და ისეთივე მხურვალე ლოცვა კურთხევას აღავლენდა უფლისადმი, როგორც ახალა მარქსიზმ-ლენინიზმის მოძღვრებას ეთაყვანებოდა და ქადაგებდა. ტანთ მწვანე ხაკის კიტელი ემოსა და გალიფე შარვალი ეცვა, ვარსკვლავიანი საჩეხიანი ქუდი ეხურა ქრომის, სარკესავით გაპრიალებული ჩექმები და შინელიც უხდებოდა მის გარეგნობას. ჯიუტი, ხეშხეშა თმა, ქუდიდან შუბლზე მერცხლის ფრთასავით ჩამოშლოდა. ხელში კი თითქმის მუდამ მასაც მილივით დაგორგლებული გაზეთი „კომუნისტი” ან „მუშა” ეკავა. თუმცა იგი ამ გაზეთების მხოლოდ მოწინავე სტატიებს კითხულობდა და მხოლოდ გაზეთ „მუშაში” ყოველ დღიურად რომ იბეჭდებოდა „ჯოტოს მამა” (დაუსრულებლივ, ვრცელ რომანს. თბილისში ასეთი გამოთქმაც კი იყო „მოკლედ მოჭერი შენი სათქმელი რა „ჯოტოს მამასავით” გააგრძელეო. ბავშვებმა დანახვისთანავე „ლასტოჩკა” შეარქვეს. პირველი ლექცია მან ასე დაიწყო: „ჩვენი პირველი ლექცია დიალექტიკურ მატერიალიზმს ეძღვნება. -იგი მარქსიზმ-ლენინიზმის დიადი მოძღვრების -ფილოსოფიის ბირთვია. დიალექტიკური მატერიალიზმის შექმნა და განვითარება მომზადებულ იქნა ბუნებისმეტყველების და საზოგადოებრივი მეცნიერების განვითარებით, მუშათა კლასის რევოლუციური ბრძოლით. ბუნებისმეტყველების განვითარება, სულ უფრო და უფრო განამტკიცებდა მატერიალურ მსოფლმხედველობას მარქსის დროინდელი მატერიალიზმისათვის დამახასიათებელია შეზღუდულობა და ნაკლოვანებები. ანტიკური მატერიალიზმისათვის დამახასიათებელია შეზღუდულობა, ნაკლოვანებები და გულუბრყვილობაც, რადგანაც იგი არ ეყრდნობა კონკრეტული მეცნიერების მონაცემებს, რომლებიც მაშინ ჩანასახობრივ მდგომარეობაში იყვნენ. XVII საუკუნის ფრანგი განმანათლებლების, ფილოსოფოსების მატერიალიზმი იყო მექანიკური. ისინი ცდილობდნენ ყველა კანონი დაეყვანათ მექანიკის კანონამდე იმ დროისათვის ყველაზე განვითარებული მეცნიერება იყო მექანიკა. ამ თვალთახედვით საგნებსა და მოვლენებს განიხილავდნენ როგორც უცვლელსა და ერთმანეთისაგან იზოლირებულს. -ზემოთქმული ჩემო
-----------------------------------------------------------
* ტკბილი და სასახელოა სამშობლოსათვის სიკვდილი
--------------------------------------------------------
მსმენელებო ჩაიწერეთ! შემდეგ კი რასაც ვიტყვი დაიმახსოვრეთ, იმისი ჩაწერა არ არის საჭირო, (თუმცა არავინ არც იწერდა მისგან თქმულ არც ერთ სიტყვას) აუდიტორიის ერთ კუთხეში ჭრიჭინობელის გალობა გაისმა ჭრი-ჭრი-ჭრი, ვიღაცას კინოლენტისაგან სახელდახელოდ კრუალა დაემზადებინა და აჭრიჭინებდა ვიღაც პატარა შუშის მილაკებით პურის დაგორგლებულ ბირთვებს ესვროდა, ვიღაც კნაოდა, ხოლო ლექტორი პრასტრაციის მდგომარეობაში იყო, უფრო სწორედ ტრანსის მდგომარეობაში და ვერც ამჩნევდა როგორ შეთხელდა აუდიტორია. სტუდენტები ნელ-ნელა იპარებოდნენ... გთხოვთ ესეც ჩაიწეროთ, ღაღადყო მან: -„მხოლოდ სტალინმა, მარქსმა, ენგელსმა და ლენინმა შეძლეს ადამიანის შემეცნების ახსნა, როგორც თვისება მაღალ ორგანიზებული მატერიისა, ამით მატერიალიზმი დააყენეს ნამდვილად მეცნიერულ საფუძველზე. მარქსიზმ-ლენინიზმა ჰეგელის დიალექტიკა გაწმინდა იდეალური ჩენჩოსაგან, მისი კანონები გამოიყენა გარემო სამყაროს ასახსნელად და მათი განვითარების კანონზომიერების დასადგენად. ახლა გთხოვთ დაკვირვებით მომისმინოთ და კიდევ ჩაიწეროთ: მარქსიზმ-ლენინიზმის ფილოსოფია არის მეცნიერება ბუნების, საზოგადოების და შემეცნების უზოგადესი კანონების შესახებ, ფილოსოფიის ძირითადი საკითხი: შემდეგ ვრცლად ილაპარაკა ფილოსოფიის ძირითად საკითხებზე და ასე დაუწერათ:
            ფილოსოფიის ძირითადი საკითხები:
                რაა პირველადი:
        მატერია    -    თუ      -    ცნობიერება
(ყველა მიმართულება მატერიალურია)            (ყველა მიამრთულება იდეალისტურია)

                  ერთიც და მეორეც
  მეორე მხარე        -        შეცნობადია თუ არა სამყარო?
  შეცნობადია        -   არაა შეცნობადი
  (მატერიალიზმი) (სუბიექტური იდეალიზმის აგროსტიციზმი)

  ნაწილობრივ შეცნობადია
      (ობიექტური იდეალიზმი)

  ყოვლად შეუძლებელი იყო ცივილიზირებული ადამიანი და არ იცოდე ეს ჭეშმარიტება მით უმეტეს იყო მეცნიერი და არ იცოდე ან უგულველყო ეს დიდი მოძღვრება”.


*

*    *
  დაიწყო მრისხანე და სისხლიანი მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო და შავი ძაძებით შეიმოსა მრავალი ქართველი დედა. მოდიოდა და მოდიოდა უამრავი სამგლოვიარო ბარათი, სუფევდა შიმშილი, სიღატაკე და სიბნელე. დღითიდღე მკაცრდებოდა კანონი. ასე იკითხეთ ცხრა-ათი წლის ბავშვებსაც კი, რომლებიც ლუკმა პური, რომ ეშოვათ ქანცგაწყვეტილი მუშაობდნენ რომელიმე ფაბრიკა-ქარხანაში. ათი-თხუთმეტი წუთი დაგვიანებისათვის სამი-ოთხი, ან ექვსი თვის პატომრობა ელოდათ. იყო ასეთი შემთხვევა, რომელმაც მოქალაქენი ძლიერ აღაშფოთა. (მაგრამ სიტყვის თქმას ვინ ან რომელი ბედავდა) ვიღაც ბიჭუნამ, რომელიღაც სკოლის მოწაფემ დიდ ბელადს ხატვის გაკვეთილზე შემთხვევით ცალი ულვაში უფრო გრძელი დაუხატა, ბავშვი თავისივე მასწავლებელმა დააბიზღა და რვა წლის ყმაწვილს ათი წელი მიუსაჯეს. ვიღაც ქალს რომელსაც ქარხანაში დააგვიანდა სასამართლოზე გაიყვანეს, ქმარს კი მოწმის სახით დაკითხეს.
- შენ მაინც რატომ არ გააღვიძე ძია კაცო, შენი ზარმაცი დედაკაცი? -ღიმილით ჰკითხა მოსამართლემ. -აი, ახლა საკმაო დრო ექნება ციხეში მივაბრძანებთ და რამდენიც უნდა იძინოს.
- როგორ არ ვუთხარი, ბატონო მოსამართლევ. ადექი მეთქი, ნუ დააგვიანებ მეთქი. ხომ იცი რა ძაღლი დროა, ვინ გაპატიებს მეთქი... -და ყველა ის ვინც იმ სასამართლო პროცესს ესწრებოდა ძველისძველი ანდაზის ჭეშმარიტებში დარწმუნდა. -„ქმნა მართლისა სამართლისა ხესაც შეიქმს ხმელსა ნედლად”, როდესაც ქმარს იმ გულუბრყვილო მოქალაქეს ათი წელი მიუსაჯეს. პურის რიგში იდგნენ მამა-შვილი, შუა ღამიდან მოყოლებული მეორე დღის შუა დღემდე, დამშეულნი (ბავშვი ათი წლის გახლდათ), შინაც ოჯახის სნეული დედა და რამოდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი ელოდათ. ოჯახის მამამ დაიჩივლა: -ღმერთო როდემდე ვიყოთ ასე უბედურად (დაჭრილი, დამახინჯებული ხელები ცისაკენ აიშვირა) ნეტავი ფრონტზე მოვმკვდარიყავი და აქაც ამდენი ცოდვა არ მენახა, ან იმ დამპალმა ფაშისტებმა გაიმარჯვონ ან იმ დამპალმა კომუნისტებმა, უბრალო ხალხი რა შუაში ვართ! ათი წლის ბავშვსაც, ამ უგნურ კაცსაც ათ-ათი წელი მიუსაჯეს. პურის რიგიდანვე გააქანეს ერთ დაწესებულებაში. იმ ზამთარს მტკვარი გაიყინა, თუ დამიჯერებთ ზოგგან ყინული ისეთი სქელი იყო ზოგიერთი თავზეხელაღებული, ონავარი ბავშვი ზედ ციგურებით დასრიალებდა. შუქ შენიღბვა იყო, პროჟექტორების ცისფერი შუქის სვეტები ლახვრავდა ზეცას, ცაში მტრის თვითმფრინავებს დაეძებდნენ და შუქი არცერთი სახლის სარკმლიდან არ გამოდიოდა.
  ახალგაზრდობა ხომ ფარვანა პეპელასავითაა მუდამ იპოვის სიხარულს და სიყვარულის მცირე ნათელს მაინც და იმ შუქის გარშემო იფარფატებს, თუნდაც ფრთების დაბუგვა ელოდეს... ქალაქ თბილისში მრავლად იყო ლიტერატურული წრეები, როგორც ლეგალური ასევე არალეგალური, სადაც ახალგაზრდობა ერთმანეთს ხვდებოდა, კითხულობდნენ, როგორც თავის, აგრეთვე საყვარელი მწერლების, ხელოვნების ნიმუშებს. ერთ-ერთ ასეთ წრეში ბადრი და ნათელაც ჩაებნენ ჯერ კიდევ მოზარდები, რომ იყვნენ დიდი ხნის წინათ, მაგრამ თავი მიანებეს, როდესაც მძიმე ოჯახური პირობები შეექმნათ. ეხლა კი ასეთ წრეში ხელახლა გაერთიანდნენ... შემთხვევით. რომელიღაც ლიტერატურულ საღამოს როცა ესწრებოდნენ ერთი ძლიერ პოპულიარული პოეტი გაიცნეს მრავალ მოდურ სიმღერათა ტექსტის ავტორი, რომლის ლექსებიც არსად არ იბეჭდებოდა გარდა იმ გაზეთისა რომელსაც „კალმითა და ხიშტით” ეწოდებოდა. ეს გაზეთი ფაშიზმთან ბრძოლის მოწოდების საყვირი გახლდათ. ეს პოეტი ძველისძველი ბრწყინვალე გვარის უკანასკნელი ნაშიერი იყო. ლამაზი, დარდიმანდი, ბოჰემისტი ახალგაზრდა კაცი, მის შასახებ ლეგენდებიც კი დადიოდა. პირველი შეხვედრისთანავე ბადრი და იგი დამეგობრდნენ. ბადრის ლექსები ძლიერ მოეწონა და სხვა რა უნდა ახალბედა პოეტს როდესაც შეაქებენ და თავის ნაცოდვილარს შეუქებენ და თუ ვინმე ჭეშმარიტ პოეტად აღიარებს. ეს კოლორიტული პიროვნება დიდიმ დიდებულიძე გახლდათ, მოფერებით დოდიკას რომ ეძახდნენ. ყველაზე მეტად ბადრი იმან მოხიბლა, რომ ამ ცნობილმა პოეტმა გულითადად მიიწვია თავის სახლშიც, ამა და ამ დღეს ლიტერატურული შეკრება გვაქვს და ძალიან გთხოვ გვესტუმროო.  ნათელას კი ახლად გაცნობილი პოეტი რატომღაც არ მოეწონა:
- ძლიერ პირქუში და იუნუსივით ორსახოვანი მომეჩვენა. -თქვა მან.
- რატომ? -ჰკითხა ბადრიმ.
- არ ვიცი. გუშინ მე და შენ ერთად ამოვიკითხეთ სადღაც, რომელიღაც წიგნში თურმე გენიალური გოეთე დიდი ფიზიონომისტი ყოფილა. სახის ნაკვთებში ამჩნევდა ადამიანი სულელი იყო თუ ჭკვიანი, ნიჭიერი თუ უნიჭო, ბოროტი თუ კეთილი. მე მგონი გენიალური ადამიანიც კი შეიძლება ხშირად შეცდეს. ხომ გახსოვს ის ხალხური ლექსი: „შავი შაშვი ჩიოდაო”. ბადრი ვაი თუ მახე იყოს დაგებული.
- სისულელეა ჩემო კარგო მე ვგრძნობ ბედმა გაგვიღიმა, კარგ ხალხს გავეცნობით...
- რა ვიცი რაღაც ძლიერ ცუდი წინათგრძნობა კი მაქვს და...
  პირველი ლიტერატურული შეკრება ერთმანეთის გაცნობას მიეძღვნა. აი, ეს ყველაზე პატივცემული მეგობარია, ბატონი იაკობ ყვავილაშვილია, მეტ სახელად ჯონის ეძახიან, ცნობილი მწერალია და მკვლევარი. ჯერ მარტო ჩვენი კლასიკოსებისადმი მიძღვნილი მისი ნარკვევებიც კი კმარა, რომ უკვდავებას ეზიაროს. -თქვა დოდიმ. ბატონი ჯონი შუა ხნის დაბალი, თევზისთვალება, გამელოტებული კაცი ბრძანდებოდა. ბადრი მას მოწიწებით მიესალმა. ნათელა კი ფიქრობდა, ეს კაცი რაღაცით ამაზრზენია და ცბიერებით ალბათ მელაკუდას არ ჩამოუვარდება. ეს კი დიდებული, მაგრამ ჯერ უცნობი პოეტი ვახტანგ ზანდუკელი გახლავთ -თქვა დიდიმმა. ვახტანგი ოცი-ოცდაერთი წლის ახალგაზრდა კაცი იყო, ძლიერ სიმპათიური სახე ჰქონდა და წმინდა, მუდამ მომღიმარი ლაჟვარდისფერი თვალები. გაიცანით, ქალბატონი ლიანა ჯანხოთელი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, მე მას მრავალი ლექსი ვუძღვენი. -წარუდგინა დოდიკმა ეშხიანი, შავ თვალწარბა, სიცოცხლით სავსე და თამამი ქალიშვილი. ეს კი ნანაა კორინთელი ბრწყინვალე პოეტი ჯერ-ჯერობით ესეც უცნობი. ის ორნი კი დივანზე რომ სხედან ყველაზე პატივსაცემი მანდილოსნები არიან, რადგანაც ლექსებს არ წერენ. მათ ღმერთმა უფრო დიდი ნიჭი უბოძათ. მოთმინებით, მოსმენის ნიჭი და პურმარილის დიდი ავან-ჩავანნიც არიან, ისეთ სუფრას გაგიწყობენ თავი ზღაპარში გეგონებათ. თუმცა დღესვე დარწმუნდებით ამაში. ბატონ ჯონის ხელში რაღაც ძველისძველი დაფლეთილი წიგნი ეჭირა, ბადრი იმ წიგნით ძლიერ დაინტერესდა:
- ბოდიში ბატონო ჯონი, შეიძლება ერთი წამით მათხოვოთ წიგნი?
- ფრთხილად ბიჭუნავ მაღალი ძაბვაა... ზედ თავის ქალა და ძვლებია დახატული. აკრძალული წიგნი გახლავთ.
- რობაქიძე? ტიციანი? მიხეილ ჯავახიშვილი?
- არა, უფრო უარესი, ფრიდრიხ ნიცშე, პირსისხლიანი ფაშიზმის აპოლოგეტი ფილოსოფოსი
- როგორ გეკადრებათ, იგი სრულიადაც არ არის ფაშისტი, რადგანაც უდიადესი პოეტია. დიახ, უფრო დიდი პოეტია, ვიდრე ფილოსოფოსი.
- სრული ჭეშმარიტებაა! -დაადასტურა დოდიკამ და დასძინა: -ბატონო ჯონი, ერთი თქვენებურად რიხიანად წაიკითხეთ მისი წიგნიდან რომელიმე ლექსი. ეს ლექსი როდია, რომ წამღერებით წავიკითხო
- მომისმინეთ, ჯონი მაშ ლექსი რაღაა თუ არა ეს:
            „იქ საფლავთა კუნძულია მდუმარე,
            იქვეა საფლავი ჩემი სიყრმისა
იქ მივიტანე სიცოცხლის მწვანე გვირგვინი”.
    ანდა
„ჰო, ყინულია ჩემს გარშემო
ყინულოვანი სწვავს ჩემს გარშემო”.
  განა უთოოდ რითმები უნდა ჰქონდეს ლექსს, რომ იგი ლექსი იყოს? -დოდიკ! შენ ეს უფრო მოგეწონება, -თქვა ჯონმა, წიგნი გადაშალა და ამოიკითხა: -„ყოველ დაწერილთა შორის მიყვარს იგი, რაც ადამიანს თავისი სისხლით დაუწერია, სისხლით წერდე და შეიტყობდე, რომ სისხლი სულია”! -დამსწრეებს კმაყოფილების შეძახილი აღმოხდათ და ტაში შემოკრეს: -აი, პოეტი, მართლაც ზეკაცი. -ჰოი, რა წამებას გამოივლიდა საბრალო, ალბათ რამდენჯერ დაუპირეს ცოცხლად დამარხვა. მგონი მეც მახსოვს ორიოდე მისი სტრიქონი: -„და როცა ყველა უარმყოფთ, კვლავ მოვალ თქვენთან ჭეშმარიტო ძმანო.” და ასეთი დიდებული პოეტი აკრძალულია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც პოეტების მხარეს უწოდებენ, შესძახა ვახტანგ ზანდუკელმა. ახლა კი არანაკლები ტალანტის მქონე, უდიადესი პოეტის ლექსს წაგიკითხავთ, უფრო სწორედ ნაწყვეტს ლირიკული პოემიდან, რომლისთვისაც ჯერ კიდევ ავტორს სათაური არ უწოდებია. ხუმრობით თქვა თავის ახლად დაწერილი ლექსის შესახებ დოდიკამ და დაიწყო კითხვა:
„შიშით აღზრდილი უნდობლობით დაკაცებული
ციხის მუქარით გაწამებული,
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა
ვისაც ღალატად უთვლიდნენ სინდისს
და უმეცრებად გამბედაობას
სხვისი ბრძანებით ნამღერი ჰიმნით,
სხვისი კარნახით წაკითხულ წიგნით,
დობერმანივით ერთნაირი გარეთ და შიგნით,
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა
-ან გაყიდული სულით, ხორცით
ან ციხე-ციხე ნათრევ-ნაცემი
ან ღვინით ღვინის კასრში დამხრჩვალი
ან ჩინმენდლებით სავსე გამცემი.
რაც ჰქონდა წმინდა ხელში დაობდა,
თან მეზიზღება, თან მეცოდება
ჩემი თავიც და ჩემი თაობაც.”*
  ამ ლექსს გაგრძელება აღარ უნდა, სავსებით დასრულებულია- თქვა ბატონმა ჯონიმ. ერთხანს დუმდა და შემდეგ წარმოთქვა:
- ავტორს უთოოდ ეკუთვნის ჯილდო, 58 მუხლი და 10-11 სტატია რაც ითვალისწინებს დახვრეტას ომიანობის დროს, ხოლო მშვიდობიან პერიოდში ათიდან- ოცდახუთ წლამდე პატიმრობას... მგონი მგონი კატორღასაც და გულიანად გაიცინა. დოდიკამ კი ასე უპასუხა:
- მისი დამჭერი ჯერ კაცი არ დაბადებულაო. შემდეგ ცისფერთვალება პოეტმა წაიკითხა თავისი ლექსი, რომელიც ასე იწყებოდა:
„მინდა მე ეს ღამე კბილებით დავფლითო”-
  თანამედროვეობის აუგად მახსენებელი ლექსი, შემდეგ კი ლირიკული ლექსიც:
„შენ ტირი და მე რატომღაც მცივა”...
-----------------------------------------------------------
* ლექსი ეკუთვნის პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის
-----------------------------------------------------------
  მხატვრულ კითხვას დოდიკას დედაც ესწრებოდა. შავგვრემანი ახოვანი ქალი, პოეზიის დიდი ტრფიალი ბრძანდებოდა. ბლოკის, ტუტჩევის და აპუხტინის დიდი თაყვანისმცემელი. როდესაც შეიტყო ნათელა შესანიშნავი პიანისტკა იყო, თხოვა ჩემთვის მთვარის სონატა დაუკარიო. ნათელას ხელოვნება ყველამ მოიწონა. ჯონმა კი ისევ ლიტერატურაზე წამოიწყო საუბარი: -მე არ ვიცი პირველად ვის დაებადა აზრი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემის შესახებ, მაგრამ ეს ძლიერ კარგ ამბად მიმაჩნია, ბეჭვდას თუმცა ვერ შევძლებთ ჯერჯერობით... რამოდენიმე ნომერი ხელთნაწერის სახით გამოვცეთ და ვიწრო წრეში გავავრცელოთ ნებართვის აღებამდე.
- მერე? -იკითხა დოდიკამ
- ნებართვის აღებასაც შევძლებთ  და დავბეჭდავთ კიდევაც. მე სიტყვის კაცი გახლავართ. -ყველანი აღფრთოვანდნენ.
- ხომ ხედავთ, ღმერთი ჩვენთანაა, ეშმაკი ვერაფერს დაგვაკლებს! -აღფრთოვანდა დოდიკა.
  ბადრი ხშირი და სასურველი სტუმარი შეიქმნა დიდიმის ოჯახისათვის, ნათელამ კი თითქმის ფეხი ამოიკვეთა იქ. როცა ბადრი თხოვდა იქ წამომყევიო პასუხობდა: -რა ვქნა არ მომწონს რაც იქ ხდება! ლიტერატურულ შეკრებილობას უფრო და უფრო მეტი ხალხი ემატებოდა. ძლიერ ჭრელი საზოგადოება იყრიდა თავს, იმართებოდა ბოჰემისტური თავაწყვეტილი ღრეობებიც. ზოგჯერ ისე თვრებოდნენ ერთმანეთს ვეღარც კი ცნობდნენ. ხშირად ვიღაც ეგრეთწოდებულ „ლიტერატორებს” ვინმე უცნობის ბინაში მიჰყავდათ ისინი და იქ აკითხებდნენ ლექსებს. უმეტეს შემთხვევაში „აპოლიტიკურ ან კონტრრევოლუციურ” ლექსებს. გავიდა ხანი გამოსცეს რამოდენიმე ნომერი ჟურნალისა, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა. ერთ დღეს დოდიკამ მეგობრებს დამწუხრებულმა ამცნო „ერთ დაწესებულებაში” გამომიძახეს და მითხრეს:
- ძალიან აქებენ სტუდენტები მაგ თქვენ ჟურნალს, ერთი მოგვიტანე და ჩვენც წაგვაკითხეო, არც ჩვენ ვერკვევით ლიტერატურაში ცუდადო.
- თუ მოგეწონათ ბატონო, ნებას ხომ არ დაგვრთავთ, ბეჭვდით ორგანოდ, რომ ვაქციოთ? მან გამიღიმა და მიპასუხა:
- თუ კარგია ნებართვას მიიღებთ, თუ არა შესაძლოა დაისაჯოთ კიდევაც. მერე ისევ კეთილად გამიღიმა.
- გული რაღაც ცოდს მიგრძნობს, კნიაზო კაცი დიდყურა ოჩანი უნდა ბრძანდებოდე, რომ ეს არ იცოდეს, ჩეკისტი რომ გაგიღიმებს სწორედ მაშინ ხარ დაღუპული. -დასცინა ჯონიმ.
  შეშინდნენ ახალგაზრდები. იშვიათია ახალგაზრდა, რომელმაც უწყოდეს ის რომ „თავს სინანული სჯობია ბოლო ჟამს დანანებასა”! ქალბატონ თამარის სახელზე ელვა დეპეშა მოვიდა: „მაგდა უეცრად გარდაიცვალა სასწრაფოდ ჩამოდით”! ეს გულშემზარავი ამბავი მოულოდნელი იყო ამაზრზენი, რომ მაგდას სამი ობოლი დარჩა, სამი ბიჭუნა. კახა ორი-სამი წლის და ტყუპები სოსო და თემო ექვს-ექვსი თვისანი. ამ გულსაკლავ ამბავს ბადრის დედულეთიდან იტყობინებოდნენ სოფელი -კარდენახიდან. დიდედა ბაბე მათზე ორი-სამი კვირით ადრე იყო იქ ჩასული და მაგდას ეხმარებოდა ბავშვის მოვლაში. ჩასულებს კახა მიეგებათ ბაჯ-ბაჯით, დაღონებული, ნამტირალევი. ბადრიმ იგი ხელში აიტაცა და სახე დაუკოცნა. აი, რამდენი რამე ჩამოგიტანე. კამფეტები, სათამაშოები, ცოცხალი კურდღელიც კი ჩამოგიყვანე.
- არაფერი არ მინდა, არც კუდელა მინდა, დედიკო მინდა, დედიკო მინდა! -საწყალობლად შესტირა ბავშვმა. ცოდვის მოხილება იყო. დაკრძალვის რიტუალზე მკითხველის ყურადღებას აღარ შევაჩერებ, რადგანაც ყველა ჩვენგანი ამ ადათწესებს საკმაოდ კარგი მცოდნეა. ბადრი, რომ დაბრუნდა საღამო ხანს დოდიკას შეუარა, რომელმაც სამწუხარო ამბავი ამცნო. საქმეს ცუდი პირი უჩანს, იქ ჟურნალი, რომ მიმატანინეს, ძლიერ გამთათხეს, ეს ლიტერატურული ნაწარმოები კი არა შხამით სავსე პამფლეტებიაო, ლექსები კიდევ უფრო უარესიო! -თქვა ერთმა ჩინოსანმა. -მეორემ კი გამიღიმა და მითხრა: (როგორც ჩანს ის მათზე ჩინით უფროსი იყო), მაგას რა გაეგება ლიტერატურის, მე მომიტანე, ოღონდ ყველა ავტორს ყდაზე ხელი მოაწერინე, ფაქსიმილეა საჭირო, ისე როგორ დაგრთავთ ნებას. დაგეხმარები უსათოოდ, მე და შენ ხომ ძველი ნაცნობები ვართ, სკოლის დროინდელი-ო. არავითარი სიახლე ჯერ-ჯერობით აღარ ყოფილა. უსიხარულოდ ვიდოდნენ დღენი, ბადრი და ნათელაც ჩვეულებრივ დადიოდნენ უნივერსიტეტში... და ძლიერ გაუხარდათ როდესაც ევროპული ლიტერატურის კურსის კითხვა დაუწყოთ (მათ კურსელებს) ბატონმა მენაბდემ. იმ დღეს რომლის შესახებაც მოგითხრობთ ბატონი პროფესორი მათ ჯონ მილტონის შესახებ ესაუბრებოდათ. წინა ლექციაც იმ დიდებულ პოეტს მიუძღვნა. ბადრის უკვე ზოგიერთი ადგილები დაეზეპირებინა მისი „დაკარგული სამოთხიდან”, როდესაც ლექციიდან შინ ბრუნდებოდა გზადაგზა წარმოთქვამდა ნაწყვეტებს:
„ხომ სულ ერთია სად ვიქნებით, საცა ვიქნებით
ამგვარი ყოფნა გვიწერია: -მდაბიო ვიყოთ
იმაზე ვინაც მეხის ძალით განდიდებულა
თავისუფლებას მაინც არვინ წარგვტაცებს აქა
ისე სიძუნწით შეუმკია ღმერთს ჯოჯოხეთი,
რომ ჩვენი აღარ შეშურდება, აღარ გაგვდევნის”!
  ერთხანს დუმდა, უგზოუკვლოდ დაკარგული მამა მოაგონდა. ცრემლმორეული ძლივს ამოღერღა ეს სტრიქონები: „ცაში იმათი სახელებიც აღარ ახსოვდათ”, შემდეგ ნაღვლიანად დასძინა:
-„მაგრამ მათ სახელებს არ დავივიწყებთ
არ დავივიწყებთ ვიდრე პირში სული გვედგება”.
  (ეს უკვე მისი მუნასიბად ნათქვამი ლექსის დასაწყისი გახლდათ).
  -მე მგონი ჩვენ ხალხს კიდევ შემორჩა ცხოველმყოფელი სასიცოცხლო ძალა, იცოცხლებს, სამარცხვინოდ არ გადაშენდება. -განაგრძობდა ფიქრს ბადრი და ისევ ჯონ მილტონის ლექსი გაახსენდა:
„კვლავ შეიქმნება ახალი ცა და დედამიწა
სადაც სიმართლე, საბოლოოდ დაისადგურებს”.
- როდის მოასწარი ამდენის დაზეპირება. -უთხრა ნათელამ
- ლექციაზე დამამახსოვრდა, ზოგი კი მაშინ ღამით, ძილის პირას, რომ წავიკითხე და მერე დილით გაღვიძებულმაც. ასეთი ბაასით ჩავიდნენ უნივერსიტეტის კიბეზე. მზიან მხარეზე მისდევდნენ ქუჩას ზოოპარკის გასწვრივ მიმავალს და იმ ადგილას სამხეცეთში, ვერეს ნაპირას უზარმაზარი თეთრი ვერხვი, რომ დგას ქუჩის განაპირას, კლდის ძირას ერთერთ მერხზე ჩამოსხდნენ.
- რა დიდი დანაშაულია თავისუფლება წაართვა თუნდაც ფრინველს, ეს ხომ მკვლელობაზე უფრო უარესია. წამოიწყო ნათელამ.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ტყვეობა მათთვის უფრო ძნელი ასატანია, ვისაც გონი აქვს და გათვითცნობიერებული აქვს რას ნიშნავს თავისუფლება. ჯერ კიდევ მრავალი წლების წინათ უთქვამთ: -„სჯობს საპოვნელის პოვნასა თავისუფლების პოვნაო”. მით უმეტეს ვაი მას ვისაც თავისუფლება სათაყვანო ხატად მიუჩნევია და იმას დააკარგვინებენ.
- საბრალო მხეცები! გალიებში მათი ხილვა გულს, ისე მტკენს და სულს ისე მიმძიმებს, მათი ნახვა აღარა მსურს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გზა განაგრძეს, გმირთა მოედანზე ერთერთ მაღაზიაში რამოდენიმე ფილა შოკოლადი იყიდეს, ცოტაოდენი ნამცხვრები და ბედად მახლობლად ყვავილების გამყიდველი კაციც შენიშნეს. რამოდენიმე იის კონა იყიდეს.
- ბადრი გახსოვს აქ ცირკის ძირას, სერს ქვემოთ, სპორტული საცურაო აუზი რომ იყო ძველად, რამდენჯერ ვყოფილვართ და გვიბანავია.
- ის უფრო მომწონდა, ახალი უფრო Fფეშენებელურია, მაგრამ ის სიმყუდროვე და ლაზათი აღარა აქვს. აი, აქ არ იყო მტკვრის მარცხენა ნაპირზე ბორანით, რომ გადავდიოდით?.. რამდენი სახლები გაშენდა. ირგვლივ, მაშინ სულ ორიოდე სახლი მოჩანდა.
- გახსოვს ბადრი მზის ჩასვლისას ბორანზე, რომ გვიყვარდა დგომა და შენ პირველ ლექსებს მიკითხავდი.
- მოგწონდა?
- მაშ ისე ძლიერ სულგანაბული რისთვის გისმენდი, ნეტავ ვინ იყო ის ბედნიერი, ვისაც იმ ლამაზ ლექსებს უძღვნიდი?
- შენ ძვირფასო, მხოლოდ შენ, ნუთუ დღემდე კიდევ არ იცი?
ასე განლიეს შეუმჩნევლად მანძილი კამოს ქუჩამდე.
- გახსოვს ვორონცოვის ხიდის გავლით, შინ რომ ვბრუნდებოდით ერთი შავტუხა, ხუჭუჭთმიანი ქურთის ბიჭუნა ხიდიდან მტკვარში რომ ხტებოდა? შენც თუ შეიძლებ ამას მეთქი. ელვისებურად ტანსაცმელი რომ გაიძრე, ხელში მომაჩეჩე, ხელები გაშალე და თავურით უყოყმანოდ წყალში გადაეშვი. მეგონა ცურვა კარგად არ იცოდი. -გვიშველეთ მეთქი წამოვიყვირე და გონება დავკარგე. გონს რომ მომიყვანეს, გაღმა ნაპირას მდგარი ვიღაც ონავარ ძმაკაცს ებაასებოდი და გაღიმებული შორიდან ხელს მიქნევდი, თურმე შესანიშნავი მოცურავე და მეთევზე ყოფილხარ, მხოლოდ ეს ერთადერთი რამ იყო, რაც არასოდეს გაგიმჟღავნებია ჩემთვის -შენი ჰობი, ახლა გამახსენდა ზოგი შენი ამხანაგი გზად შეხვედრილს „მარიაკს” რომ გეძახდა. იმდროინდელი ჩუღურეთი ღვთისაგან დალოცვილი უბანი იყო, იქ თითქოს ბაბილონის გოდოლი უკვე კარგა ხნის აშენებული გახლდათ. რა ეროვნების ადამიანს არ შეხვდებოდით და ყველა იქ მცხოვრები ერთ ენაზე ლაპარაკობდა -ქართულად... სომეხი, ქურთი, აისორი, ებრაელი, ბერძენი, უკრაინელი და ვინ იცის კიდევ სხვა რა ეროვნებისანი. კამოს ქუჩას რომ გაუყვნენ, ბადრიმ წამოიწყო საუბარი| იმ საოცარი ბიოგრაფიის კაცზე სიგიჟე, რომ მოიგონა და სიკვდილის ინსცენირებაც, რომ გაითამაშა საპყრობილედან თავის დასაღწევად, მაგრამ ნათელამ სიტყვა ბანზე აუგდო რადგან მთელი მისი არსება დედაზე ფიქრს შეეპყრო, ნეტავი როგორ დამხვდებაო. საავადმყოფოს ეზოში რამოდენიმე ავადმყოფი დასეირნობდა (რომელთაც წყნარი შეშლილობა ჰქონდათ) ნეტავი დედაჩემიც დამშვიდებული დამხვდესო, -ინატრა მან.
- მე მთავარი ექიმი გახლავართ, ეს კი თანაშემწეა ჩემი, რა გნებავთ? -გამოეჭიმათ ვიღაც წარმოსადეგი, ლამაზი გარეგნობის, ახალგაზრდა ქალი და თავისი თანმხლები ქალის გააცნო, რომელიც შეეკითხათ -ვისთან ბრძანდებითო? ნათელამ რა თქმა უნდა მაშინვე შეიტყო, რომ ისინი თვითმარქვია ექიმები იყვნენ. მთავარი ექიმი ხომ მისი დიდი ხნის ნაცნობი გახლდათ. მაინც უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით უთხრა ვისთანაც მიდიოდნენ სანახავად და მათ „ექიმებმა” დიდი სიდარბაისლით უპასუხეს: ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ქალბატონი მინადორას გადაყვანა მღელვარეების პალატაში მოგვიხდა, ძლიერ ცუდად იყო, ვენები გადაიჭრა, ძლივს გადავარჩინეთ, ნუ შეშინდებით ახლა კარგად არის... პალატაში, რომ შევიდნენ თვითმარქვია ექიმების სიმართლეში დარწმუნდნენ: გიჟებს სრული სიმართლე უთქვამთ.
- ძლიერ ცუდ მდგომარეობაში გვყავდა, დასამშვიდებელი ხალათის გადაცმაც კი დაჭირდა. იმის წინ მუტიზმი და აუტიზმი*1  ჰქონდა, საჭმლის მიღებაც კი არ უნდოდა, ხელოვნურად ზონდით ვკვებავდით. ინსულინო*2 თერაპიაც ჩავუტარეთ შოკური. ამინაზინს ვაძლევდითY... მადლობა ღმერთს ნელნელა გამოდის მდგომარეობიდან, გადარჩა, ახლა, აი ხომ ხედავთ ბაბროვის აპარატი გვაქვს გამზადებული, ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმას ვუპირებთ, აი ეს კი ხელოვნური ხსნარის „სმესია”, ჩემივე ხელით გავუმზადე, -წარმოთქვა ნამდვილმა ექიმმა და მერე განაგრძო... მისი საკვები შედგება შემდეგი შემადგენლობისაგან: ერთნახევარი ლიტრი რძის, ორი კვერცხის, ათი-თხუთმეტი გრამი მარილის, ვიტამინებისაგან
------------------------------------------------------------
*1 მუტიზმი შიზოფრენიისათვის არის დამახასითებელი, ავადმყოფი ჯიუტად დუმს, აუტიზმიც ავადმყოფი ემალება ყველას, საკუთარ თავში იკეტება.
*2 ინსულინით მკურნალობენ დიაბეტს, წინათ შიზოფრენიასაც...
------------------------------------------------------------
ყოველივე ამის შეწოვის გასაძლიერებლად ემატება რამოდენიმე წვეთი იოდი, ემატება ორი-ხუთი წვეთი ოპიუმი, წინასწარ გამწმენდი ოყნა უკეთდება, შემდეგ თბილის -მარილიანი ოყნა (ერთი ჭიქა თბილი ქლორნატრიუმის ფიზიოლოგიური ხსნარი 20-23 მლ. დღეში ორჯერ, ნაწლავთა დამცლელი ოყნის შემდეგ. ხან კი (ზოგო ექიმი ასე ამჯობინებს) ვენაში ქოლოროვანი ნატრიუმის 10% ხსნარს 10-20მლ-ის რაოდენობით და შემდეგ უხვად სასმელად დაშაქრულ წყალს, ამას ემატება ვიტამინი „ც”, ან სხვა რომელიმე ვიტამინი. 5-10 ერთეული ინსულინი (უზმოზე) ორი-სამი საათის შემდეგ კი ზონდით, საკვები ნარევი”, მკვეთრი ჰიპოგლიკემიის დროს დამატებით ვენაში 10-20მლ გლუკოზას და უსათოოდ ვუკეთებთ თბილ აბაზანებს, (ოც-ოცი წუთის განმავლობაში) ინსულინის დიდი დოზებით გაკეთებაზე თავს ვიკავებთ, იმიტომ რომ დედათქვენი ძლიერაა დასუსტებული, გამოფიტული.
- მოგიკვდეს ჩემი თავი დედიკო, ვაიმე რა დღეში მყავხარ”... ნაღვლიანად გაიფიქრა ნათელამ და ექიმს გულმხურვალედ მადლობა მოახსენა. - მადლობა ექიმო, თქვენ ვალს უსათოოდ გადავიხდით -წარმოთქვა ბადრიმ. ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს, დედამ ეს თავისი ერთადერთი შვილი ვერ იცნო. ეზოში როცა გავიდნენ ბადრის და ნათელას ახლა სხვა მოსეირნე წყვილი წარუდგა გასაცნობად.
- მე გურანდუხტ დედოფალი გახლავართ. -თქვა შეშლილმა მოხუცმა, აი ეს ახალგაზრდები კი ჩემი პაჟები არიან, -მიუთითა მის შორიახლო მჯდარ ორ ახალგაზრდა ავადმყოფ ჭაბუკზე.... კართან კი სანიტართან ერთად მდგომმა ქალმა გადაუღობათ გზა: თაყვანი მეცით რეგვენნო! ჩემ სასახლიდან ასე უმადურად როგორ მიდიხართ... ეს მე ვარ დიდი სემირამიდა!
„გადმოკიდულა ციდან,
სემირამიდის ბაღი,
გული სულ ერთი ციდა
და მთის ოდენა დაღი!”*
Hჰა-ჰა-ჰა-ჰა -სემირამიდა ვერ მიცნეს, უმეცარმა სოვდაგრებმა შვიდი დღეღამე კი ეყარნენ ჩემს ციხე დარბაზში, ჩამოართვით ჩემგან ნაბოძები საჩუქრები! -უბრძანა გვერდით მდგომ „სეფექალს” -სანიტარს.
  გადიოდა დღეები, ახალი წლის ღამეს ბადრის ბინაში ერთ ადგილას ჭერი ჩამოინგრა და წყალი ჩამოუვიდათ, რადგანაც გარეთ ჯერ ძლიერ იწვიმა, შემდეგ კი წვიმა თოვლ-ჭყაპმა შეცვალა, უცებ გადაიდარა, მაგრამ ლეშხი მაინც ჩამოდიოდა წვეთ-წვეთებად, საგულდაგულოდ შედგმულ სისხლისფერად მოელვარე სპილენძის ტაშტში. ქალბატონ თამარს და ბადრის წვეთების მონიტონური წკარუნი გამოუთქმელი სევდით უვსებდა გულს. მთელი ღამე ტიროდნენ და გოდებდნენ.
------------------------------------------------------------
*1 ცისფერყანწელი პოეტის -შალვა კარმელის ლექსიდანაა
------------------------------------------------------------
ტიროდნენ ძვირფასი ადამიანის დაკარგვაზე და მათი ობლების უბადრუკ ხვედრზე. Gუტა ცავატ ლაპიდუმ *1 სევდიანად ფიქრობდა ბადრი წვეთების ცვენის ხმას რომ უსმენდა. დილით კი მეკვლედ ნათელა მივიდა. გოზინაყი და ცოტაოდენი ნამცხვარი მიუტანათ დეიდაშვილებს. ორივენი გადაკოცნა და ახალი წელი მიულოცათ: -იცოცხლეთ ეს წელი მაინც ბედნიერი ყოფილიყოს ჩვენთვის. დუმილი ჩამოვარდა. რომელიც ისევ ნათელამ დაარღვია.
- ბადრი! მეგონა წუხელ დიდიმთან იქნებოდი, საახალწლო შეხვედრაზე რატომ არ წასულხარ?
- ბიჭები მოცვივდნენ, ძლიერ მეხვეწნენ წავსულიყავი, მაგრამ დედაჩემს მარტოდმარტო როგორ დავტოვებდი.
- მეც თქვენთან ერთად ყოფნა მინდოდა, მაგრამ მამა ცუდად შეიქმნა. მთელი ღამე მე და მამიდა თავს დავტრიალებდით, სასწრაფო დახმარების კარეტაც კი გამოვიძახეთ. „ბედნიერმა დღეებმა” რომ გადაიარეს დიდიმმა ბადრი თავისთან მიიწვია, ყველა ამხანაგები მისულიყვნენ, დაღონებულები გამოიყურებოდნენ. ჯონი კი კითხულობდა და ოხუნჯობდა, ხშირად საძაგლად ხითხითებდა. ლაპარაკის ხალისი დაკარგვოდათ ახალგაზრდებს. ისევ ჯონიმ წამოიწყო. რა ცხვირები ჩამოგიშვიათ, ცოტახანს თუ ჩაგსვამენ... რა უშავს! „კარგი ჩიტი ხომ მუდამ გალიაშია”. ვინც კარგად იგალობებს გალიიდან უფრო მალე გამოფრინდება. შეიძლება სულაც არ დაისაჯოთ კომკავშირის კრებაზე გალანძღვა გაკმარონ. ანაზდად პურ-მარილი გაიშალა და როდესაც ცოტა შეთვრნენ, ჯონიმ სიმღერა წამოიწყო:
            "Далёких спепах за Байкаля
            Где золото роют в горах
            Бродяга судьбу проклиная
            Тащился сумой на плечах"

ახლა დოდიკამ აუბა მხარი:
              "Дорога дальная
              Тюрма центральная
              Цыганка с картамы "

და ა.შ.
  სიმღერა რომ ჩაათავა თქვა: -ყველაფერი კარგად დასრულდება. ისეთი კაცი გვეხმარება, დიდი თანამდეობის პირი, მწერალი. სასჯელს აგაცილებთო. მე მჯერა მისი, სიტყვის კაცია. აი ეს ჟურნალებიც ხომ უკანვე მომცა. ასე მითხრა: -ნებართვა, რომ მივიღოთ ჟურნალის
-----------------------------------------------------------
* წვეთი ქვას ხვრეტავს (ლათ.)
-----------------------------------------------------------
ბეჭვდითი ორგანოდ გადაკეთებისა, საჭიროა ერთ-ერთი ეგზემპლიარის ყდაზე მაინც ჩვენი ფაქსიმილე იყოს, ყველას ხელმოწერა, კიდევ გიმეორებთ.
- დროებით მაინც ჯობია, რომ იშვიათად შევხვდეთ ერთმანეთს. -თქვა ნანამ. -სიფრთხილეს თავი არ ასტკივა.
- მე კი ვფიქრობ ამით უფრო დაეჭვდებიან ჩვენი მტერ-მოყვარენი! -ჩაიხითხითა ჯონიმ. -იმათ ჯინაზე მოდი ერთხელ კიდევ სადმე შევხვდეთ ერთმანეთს.
- ჩემთან ჯობია მთაწმინდაზე. ჩემს ბინაში პურ-მარილიც იქნება, ოღონდ ყველანი მიდით! -უთხრათ ლიანა ჯანხოთელმა. შაბათს საღამოს ჯანხოთელების ბინას ეწვივნენ, თუმცა ბინა კი არა რაღაც სარდაფი იყო, თითქოს ქვესკნელში მდებარე. როგორც კი მივიდნენ, ანაზდად ელექტროდენი გამოირთო. კიბე ვიწრო იყო სათითაოდ ჩადიოდნენ და ვიღაც უცნობნი სახეში ჯიბის ფანარს ანათებდნენ. ყველას გულდასმით აკვირდებოდნენ. უცნაური მასკარადი მოაწყეს. ალბათ ყველა სახე, რომ კარგად დაიმახსოვრეს, უეცრად გაუჩინარდნენ. ელექტროდენიც უეცრად ჩაირთო. წრის წევრებს გული უგრძნობდათ, ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა. ცოტა, რომ შეთვრნენ დოდიკამ თქვა:
- მოდი ერთმანეთს თითო ლექსი წავუკითხოთ, ჩვენი რომელიმე საყვარელი ლექსი, მერე კი ვიცეკვოთ, ვიმღეროთ, ნურაფერზე ნუღარ ვიფიქრებთ, თავი მივცეთ თავდავიწყებას. მეორე დღეს უნივერსიტეტის აუდიტორიაში მჯდომმა ბადრიმ, უკან მერხზე მჯდარი ორი უცნობი პიროვნება შენიშნა. რომლებიც ლექციის დამთავრებისთანავე ბადრის ქუჩაში შორიახლო აედევნენ, (ეგონათ შეუმჩნევლად მისდევდნენ). სახლში მისულს დედა არ დახვდა, სოფელში წასულიყო, მაგიდაზე წერილი დაეტოვებიდა: -აბა შენ იცი ჩემო ჭკვიანო ბიჭო თავს მოუარე, ავად არ გამიხდე, ძალიან მალე ჩამოვალ, გკოცნი შენი დედიკო. ასეთი ალერსიანი წერილი იყო. ის კი იყო უნდა ესადილა, რომ კარი მეზობელმა თედომ შემოუხსნა და უთხრა:
- დისშვილო, მარტო ღვინოს როგორ დავლევ, მობრძანდი ცოტა წავიპურმარილოთ.
- გმადლობ ბიძაჩემო, წეღან ვისაუზმე ამხანაგებთან ერთად. იცრუა ბადრიმ.
- ახლა ცოტაოდენი ღვინოც დააყოლე და უფრო მხიარულად იქნები. განა უცხონი ვართ, დედაშენი ბიძაშვილად მეკუთვნის.
- რა გაეწყობა... არ მინდოდა კი თქვენი შეწუხება.
  თედო წითელი პარტიზანი ბრძანდებოდა. მისი სიტყვებით, რომ ვთქვათ „კონდრატევშჩინა” პირველად საქართველოში მან აღმოაჩინა. ოცდაოთხ წელშიც დიდი „საგმირო საქმეები” ჰქონია ჩადენილი. სიღნაღის მაზრის აღმასკომში უმუშავია, შემდეგ კი მილიციის უფროსი გამხდარა, მაგრამ როგორც წერა კითხვის მცირე მცოდნე თანდათან დაუქვეითებიათ. ცოტახანს რომელიღაც საბჭოთა მეურნეობის დირექტორადაც კი დანიშნეს ბოლოს კი თავისი მშობლიური სოფლის კოლმეურნეობის ღვინის წერტის გამგედ ქალაქ თბილისში. ბედს არ ემდუროდა. გროშებიც ჰქონდა და ხარისხიან ღვინოსაც მიირთმევდა. სამუშაოც შესაფერისი ჰქონდა. ყველა, როგორც დარდიმანდ და ღვინის მსმელ კაცს ისე იცნობდა. ყველაზე საამაყოდ ის მიაჩნდა, რომ მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა უნივერსიტეტი დაამთავრა. აგრეთვე ის, რომ რაღაც ორდენით და მედლით დაეჯილდოვებინათ, რომელიც განუყრელად მკერდზე ეკიდა მარცხენა მხარეს. როგორც კომუნისტების უმრავლესობას მასაც ხაკის მწვანე კიტელი და გალიფე ეცვა, ფეხთით ჩექმები ემოსა. ქუდიც საჩეხიანი ჰქონდა ვარსკვლავით დამშვენებული. გაზეთის კითხვით თავს არ იკლავდა მაინცდამაინც, მაგრამ ყასიდად ხშირად მაინც ხელში ეჭირა, სათუთად დაკეცილი. მაგიდას შემოუსხდნენ. თამადობა თედომ ითავა. პირველი სადღეგრძელო რა თქმა უნდა დიდი ბელადისა შესვეს, მერე კი ძლევამოსილი მუშურ-გლეხური წითელი არმიისა. ადღეგრძელეს ლავრენტი პავლეს ძეც, რაღაAთქმა უნდა! შემდეგ დედ-მამა, დედ-მამიშვილები (ტრადიციის მიხედვით როგორც წესია.) ერთმანეთიც გულითადად ადღეგრძელეს, დიდი სიყვარულით, როდესაც ლაზათიანად შეთვრნენ დერეფნის კარი ჩარაზეს. (საერთო დერეფანი ჰქონდათ) და უდარდელ ძილს მისცეს თავი. შუა ღამის სამი საათი იქნებოდა ვიღაცა გააფთრებული ურახუნებდა დერეფნის კარებს.
- რა გინდათ, ვინ ოხერი ხართ, რას გვაფეთებთ ამ უდრო-უდროს შუა ღამისას!
- მე ვარ დომენტი, საბინაო სამმართველოს კომენდანტი, საჭირო საქმეა. გახსნეს თუ არ დერეფნის კარი, რამოდენიმე კაცი შემოვარდა და ერთერთმა იკივლა:
- ხელები მაღლა! ხელები მაღლა!.. მე შენი, შე ქოფაკო კარს შენ არა ხსნიდი? დაფეთებას ეხლა გაჩვენებთ! შენ ბრძანდები ბადრი ხირსელი?
- გვერდით რომ ბინაა ისაა მაგათი. -ჩაულაპარაკათ კომენდანტმა. ბადრიმ გამოიხედა და დაუპატიჟებელი სტუმრები სახლში შეიპატიჟა.
- კედელთან პირშებრუნებული დადექი! -უბრძანეს ბადრის. -გვითხარი სადა გაქვს იარაღი გადამალული.
-მე მწერალი ვარ. ჩემი იარაღი კალამია, მხოლოდ კალამი.
  კომენდანტს უთხრეს: -ორი მეზობლის დასწრებაა საჭირო, სწრაფად. თედოს უკვე ჩინ-მენდლებიანი კიტელის გადაცმა მოესწრო და ხელში წითელი წიგნაკიც ეჭირა. მომხდურებს ამაყად წარუდგათ და უთხრათ:
- ჯერ გაგეგოთ ვის ლანძღავთ. მე წითელი პარტიზანი გახლავართ, ყოფილი მილიციის უფროსიც. რამოდენიმე დღის წინ მეზობლის ბინა გაძარცვეს და კარებს ღამღამობით იმიტომ ვკეტავთ, იმიტომ ვფრთხილობთ. მეორე დამსწრეც შემოიყვანეს -მეზობელი მუხუცი ქალი. დაიწყეს ჩხრეკა. ხიშტით დაფატრეს ბალიშები, ნაალები, მუთაქები, გული წყდებოდათ, რომ საეჭვო ვერაფერიOიპოვეს. ბადრი წინ წაიგდეს ბინის გასაღები კი მის მეზობელ, მოხუც ქალს მიაბარეს.
- კიდევ აქვთ ამათ ერთი ოთახი განცალკევებით ჩვენივე დერეფანში. -მიუთითა თედომ ბადრის ოთახზე. წიხლის კვრით გახსნეს კარი და შეცვივდნენ. ახლა იქ წამოიწყეს ჩხრეკა, გადააქოთეს ყოველი კუთხე და კუნჭული. კედელში დატანებულ წიგნების კარადასთან მიდგმულ როიალზე მომხდურთა შორის ყველაზე უფრო ახალგაზრდა კაცი, ერთი ნახტომით შეხტა და მთელი წიგნები ძირს ჩამოყარა. დაიწყეს მათი ჩხრეკა, არჩევდნენ ნივთიერ მტკიცებად რა გამოადგებოდათ.
- აი, ეს ფაშისტების პირსისხლიანი ლაქიის გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებებია, ეს კი მათი მსტოვრების მიხეილ ჯავახიშვილის და ტიციან ტაბიძის. -ეს ვიღას ერთტომეულია ტროცკისა? -თქვა პოდპოლკოვნიკმა;
- არა ბატონო, ეს ანფასში გადაღებული, უნიათო მენშევიკი, პლეხანოვი გახლავთ. -უპასუხა ჩინით მასზე უმცროსმა.
- როიალი რაღას გიშავებდათ, დანალული ჩექმით სარქველი რომ დაულეწეთ.
- აწი შენ მაგ როიალზე ვეღარასოდეს დაუკრავ. სადარდებელი სხვაც ბევრი რამე გექნება! -დაადეთ ხელბორკილები ბრძანა უფროსმა. ხუნდები მთლად ახალი გახლდათ, როგორც ჩანს მეგობრული ამერიკის ძღვენი. ვიდრე ხელბორკილს დაადებდნენ ბადრიმ საწერ მაგიდაზე დადებული ქისა აიღო და თამბაქოს გახვევა მოასწრო... თედოც მიბარბაცდა მაგიდასთან და ქისას წაეპოტინა თუთუნის მოწევა მოუნდა.
- გასწი ეგ ბინძური ხელი, არ შეახო, ეგ ქისა პატიოსანი ადამიანის მოქსოვილია, თამბაქო კი პატიოსანი ადამიანის მოყვანილი. კარი გამოკეტეს და ბადრი წინ წაიგდეს. „ნივთმტკიცებებით” გამოტენილი ტომარა კი ზურგზე წამოკიდეს მის პატრონს. ალაყაფთან „შავი ყორანი” უცდიდათ და კიდევ რამოდენიმე შეიარაღებული კაცი. მარტის მთვარიანი და ქარიანი ღამე იყო. ბადრის ავტომანქანის სარკმლიდან სევდიანად შეავლო თვალი სარკესავით მოელვარე, გაყინულ მტკვარს, შემდეგ კი მთვარის შუქით მოელვარე ქაშუეთის გუმბათს და ოქროსფერ ჯვარს. სულ მალე „შავი ყორანი” მშობლიური პირველი სკოლის გვერდით, შავი შენობის, დარკინულ, უზარმაზარ კარებთან შეჩერდა. კარი კი არა თითქოს კუპრისფერი წიგნის ყდა იყო, სისხლის წვეთებ და სისხლის ცრემლებ მიმოფრქვეული. ფერმკრთალი ნათურები რომ დანათოდნენ. ასე დაიწყო ბადრის ახალი ცხოვრება.

*

*    *
  ყურმოკვრით იცოდა ბადრიმ იქ როგორ აწამებდნენ ადამიანებს, რომ თითქოს მიწის ქვეშ აისბერგივით უფრო მეტი იყო ის ერთი დაწესებულება ვიდრე მიწის ზემოთ, მიწის ქვეშ მრავალი საწამებელი ოთახები ჰქონდათ, მხოლოდ ხსენებაც კი თავზარსა სცემდა ადამიანებს. გაოცდა როდესაც იმედი გაუცრუვდა. უეცრად მოწამებრივი სიკვდილის დაფნას რომ ვერ ეღირსა. პირველი სართულის რომელიღაც ოთახში შეიყავნეს სადაც ერთი ახოვანი, აყლაყუდა კაცი დაუხვდათ. ოთახში მხოლოდ ერთი ტაბურეტი იდგა, რომელზეც შპიცრუტენის*1 მსგავსი ჯოხი იდო. -„იწყება, ყოჩაღად ბადრი”! ფიქრობდა ყმაწვილი. -გაიძრე ტანსაცმელი. კბილებში გამოსცრა ახმახმა და იქ კუთხეში დადექი. დაიწყო ჩხრეკა. ყურადღებით, რომ გასინჯა ყოველი, დაბალი ხმით უთხრა! ჩაიცვი!
- რა, ჩემი ცემა და წამება გადაიფიქრე. - ჰკითხა ბადრიმ.
- როგორ თუ ცემა? -გაიოცა ახმახმა.
- განა თქვენ გასამრჯელოს ადამიანების წამებაში არ გიხდიან?
- შვილო შენ ხელა შვილი მყავს, მებრალები, ჭკუას მოუხმე, თავი მოისაწყლე, თორემ მაგ რქებს მალე მოგამტვრევენ. -ასე წაჩურჩულა ყურში ახმახმა კაცმა და თითი ღილაკს დააჭირა. ერთი გოდორივით, მორგვივით მრგვალი გრძელცხვირა, შავგვრემანი ახალგაზრდა ბიჭი შემოგორდა.
- წამომყევი! -უბრძანა ბადრის, უნდა გახსოვდეს ხელები მუდამ ზურგზე დაიწყო და ისე იარო. -დამოძღვრა მან. იარეს, განვლეს ბევრი რკინის გისოსებიანი ჩაბნელებული დერეფანი, სამარეულ სიჩუმეს მხოლოდ ზოგჯერ ცივი შრიალის თუ სისინის მაგვარი ხმა არღვევდა. -ჩუ, ჩუ! ჩუ, ჩუ! ს-ს-ს-ს-! ეს ხმა თითქოს სისხლის ძარღვებს ცივი დანით უსერავდა პატიმარს. ბოლოს სულ მაღალ სართულზე მოზრდილ, ლამაზ კაბინეთში შევიდნენ, სადაც უზარმაზარ მაგიდასთან ბადრიზე რამოდენიმე წლით უფროსი, ცისფერთვალება, სიმპათიური, კეთილი სახის მაიორი იჯდა. ბადრი თავაზიანად მიესალმა მას.
- შენ შეგიძლია წახვიდე! -უთხრეს გოდრისებურ არსებას. ბადრი კი კარგა ხანს კედელთან იდგა ატუზული და ელოდა რას ეტყოდა ბატონი მაიორი. რომელიც თავაუღებლად გამალებით წერდა რაღაცას. მის ზურგს უკან საბჭოთა კავშირის უზარმაზარი რუკა ეკიდა. უეცრად მაიორმა წერა შეწყვიტა და თითქოს მოაგონდა იქ მყოფი ბადრის არსებობა, ასე მიმართა:
- რაო, ბიჭუნა რატომ ხარ აქ?
- აბა რა ვიცი.
- არც ისეთი პატარა ხარ, რომ არ იცოდე!..
- თქვენ ბრალი გედებათ ანტისაბჭოურ არალეგალურ მუშაობაში.
- სიცრუეა. -თქვა ბადრიმ და გაიცინა. -მე ლექსებს ვწერდი, პოეტი გახლავართ, რასაც ღმერთი მკარნახობს მხოლოდ იმას ვწერ.
- მეც ფილოლოგი ვარ და გეტყვით: „ბოროტი საქმე დღის სინათლეს შორს ვერ წაუვა თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს”.
- ვიცი ეგ შექსპირიდანაა.
- ჰოდა ისიც იცოდე აქ ვინც მოდის შეუძლებელია დაფაროს რაიმე. აბა ახლა კი ორიოდე შენი ლექსი წაგვიკითხე. ბადრიმ რამოდენიმე თავისი ლექსი წაუკითხა მას.
- ნიჭიერი ბიჭი ყოფილხარ, არც მართალია მართალი, მაგრამ სწორ გზას აცდენიხარ. მაგიდის ქვეშ ღილაკს დააჭირა ხელი და ისევ მორგვი შემოგორდა.
- ქამარი მოხსენი და ქვევით ჩაიყანე საკანში! -უბრძანა უფროსმა. იარეს, იარეს, ისევ განვლეს ჩაბნელებული, რამოდენიმე სართულის რკინის გისოსებიანი დერეფანი, ისევ ის სისინი და ს-ს-ს, ჩუ-ჩუ! გაიმოდა,
-----------------------------------------------------------
*1 მეფის რუსეთში ასეთ ჯოხს სპეციალურად სალდათების გასაროზგად იყენებდნენ.
-----------------------------------------------------------
მკვდრულ მდუმარებაში... და როგორც იქნა ერთ საკანს მიადგნენ, რომელსაც ორმოცდამეხუთმეტე ეწერა. მორგვმა კარი გახსნა და ბადრი კინწისკვრით იმ მარტო საკანში შეაგდო.
- მშვიდობაშიაო. -მიაძახა დაცინვით. ერთხანს გაოგნებული იდგა, მკრთალად განათებულ ოთახში, მერე ირგვლივ თვალი მიმოავლო, სად ვარო. დარკინულ კარს, ზემოთ პაწია ფანჯარა ჰქონდა დატანებული რომელიც დერეფანში გადიოდა. იმავე კარში სარკმელიც იყო დატანებული, საიდანაც პატიმრებს საჭმელს აწვდიდნენ. უფრო ზემოთ კი სათვალთვალე რათა ყურადღება და მათი „ლოცვა-კურთხევა” არ მოაკლონ პატიმარს. შესვლისთანავე დალანდავდით უზარმაზარ თიხის ჭურჭელს. ეგრეთწოდებულ „პარაშას” (მოძრავ საპირფარეშოს) ოთახი დაახლოებით ექვსიოდე კვადრატული მეტრი იქნებოდა. შიგ ერთი რკინის ჩაჟანგებული საწოლი იდგა, პატარა ხის მაგიდა, რომელზედაც ხის მოზრდილი ჭიქა, ჯამი და კოვზები ელაგა. იქვე იდგა სასმელი წყლისთვის განკუთვნილი დოქი. ჭერზე კი დაბალ ვოლტიანი ელნათურა ბჟუტავდა უშუქფაროდ. ახლა მხოლოდ „უდიდესი ძილი” მიხსნის, დათვური ძილი! -გაიფიქრა ბადრიმ და ფიცრებზე მიეგდო. წინა დღით ღვინო ნასვამს ჯერ კიდევ თავბრუ ეხვეოდა. ცდილობდა არაფერზე ეფიქრა, ეფიქრა მხოლოდ ძილზე და როგორც იქნა გულის ძილით ჩაეძინა. გამთენიისას ზედამხედველის ყვირილმა დააფეთა:
- დღისით ძილი სასტიკად აკრძალულია... ცოტა ხნის მერე აქვე დერეფანში საპირფარეშოშიც გაგიყვანთ. შორს წასვლა არ მოგიხდება, სასმელ წყალსაც მოგიმარაგებთო. ბადრი წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. ცოტა ხნის მერე იმავე ზედამხედველმა სარკმლიდან კუთვნილი ულუფა -პური შეაწოდა. ტალახივით შავი, გამოუმშრალი, დაახლოებით ოთხასიოდე გრამი. ზედ პატარა ჩხირით პატარავე პურის ნაჭერი ჰქონდა დამაგრებული. გონიერი ადამიანი უმალვე მიხვდებოდა იმ კედლებში რაც კანონით გერგებოდა ყოველთვის აფთიაქის სასწორზე გამოწონილს, მისხლობით მიიღებდით და ისევ გაიფიქრა სწორედ ამაზე უთქვამთ ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე: „Fიატ ჟუსტიცია პრეატ მუნდუს” *1 სულ მალე იმავე „სანეტარო” სარკმელთან ბურღულის ნახარში შეაწოდეს, რაღაც მღვრიე საძაგელი მასა, რომელსაც პატიმრები „ბალანდას” უწოდებდნენ.
- ბოდიში მეგობარო აქ თუ შეიძლება რაიმე წიგნის მიღება?
- აკრძალულია.
- ჰაერზე გასეირნება?
- აკრძალულია. ხომ ვთქვი მხოლოდ დერეფანში გაგვყავს პატიმარი დილა- საღამოს საპირფარეშოში გასასეირნებლად.
- ექიმთან?.. მგონი სიცხე უნდა მქონდეს.
- ნუ გეშინია... გიმატებს. -დაასკვნა ზედამხედველმა და „ფორტოჩკით” კინაღამ ცხვირი მიატეხა, ისე მიუჯახუნა. პატიმარმა ყმაწვილმა ისევ
------------------------------------------------------------
*1 თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაინგრას,ოღონდ კანონიერება ფორმალურად დაცული იქნეს. (ლათ.)
------------------------------------------------------------
გარშემო უმწეოდ მიმოიხედა და თავის საწოლთან კედელზე წარწერები შენიშნა, რომელთაAწაშლა ზედამხედველს უცდია, საღებავიც გადაუსვია, მაგრამ გაფერმკრთაკებული წარწერები მაინც იკითხებოდა. პირველი წარწერა ვინმე აბრამოვს ეკუთვნოდა და ასე ღაღადებდა: Погубила собственная жена Мария, Мария будь проклят! იქვე კუბო ეხატა, რომელსაც ჯვარი „ამშვენებდა”, ჯვარზე კი ფრთაგაშლილი ყვავი იჯდა. მეორე წარწერა კი იუწყებოდა: -აქ ვიჯექი ლელი ჯაფარიძე (თარიღი წაშლილი იყო). ნეტავი რომელი ჯაფარიძე იყო ის ცისფერყანწელი? იქნება აქ მის სიახლოვეს დიდებული ტიციანი და ჯავახიშვილი ჰყავდათ მარტო საკანში გამომწყვდეული? უეცრად „ფორტოჩკა” გაიღო და პატიმარს საწვნეთი ცხელი წყალი ჩაუსხეს ხის ჯამში თან ერთი ბეწო შაქრის ფხვნილიც მოაყოლეს, ხოლო შუა ხნის რუსის ქალმა -ექთანმა რაღაც თეთრი ფხვნილი მიაწოდა და თერმომეტრი (სიცხის გასაზომად) როგორც ჩანს მთლად მოძულებული არ ვყევარ „მასპინძლებს” რადგანაც ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვას როგორღაც გამოხატავენ. კედლები ყრუ იყო და მაინც ციხის ეზოდან ჩიტების ჭიკჭიკის ხმა აღწევდა, თუკი მანქანის საზარელი გრუხუნი ან სროლის ხმა არ ისმოდა. ჭაბუკს უნებურად დერჟავინის ლექსი გაახსენდა:
                    "Поимали птичку голосисту
                      И еу сжать её рукой
                        Пищет бедняга в места свисту
                      А ей творят пой птичка, пой"
ჩაი მიირთვა და ცოტა ხნის მერე ცარიელ ფიცრებზე მიეგდო და ვიდრე ჩათვლემდა თავის ადრიან ბავშვობაში გადასახლდა, ლამაზ მოგონებებში: ბადრი დედ-მამასთან ერთად სასადილო ოთახში ჩაის შეექცეოდა, ანაზდად ფანჯარაში პაწაწინა ჭრელი ჩიტუნა შემოფრინდა, რომელიც გარეთ თავის გაღწევას ამაოდ ცდილობდა, ბადრი წამოხტა და გაოგნებულ ფრთოსანს ხელი წასტაცა...
  დედამ ცოტა ხანს შვილს ალერსი დააცადა და შემდეგ კი ასე უთხრა: -აბა ხელი დაადე გულზე, როგორ გამალებით უცემს, შეშინებულია, დედასთან გაფრენა უნდა, მასაც ხომ დედა ჰყავს და ტირილით დაეძებს ან ელოდება ალბათ... აბა თუ დედა გიყვარს მწვანე ნისკარტი დაუკოცნე და გააფრინე. მართლაც ბადრი ასე მოიქცა...
  მეოცნებე ჭაბუკის სული ისევ ლაჟვარდებში დაქროდა, საკანში კი - ვირთაგვებში და წყვდიადის საუფლოში მხოლოდ მისი სხეული სახლობდა. მეორე დილას „საუზმის” შემდეგ ზედამხედველმა კარი გახსნა და უთხრა: -წამომყევი! -სად? ასეთი კითხვა მუდამ ზედმეტია, სადაც საჭიროა იქ... ხმა გაკმინდე და წამომყევი! ისეც ბნელი დერეფანი, ისევ ჩუ-ჩუ-ჩუ, ს-ს-ს-ს! სადღაც სარდაფში ჩავიდნენ, რაღაც ცისტერნის მაგვარი მოჩანდა ორთქლში და ბურუსში. -რაა, გაზის კამერაა? -იკითხა ბადრიმ. -რაა? ხომ ვთქვი „როგორ ან სად” დაივიწყე. ეგ კითხვები! გაიხადე ტანსაცმელი ეხლა კი აი მარჯვნივ ორთქლი, რომ გამოდის იქ შედი! ყმაწვილი შეკრთა, ერთი წამით შეყოყმანდა, მაგრამ მერე ისევ ძალღონე მოიკრიბა და შეაბიჯა ორთქლში და გაოცდა როდესაც გაზის კამერაში კი არა აბანოში ამოყო თავი. კარგადაც იბანა, მაგრამ კინაღამ დაიხრჩო ისეთი სიცხის ბუღი იდგა იქ, ისეთი სქელი ორთქლი იყო, მის გაყვანას კი არავინ ცდილობდა. -გინდ ეს იყოს და გინდ გაზის კამერა, თუ დაიხრჩობი, განა სულ ერთი არ არის. -ფიქრობდა ჭაბუკი. ყველაფერს ბოლო აქვს ბოლოსდაბოლოს. ყმაწვილი გამოიყვანეს და ხელში თავისი სამოსელი მიაჩეჩეს. ჩაიცვა და როდესაც თვალით რაიმეს გარჩევა შესძლო ზევით დერეფანში ასულმა სადაც შედარებით მეტი სინათლე იყო პირკატა ეცა. მისი ახალთახალი, ლურჯი კოსტუმის ნახევარი გვერდი ყავისფრად იყო დამწვარი. თუმცა ქსოვილს სიმკვრივე არ დაკარგვოდა, ხოლო ახალთახალი პალტოს მეხის საყელო მუშტისხელა გამხდარიყო ისე იყო შეკუმშული. იქნებ ღმერთი მსჯის? -გაიფიქრა ჭაბუკმა. როდესაც საკანში კინწისკვრით შეაგდეს და სამების ლოცვა გაიხსენა ვიდრე ლოცვას წარმოთქვამდა დიდედა ბაბე გაახსენდა. ადრიან ბავშვობაში, როგორ უყვარდა თავისი ათეისტური შეხედულებებით მისი შეშფოთება, შემდეგ კი როდესაც ჭკუაში ჩავარდა როგორ იწამა თვითონაც ღმერთი, მალვით დადიოდა ღვთის სახლშიც და მალვითვე იწერდა პირჯვარს. -იქნებ მხურვალე ლოცვამ მიხსნას?
  ჭაბუკმა პირჯვარი გადაიწერა და ლოცვა წამოიწყო. -„წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალე ჩვენ, შეგვიწყალე ჩვენ, შეგვიწყალე ჩვენ. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნით უკუნისამდე, ამინ!
  ყოვლად წმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდე უსჯულოებანნი ჩვენნი, წმინდაო მოიხილე და გაჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ”!ლოცვას მუხლმოყრილი აღავლენდა, შემდეგ კი ტაბურეტზე ჩამოჯდა. ხელუხლებლად მდგარ ბალანდას და ტალახივით შავი პურის ნაჭერს პაწია წრუწუნები დასეოდნენ და ჭაბუკს ერთმა აზრმა გაუელვა: -მგონი გასართობიც ვიპოვეო. ბებია ბაბეს მიერ მოქსოვილ თავის წინდას ბაწარი მოარღვია და ტაბურეტს გამოაბა. იმპროვიზირებული თაგვის ხაფანგი დაამზადა. გადმობრუნებულ ტაბურეტს ცოცხზე მოტეხილი ჩხირი შეუდგა და ქვეშ პურის ნამცეცები დაყარა. ლოდონო არ დაჭირვებია, წრუწუნები იმ ნამცეცებს დაესივნენ და მეჯლისი გამართეს, მაგრამ ჩაუმწარდათ ლხინი. ბადრიმ ბაწარს ხელი გამოკრა და რამოდენიმე თაგუნია ემსხვერპლა ამ გართობას. ერთი თაგუნია კი ოდნავ გონმიხდილი ხელში ეჭირა და ებაასებოდა: -ნუთუ შენი მშობლები ისე უგუნურები არიან, რომ არ იციან აქ ყოფნას სადმე მინდორში თავისუფლად ნავარდი ჯობია. იქ სადმე მდელოში ლამაზი სოროს გაკეთება პურის თავთავების ხეივანში სეირნობა, რას ეცილებიან ამ საცოდავ პატიმრებს ამ ტალახივით შავი პურის ძიძგნაში?!.. და ჩაეძინა საბრალო პატიმარს, ვიდრე კედელზე კაკუნმა არ გამოაღვიძა. ჯერ გვერდით მდებარე ერთი საკნიდან ვიღაც უცნობი კაცი ამცნობდა კაკუნით -მე აქ ერთი ვარ, შენ? -მეც ერთი. -უპასუხა ბადრიმ. ახლა მეორე კედლის იქიდან შემოესმა კაკუნი. - მე ერთი ვარ ქალი, შენ? - მეც მარტო ვარ, უპასუხა ბადრიმ. ზედამხედველმა, რომ ვერაფერი შენიშნა, პირველი ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა ძლიერ გათამამდა და ხმამაღლა წარმოთქვა: -ვინ ხარ და ვის საქმეზე ხარ? ბადრიმ გაიგონა როგორ გააფთრებული შევარდა მასთან ზედამხედველი და სადღაც მიათრევდა იმ პატიმარს, როგორც ჩანს კარცერში. იმაზე ძნელი რა უნდა იყოს, შენ ბედში მყოფ კაცს აწმაბდნენ, სულში აფურთხებდნენ შენ კი ვერაფერს შველოდე. ამ უსასოების და მწუხარების წუთებში ისევ პოეზიით სულდგმულობდა და ინუგეშებდა თავს ბადრი. თავისი საყვარელი, სათაყვანო პოეტების ლექსთა სტრიქონებს იგონებდა. ზეპირად გაიხსენა გალაკტიონის „ათოვდა ზამთრის ბაღებს”, „ლურჯა ცხენები”, ტატოს „მერანი”, შემდეგ ოქროსთმიანი ესენინის სახე წარმოუდგა თვალწინ, რა ჩინებულად თქვა ესენინმა: -„Gჯტნს დცტ ტლბყჯქ რჰჯდს”! გულს ნუ გაიტეხ ბადრი! ეუბნებოდა თავის თავს ბადრი, განა დიდებული რუსი პოეტი ქალი ანა ახმატოვა შენზე სათუთი და სუსტი არ იყო უდიდეს ქარიშხალს, რომ გაუძლო? მოაგონდა მისი სტრიქონები:
„რადგან ვიცოდი, გადავიხდიდი
ასმაგად ყოველს
ციხეში, სახლში, სამარეში ან საგიჟეთში,
ყვალგან იქ, სადაც უწერიათ გაღვიძება
ჩემნაირთ, მაგრამ...
გრძელდებოდა შვებით წამება”.
  ტიციანი? შენზე ნაკლებ აცვეს ჯვარს? აღარც თუთუნი ჰქონდა პატიმარს, აღარც ასანთი და ძლიერ ეწამებოდა. შიმშილსაც გრძნობდა, შიშსაც. თითქოს ყველამ გადაივიწყა. იჯდა საკანში და ელოდა, კიდევ როდის დაკითხავდნენ. ეჭვი ახრჩობდა. ბევრისაგან გაგონილი ჰქონდა, რომ რაღაც „სამეულები” გაუსამართლებლად ხვრეტდნენ ადამიანებს. ხშირად უდანაშაულოდაც კი. ეს მაინც უფრო ჰუმანურია... მწარე ღიმილით დამცინავად ეუბნებოდა თავის თავს ბადრი... შუა საუკუნეებში ბარბაროსები ხომ მდუღარე წყალში აყოფინებდნენ ფეხებს და თუ არ დაიფუფქე მართალი ხარ, ხოლო თუ ოდნავ მაინც დაგეწვა ხელ-ფეხი მაცხოვარი გადაგიბარებდა. კაცის დახვრეტას კი რა უნდა? შეიძლება დერეფანში ზურგზე ხელებდაწყობილი, რომ მიგყავს კეფაში ახალო ტყვია ან თუნდაც მარტო საკანში, ვინ იქნება მისი ქომაგი?! აი, საპყრობილის ეზოში ხომ ხშირად გაისმის ავტომატური იარაღის ტყვიების კაკანი. ვითომ სროლაში ვარჯიშობენ? შავი დერეფნით საპირფარეშოში, ღამით მედოლეებივით უბრაგუნებდნენ განსასჯელთ, დამნაშავეებსაც და უდანაშაულო დამნაშავეებსაც. ამ ღამესაც ასეთი აზრები მოსდიოდა ბადრის თავში და გვიანობამდე არ ეძინა, უცებ ჩვეული ჯახაჯუხი ატეხეს რკინის კარებებისა. ისევ სისინი და ჩუ-ჩუ-ჩუ -გაისმა, ისეც იგრძნო ბადრიმ პაწია თმები თავზე ყალყზე როგორ დაუდგა. -სახელი, მამის სახელი, სტატია, მუხლი. -დაჭყივლა ზედამხედველმა. -ბადრი ხირსელი გიორგის ძე. სტატია 58 , 10-11 წამიძეხი წინ, სწრაფად. ზურგზე ხელებ დაწყობილი ბადრი უსიტყვოდ მისდევდა და შიშით და მოლოდინით გათანგული იყო. ვინ და რა დამხვდება იქ ზევით? ნაცნობ კაბინეთში მიიყვანეს. კვლავ დიდხანს წერდა გამალებით რაღაცას ბატონი პოლკოვნიკი და კუთხეში მდგარ ჭაბუკისათვის ყურადღებაც არ მიუქცევია. ვიღაც ახალგაზრდა, რუსის ქალი შევიდა. მონიკელებული სინით კატლეტი და ყავა მიართვა და თან ანგარიშიც მიაყოლა. გამომძიებელმა ეჭვიანად გადაიკითხა და უთხრა:
-ჟგზნმ ჯ,ობნფკფ!
-ჯხტყმ ვყტ ყე;ყფ დფიბ რჯგტბხრბ! -უპასუხა ქალმა.
- ამ ხალხს ვერ ვასწავლე კანონ-წესები, აქ რომ ამას გაგიბედავენ ამ სპეტაკ დაწესებულებში, სხვაგან რაღას გიზავენ ასეთი ადამიანები. რუსი მაინც არ იყოს, ყველაზე კანონიერი და სულით მაღალი ერის შვილი. დამშეულ ბადრის ცხელ-ცხელი კატლეტების სუნი ეცა, თავბრუ დაეხვა და ძლივს შეიკავა ფეხზე თავი. შემდეგ ხუმრობის ხასიათზე დადგა, როდესაც ოფიციანტი ქალი შეათვალიერა, ქალი იყო, მაგრამ საოცრად ჰგავდა ყელტიტველა, ბრიყვ მამლაყინწას. ბიბილო, რომ გალურჯებია და მის გარშემო ოდნავ უბიბინებს ბუმბული. -<ჯ;ტ რფრფზ ცრჰზუფ ბ ჯ,;ჯჰფ ,ჯ;ტ ვჯქ! -ჩაუნისკარტა მამლაყინწამ და გაბრაზებული გავარდა გარეთ. პოლკოვნიკმა პატიმარს შეხედა, თითქოს მისგან თანაგრძნობას ელოდა... თურმე ესეც ადამიანი ყოფილა გაიფიქრა ბადრიმ და გაიღიმა.
- ყოფილიყავი ჭკუით, ხომ ჭამდი ახლა კატლეტს შენც. -უკბილოდ იხუმრა გამომძიებელმა. მეგობრულად პორტსიგარი გადააწოდა: -აიღე მოწიე! -რეკორდია, ალბათ თუთუნი შემოგელეოდა.
- აღარ ვეწევი გადავეჩვიე.
- შეხე ამ ძაღლიშვილს, ამ ცინდალ ბიჭს, რა დიდი ნებისყოფა ჰქონია. ამას, რომ ასე ველოლიაოთ არ გამოვა. მარტო საკანში ყოფნა და ამანათების აკრძალვა მას ვერ გატეხავს. ცოტაოდენს, რომ მოვცხებთ ფეხის გულებში, აჭიკჭიკდება. მივასიკვდილებთ ამ საცოდავს. მერე კი ეს ვერსია გადაიფიქრა. ერთხელ კიდევ ვცდი ჰუმანური წესით მის გამოტეხვას და თუ „ნასედკამაც”*1 არ გამიმართლა, მეტი რა გზაა... და დაკითხვა განაგრძო. -ჭკვიანი და კარგი ბიჭი ჩანხარ. სათუთად აღზრდილი, ბედი შენი რომ მე ვიძიებ შენ საქმიანობას, თორემ სხვა ხელად ამოგაღებინებდა ხმას. ამ კედლებიდან ცოცხალი არავინ გასულა, ვისაც კი დანაშაული არ უღიარებია. ჩაგალპოთ? სული ამოგხადოთ? არ მინდა შვილო, შენ ხელა შვილი მყავს და მეცოდები. -უთხრა და კეთილად გაიღიმა.
- ამ კეთილ ძიებს რაღა ყველას ჩემხელა შვილი ჰყავთ- გაიფიქრა ბადრიმ. -ნუთუ მართლა?!
-იმას ვამბობდი, შენი ბედი მეთქი, რომ მე შეგხვდი -ნამასწავლებლარი, თორემ სხვები მალე და სხვაგვარად გასწავლიდნენ ჭკუას.
- მე რა მაქვს საღიარებელი. ჩემი ლექსები კი თქვენთვის ცნობილია.
- ბიჭო მე გიგა წიგნაძე გახლავარ. ერთმანეთს, რომ დაბოღმილ ლექსებს უკითხავდით, ხომ უნდა გცოდნოდათ რომ წიგნიერიც შეგხვდებოდათ ვინმე, უნდა გცოდნოდათ, რომ წიგნაძის ლანდი თავს დაგტრიალებდათ.
- თქვა და კვლავ გაიღიმა. ორგანიზაცია გქონდათ აბა რა ჯანდაბა იყო. ნიცშეს რომ გააღმერთებს კაცი, პლეხანოვს რომ სცემს თაყვანს და სხვებსაც უქადაგებს მათ იდიოტურ იდეალებს.
-----------------------------------------------------------
*1 გამოტეხვის მიზნით საკანში ჩასმულ მსტოვარს ნიშნავს
-----------------------------------------------------------
- არავითარი ორგანიზაცია არ ყოფილა, სიცრუეა და მონაჭორია.
- მოთმინებიდან ნუ გამომიყვან. თუმცა როგორც ვხედავ ამაოდ ვცდილობ შენთან მეგობრობას. დღეს ამით მომთავრდეს შენი ვიზიტი ხვალ კი დალაქი თმას პირწმინდად გადაგიღებს თავზე ქოჩორი რომ მოგზრდია ისევ ალბათ თავი შინვე გგონია. საკანში რომ ჩაიყვანეს უცებ დედის ხმის მაგვარი ხმა გაიგონა: -შვილო ბადრი, რა დღეში ჩაგვყარე, ნეტავ ქვა მეშობა შენს მაგივრად და მერე სხვა ქალის ქვითინიც მოესმა. თქვი შვილო გამოტყდი, ყველაფერი იციან... ნუ გვა-წა-მებ... შვილო! შემდეგ კი მამის ძახილი და მოთქმა.
- ვაი თუ მამაჩემსაც აქ ამყოფებენ და აწამებენ, იქნებ დედაჩემიც აქვეა ოთხკედელშუა გამომწყვდეული ნუთუ ნათელაც? ასეთ ფიქრებში იყო გართული საბრალო ჭაბუკი და ნამტირალევს მკვდრული ძილით დაეძინა. მეორე დღეს საუზმის წინ ტალანში გაიყვანეს, რატომღაც საგულდაგულოდ გაენათებინათ და თმები პირწმინდად გადახოტრეს. იქვე ვიღაც მოხუცის ჭაღარა თმის კულულები ეყარა. -ვაი მე მამაჩემო. -გაიფიქრა ბადრიმ. -ვაი თუ შენია ეს თმები.
  ციხის უფროსი ვინმე ტერსოვი კვირაში ერთხელ აკეთებდა შემოვლას, რათა პატიმრების „პრეტენზიები” გარკვეულიყო, ხოლო თვეში ერთხელ ვიღაც ახალგაზრდა კოჭლი კაცი, როგორც შემდეგში შეიტყო ბადრიმ, ის კაცი პროკურორი ყოფილა. ერთი ასეთი შემოვლის დროს ბადრიმ მათ თხოვა: -გეხვეწებით რაიმე წიგნი, ერთი წიგნი მაინც მომცენ, წავიკითხო და ზოგჯერ მაინც გამიყვანონ ეზოში სუფთა ჰაერზე.
- ახალგაზრდავ უნივესიტეტში კი არ ბრძანდები და ლექციისათვის არ ემზადები, ძიებაში ხარ, ძიებაში! შეუშვი მაგ თავში! -განუმარტა პროკურორმაც. -ჩვჯნჰბნტ ხნჯ პფ[ფნტკ ,ფკდფყმ! -დასძინა  პროკურორმა  Iრეჰე ცყს[ ცდჯკჯხტქ ყფლჯ ცყზნმ, Iრეჰე... - ბადრი ამჯერად დაკითხვაზე დილაადრიან მიიყვანეს. გამომძიებლის ფანჯრიდან მოჩანდა მის მშობლიურ პირველ სკოლაში როგორ მხიარულობდნენ ბავშვები... თვალნათლივ წარმოუდგა ის დრო-ჟამი ნათელასთან ერთად უდარდელად რომ მიდიოდა სკოლაში. ფიქრებიდან გამომძიებლის ხმამ გამოაფხიზლა. -იტყვი თუ არა?
- რაც მქონდა სათქმელი მე უკვე გითხარით. არავითარი ორგანიზაცია ჩვენ არ გვქონია, არავითარი კონსპირაცია არ არსებობდა, ყველას შეეძლო იქ მოსვლა და ლიტერატურულ შეკრებებზე კიდევაც ესწრებოდნენ მრავალნი, უცნობებიც კი.
- კარგი, მე დღეს ისეთ ვინმეს დაგიპირისპირებ ვინც შენზე პატიოსნად აღიარა სულყველაფერი თქვა და მეზობელი ოთახიდან ღია კარებში დოდიკამ შემოაბიჯა. კოხტად ჩაცმულმა და პირგაპარსულმა.
- ბადრიმ დააპირა გულში ჩაკროდა მეგობარს, მაგრამ გამომძიებელმა ხელის კვრით შეაჩერა და უბრძანა გვერდიგვერდ დადექითო.
- პატიმარო დიდებულიძე. გქონდათ თუ არა ორგანიზაცია?!
- დიახ.
- უკითხავდით თუ არა ერთმანეთს თავის კონტრრევოლუციურ ლექსებს და კითხულობდით თუ არა აკრძალულ ლიტერატურას?!
- დიახ.
- იყო თუ არა ხელმძღვანელი ამ ლიტერატურული არალეგალური ორგანიზაციისა ბადრი ხირსელი.
- იგი ყველაზე ნიჭიერია ჩვენს შორის. ერუდირებული და ხელმძღვანელადაც მას მივიჩნევდით. პოლკოვნიკი დადუმდა დოდიკამ კი წუწუნი დაიწყო: -ხომ იცი ახლად შერთული ცოლი მყავს. -ეკა, რამოდენიმე თვის მერე ბავშვიც გვეყოლება. შენ კი ვინა გყავს?! რისთვის უარობ.
- ყვავილაშვილიც აქ გვყავს და თუ გნებავს იმასაც პირზე დაგაყენებთ. -დაემუქრა წიგნაძე. ყველაფერი ნათელია ჩემთვის. თავზარდაცემულმა თქვა ბადრიმ. -მზესავით ნათელია, ის რომ ყოველივე სიცრუე და მონაჩმახია... ან წმინდა წყლის პროვოკაციაა! დოდიკა გაიყვანეს და ჯონიც აღარ დაუპირპირებიათ. სამაგიეროდ პოლკოვნიკმა „ბოთლიდან ჯინი ამოიყვანა” და საბრალო ბადრის შეუბრალებლად დაუწყეს ცემა. დანალული ჩექმებით თავი და ნეკნები დაუბეჟეს. ფეხის გულებში კი რაღაც „ჯადოქრული” ძალის მქონე ხელჯოხს ურტყავდნენ, რომელიც საოცრად მოქმედებდა მსხვერპლზე. თითქოს ტვინის ყოველი კუთხე-კუნჭული ბასრი დანის წვერით ესერებოდა. შემდეგ ფეხის თითებზე დაუწყეს ცემა. მარჯვენა ფეხი უკვე საკმაოდ დაწყლულებული ჰქონდა საცოდავ ჭაბუკს.
- ვაი მე, აქ ძალიან მტკივა. -წამოიკვნესა ბადრიმ.
- აქ უფრო ტკივა, აქ უფრო ტკივა, მეტად მისცხე. -აღფრთოვანდა ბატონი გიგა. კარებში ექიმი შემოეყუდა. -როგორ არის საქმე? -საქმიანად იკითხა „ესკულაპის შთამომავალმა”. დაიხარა და მაჯა შეუმოწმა. „ჯინს” შეხედა და ნება დართო: -შეგიძლიათ დამუშავება განაგრძოთ! ბადრიმ გონება დაკარგა. სათლით ცივი წყალი გადაასხეს თავზე, ექიმმა კი ამპულა გატეხა და ბამბაზე დასხურებული ნიშადურის სპირტი ასუნებინა და წარმოთქვა: -ჯანდაბას ამისი თავი, ამჯერად მგონი საკმარისია. ჩალურჯებულ და შეშუპებულ ფეხებზე, ნაწამებ ჭაბუკს, ფეხსაცმელებში ფეხები აღარ ეტეოდა. ორივე ფეხსაცმელი ხელში ეკავა და ძლივს მილასლასებდა. ზედამხედველი კი ჩინებულ ხასიათზე გახლდათ. -რა პატარძალივით მიიკლაკნები პრანჭვა-გრეხით. კაცურად გაიარე -ხუმრობდა ცერბერი. ბადრი მთელი ღამე კვნესოდა საზარელი ტკივილებისაგან. თავი, დაბეჟილი ნეკნები, დაფლეთილი ფეხები გიჟურ ტკივილებს იწვევდა მასში. მარტო ეგდო ცემენტის ცივ იატაკზე (ვეღარც კი შეძლო საწოლამდე მისვლა). როცა ჩაეძინა ნათელა ესიზმრა, ალერსიანი, მომღიმარი, თითქოს მივიდა და მას ნამტირალევს თვალები დაუკოცნა და უთხრა: -შენ გაიმარჯვებ, ღმერთი შენთან არს, ილოცე მხურვალედ, ილოცე არ შედრკე ჩემო ბადრი! მერე კი ის ციხის ექიმი დაესიზმრა ალბინოსი, თეთრ წარბ-წამწამება და თეთრთმიანი. დილით სარკმელი შემოხსნა ზედამხედველმა და დაიყვირა: -საუზმე მიიღეთ. ხმა რომ არავინ გასცა პატიმარს როგორც ძაღლს, პური ისე გადაუგდო. -ჩაი გინდა? ისევ არავინ უპასუხა. ჯანდაბამდე გზა გქონიაო, არ გინდა და ჩემი ჯავრიც ეს იყოს. ან კი რა ჩაი იყო უშაქრო თბილი წყალი. ბადრიმ ძლივს გახსნა შეშუპებული და შელურჯებული თვალის უპეები. მთელი სხეული საშინლად ტკიოდა. ექთანიც მივიდა, ვიდრე დახმარებას აღმოუჩენდა ჭკუაზე დარიგება დაუწყო: -არ ჯობდა გეღიარებია?! თავს რაზე აკვლევინებ. პატიმარმა მასაც არაფერი უპასუხა. -აი, ეს ფურაცილინის ხსნარია, ეს კი დოლბანდი და ბამბაა. შეგიძლია საფენები გაიკეთო. -უთხრა და გავიდა. გარეთ რომ გავიდა ექთანი ზედამხედველმა მას უთხრა ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო. ექთანმა კი გადაიკისკისა. ენით აუტანელ წამებას განიცდიდა ჭაბუკი, მაგრამ მაინც გულში უხაროდა ჭეშმარიტებას მიაგნო: წინათ თუ ზოგჯერ ეჭვობდა ვაი თუ მართლა დიდი ეპოქაა და დიად ნათელ საზოგადოებას აშენებენ მე კი განზე ვდგევარო, უფრო მეტიც სხვებს ფეხებში ვებლანდებიო. ახლა კი შეიგნო, რომ ცამდე მართალი იყო და ამიტომ ბარბაროსულად აწამებდნენ. კომუნისტებიც ისეთივე ბარბაროსები ყოფილან თითქმის როგორც ფაშისტები. იქ იმ კედლებში ყოველთვის ყველაფერი უეცრად ხდებოდა, მოულოდნელად. როცა არ ელოდებოდა და რასაც არ ელოდა ადამიანი. გაიხსნა კარი და ბადრისთან ვიღაც შუა ხნის ღიპიანი, ქერა და ჭროღა თვალება კაცი შემოაგდეს. კოხტად ჩაცმული კაცი, პატიმარს სულაც არ ჰგავდა. -„სალამი ჩიტუნებო, სიმნო სიხარულისა”! -ჩაიმღერა მან და როცა არავინ გამოეპასუხა ცოტა ხანს დადუმდა და მერე წარმოთქვა: -„ირგვლივ ცივა სისხლიანი ღამეა, ღამე საიდუმლო მეგობარო მოდი ხმა გამე”.*1  ბადრის თითქოს ძილბურანში ჩაესმა მისი ხმა და თავისთვის ჩაილაპარაკა: -მგონი ეს ნოე ჩხიკვაძის ლექსიდანაა, ცოტათი ამახინჯებს კიდევაც. ძლივს წამოწია და ოდნავ თავის დახრით მიესალმა ახლად მისულს. -სალამი! მიცნობდეთ არჩილ ჩიხლაძე გახლავართ. მრავალგზის ტანჯული პოლიტპატიმარი, მესამედ ვზივარ მე ამათი... პირველად მართლა დანაშაული მიძღვოდა იმათთან და პატიმრობის ვადა პირნათლად მოვიხადე. მეორედ კი იმიტომ დამაპატიმრეს პირველად რად იჯექიო, ახლა მესამედაც დამაპატიმრეს ისევ უმიზეზოდ, მეორედ რომ ჩამსვეს იმის გამო. მე ამათი სამართალი... -თქვა და უშვერად შეიგინა. -ეს ან ვიღაც შეშლილია ან პროვოკატორი. -გაიფიქრა ბადრიმ, თუმცა ვინ იცის?! მაინც ზრდილობიანად უთხრა:
-----------------------------------------------------------
*1 ნოე ჩხიკვაძის ერთერთი ლექსის სტრიქონებია
-----------------------------------------------------------
- კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.
- ძალიან ნაწამები ჩანხარ მეგობარო, როგორ სატიკად უცემიხარ ამ ვირიშვილებს, ჩანს მიუჩვეველი ხარ ამ ძაღლუმადლო ცხოვრებას, მაგრამ ცხოვრება მაინც ცხოვრებაა, საპყრობილეებში, ბანაკებშიც, თითქმის ციხეებში გამოვიზარდე. ძლივს ცოლის შერთვას ვეღირსე, სადაცაა ბავშვიც უნდა შეგვძენოდა და ახლაც ციხეში მიკრეს თავი და ვინ იცის რას მიქადიან, რანაირ წამებას. ბადრის აღარც ლაპარაკის თავი ჰქონდა და აღარც მოსმენის.
- რა ხელუხლებელი გიდგას საჭმელი, შიმშილს ხომ არ აცხადებდი? არა? აი, მე ყველაფერი გამომატანეს სახლიდან, იქნებ ცოტაოდენი საჭმელი მიირთვა, დაიქცეს ამათი ოჯახი, რა დღე დაუყენებიათ შენთვის!
- არ მინდა. -წამოიკვნესა ბადრიმ.
- მაშინ აჰა, პაპიროსი მოწიე, დარდს გაგიქარვებს. ვაი მე ჩემო ძმაო, მოგკლავენ არ დაგინდობენ... თუ რამე სათქმელი გაქვს, ჯობია დროზე თქვა. თუნდაც დანაშაული არ გქონდეს, ცილი დაწამე შენ თავს. ან ვინმეს ან შენ თავს დააბრალე რამე, არა და მოკვდები.
- რა დავიბრალო ლექსებს ვწერდი, ეს კი ყველასათვის ცნობილია, ნივთიერ მტკიცებადაც კი დაურთეს საქმეს.
- ბიჭო, ამხელა კაცს რაღა გელექსებოდა, პიონერი ხომ არა ხარ! მე ძმაო უცებ მოგენდე, შენ კი რაღაცას მიმალავ, გული შიგნიდან გქონია... შენ ბედში მყოფს თუ არ ენდე, ვინ უნდა განუგეშოს. მაშ არც თუთუნი გნებავს?
- აღარ ვეწევი ბატონო. -ძლივს ამოღერღა ბადრიმ.
- საჭმელი მაინც უნდა ჭამო, ცოტა მომაგრდი, თორემ ცემას ვეღარ გაუძლებ. მალე ისევ აგიყვანენ და დაწყლულებულ ფეხის გულებში ისევ ის ჯოხი, რომ მოგხვდება არა მგონია, რომ გაუძლო. ბიჭებისაგან გამიგონია ერთი კარგი ბიჭი იყო, კანონიერი ქურდი... ჯიგარას ეძახდნენ. თურმე ნაჭრილობევში თოფის საწმენდ ზუმბას უტარებდნენ და მაინც არ გათქვა ამხანაგები, ესეც რაღაც სასწაულად. სხვა კაცი ამ კედლებიდან ისე არ გასულა, რომ ყველაფერი პირწმინდად არ დაეფრქვას. მართლა უარესი გველის თავის ქალაზე რომ არის ნათქვამი გაგიგონია? ერთმა მგზავრმა დაინახა თურმე გამხმარი თავის ქალა მიგორავდა და იძახდა: -გადამხდა გადასავალი, აწი უარესს მოველიო. მგზავრს გაუკვირდა: -ამაზე უარესი რაღა უნდა მოუვიდესო. ამ დროს დაბერა ქარმა და ქალა გახურებულ საკირეში ჩააგდო. ამის დანახვაზე მგზავრმა წამოიძახა: უარესზე უარესი არ დაილევაო. აქედან მოდის ანდაზა -„გადამხდა გადასავალი აწი უარესს მოველიო. უარესზე უარესი არ დაილევაო”... -მართლაც და უარესზე უარესი არ დაილევა, გაიმეორა ნაწამებმა ჭაბუკმა და ძილბურანში გაეხვია. კიდევ რამოდენიმე დღე გააჩერეს უცნობი მის საკანში, შემდეგ კი როგორც უეცრად მიიყვანეს ისე უეცრად წაიყვანეს სადღაც. სულ მალე ბადრი ისევ გამომძიებლის კაბინეთში აიყვანეს. ძლივს დალასლასებდა საბრალო, გაყვითლებული, წვერმოშვებული. ტანზე თავისი ორთქლში დამწვარი კოსტუმი ეცვა. -ეს რაა? თქვენი ფორმა? ერთ მხარეს ლურჯი, მეორე მხარეს კი ყავისფერი. ფუტურისტიც ხარ?! -დაცინვით ჰკითხა ბატონმა წიგნაძემ. ბადრიმ ისეთი ზიზღით შეხედა მას, ისეთი გარეწარიც კი როგორიც წიგნაძე ბრძანდებოდა შეცბუნდა. ერთხანს ბატონი პოლკოვნიკი დუმდა შემდეგ კი პატიმარს ჰკითხა:
- ისე დავიწყოთ თუ იტყვი?!
- მე ყველაფერი ვთქვი რაც სიმართლეა. გითხარით ისიც რომ წმინდა წყლის პროვოკაციაა, რისი დამტკიცებაც თქვენ გსურთ, ლექსებს კი ვწერდი რომელიც შესაძლოა არ მოგწონთ, ამას ვაღიარებ.
- ცდები ახალგაზრდავ, ჩვენ პროვოკაციებზე და ტერორზე არ ვართ დაფუძნებული, ჩვენ მართალი ვართ და ჩვენნი საქმე სამართლიანია. სწორედ იმიტომ შევძელით, რომ ფაშიზმის პირსისხლიან ურჩხულს თავისივე ბუნაგში ვაღრჩობთ, ახლოა ის დრო როდესაც გამარჯვების დიდებულ ზეიმს ვიზეიმებთ. ათასობით თქვენისთანა ორგანიზაციაც რომ იყოს ვერ შეაჩერებს კომუნიზმის ძლევამოსილ წინსვლას,
- ამბობდნენ, მაგრამ მე არ მჯეროდა ასე უმიზეზოდ თუ აწამებდნენ ხალხს, როგორც ჩანს არც თქვენ ყოფილხართ ნაკლები ტირანები, დღეს გაიმარჯვებთ მაგრამ ხვალ თქვენც იმათებრ დაასრულებთ თქვენს არსებობას.
- საკმარისია, რაც იყბედე თვითონვე ჩამოიხსენი ეგ შავბნელი ნიღაბი და ნათლად წარმოაჩინე რა ფანატიკოსიც ბრძანდები. -ზიზღით უპასუხა პოლკოვნიკმა და ღილაკს ხელი დააჭირა. უმალვე ბოთლიდან „ჯინი” ამოძვრა, შავი შემზარავი ჯინი და თქვა:
-გისმენთ, -ვიდრე მუშაობას დაიწყებთ ერთ წამს მაცალე, მე მინდა ამ ნაბიჭვარს ვკითხო დიდად, რომ მოაქვს თავი, ვისი სიტყვებია ეს სიტყვები: -„კაცობრიობას მხოლოდ სილამაზე იხსნის”? - თქვა და გაიცინა.
- დოსტოევსკის. -გულუბრყვილოდ წამოიძახა ბადრიმ.
- დიახ, ჭეშმარიტად! დეე შენც სილამაზემ გიხსნას. ჯინო, ჯინო, ერთი ლაზათიანად გამილამაზე ეს ბიჭუნა, თუკი იმხელა სამყარო სილამაზემ უნდა იხსნას, ამ ცეროდება ყმაწვილს სილამაზე უფრო არ იხსნის?! -ცინიკურად წარმოთქვა პოლკოვნიკმა და შემდეგ კვლავ ცემას შეუდგნენ.
- იტყვი თუ არა? -ჩასძახოდნენ ყურში გაოგნებულ ჭაბუკს.
- მე ყველაფერი გითხარით, სიმართლე გითხარით. -ამბობდა ბადრი. თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ...
- იტყვი თუ არა?
- მუდამ ერთს ვიტყვი, ეს მხოლოდ პროვოკაციაა და სხვა არაფერი.
- შემოგვაკვდება ეს შობელძაღლი. -თქვა ალბინოსმა ექიმმა, რომელიც შეუმჩნევლად შესულიყო და მიქელგაბრიელივით თავს დადგომოდა საბრალო მსხვერპლს.
- წყეულიმც იყავ გილიოტინო, ჯალათო, ჯოჯოხეთის მაშხალავ. -ისტერიულად კიოდა ბადრი ვიდრე წინდა არ ჩასჩარეს პირში...
- უყურეთ ერთი ამ გამოუსწორებელ მაწანწალას, ამ გველის წიწილს. -წარმოთქვა გაწიწმატებულმა ალბინოსმა და თავისი ხელით დაუწყო უმოწყალოდ ცემა, დროდადრო ჩექმიან წიხლსაც ჩააზელავდა ხოლმე.
- ნუ დაგავიწყდებათ, უფრო მეტად ფეხის გულებში ურტყით, დაწყლულებულ ფეხის გულებში, უფრო წესიერად. -ყრანტალებდა წიგნაძე. ყმაწვილმა გონება დაკარგა, როგორც წესად ჰქონდათ გონმიხდილს თავზე რამოდენიმე სათლი ცივი წყალი გადაასხეს და ნიშადურის სპირტიც ასუნებინეს.
- კატის სული უდგას ამ შობელძაღლს, კიდევ ცოცხალია. ამბობდა აღფრთოვანებული „ჯინი”, მუშაობით მოღლილი და სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. -გული ხომ ვიჯერეთ ამჯერად კმარა. -თქვეს და ძაღლის ბარჯვივით ჩაათრიეს თავის საკანში, წამოსვლას ვერ შეიძლებს -თქვა ესკულაპის შთამომავალმა. საკანში რომ ბადრი მალე ცოტათი გონს მოეგო და გაიოცა თავის საწოლზე დაყრილი ქვეშაგები, ბალიში და გაქათქათებული ზეწარი დალანდა. „ჩანს დედა სახლში ყოფილა... ეს ხომ მისი შემოგზავნილია! არ დაუპატიმრებიათ”. -გაიფიქრა ბადრიმ. ზეწარის დანახვამ ყველაზე მეტად გაახარა რადგანაც თავის დახრჩობის საშუალება მიეცა. რამოდენიმე დღე მხოლოდ ის აზრი უტრიალებდა, როგორ უნდა მოეღო თავის თავისთვის ბოლო.
  როგორ, რატომ? -იკითხავს აღშფოთებული მკითხველი. ეს ყმაწვილი ხომ ღრმად მორწმუნე გახლდათ, როგორ გაივლო თავში ეს საშინელება ფიქრად. ნუ გაოცდებით მეგობარო! განა თვით ღვთაებრივმა საკია მუნიმ თავის ერთ-ერთ მოწაფეს თვითმკვლელობა არ მოუწონა, (როდესაც ქადაგებდა) რაღა სიცოცხლე იქნებოდა თუ ამ მაღალი, ლამაზი სულის ჭაბუკს აიძულებდნენ ვინმესთვის ცილი დაეწამა. განა ქრისტეს მცნებაში არ წერია: არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუთათა?! „ღირს კი ამ ქვეყნად ცხოვრება”?1* განა კაცთა შორის უბრძნესი შოთა რუსთაველი არ გვმოძღვრავდა მრავალი საუკუნის წინ: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”2
  ერთ ღამეს როცა თითქოს მკვდრული ძილით ეძინა საპყრობილეს, ისე მდუმარებდა (ნყ გაიკვირვებთ ძველთაგან თქმულა: ერთი წამით წყალსაც კი ჩათვლემს, რული მოერევაო) და აი, ერთ ღამეს ჯერ გულდასმით შეამოწმა ზეწარი, რამდენად მტკიცე იყო მისი ქსოვილი, მერე კი ყულფი გააკეთა და შიგ თავი გაყო. უმალვე საზარლად ახროტინდა. აღესრულა? მისი სული და ხორცი ერთმანეთს გაეყარა? არა! როგორც იტყვიან ბეწვზე გადარჩა, ბრმა შემთხვევამ იხსნა იგი. ვინ იცის იქნებ არც განგების ნება არ იყო... სწორედ იმ ხანად მოესურვა გამომძიებელს მისი „ნახვა”. ზედამხედველმა როგორც კი სარკმლის კარი ჯიქურად შეხსნა და ხროტინი შემოესმა, უმალვე დაშნა იძრო (რევოლვერთან ერთად წელზე რომ ეკიდა) და ყულფი გადაჭრა. იქვე მდგარ თიხის დოქს
-----------------------------------------------------------
*1  მიგ. უნამუნოს სიტყვებია.
*2  უკვდავი შოთა რუსთაველის აფორიზმია
-----------------------------------------------------------
გადაწვდა და პატიმარს თავზე გადაასხა, შემდეგ კი ხელოვნური სუნთქვა დაუწყო. ექიმს და ექთანს უხმეს სასწრაფოდ. გულდინჯი ალბინოსი ნელნელა ტაატით მობრძანდა. ჩექმის წვერი ზიზღით წაკრა ბადრის გვერდში დათქვა: -მართლაც რომ კატის სული აქვს ამ ნაბიჭვარს.
- ლილია მაქსიმოვნა, -მიმართა ექთანს. -ქაფური კუნთქვეშ, ლობელინი კუნთში. ასუნთქებინეთ ჟანგბადიც, ცოტა ხანს ყურადღება მიაქციეთ, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება, არაფერია, ჯერ კიდევ გვჭირია ვიდრე ყველაფერს დაფრქვავს. დილით ბადრი უფრო მოზრდილ და ნათელ საკანში გადაიყვანეს, სადაც ორი სხვა პატიმარი დახვდა. შეძრწუნდა დამხვდურნი, რომ იხილა და უნებურად აღმოხდა: -ვაი მე! ეს რა მოგსვლიათ... მათ გაიცინეს და პასუხად თქვეს: -ვაი, ესეც რომ ამას ამბობს, თვითონ რას ჰგავს ეს უბედური!.. ერთი მათგანი რომელიღაც არალეგალური პარტიის ლიდერთაგანი გახლდათ. ქართლოს ქართველიშვილი, ოცდაექვსი-ოცდაშვიდი წლის ახალგაზრდა, მაღალი, წვერმოშვებული კაცი. წვერებში ალოპაცია*1, რომ გაჩენოდა, თხილისოდენა მოტიტვლებული ადგილები. საოცრად გამხდარიყო, სანთელივით გაყვითლებულიყო. ქართლოსი ჯერ სიკვდილმისჯილთა საკანში მჯდარა ძალიან დიდხანს. (უფანჯრებო ქვის ტომარაში) შემდეგ კი დიდხანს მარტო საკანშიც. სიკვდილი შეუცვალეს ათი წლის პატიმრობის ვადით. მაშინ მას რაღაც დიდ სამხედრო გამოგონებაზე ამუშავებდნენ. უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა გახლდათ, მეცნიერ მუშაკი ყოფილა დაპატიმრებამდე კვლევით ინსტიტუტში. გამოძიების დროს თურმე ძალიან აწამებდნენ, ბუხარში შეშასავით თავით უკეთებდნენ. ცრემლმორეული უამბობდათ მათ თავის თავგადასავალს, ნაღვლობდა თავის მეუღლეზე და პატარა ქალიშვილზე. მეორე მეგრელი კი გაჯა გელენავა კოლმეურნეობის თავჯდომარის მკვლელობის საქმის გამო იჯდა, თურმე იმდენი ურტყეს საბრალოს, ტყუილად აკისრებინეს მე მოვკალიო. როგორც ეს საპატიმროში ხდება მაშინვე დამეგობრდნენ ახალმოსულთან, თუმცა ჯერ ეჭვის თვალით უყურებდნენ. ორ-სამ დღეში კი უკვე თავისი „საიდუმლოებები” გაუმჟღავნეს. აჩვენეს პურის ცომისაგან გაკეთებული ნარდი, ჭადრაკი, ცოტა ხნის შემდეგ კი ეზოში გამავალ ფანჯარაზე მიფარებული თუნუქის აწევის საიდუმლოც გაუმჟღავნეს. როგორც ხელის გულზე ისე ჩანდა მთელი საპატიმრო ეზო, ჭამსვლელიც და მომსვლელიც. -აი ის კეთილი რუსის ზედამხედველი ქალი, რომ მორიგეობს ხოლმე. ერთხელ მან ბადრი დერეფანში გაიყვანა (საპირფარეშოში მიყავდა) და პარაშას მიათრევდა. ცოტა ხნით ვიღაცამ შეაყოვნა, ბადრიმ კი სასწრაფოდ რამოდენიმე საკანში მოასწრო შეეხედა სათვალთვალოდან. ერთში შუა ხნის ნაცემ-ნაგვემი ახოვანი კაცი იწვა, თვალებგაშტერებული, ნამტირალევი შეყურებდა ჭერს. მეორე საკანი ცარიელი იყო. მესამეში კი მაგიდასთან წვერგაუპარსავი,
------------------------------------------------------------
*1 ალოპაცია შეიძლება გაჩნდეს დიდი ნერვიულობის შედეგად, ლუესის შედეგადაც.
ალაგ-ალაგ წვერის ან თავის თმის არეებში სიქაჩლეა.
-----------------------------------------------------------
ყურებახვეული, გამოუცნობი ასაკის კაცი იჯდა. ნახაზებით და წიგნებით სავსე მაგიდასთან. ზედამხედველის ფეხის ხმა რომ გაიგონა, გზა განაგრძო. როდესაც საკანში მეგობრებს ეს ამბავი უამბო, ქართლოსმა თავისი თავი იცნო:
- ეს ხომ მე ვიყავი, სასიკვდილო კამერიდან რომ გამომიყვანეს, ჩემს გამოგონებაზე ვმუშაობდი.
- მართლა? -გაიოცა ბადრიმ.
  უმოქმედობით რომ ორგანიზმია დაგვიძაბუნდეს, ჯობს ხანდიხან ერთმანეთს შევეჯიბროთ. -თქვა ქართლოსმა და განაგრძო:
- მე შემიძლია ათჯერ ჩავბუქნო, გაჯას თორმეტჯერ შეუძლია! შენზე სუსტად რომ მიგვიჩნიე, აბა გვაჩვენე რა ბიჭი ბრძანდები, მიმართა ბადრის. ბადრიმ მხოლოდ ხუთჯერ თუ ექვსჯერ ძლივს ჩაბუქნა. ახლა ენისგასატეხი სავარჯიშო შეთავაზეს ერთმანეთს. ვინ უფრო მეტჯერ იტყოდა: -რა ვქნა, რა ვქნა, როგორ ავიღო ცხრა ჩხირი. ენას ძლივს იტრიალებდნენ სამივენი, ერთ ღამეს გაჯას უცნაური სიზმარი ესიზმრა:
- ვითომ ფეხსაცმლის ლანჩა აძვრა და ბურღულით სავსე ჯამში ჩაუვარდა. (იმ დღეებში ხშირად ბურღულის ბალანდას აჭმევდნენ...) მან ბადრის სიზმრის ახსნა თხოვა, რომელმაც სიზმარი ასე აუხსნა:
- ვაი, მე ჩემო გაჯა, კიდევ გცემენ, ეგ უღმერთოები. მან კი გაიცინა და თქვა: - მე უკვე ვიკისრე, შენ ინაღვლე ჯერ კიდევ ძიებაში მყოფი ხარ! ეს თქვა თუ არა, უეცრად საკანის კარი გაიღო და გაჯა იქ „ზევით” წაიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ თავზარდამცემი ყვირილი მოისმა: -ვავა, ვავა, მომკლეს ამ უღმერთოებმა! მერე კი ის განწირული კივილი რაღაც ბურტყუნმა შეცვალა.
- როგორც ჩანს წინდა ჩასჩარეს პირში, მისი ყვირილით რომ შეწუხდნენ... ქუნდაქარები. - შეშინებულმა წარმოთქვა ქართლოსმა და შემკრთალი კუთხეში მიიკუჭა, მეორე კუთხეში კი ბადრი ცდილობდა მიმალულიყო. შიშს დიდი თვალები აქვს მართებულად უთქვამთ!
  კარი გაიღო და ზედამხედველმა პარღურის ცემით გაჯა შემოაგდო, ნაცემს ფეხსაცმელები ხელით მოქონდა.
- მეც ხომ ამ დღეში ხშირად ვიყავი... -გული ტკივილით შეეკუმშა ბადრის.
- რატომღა გცემეს ძმაო მაგ შეჩვენებულებმა. ყველაფერი ხომ ნაკისრები გქონდა -ჰკითხა ქართლოსმა.
- იპოვეს, ნამდვილი მკვლელი იპოვეს!
- კი მაგრამ შენ რაღას გერჩოდნენ.
- რატომ აუბნიე კვალი ძიებასო, ტყუილად რატომ დაიბრალეო. -მალე შინ გაგიშვებთ, მაგრამ დიდხანს დაგვიმახსოვრებ ტყუილს აღარ იტყვი, თუნდაც მოგკლანო. სულ მალე მართლაც გაჯა სახლში გაუშვეს. ქართლოსი უბედნიერეს კაცად თვლიდაAთავის თავს: -აქ ამ კედლებში მაინც მაქვს თავისუფლად აზრის გამოთქმის უფლება, დაპატიმრების შიშიც აღარ მაქვსო. მალე ისიც სადღაც წაიყვანეს. ალბათ საქალაქო ციხეში (ვულგარულად გუბერსკს რომ ეძახიან) ბადრის კი ისევ მარტოდმარტო მოუწია საკანში ყოფნა. ისევ შავი ფიქრები, შავი ეჭვები და მტანჯველი მოლოდინი აწამებდა. დღე არ გავიდოდა, რომ სუფებრილური*1 ტემპერატურა მაინც არა ჰქონოდა, ან კი რა კეთილი დაადგებოდა იმ დილეგში უჰაეროდ გამომწყვდეულს, ქვის, რკინის და წყვდიადიას საუფლოში! წელიწადზე მეტი მიწაზე, რომ ფეხი არ დაედგა. თავის თავს დაცინოდა მიწას მოწყვეტილი ანთეოსი ვარო. ყველაზე მეტად კი ის უკლავდა გულს, რომ თავისი დედის და ნათელას ნახვის უფლება არ ჰქონდა, წიგნების, გაზეთების კითხვაც ეკრძალებოდა.
  ქართლოსს და გაჯას ცოტაოდენი საპონი და კბილის პასტის ფხვნილი დარჩათ. იმათგანვე შესწავლილი ჰქონდა ცარცის დამზადების „საიდუმლო”. საპონის, კბილის ფხვნილის შერევით და იმ ცარცის ზეთის საღებავებით შეღებილ კედლებზე ლექსსა წერდა. სველი მჩვარიც მზად ჰქონდა. ერთხანს ამ გამოგონებამ ძალიან გაართო მერე კი კიდევ, რომ რამე სისულელე არ ჩაედინა ბედმა შეიცოდა თითქოს... ამანათების მიღების უფლება დართეს, რომელსაც ხან დედა უგზავნიდა, ხან ნათელა. ყველაზე ხშირად კი მისი საყვარელი დეიდა ელენე, ან დოდო და კაკო მისი პატარა შვილები. თავისი პაწია ხელებით ის ფუნთუშებიც კი მიჰქონდათ (სკოლის სასაუზმეში დედისგან მიცემული დანაზოგი ფულით, რომ ყიდულობდნენ და თავისთვის ვერ იმეტებდნენ)!
  ერთ დღეს ქალაქ თბილისში დიდი ზეიმი გაიმართა, მხიარული ყიჟინი და ვაშას ძახილი გაისმა, დილიდანვე, ხოლო ღამით არტილერიის ბათქაბუთქი ცას აზანზარებდა, ცა შეიფიფქა ფერად-ფერადი მოელვარე ფიფქებით. ეს გამარჯვების შილინგი იყო, დიადი გამარჯვების ნიშნად! ომი დამთავრდა. ფაშიზმის საზარელი ურჩხული თავისივე ბუნაგში მოახრჩვეს. ეს დიდი ამბავი ბადრიმ მეორე თუ მესამე ღამეს შეიტყო გამომძიებელისაგან. ბატონი პოლკოვნიკი სიხარულით გაცისკროვნებული ბრძანდებოდა. თითქოს მის მხრებზეც კი ვარსკვლავებს ბრწყინვალება მომატებოდა. როცა პატიმარს ეს დიდებული ამბავი ამცნო დასძინა: -გათავდა ყველა თქვენი საიდომლოება, ბოლო მოეღო ყველა თქვენს საიდუმლოებას... აქ შენს საქმეში ნივთმტკიცებებს ერთი შენი ნამეგობრალის ლექსიც აქვს დართული. რა ჩინებულად უთქვამს თქვენისთანა ახალგაზრდების შესახებ: -„მე თქვენ მაგონებთ პარაშუტებს გაუხსნელად ცაში დაკიდულს”-ო. ბადრიმ კი მხრები აიჩეჩა დათქვა:
- მერწმუნეთ ბატონო პოლკოვნიკო, არც მე მახარებს თქვენზე ნაკლებ ფაშიზმის დამარცხება და საზარელი ომის დამთავრება.
- ვინ იცის იქნებ გულწრფელადაც ამბობ, არც ისე გამოუსწორებლად მიმაჩნიხარ, როგორც პირველად მეჩვენე... ბედი შენი, რომ ომი დამთავრდა თორემ ერთ უცენზუროდ ნათქვამ სიტყვაზე ათ წელს ვუსჯიდით, შენი გალექსილი უწმაწურობისათვის -ეგრეთწოდებული ლექსებისათვის უეჭველია დახვრეტა არ აგცდებოდა.
  ბადრიმ იმ დღეებში დეიდა ელენესაგან ამანათი მიიღო. უშველებელი ქაღალდის პარკით ხილი გამოეგზავნა. როგორც ჩანს ზედამხედველს
------------------------------------------------------------
*1 ნორმალური სხეულის ტემპერატურაზე რამოდენიმე ხაზით ცოტა მეტი.
------------------------------------------------------------
სადღაც მიეჩქარებოდა და ქაღალდის პარკის ჩამორთმევა გადაავიწყდა. ბადრი კი ქაღალდმა უფრო გაახარა ვიდრე ხილეულმა. პარკი მაშინვე გადახია და სიხარულით ცას ეწია, როდესაც ერთმანეთს შეწებებული წიგნის ფურცლებისაგან შეკოწიწებული აღმოჩნდა იგი. ერთ-ერთ ფურცელზე ტარას შევჩენკოს პორტრეტი იყო გამოსახული. თავზე ბეწვის ქუდი ეხურა და მჭმუნვარედ შუბლშეკრული გამოიყურებოდა. („კაზემატში” გადაღებული სურათი) იქვე „ანდერძი” იყო მიწერილი, მისი უკვდავი ლექსი. ერთერთ ფურცელზე კი რომელიღაც სხვა ლექსი, ასეთი სტრიქონით იწყებოდა:
-„ჟქ ჯლბყჯრ ჯლბყჯრ ძ
ძრ ,სკბყჯხრფ დ გჯკტ”!
  ბადრიმ ეს ღვთიური საჩუქარი საიმედოდ მიმალა, როცა არსაიდან ჩამიჩუმი არ მოისმოდა, სამალავიდან გამოიტანდა იმ სურათს და ხან ბოხი ხმით ტარას შევჩენკოს მაგიერ ამბობდა მის სტრიქონებს, ხან კი მას უკითხავდა თავის ლექსებს მოკრძალებით. მაგრამ ამ ნეტარებამ დიდხანს არ გასტანა. ერთხელ ზედამხედველმა სწორედ იმ დროს წაასწრო, როდესაც ბადრი „სტრანსის” მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის თავისი სათაყვანო ხატი წაართვეს.
- რატომ არ ვიცოდი რომ ასე დამემართებოდა, რატომ მეტად არ გავფრთხილდი, მით უმეტეს დღეს ხომ ეს ცინიკოსი და ბრიყვი ზედამხედველი მორიგეობს. ასე საყვედურობდა ბადრი თავის თავს.
  როგორც მოსალოდნელი იყო იმავე ღამეს ბადრი პოლკოვნიკთან გააქანეს „ზევით”. ბატონი წიგნაძე საავდრო ღრუბელივით პირქუში დაუხვდა. კარგა ხანს გააჩერა კუთხეში ატუზული, მერე კი ყურადღების ღირსი გახადა:
- ის კი იყო ვირწმუნე, რომ შენი გამოსწორება შეიძლება, ეხლა კი ისევ დავეჭვდი, ბიჭო აქ მაინც რატომ არ ისვენებ. ვისია ეს პორტრეტი ზედამხედველმა რომ ჩამოგართვა.
- რა ვიცი. -თქვა ბადრიმ და გაიცინა.
- რაღა გაცინებს, შენ ჭკვაზე თუ ხარ? განა სასაცილოდ გაქვს საქმე, შე საცოდავო... ეგაა ხომ თქვენ რომ გხელმძღვანელობდათ? მოღუშულ სახეზე და ჩაცმულობაზე ვამჩნევ, კეთილი სული რომ არ ბრძანდება. ამასაც ნივთმტკიცებასთან ერთად შევინახავ, პლეხანოვის სურათთან ერთად. ტროცკის და კერენსკის, ჟორდანიას და ბუხარინის სურათები აკლია შენს კოლექციას.
- ბატონო, ეს ხომ დიდი უკრაინელი კობზარია -ტარას შევჩენკო, სურათი საპყრობილეშია გადაღებული. შემთხვევით ვიპოვე ჩემი საწოლის ფიცრებისა და რკინებს შუა ვიღაცას ჩარჩენოდა. მე მას ჩემს ლექსებს ვუკითხავდი, ის კი თავისას... ესეც რაღაც დანაშაულია? მარტოდმარტო გამომწყვდეულმა კაცმა თავის ბედში მყოფ დიდებულ პოეტს, თავისი ლექსები, რომ წაუკითხოს? მისი სახის გამომეტყველებიდან ჩანს, რომ მარტო საკანში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბატონი პოლკოვნიკი გაწბილებული შეყურებდა ონავარ პატიმარს, დიდი სურვილი ჰქონდა კიდევ ერთხელ ლაზათიანად მიეტყიპა, მაგრამ ამ დროს ყელტიტველა „მამლაყინწა” ქალმა ახლაც სოსისი და ყავა მიართვა მონიკელებული სინით და ბატონ წიგნაძეს სხვა საზრუნავი გაუჩნდა: ისევ არ მოეტყუებინა ამ გაქნილ ლაქია ქალს.
- ხომ ჭამდი კატლეტს შენც, ჭკუით რომ ყოფილიყავი? გახსოვს წინადაც რომ ნიშნი მოგიგე? კიდევ მრავალჯერ გამიხსენებ ლაზათიანად რომ დაიმშევი... მჯერა შიმშილით წანწალი დიდხანს მოგიწევს. -ასე აიღო რევანში ბატონმა წიგნაძემ...
  რამოდენიმე დღის შემდეგ ბადრისთან სასიკვდილო საკნიდან („ქვის ტომარიდან„) ახლაგაზრდა კაცი ამოიყვანეს, სასიკვდილო განაჩენი ათი წლის პატიმრობის ვადით შეეცვალათ, ყალბი ფულის მჭრელი გახლდათ, ძლიერ გონებამახვილი და ნიჭიერი პიროვნება -ელდარ ცინცაძე. მამა ქართველი ჰყავდა (ადრე გარდაეცვალა), დედა კი რუსი ეროვნებისა, იმჟამად უკვე ღრმად მოხუცი. ელდარი დედას აღმერთებდა, ამ ქვეყნად სხვა არავინ  გამაჩნიაო. -ამბობდა და მასზე ძალიან დარდობდა. სხვაფრივ კი ძლიერ უდარდელი კაცი იყო, იმდენად მხიარულ გუნება-განწყობილებაზე ბრძანდებოდა მუდამ, სასიკვდილო საკნიდან კი არა მუშტაიდის ბაღიდან მობრძანებული გეგონებოდათ. საშუალოზე ოდნავ მაღალი ტანის ჩანდა, ქერა თმიანი, მწვანე თავლები და სწორი სახის ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ ფიზიკური ნაკლიც გააჩნდა. მარცხენა ფეხი ათი-თორმეტი სანტიმეტრით დამოკლებოდა და ორთოპედიულ უხეშ ფეხსაცმელს ატარებდა. ეს მას ხელს არ უშლიდა სხვადასხვანაირი „ნარნარი” ცეკვა შეესრულებინა, განსაკუთრებით „პატარა გედების ცეკვას” ასრულებდა მგზნებარედ და გრაციოზულად. მუსიკალური გაფორმებაც მისივე იყო. (სავარცხელზე პაპიროსის თხელ ქაღალდს გადააკრავდა და ტუჩის გარმონი უკვე მზად იყო) ყოველივე ზემოთ თქმულის ჭეშმარიტება ელდარმა პირველივე დღეს დაადასტურა. სხვა „ღირსებებიც” ბევრი გააჩნდა, რაშიაც მალე დავრწმუნდებით. მეორე დღესვე დაამზადა ფერადი ბორბლები და ფარანი. ორად კეცავდა ქაღალდს სავარცხლისებურად, დაჭრიდა და შემდეგ შლიდა, ფერად გვერდებს ერთმანეთზე აწებებდა. იმავე დღეს ბზრიალა დაამზადა: -აიღო სამი ფერადი ქაღალდი (ქაღალდები თვითონ ზედამხედველს მიჰქონდა) შემოხაზა ერთნაირი წრეები და გამოჭრა. მოკეცა ქაღალდი შუაზე ცალკცალკე, მათი ნახევარი გვერდები ერთმანეთს შეაწება, შუაში ძაფი ჩააყოლა და ჩამოკიდა. სულს შეუბერავდა თუ არა ბზრიალა თავბრუდამხვევად ტრიალებდა. მოგვიანებით კიტრის და პამიდვრის ნაფრცქვენების შემწეობით და მუყაოთი პორნოგრაფიულ სურათებს და პაწია „მანქანებს” აკეთებდა. ზედამხედველები სიცილით იხოცებოდნენ, განსაკუთრებით ველური, პირუტყვული ექსცესების ხილვით. უამრავი ანეკდოტები და სიმღერები იცოდა. ქართული, რუსული, უკრაინული. განსაკუთებითYერთი სიმღერა ჰქონდა ამოჩემებული:
„თცნმ ,ფნფდბქ ვფკმტყრბქ ლჯვ
Yფ ჯრჰფბყტ დ ცტკტ გეცნჯვ”
თურმე სასიკვდილო კამერაშიც თავი ძალიან ვაჟკაცურად ეჭირა, სიკვდილს აინუნშიც არ აგდებდა, ამხანაგებს ამხნევებდა და ამხიარულებდა. უწმაწური ნახატების ხატვა, რომ მობეზრდა „ესთეტიკურმა გემოვნებამ” გაიღვიძა მასში. გააკეთა კალათ-გული. მოკეცა ქაღალდი და გამოჭრა. ზედა ბოლოები შეაწება, გაუკეთა სახელური, გვერდებს კი აპლიკაციით რთავდა და ამ სათამაშოებს -ლამაზ გულებს უგულო ზედამხედველებს ჩუქნიდა. აკეთებდა დიდ კურდღლებს, ბაჭიებს, ფისოებს, თოჯინებს. განსაკუთრებით უყვარდა ყვავილების -ვარდების გაკეთება, რომელთაც ცოცხალი ყვავილ-ვარდებისაგან ძლივს გაარჩევდით. ცომისგან წებოს ამზადებდა და ცომიდანვე ფერად კრიალოსნებს აკეთებდა (იმ ცომს კლეისტერს უწოდებდა). ბადრის ვიდრე ნათელა ინახულებდა ათასნაირი შავი ფიქრები და იჭვები უღრღნიდნენ სულსა და გულს. ვაი, თუ ჩემი საყვარელი პოეტი იოსებ გრიშაშვილი მართალია, როდესაც ერთერთ ლექსში ამბობს „ქალის ფიცი ყინულზე დაწერილი წარწერასავით ყალბიაო”. (ის ლექსი ზეპირად ვეღარ გაიხსენა) ვერც მეორე ლექსი აღიდგინა მეხსიერებაში მთლიანად, ორიოდე სტრიქონის გაიხსენა მხოლოდ:
„ჩემი აღმართიც მიგაჩნდა ვაკედ
როცა გიყვარდი, როცა გიყვარდი”.

აგრეთვე „და სუფსარქისის მძაფრი ქარბუქიც
უნაზეს სიოდ გვეჩვენებოდა”.
 
  ახსენდებოდა ტიციანის გამონათქვამიც: „ქალი ქალია და იშოვის თავის მალამოს”!  თავს თავის საყვედურობდა: -მაშ რა მეგონა, განა რამეს მარგუნებდა ძუნწი და მუხანათი ბედი? თუ თვითონ ძალით არ გამოტაცებ შენს კუთვნილს?.. რა უნდა მცოდნოდა, მე ხომ სამყაროს სამტრედედან ვხედავდი მოდებილო ქეციკასთან ერთად და ისიც მხოლოდ ვარდისფერი სათვალეებით და მტრედების ღუღუნის აკომპონიმენტით. მეგონა, რომ ყველა ადამიანს პოეზიის შუქით აღსავსე სული ჰქონდა, აკი ერთხელ ლაპეტასაც ვეხვეწებოდი, გულუბრყვილოდ „შენი ლექსები წამიკითხე მეთქი”! უცებ თვალწინ ლაპეტას გაოცებული, დაჭყეტილი თვალები წარმოუდგა... და მწარედ გაეღიმა. აღარც ახლადშეძენილი მეგობრის მიერ ნარნარად შესრულებული „პაწია გედების ცეკვა”, არც სათუთი ვარდ-ყვავილების ლამაზი კალათების ხილვა ან სხვა რაიმე აინტერესებდა. მხოლოდ ერთადერთი ფიქრიღა დატრიალებდა თავს, ისევ თავის მოკვლაზე ფიქრობდა, ეს აზრი უფრო განუმტკიცდა როდესაც მთლად მარტოდმარტო დარჩა. ელდარი საქალაქო ციხეში გადაიყვანეს. თენტამენ სუი ციტის *1 ჰქვია მგონი თვითმკვლელობის ცდასო -ძლივს გაიხსენა და მწარედ გაიღიმა... ალბათ გულუბრყვილო მკითხველი მისაყვედურებს -„რა დაგემართა ნათელას შესახებ რატომ არაფერს გვამცნობო”. დამნაშავედ ნუ ჩამთვლი ძვირფასო მკითხველო, გულწრფელად გეტყვი, ძალიან მიმძიმს მე მისი თავგადასავალის აღწერა, ვაი თუ  გული გატკინო, თვითონაც ტკივილით მეკუმშება გული, ძლიერ მიკლავს გულს ამ ფერიასავით ჰაეროვანი და უმანკოებით სავსე გოგონას ბედი. ამიტომ მის დღიურებს გთავაზობთ. უმჯობესია თვითონვე ამოიკითხოთ ყოველივე მის შესახებ.

  19.. წ. მარტი .. ქ. თბილისი. წუხელ ბადრი შავი ყორანით წაუყვანიათ, მისი რამოდენიმე ამხანაგიც დაუპატიმრებიათ მასტან ერთად. თავზარი დამეცა, სიტყვით გამოუთქმელია რა ჯოჯოხეთი განვიცადე. სიცოცხლე შემძულდა, როგორ ვიცხოვრო ამ შავ-ბნელ ქვეყანაში, სადაც ასეთ ლამაზ და მაღალი სულის ადამიანებს დილეგებში ამწყვდევენ. ყოველ ნაბიჯზე სისხლიანი, ბოროტი თვალი უდარაჯებს ადამიანს. აღარც უნივერსიტეტში სიარულის ხალისი მაქვს, რარიგ მიმიხაროდა ბადრისთან ერთად. გაუძლებ კი ჩემო ბადრი მაგ საზარელ წამებას? ხალხი შინსახკომის შესახებ რას აღარ ლაპარაკობს. მისი ხმამაღლა ხსენებაც კი აშინებთ თითქოს უხსენებელია -გესლიანი და ბოროტი. ყველაზე მამაცნიც კი ჩურჩულით შეძრწუნებულები წარმოთქვამენ ამ დაწესებულების სახელს. უნივერსიტეტში გზად მიმავალი, აუდიტორიაში, ყველგან და მუდამ ვგრძნობ, როგორ მითვალთვალებს ვიღაც ბოროტი, როგორ მდევს კვალდაკვალ... ჩემს სევდას კიდევ უფრო ის აძლიერებს, რომ დღითიდღე დედაჩემის მდგომარეობა უარესდება. ამას წინათ ინსულინის დიდი დოზებითაც დაუწყეს მკუნალობა, შოკურ თერაპიას უწოდებენ, გულსაკლავი სანახავია. ოფლში, რომ იწურება, გონებას რომ კარგავს და სახეში სილებს ურტყავენ გონზე მოდიო. ვიდრე შოკურ თერაპიას დაუწყებდნენ „მღელვარე” იყო, ხალათში გადაცმულიც ვნახე. მამაჩემი ხომ ცოცხალი მიცვალებულია თითქოს, რაც საპყრობილედან გამოვიდა ფიზიკურად და სულიერად ხეიბრადაა ქცეული. ჩემი საბრალო, სათაყვანო მამა... კარგ დღეში არც მამიდაჩემია რა ქნას საბრალომ, რომელ ერთს მოგვიაროს. რატომ და რისთვის? ღმერთო ჩემო რა დავაშავე, თუ მართლა ხარ სადმე, რატომ არ გვიშველი, ასე მწარედ ბედისაგან დასჯილებს, უდანაშაულოებს?!
 
  19.. წ. აპრილი. რამოდენიმე დღეა უნივერსიტეტში აღარ წავსულვარ. შაბათს, რომ სიცხე მომცა იმის მერე აღარ გამომნელებია. საშინლად მახველებს. მამიდამ უბნის ექიმს გამოუძახა. დაჩაჩანაკებული მოხუცი კაცია, მაგრამ ძლიერ გამოცდილი. გამსინჯა თუ არა მაშინვე დაასკვნა:
- აი, აქ მარჯვენა ფილტვშია პროცესი. ძველი ტუბერკულიოზური კერა გახსნილა! მე გამეცინა, გავცივდი მეთქი შევეპასუხე.
- შვილო, ჩემი ხნის კაცს სიზმარსაც კი დაუჯერებენ. სასაცილო არაფერია, სერიოზულად მოეკიდე ამ საქმეს თორემ, მერე გვიან იქნება. მამიდა ძალიან შეშინდა და დაფაცურდა. მამაჩემის გიმნაზიის დროინდელ მეგობართან მიმიყვანა -გამოჩენილ ფტიზიატრთან*1 პროფესორ მიხაკო მგელაძესთან. იმან უფრო გული გაგვიხეთქა: -„ჩემო დაო! ამ ბავშვს მიხედე, ჭამა-სმით ხელი შეუწყე, ცოტა ხანს აქ ვუმკურნალებ, მერე კი სამკურნალოდ ლიბაანში უნდა გავგზავნოთ. წამლებიც გამომიწერა. მეორე დღისათვის დამიბარა სისხლის, შარდის და ნახველის ანალიზები გამიკეთეს. აინტერესებდათ ბაცილმტარებელი ვარ თუ არა, ირგვლივ მყოფთათვის საშიში. მადლობა ღმერთს არ აღმოვჩნდი, მაგრამ მაინც ძალიან ვდარდობ ესღა მაკლდა:
„მე ახალი დარდი მიყიდნია
წყალში ვდგევარ ცეცხლი მიკიდია”. *1
  ყველაზე მეტად ის მამწუხრებს, ბადრის უნახავად არ მოვკვდე. ჩემი სათაყვანო ბადრის უნახავად.
19.. წ. მაისი. (ვარდობის თვე) ვარდობის თვეა, ჩემთვის კი ეკლობის თვეა, მაგრამ ვიწუწუნო? მე ის ქალი არა ვარ, ასე ადვილად ბედს რომ დავნებდე და ქედი მოვუხარო. მჯერა, რომ ღმერთი არ მიმატოვებს. თუნდაც იმიტომ, რომ ამ ციცქნა გულით ზღვასავით უსაზღვრო სიყვარულს ვატარებ. მე მჯერა ღმერთმა ადამიანები მხოლოდ სიყვარულისათვის შექმნა. ეს სატანაა, ბოროტი სატანა, გზას რომ გვიხერგავს, მაგრამ ამაოდ ირჯება იგი.
  19.. წ. ივნისი. 
  აჰა, თითქმის ივლისიც მიილია, ჩამოცხა, სუნთქვა ჭირს. წელს მაინც ჯოჯოხეთური სიცხე-პაპანაქებაა. ფეხქვეშ ასფალტი დნება, ძლიერ დავსუსტდი. ვადაზე ადრე გამოცდების ჩაბარების ნებართვა დამრთეს. ყველა საგანი წარჩინებით ჩავაბარე. ბევრი რამ მტანჯავს. ყველაზე მეტად კი ბადრის უნახაობა. შეხვედრის ნება არ დამრთეს, რამოდენიმეჯერ პაპიროსები, შოკოლადის ფილები და ყვავილები შევუგზავნე და ჩემი გამოცხობილი ნამცხვრებიც. მიკვირს უიმისობას როგორ ვიტან, ჭკუაზე როგორ არ ვიშლები. რა ყოფილა ადამიანი. პირუტყვზე მეტი შეძლებია თურმე მოთმენა. ერთხელ მე და ბადრიმ ძლიერ ლამაზი მითი წავიკითხეთ. უსაზღვროდ შეყვარებული ზეკაცი,
------------------------------------------------------------
1* ტუბერკულიოზის სპეციალისტი ექიმი
2* იეთიმ გურჯის ლექსიდანაა.
------------------------------------------------------------
უხსენებლის მიერ დაგესლილ და გარდაცვლილ სათაყვანო არსებას საიქიოშიც კი მოძებნის, იქაც კი ჩავა. ღმერთი მათ შეიბრალებს და მიჯნურებს ისევ მზისეთში დააბრუნებს. სწორედ ასეთი სიყვარული შემიძლია მეც -დარცხვენით მითხრა ბადრიმ მე კი საიქიოში კი არა აქ რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაშიც კი ვერ მოვინახულე იგი. ამანათი, რომ შევუგზავნე ბადრის პატარა ბარათის მოწერის ნებართვა მისცეს. პაწია წერილი ასეთი შინაარსისა იყო:
- „მადლობელი ვარ შენთვის ხელოვნური ყვავილები და ვარდები მაქვს ჩემი ხელით დამზადებული მინდოდა მათი გადმოცემა, მაგრამ ვერ შევიძელი. მუდამ მახსოვხარ, შენით ვცოცხლობ არც შენ დამივიწყო. გკოცნი უთვალავჯერ, შენი ბადრი”. ამ ბარათს უკვე მეასედ ვკითხულობ.
19.. წ. ივლისი.
  უკვე ლიბაანში ვარ, ჩემ თვალზე ცრემლი არ შრება. სულ ბადრი მიდგა თვალწინ, ჩვენი ბავშვობა. ლიბაანი ხომ პატარა ცემის გვერდით მდებარეობს, სადაც მე და ბადრი ვისვენებდით, თითქმის ყოველ ზაფხულობით. აქ მამიდაჩემმა ჩამომაცილა „გუგულით” ჩამოვედით (რატომღაც ყველანი „კუკუშკას” რომ ეძახიან) სამთო პაწია მატარებლით. ასე მეგონა ბადრის ლანდი ჩემს გვერდით იდგა და მომაცილებდა. ამ სტრიქონებს საღამო ხანს ვწერ ვიქტორიასავით*1  დამწუხრებული, დღის ბოლო შუქში... აქაც როგორც პატარა ცემში საკუთარი პატარა ელსადგური აქვთ და იმისი გუგუნი გაისმის. მგონია ისევ ბავშვები ვართ მე და ბადრი და პატარა ცემში ვიმყოფებით. სადაცაა პალატის კარები გაიხსნება და გაღიმებული ბადრი მთის ყვავილების თაიგულს შემოიტანს და სურნელება თავბრუს დამახვევს. ჩემს პალატაში ორი გოგონაა თეა და ლონდა, ორივე ტანკენარი ლამაზი გოგონაა. თვალები ორივეს უჩვეულოდ უბრწყინავს. ლოყებზე კი სათუთი კანი მუდამ ყაყაჩოსფრად შეფაკლული აქვთ. (ეს ხომ ტუბერკულიოზისათვის დამახასიათებელია) ორივე თითქმის გამოჯანსაღებულია, შენც მალე ჩვენსავით კარგად იქნებიო -ასე მანუგეშებენ. ეხლა ისინი სანატორიუმის კლუბში არიან, ახალი ფილმის სანახავად. დილის საუზმის შემდეგ სანატორიუმის სიახლოვეს მდებარე „მომხიბვლელ აივანზე” წამიყვანეს. რამდენჯერ ვმდგარვართ მე და ბადრი ამ აივანზე და ზღაპრული სილამაზის სივრცისათვის ერთად გადაგვივლია თვალი, მდუმარენი, ხელიხელჩაჭიდებულნი უფრო მეტს ვეუბნებოდით ერთმანეთს ვიდრე ეს სიტყვებს ძალუძს... ღმერთო! რად დაგვაშორე ერთმანეთს ასე უღმერთოდ, ჩვენ ხომ ერთად ყოფნის მეტს სხვას არაფერს გევედრებოდით. მახსენდება ჟოლოს და მარწყვის ანდა სოკოს
------------------------------------------------------------
*1 გამოჩენილი ნორვეგიელი მწერლის კნუტ ჰამსუნის რომანის გმირი ქალის სახელი
(ტუბერკულიოზით დაავადებული იყო და უსაზღვროდ შეყვარებული თავის სატრფოში)
-----------------------------------------------------------
საკრეფად, რომ მივდიოდით საკოჭაოსკენ,*1 ანდა აქეთ ლიბაანისაკენ. ხშირად მახსენდება მზის ამოსვლას, რომ შევხვდით უღელტეხილზე, ყოველივე წვრილმანი მახსენდება... წერას მორიგე ექიმი მაწყვეტინებს. „სამახსოვრო” მომაჩეჩა ხელში: -თქვენ არ გაქვთ მგონი ეს სამახსოვრო. აი, ეს კი მიმართვებია, რენტგენზე და ანალიზებზე. -მადლობა მოვახსენე და სამახსოვროს დავუწყე თვალიერება. „კურორტი ლიბაანი მდებარეობს ბორჯომ-ბაკურიანის ხაზზე. ზღვის დონიდან ათას სამას სამოცდარვა მეტრის სიმაღლეზე. ხასიათდება მრავალი ნათელი მზიანი დღეებით, ზომიერად ნესტიანი ჰაერით, სანატორიუმი გაშენებულია უდაბურ, წიწვიან ტყეში. ლაბაანი ბორჯომთან და ბაკურიანთან დაკავშირებულია ვიწრო ლიანდაგიანი, ელექტრო მატარებლით. მკურნალობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს”. ხოლო ჩვენებებში კი ასე ეწერა: „ნაჩვენებია ტუბერკულიოზის ღია და დახურული ფორმების სამკურნალოდ”. ასე მგონია ახლა საცაა ლიბაანის პლატფორმას „გუგული” მოაკივლებს, მას ჩემი და ბადრის დედ-მამა მოყვება. ორივენი მივეგებებით. თვით ის ელნათურებიც კი ოქროსფრათ, რომ ელავენ ლიბაანის ეზოში, იმ გულაბის მსხლებით დახუნძლულ ხეს მომაგონებს პატარა ცემის ეზოს განაპირას, რომ იდგა, რკინიგზის სიახლოვეს. თვალწინ წარმომიდგა ახლაც რა მარჯვედ ახოხდებოდა ხოლმე იმ ხის კენწეროზე ბადრი და მხიარულად ჩამოგვძახებდა:
- აი უყურეთ, მე შემიძლია ოქროს წვიმის და სეტყვის მოყვანა! ტოტებს შეარხევდა და ცვიოდა უამრავი მწიფე მსხალი. ყველაზე დიდი გატაცებით ლადო ასათიანის ლექსებს კითხულობთ მე და ჩემი მეგობარი გოგონები.
„აბასთუმანი -აბასთუმანი...
მზემ ფანჯრებიდან შემოანათა.
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
ჩემი პალატა, თეთრი პალატა”.
წამოიწყებს ერთი ჩვენგანი, მერე მეორე სასოებით იტყვის:
„შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ,
ცოცხალთა შორის მე არ ვიქნები,
მაგრამ კეთილო მიხვდი, გაიგე
ადრე წასული კაცის ფიქრები”.
  მე კი ყველაზე მეტად ეს სტრიქონები მიყვარს:
„შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს,
შენ ჰიპიკრატემ ჭლექი გიწოდა
----------------------------------------------------------
*1  პატარა ცემის მახლობლად მდებარე აგარაკი.
----------------------------------------------------------
და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა.
შენ გადუქროლე, რომის ქარვასლებს
და შეაშფოთე რომაელები,
მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს
ამაოდ ცდილობ, რომ გაერევი!
შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა
და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა
ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო,
ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს”.
  ლონდა რომანტიკოსია, ყველაფერს ავადმყოფურად და თავისებურად აღიქვამს. პოეზიაშიც ყველაზე უფრო მეტად სადაც ლამაზი სახეებია, მეტაფორები, ეპითეტები და შედარებები ის ლექსი მოსწონს. -ამას რომელი ლექსი შეედრება... ცისკენ თვალებს აღაპყრობს და ჩურჩულით გვეუბნება:
„რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბუმბულის ნაამბორალი”.
  მე კი მუდამ ცრემლიანი ვამბობ ხოლმე:
„იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
მუდამ გახსოვდეს შენი ვაჟკაცი
შუაგულ ცეცხლში გადავარდნილი”.
 
  წინა კვირას ლონდას დამ თურქი მწერალ გუზიდე საბრის მოთხრობა „მუნევერი” ჩამოგვიტანა, აბატი პრევოს „მანონ ლესკო” და „პოლი და ვირჟინი” -უკვდავი წიგნი. განსაკუთრებით ბევრი ცრემლი გვაღვრევინა იმან როდესაც ჩვენსავით ტუბერკულიოზით დაავადებული მუნევერი მოთქვამს თავის ბედზე. ღმერთო ისიც ხომ ასე აღმერთებდა თავის სატრფოს -შეფიკს, როგორც მე ჩემს ბადრის. დაუვიწყარია ის სევდიანი ფოთოლთა ცვენა... რა გულსაკლავად ვქვითინებდით პოლის და ვირჟინის თავგადასავალს როცა ვკითხულობდით ან კიდევ „მანონ ლესკოში” იმ ადგილას სადაც დეგრიე გატეხილი დაშნით თავის უსაყვარლეს ქალს საფლავს უთხრის, ხან იმ დაშნით და ხან დასისხლიანებული ფრჩხილებით, ტრიალ მინდორში მარტოდმარტო მყოფი. რამდენი ცრემლი გვიღვრია კნუტ ჰამსუნის „ვიქტორიას” წაკითხვისაც!
  ხომ გაეცანით ძვირფასო მკითხველო ნათელას დღიურებს?! ნუთუ მართლა შეიძლება ეჭვი შეიტანოთ სიყვარულის არსებობაში და არ გაიფიქროთ, რომ სიყვარული ღვთის მიერ მომადლებული ყველაზე უფრო უდიდესი, ზეგარდმო ნიჭია?! არასოდეს გაგცინებიათ რომელიმე ახალგაზრდის წვეულებაზე ვინმე ურწმუნო სატანის ბაგით რომ ღაღადებს: -სიყვარული არ არსებობს, არა და არაო. არ გაგხსენებიათ აკაკი წერეთელის ღვთიური სახე, ვიღაც ურწმუნო, უსიყვარულო ქალს ანგელოზის ბაგით რომ უპასუხა: -ქალბატონო ჩვენ ნედლ თევზებზე ვლაპარაკობთ და არა გამომხმარ დოშებზეო. ქალი კი მაინც თავგადაკლული ირწმუნებოდა: -არა და არა! სიყვარული არ არსებობდა, არ არსებობს და არც იარსებებს!-ო
  ნათელას ლიბაანში მთელი წლის განმავლობაში მკურნალობდნენ. ცოტა გამოკეთდა, მაგრამ ძალიან შებეზრდა იქ ყოფნით და უამრავი წამლების მიღებით... შემდეგ დარჩენა აღარ ისურვა, მიუხედავად იმისა რომ მკურნალი ექიმები კატეგორიულად მოითხოვდნენ მის დარჩენას, სანატორიუმიდან ნაადრევად გაეწერა. თითქოს თავს უკეთ გრძნობდა მაგრამ არ იცოდა, რა ვერაგი სენი შეპარებოდა მის ორგანიზმს, რომ დღითიდღე მოსალოდნელი იყო მისი მდგომარეობის გაუარესება. სწავლის დაწყების დღიდანვე უნივერსიტეტში ლექციებს სისტემატიურად ესწრებოდა. ბეჯითად მეცადინეობდა. მრავალი საათის განმავლობაში იჯდა საჯარო ბიბლიოთეკაშიც. ადრიანი შემოდგომა იდგა, მაგრამ ძლიერ უმზეო და მოღრუბლული დღეები ჭარბობდა. ხშირად კოკისპირულად წვიმდა კიდევაც. რამოდენიმეჯერ ნათელა ისე ძლიერ დასველდა, რომ სიცხეებმა და ხველებამ ისევ თავი შეხსენა. რამოდენიმე დღე ლოგინში წოლა მოუხდა. სანერვიულო ძლიერ ბევრი რამ ჰქონდა. მამამისს სკლეროზი გაურთულდა. არც დედამისი იყო უკეთეს მდგომარეობაში. როდესაც ნათელა გამომჯობინდა ერთ დღეს უცნაური უწყება მიიღო: სამხედრო კომისარიატი თხოვდა გამოცხადებულიყო და თან ჰქონოდა პასპორტი. მეტისმეტად შეშინდა და გაოცდა: -ომი უკვე დამთავრებულია, სამხედრო ვალდებული არა ვარ, სერიოზულად დაავადებულიც და ჩემთან რა უნდა ესაქმებოდეთო. მამიდასთან ერთად გამოცხადდა. ვიღაც ახალგაზრდა ლეიტენანტი დახვდა და უთხრა: -ქალიშვილო გაუგებრობა მოხდა თქვენ აქ კი არა „ერთ დაწესებულებაში” ხართ დაბარებული, ჩაბრძანდით! მიუთითა ეზოში მდგარ შავი ფერის გაკრიალებულ „ზიმზე”*1 კავშირგაბმულობის სახლის მეოთხე სართულზე ლიფტით აიყვანეს და იმავე სართულზე დერეფანის გავლით ბატონ წიგნაძის კაბინეთში შეიყვანეს.
- გამარჯობათ ბატონო! ზრდილობიანად მიესალმა პოლკოვნიკს ქალიშვილი.
- დაბრძანდით. -ზრდილობიანად უპასუხა პოლკოვნიკმაც. უღიმილოდ ცოტა პირქუშად და დასძინა: -კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.
- თქვენთან ვარ გამოძახილი?
- აჰა, თქვენ ნათელა ბრძანდებით ხომ? ბევრი კარგი რამ მსმენია თქვენზე. წარჩინებული სტუდენტი ბრძანდებით. ბევრი რამ ვიცით, ისეთი
------------------------------------------------------------
*1  მანქანის ფირმის სახელწოდება (იმდროინდელი რუსული, მოდური ავტომანქანა)
------------------------------------------------------------
წვრილმანიც კი სადმე მატარებლით ან ავტობუსით, რომ გიმგზავრიათ. ვისთან ერთად, ჰო, ვისთან ერთად გიმგზავრიათ, როდის და სადამდე. ქუჩაში მათხოვარისათვის მოწყალება რომ მიგიციათ, ისიც კი თქვენ სათვალთვალოდ იყო ჩასაფრებული, კონკებში გადაცმული. ვიცით არც ის უწესო ბოჰემისტური საზოგადოება მოგწონდათ... და მათთან თუ მისულხართ მხოლოდ ბადრის ხათრით... მძიმე ოჯახური მდგომარეობა გაქვთ, ძლიერ მძიმე, დამხმარე კი არავინ გვავს, მოხუცებული მამიდის მეტი. ბადრი კარგად არის ნუ ინაღვლებ! ნათელა ყურადღებით უსმენდა. ნამდვილად უპრეცენდენტო შემთხვევაა: გამომძიებელი ასე ბევრს რომ ლაპარაკობს, ხოლო მისი კლიენტი გამუდმებით დუმს. ენად გაკრეფილ ბატონ პოლკოვნიკს ქალიშვილისთვის არ მიუცია არც ერთი კითხვა. ტელეფონის ზარი გაისმა: -დიახ აქ არის. ხელს ნუ შემიშლით, შემდეგ გადმორეკეთ. -უპასუხა ვიღაცას. პაპიროსს მოუკიდა  და განაგრძო:
- ჩვენ, რომ ბოროტი ხალხი ვიყოთ უყოყმანოდ მოგიყენებდით 58 სტატიის 12 მუხლს, რაც რვა-ათი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ვინც პოლიტიკურ დამნაშავეს ფარავს და არ ამჟღავნებს, მისი დანაშაული ამ სტატიით და მუხლის შესაბამისად ისჯება. გაუმჟღავნებლობის მუხლი ჰქვია. ნათელა შეშფოთდა და შეშინებული თვალებით შეხედა პოლკოვნიკს. -ნუ შეშინდებით, ჩვენ ამ მუხლს არ შეგახებთ და იცით რატომ? ჩვენ თქვენისთანა ნიჭიერი ახალგაზრდები გვჭირდება. მოდით ერთად ვითანამშრომლოთ, ყველაფერში დაგეხმარებით. თქვენ არც კი იცით, ჩვენი დახმარებით დაუშვა თქვენმა რექტორმა გამოცდები, რომ ვადაზე ადრე ჩაბარეთ. მთელი წლის ვადით ლიბაანის საგზურიც ჩვენი შემწეობით მიიღეთ... მთელი წლის ვადით... ნაადრევად წამოხვედი და სწორედ ამან დაგვაეჭვა. ჩვენთვის ცნობილია, რომ მამათქვენმა რევოლუციამდე ერთ-ერთ ჩვენ ღრმად პატივცემულ ბელადთან ერთად იბრძოლა. პატიმრობიდან მამათქვენი სწორედ მან იხსნა. მაშასადამე ჩვენ ყოველ ძალ-ღონეს ვიხმართ, რომ ბრწყინვალე მომავლისაკენ გზა გაგიკვალოთ, თქვენ კი სტუდენტურ საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტის ხართ და მუდამ დაგვეხმარებით ყველაფერში, რაშიც კი საჭირო გახდება თქვენი დახმარება. აი, ქაღალდი ამ საბუთს მოაწერეთ ხელი. -თავი ზღაპარში მგონია, იმდენი სიკეთე გაგიკეთებიათ ჩემთვის და იმდენ სიკეთეს კიდევ მპირდბით, მაგრამ... რაღა მაგრამ, რა გიშლით ხელს? შეაწყვეტინა გამომძიებელმა. -მე სერიოზულად ვარ ავად და მძიმე სამუშაოს შესრულებას ვერ შევძლებ. -გამოკეთდებით, თქვენ განკარგულებაში იქნება საბჭოთა კავშირში არსებული ყველა ფეშენებელური სანატორიუმი, სადაც თქვენნაირ ავადმყოფებს მკურნალობენ, უცხოეთშიც კი შეგვიძლია თქვენი გაგზავნა. -დიახ, სერიოზულად ვარ ავად, გარდა ამისა... „ერთობ უბედურია ადამიანი, რომელიც ცდილობს იყოს სხვა და სხვანაირი და არა ის პიროვნება, როგორიც არის თავისი ფიზიკური და ფსიქიური წყობის მიხედვით”*1  რასაც მავალებთ მე ვერ შევიძლებ მის შესრულებას.
- ოჰო, არც ისე მიამიტი გოგონა ბრძანებულხარ, როგორიც მეგონეთ, იქნება კარგად იფიქროთ კიდევ.
- ასჯერ, რომ შევხვდეთ ამასვე გეტყვით!
- ბადრისაც შეუმსუბუქდებოდა მდგომარეობა, თვენთვის ხომ დიდი სიკეთის მომტანი იქნებოდა ჩვენთან მეგობარობა.
- ვერ შევძლებ ბატონო.
- კარგი კმარა. მაშ აი, ამ ქაღალდზე მომიწერეთ ხელი, რომ ჩვენი საუბრის შესახებ არსად, არავისთან, არაფერს იტყვით.
- ჭორიკანები მეც ძლიერ მძულან -თქვა ქალიშვილმა და იმ საბუთს გარკვევით ხელი მოაწერა.
- ნახვამდის ქალბატონო. კარგახანს ვერ ინახულებთ თქვენ ბადრის, შესაძლოა ვეღარც კი ნახოთ. ნახვამდის.
- მშვიდობით ბატონო.
  ერთ უსიამოვნებას მეორე მოსდევდა და გასაკვირია ამ პატარა ქალიშვილს სუსტს და უმწეოს როგორ შეეძლო ამდენი წამების და მწუხარების ატანა. ფსიქიური ტრავმაც, ტრავმასაც გააჩნია. ჯერ მარტო დედ-მამის ავადმყოფობა და დევნა საკმარისი იყო ადამიანის პიროვნების სრული დეპერსონალიზაციისათვის სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მაგრამ თავის თავს სასოწარკვეთილების ჟამს თვითონვე ანუგეშებდა იგი და ხშირად ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვებს იმეორებდა:
„არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს
იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს”.
  მისი ჯამრთელობა დღითიდღე უარესდებოდა, მაგრამ ინსტიტუტში ლექციებზე მაინც სისტემატიურად ესწრებოდა. დაგვიანებაც კი არ ჰქონია. საღამო ხანს ხშირად აცხელებდა, ხველებამაც უმატა. დღითიდღე სუსტდებოდა. ერთ ღამეს რაღაც გაურკვეველი, მაგრამ საზარელი სიზმარი ნახა. ძლიერმა ხველამ გამოაღვიძა. ხველების წამალი მიიღო, თავს მაინც ძლიერ ცუდად გრძნობდა და  Hაემორტოე *2  დაეწყო, ხელ-ფეხი გაუცივდა. სასწრაფო დახმარების მანქანას გამოუძახეს და ტუბსაავადმყოფოში გადაიყვანეს. ძლივს შეძლეს სისხლდენის შეჩერება. მეორე დღეს გამოჩენილ ფტიზიატრს -პროფესორ მესტიაშვილს აჩვენეს, რომელმაც უყოყმანოდ დაასკვნა -მძიმე მდგომარეობა. -გართულებასთან გვაქვს საქმე, ფიბროზული, კავერნოზული ტუბერკულიოზის საშიშ გართულებასთან. -უთხრა მან და სათანადო მაღალკვალიფიცირებული მკურნალობაც დაუნიშნა. ნათელას თავისი მამიდა და ქალბატონი თამარი უვლიდნენ რიგრიგობით. საბრალო გოგონა დღითიდღე 
------------------------------------------------------------
*1 ანგელო პეტრის სიტყვებია. 
*2 ფილტვებიდან სისხლდენა, ტუბერკულიოზის გართულებაა
------------------------------------------------------------
სუსტდებოდა. ბალიშის ქვეშ ბადრის  სურათი ედო, გაღიმებული და უდარდელი სახით. (უნივერსიტეტის ეზოში გადაღებული). მარტო რომ რჩებოდა მას ეალერსებოდა და ესიყვარულებოდა. ღმერთს იმას შეთხოვდა მხოლოდ და მხოლოდ ბადრის უნახავად ნუ მომკლავო. ბადრი რაღას იქმს? ისევ მარტოდმარტო საკანში და ისევ სასოწარკვეთილი. ძილშიც კი აღარ ჰქონდა მოსვენება, ხშირად ნათელას ხედავდა სიზმარში გამხდარს, გაწამებულს, ცისკენ მომზირალს, ღმერთს რომ რაღაცას ევედრებოდა. დროდადრო იმ ჩურჩულში თავისი სახელიც ესმოდა. მერე მთის ბილიკით სადღაც მაღლა მიდიოდნენ ორივენი. სადაცაა მზე უნდა ამოსულიყო. უცებ ფეხქვეშ მეწყერმა მიწა ჩააქცია. ჩაცვივდნენ, ისევ ამობობღდნენ, უფსკლულის პირას იდგნენ. სადაცაა ქვესკნელში უნდა გადაჩეხილიყვნენ, მაგრამ უცებ თოვლიანი ქარბუქი ამოვარდა და თეთრი ფიფქების ნაცვლად შავი ფიფქებით მოთოვდა. ქარბუქმა უფრო მძლავრად დაქროლა და ორივენი უფსკლულზე უფრო კარგა შორ მანძილზე გადატყორცნა. ოღონდ ერთი ერთ მხარეს, ხოლო მეორე სულ სხვა მხარისაკენ და ისევ ქარბუქი ღმუოდა, ისევ თოვდა შავი ფიფქები. შემკრთალს და შეშინებულს გამოეღვიძა, რადგან ჩვეული ჯახჯახი ატყდა კარების და ჩვეული სისინი: ს-ს-ს-ს-ს, ჩუ-ჩუ-ჩუ-ჩუ. მისი საკანის კარიც უეცრად გაიხსნა და ვიღაც ყმაწვილი პანღურით შეაგდეს. ძილიდან ახლად გამორკვეული, თავზარდაცემული ბადრი პირქვედამხობილ, უცნობ ჭაბუკთან მიიჭრა და თავისუფალ საწოლზე წამოაწვინა. როცა უცნობი გონს მოვიდა ბადრიმ ჰკითხა:
- როდის მოგიყვანეს ძმობილო?
- ეხლა შუა ღამისას, ამხანაგის დაბადების დღეზე ვიყავი, მაგრად დავლიეთ და ამ ძაღლებმა ქუჩიდან ამიყვანეს.
- შენი ცემა სადღა მოასწრეს?
- წინააღმდეგობა გავუწიე დაკავებისას და მაგრად მირტყეს.
  ახლად მისულს ცხვირიდან ჯერ კიდევ ორივე ნესტოდან სისხლი სდიოდა. ჯიბეში ცხვირსახოცს დაუწყო ძებნა, მაგრამ ამაოდ.
- აიღე ძმობილო! -უთხრა და თავისი ცხვირსახოცი გაუწოდა ბადრიმ.
- რა დროს დამაპატიმრეს ამ ოჯახქორებმა, რა მეშველება, სწავლის დასრულება მაინც მომესწრო, სამეცნიერო შრომის დასრულებას ვინღა ჩივის.
- სად სწავლობდი?
- უნივერსიტეტში, ფილოსოფიურ ფაკულტეტის დამამთავრებელ კურსზე ვიყავი. ჩემს მშობლებს მაინც შეატყობინონ ამ რჯულძაღლებმა.
- დამშვიდდი ყველაფერს ეშველება, „არც ისე წვიმს როგორც ქუხს”
- წიგნების ნებართვას თუ იძლევიან?
- არა.
- ეზოში თუ გაჰყევხართ სასეირნოდ.
- წელიწადზე მეტია აქა ვარ და ამ ხნის განმავლობაში ერთხელ მიწაზე ფეხი არ დამიდგია
- დედ-მამას თუ გახვედრებენ?
- არა.
- რამ გაგაძლებინა ამდენ ხანს ამ უბედურებაში? მეტი რაღა ქუხილი და წუხილი გინდა, ანდა წვიმა!
  კარგა ხანს დუმდნენ. მერე ისევ უცნობმა წამოიწყო საუბარი.
- იცი გული რაზე მწყდება, გუშინ შუა ღამისას ინსტიტუტიდან შინ რომ
ვბრუნდებოდი, წიგნი შევიძინე: „ჰეროდიტე”, მაშინვე კითხვა დავიწყე, ძალიან გამოტაცა, მაგრამ ვერ დავასრულე... გული ტკივილით მეკუმშება.
- სწავლა არ დაუსრულებია და უკვე დასრულებული ფილოსოფოსია -თავისთვის გაიფიქრა ბადრიმ. უცნობმა კი ისევ განაგრძო:
- ვინ იტყვის ჰეროდიტეზე უკეთ -„სამყაროს ღვთაება განაგებს, იგი ერევა ადამიანის საქმეში, სჯის დამნაშავეებს. ღმერთები შეიძლება ადამიანს გამოეცხადნენ კიდევაც, დამნაშავე ვერსად დაიმალება, ვერცერთი დანაშული ვერ გადაურჩება სასჯელს, თუ მას არ აგებინეს პასუხი, სულ ერთია მის მემკვიდრეს აგებინებენ”. ეს გენიოსი სხვა ფილოსოფოსს ევრიპიდესაც იმოწმებს: „საიდან წარმოიშვა თვით ღმერთი ან არსებობდა თუ არა ის მუდამ”?
- მეც მაქვს წაკითხული ეგ წიგნი, ყველაზე მეტად კი იცი რა მახსოვს, ის რომ ბედისწერას ვერავინ გაექცევა თვით ღმერთიც კი, შემდეგ დასძინა -ფილოსოფოსი დასჯის შესახებ, რომ ლაპარაკობს ეს ჩეკისტ გამომძიებელს ჭკუაში დაუჯდა. თავის დანაშულზე პასუხი, რომ მოეთხოვებათ მათ და მის შვილებს ეს კი არ ეპიტნავებათ. მე მგონია ვერავინ გაბედავს ჩვენ ქვეყანაში ფიქრსაც კი, რომ წითელი ღმერთები მარქსი, ენგელსი, ლენინი და სტალინი ყოველთვის, რომ არ არსებობდნენ და საუკუნოდ უკვდავ-უბერებლად არ იარსებებენ. ფილოსოფოსმა გაიღიმა და გაიფიქრა: -ეს ვიღაც ბადრი არც ისე მდაბიო ჩანს როგორც მეგონაო.
- ჩვენ გამომძიებლებს არც ის მოეწონებათ ჰეროდიტემ რომ თქვა: ტირანი თრგუნავს ადამიანებს, უსპობს ყოველგვარ ინტერესს, დემოკრატია კი ყოველ სფეროში თავისუფლებას ანიჭებს მათ. წინათ თუ ფილოსოფოსები ამბობდნენ - „მე ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობ” ახლა უმეტესნი ასე ღაღადებენ: „თუ არ ვაზროვნებ ვიარსებებო”!
- შენც ჩემსავით ნამდვილად დასაჭერი ყოფილხარ -იხუმრა ბადრიმ და ერთმანეთს მეგობრულად გაუღიმეს.
- რა გვარისა ხარ, რა გქვია?
- ხირსელი ვარ, ბადრი მქვია.
- შენ რაღაAგვარისა ხარ?
- ჯემალ ჯანდიერი, ოცდაექვსი წლისა ვარ.
- მე კი აქ შემისრულდა შარშან ოცდაერთი წელი, ხოლო წელს კი ოცდაორი წლისაც გავხდი.
- ბარაქალა შენს მოთმინებას.
- ადამიანი ყველაფერს უძლებს.
- ყველაფერს გაუძლებ, მაგრამ უწიგნურობას ვერა.
„როგორ გავუმხილო ამ გულუბრყვილო ბიჭს, რომ აქ ბევრი რამ არის ისეთი, რაც უფრო გაუსაძლისია: ფეხის გულებში „ჯადოსნურ ჯოხს”, რომ გამეტებით ურტყამენ, გავა ხანი და რამოდენიმე დღის მერე დაწყლულებულ ფეხის გულებში, ისევ იმ ჯოხით უტყაპუნებენ”...
- ბოლოს რა წიგნი წაიკითხე? -ჰკითხა ჯემალმა. ბადრიმ გაიცინა და უპასუხა რაღა მახსოვს იმდენი ხანია ვზივარ. თუმცა მოიცა, მგონი გავიხსენე -ერნესტ ჰემინგუეის რჩეული ნაწარმოებები. ძლიერ მომეწონა ეს გამონათქვამი: „უნდა ვიყოთ კეთილნი ჩვენ, ვისაც ამდენი ბოროტება გაგვიკეთეს, სიკეთეა მყარი”! ბადრიმ საუბრის თემა შეცვალა -მოდი ჩვენს  ღარიბულ ტაბლას მივუჯდეთ. -საკვირველია ნაქეიფარი კაცი მოვედი .და მაინც მგელივით მომშივნია. ბადრის ცოტაოდენი ყველი და პური შემორჩენოდა. მწვანილეული, ხახვი და ნიორი ჯერ ბლომად ჰქონდა. ახალგაზრდა ფილოსოფოსს თვალები გაშტერებოდა საკანის პირქუშ კედელზე რომელიღაც ერთ წერტილს მიშტერებოდა და თან ლაზათიანად ხარბად ილუკმებოდა, ვიდრე მთლად არ გამოლია პური და ყველი... ნამცეციც კი არ დატოვა. ახლა ხახვსა და მწვანილეულს მიეძალა ისეთი ხრამუნი და ხრაშახრუში ატეხა, ბადრი დაეჭვდა დერეფანში მთვლემარე, ნაბახუსევ ელამ ზედამხედველს ხომ არ გაეღვიძებაო. მერე კი რატომღაც დეიდა ბაბეს სახედარი „შავთვალა” მოაგონდა. მოხასხასე, ნორჩ ბალახს თავისი ხელით, რომ აჭმევდნენ ბავშვები დიდთვალა, თვინიერ ცხოველს. ფიქრობდა: „ფილოსოფოსები მართლაც უცნაური ხალხია, თუნდაც აი ეს ბიჭი. აღარ მახსოვს რომელმა ფილოსოფოსმა თქვა ფილოსოფია სიკვდილისათვის მზადებააო და იქნებ მართალიც იყო. ამ ახალგაზრდა ფილოსოფოსს ჯემალს და მეც-მოფილოსოფოსოს, ღრუბლებში მოსიარულეს,  გამოუსწორებელ მეოცნებეს ორივეს სიკვდილისათვის გვამზადებენ, აქ ამ კედლებში...
  ბოლოსდაბოლოს დადგა ის დღეც, როდესაც ბადრი სასამართლოს წინაშე წარადგინეს, განსასჯელ სკამზე მის გვერდით მხოლოდ სამი პატიმარი აღმოჩნდა, სამივე ქალი: ნანა, ლიანა და შუშანა. „ნანას და მე ჩვენი ლექსები შესაძლოა, თვით საფლავშიაც არ გვაპატიონ”*1. ამ საცოდავ გოგონებს რაღას ერჩოდნენ. ერთი უგონოდ იყო შეყვარებული ვიღაც უღირსში, ხოლო მეორე პურ-მარილით გვიმასპინძლდებოდა. ნუთუ ეს იყო დანაშაული. -ფიქრობდა ბადრი. შინსახკომიდან უზენაეს სასამართლომდე, ძლიერ მოკლე მანძილი იყო და პატიმრები ფეხით მიყავდათ. სამივეს ერთმანეთის მოშორებით ჯარისკაცები მიაცილებდნენ, მრისხანე სახეები ჰქონდათ ხიშტმომარჯვებულებს. დიანას დედამ ახლად გამომცხვარი ფუნთუშა მიაწოდა, ჯარისკაცმა კი დედაკაცს ხელი გაჰკრა, პატიმარს ფუნთუშა პირიდან გამოსტაცა და წუმპეში გადაუგდო. ახლა ბადრისთან მიირბინა, მისმა დეიდაშვილმა კაკომ, იმავე ჯარისკაცმა ბავშვს თოფის კონდახი, ისე მაგრად ჩასცხო ნეკნებში, რომ სიმწარისაგან ბავშვს სახე დაეღრიჯა. სასამართლოს მაღალ კიბეებზე როდესაც ადიოდნენ, ბადრი ცდილობდა მხნედ ჩვენებოდა ყველა ირგვლივ მყოფთ და ვიღაც უცნობმა ახალგაზრდამ გესლიანად მიაძახა: -რა ამაყად მიიჯგიმები, თითქოს ვინმე გმირი ბრძანდები! ვიდრე სასამართლოს სხდომა დაიწყებოდა ოთხივენი ცალკ-ცალკე მოსაცდელ ოთახებში შეიყვანეს. ამაოდ ცდილობდნენ ბადრის დედა, დეიდა ელენე და მისი ბავშვები გულში ჩაეკრათ ბადრი და ახლოს მისულიყვნენ.
------------------------------------------------------------
*1  ეს სტრიოქნები ვახტანგ კეკელიძის ლექსიდანაა
------------------------------------------------------------
მხოლოდ შოკოლადის და პაპიროსების შეგზავნა მოახერხეს... ბადრი იჯდა და ელოდა... მის გარშემო მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავენი იყვნენ. ისინიც სასამართლოზე გამოძახებას ელოდნენ. მერხზე ადგილი რომ განთავისუფლდა ბადრი ჩამოჯდა და მწარედ ჩაფიქრდა თავის უღიმღამო ხვედრზე. ფიქრიდან ვიღაც უცნობმა საოცრად ლამაზმა ქერა, ცისფერთვალება ტანკენარმა ქალმა გამოარკვია:
- რაზედ ზიხარ ბიჩო?
- ორმოცდამეთვრამეტე მუხლით. -მოკლედ მოუჭრა ბადრიმ.
- ვაა, ფაშისტი კოპილა. -შეიცხადა ქალმა.
  ბადრიმ შუბლი შეიკრა და ზურგი აქცია. ქალი ახლა პირისპირ დაუჯდა და ალერსიანად უთხრა: -რატომ გცკინს, პოლიტიკურს კველა მუდამ ასე ეძახის და თუმცა ქალი უმოწყალოდ ამახინჯებდა ულამაზეს ქართულ ენას, მაინც რატომღაც უხდებოდა ლაპარაკი, ისე რბილად და სასაცილოდ გამოთქვამდა ყველა წინადადებას. -ეპატიება, ჩემზე უფრო სულელი ჩანს ეს საცოდავი. -გაიფიქრა ბადრიმ და გაიცინა.
- რას იცინი, კარგო არიფო, იცი რას გეტყვი? ციხიდან რომ გამოხვალ შევხვდეთ. ისეთი კარგი კურდი გაგხადო, შენს ტავს დანატროდე. ფულიანი კაცი იქნები.
  ბადრიმ ისევ არაფერი უპასუხა. მათ სიახლოვეს ვიღაც წარმოსადეგმა, სიმპათიური სახის, ჩინებულად ჩაცმულმა კაცმა ჩაიარა.
- მე ამ კაცს ვიცნობ ვეკილია, ნეტავ სადმე შემხვედროდა კუჩაში, ღამით, ნიფხვის ამარა დავტოვებდი, ფულსაც წავართმევდი, რიჟი ბაკასაც*1 . -მომაწევინე! -ბადრიმ რამოდენიმე პაპიროსი მიაწოდა. -ტინკუემ ბარძა პან!*1 . ბადრიმ გაიოცა: -„საიდან სადაო წმინდაო საბაო”! - რატომ გაოცდი მე პოლონელი ქალი ვარ, კურდბაცაცა, ლოთი, ბოზი რუსი კი არა! მე ნინა გრიცკევიჩი ვარ! - თქვენ რაღაზე ზიხართ დაინტერესდა ბადრი. ბანდრიტიზმის და პროსტიტუციის მუხლი მაკ. -ამაყად წარმოთქვა ქალმა. კალებში კანონიერ კურდად ვითვლები. კაცები კი კურდად არ მცნობენ. საკმის დაჭერა და კეიფი კი კველას უნდა. -ბადრის ისევ გაეცინა. -მერე იცინებ აკედან ტუ ერთად ცაგვიკვანეს ჩორნი ვორონით, მუხლზე ტუ დამისვამ ალერსიტ დაგახრჩობ, სულ ოფლში გაგავლებ. სიბნელეში ვინ დაგვინახავს, ტუნდ დაგვინახონ მიმიფურტხებია კველა იმატტვის. -ასე ურცხვად ყბედობდა ნინა გრიცკევიჩი „პატიოსანი ქურდი ქალი”. ბოლოს ჩაფიქრდა და ბადრის საქმიანი კილოთი ჰკითხა: -იკნებ კალი არ გინახია, რატომ გაციტლდი? -ქალს ტანზე ძლიერ ლამაზად ეცვა, ელეგანტურად. თავზეც ძვირფასი მანდილი ებურა. ბაასში გართულს თავსაბური შუბლზე ჩამოუცურდა და ბადრიმ შუბლზე აშკარად შენიშნა უმოკლესი და ბინძური რუსული სიტყვა „XXX”. დიდი ასოებით დასვირინგებული... გაოცებისაგან გაშტერდა ბადრი. - რა გაიკვირვე, ცაგებულს წამაწერეს. შენ ტანზე მნახე როცა გავიხდი რა ლამაზი ვარ, რა მოხატული სულ გაგიჟდები!
-----------------------------------------------------------
*1 რიჟა ბაკა - ქურდული ჟარგუნით ოქროს საათს ნიშნავს.
*2 ტინკუემ ბარძა პან - გმადლობთ ბატონო (პოლონურად)
-----------------------------------------------------------
- სისულეებს ნუ როშავ! -უთხრა ბადრიმ. ქალმა იწყინა მერე კი უეცრად ისევ გული მოიბრუნა და თქვა: -წეღან ვიღაც ამხანაგმა და ნათესავებმა პაპიროსებთან ერთად ბევრი შოკოლადები, რომ შემოგიგზავნეს, რატომ არ გინდა გამიმასპინძლდე? -მიირთვით! -კიდევ გაუწოდა პაპიროსები და რამოდენიმე ფილა შოკოლადი. -ტინკუემ ბარძა პან!.. კარგი არიფი ხართ, „ვრედნი”, რომ იყო ხმას არ გაგცემდი. სასამართლოზე გამოუძახეს ფეხზე წამოდგა ლამაზი ქალი, ბადრის კნიკსენი *1 გაუკეთა და ჰაეროვანი კოცნით დაემშვიდობა. ეჰ! ომი, ომი! რამდენი ადამიანი გააუბედურა მან. აი, თუნდაც ეს ქალი, საიდან სად გადმოკარგა ბედმა. რარიგ მომრავლდნენ ქურდები, მკვლელები, აფერისტები. ამ ახალი მოდის ქურდებს „სტალინსკი ვიპუსკს” ეძახიან. კანონიერი ქურდებისაგან განსხვავებით ქურდული რწმენა არ ამოძრავებთ. ესენი შიმშილის და ომის ნაშიერები არიან. თვით მრისხანე და სისხლიანმა ტირანმა ლოდოსის მეფემ კროიზოსმაც კი ოდესღაც თქვა: -„არავინაა ისე უგნური, რომ ომი ერჩივნოს მშვიდობას. მშვიდობის დროს შვილები მარხავენ მამას, ომის დროს კი მამები შვილებს”! უღმერთოდ დაღონებული და ყველაფერზე გულაცრუებული ბადრი სასამართლო დარბაზში შეიყვანეს ჯარისკაცებმა. - „ისევ ვიგრძენი, რომ ყველაფერი სიცრუეა”*1  -ფიქრობდა ბადრი. ნუთუ ლამაზი მეგობრობაც სიცრუეა? სინამდვილე, რომ იყოს ის „ჩემი მეგობრები” დღეს აქ ჩემს გვერდით უნდა იჯდნენ. ხოლო სპეტაკი, მაღალი სულის უდანაშაულო ქალები კი დედათა მონასტერში. ბრალდებულებთან ვექილი მივიდა, სიმპათიური სახის წარმოსადეგი, მაღალი კაცი და გაეცნოთ. მე თქვენი ადვოკატი შალვა მესხიშვილი*1 ვარ. მართალია დღეს პირველად გნახეთ, მაგრამ საჭირო ვარ, კარგ რჩევას მოგცემთ. -რაც შეიძლება თავი მოისაწყლეთ. -უთხრა ოთხივეს, ბადრის კი ჩუმად ჩაუჩურჩულა: -პროვოკაციააო არ თქვა თორემ ყველას მოგსპობენ. -ხმამაღლა კი ასე უთხრა: -აბა შენ იცი, რაინდულად მოიქეცი, კარგს იზავ თუ იმას იტყვი, რომ ამ ქალებზე შენ მოახდინე მავნე ზეგავლენა, იქნებ როგორმე განაჩენი შეუმსუბუქდეთ. ჰო, რა იქნენ ის ვაჟკაცები? სამშობლოსათვის მებრძოლ რაინდებად, რომ მიმაჩნდა? მეგონა, რომ უფალს გულწრფელად ევედრებოდნენ: „აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ რათა ვიტყოდეთ უფალო დიდება შენდა. -ასე ფიქრობდა ბადრი და ისევ იგრძნო „რომ ყოველი სიცრუეა” მაგრამ ეს რაა სიცრუე თუ სინამდვილე? დარბაზში ნათელა შემოვიდა,
-----------------------------------------------------------
1* რევერანსი, მისალმება ფეხის გრაციოზული ჩახრით გამოხატული.
2* აკუტაგავა რიუნესკეს სიტყვებია.
3* გამოჩენილი იურისტი, იუსტიციის მინისტრი „მენშევიკების” მთავრობის დროს.
-----------------------------------------------------------
ხელში წყლით სავსე გრაფინი ეჭირა და ბადრის ალერსიანად შეყურებდა უსაზღვრო სიყვარულით. თითქოს მიანიშნებდა: -მხნედ იყავი, ქედმოხრილი არავის ეჩვენო, იცოცხლებ ნუ გეშინიაო. როცა საყვარელი ადამიანის ფეხის ხმა მიწყდა გაახსენდა, რომ ოდესღაც მასთან ერთად რუსი პოეტი მერეშკოვსკის შესანიშნავ ლექსს კითხულობდნენ: („თეთრ ზეწარს”). წინასწარ დედა შვილს რომ შეუთანხმდა თუ სიკვდილით დასჯას არ მოგისჯიან თეთრი ზეწარით მოგეჩვენებიო და სიკვდილ მისჯილ შვილს თეთრი ზეწარით ეჩვენა, პირმშოს მტრის წინ ქედი, რომ არ მოეხარა. დიდ წითელმაუდ გადაფარებულ ფეხებმოჩუქურთმებულ მაგიდასთან, რბილ, ასევე სათუთად ნაჩუქურთმალ სკამებზე ბატონი  მოსამართლე და მსაჯულები ისხდნენ. ოდნავ მოშორებით პროკურორი, ისიც მაღალ და ძვირფას სკამზე, ძლიერ მოშორებით ხმელ და ფეხმორყეულ სკამზე კი შეცბუნებული, შემკრთალი ვექილი იჯდა. პატიმრები დარბაზიდან მტკიცე თეჯირით იყვნენ გამოყოფილნი, რომელსაც კიდევ უფრო მტკიცე და პირქუში სახეგაქვავებული ჯარისკაცები ედგნენ დარაჯად. სასამართლო პროცესი დახურული იყო. მოსამართლემ დამსწრეთ ამცნო: -„ეს დახურული სხდომაა, რადგან ისეთ ღვარძლიან დამნაშავეებთან გვაქვს საქმე ღირსი არა არიან თავისი შხამიანი სულთქმით საბჭოთა მოქალაქეები მოწამლონ. აქ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დამსჯელი და სამართალდამცველ ორგანოთა წარმომადგენლები მოვიწვიეთ, ბევრი საქმე გვაქვს და სწრაფად უნდა განვიხილოთ ამათი საქმე.” თუმცა რა იყო განსახილველი, განაჩენი წინასწარ გამოტანილი ჰქონდათ და მხოლოდ იაფასიანი ფარსის გათამაშებაღა იყო საჭირო! მოსამართლემ რიხიანი ხმით დაიწყო: -განსასჯელ სკამზე სხედან ბადრი გიორგის ძე ხირსელი მცხოვრები ქ. თბილისის ჟელიაბოვის № 10-ში. ოცდაორი წლის ადრე სამართალში არ ყოფილი. სამედიცინო ინსტიტუტის IV კურსის სტუდენტი, კომკავშირიდან თავისი ნებით გასული. ნანა მხეილის ასული კორინთელი. ფილოლოგი, პოეტესა. ოცდასამი წლის, მცხოვრები ბელინსკის № 30-ში, ყოფილი კომკავშირელი. ლიანა ალექსის ასული ჯანხოთელი ქ. თბილისის მთაწმინდის № 11-ში მცხოვრები. ფილოლოგი, ოცდასამი წლის, უპარტიო. წინათ ნასამართლევი აგრეთვე არ ყოფილა. შუშანა თAრიმანის ასული შანშეშვილი ოცდასამი წლის ქ. თბილისში მცხოვრები. პროვიზორი ყაზბეგის № 13-ში მცხოვრები. ადრე სამართალში არ ყოფილა. ყველა მათგანი უმუშევარი გახლდათ და ჩვენს წინააღმდეგ იატაკქვეშ მუშაობდნენ, ხოლო ამ ორგანიზაციის ერთერთი ინიციატორის საქმე სხვადასხვა მოსაზრებით ცალკე გამოიყო. სასამართლოს შემადგენლობა მე მგონი ყველასათვის ცნობილია, მოსამართლე ფორე ეფრემიძე, მსაჯულები სიმონ საძაგლიშვილი და ბორის ბოსტოღანაშვილი, პროკურორი -ჯემალ მიქაუტაძე ხოლო ვექილი შალვა მესხიშვილი. შემდეგ მოსამართლემ დამსწრეთ მოკლედ გააცნო საქმის შინაარსი: -განსასჯელებს ბრალად ედებათ (უკვე დადასტურებულია) მძიმე დანაშაული, კომუნისტური საზოგადოების მშენებლობის საქმეში, მონაწილეობის მიღების მაგივრად სასტიკად კიცხავდნენ და ებრძოდნენ ყოველგვარ სიკეთეს, რაც კი საბჭოთა ხალხს პროლეტარიატის დიდმა ბელადმა სტალინმა და მშობლიურმა პარტიამ მოუტანა. ისინი ეჭვის თვალით უყურებდნენ საბჭოთა დემოკრატიას, ჰუმანიზმს, მათ არ სურდათ და არ სურთ გაიგონ, რომ საბჭოთა მართლმსაჯულება, მოწოდებულია მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური ამოცანების შესასრულებლად. თვით ამისთანა გარეწრებსაც კი ხშირად საშუალებას ვაძლევთ პატიოსანი შრომით გამოისყიდონ თავისი ბინძური დანაშაული. თუმცა ისინი ხელს გვიშლიდნენ ჩვენი დიადი მიზნების განხორციელებაში. ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ მათ არალეგალური იატაკქვეშა ორგანიზაცია შექმნეს, ისიც კი გაბედეს ხელთნაწერი, კონტრრევოლუციური ჟურნალი გამოეცათ „ანათემის” სახელწოდებით და სტუდენტებში გაევრცელებინათ. იმდენად გათავხედდნენ, რომ ამ ჟურნალის დაკანონება და ბეჭვდითი ორგანოდ გადაკეთებაც კი სთხოვეს ზემდგომ ორგანოს, ვინაიდან რადგანაც, რომა ესენი სასტიკად დამნაშავენი არიან, დაისჯებიან კიდევაც სამაგალითოდ. სიტყვა ეკუთვნის სახელოვან იურისტს ლენინის ორდენის კავალერს ბატონ პროკურორს ჯამლეტ მიქაუტაძეს. კიდევ უფრო მეტი რიხიანობით დაიწყო თავისი სიტყვა პროკურორმა -მსოფლიო პროლეტარიატის გენიალური ბელადი დიდი სტალინი ჩვენი მამა და მასწავლებელი და კომუნისტური პარტიის სულისჩამდგმელი... და საბჭოთა მთავრობა, ჩვენი უდიადესი, ძლევამოსილი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების მთელ მანძილზე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, სოციალისტური კანონებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეს, აქედან გამომდინარე მე ვითხოვ ამ გარეწრების სასტიკად დასჯას, პირველ ყოვლისა მათი დანაშაული უნდა განვიხილოთ როგორც ქმედება ომიანობის დროს და არა მშვიდობიანობისას. ეს რა თქმა უნდა დამამძიმებელია 58 სტატია და 10-11 მუხლისათვის, იმდენად დამამძიმებელი, რომ სიკვდილით დასჯაც კი ამ გარეწრებისა მე მიმაჩნია მსუბუქ განაჩენად. ნურავინ იფიქრების, რომ ჩვენი ჰუმანურობა და კაცთმოყვარეობა ვისმეს მისცემს საშუალებას, რომ თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იერიქონის საყვირის ხმასავით ქუხილად გაისმოდა დიდებული შოთას და მისთანა ბრძენკაცთა თქმული: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესაც შეიქმს ხმელსა ნედლად”. ბადრი გიორგის ძე ხირსელს მოვითხოვ მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა, როლო მის განუყრელ მეგობარს ნანა კორინთელს ოცდახუთი წლის პატიმრობა და ხმის უფლების აყრა ორი წლით. ლიანა ჯანხოთელს ოცდახუთი წლის პატიმრობა, შუშანა შანშეშვილს ოცდახუთი წლის პატიმრობა. პატივცემულო მოსამართლენო მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართალმა პური ჭამა. -გაისმა მქუხარე ტაში. აგრეთვე რეპლიკებიც: -სიკვდილი გარეწრებს! -არავითარი დანდობა! -დიდება დიდ სტალინს, მსოფლიო პროლეტარიატის და მთელი მოწინავე კაცობრიობის გენიალურ ბელადს, ჩვენ მამას და მასწავლებელს! -დიდება საბჭოთა ჰუმანიზმს, დიდება კომუნისტურ პარტიას. ყველაზე მეტად კი ერთი კოხტაპრუწა ქალური აღნაგობის კაცი გაკიოდა თავისი წრიპინა ხმით.
- ღმერთო ჩემო სად მინახავს ეს კაცი?! -გაიფიქრა ბადრიმ და როგორც ბუნდოვან სიზმარში ნანახი ისე გაიხსენა მისი სახე... იქ „ზევით” უმოწყალოდ, რომ ცემდნენ მას, მაშინ შემოვიდა პოლკოვნიკის კაბინეთში, ახალთახალ კოსტუმში გამოწყობილი. ვიღაც იქ მყოფთან ლაზღანდარობდა. ეს ხომ ის კაცია დიდიმმა ჟურნალი რომ მიუტანა წასაკითხად და დახმარება თხოვა ბეჭვდით ორგანოდ გადაკეთება, რომ სურდათ. შემდეგაც რამდენჯერმე მოელანდა ცემა-ტყეპით გაოგნებულს, კურტუმის ქნევით, რომ შემოდიოდა და ქალური პრანჭვა-გრეხით ელაზღანდარებოდა ვინმეს „ნაზი და ნარნარი”. ო, ღმერთო ჩემო ვის ხელშია ჩვენი ბედი, ჩუმად ამოიკვნესა ბადრიმ. როგორც იქნა ვექილიც გაიხსენეს პატივცემულმა მოსამართლეებმა და სიტყვის თქმის უფლება მისცეს. ბადრის არც ის გამოპარვია, ვექილის გამოსვლის წინ პროკურორმა როგორ დამცინავად გადახედა და თითიც დაუქნია მუქარით. მოლამ რომ ბავშვი წინასწარ გალახა დოქით წყალზე როცა აგზავნიდა, კოკა არ გატეხოსო. ესეც იმ მოლასავით კაცია. -მწარედ გაეღიმა ბადრის. შემკრთალმა და დათრგუნულმა ვექილმა მაინც კეთილშობილურად მოიხადა თავისი ვალი. თავისი სათქმელი მან მაინც თქვა, თუმცა ისეთ საფარველში გაახვია, რომ ვერავინ შედავებოდა. - პატივცემულო მოსამართლენო! პატივცემულო პროკურორო! მერწმუნეთ ჩემი მდგომარეობა ძალიან ძნელია და სავალალოა, მე მაკისრია ამ ახალგაზრდების დაცვა, რომელთაც მიუტევებელი და უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი დიადი საბჭოთა ხალხის წინაშე. თვით მაშინაც კი არ მიგრძვნია ასეთი წამება და სინდისის ქეჯნა, როდესაც ოდესღაც მკვლელი გავამართლე, თავისი მეუღლის მკვლელი. ესენი ხომ მკვლელები არ არიან, მით უმეტეს, რომ განგებას მათთვის არც ნიჭი და არც გარეგნობა არ დაუკლია, ხოლო საზოგადოებას მათთვის აღზრდა არ დაუშურებია. ძნელად აღსაზრდელნი აღმოჩნდნენ ისინი. თავი მისცეს აღვირახსნილ ღრეობებს, ეწეოდნენ მთავრობის საწინააღმდეგო ქმედებას, მაგრამ იმედი მაქვს: შესაძლოა ეს გზააცდენილნი გამოვასწოროთ ჩვენს შრომა-გამასწორებელ ბანაკებში. მათ ხელმძღვანელს ბადრი ხირსელს ხომ შინაგანი ციხის კედლებში შეუსრულდა ჯერ ოცდაერთი, შემდეგ კი ოცდაორი. ამავე ასაკის არიან ეს ქალიშვილებიც, მწამს რომ გამოსწორდებიან. ჩვენს ქვეყანაში ხომ „ყველაზე ძვირფასი კაპიტალი ადამიანია”, ხოლო საბჭოთა მართლმსაჯულება ყველაზე ჰუმანური და კეთილშობილური, ამიტომ გთხოვთ 58 სტატიას და 10-11 მუხლს ნუ მიუსადაგებთ იმ პარაგრაფს რომელიც მას ამძიმებს. სამამულო ომი უკვე დამთავრდა და მართებულია ამ გზას აცდენილი, უბედური ახალგაზრდების დანაშაულებრივი ქმედება განვიხილოთ ისეთ ასპექტში მშვიდობიანობის დროს, რომ მიესადაგება. მით უმეტეს რომ ისინი ჯერ კიდევ ძლიერ ახალგაზრდები არიან... კოხტაპრუწა კაცის მიერ დარბაზიდან რეპლიკა გაისმა: -მაგ ასაკის უკვე გენერლებიც კი გვყვანან! შემდეგ მეორე პრეპლიკა გაისმა: -სავსებით სრულწლოვანი არიან. არც ერთი გახლავთ შეურაცხადი. ვექილმა მხოლოდ ისღა მოიმოქმედა, რომ ბრალდებულს ჰკითხა:
- ნანობთ თუ არა თქვენსა მოქმედებას, აღიარეთ!@
- ძალიან ვნანობთ.
- აი ხომ ხედავთ ბატონო მოსამართლევ, ისინი გრძნობენ თავის დანაშაულს და ძალიან ნანობენ კიდევაც. - ამ გულისამრევი ფარსის შემდეგ თემიდას მსახურნი მეზობელ ოთახში მოსათათბირებლად და განაჩენის გამოსატანად გავიდნენ. თუმცა „ზევიდან” წინასწარ მითითებული ჰქონდათ ვისთვის რამდენი წელი უნდა მიესაჯათ. ბადრი ხირსელს თხუთმეტი წლით პატიმრობა მოიუსაჯეს, ნანა კორინთელს ათი, ლიანა ჯანხოთელს და შუშანა შანშეიშვილს რვა-რვა წლით პატიმრობა. სასამართლოს შემდეგ ოთხივენი ისევ შინაგან ციხეში წაიყვანეს. -აქ რაღა გვესაქმება გაქრობას ხომ არ გვიპირებენ, პროვოკაციის კვალის დასაფარავად. -ნაღვლიანად ფიქრობდა ბადრი. საკანში შესვლისას ახალი ამბავი დახვდა, ვიღაც ახალგაზრდა მღვდელი მოეყვანათ. წვეროსანი, ახალთახალ ანაფორაში გამოწყობილი. ფილოსოფოსი კმაყოფილებით ცქმუტავდა. გართობის საგანი იშოვა, ლაზღანდარობის მიზეზი. „ცერემონიულად” წარუდგინა ბადრის მოძღვარი: -მე მგონი აწი აღარა გვიშავს-რა მისი ლოცვა კურთხევით უფალი დაგვიფარავს განსაცდელისაგან. მღვდელი სათნო და თავმდაბალი კაციო ჩანდა. ბადრი გულწრფელად დალოცა. -ღმერთმა დაგლოცოს შვილო, რახან სიცოცხლე შეგინარჩუნეს ყველაფერს ეშველება. მთელი ღამე მკვდრული ძილით ეძინა ბადრის. დილით როგორც კი გაიღვიძა სიმხნევე იგრძნო და თავის თავს უთხრა: -რახან სიცოცხლე არ მოგისპეს „ასე ჩათვალე რომ ყოველი ახალი დღე ახალი ცხოვრებაა”*1 . იმავე ღამით საწყალი მღვდელი აიყვანეს იქ, ზევით და მთელი ღამე „ეალერსებოდნენ” სატანის ტაძარში. დილით ისიც ძლივს-ძლივს მილასლასდა საკანში, ფეხსაცმელები მასაც ხელში ეჭირა. ანაფორა გაეძროთ, წვერ-ულვაში და თმა პირწმინდათ გაეპარსათ.
- ახლად ვკითხულობთ ოვიდიუსის „მეტამარფოზებს”*2 ჩაიქირქილა ფილოსოფოსმა. ბადრი კი თანაგრძნობით მივიდა მღვდელთან. ხელი ხელში ჩაჭიდა, საწოლთან მიიყვანა და წამოაწვინა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. საკანის კარი ისევ გაიღო ზედამხედველმა
-----------------------------------------------------------
*1  სენეკას სიტყვებია
*2  ოვიდიუსი -ანტიკური პოეზიის მშვენება „ოქროს საუკუნის” პოეტი
-----------------------------------------------------------
მთლად დაფლეთილი, სისხლითშესვრილი ანაფორა საწოლთან მიუგდო მღვდელს და კარი ისევ გაიჯახუნა. გაოგნებულ მოძღვარს, ცემით დაოსებულს ანაფორა ზევით დავიწყებოდა. უეცრად ღიმილის მაგვარი რაღაც გამოეხატა სახეზე და ბადრის მიმართა:
- შვილო, ჯიბეში ქაღალდში გახვეული სანთლები მედო, აბა მოსინჯე... - აჰა, მამაო მთელები გადარჩენილა. 
- განა ეს კი ღვთის სასწაული არ არის?! -წამოიძახა მღვდელმა.
-„საიათნოვას ანაფორის ჯიბეში
ჩარჩენოდა ჭიანურის სიმები”.*1
  ირონიულად ჩაიცინა ფილოსოფოსმა. საბრალო მოძღვარს ეს სიტყვები არც გაუგონია. მეტისმეტი ცემა-ტყეპისაგან და მწუხარებისგან გახეტებულიყო. -ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო. -ჩაილაპარაკა ბადრიმ.
  როგორც კი სული მოითქვა მამაომ მაშინვე სანთელი დაანთო და მხურვალე ლოცვა წამოიწყო. დღედაღამ ლოცულობდა ან ეძინა, ერთხელ კი როდესაც მოძღვარს გულისძილით ჩაეძინა, ფილოსოფოსმა ბადრის ჭადრაკის თამაში შესთავაზა. რამოდენიმე ხელი ზედიზედ წააგო, თამაშის ბოლოს კრიტიკულ მომენტში მის მეფეს არსაით სავალი გზა აღარ ჰქონდა. ბადრიმ თავაზიანად უთხრა:
- ეს ხელიც წააგეთ, ხომ ხედავთ დაშამათებულს არსაით გზა აღარ გაქვთ.
- როგორ არა მაქვს, შენ გეჩვენება ვითომ მოიგე. -ასე თქვა და ჭადრაკის ფიგურებს ხელი აჰკრა.
- როგორ კადრულობთ! -ზრდილობიანად უთხრა ბადრიმ.
- მგონი შენ გაგიჟდი, გეჩვენება, პირიქით ამ ხელს მე ვიგებდი. -სიცილით უთხრა ჯემალმა.
- რას ბრძანებთ?!
- ჰო, შენ ნამდვილად ჭკუაზე შეიშალე და გეჩვენება! დიდი ხანია გამჩნევ უცნაურად რომ იქცევი.
- ვაი მე, იქნებ მართლა ჭკუაზე შევიშალე? -გაიფიქრა ბადრიმ.
- ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ორ შეშლილთან გამომამწყვდიეს, ორ ღვთისმოსავთან. მღვდელს მათ ხმაურზე გამოეღვიძა და ყურადღებით უსმენდა ორივეს.
- „უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან”-ო. ჯემალს კი ასე მიმართა: -გრცხვენოდეს შვილო ჩემო, ასეთ წამებულ კაცს საცინლად რომ იგდებ. ვაი თუ ღმერთმა არ გაპატიოს. -რამოდენიმე დღე ისე გავიდა, რომ ბადრი უმეტესად კედლისაკენ პირმიბრუნებული იწვა თავის საწოლზე და ფეხზე ადგომა აღარც კი ეხალისებოდა, თუ ამას განსაკუთრებული საჭიროება არ მოთხოვდა, ხოლო მოძღვარი გულმხურვალედ ლოცულობდა ისევ, დღემუდამ ღმერთთან საუბარში იყო. ფილოსოფოსი ხან ერთს ემუდარებოდა, ხან მეორეს რომელიმემ ხმა გამეცითო, ვიხუმრე რა მოხდა, როგორც ჩანს, მე უფრო ვიშლები ჭკუაზე. ბადრის შეებრალა და გული მოიბრუნა მისკენ. ნათქვამია ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. რამოდენიმე დღის მერე ჯემალი ახლა მღვდელს აუხირდა: -მამაო, გეყოფა ამდენი ლოცვა ხომ ხედავ ღმერთს ჩვენთვის არა სცალია, არსებობს კი? ბერძნებს უამრავი ღმერთები სწამდათ, ეხლა კი ერთი მათგანი აღარა სწამთ! თვით მეხთამტყორცნი,
-----------------------------------------------------------
*1  გ. ლეონიძის ლექსიდანაა
-----------------------------------------------------------
მრისხანე ზევსისაც კი, ახალი ღმერთი იწამეს, ჯვარცმული ქრისტე. რას ვაღმერთებთ, ან ვის ვაღმერთებთ, განა ჩვენ მასზე ნაკლებად ვართ წამებული და ყოველდღე ჯვარს არ გვაცვამენ? სადღაც ჯუნლებში ტომი არის ჯერ კიდევ, მთვარეს სცემს თაყვანს, განა ის ტომი სიბრალულის ღირსი არ არის, ნახავთ დღეს თუ ხვალ ადამიანი ბებერ მთვარეს რომ ფეხს დაადგამს მკვდარ გულზე.
- ღმერთო ნუ სცოდავ, შვილო ჩემო! განვედ სატანავ! აჰა, სანთელი დაანთე და ღმერთს შეევედრე, თორემ ვერ გახვალ ამ ჯურღმულიდან ან თუ გახვალ სატანად ქცეული და უსულგულო იქნები მუდამ. უშვერი სიტყვებით შეაგინა ჯემალმა მოძღვარს. მოთმინება დაკარგულმა მღვდელმა კი თავისი სქელკანიანი ფეხსაცმელი ესროლა ჯემალს. ის კი მივარდა და ყელში ხელები წაუჭირა.
- რას შვრები ბოლოსდაბოლოს შე უსინდისო, ჩვენ კი არა, როგორც ჩანს შენ შეშლილხარ. ორივე ხელი დაუკავა მას ბადრიმ და ცხირპირში თავური თხლიშა. არ მოელოდა ყალთაბანდი ამგვარ პასუხს. იატაკზე დაჯდა და მწარედ აქვითინდა: -ეს სად მოვედი ამ ბრიყვებში, ამ კრეტინებში. მალე თვითონაც ნაცემ-ნაგვემი და წამებაში ღამენათევი, რომ დაბრუნდა თავის საკანში, მხოლოდ მაშინ შეიგნო რა საზარელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მისი საკანის ამხანაგები... ცოტა თუ ბევრად ზრდილობიანიც გახდა. სწორედ იმ ხანად ვიღაც შუა ხნის ბანდიტი შეიყვანეს მათ საკანში, რომელიღაც სამხედრო საწყობის გაძარცვა ბრალდებოდა და ვიღაც რუსი ოფიცრის მოკვლა (იშვიათად რომ შინაგან ციხეში ქურდი მიიყვანონ) იმ დღეს სვანეთის უბნელი მისივე ხნის ელამი, ნაჯიბგირალი ზედამხედველი მორიგეობდა, რომელიც პატიმრებს სხვებთან შედარებით კეთილად ექცეოდა. ახლად მოსულში თავისი უბნელი შეიცნო და უთხრა: -შენ საპატივცემულოდ დღეს ვინეგრედს დავამზადებინებ, ბანჯო იცნობდი „ზაკონნი” ქურდს?! ის ჩემი ძმა იყო ლიმონამ, რომ მოკლა. ადრე მეც ჯიბეზე დავდიოდი „ქურდი საქო” არ გაგიგონია?! მართლაც სულ მალე ბალანდის მაგივრად ვინეგრედი და ერთი პური მოერთვა „საპატიო პატიმარს”. აქვე დავძენ, რომ თემიდის ქურუმნი და მათი მცველნი რიგითი ჯარისკაცებიც ქურდებს მუდამ ლოიალურად ექცეოდნენ და ბევრ რამეში იხმარიებდნენ კიდევაც. (პოლიტპატიმრების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებში). ღმერთმა უშველოს ელამს. შესანიშნავად მადლიანად მიირთვა ყველამ ის „მეფური ძღვენი”, სადილის შემდეგ მოულოდნელად ბადრი ბარგიბარხანიანად გამოიძახეს (არც უთხრეს სად მიყავდათ ისე ჩატენეს „შავ ყორანში”) და გზას გაუყენეს. ბადრიმ საქალაქო ციხეში ამოყო თავი. ეზოში შესვლისთანავე ირონიულად გაიფიქრა: -და კვლავ ვიხილე მზე და ვარსკვლავები*1 . ეზოში შესვლისთანავე ძლიერ გაოცდა. ზოგიერთი პატიმარი თავისუფლად დაბრძანდებოდა ციხის ეზოში, ზოგი კი სპეციალურად სეირნობისათვის განკუთვნილ, ქვის და მავთულის გალავანშემოვლებულ ადგილებში, ოღონდ ქალები და კაცები ცალკ-ცალკე. ქალები „დვაუდარას” *2 თამაშით იქცევდნენ თავს, ხოლო კაცები   
----------------------------------------------------------------------------------------
*1 დანტეს სიტყვებია „ღვთაებრივი კომედიიდან”
*2 ვულგარული თამაშია. ერთი „ვირია” წელში წახრილი და ორი ნახტომით
წელზე ახტებიან მას. ვინც ვერ შიძლებს ის ხდება ვირი.
----------------------------------------------------------------------------------------
დიდი გატაცებით თამაშობდნენ ლახტს. ბადრიმ საპყრობილე დიდ და მოზუზუნე კრაზანების ბუდეს მიამსგავსა. უფრო გაოცდა, როდესაც ჯერ ფარშევანგის ხივილი მოესმა, შემდეგ მურა დათვის ბურტყუნი. (ალბათ ვინმე პატიმარის ახლობელმა მოართვა ციხის უფროსს, მადლიერების ნიშნად). საპატიმროს ფანჯრებს გისოსები ჰქონდა. ერთ-ერთი საკნიდან ეზოში მოსეირნე ქალებს ვიღაც ჭაბუკი ხელების ჟესტიკულიაციით რაღაც რუსულ ასოებს უწერდა, როგორც მოგვიანებით შეიტყო ბადრიმ ეს ქურდების მიერ გამოგონილი ანბანი ყოფილა, ყრუ-მუნჯთა ანბანისაგან ძლიერ განსხვავებული. ბადრის ანაზდად ვიღაც ქალის ისტერიული კივილი შემოესმა, მას ეძახოდა. მოსეირნე ქალთა შორის პანე გრიცკევიჩი დალანდა, რომელმაც „დვაუდარას” თამაშს თავი მიანება, ბადრისთან ქაქანით მივარდა და გულში ჩაეკრა: -რომ იცოდე როგორ მომენატრე ბიჩო! ნინასაც სხვა დიაცებივით შარვალი ეცვა (მაშინ ჯერ კიდევ, როდი იყო ამგვარი მოდა). ზედამხედველმა ბადრის ტკიპივით მიკრული ქალი მუჯლუგუნით მოაცილა და ისევ თავის ადგილას დააბრუნა. აქ ყველაფერი ეუცნაურა. ჯერ ბადრიმ არ უწყოდა, რომ ციხეს თავისი ადათ-წესები აქვს, თავისებური კანონები, ყველაზე მეტად იმან გაახარა, რომ ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა, ათასნაირი ჯურისა. შენიშნა მავთულის ბადით შემოღობილი „შესახვედრი ოთახიც” სადაც პატიმრებს გარკვეულ დღეებში, მეგობართ და ნათესავთ ახვედრებდნენ, ადმინისტრაციის ნებართვით.
  სხვა პატიმრებთან ერთად ბადრი საპყრობილის დერეფანში შეიყვანეს, სადაც ყველანი გააშიშვლეს და ცალკ-ცალკე ვიწრო, მოჭყლურტულ კარადებში შეყარეს. სული ეხუთებოდა, მაგრამ ამას ვინ დაგიდევდათ. თუნდაც სული გაძრომოდა კაცს. დიდხანს და გულდასმით სინჯავდნენ ტანსაცმელს და მთელ ბარგი-ბარხანას ძირი-ძირობამდე. ამ საქმეს ორი ახალგაზრდა ზედამხედველი ასრულებდა, ხოლო მესამე კი მოხუცი კაციფეხმორყეულ მაგიდასთან იჯდა. ხან გასაღების უზარმაზარ აცმას ათამაშებდა ხელში, ხან კი ქილაში ჩადგმულ იასამანს ყნოსავდა და უხეში ხელით ეფერებოდა. - „თურმე ესეც ადამიანია და ცხოვრება კი ყველგან ცხოვრებაა”! -გაიფიქრა ხირსელმა. ეს მოხუცი მან გრძელი წვერით და ბრძნული გამომეტყველებით დიდებულ მწერალს ლევ ტოლსტოის მიამსგავსა და გაიხსენა: - „არ არის დანაშაული, რომლის ჩადენაც ადამიანს არ შეეძლოს მოიმოქმედოს”. ჩხრეკას, რომ მორჩნენ საკარანტინო საკანში შეყარეს ყველა, რომელშიც უამრავ პატიმარს მოეყარა თავი. ზოგი ძლიერ გაძვალტყავებული და დავრდომილი გამოიყურებოდა, სახეზე მომწვანო-მოყვითალო იერი დაკრავდათ, (ასეთი ელფერი საპატიმროში დიდხანს ნაჯდომ ადამიანებს აძევთ). ზოგნი კი სიცოცხლით და ჯან-ღონით სავსენი. ორიოდე შუახნის კაცი ერია, დანარჩენები სულ ახალგაზრდები ჩანდნენ. ბადრიმ იმ კედლისაკენ გაწია, რომელშიც სამი დიდი ფანჯარა იყო დატანებული და მზის შუქი უხვად შემოდიოდა... საწყალ ბიჭს მზის შუქი წელიწადზე მეტი დანატრებული ჰქონდა. -ეს ვინღა მობრძანდა?! -თქვა წარმოსადეგმა, კუნთმაგარმა წელზევით შიშველმა ჭაბუკმა. ტანზე, რომ მეზღვაურის მაისური ჰქონდა დასვირინგებული, (ზოლებიანი), ხოლო მარჯვენა წინა მხარზე ასეთი ტატუირება: - „ღმერთო მიხსენი მეგობრებისგან, მტრებს მე თვითონ გავცემ პასუხს”. მარცხენა ხელზე კი რომელიღაც ქალის სახელი.
- შინაგანი ციხიდან მომიყვანეს. -უპასუხა ბადრიმ
- რამდენ ხანს იჯექი ძმაკაც.
- წელიწადნახევარი თითქმის.
- ბიჭო, ხედავთ რა დაუტანჯიათ ეს საცოდავი.
- რა სტატიით და მუხლით იყავი?! -იკითხა მეორემ.
- 58 მუხლის 10-11 სტატიით.
- ჩვენი ბიჭი არა ყოფილა.
- შენი ენით ხომ არავინ გაფუჭებულა, იქ ხომ არავინ მიგიყვანია?
- რაღა თქმა უნდა არა!
ქურდებმა იცოდნენ „იქ” ჯიგარას რა დღე აყარეს. ნაჭრილობევში თოფის ზუმბას, რომ უტარებდნენ. ბადრის ჰკითხეს მისი ამბავი თუ გაგიგონიაო.
- როგორ არ გამიგონია საზღაპროდ აწამეს, სიტყვა კი ვერ დააცდევინეს. -ეგეთი ძმობა ვიცით ჩვენ ქურდებმა. -აფსუს რა კარგი ბიჭი ხარ, ქურდული სისხლი კი არ გიჩქეფს ძარღვებში.
- მორჩი ბაზარს! - თქვა მეზღვაურის მაისურიანმა. თუ თქვენი ნება იქნება ამ ბიჭმაც პური ჩვენთან ერთად ჭამოს.
- ეს ჩვენი პრეზიდენტია -კოტე ვერელი, კალიმას ვეძახით.
- წინათ სტუდენტი ვიყავი, -თქვა კალიმამ, -იქ, რომ ვერაფერი ვისწავლე ეხლა ამ უნივერსიტეტში ვარ. აკადემიაშიც ვიყავი კალიმაში. შუბლზე გაწერია შენც ნასტუდენტარი ხარ, სადღაც მინახიხარ კიდევაც.
- მე პრემიერ მინისტრი ვარ, მიშა ძაგანიძე. ზედმეტ სახელად ბაბაჯანა, ყველაზე მეტად სამეურნეო საქმეში მე ვერკვევი. ამიტომ მაინტერესებს „პერედაჩებს”*1 იღებ თუ არა.
- დიახ, მოხუცი დედა მიგზავნის ხოლმე, სხვა არავინ მყავს. ბაბაჯანამ თვალები ეშმაკურად მოწკურა და კოტეს ჰკითხა: -რადგანაც ჩვენ საძმოში მივიღეთ ზოგი რამ შევასწავლოთ კიდევაც ამ კარგ არიფს?
- პირველ ყოვლისა ხელით წერა, ქურდული ანბანი. ხოლო ღალატი, რომ ჩვენსავით ძულს, ეს მან უკვე „იქ” დაამტკიცა.
- აი, ეს ბიჭი ფარნა მირნელია, ზედმეტსახელად ქარელელი, მანდ რომ შენს გვერდით მხართეძოზე წამოწოლილა ეგ კახელი ბიჭია, ზედმეტ სახელად გლეხო. მე რაღა დავაშავე, რომ გამომტოვეთ! -უსაყვედურა ბიჭებს ზორბა, შავტუხა ბიჭმა და თვითონ წარუდგინა ბადრის თავისი თავი. -შავლეგო შოთაძე ვარ, უზედმეტ სახელოდ დავრჩი ჯერჯერობით, ისევ შავლეგოს მეძახიან. -შენ რაღას მალავ გვარსა და სახელს? -ხუმრობით ჰკითხა ბაბაჯანამ. -სტატია ვიცით გვარი და სახელი?
-----------------------------------------------------------
*1  ჟარგონია -ამანათს ნიშნავს
-----------------------------------------------------------
პატიმრობის ვადა?
- ბადრი ხირსელი, მოსჯილი მაქვს თხუთმეტი წელი.
- კიდევ გაქვთ კითხვები მე თქვენი... -შვიდსართულიანი გინებით ხუმრობის კილოზე მიმართა კალიმამ თავის საძმოს. ამ ბაასში, რომ იყვნენ რამოდენიმე სულით ავადმყოფი შემოიყვანეს. ფსიქო საავადმყოფოში ჰყოლიათ გამოკვლევაზე. ექსპერტიზამ დაადგინა არც ერთი მათგანი არ იყო შეურაცხადი, სინამდვილეში კი ყველამათგანი სერიოზული სულით ავადმყოფი იყო, მხოლოდ ერთ მათგანს ჰქონდა ნათელი პერიოდები. სხვები კი მანერულობდნენ, უმიზეზოდ ტიროდნენ ან იცინოდნენ. ზოგი ცეკვავდა ან ცალ ფეხზე ბრუნავდა.
- კარგად აგაგვართობენ! -თქვა ბაბაჯანამ და იმათ ასეთი სიტყვებით მიმართა. -ბატონო გიჟებო, ფსიქიატრიული საგიჟეთი მოგენატრებათ და დამაწყნარებელი ხალათიც. თუ გული მოგვაყვანინეთ, წიხლით ისე ჩაგილეწავთ ნეკნებს და ცხვირ-პირს. იცოდეთ ზრდილობიანათ თუUარ მოიქეცით, ჩვენ თქვენზე გიჟები ვართ.
- დაანებეთ თავი, მაგათ თავისი საცოდაობაც ეყოფათ! -წარმოთქვა კალიმამ.  იმ ავადმყოფმა, რომელიც შედარებით დამშვიდებული გამოიყურებოდა მოიჩივლა: -ვინც ჯანმრთელი იყო, თუ ფული ჰქონდა შეურაცხადად სცნეს, ჩვენ კი საწყლები პანღურის ცემით გამოგვყარეს ჯანმრთელები ხართ, იქ გიწამლებენ საპატიმროშიო. -ნამდვილი საგიჟეთი იქ არისო. -მამა უცხონდათ აქ სახლია, ჩვენი თქვა კალიმამ. ბადრი იმავე დღეს მხილველი გახდა კარანტინის საკნის შემოქმედებითი კოლექტივის „ბრწყინვალე” გამოსვლისა. ჯერ „კინტო” გამოვიდა შესაფერის ტანისამოსში გამოწყობილი, დიდი მონდომებით იცეკვა კინტოური, მერე ქალურად ჩაცმული ვიღაც ბანჯგვლიანი ქურდბაცაცა და კოსტუმში გამოწყობილი ვიღაც ცილინდროსანი ერთად ცეკვავდნენ. მას მოყვა უწმაწური შაირობა, შემდეგი „განყოფილება” უფრო საინტერესო გამოდგა. ერთი ბიჭუნა მთლად გააშიშვლეს, ხოლო ორი შავსამოსიანი ჯმუხი ახალგაზრდა ერთმანეთის მოშორებით გააჩერეს და ზედ მორივით გადეს შიშველი ყმაწვილი, თან უთხრეს: -წინ რომ დგას იმ კაცს კისერზე მოჭიდე ხელიო, უკან მდგომ ახალგაზრდას კი უთხრეს: შენ კი მისი ფეხები გაიწყე მხარზე, გახსოვდეთ თქვენ ამ თამაშში მოწინავე ხართ, შავი ორთქლმავალი, ახლა ჩვენც გამოვებმებით -ვაგონები, საკმაოდ გრძელი შემადგენლობა იქნება. „რეჟისორობდა” ბაბაჯანა. ერთერთ პატიმარს ხელში ვითომ პატარა ზარი ეკავა და სადგურის უფროსის როლს ასრულებდა. ვაგონები მოუბეს საკმაოდ დიდი შემადგენლობა გამოვიდა. ჩამოკარ ზარი! -ბრძანა ბაბაჯანამ. სადგურის უფროსმა ზარი სამჯერ ჩამოკრა და გაისმა ჩიქი-ჩიქი-ჩიქი-ჩიქი! ორთქლმავალის მიმბაძველი ხმა. პერიოდულად კი ვიღაც გულშემზარავად კიოდა -ვითომ ორთქლმავალი გახლდათ, როდესაც მატარებელი ძლიერ სწრაფად იწყებდა სვლას, შიშველი ყმაწვილის უკან მდგომი ცხვირით იყო მიჭყლეტილი გაშიშვლებულ უკანალზე. ამაოდ ცდილობდა მოცილებოდა, მაგრამ თავისი მოზრდილი ცხვირიანად ისევ მუჯლუგუნებით აბრუნებდნენ თავის ადგილას. ახლა სხვა სეირის მოწმენი გახდნენ. -ფული დავკარგე. იკივლა გამწარებულმა შუა ხნის კაცმა. ვინ გამიბედა ოცდახუთი წელია ქურდი ვარ. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ მახსოვს. ყველანი შეშფოთდნენ. -ძია ჯონდოს ვინ გაუბედა. -იკივლა ერთმა. -წავახრჩობ! -თქვა მეორემ. -ვინმეზე თუ გეეჭვება ძია ჯონდო! -იკითხა მესამემ. -მოიცათ ერთი გადავავლო თვალი ყველას. დამნაშავეს თვალებში ვამჩნევ... ძველებზე არ ვეჭვობ, ახლად მოსულები მომიყავენეთ! მათ შორის ერთი აყლაყუდა, დიდყურა აბუზული ბიჭუნა გამოარჩია და თქვა: -აი ეს არის გული მიგრძნობს. -ბიჭო შე ბატების ქურდო, ვის უბედავ. იცი შენისთანა დოყლაპიები კი არ ნამდვილი ვაჟკაცები გამიზრდია? -მით უარესი ქვეყანა შენისთანა ტურებისაგან და ხულიგნებისაგან არის დაქცეული. ყველაფერს ბინძურს თქვენ კადრულობთ. -აღარაფერი გიშველის პურ-მარილზე უნდა დაიფიცო და სუდზეც გახვიდე. -დაიფიცოს, დაიფიცოს! -წამოიყვირა ვიღაცამ. გულუბრყვილო არიფს სასწრაფოდ თვალები აუხვიეს, აირჩიეს ეგრეთწოდებული მოსამართლე და პროკურორი. ჯერ პურმარილი მოართვეს ეგრეთწოდებულ დამნაშავეს, ხოლო შემდეგ მოსამართლესთან მიათრიეს მუჯლუგუნების ცემით და უთხრეს: -ძია ჯონდომ შენი დასჯა გადაიფიქრა რადგანაც ასე თუ ისე მაინც ქურდი ხარ, თუმცა უკანონო, შეგიბრალეს... ოღონდ სუდიას უნდა აკოცო ხელზე, ძალიან მკაცრი კაცი ბრძანდებაო, ვაი თუ მაგან არ გაპატიოს! აყლაყუდას თავი წაუხარეს და დაკივლეს: -რაღას უყურებ ეამბორე სუდიას ხელზე! ამბორჰყო ხელი მოსამართლისა დამნაშავემ და ვაი მის თავს ხილაბანდო, რომ მოუხსნეს  თვალთაგან, კინაღამ გაოცებისაგან დაშეშფოთებისაგან თვალები ბუდიდან გადმოცვივდა საწყალს, ხელები კი არა თურმე ბანჯგვლიანი სასქესო ორგანო დააკოცნინეს თავისი ატრიბუტებით. იყო ასეთი ძველისძველი უფრო დელიკატური თამაში „დედობანაც”. არიფს თვალებს უხვევდნენ, ჯერჯერით ზურგში უტყაპუნებდნენ და თუ ვერ გამოიცნო ვინ ურტყავს, ხელახლა თვალებს უხვევენ და ხელმეორედ ურტყავენ. თუ ჭკვათამყოფელია უნდა იფიქროს ამდენ ხალხში რას გამოიცნობს ვინა სცემა ზურგში. ცემა-ტყეპით, რომ გააოგნებდნენ „დედიკოს” გამურულ თეფშს მიაწვდიან, რომელიც გულმოდგინედ იმურავს ხელებს და თამაში ასე სრულდება: სახვევს ხსნიან თვალებიდან თვინიერ შვილიკოს და სარკის ნატეხს მიაწვდიან, არიფი უზომოდ შეშფოთდება რადგანაც თეთრკანიანი კაცია მაგივრად სარკეში ნამდვილი ზანგის სიფათს დალანდავს. განსაკუთრებით ღამის საათებში სპეციალურად იმათთვის ვისაც გულის ძილით ეძინათ ხოლმე, ასეთი ოინი ჰქონდათ გამოგონილი. ზოგს შიშველი ფეხის თითებს შუა ქაღალდს ჩაუდებდნენ და ცეცხლს მიუნთებდნენ. ძილბურანში მყოფი არიფი ჯერ ნელა იწყებდა ფეხის ქნევას შემდეგ კი გამალებით, ამ თამაშს ველოსიპედს უწოდებენ. დღისით სხვა გასართობები უამრავი გახლდათ, თამშობდნენ ყომარს, ზარს, ბანქოს და სხვა...ყველას სასტიკად სძულდა ძუნწი ადამიანები, განტევების ვაცად -„Aნიმა Uლის”-ად მიაჩნდათ ისინი. ისეთებიც იყვნენ შინიდან მიღებულ ამანათს ღორულად, ვინც მარტო თქვლეფავდნენ, ხოლო რაც გადარჩებოდათ ბოღჩაში გამოკრავდნენ და ძილისწინ თავქვეშ იდებდნენ. მრავალჯერ გათენებიათ ასეთ კომფორტისმოყვარულ ობივატელებს უბედური დილა. დილით ვეღარც თავისი ბოღჩა უპოვიათ და ტრუსის ამარა დარჩენილან. განტევების ვაცებად ითვლებოდნენ აგრეთვე „გაფუჭებული ქურდები”, რომელთაც თავისი „პატიოსანი” სახელი შეებღალათ თავისი უღირსი საქციელით. ქურდული ჟარგონით, რომ გამოვთქვათ „ებოზა”. არანაკლები რისხვით ხვდებოდნენ, თუ მათთან შემთხვევით სამართალდამცველთა, მილიციის მუშაკი აღმოჩნდებოდა ვინმე. (ამიტომ მათთვის სპეციალური საკნებიც არსებობდა). ხშირად ხელჩართული ბრძოლა იმართებოდა სისხლის სამართლის დამნაშავეებს და პოლიტპატიმრებს შორისაც. გამარჯვებულნი უმეტესად მაინც პირველნი გამოდიოდნენ, რადგან ადმინისტრაცია მათ უფრო წყალობდათ. პატიმრები პირს შუშის ნატეხით იპარსავდნენ ან საგულდაგულოდ ალესილი თუნუქის ნაჭრით, (სამართებელი აკრძალული იყო, „უსაფრთხო” სამართებლიც) ბადრის ეს მშფოთვარე საკანი სიცილის ოთახს აგონებდა (ასე მრავლად რომ იყო დიდი ქალაქის ბაღებში). მრუდე სარკეებით აღჭურვილს, აგრერიგად რომ ამახინჯებდა ადამიანის გამოსახულებას, ხან ყური გრძელდებოდა, ხან ცხვირი და კიდურები. პირველ ყოვლისა კი აქ სული მახინჯდებოდა ამ წყეულ საკანში და ცხოვრება მაინც ცხოვრება იყო. ერთმა ბანდიტმა ბადრის საიდუმლოდ გაუმჟღავნა: -როგორც იქნა ცოტა ხნით თავისუფალი ცხოვრებაც მეღირსა. ამას წინათ ცოლი ვითხოვე, მოსიყვარულე ლამაზი გოგო, მყუდრო ოჯახი მოვიწყეთ, შინ დაბრუნებულს მუდამ ფანჯარასთან მომღიმარი მეუღლე მელოდებოდა. თვალს მომკრავდა თუ არა შორიდანვე ალერსიანად კოცნას მოგზავნიდა. მახსოვს რა სიყვარულით ჩამოაფარა ფანჯრებს ლამაზი ფარდები, რა სისუფთავე იყო ოთახში, რა დიდი სიმყუდროვე. ამ თავის ნაზ გრძნობებს რა თქმა უნდა მკაცრ და ცინიკოს მეგობრებს ვერ გაანდობდა, უმოწყალოდ დაცინებდნენ. ახლა ახალი „უნივერსიტეტისაკენ” გაუყენეს ბადრი გზას, -გამანაწილებელი ციხისაკენ. ეზოში შემთხვევით ერთი შუა ხნის პატიმარს გაეცნო, რომელიც პოლიტპატიმართა საკანის მამასახლისი აღმოჩნდა ფრიდონ აფციაური. ტყვედნამყოფი ყოფილა, ჩამოსვლისთანავე რკინიგზის სადგურიდანვე აუყვანიათ და რამოდენიმე წელი უკვე ციხეში იმყოფებოდა. ზემო ტუჩი მოჭრილი ჰქონდა, ბადრის კურდღლის ტუჩი ეგონა, მაგრამ როგორც გამოირკვა ოდესღაც ხანჯლებით ცეკვის დროს დაუზიანებია, სიმღერის და ცეკვის ანსამბლის მონაწილე ყოფილა საფრანგეთში ტყვეობის დროს. მაღალი, ქერა, ცისფერთვალება კაცი გახლდათ, სტომატოლოგიიდან ბრუნდებოდა. ზედამხედველი ბადრის ბანდიტების საკანში უპირებდა ჩაყვანას, მაგრამ ფრიდონმა შეახსენა 58
-----------------------------------------------------------
*1 განტევების ვაცი (ლათ)
-----------------------------------------------------------
სტატია აქვს მისჯილიო და თხოვა ნება დამრთეთ ჩემს საკანში წავიყვანო. ცერბერისათვის სულ ერთი იყო, ამიტომ გულგრილად გამოცრა კბილებში: -ჯანდაბამდე გზა გქონიათ! თვალს, რომ მიფარდა ფრიდონმა თქვა: -დიდებული შოტლანდიელი პოეტი რობერტ ბერნსი თავისი სამშობლოს მტრებს ყველა კბილის ერთად (ეს მგონი  უკვე იყო სხვაგან) ატკივებას უსურვებდა, მე ერთი კბილი მტკიოდა და წუხელ სიმწარით ქოჩორზე მატრიალა და დარწმუნებული ვარ ჩვენ მტრებს რომ ყველა კბილი ერთად ასტკივდეს რა შესანიშნავად გადაეხდებათ სამაგიერო. პოლიტიკურების საკანში უფრო ნაკლები პატიმრები სახლობდნენ. თუმცა რა პოლიტიკური პატიმარია, რაღაც ყალბი ბრალდებით ან რაიმე სულელური ანეკდოტის გამო 58 სტატია რომ აქვს მიკერებული. უმეტეს მათგანს ქურდებისაგან განსხვავებით ნაკლებ მყარი რწმენა ჰქონდათ, ფანატიკოსები კი მათ შორის იშვიათად გახლდათ. ფრიდონმა ბადრის თავისი საძმო გააცნო: მიშა წამალაიძე, მოხევე ბიჭი ისიც ტყვედნამყოფი, ლამაზი და მუდამ შეყვარებული ბიჭი, ხან ციხის ექიმში, ხან ექთანში და ხან პატიმარ გოგოში, ბონდო კალმახელიძე ფიზიკოსი, პაპანაქება სიცხეში ოფლი, რომ ღვარად ჩამოდიოდა და შუა საკანში ფეხმორთხმული იჯდა და ფიზიკის სახელმძღვანელოს ჩაკირკიტებდა, მომავლის არა სწამდა რა და მხოლოდ იმით გამოირჩეოდა დიდი ცინიკოსი იყო და დიდი ცხვირი ჰქონდა... კამეჩივით დიდი, ჩასისხლიანებული თვალები, მასაც 58 სტატიით ჰქონდა მისჯილი. აგრეთვე ამავე სტატიით მისჯილი ჰქონდა კოლია კურტანიძეს. საშუალო ტანის, ჯმუხი აღნაგობის, კუნთმაგარ ბიჭს. -ეს ჩვენი საძმოა. პურს ყველანი ერთად ვჭამთ, თუ ისურვებ შენც ჩვენი თანამოძმე იქნები. -მაგას რაღა თქმა უნდა, გმადლობთ. -ჩვენი „შტაბ ბინა” აი აქ კედლის გასწვრივაა. ფანჯარასთან, რომ სძინავს, ხედავ გაყვითლებული, მისუსტებული ბიჭი წევს -ისიც ყოფილი სტუდენტია შენსავით, ობოლი ბიჭია, ძმა ჰყავს მხოლოდ და დედინაცვალი, სადღაც სოფელში ცხოვრობენ, ძალიან იშვიათად ნახულობენ, ფილტვების სნეულებითაა დაავადებული, ამბობს ბრონქიტი მაქვსო. ნაცემი, ტიტველი სარდაფში გდებულა (გამოძიების დროს), გაციებულა მაგრად. აქ საავადმყოფოში თვეში სამჯერ მაინც ათავსებენ, მაგრამ რა გინდა ვერაფერს შველიან საწყალს. არდადეგებზე, რომ ჩასულა თავის სოფელში წისქვილიდან ერთი ტომარა ფრქვილი მოუპარია, თავის უმცროს ძმასთან ერთად, დაუკავებიათ. დანაშაულიAთავზე აუღია და უკვე ექვსი წელია რაც ზის, კიდევ ორი წელი დარჩა. ჯონდო ჰქვია ბუცხრიკიძეა გვარად. საკნის სარკმელები ორთაჭალის ბაღებისაკენ იმზირებოდნენ ფანჯარასთან თუ ახლო დადგებოდით შუბლზე გრილი ნიავი მოგესალბუნებოდათ. გისოსები ჰქონდა, მაგრამ თუნუქი არ ეფარა. საკანი მესამე სართულზე მდებარეობდა. ძირს სართულზე ქალები ბინადრობდნენ, თითქმის ყველანი ახალგაზრდები... ხშირად ნაღვლიანი სიმღერა მოისმოდა. თუმცა სიმღერა კი არა, ეს გოდება უფრო იყო დაკარგულ სიყვარულზე, უმოწყალოდ დამარხულ ახალგაზრდობაზე, ამ ხმის გაგონებაზე ბადრის მწარედ გაეღიმებოდა ხოლმე. იგონებდა ნათელას (რომელიც სულ ადვილად შეიძლებოდა მათ ბედში აღმოჩენილიყო) და თავისი საყვარელი მწერლის სტენდალის სიტყვები აგონდებოდა: - „ადამიანები ხშირად იგლოვენ და გოდებენ სიკვდილის გამო, ახალგაზრდობას, რომ კარგავენ ამას კი არავინ იგლოვს არავინ”! ეგრეთწოდებული პოლიტპატიმართა საკანი მესამე სართულზე მდებარეობდა, განაპირას. იქ მყოფნი უფრო გერად გრძნობდნენ თავს საპყრობილეში, ვიდრე სხვანი, თუნდაც მკვლელები, აფერისტებიც კი. რაღაც უფრო ბედისაგან დათრგუნულნი ჩანდნენ, განწირულები, სამარადისოდ დაბალ კასტას მიეკუთვნებულნი. იქ არც ისეთი თავაწყვეტილი სპექტაკლები იმართებოდა, როგორც საქალაქო ციხეში და არც არავინ ამბობდა „ეს ჩვენი სახლია”-ო. ბადრის უძილობა დაჩემდა. ყველას ეძინა, ის კი ფანჯარასთან მდგარი ორთაჭალის არემარეს გადაყურებდა ან ვარსკვლავიან ცას და ფიქრობდა: - „როგორ უმნიშვნელოდ პატარაა დედამიწა ურიცხვ ვარსკვლავთა ციაგში -აქედან გამომდინარე რა არარაობა ვარ თავად მე”*1  და ისინიც ვინც ამას ვერ გრძნობენ. ყალბი მსაჯულნი, აქ რომ გამოგვამწყვდიეს ასე უმოწყალოდ და როცა პირსავსე მთვარე კაშკაშა ნათელს ფანჯარას მოაფენდა, ზოგჯერ ბულბულის სტვენაც მოისმოდა ხოლმე ორთაჭალის მშვენიერი ბაღჩა-ბაღიდან. ო, რა გულსაკლავი იყო ეს მთვარე, ის ხმაც საპყრობილეში მყოფი ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი პოეტისათვის.  რამდენჯერმე მთვარის შუქში დაჯდა და ნათელას მიწერა წერილი, მაგრამ გაგზავნის წინ კიდევ ერთხელ, რომ წაიკითხა აღარ მოეწონა და ნაფლეთებად აქცია ისინი. მხოლოდ ერთადერთი წერილი გაუგზავნა მას. რომლის შინაარსსაც მოკლედ გადმოგცემთ. - „ჩემო მარადჟამს დაუვიწყარო და სათაყვანო მეგობარო ნათელა, ამ წერილს საპატიმროდან ვიწერები, განმანაწილებელი ციხიდან, დღემდე, რომ ხმა ვერ მოგაწვდინე გულგრილობაში ნუ ჩამომართმევ. ჯერ შინაგან ციხეში ვიყავი გამომწყვდეული (დედაჩემისაგან შეიტყობდი) შემდეგ კი საქალაქო ციხეში, კარანტინში სადაც სრული ქაოსი სუფევდა, ახლა კი შედარებით უკეთეს პირობებში ვარ და საშუალება მომეცა ხმა მოგაწვდინო, მე შენ დიდ და სპეტაკ სიყვარულში ღრმად დავრწმუნდი... საკმარისია ის გავიხსენო -რა დიდი რისკის ფასად შემოაღწიე სასამართლოში და წყალი შემომიტანე, მე ის წყალი უკვდავების წყალს მირჩევნია, შენი ხელით იმ ჯოჯოხეთში შემოტანილი. სული სასოებით მევსება შენ, რომ გიგონებ. შენი ბედ-იღბალი უფრო მწარედ მტკენს გულს და მაღონებს. ახლა სხვა ციხეში ვარ, აქ სხვაგვარი წეს-კანონებია თითქოს შედარებით თავისუფლად ვგრძნობ თავს. ამ საკანში უფრო მეტი
-----------------------------------------------------------
*1 ეს სიტყვები ეკუთვნის აკუტაგავას, გამოჩენილ იაპონელ მწერალს
------------------------------------------------------------
წეს-რიგია. თუ შეიძლება „ჩვენს დიად სამშობლოში” კანონერებაზე ლაპარაკი. ო, დიახ კანონი და წესრიგი. ზოგჯერ მეჩვენება, რომ იგია სათავე ქვეყნად ყველა ბოროტებისა. *1 ხომ გახსოვს ვისი სიტყვებია? ასე თუ ისე ბოლო მოეღო ჩემს მტანჯველ მოლოდინს, მე უკვე ვიცი ჩემი ხვედრი -თხუთმეტი წლის პატიმრობა მომესაჯა. სიცოცხლე მიწყალობეს, თუმცა პროკურორი თავგადაკლული ცდილობდა მე სიკვდილით დავსჯილიყავი. აქ დავვაჟკაცდი, ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე. ყველაზე მეტად კი უფრო დავრწმუნდი, რომ უსაზღვრო სიყვარულის ღირსი ხარ. მაგრამ ვაი, რომ ამიერიდან გულით უსასოო სიყვარული უნდა ვატარო. სულ ეკლის გზა მაქვს სავალი, შენ ვერ შეძლებ ამ გზით სიარულს სუსტი ხარ, ნაზი. მიმძიმს, რომ გითხრა, მაგრამ „ცოდვა გამხელილი ჯობია” მე ვერასოდეს დავეღწევი ურჩხულის ბრჭყალებს და ვერასოდეს დავბრუნდები, ჩემ ხვედრზე მეტად შენი მომავალი მაწუხებს. ვაი, თუ მთლად მარტოდმარტო დარჩე, ცხოვრების ველურ ჯუნგლებში. ცხოვრება მახინჯია და სასტიკია, შენ კი სპეტაკი ხარ, სუსტი და უსუსური მის წინაშე. იფიქრე შენი ბედი ვინმე კეთილშობილ ვაჟკაცს დაუკავშირო, მყუდრო ოჯახი მოიწყე კარგი და მოსიყვარულე შვილები. უშფოთველი ოჯახი ჩემს თავს დაგავიწყებს. გახსოვს ჩემს ერთ ლექსში, რომ ვწერდი „დრო ყველაფრის მკურნალია” მეტი რა მოგწერო ჩემო სიცოცხლევ, სიყვარულო პირველო და უკანასკნელო. გკოცნი მრავალჯერ. შენი უღირსი ბადრი ხირსელი.
  კარანტინიდან გამოსვლის მერე ბადრის ისევ პატარა სიცხეები და ხველება დაეწყო, როგორც ჩანს იქ გაცივდა მოცემენტებულ იატაკზე, რომ ეძინა ფანჯრის სიახლოვეს. ხშირად მტანჯველი ხველებაც აწუხებდა, მაგრამ თავს ყურადღებას არ აქცევდა წამალსაც კი არ ღებულობდა. თუმცა პერიოდულად მათ საკანში ვიღაც ფალავანივით „ბუმბერაზ” ფერშალ ჭაბუკს ხშირად შემოჰქონდა მათ დავრდომილ ამხანაგთან ბუცხრიკიძესთან. ბადრიმ შესვლისთანავე იცნო ის ეგრეთწოდებული ფერშალი და გაიფიქრა: - „ეს ხომ ჩემი თანაკურსელი თამაზ ხაფავაა, ცნობილი ვერელი ხულიგანი. ვინმე რომ უმიზეზოდ გვაწყენინებდა მას სახლში ვურეკავდით: -ერთი ბიჭი საცემი გვაყავს და მოგვეხმარეო.” გარეთ გაგონილი ჰქონდა ვიღაც კაცი შემოკვდომოდა და დახვრეტა მიესაჯათ მისთვის... თამაზმა ვერ იცნო წვერმოშვებული და საოცრად შეცვლილი ბადრი. ამხანაგებმა ფერშალი შეაჩერეს წასვლისას და უთხრეს: -ერთი ავადმყოფი კიდევ გვყავს, ძალიან გთხოვთ დაეხმარო! თამაზი ავადმყოფს დააკვირდა და გაკვირვებულმა წამოიძახა: -ბადრი ბიჭო, ნუთუ ეს შენ ხარ?! გულში ჩაიკრა. -ხვალვე ლაზარეთში
------------------------------------------------------------
*1 ჰენრიხ იბნსენის - დიდი ნორვეგიელი მწერლის გამონათქვამია
------------------------------------------------------------
მოგათავსებ, ნაწილი საავადმყოფოსი ამავე კორპუსშია ძირს სართულზე, ვიდრე ბადრის საავადმყოფოში წაიყვანდენენ ერთი ღირშესანიშნავი ამბავი მოხდა. საკანში არასრულწლოვანი პატიმარი ბავშვები შემოიყვანეს. მშობლებს ეჩივლათ ჰომოსექსუალისტები ხრწნიან და აწვალებენ, წესიერ საკანში გადაიყვანეთო. ბავშვები სხვადასხვა ასაკის იყვნენ ათიდან თოთხმეტ-თხუთმეტ წლამდე. ზოგს უკვე მოესწრო მკვლელი გამხდარიყო, აფერისტი, ქურდბაცაცა ან ჰომოსექსუალისტი. ეს გაუბედურებული ბავშვები, პოლიტპატიმართა საკანში შვილებივით მიიღეს... პატარა პატიმრებმა ხმაური და ალიაქოთიც შეიტანეს, ჩვეული მყუდროება დაირღვა. სულ მალე მათთვის ცალკე საკანი გამოყვეს და ყოველ მათგანს თუ დებილი არ იყო რაიმე ხელობას ან ხელოვნებას ასწავლიდნენ. საპატიმროში გავრცელდა ყიდვა-გაყიდვა ფერად-ფერადი მძივების, ჯვრების, პატარა სკივრების, ზარდახშების, მოქარგული ქისების და სხვა სუვენირების, რომელთაც სანახავად მოსულ ნათესავთ და მეგობართაც მიართმევდნენ ტუსაღები. სწორედ იმ ხანად პოლიტ პატიმართა საკანში ვიღაც საფრთხობელის მსგავსი ჩვენება შემოიყვანეს, როცა მცირეწლოვანნი ჯერ კიდევ იმ საკანში იმყოფებოდნენ. უცნობი კაცი კონკისჟღარუნა, წვერმოშვებული, სახეჩაყვითლებული, კბილებჩაცვევნილი ლანდივით დალასლასებდა. შეიყვანეს თუ არა ფანჯარასთან მდგარ ბადრისაკენ გაეშურა გადაეხვია და გულითადად უთხრა: -მომილოცია ცოცხალი, რომ გადაურჩი ამ ჯალათებს! -ძლივს ლუღლუღებდა. ეს ჯონი ყვავილაშვილი გახლდათ, აფერისტობის გამო ჩაესვათ ციხეში. -რაც იყო, იყო ღმერთმა განსაჯოს ყველა ისინი. -თქვა ბადრიმ. -ალბათ ძლივს მიცანი, ბანდიტების საკანში მოვხვდი, ძალიან მაწვალებდნენ. ჩემმა ნათესავმა, სახელოვანმა იურისტმა ტალახაძემ მიხსნა, თორემ იმ საკანში გამომახრჩობდნენ. -ეგ კაცი ბოზია, ბოზი. -ყვიროდნენ მცირეწლოვანები. -ვცემოთ, ვცემოთ! -მათ შორის ასაკით ყველაზე უფროსმა მხრებში ხელი სტაცა და პარაშასკენ*1 წაათრია ჯონი. ცარცით პატარა წრე შემოუხაზა: -აი, ეს იქნება შენი ბინა, რამდენი მაგ წრეს გადმოაბიჯებ, ყველა ჩვენგანი თითო-თითო მუშტს გითავაზებს. ბადრიმ სასტიკად დატუქსა ისინი და უთხრა: -რაც არ უნდა იყოს, ეგ კაცი მაინც მწერალია, ასე დაუნდობლად ნუ მოექცევით. -შეეშვი ბადრი, რისი ღირსიც არის მიეზღოს, ყურმოკვრით ვიცით შენს დაღუპვაშიც ურვია მის ხელი. თუ შენ მაგისი ქომაგი იქნები და ტაბლასთან დასვავ, ჩვენ ხელს ავიღებთ შენთან მეგობრობაზე... ხომ იცი საპატიმროში პურის ჭამა რა წმინდათაწმინდა საქმეა! -არც ასე ივარგებს ჩვენ, რომ განვსაჯეთ. დეე, ბადრიმ თავისი კუთვნილი ულუფიდან მასაც უწილადოს რამე ამ დამშეულ, ადამიანის სახე დაკარგულ, საცოდავ კაცს. -თქვა მეორემ. -სამართლიანი სიტყვაა, ასე იყოს. -წარმოთქვა დარცხვენილმა ბადრიმ. საავადმყოფოს ერთ-
------------------------------------------------------------
*1  პარაშა ციხეში თიხის უზარმაზარი ჭურჭელია რომელშიც პატიმრები შარდავენ
------------------------------------------------------------
ერთ პალატაში, რომ გადაიყვანეს ექიმის შემოვლის დღე იყო -ოთხშაბათი. (ავადმყოფებს უპირატესად ექიმის მაგიერ საეჭვო კვალიფიკაციის ექიმის თანაშემწეები მკურნალობდნენ). პალატაში შესვლისთანავე ბადრის ვიღაც წარმოსადეგი, სიმპათიური სახის ახალგაზრდა რუსმა კაცმა წარუდგინა თავი:
- გთხოვთ მიცნობდეთ, თქვენს წინაშეა დიდი რუსი პოეტი -კონსტანტინე სიმიონოვი.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -თავაზიანად უთხრა ბადრიმაც. ალბათ თქვენც გსმენიათ თქვა კონსტანტინემ:
„:ლბ ვტყზ ბ ძ დტჰყეცმ
Nჯკრჯ ჯხტყმ ;ლბ
:ლბ რჯულფ ყფდჯლზნ უჰეცნმ
:ჯკნბტ ლჯ;ლს”! -წარმოთქვა მან.
- თქვენ წარმოიდგინეთ აქ, თქვენ ველურ ქვეყანაში, მე ვერ მიცნეს, ეჭვი შეიტანეს ჩემს პიროვნებაში, სასტიკი ცემა-ტყეპა არ მაკმარეს და პატიმრობის ვადაც კი მომისაჯეს. თითქოს მე სიმიონოვი კი არა, ვიღაც თვითმარქვია ვბრძანდებოდე. მე ყველაფერი, როგორც შეურაცხყოფილმა ოფიცერმა მთავარსარდალს მივწერე. მალე ყველას თავისი კუთვნილი მიეზღება. -ვინ არის ეს კაცი, -ფიქრობდა ბადრი, მაღალი რანგის აფერისტი, თუ სულით ავადმყოფი, რომელიც ნამდვილად ფიქრობს, რომ პოპულიარული პოეტი კონსტანტინე სიმიონოვია? მეორე ავადმყოფი კი არც კი წამოწეულა, მხოლოდ თავი მოიბრუნა ბადრისაკენ და სალამზე ოდნავ თავის მოხრით უსიტყვოდ უპასუხა. მოხუცი კაცი გახლდათ. სწორი სახის ნაკვთები ჰქონდა, კეხიანი ცხვირი, არწივისებური, მრისხანე თვალები, მოოქროვილ ჩარჩოებიან პენსნეს ატარებდა, ყელზე ძვირფასი ჰალსტუხი ეკეთა, კოხტა ულვაში და ბლანჟე ამშვენებდა მის სანდომიან სახეს. ხელში კი ლუკრეციუსის წიგნი „საგანთა ბუნებისათვის” ეკავა. ალბათ ვინმე პროფესორია ან მწიგნობარი, პოლიტპატიმარი იქნება. -გაიფიქრა ბადრიმ. მესამე პატიმარი, რომელიღაც ავტონომიური ოლქის ყოფილი უშიშროების მინისტრი აღმოჩნდა -გრიგოლ გიორგის ძე ინწკირველი. რომელმაც მის სალამს ღიმილით, გულითადად უპასუხა. შემოვლას ახალგაზრდა ექიმი ქალი ზინაიდა ტარასის ასული პრიხოდკა აკეთებდა. ავადმყოფებს ის ძალიან უყვარდა, რადგანაც ძლიერ კეთილი და გულმოწყალე ქალი იყო. ამასთანავე ერთად ლამაზი, მაღალი, მწყაზარი. ქართველი ქალისაგან ვერ გამოარჩევდი, ისეთი ჟუჟუნა, შავი თვალები ჰქონდა და ყორნისფერი თმები. ქართულიც ჩინებულად იცოდა. თან ვიღაც უშიშროების პოდპოლკოვნიკის ჩინის მქონე ექიმი ახლდა. რომელიც მან ავადმყოფებს ასე წარუდგინა: -ჩვენი სამედიცინო სამმართველოს უფროსი გახლავთ გოლა მგალობლიშვილი, თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ მომახსენეთ, - მშრალად და რიხიანად წარმოთქვა ბატონმა პოდპოლკოვნიკმა. -საქმეს რა გამოლევს, წარმოთქვა პენსნიანმა მხრცოვანმა კაცმა და ჰალსტუხი შეისწორა. -მეხსიერება თუ არ მღალატობს თქვენ ბაადურ ბედუკაძე ბრძანდებით. თქვენს შესახებ სამმართველოში თვითონ მინისტრმაც დაგვირეკა უშიშროებიდან. -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოტანილია თქვენს სასარგებლოდ. ამ დღეებში გაგანთავისუფლებთ. - მოგილოცავთ ბატონო ბაადურ!
- უღრმესად გმადლობთ. ვალში არავის დავრჩენილვარ, ჯერ არც მტერს და არც ჩემს მოყვარეს.
- ვაჰ, შენც აქ ყოფილხარ ბატონი მინისტრო. კიდევ ცოცხალი ხარ? -მიმართა პოლკოვნიკმა ნამინისტრალს.
- „დაცინვას ჯერ კაცი არ მოუკლავს, მუცლის გვრემას კი თან გაუტანია”... ერთი დრო არც შენ შეგრჩება და არც შენისთანებს, მოვესწრები... მამა აბრამის ბატკანი გამოხვედი. აი, ის კარგი იყო უდანაშაულო ადამიანებს, რომ იჭერდი  და ხვრეტდი. რუსმა თავისი უდანაშაულობის ამბავი ამცნო პოდპოლკოვნიკს. - ეს კაცი შეურაცხადი არ არის, ასე სცნო ჩვენმა ექსპერტიზამ, ძალიან დიდი აფერისტი ვინმე ჩანს, სხვის სახელს იჩემებს. -სიცილით განაცხადა პოლკოვნიკმა.
  ბატონი ბაადური კმაყოფილი იყო, მისი „დიდი საძმოდან” თვალსაჩინო წარმომადგენლები მოდიოდნენ და მთელი დღის განმავლობაში ულოცავდნენ თავის საამაყო მეგობარს. ისიც გულითადად მადლობას მოახსენებდა -თქვენი თავი მიცოცხლოს ბიჭებო ღმერთმა, თავისუფლებას, რომ მაზიარებთ. არც თქვენ დაგრჩებით ვალში არავის, შვილებო. საღამო ხანს ბატონმა ბაადურმა სასაუბროდ  მიიხმო ბადრი. -დაბრძანდი შვილო ჩემს სიახლოვეს, შენთან სასაუბრო მაქვს, კარგი ბიჭი ჩანხარ და მებრალები ისეთი სტატიით და მუხლით მოუსჯიათ შენთვის, თანაც ძლიერ სოლიდური პატიმრობის ვადით, სულ მალე თავისუფალი ვიქნები და თუ სადმე შევძელი შენი კოლონიაში გადაყვანა (აქ საქართველოს ფარგლებში) გაქცევას როგორმე მოგიხერხებ. შენ ქურდი უნდა გახდე, სწორედ შენისთანა ნიჭიერი და ჭკვიანი ბიჭები გვჭირია, რომ ვასახელოთ ჩვენი საძმო, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ, არა მგონია შენი რწმენა მტკიცე იყოს და პოლიტიკა შენი საქმიანობის საფუძველი გახდეს. ქურდების რწმენა უნდა გაიზიარო. რა შეედრება იმას, მდიდარს გაზულუქებულ კაცუნას, რომ გაძარცვავ დეე ისიც სიღატაკის და სიღარიბის მადლს ეზიაროს, განა ქართველი ხალხი ბრძენი არ არის, რომ არსენა ოძელაშვილს რომელიც მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა მას სამუდამო ძეგლი აუგო? თვით ჩვენთვის ლამაზი, წამებული ჯვარცმული ღმერთი იესო ქრისტეც კი მოწყალე თვალით გვიყურებს თუ ჩვენ საქმიანობას თან ძალადობა და სისხლი არ ახლავს. სწორედ ქურდმა მოიპარა ყველაზე უფრო ჟანგიანი და პირბასრი, დიდი ლურსმნები, ქრისტესათვის შუბლში, გულზე და კიდურებზე, რომ უნდა დაერჭოთ და ჩვენც იმიტომ ვატარებთ ჯვარს და ვადიდებთ ღმერთს, რომ ჩვენდამი გულმოწყალებას იჩენს. რწმენა ანსხვავებს ადამიანს პირუტყვისაგან, ქურდობა რომანტიული პროფესიაა და დიდ ოსტატობასაც მოითხოვს, ყველა ვერ შეძლებს მას დაეუფლოს, შენ კი შეძლებ. ამას წინათ ბიჭებს ერთი ქურდის გაფუჭება უნდოდათ. ბოროტად ეხულიგნა, ძალიან ნიჭიერი ჯიბგირი იყო, მაგრამ არყის სმას ეძალებოდა, ვიღაც კლიენტს შეენიშნა, ჯიბეში რომ ხელი ჩაუყო და იმის მაგივრად, რომ ზრდილობიანად დაღწეოდა აყალმაყალს, არიფს ქუჩის კუთხეში დაუდარაჯდა -ავტობუსის გაჩერებასთან და უმოწყალოდ სცემა. სუფთად გაპარსული და კოხტად გამოწყობილი, რომ ყოფილიყო, გახამებულ საყელოზე ჰალსტუხი კეთებოდა, ძვირფას ადიკალონ ან სუნამო ნაპკურები და ფხიზელი ყოფილიყო, ვინ დაეჭვდებოდა მის დანახვაზე... ყველა პროფესიის ადამიანს თავისი პროფესიის დიდი სიყვარული უნდა ჰქონდეს (ფანატიკური) და სათანადო ნიჭიც გააჩნდეს.
- ბატონო ბაადურ, მერიდება გკითხოთ, მაგრამ რატომ ეძახიან ქურდები პოლიტიკურებს ფაშისტებს, მათ შორის ხომ არიან ისეთნიც, რომელთა ოცნებაც ჰუმანიზმი და დემოკრატიაა და ფაშიზმი სასტიკად სძულთ, თუნდაც ბუჟუაზიული წყობა რატომ არის მათთვის საძულველი? ღარიბ -ღატაკი საბჭოთა სისტემა უფროა მისაღები მათთვის? საცოდავ მათხოვარს რა უნდა მოპაროს კაცმა? ასეთი ხმა, ასეთი ჭკვიანი თვალები და ასეთივე კითხვა მე მაგონებს შორეულ ტაიგაში ვიღაცა კაცის მიერ მოცემულ კითხვას, საოცარია. ვიდრე იმ კაცზე მოგითხრობდე, გიპასუხებ -იმიტომ სძულთ ალბათ ქურდებს ფაშიზმი, რომ ისინი გრძნობენ (ინსტიქტურად რადგან უმეტესნი, თვითონვე ამბოკარების ღარიბ-ღატაკთა წრიდან არიან გამოსულები) ბურჟუა მათი ძმა არ არის. ახლა კი იმ კეთილ კაცზე გიამბობ: შენსავით ახალგაზრდა კაცი ვიყავი, სხვისი გვარით სასჯელს ვიხდიდი. ენისეის აღმოსავლეთით ტაიგის რეგიონში ბეცრი ბანაკები იყო, იქ სადაც ჩვენი საკონცენტრაციო ბანაკიც მდებარეობდა, განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის ბანაკი, ერთად ვიმყოფებოდით სისხლის სამართლის დამნაშავეები და პოლიტ პატიმრები. მათ შორის კატორღელების გახლდნენ. აი, ის კაცი რომელიც შენ გამახსენე, კატორღელი იყო, ბუშლატაზე და ქუდზე ნომერი ეწერა და ამ ნომრით მიმართავდნენ ზედამხედველები. თავისი გვარი და სახელი თითქოს მასაც კი დავიწყებოდა. ახოვანი ძლიერი ვაჟკაცი იყო. ამაყი, მუშაობაში მუყაითი და უბადლო. მოკლედ, რომ ვთქვათ ისეთი ახოვანი წარმოსადეგი გარეგნობა ჰქონდა და ისეთი ომახიანი ხმა -ათას კაცში გამოარჩევდი. შენ უკვე იცი ქურდული წესი, ჩვენ მუშაობას გვიკრძალავს, ჩვენი კანონი და თუ შესაძლებლობა გვაქვს (თუნდაც პატიმრობის ვადა ორიოდე კვირაღა გვქონდეს დარჩენილი) უნდა გავიქცეთ. გაქცევა იქიდან შეუძლებელი იყო, მუშაობას ყოველნაირად თავს ვარიდებდით. ერთხელ ხის მორზე ჩამომჯდარს მახორკას რომ ალხეინად ვაბოლებდი გავეშებული გრიგადირი მომვარდა. (გაფუჭებული ქურდი) და მითხრა: -შენ ეი! ახლად მოსულო შავტრაკავ! რად არ მუშაობ თავადი ბრძანდები?
- მოდი თავი დამანებე, შენ საქმეს მიხედე, ჩემი საქმისა მე ვიცი! იქვე მომუშავე, გაფუჭებულ ქურდებს უბრძანა: -ბიჭებო ერთი ამ „კანონიერს” ვაჩვენოთ, რომ აქ ათასეულ კილომეტრების მანძილზე კანონიერი ქურდის გაჭაჭანებასაც კი არ დავუშვებთ. Xნჯ პლტცმ ცერბ უეკზ.ნ დტპლტ! *1 ისე მაგრად მიტყიპეთ, რომ ზედამხედველს ეძახდეს საშველად ან მოკვდეს. თუ იჩივლა, ისიც ხომ თქვენსავით გაფუჭებული ქურდი
-----------------------------------------------------------
*1 აქ ყველგან გაფუჭებული ქურდები ზეობენო (რუს.)
-----------------------------------------------------------
იქნება. უმოწყალოდ მცემდნენ, გონი დავკარგე, მაგრამ მაინც არ მიყვირია, მხოლოდ „ვაი დედავ” მეთქი ერთი სიტყვა ამოვიკვნესე თურმე. ჩვენ სიახლოვეს მდგარ წარმოსადეგ კაცს, რომელზეც მოგითხრობ გაუგონია, შეშლილივით მომვარდა, წელიდან სალდათური ქამარი მოიხსნა, ბრტყელი რკინის ბალთიანი და იმათ დაერია. რამოდენიმე შავგვრემანი სხვა ბიჭებიც გამოენთნენ და ისე მიასიკვდილეს ის „ძლევამოსილი პატრიციები” *1, რომ თვითონვე უყვიროდნენ ზედამხედველებს საშველად, ალბათ მიმიხვდი კაცი, რომელმაც მე ნამდვილ სიკვდილს გადამარჩინა ან სიკვდილზე უფრო უარესს პატიოსანი კაცის სახელის დაკარგვას, ქართველი იყო, ის შავტუხა ბიჭები კი ალბათ ზოგი ქართველი, ზოგი კავკასიური სხვა მოდგმისანი. რა თქმა უნდა ძლიერ დავმეგობრდით იმ დღის მერე განუყრელად ერთად ვიყავით. მოიცა! მგონი გამახსენდა კიდევაც სახელად გიორგი ერქვა, გვარად კი ციხისელი თუ ხირსელი რაღაც ამგვარი. შუბლზე ღრმა ნაჭრილოვები აჩნდა მაგრამ არ აუშნოებდა. ლუჩიკს ვეძხდით მამის სახელს, ხან კი „ხალიანს” რადგან მარჯვენა ლოყაზე დიდი ხალი აჩნდა, -ის კაცი ხომ მამაჩემი იყო ძია ბაადურ! -წამოიკივლა ბადრიმ, სახეზე მკვდრის ფერი დაედო, აცახცახდა და თვალთ დაშავდა. -აჰა! შვილო ცოტაოდენი წყალი მოსვი გაგივლის, არაფერი, ვაჟკაცურად უნდა შეგეძლოს ბოღმის ატანა. -შემდეგ? მიამბეთ ყველაფერი მიამბეთ, მამის ამბავი ამდენი წლების მერე, რაც მას გავშორდით არაფერი გვსმენია. -სხვა რაღა გითხრა, მამაშენი ბრიგადირად აირჩიეს ჩემი იქიდან წამოსვლის წინ, მე კი რკინიგზის მშენებლობის უბანში გადამისროლეს, მრავალ პატიმართან ერთად, ტყე-ტუნდრის ზონაში, ის უარესი ადგილი იყო რეჟიმიც ისეთივე, როგორიც ტაიგის ბანაკში, ტყე მაინც როგორღაც გულს მიხალისებდა, იქ კი ტუნდრა ტყის კუნძულაკებთან მონაცვლეობდა, დასაწყისში ტყე ზოლებად ჩნდებოდა მდინარეთა ხეობებში, რომელნიც სამხრეთისაკენ მიემართებოდნენ, შემდეგ კი მეჩხერი ტყე წყალგამყოფზეც ადიოდა, ართის, ნაძვის, ლარიქსის პაწაწინა ხეები ჯერ კიდევ მოჩანან, თუმცა მახინჯად დაკლაკნილები და მიწაზე თითქოს დარცხვენით თავდახრილები, რომ ასე მახინჯი გარეგნობით არსებობენ ქვეყნად. იმის ზემოთ კი ტუნდრის ზონა მდებარეობს. რა თქმა უნდა იქაც მუშაობას თავს ვარიდებდი და სულ ბურში*2 ვიჯექი. იქიდან მე და ჩემი ერთი მეგობარი გავიქეცით. ბევრი წამება განვიცადეთ, მაგრამ თუ კაცი განწირული არა ხარ არ დაიღუპები. ერთ პროვინციულ მიყრუებულ ქალაქში შემთხვევით ნაცნობ ქურდს გადავაწყდი, რომელთანაც ერთად პერმის ციხეში ვიჯექი ოდესღაც, მაშინ მე ივანოვის გვარს ვატარებდი და მთელი ციხე ხელში მეჭირა. Gჰბდტნ Bდფყჯდ რფრბვბ ცელ,ფვბ? *3 -იკივლა მან. ლაზათიანად გვაპურმარილა ჩემმა ძმაკაცმა, დალოცვილი რუსული აბანოც გაგვიხურა მისმა მეუღლემ. აბანოს ცოცხით ლაზათიანად დავუზილეთ მე და ჩემმა თანამგზავრმა ერთმანეთს გვერდები და კარტის ვალეტებივით ჩავეწყეთ ლოგინში ერთად, კურთხეული რუსული ღუმელის თავზე ქურქის ქვეშ. მეორე დღის სადილობამდე მკვდარივით გვეძინა, გაღვიძებულმა სამ-სამი   
----------------------------------------------------------
*1 რომაელი დიდებულნი
*2 ბური -კარცერი
*3 სალამი ივანოვ, რა ბედმა გადმოგაგდო აქეთ
----------------------------------------------------------
არაყი გადავხუხეთ, (ღმერთი სამობითაა, ხომ უნდა გვწყალობდეს) და სხვისი პასპორტებიც მოგვართვა ჩვენმა პატივცემულმა კოლეგამ, მე სიდოროვი ვიყავი წმინდა წყლის რუსი, ჩემი თანამგზავრი კი ჩუვაში გვარი აღარც მახსოვს.
  ერთ დღეს ბადრიმ მოკრძალებით სთხოვა ბაადურს თუ შეიძლება ლუკრეციუსის წიგნი მათხოვეო. მან კი ასე უპასუხა: -დიდი ხანია ვგრძნობ, მაგ წიგნს უთვალთვალებ, ისეთი თვალით, როგორც უზომოდ შეყვარებული ბიჭი, თავის საყვარელ არსებას, შენი ფეშქაში იყოს. მე ის თითქმის ზეპირად ვიცი. წიგნზე წაუწერა: სახსოვრად ბადრი ხირსელს, ჩემი უძვირფასესი მეგობრის ღირსეულ ვაჟიშვილს. ბაადურ ბედუკაძე. აბა მისმინე თუ ერთი სიტყვა მაინც შემეშალოს! -წარმოთქვა ბაადურმა და დაიწყო პოემის იმ ადგილის დეკლამაცია სადაც ქურუმმა მსხვერპლად ღვთაებას ხბო შესწირა, უბედური დედა კი თავის ხბოს დასტირის ცხარე ცრემლებით:
„დედა ობოლი ეხეტება მწვანე მდელოზე,
ეძებს ნაკვალევს დატოვებულს წყვილ ჩლიქებისგან,
სულ იცქირება გარეშემო, რომ ბოლოს მაინც
ჰპოვოს ნაყოფი, დაკარგული, მისი ბღავილი
აყრუებს ჭალებს, კვლავ ბრუნდება თავის ბოსელში,
გულდაკოდილი თავის შვილის დაკარგვის გამო,
ვით ნაზი ვაზი, ვერცა მდელო ნამით მოსილი,
ვერცა მდინარე მომჩქეფარე ნაპირთა შორის
სულს ვერ უმშვიდებს, ვერ უქარვებს უეცარ ელდას”.
  ბადრიმ მოხუცის თვალებში ნაობლარი ცრემლი შენიშნა და გაიფიქრა: -რამდენი პარადოქსებითაა აღსავსე ცხოვრება! ქურდი კაცი, რეციდივისტი და ასე სუფთა, მაღალი სული?! რომანტიკული სულის გზააბნეულმა კაცმა ცრემლი მოიწმინდა და თქვა -Dდედაჩემი გამახსენდაო. წასვლის წინა დღეს ბაადური გულითადად ესაუბრა ბადრის.
- კიდევ ერთხელ მინდა გითხრა, ეხლა სულ სხვა დროა. ჩვენ საქმიანობას ჭკვიანი, ენერგიული და კულტურული ახალგაზრდები ჭირდება. ალბათ შესანიშნავი, მრავალი ჩინებული ოჯახის (პროფესორების, იურისტების, ხელოვნების მუშაკთა) შვილებს შორის ახლა ქურდებიცაა, ეს მოდა როდია, დრომ მოიტანა. ქურდობა საინტერესო და რომანტიული პროფესიაა, როგორც წინათ მითქვამს შენთვის, უფრო მეტიც მრწამსია, მტკიცე რწმენა. ქურდადაც უნდა დაიბადო როგორც პოეტად, მხოლოდ განსწავლული, უნიჭო ქურდი ჩალის ფასია, გროშადაც არ ღირს, ჩვენში მაფია ახლა იდგამს ფეხს, ძლივს დაბაჯბაჯებს, აი ცივილიზირებულ ქვეყნებში სულ სხვაა: ამერიკელი ალკაპონე მილიონერი გახლდათ მას თავისი თანამოძმე ქურდები კლანები სპეციალურ განყოფილებადაც ჰქონდა დაყოფილი: ჯიბის ქურდები, ბანდიტები ცალკე, რეკეტის მიმდევარნი, ბინის ქურდები და სხვა ცალკე განყოფილებად. მაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს საქველმოქმედო საქმეებიც ეხელმწიფებათ ხსნიან საავადმყოფოებს, კილნიკებს, პანსიონატებს, მოხუცთა თავშესაფარებს, საბავშვო ბაღებს და სხვა. ექიმმა მგალობლიშვილმა თავისი დაპირება შეასრულა ბაადურ ბედუკაძე პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, მთელი ციხე სიხარულით, ყიჟინით აცილებდა ბაადურს. მის საწოლზე კი იმავე საღამოს უღმერთოდ ნაცემი და სახედამახინჯებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი თამაზ ხაფავა დააწვინეს. ჯერ სასწრაფო დახმარების ექიმმა გასინჯა და დახმარება აღმოუჩინა, შემდეგ კი მამამისი მივიდა, დიდი სამხედრო ჩინის მქონე, მოხუცი დარბაისელი კაცი და თან გამოჩენილი, ქირურგი ზაქარაია მიიყვანა. ზინაიდა პრიხოდკას ქალიც მიჰყვათ. როგორც გაირკვა თამაზი ბანდიტების საკანში შეუთრევიათ და სასტიკად უცემიათ. ასეთი ძალღონით სავსე ბიჭი რატომ ხულიგნობო, ქურდი რად არა ხარო. პროფესორმა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დასვა (კონტუზიის) და სათანადო მკურნალობაც დაუნიშნა: ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წოლა, თავზე ყინულის საფენები, სრული სიმშვიდე, სასურველია ჩაბნელებული იყოსო. კუჭის და შარდის ბუშტი ხშირად უნდა გაიწმინდოსო. (ოყნა, კათეტერიზაცია*1) ვენაში გლუკოზის ხსნარი -უროტროპინის ხსნარი და სხვა. ორი-სამი დღის მერე ავადმყოფი გონზე მოვიდა, მაგრამ თავს რა გადახდა არ ახსოვდა. მამამ თავზე მდეგად თავისი ადიუტანტი დააყენა, ძლიერ ახლობელი კაცი. სიმარტოვე მობეზრებულმა ნამინისტრალმა რამდენჯერმე ბადრის გაუბა ბაასი. ერთხელ ასეთი რამ უთხრა: -ამ ახალგაზრდას თავში და გვერდებში სცემეს უწყალოდ რაღაც სალდათური, უმიზეზო მიზეზით, მე კი სული გამითელეს ჭუჭყიანი ბინძური ფეხებით. ეს უფრო საზარელია, ასეთი ცემა, ასეთი გვემა ადამიანისა, ზოგჯერ ვფიქრობ ალბათ ჩემი თანამდეობისთვის შეუფერებელი ვიყავი ზედმეტი პატიოსნების გამო. მე შენ გეტყვი დასაბამიდან მრავალს უთქვამს და მომავალშიც კიდევ მრავალი იტყვის, მათ შორის გულგატეხილი ხელოვანიც კი: -„ადამიანი ცოდვაში ჩაისახა და სიბინძურეში დაიბადა, ცხოვრებას აქოთებულ ჩვრებში იწყებს და მყრალ სუდარაში ამთავრებს რაღაც ყოველთვის მოიძებნება”*1 დიახ რაღაც ყოველთვის მოიძებნება, კაცის მაკომპრომენტირებელი და კიდევაც მოძებნეს ჩემთვისაც სალდათური მიზეზი. ჩემ ფრონტელ მეგობართან, რომელმაც ოდესღაც სიცოცხლე მაჩუქა, მოსკოვში ერთი ვაგონი მანდარინი ჩავიტანე, ჩემი ფულით ნაყიდი  -----------------------------------------------------------------------------------
*1 კათეტერი შარდის გამოსაყოფი სპეციალური მილით შარდის გამოშვება.
*2 პენ უორენის ერთ-ერთი რომანის გმირის სიტყვებია.
-----------------------------------------------------------------------------------
და ქრთამად ჩამითვალეს, შენც უმიზეზო მიზეზით მოუყვანიხართ შენს მტერ-მოყვარეებს, შეთითხნილი, ბინძური პროვოკაციის გამო. მეტი-მეტი კომკავშირის კრებაზე უნდა გამოეძახებინათ შენი თავი, დაეტუქსათ და ეთქვათ: -სწორ გზას ხარ აცდენილი და ჭკუას მოუხმე ან შინაგან ციხეში გატარებული წამების დღეები ეკმარებინათ შენთვის. ბიჭუნავ! ადრე თუ გვიან ბოროტი საქმის ჩამდენი ადამიანი ღვთის წინაშე აგებს პასუხს. შენ ეს არ იცი, მე კი ვიცი. იმ საკანიდან გადმომიყვანეს, სადაც ის „ერთი სულიერია” ჩაბრძანებული, რომელიც შენს ეგრეთწოდებულ მეგობრებთან ერთად მაგ საძაგელი პროვოკაციის შემთითხვნელია. მას სამხრეები თურმე თვითონ ცეკას ერთერთმა კომპარტიის მდივანმა აჰყარა და კარგი სილაც გააწნა: -განა ქართველ ვაჟკაცს ეგ შეფერის ან თანამდეობის პირს, რასაც შენ აკეთებ. არა! თქვენი საქმის გამო კი არა, როგორც პასიურ პედერასტს, ჰომოსექსუალისტს, ისე მიუსაჯეს რვა წლის პატიმრობა,Aთავისმიერ გახრწნილ საცოდავ ახალგაზრდებათან ერთად. მწყინს, რომ ჩეკისტის ან კომუნისტის სახელს შეირცხვენს ვინმე, რადგანაც მე რწმენის კაცი ვარ. პატიმრობა ნირს ვერ შემიცვლის. ვიყავი, ვარ და ვიქნები კომუნისტი. მე ისიც მჯერა, რომ თუ სტალინამდე მიაღწია ჩემმა წერილმა, ისევ აღმიდგენენ ყველა უფლებებს და რაც მთავარია გამამართლებენ. -„ნეტარ არიან მორწმუნენი” -გაიფიქრა ბადრიმ.
სულ მალე ბადრი საგრძნობლად გამოკეთდა და საავადმყოფოდანაც გამეწერა. საკანში როდესაც აიყვანეს იქ რამოდენიმე ძალღონით სავსე, ნახევრად შიშველი ქალი დახვდა -იატაკს და კედლებს რეცხავდნენ. რაღაც კომისიას ელოდებოდნენ. მათ შორიახლოს „პანე” -ნინა გრიცკევიჩი შენიშნა, გულხელდაკრეფილი და უსაქმოდ მდგომი. როდესაც მან ბადრი შენიშნა გაქანდა და გულში ჩაეკრა. ბადრის ხელი ჩაავლო და საკანიდან გამოიტაცა. მერე კი სხვენზე ამავალი კიბისაკენ წაიყვანა. ცოდვა გახელილი სჯობია... ბადრისაც წამით ვნება მოერია გაქვირითებული ქალის ალერსზე და მის ნებას დაჰყვა. ამ დროს ზედამხედველი გამოჩნდა. მოხუცმა ზედამხედველმა უშვერად შეაგინა ქალს, ხელი გაკრა. ბადრის კი მამულიშვილური დარიგება დაუწყო: -ბიჭო ვის მისდევ, სად მისდევ, ეს ქალი ყოვლად გათახსირებულია, ვინ არ დაათრევს, შეიძლება რაიმე ჭირითაც დაგაჯილდოვოსო! ბანდიტმა ქალმა კი ისეთი უწმაწური გინების კორიანტელი დაყენა, რომ ენით ვერ აღწერს ადამიანი. -კარცერში ჩაგიყვან შე ბოზო. -უთხრა მოხუცმა. ქალი არ ცხრებოდა და ბადრის ეუბნებოდა: -ჩხუბი ატეხე შენც, კარცერში ჩამოგიყვანენ შენც და იქ როგორმე შევხვდებითო. -სიმონ, ეს ბიჭი ქვევით აბანოში წაიყვანე, ამ მურდალს გავარიდოთ, მაგისი ამხანაგები აბანოში არიან. აბანოში შესულ ბადრის პაპანაქება სიცხე და ორთქლის ბუღი შემოეგება. სულ ეხუთებოდა, ორთქლში ძლივსღა გაარჩია ამხანაგები და ყველას მიესალმა: -გამარჯობათ ბიჭებო! გაგიმარჯოს! -უპასუხეს ერთხმად. გაუხარდათ ბადრის ნახვა. -ისე გაგიმარჯოს ღმერთმა, როგორც მე მემართლებოდე! -წამოიკნავლა ვიღაცამ ტალახში შესვრილმა. რომელიც ტაროთი*1 სავსე კასრში ჩაეგდოთ და ცხელი წყლით დაფუფქვას უპირებდნენ. მიუხედავად საოცარი „მეტამორფოზისა” ბადრიმ ყვავილაშვილი იცნო. სასწრაფოდ მივარდა და ბიჭებს მისი დაფუფქვა აღარ დაანება. ამოყვანაშიც უშველა, ტალახი ცივი წყლით ჩამოაბანია. ჯონიმ გესლიანად უთხრა: -რაც მჭირს შენგან მჭირს, შენ მიქეზებ ყველას. იმ დღეში რომ ჩამაგდეს ჟიგანთა საკანში, აქაც რომ ასე მექცევიან, სულ შენი ბრალია. -ჯონი ნუთუ შენ ფიქრობ, ისე დავეცი სულიერად, ისე დავუძლურდი, რომ ეგ ვიკადრო. ვიღაც ქურდბაცაცები გავაქეზო და მათ ვაცემინო შენი თავი? არა, მე იმდენი ძალა კიდევ შემწევს შენისთანა ღორს, სახეში შევაფურთხო და ორიოდე სილაქი ვუთავაზო -უთხრა ბადრიმ და სილა აჭამა და შეაფურთხა კიდევაც. გასამრჯელო მიიღო! გასამრჯელო მიიღო! სიხარულისაგან ცქმუტავდნენ ბიჭები. იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად ზედამხედველმა ბადრის გვარი და სახელი შემოიძახა საკანში და დასძინა: -პაემანზე! მის სანახავად დედა და ნათელა მისულიყვნენ. მნახველებს და ტუსაღებს იატაკიდან ჭერამდე აჭიმული წვრილად დაწნული მავთულის ბადე ჰყოფდათ. მნახველები და პატიმრები ისე ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ისეთი ღრიანცელი იდგა, რომ ერთმანეთისა ძლივძლივობითღა ესმოდათ.
- როგორ ხარ შვილო, -ჰკითხა თამარმა და თვალთაგან ცრემლები ამოიწმინდა.
- ყოჩაღად დედა ნუ დაიდარდებ, ყველაფერს ეშველება სიკვდილის გარდა. მამის ამბავი შევიტყვე სრულიად შემთხვევით დაწვრილებით, წერილში მოგწერ. ცოცხალი უნახავთ ენისეის მიდამოებში. დედა ჯერ სიხარულით გაბრწყინდა შემდეგ კი დაეჭვებულმა ჰკითხა:
- ხომ არ მატყუებ შვილო?
- „ყველაზე დიდი ტყუილი ხომ თავის მოტყუებაა” *2 - თქვენ როგორღა ხართ?
- რა ყოფნაა შვილო, მაგრამ რახან ცოცხალი გადამირჩი არაფერს ვჩივი. მპირდებიან მალე „შრომა- გამასწორებელ” ბანაკში გადაგიყვანენ და ხშირად შევხვდებით. -ღმერთო ნეტავ მალე მეღირსოს, ახლო გნახო, კიდევ. -წამოიძახა ნათელამ და უხმო ტირილი შეწყვიტა. ნათელსა და თამარს შავი ძაძები ეცვათ. ბადრიმ სამწუხარო ამბავი შეიტყო -ნათელას დედ-მამა გარდაცვლოდა.
  აბანოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიტპატიმართა საკანში რეჟიმის უფროსი შევიდა, რამდენიმე ზედამხედველის თანხლებით და უთხრათ: -თქვენი საკანი დასჯილია, დღეს ბალანდა არ მოგეცემათ, დღეს და ხვალ სასეირნოდ აღარ ჩახვალთ, ერთმა ტალახიანმა ღორმა სხვა ღორებიც გაგსვარათ. რომელი ბრძანდება ის, ვინც კაცი გატყიპა?! საკანში ყველა დუმდა, მხოლოდ ჯონიმ წამოიკნავლა: -ბადრი ხირსელი, აი, ეს ვაჟბატონი! - მიუთითა ბადრიზე. რეჟიმის უფროსს კისერი
-----------------------------------------------------------
*1 ერთგვარი ტალახია სხეულზე ბალნის გასაცილებლად ხმარობენ (აბანოში), თუ ცხელი წყლით ჩამოიბანენ სხეული დაეწვებათ.
2* დიკენსის სიტყვებია
-----------------------------------------------------------
გაშეშებული ჰქონდა, მაღალი, პირხმელი კაცი, რაღაცით მგელს მოგაგონებდათ, როდესაც უზარმაზარ პირს გახსნიდა და დიდ ნაფოტა კბილებს და ღოჯებს გამოაჩენდა. ძალიან მრისხანე და ავი კაცი იყო. ბანდიტებსაც კი შიშის ზარსა ცემდა. გარშემო თვალი მიმოავლო და მკაცრად იკითხა: -ბადრი ხირსელი შენ ხარ? წინ წამოდექი! რად გამილახე კაცი? -ამიძულა ბატონო, მაგისთანა არამზადების წყალობით ვზივარ აქ. მაგათი შეთითხნილი საქმის გამო, თვითონ აფერისტობის გამო მოგვიანებით მოაბრძანეს აქ. მე, რომ ვყოფილიყავი მაგას ცემით მოკლავდნენ... უკანასკნელ ლუკმა პურსაც კი მაგას ვუყოფდი.
- მართალია! -დაუმოწმეს ამხანაგებმა. -ხმა გაიკმინდეთ თქვენ არავინ გეკითხებათ. მაგრად ნაცემი ყვავილაშვილი კუთხეში ეგდო პარაშასთან და დროდადრო წამოყოფდა ხოლმე თავს. თავზე ძველი დაფლეთილი პალტო ეფარა. -ეგ ახლა ლაზარეთში გადაიყვანეთ! ამ ვაჟბატონს კი -ბადრიზე ანიშნა, ხვალ გამოვუტანთ განაჩენს ციხის უფროსთან ერთად, ვიმსჯელებთ, შესაძლოა პატიმრობის ვადა დავუმატოთ, მაგრამ როგორც ჩანს ბადრის მფარველი ანგელოზი ნამდვილად წყალობდა: კისერგაშეშებული ცერბერი მეორე დღეს ვიღაც ბანდიტმა დაჭრა და კარგა ხნით თავის საყვარელ საქმიანობას ჩამოშორდა. ყვავილაშვილს კი ცემა-ტყეპა შერჩა და სასიკეთიოდაც გამოადგა. ციხის საავადმყოფოში ქირურგიულ განყოფილებში იმკურნალა, შემდეგ კი სპეციალურმა სამედიცინო ექსპერტიზამ პატიმრობიდან გაანთავისუფლა... აი, დადგა ნანატრი დღეც, ოციოდე ტუსაღი, საბარგო მანქანაში თავისი ბარგი-ბარხანიანად ჩატენეს და გარეუბნისაკენ გაუყენეს გზას. თითქმის ყველანი სისხლის სამართლის დამნაშავენი იყვნენ, ორიოდე პოლიტპატიმარის გარდა. ბადრისთან ერთად გაამგზავრეს ფრიდონიც იმ ადგილს გარეუბანს უფრო სოფელი უნდა რქმეოდა რადგანაც დედაქალაქს ისე მოშორებული იყო, რომ მხოლოდ რკინიგზით შეიძლებოდა დაკავშირებოდით ან სპეციალურად ნაქირავები მანქანით. ბანაკი საკმაოდ მოზრდილ ტერიტორიაზე გაეშენებინათ, იქაც უმეტესად სისხლის სამართლის დამნაშავენი იხდიდნენ ვადას. ბანაკის ტერიტორიაზე ორი ვეებერთელა ოთხსართულიანი ხის ბარაკი და ადმინისტრაციული კორპუსი იდგა. მის გვერდით ზედამხედველების და მათი რაზმის უფროსის სამოსახლო ბარაკი იყო, რომელიც მავთულხლართით იყო გამოყოფილი ზონიდან. ბანაკის მთელ ზონას გარშემო შემოვლებული ჰქონდა მავთულხლართები შემდეგ კი თხრილი. ოთხივე კუთხეში სათვალთვალო კოშკურები იდგა, რომელზეც მუდმივად გუშაგები იდგნენ. ადმინისტრაციულ კორპუსში მაღლა სართულზე ბანაკის უფროსის კაბინეთი იყო. მის გვერდით კი „კულტმუშაკის” ოთახი, რომელიც ავდარში „კლუბის” მოვალეობას ასრულებდა. იმ სართულზევე მდებარეობდა საწარმოო და პატიმართა საბუთების შესანახი განყოფილება, შემნახველი საკანიც. (ცეხგაუს ეძახდნენ). ადმინისტრაციული კორპუსის ძირსართულში მოთავსებული იყო უშიშროების რწმუნებულის კაბინეთი, პატარა საავადმყოფოს და ამბულატორიის, აგრეთვე აფთიაქისათვის განკუთვნილი ოთახები. პირველი ბარაკის განაპირას ეგრეთწოდებული „სამზარეულო”, ბანაკის კართან კი კიდევ საგუშაგო გახლდათ, სადაც გამუდმებით მორიგეობდნენ ზედამხედველები. ხშირ შემთხვევაში გუშაგებად, ზედამხედველებად „სანდო” პატიმრებიც გაყავდათ, (ყოფილი მილიციის, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკები) ის პატიმრები ვისაც ამავე დროს პატიმრობის მცირე ვადა ჰქონდა დარჩენილი. ქალაქ თბილისის ის გარეუბანი სადაც ბანაკი მდებარეობდა სოფელს უფრო ჰგავდა, ქალაქის მას არაფერი ეცხო. ბანაკის სიახლოვეს სოფლის ბინადართა სახლები იყო განლაგებული. ზონიდან პატიმრები ხედავდნენ სოფლელთა საქმიანობას: ესმოდათ მათი ლაპარაკი, საღამო ხანს ნახირის ზმუილი, მენახირე, როცა მათ შინისაკენ ერეკებოდა. ტირილი, სიცილი, სიმღერა „თავისუფალი” ადამინების. ეტაპს ბანაკელები დიდი სიხარულით შეხვდნენ. მათთან ახალგაზრდა პატიმრებმა მიირბინეს, ერთმანეთს გაეცნენ და უთხრეს: -თქვენ საპატივცემულოდ ამ საღამოსვე კონცერტს გავმართავთ. როცა დაბარგდებით და ცოტა დაისვენებთ, უსათოოდ დაგვესწარით ჩვენ შემოქმედებით ღონისძიებაზე! „ჯაზ-ბანდის” წევრები უკვე ხალისიანად მიათრევდნენ ერთი შემაღლებული ადგილისაკენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, უზარმაზარ ბარაბანს, საქსაფონს, აკორდიონს, მიჰქონდათ ვიოლონო, კლარნეტები, კასტანეტები, სკამები. ბადრი და ფრიდონი გაოცებული იყვნენ ეს სად მოვხვდით, ნეტავი აქ მოგვახდევინა პატიმრობის ვადაო. - ნამდვილი კურორტია. -თქვა ბადრიმ.       
- მარტი, რომ წინ გედოს ზამთრისას ნურც კარგს და ნურც ავს ნუ იტყვი. -ასე უთქვამს ბრძენ ხალხს. -თქვა ცხოვრებაში უფრო გამოცდილმა ფრიდონმა. კონცერტმა საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა ახლადმოსულებზე, ძლიერ აღფრთოვანდნენ. მასში მონაწილეობას ღებულობდა ქართული ესტრადის ყოფილი ვარსკვლავი ვარდო სიდამონიძე. (რომელიც ამავე ბანაკში იხდიდა პატიმრობის ვადას, სწორედ მასზე იყო ზედგამოჭრილი ანდაზა „კარგი ჩიტი მუდამ გალიაშია”) აგრეთვე მსმენელები აღფრთოვანებაში მოიყვანა ყოფილმა ზღვაოსანმა გედევან ლეშკაშელმა. მაღალმა, წარმოსადეგმა, ბაკენბარდებიანმა და ბლანჟეანმა, არწივისთვალება კაცმა. რომელსაც არაჩვეულებრივად ტკბილი ხმა ჰქონდა და თითქმის ისეთივე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს როგორც ვარდო სიდამონიძე. ზღვაოსანმა (განმეორებით როცა გამოიძახეს) და დიდი ოსტატობით იმღერა „E[ჯლსვ პფდნჰფ დ ვჯჰტ ბ ჰფყყსქ გჯჰჯქ”... „K.,ბვბქ უჯჰჯლ” და სხვა. 
  სხვა სოლისტებმა შეარულეს „ყვავილების ქვეყანა”, „დაილოცოს საქართველო”, „პატარა, ჩემო პატარა”, „ღამით ყვავილებს ვდარაჯობ”, „მშვენიერო შენ გეტრფი” დ სხვა. ახლო მახლო სოფლებიდან დიდძალი ახალგაზრდობა მოსულიყო, პატიმარ „მსახიობებს” ყვავილებით და მხურველე ტაშით აჯილდოებდნენ... „სიზმარში ხომ არა ვარ”? -ფიქრობდა სამციხეგამოვლილი ბადრი. ბოლოს თვით უფროსი გამოჩნდა მაყურებელთა შორის, შექეიფიანებული ამაყად იძლეოდა შეკვეთებს. ჩია ტანის, თავმოტვლეპილი კაცუნა. პირველ რიგში მისი დარდიმანდობის ამბავი, რომ იცოდნენ „ვისი სადღეგრძელოც იყო მისი მრავალჟამიერი, ვახახია მრავალჟამიერ” -წამოიწყეს ომახიანად. ხოლო ერთმა კონფერანსიეს როლს, რომ ასრულებდა, უფროსს მიაშტერდა და შესძახა: თქვენი მრავალჟამიერი იყოს ბატონო! ბადრიმაც ცნობისმოყვარეობით შეხედა უფროსს და გაიფიქრა „ახლა მისი თავი ალმოდებულ ბოლოკსა ჰგავს”. იმ ეგრეთწოდებულ ჯაზ-ორკესტრს ნიჭიერი მუსიკოსი ლევან აბაშიძე ხელმძღვანელობდა, მას როგორც პოლიტპატიმარს ათი წლის ვადა ჰქონდა მისჯილი და თითქმის მოხდილი ჰქონდა პატიმრობის ვადა. კონცერტის შემდეგ პირველი ბარაკის ამხანაგებს გაეცნო მის გვერდით მეზობელ ნარზე ცნობილი პროფესორის -ფიზიოლოგიის მერაბ მანაველის „აპარტამენტი” აღმოჩნდა. ეს მეცნიერიც ორმოცდათვრამეტი სტატიით და ათი-თერთმეტი მუხლით იხდიდა ვადას. მერაბ მანაველი ერთ დროს სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი იყო (მაშინ ჯერ კიდევ საქართველოში არ იყო ტერმინი რექტორი) ბატონი მერაბის მეუღლეს პელოს და ბადრის დედას ოდესღაც. გიმნაზიაში ერთად უსწავლიათ, ის ქალი ბავშვობიდანვე ექსცენტრიული და ძლიერ ნერვიული ყოფილა. როდესაც მერაბ მანაველი დააპატიმრეს მისი მეუღლის დაპატიმრებაც განუზრახავთ უშიშროების კომიტეტში, მაგრამ ფრიად ავტორიტეტული განყოფილების უფროსს, ვინმე აშოტ პოღოსიანს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწევია: -ვისა აქვს პეპელას თავი ტო! მირჩევნია მე დამიჭიროთ, ვიდრე გული მაგ ბემურაზს შევაჭმევინო! ასეთი ანეკდოტი დადიოდა მაშინ თბილისში. პატივცემული პროფესორის მეუღლეს ზედმეტ სახელად ბავშვობიდანვე პეპელას ეძახდნენ. მერაბ მანაველს სასამართლოში ისევე როგორც ძიებაში თავი ვაჟკაცურად ეჭირა. როდესაც უთხრეს: -„რაღა გინდოდა მეტი, პროფესორი გახდი, მთელი საბჭოთა კავშირი პატივსა გცემდა, დირექტორადაც კი დაგნიშნეთ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სამეცნიერო ყრილობებზე გაგზავნიდით დელეგატად, ბედნიერი ოჯახი გქონდა”-ო.
- მერე ხალხი?! ბედნიერი იყო ჩემი ხალხი, მერე ჩემი საყვარელი საქმიანობა, რამდენი ცრუ მეცნიერი გვებლანდებოდა ფეხებში, ლისენკოსთანა წვერცანცარა, თავცარიელი, ბრიყვი ვაცები. პავლოვს მეც ვაღმერთებდი, მაგრამ დანაშაული უძღოდათ იმ მეცნიერებს უცხოეთის მეცნიერებს ყოველ ნაბიჯზე ვამდაბლებდით და ვლანძღავდით, რათა ჩვენი რომელიმე მლიქვნელი, უნიჭო მის ხარჯზე აგვემაღლებინა.
- ხედავთ როგორ ვძულვართ?! -თქვა მოსამართლემ.
- მძულდით, მძულხართ და მეძულებით. რადგანაც ველურები ხართ, უღმერთოები, -შეპასუხებია პროფესორი.
  რა თქმა უნდა თვით მამაზეციერსაც კი არ აპატიებდნენ ამ სიტყვებს, მისი მტერ-მოყვარენი. სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შემდეგ კი ოცდახუთი წლის პატიმრობით შეუცვალეს. პროფესორმა ერთი სასაცილო ამბავიც გვიამბო. ივან პეტრეს ძე პავლოვი, რომ კვდებოდა თურმე მაშინაც კი თავის თავზე დაკვირვებებს აწარმოებდა და მოწაფეს ყველაფერს ზუსტად აწერინებდა, რასაც იმჟამად განიცდიდა. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. პავლოვმა წამოწევა სცადა და თქვა: -პავლოვი დასაქმებულია, არა სცალია, იგი კვდება... ძალიან ხშირად საუბრობდნენ ბადრი და ბატონი პროფესორი. ზოგჯერ რაიმე ტრავმის დროს შეხვევებსაც ერთად აკეთებდნენ. ერთი ასეთი საუბრის დროს ბადრის ბატონმა პროფესორმა მოულოდნელად ჰკითხა:
- რამდენი ხანი დაჰყავით შინაგან ციხეში?!
- წელიწადზე მეტ ხანს. -უპასუხა ბადრიმ.
- მეც კარგა ხანს ვიყავი, ჯერ დასახვრეტ საკანში, შემდეგ კი სიკვდილის სასჯელი პატიმრობის ვადით, რომ შემეცვალა სულ მარტო საკანში მამყოფეს.
- ჩემ საკანში იყო ქართლოს ქართველიშვილი და თქვენზე ხშირად მიამბობდა.
- შევხვედრივარ ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას, მოწაფეც ბევრი მყოლია ნიჭიერი, მაგრამ ის ზებუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული.
- იმიტომაც საზღაპროდ აწამეს, თურმე ბუხარში ქოჩრით უკეთებდნენ, როგორც შეშას. ნერვიულობის გამო წვერი გასცვივდა. სიკვდილი, რომ პატიმრობის ვადით შეუცვალეს რაღაც დიდ სამხედრო გამოგონებაზე ამუშავებდნენ, მერე კი როდესაც ნახაზებიც, ახსნა-განმარტებაც ჩაიბარეს (ვინ იცის ვინ მიითვისა ის გამოგონება) იქიდან ახლა სხვა საკანში გადაიყვანეს და ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, კარგა ხანს ვიმყოფებოდით ერთად. აღფრთოვანებული მიამბობდა რა მამაცურად გეჭირათ თავი თქვენ და მსახიობ თომა თორელს, რომელიც აგრეთვე თქვენი თანამებრძოლი ყოფილა.
- როდის დაგაპატიმრეს?!
- მარტის თვის ბოლოს.
- ჩვენც სწორედ მაშინ დაგვაპატიმრეს, როცა თქვენ... რაღაც პროვოკაციულად შეთითხნილი საქმის გამო.
- დიდებულიძის საქმის გამო?
- დიახ, სწორედ ეგ საქმე იყო.
- ეგ ამბავი დაწვრილებით ვიცი, მსმენია...ძალიან ცუდად დაგიწყია ცხოვრება.
- მეც თქვენზე ბევრი რამ მსმენია... ნიჭს გაფრთხილება უნდა. სულმნათი აკაკის ბიოგრაფიიდან თუ გახსოვს, პეტერბურგში სტუდენტების დროს დიდი რევოლუციური ვნებები მძვინვარებდა, რამოდენიმე სტუდენტი რევოლუციურ საქმიანობაში აკაკის ჩათრევასაც ცდილობდა, აკაკიმ კი ასე უპასუხათ: -მე ჯერ ვსწავლობ, ცხოვრების გამოცდილება მაკლია, ჯერჯერობით ჩემი საქმე სწავლაა, ადამიანი ზრდას რომ დაასრულებს, სწავლასაც, შემდეგ უნდა აირჩიოს რომელ გზას დაადგეს.
- მაგრამ სწავლა შეიძლება ღრმა სიბერემდე, მოგეხსენებათ სწავლა სიბერემდეო, მერე კი ბრძოლის ჟინიც გაივლის, როდესაც კაცი ახალგაზრდულ მგზნებარებას დაკარგავს.
- შესაძლოა თქვენ მართალი იყოთ, ყოველი ჭეშმარიტების საწინააღმდეგო მოსაზრებაც ასევე ჭეშმარიტებაა”! - თქვა შესანიშნავმა მწერალმა ჰერმან ჰესემ.
  მალე პროფესორი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ისევ ციხეში შეასახლეს და იქ საავადმყოფოში ამუშავებდნენ ექიმად. იმ ბარაკში სადაც ბადრი ბინადრობდა „მედღეურად” გურამ გუმბარელი მუშაობდა, შესანიშნავი პოეტი, ძლიერ ჭკვიანი ბიჭუნა ასაკით ბადრისხელა. წარმოშვებით იმერეთიდან -გუმგრადან. მამა სოფლის მჭედელი ჰყოლია ფიზიკურად ძლიერი კაცი. დედა კი დიასახლისი, შესანიშნავ ფერად ხალიჩებს ქსოვდა. ეს ერთი დედისერთა შვილი ჰყოლიათ. ადრიანი ბავშვობიდანვე ლექსებს წერდა, სტუდენტობის პერიოდში კი პერიოდულ პრესაში ჟურნალ-გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ლამაზი ლექსები. ქუთაისის უნივერსიტეტში უსწავლია. მის კურსელებს რაღაც არალეგალური წრე ჰქონიათ, სადაც მთავრობის საწინააღმდეგო პროკლამაციებიც უბეჭდიათ, მისულან გურამთან და გაუნდიათ თავისი საქმიანობის ამბავი, პროკლამაციაც წაუკითხებიათ. გურამი პოლიტიკით სულაც არ ყოფილა დაინტერესებული, მისი ღრმა რწმენით ჭეშმარიტი პოეტი არ უნდა ჩაზიარებულიყო არავითარ პილიტიკაში, მიაჩნდა, რომ პოეტი ცის მიერაა შობილი. დიდი ილიას თქმისა არ იყოს „პოეტს ზეცა ნიშნავს” პოლიტიკას კი ხშირად ინტრიგაც ახლავს თან და სიბინძურეცო. ამხანაგებს ნათლად გააცნო თავისი პოზიცია და უთხრა: - რამხელა ურჩხულს ერკინებით შეგნებული გაქვთო. ასე კი უთხრა, მაგრამ ისინი „სადაც ჯერ არს” არ გაუმხელია. როდესაც მისი ამხანაგები ვიღაც გარეწარმა გასცა, როგორც ხშირად ხდებოდა. თავის დაძვრენის მიზნით ნაცემ-ნაგვემმა, რომელიღაც მათმა წევრმა წამოროშა: -კიდევ ერთი ამხანაგი გვყავდა, რომელსაც პროკლამაცია წავაკითხეთ, ჩვენთან არ ისურვა ყოფნა, მაგრამ მთავრობა და ჩვენი „დიდი სამშობლო” უდიერად მოიხსენია: „ რამხელა ურჩხულს ერკინებით შეგნებული გაქვთო” იმავე დღეს გურამ გუმბარელი ინსტიტუტიდანვე წაიყვანეს უშიშროების კომიტეტში. დაკითხეს და დააპატიმრეს კიდევაც. სასამართლოზე 58 სტატიით 12 მუხლი მიუყენეს და ათი წლის პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობის პირველივე წლებში მამა გარდაეცვალა. კაცი რომელსაც შეიძლება ას წელზე მეტი ეცოცხლა ისეთი გოლიათი და ძალღონით სავსე კაცი იყო, ტვინში სისხლის ჩაქცევით უდროოდ გარდაიცვალა. გურამს პატიმრობაზე მეტად ის ამწუხრებდა დედამისი, რომ მთლად მარტოდმარტო დარჩა სევდის ამარა და ძლიერ ხშირად ავადმყოფობდა. როდესაც გუმბარელმა ბადრის თავის თავგადასავალი უამბო, ბადრი მას ასე შეეკითხა. -ეს წამება რომ გამოიარე, საშინლად რომ დაიტანჯე, ვთქვათ მოიხადე პატიმრობის ვადა და ვინმემ კიდევ გაგანდო თავისივე ამდაგვარი დანაშაული, ვაჟკაცურად მითხარი, განაცხადებდი თუ არა „იქ”? -არავითარ შემთხვევაში, უფრო მაგრად კი დავტუქსავდი მე მათ. ჩემი ღრმა რწმენით პოლიტიკა ბინძური თამაშია და მეტი არაფერი. სიცოცხლე კაცს ერთხელ ეძლევა და გონივრულად უნდა გამოიყენოს. ყველანი სიკვდილის პატიმრები ვართ, ამაოების, სასოწარკვეთის. აბა, ახედე ცას, რა ლამაზია, რა უსაზღვრო და განა მოკვდავი ვინმე მას შებერებია? -რა საჭიროა შევეკამათო. რუსებს კარგადა აქვთ ნათქვამი: -„თავჩამოხრჩობილის ოჯახში თოკს ნუ ახსენებო”. ამ ბაასში, რომ იყვნენ რვა წლის ბავშვი შემოვიდა -პატიმარი დავით მათურელი. (ბანაკში დათუნიას ეძახდნენ) საკუთარმა ხატვის მასწავლებელმა დააბეზღა. „დიდ სტალინს ცალი ულვაში გრძელი დაუხატაო”. კონტრრევოლუციურ ოჯახშია გაზრდილი, მას ზიზღით ზრდიან და აი, თითისტოლა ბავშვმა ჩვენი საყვარელი, გენიალური ბელადის სათაყვანო სახე დაამახინჯა, როცა გაიზრდება მისგან რაღას უნდა მოველოდეთო და რვა წლის ბავშვს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს., როგორც პოლიტპატიმარს.
- კარგია, რომ მოხვედი შვილო. -გასძახა ბარაკის ბოლოდან გრიშა ტუღუშმა. ლევან ქოიავაც აქ არის გაგაბანებთ. წყალი უკვე გაცხელდა, ღვთის წყალობით საპონიც ვიშოვეთ.
- არა, არ მინდა, -ნაღვლიანად თქვა ბავშვმა, მხოლოდ სახლში წასვლა მინდა.
- აი, თუ დაიბან გურამსაც თუ დაუჯერებ, ასე ბეჯითად რომ გამაცადინებს, თუ არ იზარმაცებ, მშობლები ჩამოვლენ და წაგიყვანენ.
- მართლა? -ამოისლუკუნა ბავშვმა.
- ხომ არავინ გცემს, ვინმე ხომ არ გაბრაზებს ბაბუა? -ალერსიანად ჰკითხა ლევან ქოიავამ.
- არა, მე აქ ძმა მყავს, ძმადნაფიცი, რეზიკო არაბული, ცემას ვინ გამიბედავს, სულ გურამთან და რეზიკოსთან ვარ. რეზიკო არაბული ცამეტი-თოთხმეტი წლის ბიჭუნა იყო, მაგრამ ასაკისათვის შეუფერებლად აშოლტილი და კუნთმაგარი, უაღრესად კეთილი და ზრდილობიანი. ადამიანი ვერ დაიჯერებდა ბანდიტიზმის მუხლით იყო გასამართლებული. სინამდვილეში იყაჩაღა, ამ თითისტოლა ბიჭმა ვიღაც ცოტა თავისზე მოზრდილ ბიჭთან ერთად თიანეთის გზაზე ავტობუსი გაძარცვა. ბავშვი, რომ გააბანეს ახლა თავის ღარიბ სუფრაზე მიიწვიეს ბადრი და გურამი დავითთან ერთად. ცოტათი რომ დანაყრდნენ ისეთი ლამაზი კრიმანჭული წამოიწყო ტუღუშმა, ისეთი ლაზათიანად ღვარჭნილი, ბადრის რატომღაც ისე ეგონა სიღნაღისაკენ მიმავალ მზით შემოსილ სპირალივით ხვეულ ლამაზ გზასა ვხედავ და ალაზნის ველს გავყურებო. ლევან ქოიავა და ტუღუში ძლიერ ხშირად მღეროდნენ ერთად. კრიმანჭულზე ძალიან კი ერთმანეთი უყვარდათ, სულ სიამტყუპებივით ეს ორი კეთილი მოხუცი განუყრელად ერთად იყვნენ. პაწია დათუნიასაც ასწავლეს: „ისე გაჭმევდე შაქარსა, როგორც ყველი და პურია” (ესეც მათი საყვარელი სიმღერა იყო) ჯერ ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ბადრის ერთი მეტად უსიამოვნო ამბავი შეემთხვა: მშენებლობაზე სამუშაოდ, რომ გაიყვანეს იმ დღეს ძლიერ ბევრი ავტომანქანები იყო გადმოსატვირთი (ღორღი, ცემენტი, სილა და სხვა საამშენებლო მასალები) თუმცა რამოდენიმე ბრიგადა მუშაობდა, თავის ამხანაგებთან ერთად. ბრიგადირი ერთი მკაცრი და ავყია, ბოროტი კაცი ჰყავდათ -გენადი ძიძიგური. მსუქანი კაცი იყო... ღაბაბიანი, ღიპიანი და კოტიტა თითებიანი... ღორივით წვრილი თვალები ჰქონდა და მისი პორტრეტი სრული იქნება თუ იმასაც დავძენთ, რომ ადმინისტრაციასთან ლაქუცა და ენატანია ბრძანდებოდა, ხოლო ამხანაგებთან მკაცრი და ღვარძლიანი. ლაყბობის მუხლით იხდიდა სასჯელს (59. 10). ბადრი მისვლისთანავე აითვალწუნა ბრიგადირმა.
- კაცმა, რომ შეგიბეროს ბუმბულივით გაფრინდები, რკინა-ბეტონზე მუშაობა ლექსის წერა როდია!
- რასაც შევიძლებ გავაკეთებ ბატონო, - გულწრფელად თქვა ბადრიმ.
- შენ მაგივრად აქ არავინ იმუშავებს, არც გავილანძღებით, ყველას თავის თავი გაგვჭირვებია. მთელი კვირის განმავლობაში დიდი მონდომებით მუშაობდა ხირსელი, ღამით კი ძვალმანი საშინლად ტკიოდა. ტკიოდა ხელ-ფეხი, კისერი, გვერდები. შფოთავდა მოუსვენრად ეძინა. იმ დღეს კი როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, რომელზეც მოგითხრობთ ძლიერ ცუდად გრძნობდა თავს. ფეხზე ძლივს იდგა საბრალო ბიჭი, მაინც ხუთიოდე მანქანა ღორღი და ცემენტი გადმოტვირთა და როდესაც ქანცგაწყვეტილი შესასვენებლად ქვაზე ჩამოჯდა, უეცრად მასთან ბრიგადირი მივარდა გავეშებული, თვალები გადმოეკარკლა, პირიდან დორბლსა ყრიდა და ისე კიოდა:
- შე მამაძაღლო, აგერ ბანაკის უფროსი მოდის, უკვე დაგინახა... ქურდულად, რომ ჩამომჯდარხარ და სხვები კი გამალებით მუშაობენ.
- ბოდიში ბატონო, სულს მოვითქვამ და ახლავე შევუდგები მუშაობას. სწორედ ამ დროს მიუახლოვდათ უფროსი და ახლა მან დააყენა ლანძღვა-გინების კორიანტელი:
- შე ნაბიჭვარო! ხომ იცი რა მუხლი გაქვს მოკერებული, იმის მაგივრად, რომ პატიოსნად იშრომო საბოტაჟს მიბედავ და სხვებიც გინდა აიყოლიო. კარცერში წაათრიეთ, კარცერში, ეს შობელძაღლი, ეს ფაშისტი. -თქვა და გაცოფებულმა გვერდებში წიხლი წაჰკრა ჭაბუკს. ბრიგადირი კი სიხარულით იბადრებოდა, ძაღლივით ელაქუცებოდა და ფეხქვეშ ეგებოდა. ზევსივით განრისხებულ, „მეხთამტყორცნელ მეუფეს”. კარცერში არავინ დახვდა, შიშით ვერც ვერავინ მიეკარა, რომ სასმელ-საჭმელი, მიეწოდებინა მისთვის, ეგდო მიწურში, წუმპეში, მშიერ-მწყურვალი და უკუნეთში ვირთაგვები ახტებოდნენ ზურგზე. მხოლოდ საღამო ხანს, როდესაც საკმაოდ შემთვრალი უფროსი თავის დანჯღრეულ ვილისში ჩაბრძანდა და თბილისისაკენ გააქროლეს, კარცერთან ვიღაცა კაცი მივიდა და ბადრის გამოელაპარაკა.
- ბიჭო, პატრონი არავინა გყავს? მოგხედოს, თორემ სულს ამოგართმევენ აქ... მეცოდები შვილო! -მოხუცი დედა მყავს მხოლოდ, მეტი არავინ.
- ჰოდა დედაშენი მივიდეს სახლში, შეეხვეწოს უფროსს, მსმელი კაცია, პურმარილიანი, ცოტაოდენი რამით პატივი სცენ, იქნება გაჭრას. ალბათ ამაღამ აქ მოგიხდებათ ღამის გათევა, ხვალე კი, როცა უფროსი მოვა თავდევბად დაგიდგები და შენ თავს გავაშვებინებ.
- ბოდიში ბატონო, თქვენ ვინ ბრძანდებით. -ჰკითხა პატიმარმა მფარველად მოვლენილ „ანგელოზს”.
- მეც შენსავით პატიმარი ვარ, ოღონდ უფროსი ნათესავად მეკუთვნის და პატივისცემით მეპყრობა. აქ შემნახველ საკანში ვმუშაობ. გვარად მელაძე ვარ რაჟდენა მიქვია.
რამოდენიმე დღის მერე მას შემდეგ რაც ბადრიმ დედას ხმა მიაწვდინა თამარი და ნათელა უფროსს ბინაზე ეწვივნენ. საკმაოდ სოლიდური „მოსაკითხით”. მათ თან ახლდათ ერთი მეღვინე კაციც, რომლის ვინაობასაც მოკლედ გაგაცნობთ. მისი გვარი ჩალათაშვილია, ხოლო სახელი ილისე. წარმოშობით ისიც კარდენახიდანაა ბადრის დედულეთიდან. როდესაც ქალბატონი თამარი და ნათელა ღვინის საყიდლად ერთ-ერთ ღვინის წერტში ჩავიდნენ იგი იქ გაიცნეს შემთხვევით, ბადრის მამის ნამოწაფარი აღმოჩნდა, მუშფაკშიც უსწავლევია გიორგის მისთვის. სწავლა-განათლება კი მიუღია, მაგრამ ისევ ღვინით ვაჭრობა არჩია. დარდიმანდი კაცი იყო და უამრავი თავისავით ყარაჩოღელი ძმაკაცები ჰყავდა. ქალბატონ თამარს ღვინო სრულიად უსასყიდლოდ მიართვა. როდესაც ბადრის უბედურების ამბავი გაიგო ვითომ სხვათაშორის ჰკითხათ -რომელ კოლონიაშია თქვენი შვილი და ვინა ჰყავს უფროსიო და როდესაც უფროსი მისი ამფსონი აღმოჩნდა უსაზღვროდ აღფრთოვანდა. თუ გინდათ მე იმას ჯერ გამოვათრობ, მერე ვირზე გადავსვამ და თქვენ თვალწინ ქუჩაში გავატარებ. ეს უზარმაზარი, დათვის გარეგნობის ბანჯგვლიანი, დიდთვალება წამოსადეგი კაცი ანგელოზად მოეჩვენათ თამარს და ნათელას. უღრმესი მადლობა მოახსენეს. -სხვებს ვეხმარები და ჩემი ძვირფასი მასწავლებლის ვაჟიშვილს როგორ არ დავეხმაროო... წერილი მივწერო თუ თვითონ წამოგყვეთ მასთანო. - თქვენ როგორ შეგაწუხოთ ბატონო. - მე მგონი წამოგვყვეთ ჯობია, „მუწუკს პირისა ერცხვინება”, უარის თქმას ვერ გამიბედავს, ჯობია თვითონაც ვნახო.
  უფროსს როცა ბინაზე ეახლნენ, ეზოში ფეხის შედგმისთანავე სიცილ-ხარხარი მოესმათ, მისი სახლიდან მხიარული სიმღერების ხმები ისმოდა შეხსნეს კარი თუ არა შესანიშნავი სურათი დაუდგათ თვალწინ: გრძელი მაგიდა დიდი დარბაზის მთელ სიგრძეზე გადაჭიმულიყო, ხორაგით სავსე, ჩიტის რძეც კი არ ეკლდა. გარშემო ჩინ-მენდლებით მკერდ დამშვენებული შემთვრალი მამაკაცები ესხდნენ, მისულთ დიდი სიხარულით შეეგებნენ პირდაპირ ხურჯინებიანად და ტიკებიანად შეაგოგმანეს თითქმის ხელში აყვანილი ელისე და ყველანი ერთხმად გაჰყვიროდნენ: -სიცოცხლე ბუიას! (თურმე ბუიას ძმაკაცები დიდი თავისა და ბრიალა თვალების გამო ეძახდნენ) თამარს და ნათელას კი მოწიწებით ხელზე ეამბორნენ და ზრდილობიანად დააბრძანეს მაგიდასთან. -ეს ქალი ჩემი და არის, ძლიერ ახლობლები არიან. ცოტა ხნის მერე მოგახსენებთ ჩემი ვიზიტის მიზეზს. -ბუია, ჩემო ბუო! შენი ნათესავები, ჩემი ნათესავებიცაა, რა უნდა მთხოვო ისეთი, რომ მისი გაკეთება ვერ შევძლო, ნათლიმამ! იმ დღიდან მოყოლებული უფროსი ქალბატონ თამარსაც ნათლიდედას ეძახდა, ხოლო თამარი ლუკმაპურს იკლებდა და თუ რამე გააჩნდა პატივცემული, უფროსისათვის ძღვენს ამზადებდა მისართმევად ან თავის გაუბედურებულ შვილთან მიჰქონდა. ბადრი ხირსელი ბანაკის საავადმყოფოში ფერშლად დაინიშნა (თუმცა მას სამედიცინო განათლება არა ჰქონია), სტაციონარის გამგედ კი (რომელიც მუდამ გამოცარიელებული იყო) ერთი მუხუცი პატიმარი დაენიშნათ, ყოფილი სამხედრო ფერშალი. პატიმრები მას ექიმს უწოდებდნენ და სტაციონარის გამგე ეგონათ, სამედიცინო ნაწილის უფროსი იქ ერთი ახალგაზრდა კაცი გახლდათ, რომელიც კვირაში ერთხელ თუ შემოივლიდა ბანაკს, უფროსთან ერთად რამოდენიმე ბოთლ ღვინოს გამოაცარიელებდა, სტაციონარში ერთერთ საწოლის ფეხზე მიბმულ თავის გოჭს მიეალერსებოდა, სანიტარს სარი ყურბანს (ღორის მომვლელს) გამოელაპარაკებოდა და თბილისისაკენ გაემართებოდა. ხან კი მხოლოდ ჯამაგირის აღების დღეებში მიდიოდა. სარი ყურბანი, როგორც კი ექიმს წასულს დაიგულებდა, გოჭს მაშინვე წიხლს ზიზღით წაკრავდა ხოლმე და იფურთხებოდა: -ფუი ჩუჟკაო. ექიმის წასვლის შემდეგ გოჭის მიერ მთელ ზონა შემოვლილს და ღორის ფერებაში ქანცგაწყვეტილს საწოლზე მობღუნძულს ჩეძინებოდა. სულ გოჭისა და უფროსის გინებაში იყო. ღვთის წინაშე უნდა ითქვას, რომ სტაციონარშიც და ამბულატორიაშიც სარი ყურბანს სარკესავით ჰქონდა გაკრიალებული. იგი ბუნებით ძლიერ მგრძნობიარე კაცი იყო, ხშირად ცრემლიანი იგონებდა თავის საყვარელ ცოლ-შვილს (სამი ცოლი ჰყავდა). მარიის ავტონომიური ოლქიდან ყოფილა წარმოშობით, სოფელ ახალ გოგჩაში უცხოვრია, იქ კომეურნეობის მთავარ ბუღალტერად უმუშავია, როგორც ჩანს კარგად გაქაფა საბჭოთა დოვლათი. „შვიდი აგვისტოს კანონის” მუხლი მიუყენებიათ (მაშინ სახალხო დოვლათის გაფლანგვა-განიავების გამო სასტიკად სჯიდნენ დამნაშავეებს). ყველა გაოცებული იყო ისე ხშირად და დიდხანს, რომ ეძინა სარი ყურბანს. მხოლოდ ბადრიმ ამოხსნა ეს საიდუმლო: -თურმე სანიტარი მალულად იპარავდა ოპიუმს, ურევდა ბელადონას და კატაბალახას წვეთებს (წამლები ამბულატორიის კარადაში ინახებოდა). ბატონი პროფესორი, როგორც მოგახსენეთ ისევ ციხეში შეასახლეს. ბადრის კი ახალი საზრუნავი გაუჩნდა. ამბულატორიის ავადმყოფებსაც ის ემსახურებოდა. ხშირად შეხვევების გაკეთება უხდებოდა. რადგანაც უსაფრთხოების ტექნიკის საქმე მშენებლობაზე თითქმის არ იყო დაცული და ძლიერ ხშირი იყო ტრავმები. ყველაზე ხშირი სტუმარები ამბოლატორიაში ქურდები იყვნენ. სამუშაოდან განთავისუფლებას თხოულობდნენ. ავადმყოფობის მიზეზებს იგონებდნენ. ყველაზე უფრო ხშირი კლიენტი კი კონდრატ ჩერსკი გახლდათ, უძილობა ტანჯავდა ბრომის და კატაბალახას მიქსტურას უმზადებდნენ ბადრი და კეთილაძის ვაჟი ომარი, რომელსაც ბანაკის აფთიაქი ებარა. გასამრჯელოს გაღების ნაცვლად ჩერსკიAთავის ვიოლინოს სტაციონარში შეიტანდა და ფართე აუდიტორიასAთავისი ვიოლინოთი ატკბობდა. რომელიც ცნიბილი რუსი პოეტის ინკოგნიტო ანენსკის ტექსტზე ჰქონდა დაწერილი. აი, ის სიმღერის ტექსტი:
„ჩჰტლბ ვბჰჯდ^ დ ვტჰწფყბბ ცდტნბკ
ჟლყჯქ პდტპლჯქ ზ გჯდნჯჰზ. ბვზ&&&
Yტ გჯნჯვე ხნჯ ზ ტტ კ.,ბკ
F გჯნჯვე ხნჯ ზ ნჯვკ.ცმ ც ლჰეუბვბ
B ტცკბ ვყტ ცჯვყტყბტ ნზ;ტკჯ
ძ ე ყტტ ჯლყჯქ ვჯკ. ცდტნფ
Yტ გჯნჯვე ხნჯ ჯნ ყტტ ცდტნკჯ
F გჯნჯვე ხნჯ ცყტქ ყტ ყფლჯ ცდტნფ”.
  პატიმრები სულგანაბულები უსმენდნენ ვიოლინოს ქვითინს, გოჭიც კი გატრუნული იწვა, სარი ყურბანის ფერხთით. ჩერსკის ყველაზე მეტად თავის დედა და ეს ვიოლინო უყვარდა. მისი მოხუცი დედა ოთხმოც წელს გადაცილებული ქალი -ისიც შვილივით მაღალი, პირხმელი და ჟღალთმიანი იყო. თითქმის ყოველ კვირას  მიდიოდა თბილისიდან ფეხით და თავის მხოლოდშობილ შვილთან ამანათი მიქონდა. ამანათს აუცილებლად რომელიმე ახლად გამოცემულ საინტერესო წიგნს მიაყოლებდა. იმ კვირას რემარკის რომანები მიუტანა. -„ყველა ჩვენგანი თითქოს გრიგალისაგან დევნილი ნაპერწკალი ვართ” -აღფრთოვანებული იმეორებდა რემარკის სიტყვებს ჩვენი ჩინებული მევიოლინე. მისი მუდმივი მსმენელი და თაყვანისმცემელი სულ რამოდენიმე მელომანი იყო. ურიგო არ იქნება გაგაცნოთ ისინი: ბორის ხარჩენკო, წარმოშობით უკრაინელი. თავის თავს ტრაღიკულ აქტიორს უწოდებს, კომიკური როლის შემსრულებლებს აბუჩად იგდებს, მათვე აბრალებს თავის ყველა უბედურებას, პატიმართა თვით შემოქმედებაშიც მგზნებარე მონაწილეობას ღებულობს, განსაკუთრებით ჩაცკის*1 მონოლოგი აქვს ამოჩემებული, რომელსაც ცრემლიანი კითხულობს, როგორც ჩანს ამით გამოხატავს არსებული წყობილებისადმი პროტესტს:
„წავალ იქ სადაც შეგინებული, წმინდა გრძნობა,
იპოვისAთავის სავანეს მყუდროს,
ჩქარა კარეტა! კარეტა ჩქარა”!
  ვიდრე ხარკოვის თეატრალურ ინსტიტუტს დაამთავრებდა, ერთხანს სამხატვრო აკადემიაშიც უსწავლია, არც თუ ისე ურიგოდ, მაგრამ სწავლა მიუტოვებია. საპატიმრო ბანაკში ისევ ხელობამ მოუპოვა „პური ჩვენი არსობისა”. მხატვრობა გაიხსენა, პატიმართა პორტრეტების ხატვას
---------------------------------------------------------
*1 ალ. გრიბოედოვის პოემის „ვაი ჭკუიდან”, მთავარი გმირის ჩაცკის მონოლოგი.---------------------------------------------------------
მიჰყო ხელი, პირველ ხანებში მის მიერ დახატული სულ არ ემსგავსებოდა თავის ასლს, მაგრამ მალე ბორისმა ხელი ისე გაიწაფა, რომ თავისი კლიენტები ზოგჯერ აღფრთოვანებაშიც კი მოჰყავდა. მასაც ჩერსკივით (თავისი განუყრელი მეგობარივით) ძლიერ უყვარდა რემარკი. „რა უბადრუკია ოცნების გარეშესიცოცხლე, მხოლოდ ოცნებას შეუძლია აგვატანინოს, ეს მკაცრი სინამდვილე”-ო. -იძახდა ხშირად. მეგობრებს ანტიკური ხელოვნების, განსაკუთრებით კი ელინური მითების სიყვარული აკავშირებდა, მათ ჰყავდათ კიდევ ერთი ბერძენი ძმაკაციც -გვარად პამპადაპულო (ისიც ათი წლით  პატიმრობა მისჯილი იყო ანტისაბჭოთა ლაყბობის გამო. იმ სიმაღლე იყო, რომ მის მხილველს მუშტაიდში მდგარი პარაშუტით სახტომი გაგახსენდებოდათ, თქვენდა უნებურად, ან თქვენი ოჩოფეხებზე მდგარი, რომელიმე ბავშვობის მეგობარი, ამ სათნო და სიტყვა ძუნწი, კეთილი ბერძენის ჩონჩხი, თურმე დიდ თანხაში ყოფილა დაზღვეული. მუდმივ მსმენელთა შორის ფრიად კოლორიტული პიროვნება გახლდათ ზურაბ გლოლელი. შუახნის, თმაჭაღარა დიდი იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული მწერალი (ისიც ლაყბობის მუხლით იხდიდა. ათწლიანი ვადით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი. ძლიერ უყვარდა ამხანაგი პატიმრების პირს უკან გაჭორვა-გაქილიკება. იმასაც თავისი თაყვანისმცემელი მეგობარი ჰყავდა გურამ გუმბარელი პოეტი. მისი ღრმა რწმენით გლოლელი გენიალური მწერალი იყო და მის წინაშე მთელი კაცობრიობა დამნაშავე იყო, რომ ის ასე უსამართლოდ იყო დასჯილი. ხასიათში ძალიან ბევრი რამ ჰქონდა ამ ორ მწერალს საერთო... მაგრამ გურამ გუმბარელს ჭორიკნობა ჭირივით სძულდა. ზურაბი კი გატაცებით ჭორაობდა და ამით თავს ირთობდა. ერთხელ მას ამის გამო ბიჭებმა სასამართლოც კი მოუწყეს. ეგრეთწოდებულ „კლუბში” (ბანაკის კულტმუშაკის ოთახში) მაგიდას წითელი მაუდის ნაჭერი გადააფარეს, წყლით სავსე გრაფინი და პატარა ზარი დადგეს. დანიშნეს პროკურორი, მსაჯულები, მოსამართლე და გურამი აფრინეს გლოლელთან: შენს ძმაკაცს დაუძახეო, (გულუბრყვილო ბიჭმა იფიქრა ალბაღ ქარხნიდან შამპანიური მოიპარეს, პურ-მარილზე გვეპატიჟებიანო და რა გაწბილებული დარჩა, როდესაც მისი სათაყვანო მწერალი საბრალდებო სკამზე დასვეს, ხოლო იგი მოწმედ გამოძახებული აღმოჩნდა, იმის შემდეგ ზურაბ გლოლელმა ჭორაობას თავი დაანება, ახლა სხვა გასართობი იშოვა -ტუჩის ჰარმონიკა. ყველა, რომ ტრასაზე გაყავდათ სამუშაოდ, ის ჩერსკის გარეშეც ახერხებდა მუსიკის სამყაროში გადასახლებას. მასაც თავისი მსმენელები გაუჩნდნენ. გურამი „მედღიურად” -ბარაკის დამლაგებლად მუშაობდა და სამუშაოდ აღარ გაყავდათ. ივან ხრიკინი, რომელიც ქურდბაცაცობაზე იჯდა და როგორც ამ ხელობის ხალხს სჩვევიათ მრავალ სხვა ხელობასაც იყო დაუფლებული. ხრიკინი შესანიშნავი დურგალი იყო, ხარაზიც, მუსიკოსიც. კარგად უკრავდა გიტარაზე, ხოლო ბალალაიკის დაკვრაში ვირტუოზი ბრძანდებოდა, მეგობრობდა ბანაკის ფოტოგრაფ შალიკო გოშაძესთან. ერთი საქმის გამო იხდიდნენ სასჯელს. გოშაძე კანონიერ ქურდად იხსენიებოდა, ხრიკინი კი აგრე რიგად სახელოვანი ჯერ არ გახლდათ. იმხანად პატიმრებს ახალთახალი ლურჯი, სატინის შარვალ -ხალათი დაურიგეს და უმეტეს პატიმრებს ერთნაირი სამოსელი ეცვათ. მოდაში იყო ხის ქოშები („ხრიკინის ფირმისა”) როგორც ხედავთ ცოტა თუ ბევრად პატიმრებს ასატანი პირობები ჰქონდათ... უმეტეს პატიმრებს კარგი პატრონები ყავდათ და ისსინი ამანათებსაც იღებდნენ სახლიდან.
  ერთ საღამოს როდესაც ჩერსკი ბანაკის კლუბში სავიოლინო კონცერტს ატარებდა, ვიღაცამ ღია სარკმელში შესძახათ: -ეტაპი მოვიდა! ვერ წარმოიდგენთ რა სიხარული სუფევდა. ბორის ხარჩენკო კინაღამ დასაბმელი შეიქმნა, როცა შეიტყო, რომ ეტაპში თეატრალური მოღვაწენიც ერივნენ... მათ შორის რამოდენიმე ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით გასამართლებული ჭაბუკიც ერია (სხვადასხვა ვადით გაესამართლებინათ) იმ ჩვენთვის კარგად ნაცნობი „კოხტაპრუწა” კაცის საქმის გამო, მისთვის (როგორც პასიური ჰომოსექსუალისტისათვის რვა წელი მიუსჯიათ, იმ ბიჭებისათვის კი მამათმავლობისათვის შედარებით ნაკლები პატიმრობის ვადა). ბადრის ნამდვილად ეცოდებოდა ისინი, იმ გახრწნილი „კოხტაპწურას” გაუბედურება კი ძლიერ ახარებდა. იწვნიოს მაგ ველურმა დედალმა ღორმა პატიმრობა როგორიაო. ხარჩენკო ცას ეწია სიხარულით ხელოვნების მუშაკები, რომ გაიცნო მერამდენედ ეკითხებოდა: Dფიფ ფვგკეფ, Dფიფ ფვგკეფ! ისინი კი იცინოდნენ და მხრებს იჩეჩავდნენ ამ ძველი ყაიდის მსახიობის ახირებული კითხვების პასუხად. ბორისი კი მაინც განაგრძობდა თავისი აზრების ხატოვნად გამოთქმას: -მე სტანისლავსკის სკოლას ვეკუთვნი თუ შენს როლს არ შეისისხლხორცებ რისი აქტიორი ხარ... ჰმ! თანაც თუ ტრაღიკული აქტიორი ბრძანდები. კოკლენის სკოლა რახანია დასამარდა, მე მძულს იგი ყინულოვან პერიოდს მახსენებს. თუ დიდი მსახიობი ხარ, ისე უნდა ითამაშო შენი როლი, რომ არ უნდა განიცადოთო -სხვათა შორის დენი დიდროც მგონი ამავე აზრისა იყო. გაიხსენეთ მისი „პარადოქსი აქტიორზე”... სცენაზე სამუდამოდ ერთმანეთს ეთხოვებიან მიჯნურები, ერთმანეთს გულსაკლავ სიტყვებს ეუბნებიან, დარბაზში მთელი მაყურებელნი ქვითინებენ და ამ დროს ტრაღიკული როლის განმასახიელებელ მსახიობთა შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
- რა უსინდისო ხარ ჟაკ, რა საშინლად აამყრალე ჰაერი! სად მოასწარი ასე ღორივით გაძღომა.
მოგცლია შენც ერთი... ამ ბრბოს ერთი თითიც, რომ დავანახო გინდა ავატირებ და გინდა გავაცინებ ჩურჩულითვე პასუხობდა ჟაკი!
- ბატონო ბორის, ეს წიგნი ალბათ ჩემს დაბადებამდე გექნებათ წაკითხული.
- რაღა თქმა უნდა... მაგრამ, მე მაინც თუმც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ დიდ უსინდისობად მიმაჩნია მაყურებლის მოტყუება, ეს ხომ უპირველეს ყოვლისა თავისი თავის მოტყუებაა... განა დიდებულმა დიკენსმა არა თქვა: -„ყველაზე დიდი ტყუილი თავისი თავის მოტყუებაა”-ო. დრონი იცვალნენ, ის ძველი მოდა ქარმა წაიღო, ახლა ტრაღიკულ როლებსაც ვასრულებთ და კომიკურსაც. ბორისმა როდესაც იმედი გადაიწყვიტა, ამათ ვერაფერს შევასმენო, იფიქრა: იქნებ თავისი პორტრეტი დამახატინონო და შესთავაზა: -თუ ნებას დამრთავთ ამ დღეთა სამახსოვროდ თქვენი სახეები ფერებში გამოვსახო. ფანქრითაც შემიძლია... ერთერთმა მსახიობმა ყასიდად თავი მოიმძინარა და ყასიდად ხვრინვა ამოუშვა, სხვა ხელოვანნიც ნელნელა გაიკრიფნენ. სტრანსში მყოფი ხარჩენკო კი მაინც გაკიოდა: -ღფჰტნე ვყტ! ღფჰტნე!
  მეორე დღეს ბანაკში მთავარი „დოხტური” მივარდა ქაქანით ვიდრე პატიმრებს ტრასაზე გაიყვანდნენ სამუშაოდ, ახლად მოსულთა შორის თავის საკბილოს ეძებდა. იქნებ ვინმესგან რაიმეს გამოძალვა შევიძლოო. თავყურმანი დამშვენებული ჰქონდა, რომელიღაც პატიმრის პატრონებს გემოზე ეთეთქვათ, რადგან ქრთამი აიღო, საქმე არ გაუკეთათ. შეპირებია ავადმყოფობის „აქტიროვკით” გაგინთავისუფლებთ მამასო. შეიარა შამპანიურის ცეხში, შემდეგ კონიაკის ქარხანაში, ბოლოს კი თავისადმი რწმუნებულ სტაციონარში, რომელიც მისი სულივით თითქმის გამოცარიელებული იყო და თავისი აშკარა ასლი -ღორი მოინახულა.
- სად ჯანდაბაში ხართ თქვე ვირიშვილებო, მაჭამეთ რამე მშია! -დაჭყივლა პატიმრებს.
- რამ გახრწნა ასე ეს, მართლა ვირიშვილი, -ფიქრობდა ბადრი, - რა აბადიათ პატიმრებს, რომ ითხოვს რამეს. ახალგაზრდა მაინც არ იყოს, რომ გაძღება ალბათ ბუღალტერიაში შეივლის ან ჩაის ქარხანაშიც ჩავა ვითომ სამუშაოდ მყოფი პატიმრების შრომის პირობებს უნდა გაეცნოს, სინამდვილეში კი რამოდენიმე შეკვრა უმაღლესი ხარისხის ჩაის დაითრევს ან ცარიელ ყუთებს მაინც. ეს წუპაკი რწყილსაც კი გაატყავებს ისე, რომ ქონს არ გაატანს. იმხანად ბანაკში რამოდენიმე შემზარავი უბედური შემთხვევა მოხდა და გულითადი ექიმი, რომ ჰყოლოდათ რა მალამოდ დაედებოდა საბრალო პატიმრების გულს. ამ აფერისტს კი მხოლოდ თავისი მუცლის და ჯიბის დარდი ჰქონდა, აგრეთვე თავისი ასლისა -იმ გოჭისა, რომელიც დღითიდღე მრგვალდებოდა და თქვლეფავდა თავისი პატრონივით, რაზეც კი დინგი მიუწვდებოდა. კარცერში ერთი სოფლელი, ქურდბაცაცა ბიჭუნა ჩასვეს (ალბათ მისი პატრონების გაცნობის მსურველი ბანაკის უფროსის ბრძანებით), იქ კიდევ სხვა პატიმარიც იჯდა, გაფუჭებული ელექტრო დენის შეკეთება უცდია და ერთი მსუბუქად დაზიანდა, ხოლო მეორემ ძლიერ საშიში ტრავმა მიიღო. პატიმრებმა გულშემზარავი ყვირილი, რომ გაიგონეს, დაზარალებული გარეთ გამოათრიეს და ვისაც როგორ შეეძლო ისე დაუწყეს პირველადი დახმარების აღმოჩენა. გაუკეთეს კორდიამინის, ქაფურის, ლობელინის და კოფეინის ინექციები. ჩაუტარეს ხელოვნური სუნთქვა. ერთი დაზარალებული მალე მოვიდა გონს, მეორე კი ვეღარ მოიყვანეს გონზე. ვიღაცამ იყვირა: -გამიგონია ასეთი ავადმყოფი მიწაში უნდა ჩაიფლას დენიდან რომ განიმუხტოსო. დაზარალებული ინგლისელი კოლონიზატორების მიერ მსჯავრდებული ინდოელივით ყელამდე მიწაში ჩაფლეს და იქამდე ამყოფეს ვიდრე ვიღაცა ღვთისნიერმა არა თქვა: -კმარა, რაღას აწამებთ, ვერ ხედავთ უკვე კარგა ხნის მკვდარიაო. რამოდენიმე დღის მერე ახლა სამუშაო ტრასაზე მოხდა უბედური შემთხვევა: შამპანიურის ქარხნის ახალი ცეხის საშენი მასალა მოზიდეს, საბარგო ვაგონებით პატიმრები ცემენტს ეზიდებოდნენ. როდესაც საქმიანობას მორჩნენ, გაუფრთხილებლობის გამო ერთი პატიმარი ორთქმავლისა და ვაგონის მისაბმელს შორის მოეტანა. მუცელი და მკერდი ჰქონდა ტრავმირებული. ბადრის მოუხდა მისი (უკვე სულთმობრძავის) საავადმყოფოში წაყვანა, კონვოის და გერმანული ნაგაზების თანხლებით. ავადმყოფი გზაშივე გარდაიცვალა. ბადრიმ ძმასავით დაიტირა და თან ფიქრობდა: რა პირით მივიდე ბანაკში ამხანაგებთანო, თითქოს მას უძღოდა რამეში ბრალი, საბრალოს. არც მესამე უბედური შემთხვევა იყო დრამატიულ სიმძაფრეს მოკლებული: ბანაკში ლაყბობის მუხლით მსჯავრდებული მამა-შვილი ანტონოვები იხდიდნენ სასჯელს. მამა შუა ხნის კაცი იყო, შვილი თოთხმეტი-თხუთმეტი წლის მოზარდი... მთელი ღამე ნავთის და პურის რიგში მდგარან, შინ ხელცარიელი უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ვინ დააცადათ... უიღბლო კაცმა მეპურეს შეჩივლა:
-რა ვქნა ფრონტელი, ხეიბარი, წვრილშვილი კაცი ვარ დამეხმარე!
- აი, პურის ქერქებს და ნამცეცებს მოგცემო. მეტი ხომ ხედავ აღარაფერი დამრჩაო.
- რისთვის ვიბრძოლე მე სულელმა, ტყვიას შუბლს რას ვუშვერდი ან იმათ გაემარჯვათ ან ჩვენ, როდემდე უნდა ვიყოთ ამ უბედურებაში. ეს რომ თქვა გვერდით ერთი ახმახი, კოჭლი კაცი ამოუდგა. მაშ შენც ფრონტელი ხარ? ვინც ამ დღეში ჩაგვაყენა მე იმათიო... ასე წარმოთქვა უცნობმა, -ორივესი დააგვირგვინა „თანაგრძნობით” გახარებულმა გულუბრყვილო მამაკაცმა და შვილმაც გაიმეორა: ორივესი! რომელსაც მამა პირთან მიტანილ გათოშილ ხელებს სუნთქვით უთბობდა.
- ცოდო ხართ წამომყევით თან, თქვენისთანებისათვის, ასეთი ნაფრონტელებისათვის დამხმარე ოფისი გავხსენით, დახმარებას მოგიხერხებთ.
- შენ აგაშენა ღმერთმა. -აღფრთოვანდა მამა. -შენ აგაშენა ღმერთმა. - გაიმეორა შვილმაც. (იმჟამად იგი უკვეAათი წლისა იყო) და აი უკვე ხუთმა წელმა განვლო შრომა-გამასწორებელ კოლონიაში იხდიდნენ სასჯელს, ჩვენთვის უკვე საკმაოდ ცნობილ ბანაკში, რომ „პატიოსანი შრომით” გამოესყიდათ დიადი სამშობლოს წინაშე თავისი დანაშაული. იმ ინციდენტის დროს, რომლის შესახებაც მოკლედ მინდა გიამბოთ ძიძიგური რაჟდენის ბრიგადაც შამპანიურის ცეხის მშენებლობაზე მუშაობდა და რა თქმა უნდა პატიმრებმა რამოდენიმე ბოთლი შამპანიური აწაპნეს, ზოგმა იყიდა. შაბაშის დროს „კარგი პურმარილი” გაიშალა ნაუცბათევად: „სუფრას ქურფა ბოლოკი, ხახვი და ნიორიც კი არ ეკლდა. ვიღაცამ საგულდაგულოდ დამალული ძეხვი და „სილიოდკა” გამოაჩინა... გულითადი საუბარი გაიმართა. ხრიკინმა თქვა: -აქ შედარებით სამოთხეა, იმასთან შედრებით შორეულში, რომ ვიხდიდი სასჯელს, აქედან გაქცევაც ადვილია, თუმცა მე რა... სულ რაღაც ექვსი თვე-ღა დამრჩა პატიმრობის ვადა. შენთვის აქაც კარგია, თუნდაც კიდევ წაგამატონ ვადა -გაეხუმრა რაჟდენი. ერთი რამ ვერ გამიგია შენ მართლა ქურდი ხარ, თუ ჩვენსავით არიფი?
- ქურდი ვარ აბა, ვინ ვარ. -იწყინა ხრიკინმა.
- აბა მუშაობით წელს რაღას იწყვეტავ, წესით ხომ ქურდმა არ უნდა იმუშაოს?!
- ეს გაფუჭებული ქურდია, იმათ წესებს აღარ იცავს.
- ენა დაიმოკლე, თორემ ხომ იცი დურგლის ხელობაც ვიცი და არიფებისათვის კუბოების გაკეთებაც მემარჯვება.
- ბიჭო შენ ქურდი რა ხარ, ქურდი აი ეს არის, ნახევარი მილიონი ფული, რომ გააიმასქნა და აითესა, უგზო-უკვლოდ (მიუთითეს სქელ, ღიპიან, ღაბაბიან, შუახნის ნაბუღალტრალ კაცზე) შვიდი აგვისტოს კანონის* თანახმად, რომ იხდიდა სასჯელს.
- ეს ქურდი კი არა გამფლანგველია. -განუმარტათ ხრიკინმა. ერთხელ თუ არა ვცდები დიდებულმა ლევ ტოლსტოიმ ბრძანა: -„არ არსებობს ისეთი ადამიანური დანაშაული, რომლის ჩადენასაც მე ვერ შევძლებდიო”. ტოლსტოისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს ნაბუღალტრალი -ინდიგო ბიწაძე კი ნამდვილად ყველაფერზე მოაწერდა ხელს. ეს საბედისწერო სიზმარიც მან უამბო ამხანაგ პატიმრებს: -ბიჭებო წუხელ დიდხანს არ დამეძინა და ასეთი საოცარი სიზმარი ვნახე: -ვითომ სახლში ვიყავი, ჩვენს აივანზე ვიჯექი, მზიანი დღე იყო. ეზოში მდგარ თუთის ხეზე შემოსკუპებული ჩიტების გალობას ვისმენდი. უეცრად საშინელი გრიგალი ამოვარდა, საშინლად იქუხა, ელვა გაიკლაკნა... იმ თუთას ჯერ მუხა დაეცა, მერე კი ქარბორბალამ, ის ხე ფესვებიანად ამოგლიჯა. სადღაც გაიტაცა და უგზო-უკვლოდ გადაკარგა.
- ვაჰ, ვაჰ! -გაიოცეს პატიმრებმა და ყველანი ჩაფიქრდნენ. -ნეტავი რას მოასწავლებს ეს სიზმარი?! -თქვეს მათ. ყველანი სდუმდნენ. როგორც მოგეხსენებათ საპყრობილეში სიზმრის ამხსნელებს ან ამბის ლამაზად ლამაზად მთხრობელებს დიდი პატივით ექცევიან. ალბათ სწორედ ამიტომ გამოიდო საწყალმა, მამა ანტონოვმა თავი და სიზმარი სასიკეთიოდ ახსნა: -ჩემი ჰაზრით ვინც ჩვენ ამ დღეში გვამყოფებს ის უხსენებელი, ერთი სულიერია, ხე კი არა, ის სატანა გინახია ინდიკოჯან! ის სატანა -გაიმეორა მისმა დამჯერე ვაჟიშვილმაც და კმაყოფილების ნიშნად ტუჩების ზემოთ ამოსულ გინგლებზე გადაისვა ხელი (ამაშიც მამას ბაძავდა) საზარელი დუმილი ჩამოვარდა კვლავ. ბოლოს დუმილი
------------------------------------------------------------
* ეს კანონი გამფლანგველებს სასტიკად სჯიდა (ხშირ შემთხვევაში
სასიკვდილო განაჩენით სჯიდნენ).
------------------------------------------------------------დაარღვია:
- აბა, აბა! პიროვნების კულტს და გატრაკებას აქ ადგილი არა ჰქონდეს! აი, ვიღაც უბოზებს ამ საწყალ ანტონოვს. -თავისთვის ჩაილაპარაკა ხრიკინმა.
- არა მგონია ასეთი რამ, ჩვენ შორის ვინმემ გაბედოს. -თქვა ვარდენმა. - არიფების ამბავი, რომ ვიცი, სამ კაცში ერთი ბოზია. -უპასუხა ხრიკინმა. - თორემ ყურებზე ხახვი არავინ დამაჭრას. ოჯახი დამინგრიეს, ბავშვებიც კი არ დაინდეს ჩემი. იმაზე მეტს რაღას მიზამენ?
- გიზამენ, ერთი თავის ქალასი არ იყოს, რომ ტრაბახობდა, იმაზე მეტსაც გიზამენ, ანთებულ თონეში გიკრამენ თავს.
- ამაზე მეტს რაღეა გვიზავენ. -პირქუშად წარმოსთქვა ბავშვმაც. შორიახლოს ზედამხედველები ისხდნენ და საბედნიეროდ ეს ლაპარაკი არ გაუგონიათ. მეორე დღეს ბანაკში უშიშროების კომეტეტის რწმუნებული სოსო ციხისელმა ძიძიგური და მისი ბრიგადის ყველა ყველა წევრი, ცალკ-ცალკე თავის კაბინეთში გამოიძახა და სიზმარის გამო გამართული „დისკუსიის” შესახებ დაკითხვა მოუწყოთ. გული სიამით უთრთოდა ამ საქმის კეთილად დაგვირგვინება თუ მოვახერხე კიდევ ერთ ვარსკვლავს გავიკრავო. იგი ხომ ჯერ-ჯერობით უმცროსი ლეიტენანტი გახლდათ. მართლაც და ციხისელმა იმ საქმის დაგვირგვინება ბრწყინვალედ შესძლო: მამა-შვილ ანტონოვებს კიდევ ხუთი-ხუთი წლის პატიმრობის ვადა დაამატეს და სასჯელის მოსახდელად საგუბერნიო ციხეში შეყარეს საწყლები. გედეონ ლეშკაშელმა დააბეზღა ისინი... ციხისელმა რაჟდენ ძიძიგურს და ინდიკო ბიწაძეს გადაბირებაც ადვილად მოახერხა და როგორც მოგეხსენებათ „ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა თუნდ დასაფარად დედამიწა გადაეფაროს”*1  ბანაკში  მყოფმა ათასივე კაცმა რაჟდენსაც და ინდიკოსაც ბოიკოტი გამოუცხადა, სახეში აფურთხებდნენ: ბოზებო, ბოზებოო! ემუქრებოდნენ კიდევაც: -სველი პირსახოცით გამოგახრჩობთ შუა ღამისას, ყელზე რომ არაფერი დაგაჩნდეთო. მტერსაც არ ვუსურვებ ისეთ ძილს იმათ, რომ ეძინათ, „საბოლოოდ გამოსწორება”, რომ ელოდათ.
  იმ ხანად რამოდენიმე ქურდი პატიმარი გაიქცა. ბანაკის უფროსი დაბოღმილი დადიოდა „სანაქებო ჯაზის” მოსმენა აღარ სურდა, მისი საყვარელი სოლისტი ვარდენი მასაც შესძულდა, ღვინის სმას უმატა, ბანაკში ფხიზელი აღარ მოდიოდა, რა ანაღვლებდა მამა-შვილი ანტონოვების ბედი ხომ არა?!  ყველაზე დიდი უსიამოვნება კი მაშინ ----------------------------------------------------------
*შექსპირის სიტყვებია
----------------------------------------------------------
მიადგა ერთი ოცდახუთი წლის პატიმრობა მისჯილი ჭაბუკი, რომ გაექცა (პოლიტპატიმარი), ვიღაც აბრაგთან ერთად. ის ჭაბუკი პატიმართა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. უყვარდათ, ზარივით რეკავდა მისი სახელი -ამირან ამილახვარი. გაქცევის წინ სუკის ყველა დამსმენის სია გამოაკრა თვალსაჩინოდ და გაუჩინარდა. გამალებული დაეძებდნენ, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს... დააპატიმრეს მისი დედა, სრულიად უდანაშაულო ქალი, აგრეთვე ბიძამისიც. შენი ძმისშვილი რად გაიქცაო და ცინიკურად დასძინეს: -თავადი, რომ ხარ ესეც საკმარისია, ათიოდე წლით პატიმრობაში გამყოფოთო.
  გედეონს საზარელი შიში და უძილობა დასჩემდა. სტაციონარში მოათავსეს, ასთმური მოვლენები დაეწყო, კრუნჩხვებიც. წამალს კი პირს არ აკარებდა არ მომწამლონო. ბოლოს სასმელ-საჭმელზეც უარს ამბობდა, ლაპარაკიც აღარ შეეძლო, რაღაცას უაზროდ ლუღლუღებდა და ბუტბუტებდა თავისთვის. მხოლოდ გვიან ღამით გამოხოხდებოდა ფორთხვით -მგელივით, ცას შეყმუოდა ვარსკვლავიანს. ბადრისაც ძულდა იგი, როგორც ყველაპატიმარს, მაგრამ მაინც ეცოდებოდა და ყურადღებას აქცევდა. ძალით აჭმევდა და ასმევდა. ადამიანურად ეპყრობოდა. რარიგ საოცრად რთულია და გასაოცარია ცხოვრება, ზოგჯერ ბრძენიც კი შეიძლება შეცდეს. განა ბრძენმა არ თქვა: -„დიდი უმეცარი უნდა იყოს კაცი, რომ გაიოცოს ყოველივე ის, არც სამყაროში ხდება”! *1. 
  ერთ ღამეს გედეონმა თავი ძლიერ ცუდად იგრძნო, გონება დაკარგა, დილამდე ბოდავდა, გარდაცვლილ დედ-მამას ესაუბრებოდა. „მოვდივარ მალე თქვენთან ვიქნებიო”. ბადრი და სარი ყურბანი გვერდიდან არ მოცილებიან, მხოლოდ მათ ებრალებოდათ, ეს სასიკვდილოდ განწირული კაცი... ერთ დროს ამაყი, დარდიმანდი, ყველასათვის საყვარელი კაცი, ამჟამად კი შერცხვენილი და დამცირებული. გულსაკლავი იყო ამ უდანაშაულო დამნაშავის აღსასრულიც. გამთენიისას ცოტა ხანს გონს მოეგო, გარშემო რისხვით ამაყად მიმოიხედა, როგორც ზღვაოსანს შეჰფერის. ერთი უშვერი სიტყვით ლაზათიანად შეუკურთხა თახსირ საწუთროს და აღესრულა კიდევაც... ბადრის ცრემლი მოერია და გაიფიქრა:
  -რას ვიზამთ... ყველას ვერ მოვთხოვთ იყო ჯორდანო ბრუნო, თუნდაც გალილეო გალილეი... მილიარდობით ადამიანები იბადებოდნენ, იბადებიან და კიდევაც  ჩვეულებრივ მოკვდავებად დაიბადებიან. ობივატელებად, უპრინციპო ადამიანებადაც... ვიღაც გულბოროტ, 
-----------------------------------------------------------
* მარკუს ავერულიუსის გამონათქვამია
-----------------------------------------------------------
სულგულო კაცუნას, რომ არ დაებიზღებინა საბრალო გედეონი -ეს „ზღვის მგელი” ახლა ხრიკინის მიერ გაჩორკნილ კუბოში არ იწვებოდა გაშეშებული. თავის გემზე იქნებოდა და იმღერებდა, ყველასათვის საყვარელ კაცად დარჩებოდა. ბადრის ყურებში უწიოდა მისი სიმღერა:
„<ტკჯქ ფრფწბქ წდტნს გჰტკტცნყსქ”...
  გამთენიისას გულის ძილით მძინარე ბადრი მუჯლუგუნით წამოაგდეს ზედამხედველებმა: გედეონ ლეშკაშელს ვმარხავთ, ნაბრძანებია ვინმე მედიკიც უნდა წამოგვყვეს! პირდახურულ კუბოს სულ ორიოდე ჭირისუფალი მიდევდა: ბადრი, ორი შეიარაღებული კონვოი და ორი მესაფლავე პატიმარი. მიდიოდნენ პირქუშნი, მდუმარენი, უცრემლონი. ავჭალის სასაფლაოსაკენ მიასველებდნენ, ბალდახინის მაგივრობას დანჯღრეული და ბებერ ვირშებმული ურემი ასრულებდა.
- რა უზიარებლად და დაუტირებლად მიდის საწყალი. -ნაღვლიანად ფიქრობდა ბადრი. ახალი სასაფლაო დაუხვდათ: იქ რამოდენიმე ახლად გარდაცვლილი პატიმრის საფლავიც გამოირჩეოდა -ხრიკინის მიერ გამოჩორკნილი ხის ჯვრები „ამშვენებდათ” არცერთს არც გვირგვინი და არც ყვავილის ნაშთი არ აჩნდა, ავჭალელ მიცვალებულთა სამარხები კი შედარებით „პრივილეგირებული გამოიყურებოდნენ”. ზოგისათვის მარმარილოს ქვა დაედოთ და თავით რკინის ჯვარის დადგმაც მოესწროთ ჭირისუფლებს. სამარე გათხრილი დახვდათ. საბრალო გედეონის საუკუნო განსასვენებელი „ძაღლის ბარჯვივით” სამარეში ზიზღით ჩასაგდებად იყო მზად. ”ვაჰ სოფელო, რაშიგან ხარ” -ფიქრობდა ბადრი და მალულად ცრემლებს იწმენდდა მჯიღებით. გარშემო მათ გარდა ძეხორციელი არ ჩანდა. ერთერთმა ზედამხედველმა აცრემლებულ ბადრის თვალი შეავლო და ამხანაგს გადაულაპარაკა: „Xნჯ გკფხტნ ველფრ? Vს ყფ აჰჯყნტ დბლტკბ,&&& ლფ;ტ უტყტჰფკჯდ ყტ [ჯჰჯყბკბ ნფრბვბ გჯხტცნზვბ&&&”
  ბადრის სადღაც, ოდესღაც გაგონილი უცხოელი პოეტის ლექსი გაახსენდა:
        „სიკვდილი მარად ბრმა, უწიგნური,
ძველისძველ ადათ-წესს იცავს მკაცრად,
საფლავის ქვებზე უწინდებურად
ჯვრებს უსვამს ხელის მოწერის ნაცვლად”!
  ერთი კვირის შემდეგ, ბანაკის კარს, ზედამხედველთა სამორიგეოსთან ორი შავძაძებიანი ქალი მოადგა და ბადრი იკითხა. ბადრი უცნობების ნახვამ გააოცა და ჰკითხა:
- რა გნებავთ?
- მე გედეონის მეუღლე ვარ, ეს კი ჩემი ქალიშვილია. -უპასუხა დედაკაცმა და მწარედ აქვითინდა. ქალიშვილიც გულსაკლავად მოთქვამდა. ბადრიც ატირდა, თვალწინ განსვენებულის გაწამებული სახე წარმოუდგა. უსიტყვოდ მოუხვდა საწადელს ჭირისუფლებს, მათ გედეონის საფლავის ნახვა უნდოდათ და მისი დატირება. სასაფლაოზე მეგზურად ბადრი გაყვა და ორი ხიშტიანი კანვოი გერმანული ნაგაზის თანხლებით. მკვდარისა და ცოცხალის მიმართაც „სანაქებო ბოლშევიკური სიფხიზლის” გამოჩენა იყო საჭირო. პოლიტპატიმრის გვამი რომ არ მოეპარათ ჭირისუფლებს საგანგაშო საქმე იქმნებოდა... ეს მეგზური ბიჭიც ხომ პოლიტპატიმარი გახლდათ „ფრიად საშიში” პიროვნება. შეიძლება გაქცეულიყო, მითუმეტეს, რომ ბანაკიდან ამას წინათ ერთი პოლიტპატიმარი უკვე გაექცათ. სასაფლაოზე, რომ მივიდნენ თითქოს განგებ საგულიგულოდ კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ქარბორბალა ამოვარდა. მგლოვიარე ქალებმა ნახეს თუ არა საყვარელი ადამიანის სამარე ატალახებულ საფლავს მუხლებით დაემხნენ და ისე გულსაკლავად მოთქვამდნენ, რომ ქვაც კი ატირდებოდა, რა კალმით უნდა აიწეროს იმ ორი უბედური ქალის განცდები რომელთაც, ასე უღმერთოდ არაფრის გულისათვის დაენგრათ ოჯახი?.. ლასლასით, მთვრალებივით მიირწეოდნენ და ქარი მჭკნარ, ჭუჭყიან, ტალახიან ფოთლებს აყრიდათ ცრემლიან სახეში, თითქოს მასაც კი ებრალებოდა, ეს უბადრუკნი და ცდილობდა ცრემლები ამბორით შეეშრო, მაგრამ ვაგლახ, რომ ეს ამბორიც ცივი იყო, როგორც ყინული, როგორც სიკვდილი!
  სულ მალე ყველა პოლიტპატიმარი მათ შორის ბარდიც ჯერ საგუბერნიო საპატიმროში შესახლეს, ერთხანს იქ ამყოფეს შემდეგ კი რუსთავის შრომა-გამასწორებელ ბანაკში, უფრო საიმედოდ რომ იყო დაცული, იქ გადაიყვანეს. მაშინ რუსთავი, როგორც ქალაქი ჯერ არ არსებობდა, მხოლოდ საძირკველი იყრებოდა. პატიმრები უპირატესად ღია ცის ქვეშ, ღვთის ანაბრობაზე ეყარნენ. ღამღამობით მტკვრის დუდუნი ესმოდათ, ან მგლების ყმუილი. მინდორში დღისით კი ნაწილი პატიმრებისა ახლად ამუშავებულ ფოლადის ბრძმედებთან მიყავდათ სამუშაოდ, ან ქალაქის მშენებლობაზე. ბადრი გააოცა იმან, რომ ზოგი პატიმარი თავყურმან და სახსრებ შეხვეული მოჩანდა, ზოგი საწყალობლად სახე გაყვითლებული. (როგორც შემდგომ შეიტყო ფოლადის სადნობ ცეხებში ხშირი იყო ტრავმული დაზიანებები, დამწვრობები. ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის უგულველყოფის გამო, სახე კი ყველას მრვანე აკრიხინინის უთავბოლო სმის გამო გაყვითლებოდა, რადგანაც მალარია მძვინვარებდა. ბუზებივით ბზუოდნენ, ირეოდნენ და მწარედ იკბინებოდნენ კოღო-ანოფოლიქსები).
  რამოდენიმე კარავსაც მოკრავდით თვალს, ამ ბრეზენტით გადახურულ კარვებში ეგრეთწოდებული „სტაციონარები” ჰქონდათ გახსნილი მალარიით დაავადებულთათვის, პატიმრის იქ მოხვედრა „სალხინებელში” მოხვედრას უდრიდა, აღარც სამუშაოდ გაყავდათ იქიდან ვინმე და „ბალანდაც” შედარებით საყუათო და ხარისხიანი გახლდათ, ათიოდე დღის შემდეგ აძაგძაგებულმა ბადრიმაც იქ ამოყო თავი. რამოდენიმე დღეში ერთხელ ჯერ საზარლად შეამცივნებდა ისე, რომ ვერა გზით ვეღარაფერი ათბობდა, მერე კი ისეთი სიცხე ჰქონდა, ეგონა თონეში იწვოდა და ტვინს ცხელი სადგისებით უნაწევრებდნენ, მის სისხლს ვიღაცა თითქოს წვეთწვეთობით სვამდა, ეჩვენებოდა მახლობელ ყარაიაზის უდაბნოში გავარვარებულ მიწაზე, თაკარა მზის ქვეშ ეგდო... ულმობლად იწვოდა და თან მგუდავი -უხსენებელი უხუთავდა სულს. ერთხელ ერთი ასეთი შეტევის შემდეგ გონს, რომ მოეგო (ეგონა ისევ ძილბურანში მყოფი სიზმარში ვხედავო). თავით ელდარ ცინცაძე ედგა, თეთრ საექიმო ხალათის კალთებს გედის ფრთებივით აფრილებდა და პატარა გედის „ნარნარ” ცეკვას ასრულებდა, „როკვა რომ წარმატებით” შეასრულა ჰკითხა:
- უფლისწულო ვერ მიცანით, ამჟამად მე ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულ ქურუმად გევლინებით, შეთავსებით მე აქ კულტ-საგანმანათლებლო საქმის მესვეურობაც მევალება. ეს კი ბიგუმალია, ამ წამალს მხოლოდ პრესტიჟულპატიმრებს ვაძლევთ, რადგანაც მეტად ძვირფასია და ძნელად საშოვნელი, აი ეს კიდევ გაზეთია... ისეთი ცხელ-ცხელი ამბებია, რომ შენი ციებ-ცხელება მასთან შედარებით მოგონილი ამბავია. -ამოშაქრა და გაუჩინარდა. აბებით სავსე მუჭა და გაზეთი, რომ არა ბადრი „პატარა მოცეკვავე გედის” ხილვას ვერ ირწმუნებდა, სიზმრად მიიჩნევდა. ძალ-ღონე გამოლეულ ბადრის ისევ ჩაეძინა. სადილობის ჟამს ისევ თავისმა „მფარველმა ანგელოზმა” გამოაღვიძა, რომელმაც ცხელ-ცხელი ბალანდა მოართვა მეგობარს:
- იფ, იფ! სამღვთო ულუფაა, მეფეც კი ვერ დაიწუნებს იუზგარ! აბა მიირთვი, განა დამავიწყდა შენი დედ-მამის გამოგზავნილი ამანათების გემო... გვერდით მიუჯდა და თავისი ხელით აჭამა საჭმელი. მერე კი სერიოზულად უთხრა:
- ჩვენი უბედურება რა საკითხავია, იმ წყეულმა ამერიკელებმა ორი ქალაქი ჭრაქივით გააქრეს! ალბათ წაიკითხავდი ჩემს მოტანილ გაზეთს... -მაგისი თავი ვისაა აქვს ძმაო?!
- მაშ მე გიამბობ: ამერიკელებს იაპონელების ორი ქალაქი (რომელზედაც წეღან გეუბნებოდი) ატომური ბომბით გაუნადგურებიათ, მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. კატასტროფული ნგრევა და უბედურება გამოუწვევია ატომს. აფეთქების ეპიცენტრში ადამიანთა ნასახი -ჩრდილიც კი არ გადარჩენილა. ჯერ კიდევ ვინ იცის რამდენი უბედურება ელის იმ არე-მარეს და მისგან ძლიერ მოშორებულ ადგილებსაც, ასე ირწმუნებიან მეცნიერები -ადვილად შესაძლებელია დედამიწაზე სიცოცხლეც მოისპოს. -წამოიკვნესა ბადრიმ.
-მაშინ აღარც ჩემი ყალბად მოჭრილი ფული იქნება საჭირო და აღარც  შენი პოლიტიკანობა!
- ცუდი მაცნე ხარ, ჩემს გაჭირვებას რაღა ამისი დამატება ეჭირვებოდა.
- ამერიკას მიადგები თუ არა პირველად, ნაპირიდანვე დიდებულ თავისუფლების ქანდაკებას მოჰკრავ თვალს, ვფიქრობდით ამერიკა ჰუმანიზმის და თავისუფლების ტაძარიაო და აი, რას სჩადიან ეს ცივილიზირებული მხეცებიც!.. მათ ნამოქმედართან შედარებით ოსვენცემიც კი მონაგონია. ბადრი პირდაღებული შეყურებდა თავის ძმაკაცს და გაოცებული იყო: თურმე მართლაც „ფუთობით მარილი უნდა შეჭამო კაცთან, რომ იგი გაიცნო. კაცი მასხარა, ქარაფშუტა, რომ ეგონა მოაზროვნე აღმოჩნდა. თვალუწვდენელი კოსმოსის საპყრობილე, უკიდეგანო და იდუმალებით მოცული იქ უმოწყალოდ გამომწყვდეული ადამიანები, უბედურნი, მოკვდავნი და კიდევ ციხეებს ვაგებთ, ერთმანეთს თავისუფლებას ვართმევთ, თუკი ეს მართლა თავისუფლებაა, თავისუფალი ხომ მხოლოდ ამ ქვეყნად მხოლოდ გიჟია. ნეტავი ეს არიფები რაებსა ბოდავენ, ციხე ხომ ჩვენი სახლია, ციხეები, რომ არ იყოს სად ვიცხოვრებდით? -ფიქრობდა თავისთვის ბადრის მახლობლად მწოლიარე მაწანწალა, ქურდბაცაცა ჯიბო ქურდაძე. უცებ ვიღაც გაფუჭებული ქურდი შემოვარდა (ხელში მსხვილი კეტი ეკავა) და მაწანწალას მიმართა:
- ჰეი, შენ ტაბურეტკავ! ლურჯცხვირა ხომ არ დაგინახია, იმას ვეძებ ჩემთან და აჩიკოსთან წაგებულია და ფულს არ იძლევა, უნდა გავაფუჭოთ.
- არ ვიცი. -უპასუხა „ბატონმა” ტაბურეტკამ, რომელიც მართლაც რაღაცით ტაბურეტკას ჰგავდა.
- რა მე მაგისი შესტიორკა ვარ თუ თავისავით ბოზი ვგონივარ, ეგ გაფუჭებული ვისი გამფუჭებელია. -წარმოთქვა მაწანწალამ და კედლისაკენ იბრუნა პირი.
- ბადრი ამათ, რომ ვუყურებ სამყაროს აღსასრულის მოახლოვება აღარა მჯერა, ღმერთმანი დედამიწა შუაზე ლავაშივით, რომ გაფხრიწოს ატომმა, ამათ რამდენი საქმეები დარჩებათ მოსაგვარებელი, ამ კეთილშობილ ქმნილებებს, ნუთუ ღმერთი ამას დაუშვებს, არა მგონია, თუნდ აზრად გაივლოს ამ „ჭეშმარიტების მაძიებელი”, სრულქმნილი არსებების მოსპობა, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მას ჯერ კიდევ ადამისა და ევას საქციელიც არ ეხატება გულზე, შეიძლება დედამიწა ერთ მშვენიერ დღეს კიდევაც ააყირაოს, მე შენ გეტყვი და არქიმედივით ბერკეტის უქონლობა დააღონებს თუ რა, „მაგრამ რადგანაც შვილნი გვქვია ამა სოფლისა” უნდა ვიცოცხლოთ. რას ვიზამთ. -ჩაურთო ბადრის მეზობელ საწოლზე გაშოტილმა ახმახმა ნამასწავლებერმა, რომელიც ლაყბობის მუხლით იყო დაპატიმრებული.
- ბატონო არიფებო! მორჩით ბაზარს, მეძინება. -დაუღრინათ ტაბურეტკამ.
- ამ გოთვერანმა ვიღაც საცოდავ ბებრუხანას, კიტრის მწნილი მოპარა და თავს ქურდად ასაღებს. -თქვა ვიღაცამ, მაგრამ არავინ უპასუხა ბატონი ტაბურეტკა უკვე ლაზათიანად ხვრინავდა.
  კვირა დღეს სტაციონარში სასტიკად ნაცემი ავადმყოფი ჩერსკი შემოიყვანეს საკაცით (ბადრი ძლიერ გააოცა ამ ამბავმა, იგი ავჭალის ბანაკში ეგულებოდა). გულთბილად მიესალმა გაამხნევა, აჭამა, ასვა, მოასულიერა, მერე კი შეეკეთხა: -რა დაგემრთა, ასეთ უწყინარ კაცს რას გერჩოდნენ?
- სამი დღის წინ მომიყვანეს ეტაპით გუბერსკიდან, ავჭალიდან იქ ექვსი პოლიტპატიმარი შეგვასახლეს, მერე მიგვფანტ-მოგვფანტეს, ამბობენ რაღაც დადგენლება ყოფილა ყველა პოლიტპატიმარი შორეულში უნდა გადაგვკარგონ.
- კი, მაგრამ აქ როგორღა მოხვდი?
- ამათს რას გაიგებს კაცი! -გოდებდა, კვნესოდა უღვთოდ ნაცემ-ნაგვემი ჩერსკი...
- ასე უღვთოდ ვინ გცემა? ან შენი საყვარელი ვიოლინო სადღაა?
- ეჰ მეგობარო, ვიოლინომ მოგჭამა ჭირი, სწორედ ეს გახდა ჩემი უბედურების მიზეზი. სამი დღე-ღამის განმავლობაში აქ ზონას შიგნით ვეყარენით, ღია ცის ქვეშ. ღამით მთელი ბარგი-ბარხანა თავქვეშ მელაგა, „ტურები” დამესივნენ და გულის ძილით, რომ მეძინა გაძარცვა დამიპირეს, ერთ კაცს ათნი დამესივნენ, ორიოდე ნაბიჭვარი მაგრად მივბეგვე. არავინ მომშველებია, ბოლოს მძლიეს და ყველაფერი წამართვეს. მარტო ვიოლინო მენანება, სხვა არაფერი. მამაპაპური ვიოლინო... რაღას ვიპოვი ამ ჯუნგლებში! -ვეცდები მე გაპოვნინო, თუ ფული გაქვს გამოვისყიდოთ, კანონიერ ხალხს ჩავრევ -ავტორიტეტულად განაცხადა ბატონმა ტაბურეტკამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩერსკი ასე სასტიკად გახლდათ ნაცემი, გამოცოხლდა, გამხნევდა და წამოიძახა: -ამ დებილს, მართლა რამე შეუძლია? იპოვის ვიოლინოს?
- არ არის ისეთი სიგლახე, რომლის ჩადენაც ტაბურეტკას არ შეეძლოს. -უპასუხა ყალბი ფულის მჭრელმა და დასძინა: -გვიანობამდე წუხელ სადღაც გადაიკარგა, იქნება თვითონაც ერიოს მაგ საქმეში!
  მეორე დღეს ბადრი ორმა ამბავმა გაახარა უზომოდ: მის სანახავად დედა და დეიდა მოსულიყო... ტაბურეტკამ კი სოლიდური საფასურის სანაცვლოდ ჩერსკს ის ვიოლინო მიუტანა და კომპლიმენტიც უთხრა: -თქვენ ძალიან კარგი არიფი ხართ. ბოზი მაბეზღარა, რომ ყოფილიყავით ვიოლინოს კი არ თავსაც დაკარგავდით.
  ბადრი ნებართვის მისაღებად ყარაულის უფროსთან მივიდა და მისი კაბინეთის კარზე მოკრძალებულად დააკაკუნა, შიშობდა რაიმე მიზეზით უარი არ მითხრასო. პასუხი არავინ გასცა. სითამამე მოიკრიბა და კარი შეაღო. კაბინეთში ვიღაც წარმოსადეგი შევგვრემანი, შუახნის მაიორი მარტო იჯდა, პირს იპარსავდა და ღიღინებდა: -ახ ტიკო, ტიკო ვახ ტიკო, ტიკო... ტიკოჯან დ ა.შ. წამით სიმღერა შეწყვიტა და ჩახლეჩილი, ბოხი ხმით ჰკითხა: -რა გინდა?!
- დედა მომივიდა ბატონო... -თავაზიანად უთხრა ბადრიმ. -მერე თვალები სად ჩემ .......... გაქვს შენი დედაც! ისეთი უშვერი სიტყვა უთხრა, რომ მის გამეორებას პოპულიარული პორნოგრაფიული წიგნის ავტორიც იჩოთირებს და თან „ნასკაკოიც” მიაძახა: -დიახ, მე შენი დედაც! ბადრის სიბრაზისაგან თვალთ დაშავდა და რაიმე სისულელე, რომ არ ჩაედინა გულმოსული კარისაკენ გაემართა და წაბარბაცდა, კარს შუბლით მიეხეთქა. მაიორმა გულიანად გადაიხარხარა და თქვა:
- ქურდი ხარ ალბათ?
- არა ბატონო 58 სტატიით, 10 მუხლით.
- და შენისთანა მთხოვრებმა უნდა დაანგრიონ ჩვენი სახელმწიფო? ისემც მე თქვენი... ვერა ხედავ, რომ ვიპარსები? ვმღერივარ! დერეფნის ბოლოში მიეთრიე, ჩემ თანშემწესთან, ის დაგრთავს ნებას, არ ვიცი იქნებ იქნებ არც დაგრთოს... თამარმა შვილი, რომ ასეთი გაყვითლებული, გაუბედურებული დაინახა გულს შემოეყარა, მაგრამ არ შეიმჩნია, მაინც გაამხნევა შვილი. ბადრიმ მაშინვე დედას ნათელას შესახებ ჰკითხა.
- მისი დარდი ნუ გაქვს, უკვე გამოჯანსაღდა, ახალ შოვში გვყავს გაგზავნილი, აი მისი წერილები. ხშირად აგზავნიდა ბარათებს, მაგრამ ჩემს სახელზე, შენ სად იყავი არ იცოდა. ერთმანეთს ბევრი ვერაფერი უთხრა დედა-შვილმა. ორივეს ცრემლები აღრჩობდა და არც დიდხანს ლაპარაკი აცალეს მათ. მოგითხრობთ (თუ თავს არ შეგაბეზრებთ) იმ წერილის შინაარსს. აი ერთ-ერთი მათგანის შინაარსიც:
ჩემო გონებიდან განუშორებელო და სანატრელო ბადრი!
  ნუ იფიქრებ, რომ დამავიწყდი, მაგრამ კაცი პოეტი ხარ და შენზე უკეთ ვინ უწყის: „თუ სიკვდილის სიახლოვეს როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა, ვარდებს და ჩანჩქერებს” დედათქვენი თამარი, რომ არა აქამდე რა ხანია სულთათანას ნაგალობები ვიქნებოდი, რამოდენიმეჯერ  სიკვდილს გამოტაცა ჩემი თავი, ყველა წამალზე მეტად ისა მშველოდა გულში დედაშენი, რომ ჩამიკრავდა და ალერსით მეტყოდა, „ნუ გეშინია ჩემო ობოლო გოგო, ნუ დაივიწყებ, რომ ქართველი ქალი ხარ და თუ ყველა ქალი წამებისთვის ჩნდება ამ ქვეყნად ქართველი ქალი უფრო მეტი წამებისათვისაა გაჩენილი”.
  შოვისაკენ როცა მივემგზავრებოდი, ქუთაისიდან, როცა გამოვედით, ერთი ადამ და ევას დროინდელი დანჯღრეული ავტობუსით, თავს ცუდად ვგრძნობდი, გზაც ძლიერ ძნელად სავალი და საშიში აღმოჩნდა, გზის პირად აყუდებული ფრიალო კლდეებიდან დროდადრო უზარმაზარი ქვის ლოდები ცვიოდა გზაზე, მაგრამ როდესაც მოულოდნელად სალ კლდეზე გადმომქუხარე ჩანჩქერი შევნიშნე, ისე გავიხარე თავი შენ გვერდით მეგონა, გავხნევდი, კუბოს კარამდე ჩვენ ერთმანეთს ვერ დავივიწყებთ, სულ თვალწინ მიდგას შენი განაწამები სახე. ჩემი დარდი შენ ხარ... მე რა მიშავს „თავისუფალი” მაინც ვარ, შენ კი საქართველოს საპყრობილეები შემოგატარეს! სულ ვფიქრობ ვაი თუ გშია, გცივა ან გწყურია. დეიდა თამარისაგან ვიგებდი შენს ამბავს, ახალ მისაგან მოშორებული ვარ. აბასთუმანში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ტუბ-დისპანსერში შოვის საგზური შემომთავაზეს და აქ ჩამოსვლა მირჩია მკურნალმა ექიმმაც. თუმც გზა მომქანცველი აღმოჩნდა, ისეთი ზღაპრული სილამაზისა იყო... განსაკუთრებით გლოლიდან შოვამდე მიმავალი გზა, რომ თავი ტკბილ სიზმარში მეგონა. კურურტ უწერას როცა მივადექით და ბუმბერაზი მთები წამოიმართა, რაღაც ისეთი იდუმალი აღმაფრენა განვიცადე, ენით ვერ გამოვთქვამ. ვიღაცამ გლოლაში ცისფერი გვირილების და ასკილის ყვავილების თაიგულიც მოგვაწოდა ავტობუსში, ვიღაცამ იმ მიდამოებიდან ბარათაშვილის მწვერვალი და ბუბაც დაგვანახა. ბუბას დანახვამ სული შემიძრა: დათოვლილ მთაში, მარტოდმარტო მდგარი ფიჭვი შევნიშნე, ჩამავალი მზის შუქით შემოსილი. სულ მალე შოვში შევედით, ორი სანატორიუმი დავლანდე, პირველი კორპუსი უფრო ახლოს მდებარე, ხოლო მეორე ცოტა მოშორებით, მის უკან მოშორებით დათოვლილი ბუბა აღმართულიყო. კურორტის კართან სახელდახელო ბაზრობა გაემართათ. ახლოს მდებარე სოფლის მცხოვრებლებს სურსათ-საქონელი, ხილი და ღვინო ჩამოეტანათ გასაყიდად (ხვანჭკარა, ტვიში) და თიხის ჯამებით ყიდიდნენ. ალაყაფის კარს, რომ გავცდით იქვე ეზოს მარცხენა მხარეში, სასტუმრო შევნიშნეთ, ხოლო მარჯვნივ გამწკრივებული კოტეჯები, ისინიც ხით იყო აშენებული და მოჩუქურთმებული. ძველი დამსვენებლები შემოგვეგებნენ და რა ძლიერ გავიხარე როცა მათ შორის ლონდა და ლიაც შევნიშნე (ხომ გახსოვს ლიბაანში, რომ მკურნალობნენ ჩემთან ერთად)?
  მეორე დღეს გოგოებმა ჰაიჰარად ტყეში წამიყვანეს და გალაქტიონის მაგიდა მაჩვენეს, მის უცნობ თაყვანისმცემელს ალპიური ყვავილების უზარმაზარი თაიგული დაედო მაგიდაზე. მთის მდინარე ქანჭახში გოგოებმა ფეხები დაიბანეს, მე კი (მალულად, ჩუმად რომ ვტიროდი) ნამტირალევი თვალები ამოვიბანე... დამათვალიერებინეს კურორტის კარ-მიდამოც: უზარმაზარ მილში, რომ მოსჩქეფდა როდონის თბილი წყარო, შემდეგ კი კალცის, რკინის და მჟავე წყლის აუზებიც. ამ პატარა აუზებს აქ „ბიუვეტკებს” უწოდებენ. ღმერთს ვუმადლი, რომ სიზმარში მაინც ვეღირსე შენს ნახვას. მეტი რა მოგწერო.
სიკვდილამდე შენი ნათელა.

  ნათელას შოვში ძლიერ მხიარულ საზოგადოებაში მოუწია ყოფნამ, სულ მალე თავი ძლიერ კარგად იგრძნო, მოიკათა, მისი რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული მონაცემებიც გაუმჯობესდა. მკურნალი ექიმი გულთბილი და მზრუნველი შეხვდა, კეთილშობილებით აღსავსე ახალგაზრდა კაცი ბ-ნი დავითი, რომელსაც ავადმყოფები აღმერთებდნენ. გოგონები მოსვენებას არ აძლევდნენ, ის კი მორიდებული, მორცხვი იყო. პატარა მიზეზიც კი საკმარისი იყო დაერცხვინა და წამოჭარხლებული სიტყვის თქმას ძლივს ახერხებდა იმ ყაჩაღანა ახალგაზრდებში, ზღაპრიდან მოსული პერსონაჟი გეგონებოდათ.
  მთელი ამ ახალგაზრდა საზოგადოების სული და გული ერთი მოხუცი პროფესორის კოწია წითლაძის მეუღლე ბრძანდებოდა -ქალბატონი მაგული, სიცოცხლით სავსე ქალი. ერთად სულ ნაირფერი მძივებით ქარგავდა რაღაცას დღისით, საღამოთ კი ნაირნაირ გასართობებს იგონებდა, როცა მთელ ახალგაზრდობას შემოიკრებავდა მაშინ უსათოოდ ფანტის თამაშს გააჩაღებდა, საიდანღაც შამპანიურს გააჩენდა ან ხვანჭკარას, ჯერ გამოწრუპავდნენ, შემდეგ კი ბოთლის ტრიალს გააჩაღებდნენ, ვისკენაც პირს იზავდა იმას უნდა დაეკოცნა სასურველი პიროვნება. ბაზარზე გერმანული ანგარიშით ყიდლობდნენ სამწვადე ხორცს, დედას პურებს და ღამით მთაში მიდიოდნენ, ანთებდნენ უზარმაზარ კოცონს, ერთმანეთს კოცონზე ხტომაში ეჯიბრებოდნენ, ცეცხლთან როკავდნენ, მღეროდნენ. ამ მთის კურორტს მხოლოდ ახალგაზრდები ეწვეოდნენ ხოლმე, მოხუცები მაღალ მთაში იშვიათად თუ მიდიოდნენ. იმართებოდა გრანდიოზული საღამოები, შესანიშნავი კულტ-მუშაკი ჰყავდათ ელგუჯა კეპულაძე, სულ ერთთავად სახე უღიმოდა და ცეკვავდა, მღეროდა. ის ამ საქმისათვის იყო დაბადებული. მუდამ ვიღაცის ვალი ჰქონდა, დღემუდამ ნაქეიფარი გახლდათ და ძმა კაცებსაც ლაზათიანად აქეიფებდა ნასესხი ფულით. კურორტის შეფ-მზარეულთან მეგობრობდა ძლიერ „კოლორიტულ” პიროვნებასთან, რომელიც მასავით მუდამ შექეიფიანებული ბრძანდებოდა და ხშირად გამომთვრალის კი, მაგრამ თავისი საქმის ვირტუოზი გახლდათ, ნეტავი გენახათ გემოზე გამობრუჟული სასადილო დარბაზში, რომ გამობარბაცდებოდა და რუსის ბანოვანებს ეჟღურტულებოდათ: -გენაცვალეთ თინტ ყფ პლფჰჯდმზ, 'ნჯ ხელჯ - ანტრიკოტ, მანტრიკოტ! მერე დასძენდა: ბაკაკი ცკალში კიკინებს. ხშირად საჭმელში უცნობ მწვანილეულს-ბალახეულს, კიტრის და პამიდვრის ნაფრცქვენებსაც ურევდა, მაგრამ რა გინდათ ისეთ ჯადოსნურ კერძებს აკეთებდა (ზღაპრად, რომ გვსმენია „თითებს იკვნეტავდნენ”).
  ერთ სარამოს გაძრიალებული ფანტის თამშის დროს ქალბატონმა მაგულიმ (რომელიც თამაშის დედა გახლდათ) დავითს და ნათელას შორიახლოს ერთად გასვლა არგუნა და ცოტა ხანს იქ დაყოვნება. ღამდებოდა, ცა მოღრუბლული ჩანდა. ნათელას არ სურდა წასვლა. წვიმას აპირებსო მოიმიზეზა. დავითიც შეყოყმანდა დაირცხვინა.
-აბა, აბა! ეგენი არ იყოს, თორემ საუცხოო ნივთებს კარგავთ. ნათელა ჯერ ეს შენი ძვირფას თვლიანი ბეჭედი რად ღირს და მერე ბატონი დავითის ვერცხლის პორტსიგარი.
- გოგო რა მოხდა. იქ ერთმანეთის შესაჭმელად კი არ გაგზავნით, თამაშია. -წასჩურჩულა ლონდამ. -სირცხვილია გოგო! -დაბალი ხმით შეუბუზღუნა ლიამ. შოროქანზე, რომ გავიდნენ დავითი და ნათელა, თითქოს განგებ ცამ საზარლად დაიქუხა, ელვამ გააკაშკაშა არემარე და ყველამ თავლნათლივ შენიშნა: როგორ მხურვალედ ჩაიკრა დავითმა ნათელა გულში და ტუჩებში აკოცა, სამაგიეროდ კი ლაზათიანი სილა მიიღო. ახალგაზრდებმა ყიჟინა დასცეს, ნათელა კი მწარედ ატირებული თავისი პალატისაკენ გაიქცა. კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა, ყველანი შესაფარებლად გაიქცნენ.
- რა იქნებოდა წვიმას ცოტა ადრე დაეშვა და ელღვარი ადრე მომხდარიყო, ასე ხომ აღარ შევრცხვებოდი. -ფიქრობდა დავითი.
- რა იყო გოგო სად გაიზარდე, ველური ხომ არ ხარ! -გაუბრაზდა ლია.
- შენ თუ იმ შენ ბადრის შეეწირე მსხვერპლად, თუ გგონია დაგიფასებს, უკვე ჭაღარავდები, ის კი არა ჩანს! -დაგესლა ლონდამ.
- ვინ იცის, იქნებ როცა ჩამოვა (თუ ეღირსა დაბრუნება) აღარც კი მოგხედოს, სხვებს დაუწყოს დევნა. კინოფილმებში მაინც არ გინახია, ან არ გაგიგონია ჭკვინი ქალებისაგან. -„გაქრეს კაცების სინსილა”-ო! ნათელას კი სახე ბალიშში ჩაემხო და უსასოოდ ქვითინებდა და თან ფიქრობდა ხვალვე შინ წავალო. მართლა მერე დღესვე დილა უთენია არავის დამშვიდობებია ისე გაიპარა კურორტიდან.
  თბილისში ჩასული მაშინვე ქალბატონ თამარს ესტუმრა, რომელმაც მისი დაბრუნება გაიოცა, მაგრამ გაახარა... გულთბილად იბაასეს და ნათელას ბადრის მიერ გამოგზავნილი წერილების მთელი დასტა გადასცა. ორიოდე წერილი რუსთავის კოლონიიდან იყო გამოგზავნილი შორეულ ეტაპში წასვლამდე. სხვა ბარათები კი გზადაგზა დაწერილი და გამოგზავნილი.
  საყოველთაოდ ცნობილია, რომ პატიმრები მოყვასთ მოკლე წერილებს წერენ. ბადრი კიგრაფომანივით (თუ რა თქმა უნდა საწერ ქაღალდს იშოვიდა) გრძელ-გრძელ წერილებს წერდათ ნათელას და დედას, ამიტომ მკითხველებს თავი, რომ არ მოვაბეზროთ, მოკლედ მოგითხრობთ იმ ბარათების შინაარსს.
  სადღაც ვიღაცამ დაადგინა, რომ ყველა პოლიტპატიმარი საქართველოს ფარგლებიდან ს.ს.რ.კ-ს შორეულ კუთხეებში უნდა გადაასახლონ და აი გათავდა ჩემი „ფუფუნებაც”. ამ წერილს თბილისში განმანაწილებელი ციხიდან გიგზავნი, ამხანაგის მამის ხელით. რუსთავიდან სულ კისრისტეხვით გამოგვაპანღურეს და აქაც ფაცხა-ფუცხით შემოგვყარეს საკნებში, როგორც „სელიოდკები”, ისე ვართ ჩაწყობილი, გვერდზე გადატრიალებაც კი ჭირს. რა დროს ხუმრობაა და ერთი ნახევრად გიჟი პოლიტპატიმარია ჩვენთან (მთელი თავისი დღედა მოსწრება საპყრობილეებში აქვს გატარებული) დროდადრო ხმას ყასიდად დაიწვრილებს და წამოიმღერებს:
Hეცცრფზ დჯლრფ ხნჯ-; ნს ყფნდჯჰბკფ
Hეცცრფზ დჯლრფ ;ბპყმ ცუე,ბკფ
Hეცცრფზ დჯლრფ, ხტჰყსქ [კტ,, ცტკტლრფ,
Dტცტკტტ! Dტცტკტტ! Dტცტკტტ! ჰტ,ზნრბ! *1
აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი!*2 შესაძლოა ისე წავიდე ვეღარც კი გნახოთ, სხვა არაფრის დარდი თან არ მიმდევს. სადაც არ უნდა ვიყო თავს გავიტან, ჩემო ძვირფასო დედა! ჩემო ძვირფასო ნათელა, მაგრამ სინდისი მავალებს ისევ გითხრა: ვინ იცის როდის დავბრუნდები (თუ დავბრუნდი), ან როგორი დავბრუნდები... მეგობრულად გირჩევ: თუ ღირსეული მეგობარი შეგხვდა ჩემს გამო სიცოცხლეს ნუ გაიმწარებ, ბედს ნუ გაიმრუდებ, ისედაც ბევრი უსიამოვნება მოგაყენე! წლები მიდის მეგობარი გჭირდება, მითუმეტეს, რომ ძლიერ საზარელი სენი გაქვს გადატანილი. ოღონდ ცოცხალი და ბედნიერი იყავი მე... მინდა იცოდე: ჩემ თავზე მეტად მიყვარხარ და მეყვარები. დედაჩემს შენ გაბარებ, მე თუ ვერა ღმერთი ხომ გადაგიხდის. მშვიდობით.
  ანაზდეულადვე ჩაგვყვარეს „სტუდებეკერში” და თბილისის სადგურისაკენ გაგვაქანეს, აი უკვე სტოლიპინის ვაგონებში ვართ მაიმუნებივით გამომწყვდეულები მავთულისაგან მოწნულ გალიებში.
-----------------------------------------------------------
*1 უცნობი პოეტის სიტყვები
*2 ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსიდანაა
-----------------------------------------------------------
ბოდიშს მოვითხოვ, მაგრამ სხვა ვერაფრით დავასათაურებ ამ არაადამიანობას: ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაც კი გასვლის ნებას არ იძლევიან, ეს კრეტინი დერჟიმორდები და ამ საქმიანობისათვის განკუთვნილ დროის მონაკვეთშიც კი გვაჩქარებენ, ჯერ საპირფარეშოში შესული არა ვართ, რომ მხეცურად გვიყვირიან: Dბკტნფქ! და ვაი, იმას, ვინც გამოსვლას ცოტათი მაინც დაახანებს. ამგვარი ტანჯვა-წამებით, ათეული საპყრობილის გავლით გაგვასეირნეს „Iბჰჯრფ ცნჰფყფ ვჯზ ჰჯლყფზ” გზადაგზა მაინც თვალისათვის რაღაც სასეირო სივრცეები: უზარმაზარი მინდვრები, უღრანი ტყეებით დაფარული უკაცური სივრცეები (ყოველივეს ამ წყეული სტილიპინის ან საბარგო მატარებლის ვაგონის სარკმლიდან ვხედავდი ან მაშინ, როცა საპატიმრო-ციხეში (კარანტინში) „დასასვენებლად” გადავყავდით. ვნახე ალ-სატანის მთები, რომელიც მდიდარია რკინის, სპილენძის, ქარსის და ოქროს მადნეულითაც). ამ მთის კალთებზე შეფენილია ტყეები -ლარიქსის, ქონდარა ფიჭვის, ტანდაბალი არყის ხის. იქ თურმე ძვირფას ბეწვიანი სიასამური და ციყვი სახლობს. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში მინუს 60 გრადუსამდე აღწევს (ცელსიუსით) ყველაზე მეტად ბაიკალის ტბის ხილვამ გამაოცა. მიამბეს იგი თურმე ყველაზე ღრმა ტბაა მსოფლიოში. ეს მტკნარი და სუფთა წყლის ყველაზე დიდი დაგროვებაა მთელ დედამიწაზე და იმ ტბაში ბინადრობს იშვიათი ჯიშის, უნიკალური თევზი -ომული და მოვარდისფრო, უქერცლო თევზი გოდამიანკა. ძვირფასი სარეწაო თევზების გარდა ჩრდილოეთის სელაპი (ნეპრა), მეცნიერები გაოცებული არიან და დღემდე ვერ ამოუხსნიათ საიდან გაჩნდა ამ სახეობის არსება ტბაში, ეს რომ მითხრეს მწარედ გამეღიმა, ამას რატომ აღარ იკითხავენ მეცნიერები, აქ ამ ჯიშის კაცი რისთვის და როგორ გავჩნდი, მაგრამ რადგანაც თავზები ვახსენეთ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საბჭოთა მეცნიერებს დიდი ხანია პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და სამართლის თქმას ვერავინ გაბედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენსავით ეტყვიან:
-Dბკტნფქ! კინაღამ დამავიწყდა მომეთხრო, ასევე გამაოცა ურალის სანახებმა. მან-ტაუს მიდამომ ლამაზმა კედრებმა, მეჩეჩებმა, „წიწვის კორომებმა” და უამრავი ქვის გროვებმა. ქვები, ქვები, ქვები! იმდენი ლოდებია, რომ ყველა იმ ჯალათის საფლავის ქვადაც საკმარისი იქნება ვინც მე ასე უსამართლოდ დამსაჯა, ვინც მე და შენ ასე ულმობლად დაგვაშორა ერთმანეთს! უზარმაზარი ქვის სვეტებია, ამ ადგილას „ქვების ზღვას” ეძახიან.
როგორც იქნა მომქანცველი გზა განვლეთ და კამჩატკაში ერთერთ სარეჟიმო-საკატორღო ბანაკს მივაღწიეთ. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ გვარი და სახელი წაგვართვეს, ამიერიდან „იყო კაცი და აღარ არის”*1 ვარ მხოლოდ, რომელიღაც მეათიათასე ნომერი! ფულის ქონა აკრძალულია, თამბაქო (მახორკა) რომ იყიდო ან ასანთი რაღაც კანტორაში უნდა მიხვიდე, რაღაც ქაღალდი (ბეჭდით და ვიღაცის ხელმოწერით დადასტურებული) და იმით უნდა მიიღო, შენი კუთვნილი ფულიდან, ნანინანატრი მახორკა. აქ პატიმართა შორის ფულის ერთეულად და ფუფუნების კრიტერიუმად თამბაქო-მახორკა ითვლება. არის შემთხვევები, რომ თამბაქოს გულისათვის (ერთი პეშვისათვის) ერთმანეთი დაუღრჩვიან. აქაც ჯოჯოხეთის რჩეული საზოგადოება და „სამოთხის ჰავაა” წერილების გაგზავნა-მიღების ნებართვა წელიწადში ერთჯერაა, წერილები ხშირად იკარგება ან ქაღალდის უქონლობის გამო ვერ ხერხდება მოწერა. აქაური „ესკულაპები” (ყველა პატიმრებია) ავადმყოფების ისტორიებსაც კი მუყაოზე ან ფანერის ნაგლეჯზე წერენ. მძვინვარებს სურავანდი, ექიმებსაც კი ამ დაავადებით დასნეულებული კბილები სცვივათ და მტანჯველი წყულულები უფარავთ სხეულს. თუ ამ „სიკეთეს” მუნიც ან ტუბერკულიოზიც დაემატა ან დიზინტერია, მაშინ ხომ „კაცი-ნომერი” ღმერთთან სასაუბროდ გაეშურება და ეგ არის... ხის უზარმაზარ ბარაკში ვართ გამოკეტილი, თუ სამუშაოდ არ ვართ გაყვანილები. ჩემი „ნარის მეზობელი” ექიმი მეუბნება: -„ჩვენ უზარმზარ საგიჟეთში ვართ”!  მე ასე დავძენდი: განა ის უკიდეგანო სახელმწიფო კი უზარმაზარი საგიჟEთი არ არის? მაგრამ რა გამოვა ლიტონი სიტყვის თქმით. „თუ გინდა ჯვარს ეცვი, საშველი არ არის, არ არის” *2 მაგრამ აქ ისეთი ფანატიკოსი „კონტრებიც” არიან რომლებიც ამბობენ: „წამება და ბრძოლაა ნამდვილი ცხოვრება”. -ტყუილად კი არ უთქვამს ოდესღაც გენიალურ მწერალს ჰენრიკ იბნსენს! ო, აქ ისეთი შეუპოვარი „ნომერიცაა” ორჯერ ან სამჯერ, რომ აქვს პატიმრობის ვადა დამატებული, გაქცევის მცდელობისათვის ან „უმართებულო საუბრისათვის”. ზოგი კი ლანდად ქცეული პატიმრობის ვადას, რომ იხდის შინ აღარც კი მიდის, უკვე არავინ დამხვდებაო და არც არაფერი გამაჩნიაო. ბედკრულს ჰგონია აქ კატორღაშია დაბადებული, იმდენად
-----------------------------------------------------------
*1 ჭოლა ლომთათიძის გამონათქვამია
*2 გალაკტიონის ლექსიდანაა
-----------------------------------------------------------
მიჩვეულია ამ ძაღლ-უმადლო ცხოვრებას! კამჩატკა თითქმის კავკასიის ოდენაა, მისი განფენილობა დაახლოებით ასოცი კვადრატული კილომეტრია, ისეთივე მანძილი რაც მოსკოვიდან შავ ზღვამდე. სიგანე ოთხასოცი კილომეტრია, კამჩატკის ცენტრალურ ნაწილში გადაჭიმულია ერთიმეორის პარალელური შუა და აღმოსავლეთის ქედები. ქედებს შორის ცენტრალური კამჩატკის დაბოლოებები მდებარეობს, დაბლობებისაკენ მიმართული ქედების კალთები ნასხლეტებით არის განსაზღვრული, ამიტომაც ციცაბოა, შუა ქედს რომელიც ათასხუთას-ორიათასი მეტრის სიმაღლისაა, სწორი მოგლუვებული ზედაპირი აქვს, რომელზედაც აღმართული ჩამქრალი ვულკანის კონუსები მოჩანს, წვეტიანი თხემები და პიკიც, აღმოსავლეთ ქედსა და ზღვის სანაპიროს შორის ათას სამას მეტრამდე სიმაღლის ვულკანური პლატო მდებარეობს, მის ზედაპირზე აღმართულია ჩამქრალი და მოქმედი ვულკანების მრავალ სართულიანი კონუსი. სულ კამჩატკაზე ასორმოცდაათი ვულკანია, მათგან ოცდაათი მოქმედი ვულკანია! თუ ჩემს გულს მივამატებთ ოცდათერთმეტი მოქმედია. როცა ერთერთი მათგანი დავლანდე ნაღვლიანად გავიფიქრე: ღმერთმა ნუ ქნას, რომ ოდესმე ვულკანის გაციებულ ლავაზე უბადრუკი ბაღჩის გაკეთება განვიზრახოთ. „უსიყვარულოდ ხომ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე”. მე მინდა ჩემი გული მოქმედ ვულკანს ჰგავდეს, მარადიული ცეცხლის მატარებელს... მუდამ ცეცხლოვანს.
  აქ მდებარეობს ევრაზიის ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანი -კლუჩევსკაია სოპკა (4750მ). ზოგიერთი ვულკანის კონუსი ძლიერ დანგრეულია და უზარმაზარი დანგრეული შენობის თუ კოშკის ნანგრევებს მაგონებს. ვულკანთან ზედაპირზე დაკავშირებულია ცხელი წყაროების და გეიზერების გამოსავლები. მდინარე გაიზარნიას ხეობაში -გეიზერი მოქმედებს, მათ შორის უდიდესია გეიზერი -გოლიათი, რომელიც ყოველი სამი საათის შემდეგ შხულით და სტვენით ოთხი წუთის განმავლობაში ოცდაათი მეტრის სიმაღლის შადრევანს ისვრის ცისაკენ.
  გეიზერს სამკურნალო მიზნით იყენებენ, სათბურებისათვის, ელექტრო დენის მისაღებად და სხვა. კამჩატკა უდიდესი საკუჭნაოა (მთელ მსოფლიოში) მიწისქვეშა სითბური ენერგიისა და სამიათას ოთხას ოცდაოთხი მეტრის სიღრმეში ტემპერატურა რვაასამდე გრადუსია (ცელსიუსით), მთელი წლის განმავლობაში სათბურებში მოყავთ ბოსტნეული. ქალაქ პეტროპავლოვსკში მიწისქვეშა სითბურ ენერგიას ბინების გასათბობად იყენებენ. ვულკანების ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნება ლავა და ტუფი. ტუფი ლამაზი და ნაირფეროვანია, ამიტომ მას საშენ მასალადაც იყენებენ. ვულკანური ფერფლი სასუქადაც გამოიყენება, სამუშაო თავსაყარია და ჩვენ უფასო მუშახელს მონური შრომისათვის ვინ დაგვიწუნებს. ხან ელექტრო სადგურებში ვმუშაობთ ქედწახრილნი, ხან მშენებლობაზე და რკინის ლიანდაგების დასაგებლად. აქ უნალექო ზაფხული იცის... ნიადაგი ნეშომპალით მდიდარია, ჩვენ კვების რაციონში ბოსტნეულიც ურევია, შედარებით კარგად გვკვებავენ რაც ამ მიდამოში მოვედით სურავანდიანი ავადმყოფი თვალით აღარ მინახია.
  ჭორები დადის ყველა პოლიტპატიმარის საქმეს განიხილავენ, დიდ ამნისტიას ველოდებით, თუმცა ხშირად ვფიქრობ ამ მხეცებისაგან სიკეთე ნაკლებადაა მოსალოდნელი, კიდევაც ახალ ვადას თუ არ წაგვამატებენ ისიც კარგია. თუმცა ვინ იცის? გახსოვს, ეს მერამდენედ ვიმეორებ მარკუს ავერულიუსმა რა ბრძნულად თქვა: კაცი დიდი უმეცარი უნდა იყოს, რომ გაიოცოს ყოველივე, ის რაც ცის ქვეშეთში ხდება. ნათელა! ხშირად მესიზმრები, მაგრამ სულ გატანჯული სახით, მესიზმრება თბილისის ქუჩები... ჩვენი ჩუღურეთი, ამას წინათ არსენალისაკენ მიმავალი კიბეები მესიზმრა, აკაციები ყვაოდა, შენთან მოვდიოდი ვითომ, გუშინ კი ალაზნის ველი დამესიზმრა. მამაჩემი კი რატომღაც შემომწყრა მისი აჩრდილიც კი მემდურის თითქოს. ერთხელ ცოცხლობს ადამიანი და ვის უნდა ჰქონდეს უფლება მისი ასეთი ჯოჯოხეთური ტანჯვა-წამებისა?! ნუთუ არასოდეს არ უნდა აგონ პასუხი იმათ, ვინც არაადამიანურად გვაწამებს.
  ხანდახან ვფიქრობ თუნდაც ამისათვის ღირს სიცოცხლე, რომ იმ დღეს მოვესწრო... დღეს დღე მისდევს, ღამდება, თენდება, ღამდება, თენდება და აქ არასოდეს არაფერი იცვლება: ისევ მონური შრომა, ისევ უშვერი გინება და ამაო მოლოდინი. ისევ საზარელი სევდა ბედკრულ სამშობლოს და საკუთარ უბადრუკ სვე-ბედზე, მაგრამ როდესაც წარმოვიდგენ, რომ თქვენ მყავხართ ვმხნევდები, იმედით და ბრძოლის სურვილით ვივსები. არ შეიძლება მუდმივად ასე დარჩეს ყოველივე. ამ წერილს სანდო ადამიანის ხელით ვაგზავნი და ვიმედოვნებ, რომ მოაღწევს თქვენამდე.
  სანატორიუმიდან გამოქცევის შემდეგ ნათელას მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და თბილისში ხუდადოვის ტუბ. დისპანსერში მოათავსეს, ძლიერ მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ პატრონი თითქმის არავინ ჰყავდა, ბედი მისი, რომ ლონდა მაინც მის გვერდით აღმოჩნდა, მისგან შეიტყო: თურმე ლიასთან ერთად შესანიშნავად უტარებიათ დრო, უფრო მოუხშირებიათ მთაში კოცონების გარშემო როკვა და სიცილ-ხარხარი, თავი ზღაპრად გვეგონაო. კურორტის სეზონის დახურვამდე დარჩენილან (სექტემბრის ბოლო რიცხვებამდე, იქ ადრე იკეტება სეზონი, რადგან ადრე იცის დაზამთრება). თავი ძლივს გამოუღწევიათ, ისეთი დიდი თოვლი მოსულა, საბურავებზე ჯაჭვებშემოხვეული მანქანებითაც კი გასჭირვებიათ გამოსვლა, წამოსვლის წინ სანატორიუმის გარშემო თურმე მგლები დაძრწოდნენ, ყმუოდნენ, არც ტურები გვაკლებდნენ თავის „ვიზიტებსო”, დიდთოვლობას შველი გამოქცეოდა და მათი პალატის ფანჯარას მიდგომია. შეფპოვარს და მის გამომთვრალ ამფსონებს დაუნდობლად გამოუფატრიათ და გვარიანად მოულხენიათ, ალბათ იმ ბარბაროსებს ვაჟას „შვლის ნუკრის ნაამბობი” ჯერ წაკითხული არ აქვთ. -ასე თქვა ლონდამ, ვირუსული გრიპით რომ იყო ავად. ლიამ კი ნიშნი მოუგო: სწორედ იმიტომ დაგსაჯა ღმერთმა, რომ იმ შვლის სუკები შენც გემრიელად მიირთვიო. მე კი პირი არ დამიკარებია და თავს ჯამრთელად ვგრძნობო. ალბათ პატივცემულ მკითხველს ახსოვს დიდი პუშკინის „ბოშებიდან” ასეთი გამოთქმა „ბედს უნდაბნოშიც ვერ დაემალა”. მაშ რა არის თუ არა ბედისწერა: ნათელას და ლონდას პალატის ექიმად სწორედ ბატონი დავითი გაუმწესეს. შეურაცხყოფილი ექიმი, რომელსაც თურმე ნათელას მიერ მიღებული „აპერკოტის” შემდეგ ყველა დასცინოდა, ამხანაგები თუმრე „სიძე შე ძველოს” ეძახდნენ. შურისძების მაგიერ თურმე საბრალო ყმაწვილი ნათელას და ლონდას თავს ევლებოდა. ნათელას დეიდა თამარიც ვეღარ აკითხავდა. ბადრის „მიუსავლეთში -შორეულ აღმოსავლეთში” გადაკარგვამ სულ წარუხოცა სასოება, ჩალოგინდაAთავის თავსაც ძლივს-ღა უვლიდა, უკანასკნელად ნათელას სანახავად საავადმყოფოში, რომ მივიდა სტრეპტომიცინის და პტივაზიტს შეპირდა და ის პირობაც ვერ შუსრულა, ვერ უშოვა -ეს საჭირო წამლები.
  შოვში ყოფნის შემდეგ ლონდამ სახე იცვალა თითქოს, რომანტიკოსი გოგონადან სულამყაყებულ ობივატელად გადაიქცა. პარადოქსია არა?! ნათელას ასე ტუქსავდა:
- გოგო, მიკვირს და გამკვირვებია, სულელი ბევრი მინახავს და შენისთანას კი პირველად ვხედავ. ამ ექიმის მეტი პატრონი ძე ხორციელი არავინ არა გყავს, ნუ უბღვერ მაინც ამ კაცს. აი, ხედავ არსად, რომ არ იშოვება ისეთი წამალიც კი მოგვართვა ორივეს. ფუ, შენ ქალობას! ღმერთსა ვთხოვ ერთი შენი გიჟპოეტა ჩამოგივიდეს, „გაგაბედნიეროს” და გალოთებულმა თმებით გათრიოს... იმას ხომ არც ნერვები ექნება და იქნებ აღარც კაცობაც აღარ ჰქონდეს -გესლავდა ლონდა.
- გამანებე თავი! ნუთუ შენ არასოდეს არავინ არ გყვარებია? შემეშვი შენ საყვარელ დედ-მამას გაფიცებ. -თქვა ნათელამ, სახე ბალიშში ჩარგო და მწარედ აქვითინდა, ტირილით გული, რომ იჯერა გულის ძილით ჩაეძინა და ესიზმრა: თავს ბადრი დადგომოდა და ალერსიანად ეუბნებოდა: -ნუ გეშინია! მე უსათოოდ დაგიბრუნდები, ფეხზე წამოაყენა თვალები დაუკოცნა და საკოჭაოსკენ მიმავალ გზას გაყვნენ ერთად. წიწვნარში და ფოთლოვან ხეებში მზის შუქი იცრებოდა, მთის სიო ქროდა. ყვავილები დაკრიფეს თაიგულად შეკონა ბადრიმ და მას გაუწოდა. მერე პატარა მატარებელმა იკივლა („გუგულმა”). ორთქმავლის ბორბლების გუგუნის ხმაზე სუნთქვა შეუგუბდა, ჰაერი აღარ ეყო და უეცრად დაფეთებულს გამოეღვიძა. ისეთი ბედნიერებიც ხომ არიან ძილში, რომ გაეპარებათ ხოლმე სული. მწარედ გაიფიქრა საბრალო ქალიშვილმა, უპატრონო და მარტოსულმა ადამიანმა...
  ლონდა სულ მალე მომჯობინდა, საავადმყოფოდან გაეწერა და ნათელას სანახავად ერთხელაც არ მისულა. -არც მჭირია მისი მოსვლა, თუ მოვა დამგესლავს და გულსაკლავ რაიმეს მეტყვის. არიან მეგობრები ვიდრე შავი დღე დაგდგომია თავს, რომ გევლებიან, შემდეგ კი „ბზობის ყვავილივით” დაიკარგებიან!
  ბადრის მიმოწერის უფლება აუკრძალეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე „ბურში” მოათავსეს. კარგა ხანს ამყოფეს იქ, სამას გრამ ტალახივით შავ პურზე და ბალანდის ნარეცხზე. მოგვიანებით შეიტყო მისი წერილები ცენზორს დაუკავებია და შუამდგომლობა აღძრულა მისთვის, როგორც გამოუსწორებელი პიროვნებისათვის პატიმრობის ვადის მომატება დაუპირებიათ. მერე კი სხვა „რჩეულ პოლიტპატიმრებთან” ერთად სადღაც გასაიდუმლოებულ საბადოში გაუგზავნიათ ეტაპით. დამხვდურ პატიმართაგან შეიტყვეს ის უღრანი საბადო ყოფილა -სიკვდილის საუფლო! პატიმრები ბუზებივით იხოცებოდნენ, სიკვდილს კიდევ არა უშავს „ერთხელ სიკვდილი სჯობია მუდამ ჟამს დაღონებასა”, მაგრამ სულს, რომ ჯოჯოხეთური წამებით ამოგაცლიან ეს კიდევ ხომ უარესია. თუნდაც ცოტა ხანს იცოცხლო, რა სიცოცხლეა, იქ სადაც, მგლური ბრძოლაა არსებობისათვის და ღონე გამოლეული ძლივს-ღა დალასლასებ. მაგრამ ღმერთი თუ შენთან არის ეშმაკი ვერაფერს დაგაკლებს. მისვლისთანავე ბადრიმ ძლიერ მძიმე ტრავმა მიიღო და სტაციონარში მოხვდა, ტვინის შერყევის დიაგნოზით კარგა ხანს მოუხდა მკურნალობა. მერე კი როგორც ძალ-ღონე გამოლეული ეგრეთწოდებულ სანიტარულ ქალაქში გააგზავნეს. საბრალო დედამ ხმა ვერ მიაწვდინა თავის ერთადერთ შვილს ბადრის. სად არ ეცადა მისი ამბის გაგებას, მაგრამ მის კვალს ვეღარ მიაგნო. ვიღაცამ ურჩია რამოდენიმეჯერ თუ მიმართავ „შინ.სახ.კომს” იქნებ ვინმე ღვთისნიერი შეგხვდეს და პასუხი გაღირსოსო. მართლაც და ვიღაც „ღვთისნიერმა” პასუხი აღირსა: -ბადრი გიორგის -ძე დაბადებური ამა და ამ წელს გასამართლებული ამა და ამ მუხლით და სტატიით გარდაიცვალა ფილტვების ანთებით (შემდეგ შეიტყვეს თურმე რაღაც ტრაფარეტული ბლანკი ჰქონიათ და ყველას ერთიდა იგივე პასუხს ამცნობდნენ). იყვნენ ისეთი ჭირისუფლები, რომლებიც შიშის გამო თავის პოლიტპატიმარს აღარც კი კითხულობდა: -„მე ვკიცხავ და ვემიჯნები მას, როგორც ხალხის მტერსო”!
  საბრალო თამარი სულ შვილის გზას გასტიროდა, მაინც მოელოდა მას, თუმცა შავ ძაძებში გამოეწყო უკვე და სიონში მის სახელობაზე აწირვინა კიდევაც, თავის სულიერ მოძღვარს. მეზობლები ნუგეშის ნაცვლად ქოქოლას აყრიდნენ, ეჩხუბებოდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მის გამასხარავებაში. ბადრი კი მტრის ჯინაზე ცოცხლობდა და შინ დაბრუნების იმედსაც არა კარგავდა. მეზობლებს ზოგს მის ბინაზე ეჭირა თვალი, ზოგს კი მის ავეჯზე (რაც გადაურჩა კონფისკაციას), მათ შორის ყველაზე მეტად ერთი ღვარძლიანი, შინაბერა ქალი (რომელსაც უკვე „სასუფეველში” -კომუნისტურ პარტიაში შეძრომა მოესწრო, იგი იმ „წითელი პარტიზანის ქალიშვილი გახლდათ ბადრის დაპატიმრების დროს დასმენით, რომ ისახელა თავი. მას არც მეორე კარის მეზობელი ჩამორჩებოდა ქალბატონი სირანა პოღოსაშვილი, ისიც კომპარტიის წევრი და ერთი ბებერი მეზობლის „ნახლებნიკი”*1 გამოეჭირა სოფლიდან თბილისში ბედის საძიებლად ჩამოსული და თავისთან ზესიძედ მიეყვანა, მის დედას დებილი სიძე დიდ პატივისცემაში ჰყავდა, რადგან იცოდა მისი ავი, უხასიეთო ქალიშვილი კინაღამ გაუთხოვარი დარჩა. -მის სახელობაზე მამალ კატასაც კი არ დაუჩხავლიაო! -ხუმრობდნენ მეზობლები, ახლა კი მოხუცი დედა ზეიმობდა მთლად უპატრონო, რომ არ დარჩა... ჰყავდა ვაჟიშვილიც, მაგრამ ის მუდმივ „მივლინებაში” გახლდათ, რადგანაც რეციდივისტი იყო. სირანა ხშირად შეუხსნიდა ხოლმე თამარს სახლის კარს და გესლიანად ეკითხებოდა: -სადა გყავს შენი დოყლაპია შვილი, თუნდა გყოლია თუნდა არა! კაცი თუ კაცად არ ვარგა რისი მაქნისიაო. თამარი ითმენდა, მაგრამ ბოლოს მოთმინებიდან გამოსული მიუგებდა: -რა ვქნათ ყველა ბანდიტი ხომ არ იქნება. -ბანდიტობა რომ შეეძლოს შენ შვილს რა გიჭირდა, მთავრობაც უკეთესი თვალით შემოგხედავდათ! აი, ორიოდე წელი ძლივს მოტრიალდა თბილისში ჩემი ძმა და უკვე პარტიის რიგებშიც მიიღეს, როგორც მოწინავე მუშა (თუმცა ქარხანაში ხელი არ გაუნძრევია, მის მაგივრად იმისი „შესტიორკები” მუშაობდნენ). გამოგაძევეს შენი ბინიდან, სამზარეულო-ღა დაგიტოვეს და კუივით მობღუნძული ხარ! ენა გააჩერე და ჭკვიანად ეგდე, თორემ ორი-სამი პარტიული ამხანაგი ხელს მოვაწერთ და შენ შვილზე შორს გადაგკარგავთ!
- ბარაქალა თქვენს მიცვალებულს, აბა თქვენ იცით რასაც სიკეთეს იზავთ. -პასუხობდა მოთმინებიდან გამოსული თამარი.
- უყურე ერთი ამ მუდოს რაფერ წაიგრძელა ენა... ჩაიგდე ენა ქალბატონო თორემ იქინე წერია შენი შვილის „საგმირო ამბები”.
- იქინე ის კი არა წერია, რომ შენი ცოლი ბოზია, სიდედრი ნაბოზარი და ცოლისძმა ბანდიტი და რეციდივისტი? შე პატარძლად მობრძანებულო, თავს რატომ არ დამანებებთ...
- თავს მაშინ დაგანებებთ მაგ სამზარეულოდან, რომ გაგათრევენ და როგორც საქო კვინტრაძემ შეიერთა შენი ოთახები, ჩვენც შენ სამზარეულოს შევიერთებთ.
- ჩამოვა ჩემი შვილი და ისევ ყველაფერს დავიბრუნებთ, ისე დავიბრუნებთ, რომ მზე მაღლა იქნება. სულ მალე ახლა ის ახალი მეზობელის საქო (მისი ხეირიანად გაცნობაც, რომ ვერ მოასწრო მეზობლებმა) ლაყბობის მუხლით დააპატიმრეს და მის ნაცვლად თამარის ოთახებში მილიციის ლეიტენანტი ვლადიმირ გრიბოვი
-----------------------------------------------------------
* ნახლებნიკი - მდგმურად მყოფი, რომელიც სახლის პატრონთან იკვებება
გარკვეული თანხის საფასურად
-----------------------------------------------------------
შეასახლეს. თავისი ლამაზი მეუღლით და ძუძუთა ბავშვითურთ. სულ მალე ბატონი ლეიტენანტი ფრონტზე გაგზავნეს და ახლა მისმა მეუღლემ ნადეჟდა ვლადიმეროვნამ დაუწყო გინება თამარს: -შენ გაგვთვალე, როდესაც მოვედით და იმიტომ დავითარსეთო, თუმცა სრულიადაც არ ჩანდა დათარსული, ნაირნაირი „მეგობრები” მოდიოდნენ მასთან, უფრო ხშირად მამაკაცები. მოდიოდნენ ღამღამობით, დღისით კი ბაზრებზე ხორციან ღვეზელებს ყიდდა, ისე რომ არყის და პურის ფული სულ მუდამ ჰქონდა, ქმრის შოვნა კი მისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა, ყველა მამაკაცი თავის საკუთრებად მიაჩნდა, რადგან ძლიერ ლამაზი ქალი იყო. როდისღა ძინავსო უკვირდათ -უკვირდათ მეზობლებს, მისი სახლიდან მთელი ღამე ჩიჩოტკის ლაზათიანი ბაკა-ბუკი ისმოდა, პატეფონის ჩახლეჩილი ხმის თანხლებით და დილა უთენია უკვე უპატრონოდ მიტოვებული აკვნიდან ბავშვის ჩხავილი... ვლადიმეროვნა ღვეზელებით სავსე ქვაბით, რომელიმე ბაზრის თაღებქვეშ თავგანწირული გაჰკიოდა: -Gტჰჯ;რბ^, უჯჰზხბტ გტჰჯ;რბ! 
  ... ბავშვი შინ უპატრონოდ ჰყავდა მიტოვებული, არტახებში ჩაკრული ერთხელ შინ დაბრუნებულს ბავშვი ძლიერ მხიარულ გუნებაზე დაუხვდა, ბავშვს რაღაც სასწაულით ხელები შეეხსნა და მთელი პირისახე თხიერი განავალით მოსვროდა, როგორც ჩანს საბრალოს საკმაოდ მიერთვა კიდევაც... ვლადიმიროვნამ თავის (თანმოყოლილ) დაქალს უთხრა: დიდედისაგან გამიგია თუ ბავშვს ცოტაოდენი განავალი აქვს ნაჭამი ნიჭიერი გამოვა, კარგი მეხსიერება ექნება.
  თამარი ძლიერ მოაბერა, სულიერადაც დასცა შვილის გაუჩინარებამ. მაინც იმედით ცოცხლობდა. ერთ დღეს მოულოდნელად ნათელა ესტუმრა, ცოტა ხნით საავადმყოფოს ექიმს შინ წასვლის ნება დაერთო (ვიდრე პნევმათორაქს*1 გაუკეთებდნენ). თამარს გულში ჩაეკრა და ორივენი დიდხანს ქვითინებდნენ. ტირილით გული რომ იჯერეს თამარმა უთხრა: - შვილო ჩემსავით სულით კი ნუ დაეცემი. არ შეიძლება ჩემი ეჭვი არ გაგანდო: ჩვენ თავს რაღაც კარგი ამბავი არ არის, დიდი ხანია ბადრისაგან წერილი აღარ მიმიღია, ვიცი აღარც შენ არ გეხმიანება, იმისი დარდი ძალიან მაწამებს, მაგრამ შენი ბედიც ძალიან მანაღვლებს, შენც ხომ შვილივით მიყვარხარ... კვდებოდა და დედაშენმა სული მუჭაში ჩამბერა ჩემს გოგოს თქვენ გაბარებთო. ეგონა ბადრი დაბრუნდებოდა და... რა გითხრა, რა მეთქმის როგორც ჩანს იმას დაბრუნება აღარ უწერია, მეც საამქვეყნო აღარა ვარ. გირჩევ შენ მომავალზე იფიქრო, შენმა მეგობარმა გოგონებმა მითხრეს ვიღაც ძალიან წესიერ, ექიმ ბიჭს შეყვარებიხარ, შენ კი პირს არ უჩვენებ, უკმეხად ექცევი. შვილო შენ
-----------------------------------------------------------
*1 ფილტვის ტუბირკულოზიანი ავადმყოფების პროცედურა.
-----------------------------------------------------------  სერიოზულად ხარ ავად და საკუთარ თავზე იფიქრე, ვინ გიპატრონებს შინაბერად, რომ დარჩე. შვილები ყველას და ყველაფერს დაგავიწყებს. მე, რომ ბადრი მეყოლა, პირველად და უკანასკნელად მთელ ჩემს ცხოვრებაში ისეთი ღვთიური სიხარული ვიგრძენი, რომ მერე მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე აღარასოდეს აღარ განმიცდია
- სიკვდილს ვირჩევ ვიდრე... აღარ დააბოლოვა სიტყვა და ისე გავარდა ნათელა გარეთ. შინ აღარც კი შეუვლია. ხუდადოვისაკენ გასწია. სისხლს არწყევდა ისევ. ნათელას მდგომარეობა ისევ გაუარესდა, ტირილის თავიც კი აღარ ჰქონდა. მკურნალი ექიმის მეტი პატრონი მას აღარავინ ჰყავდა. ისევ პნევმატორაქსმა უშველა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სიცხეები გამონელდა, ჭამის მადაც მიეცა, თითქოს დაკარგული ხალისიც დაუბრუნდა. ერთ მზიან დღეს ლონდა და ლია ესტუმრნენ და თავისი თავგადასავლები უამბეს, მერე სხვათაშორის ჰკითხეს: -როგორ გაქვს გოგო საქმე, გაგიმჟღავნა რამე „სიძე შე ძველომ?”
- რა დროს ეგენია, სულის ამოსვლა მაინც მაცალეთ...
- აი ეს იები იმან გამოგიგზავნა, შოკოლადის ფილებიც, აქეთ მომავლებს გადასასვლელ ხიდთან შემოგვხვდა. -თქვა ლიამ.
- რა ნახა ნეტა შენში მაგ ჩურჩუტმა, თუ შენ არაფერს ფიქრობ მე დამითმე, ქმრად ივარგებს კარგი ბიჭია, საყვარლად კი მაგაზე კარგი ბიჭებიც გვებედებიან. მალე გამოკეთდი გოგო, ეს ჭკვიანი ჩიტუნა ორივე ფეხით გყავს მახეში გაბმული და ცოტა ხანს იჭიკჭიკოს, მერე კი პირი სტაცე და ჩაახრამუნე, ფისუნიავ! -უტიფრად ლაყბობდა ლონდა. -მალე გამოკეთდი, იცი მე და ლია რა კარგ დროს ვატარებთ?! რა „ვარიანტებია”, რა კარგი კამპანია გვყავს!
- ეგ კამპანია იყო, რომ კინაღამ ამას წინათ თავაწყვეტილი ლხინის დროს ღმერთი ისე განვარისხეთ, რომ კინაღამ მეხი დაგვცა თავზე უფალმა. -თქვა ლიამ და ნათელას ასეთი საოცარი ამბავი მოუთხრო: წინა კვირას ლონდას მორიგმა თაყვანისმცემელმა ყარამან კახათელიძემ მცხეთაში საქეიფოდ წაგვიყვანა, ერთ-ერთი საამშენებლო სამმართველოს უფროსია, იმდენი ავტომანქანით გავეშურეთ, რომ საქორწილო მაყრიონი გეგონებოდა ვარდ-ყვავილებში ჩაძირული ახალგაზრდები. ზედაზენის ტაძარს უცებ გარშემო შემოურბინეთ, მაგრამ არცერთი სანთელი არავის არ აუნთია, არც უფლისადმი ლოცვა აღუვლენიათ. უმალვე სუფრის თადარიგს შევუდექით. გოგოებს სუფრია გაშლას არც კი გვაცდიდნენ ყარამანის ქეშიყები. ეკლესიის დარაჯს რამოდენიმე მაგიდა ვთხოვეთ და დიდებული სუფრა გავშალეთ. ქეიფი გავაჩაღეთ, ხუთი მანდილოსანი და ხუთი მამაკაცი ვიყავით, ამდენივე მათი მომსახურე ქეშიყი. (მათ შორიახლოს ჰქონდათ გაშლილი სუფრა). თავიდან შესანიშნავი ამინდი იყო, მაგრამ უეცრად მოიღრუბლა, მთაში ხომ ამინდი უეცრად იცვლება. „ტრაბახში” ვიყავით შესულები, შეზარხოშებული და სუფრა აღარ 
-----------------------------------------------------------
*1 უკვე შექეიფიანებული
-----------------------------------------------------------
ეთმობოდათ, ვიღაცამ ცასაც კი შეუკურთხა შემთვრალმა და ასევე უწმაწურად ეკლესიის მსახურსაც, ტაძრის შიგნით სუფრის გაშლა მოსთხოვეს, რაზედაც ცივი უარი მიიღეს, იძალეს და თავისი გაიტანეს, ეკლესიაში, რომ შევიდნენ უკვე კოკისპირული წვიმით ყველა მაგრად გალუმპული ვიყავით.
- დამიჯერეთ, შვილებო! ეს ღვთის სახლია და აქ ღრეობა არ შეიძლება, ღმერთმა არ გიწყინოთ!
- წადი შენი ოხერი... და შენი ღმერთისაც! -ამყრალდა ვიღაც (უკვე გალეშვა, რომ მოესწრო) მოქეიფენი სუფრას მიუსხდნენ, ხოლო ეკლესიის მსახურები მწუხრისთვის ლოცვის აღსავლენად ემზადებოდნენ ბერთა სენაკს თავშეფარებულნი და ერთმანეთს ენაცვლებოდა მხურვალე წმინდა ლოცვა და გამომთვრალი ლოთბაზარების უშვერი გინება და ერთმანეთის თაყვანისცემით შეჯერებული სადღეგრძელოები, ქუჩური სიმღერის ჰანგებიც. ზოგი კინტიურს ცეკვავდა, ზოგი ტვისტს. ანაზდად მრისხანედ წამოიქუხა ცამ და წვიმამ უმატა. მოქეიფენი ერთ წამს შეკრთნენ, მაგრამ შემდეგ ისევ ალხეინად განაგრძეს ორგია. სადღეგრძელოს სადღეგრძელოები ცვლიდა, ქათინაურებს ლანძღვა-გინება, ზოგმა ჭინჭყლობაც წამოიწყო. კიდევ იელვა და ძლიერმა გრუხუნმა მთებს გადაუარა, ბერებმა სარკმლიდან დაინახეს, როგორ დაეცა ზედაზნის მთის წვერს მეხი. ცოტა ხნის შემდეგ მეხი ახლა განმეორებით დაეცა მთას. ბერებმა ლოცვას უმატეს, მოქეიფეებმა კი ღრიანცელს და ღვინის სმას. უცებ ტაძრის უკანა მხარეს -გალავანსა და სალოცავს შორის სივრცეში უზარმაზარი ცეცხლის დისკო გაჩნდა, გაისმა საშინელი არა მიწიერი ჭახანის ხმა და დისკო უშველებელ კოცონად გადაიქცა, ტაძარი მთლიანად იმ წითელ ცეცხლში დაინთქა ტაძრის კედლები, გავარვარებული გამდნარი ლითონივით ელვარებდნენ, ისეთი გულშემზარავი გრუხუნი იყო არავის ეგონა თუ ცოცხალი ვინმე გადარჩებოდა. დაფეთებული მოქეიფენი არაადამიანური ღრიალით ეზოში გამოცვივდნენ. მე შიშისაგან სახეზე ფერი აღარ მქონდა. წუმპეში მუხლებზე დამხობილი ღმერთს შენდობას შევთხოვდით ქვითინით, არანაკლებ შემკრთალი ღვთის მსახურნიც იძახდნენ -განკითხვის ჟამი მოვიდაო. რამოდენიმე მოქეიფემ სხეულის უცნაური დამწვრობა მიიღო. სამოსელი დაბუგული არ ჰქონდათ, სხეულზე კი წითელი გამოუცნობი ფორმის დამწვრობა აღენიშნებოდათ, დამწვარი კანი შეხებით ძლიერ მტკივნეული იყო. როცა კედლები ზანზარებდა ქვები ჩამოიფრქვა იატაკზე ტაძარში პატარა კენჭიც კი არ ეგდო, სუფრა კი სიპ ქვებს ჩაექოლა. ჭურჭელიც უცნაურად იყო დაზიანებული, დამსხვრეული კი არ იყო -ცეცხლს შუაზე გაეკვეთა. თეფშებიც, ჭიქებიც და პლასტმასის სამგზავრო ჭიქებიც კი შუაზე გახსნილიყო... თავზარდაცემულები უკან თბილისისაკენ, რომ ვბრუნდებოდით გზაში უცნაური დაგრეხილი ხეები გვხვდებოდა და უცნაური გუგუნი და ქარის სისინი მიგვაცილებდა. ეს ამბავი ზედაზენის ტრადიციული დღესასწაულიდან ზუსტად მესამე დღეს მოხდა -ვარდობის თვის 23-ში. სამი რიცხვი, რომ აკრძალულია ყველას მოგეხსენებათ. ლონდა ამ სასწაულმაც ვერ მოარჯულა, ლია კი ღრმად მორწმუნე შეიქმნა და ხშირად ლოცულობდა. ლოდნა ზოგჯერ დიდი ხვეწნა-მუდარით მაინც დაიყოლიებდა ხოლმე ღრეობებში. თუ ვილოცებთ ღმერთი შეგვინდობს, უცოდველი მხოლოდ ქრისტეაო. ღმერთს, რომ მოძულებული ვყოლოდით ჩვენ დავიწვებოდით, ისინი კი არა, ვინც ისე უცნაურად დასაჯა ღმერთმა.
  მართალია სიყვარულში ბედი არ წყალობდა ახალგაზრდა „ესკულაპს”, მაგრამ იგი ღვთისაგან მოძულებული როდი გახლდათ, მეცნიერების სარბიელზე დიდი მიღწევები ჰქონდა იმპერიის დედაქალაქში მოსკოვში ბრწყინვალედ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და ახლა უკვე დაგეგმილი ჰქონდა სადოქტორო დისერტაციის დაცვაც. მრავალი ქალიშვილი ნატრობდა მის „გამოჭერას”, მაგრამ მისთვის ნათელას გარდა სამყაროში სხვა ქალი არ არსებობდა, ეს მეოცნებე ჭაბუკი ზეცაში სახლობდა თითქოს, ცისფერთვალება, ოქროსფერთმიანი, ანგელოზივით სუფთა სულის გახლდათ, გულუბრყვილო და კეთილი, იმდენად დარცხვენილი, რომ ხშირად სასაცილო მდგომარეობაში ვარდებოდა. ამის გამო ერთხელ ღამის მორიგეობის დროს ნათელას პალატაში ფეხაკრეფით შევიდა და მძინარეს შორიახლოს ჩამოუჯდა. ქალიშვილი კვნესოდა, ჭაბუკს სიბრალულით გული ევსებოდა. ხელში ვარდების თაიგული ეკავა და შოკოლადის ფილები. დაბნეულობის გამო ისიც კი ვერ მოეხერხებინა, რომ ნათელას საწოლთან მდგარ მაგიდაზე დაედო... ვაი თუ გაეღვიძოსო. -„საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულნაკლულად”. ნათელამ თითქოს იგრძნო ძილში, რომ ვიღაც უმზერდა და თვალი გაახილა: -მე ისევ სიზმარში ვარ თუ ნამდვილად თქვენ ხართ ექიმო.
- მე ვარ საყვარელო, მე! -სასოებით წარმოთქვა ჭაბუკმა, ვიფიქრე ძილის წინ კიდევ ერთხელ დამეხედა თქვენთვის და მეკითხა თავს როგორ გრძნობთ.
- ახლა არა მიშავს, თქვენი დახმარებით ალბათ მალე მთლად გამოვჯანსაღდები და მადლობა რით გადაგიხადოთ არ ვიცი, მე ხომ არავინ და არაფერი აღარ მაბადია ქვეყნად.
- რატომ გგონიათ ასე, ცდებით! არის ამ ქვეყნად ადამიანი, რომელსაც თავის თავზედაც მეტად უყვარხართ, მაგრამ ვერ გაუბედია ეს გაგიმჟღავნოთ.
- მართლაც ოდესღაც იყო ასეთი პიროვნება, მაგრამ ის უკვე ამ ქვეყნად აღარ არის. -თქვა ცრემლებმორეულმა ქალიშვილმა. არა მგონია მე მასავით ვინმემ შემიყვაროს და მეც ვინმე მიყვარდეს. ის მოკვდა და ასე ვფიქრობ მე ცოცხალი მიცვალებული ვარ, ბედის დაცინვაა მის შემდეგ მე, რომ ვცოცხლობ.
- არ შეიძლება ასე ცოცხლად თავის დასამარება. ჩვენ ყველანი ღვთის მიერ რაღაცა მისიის შესასრულებლად ვიბადებით.
- ეს მხოლოდ ლამაზი რიტორიკაა, ჩემო კეთილო ექიმო! მე ჩემი კუთვნილი სიყვარული და სიხარულიც წამართვეს... მიყვარდა ერთი მეოცნებე უცნაური ბიჭი, ადრიანი ბავშვობიდან ერთად, რომ ვიზრდებოდით, მიყვარდა ამ ქვეყნად ყველაზე მეტად, წამებით ამოხადეს საცოდავს სული... „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან შვილნი სოფლისა, უნდა კიდევაც მივსდიოთ მას გვესმას მშობლისა”.
- დიახ სწორედ ეს „მაგრამ” არის ზოგჯერ ძნელი ასატანი ნათელა! რომ გავბედო და გითხრათ, ის კაცი მე ვარ, ვისაც თავის თავზე უფრო მეტად უყვარხართ და ვისაც ყველაზე მეტად უფრთხიხართ! რას მეტყოდით პასუხად?
- არ ვიცი, ალბათ თქვენ არჩევანში ცდებით, მე თქვენ გიყურებთ, როგორც ძმას, როგორც კეთილშობილ მეგობარს და ერთგული მეგობრის მოტყუება ხომ უდიდესი ცოდვაა. ვთქვათ მოხდა სასწაული და ის დამიბრუნდა ვინც ჩემთვის სათაყვანო და საოცნებო ხატი იყო, მაშინ რაღა ვქნა შევიძლებ გული და გრძნობა გონებას დავუმორჩილო? უამრავი ღირსეული ქალია თქვენს ირგვლივ, შეიძლება მე თქვენი ღირსი არა ვარ და რატომ სხვა არჩევანს არ გააკეთებთ.
  მივბაძოთ გამოცდილ რომანისტებს და ჩვენც „გამოვტოვოთ რამოდენიმე წელი”. ნათელა უკვე განიკურნა, გრძნობას გონება დაუმორჩილა და თავისი მკურნალის მეუღლე გახდა. ლონდას მიერ დასმული დიაგნოზი ასი პროცენტით გამართლდა: „სიძე შე ძველო” ნამდვილი ჯელტმენი აღმოჩნდა, ნათელასა და თავის პატარა პირმშოს ბადრი დაარქვეს. დედობის გრძნობამ ნათელას სულში თითქმის სხვა ყველა კვალი წაშალა, შესაძლოა ბედნიერადაც კი ეგრძნო თავი ან უბედნიერესადაც კი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. მოხდა საოცრება და საყოველთაო ამნისტია გამოაცხადეს, რომელიც პოლიტპატიმრებსაც შეეხოთ და ბადრი მიუსავლეთიდან დაბრუნდა. ჩამოსვლამდე ბადრიმ დედასთან საჩქაროდ დეპეშა აფრინა: მალე ჩამოვალ, გკოცნი შენი ბადრი. პოღოსაშვილმა (თავისი „პატარძლითურთ”) და შინაბერამ „პრეს კონფერენცია” გამართეს, სადაც ავტორიტეტულად ამტკიცებდნენ ეს ამ ბებერი მელას -თამარის ოინებია, იმან გამოაგზავნინა დეპეშა ვიღაცას, თორემ როდის იყო მკვდრები ბრუნდებოდნენო. მათი პროგნოზი, რომ არ გამართლდა ერთ ხანს გაისუსნენ, მერე კი ახლად ჩამოსულ ბადრისაც შეუტიეს, ის კი ძაღლადაც არ აგდებდა, თავს არ უყადრიდათ, უფრო დიდი მტრები ჰყავდა და დიდი პრობლემები მოსაგვარებელი: ბინის დაბრუნება და რეაბილიტაციის საქმე. სამუშაოც ხომ უნდა ეშოვა სადმე (თბილისში ცხოვრების უფლება არა გაქვსო ამცნეს). ცოტა თუ ბევრად პატიმრობაში სამთო საქმეს დაუფლებული იყო და დროებით ტყიბულში არჩია წასვლა. როგორც გამოცდილ მუშაკს უმალვე ბრიგადირობა მიანდეს, მაღაროელებს ხელფასი დიდი ჰქონდათ და ბადრი დანგრეული ოჯახის აღდგენას იმედოვნებდა. მძიმე სამუშაოს შესრულება უხდებოდა, მაგრამ ყოველთვის პოულობდა დროს დედასთან ჩასასვლელად. თბილისში სადაც ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, როგორც „ქვეყნის დამანგრეველს” რეაბილიტაცია არ მისცეს, როგორც ჩანს სატრაპებს ყველაზე მეტად სიტყვისა ეშინოდათ, მართალი სიტყვის... და ვაი თუ გაწამებულ კაცს კიდევ რაიმე წამოსცდენოდა.
  ბადრიც ფხიზლობდა, ფიქრობდა: იცის ბატონმა მგელმა ვინ შეჭამოს და ამიტომ ერთი ხელი საცვლები და ლოგინი გამზადებული ჰქონდა და ელოდა, როდის მოუქუხდებოდა ცა რისხვით, თუმცა უკვე ხორციელად პროლეტარიატს ეკუთვნოდა, მისი სულიერი ძმობისა „კაცთმოყვარე პროლეტარიატის ქურუმებს” არ სჯეროდათ მაინც. ღამ-ღამობით (უფრო შუაღამის ჟამს) ძილ-ბურანში „ძვირფასი სტუმრების” რკინის ქუსლიანი ჩექმების ბრაგაბრუგი ჩაესმოდა და როგორმე თუ გულის ძილით ჩაეძინებოდა მაშინაც, სიზმრადაც ან რკინის გისოსებაფარებული ფანჯარა ეჩვენებოდა, ან სარეჟიმო ბანაკის მავთულხლართები და პირქუში გუშაგი.
  იმ დღესაც დედასთან, თავის სახლში სტუმრად, რომ ჩავიდა. დედას მიესალმა, მიეალერსა, მაშინვე სამგზავრო ჩანთა შეამოწმა, რაიმე საჭირო ნივთი ხომ არ დამავიწყდაო. -დედა დღემდე მახსოვს კატები, რომ გეჯავრებოდა, მე კი როგორც ბავშვს ძალიან მიყვარდა, შენი ხვეწნა-მუდარის შემდეგ თვალახვეულ კატას სადღაც შორს გადავაკარგვინებდით ვინმეს, მაგრამ ჩემი ფისუნია ისევ სულ უკან ბრუნდებოდა. ნუ გეშინია მეც კატის სული მიდგას, სადაც არ უნდა გადამკარგონ ისევ შინ დაგიბრუნდები.
- თუ გადასახლება გაკმარეს მეც ყველგან თან გამოგყვები, უშენოდ მე ვეღარ შევიძლებ ყოფნას შვილო.
- დედა! მოხუცი ხის გადანერგვა უგნურებაა. -არის ასეთი გერმანული ანდაზა, თუმცა რაღა სულ საზარელ ამბებზე უნდა ვიფიქროთ და არა იმას, რომ ჩამქრალი კერის გაჩაღებასაც შევძლებთ და ბედნიერიც ვიქნებით. გეყოლება მოსიყვარულე, სათნო რძალი, ლამაზი და ალერსიანი ბავშვები. ძველი მწუხარება კი შარშანდელი თოვლივით დაგვავიწყდება. -ეუბნებოდა ბადრი თავის დედას, მაგრამ საკუთარი სიტყვებისა თვითონ არ სჯეროდა. ამ საუბარში, რომ იყო ვიღაცამ კარზე დააკაკუნა (საკმაოდ ენერგიულად). დედა-შვილს ემცხეთა: კარებთან ვიღაც უცნობი, ლამაზი გარეგნობის, ფორმიანი, ახალგაზრდა მაიორი იდგა.
- თქვენ ბრძანდებით ბადრი ხირსელი? !
- დიახ! Lჯ,ჰჯ გჯ;ფკჯდფნმ! გელოდით! უცნობმა მხრები აიჩეჩა გაოცებულმა. -შემობრძანდით ბატონო! სხვები სადღა არიან? წასვლის წინ გზა მაინც დამილოცეთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მეც ხომ ქართველი კაცი ვარ.
- დედა, აბა შენ იცი, ყოჩაღად დახვდი სტუმრებს, ვინ იცის იქნებ უკანასკნელად შლიდე სუფრას ჩემთვის და „ჩემი მეგობრებისათვის”. სტუმარი სკამზე უხერხულად იშმუშნებოდა.
- ბატონო რაღაც გაუგებრობაა... იცით მე აქ იმისათვის გეახელით რომ... -ვიცი ბატონო მაგ გაუგებრობის გამო გახლდით სწორედ იმდენ ხანს მიუსავლეთში გადაკარგული, მზად ვარ ახლაც...
- მე მინდა გითხრათ, რომ სასიკეთიოდ ვარ მოსული. -ღიმილით წარმოსთქვა სტუმარმა და თან გაიფიქრა: მე მგონი იმდენი წამების შემდეგ სრულ ჭკუაზე აღარ არის ეს უბედური და რაღა ღვინო უნდა. -დედაჩემო ცოტა სწრაფად, ალბათ ძლიერ ეჩქარებათ ჩვენ სტუმრებს.
- ვინ სტუმრებს ბატონო, მე აქ სხვას ვერავის ვერ ვხედავ ჩვენს გარდა -შეწუხებული თვალებით მიმოიხედა მაიორმა და დასძინა: მე არც მეჩქარება სადმე და სიამოვნებით დაგილოცავთ გზას, მაგრამ წასვლის წინ მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ.
- ვიცი არსად გამქცევი არ ვარ, რადგანაც მაშინვე დედაჩემს დასტაცებთ ხელს და დააპატიმრებთ, თორემ რომელიმე ბანაკიდანაც კი შევიძლებდი გაქცევას.
- აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! - ეს ჩვენი გაცნობისა იყოს, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, გაგვიმარჯოს და რადგანაც ცოტა დრო გვაქვს, მოკლე სადღეგრძელოებით შემოვიფარგლები. პირველ ყოვლისა ჩვენ სათაყვანო და მტავალტანჯულ დედებს გაუმარჯოს. ორივემ გამოცალეს სასმისები. თამარმა ოდნავ მოსვა ღვინო და მადლობა გამოთქვა.
-ახლა კიდევ ერთ უძვირფასეს სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ. მოდით ჭეშმარიტ, დიდ სიყვარულს გაუმარჯოს. პირველ და უკანასკნელს, რომლის ცეცხლსაც ვერც სიშორე და ვერც გულსაკლავი განშორებაც ვერ აქრობს, პირიქით უფრო აღვიძებს. მე მყავდა ასეთი საყვარელი ადამიანი... ალბათ თქვენც გეყოლებოდათ. -გაუმარჯოს, გაუმარჯოს!
- გაუმარჯოს და ბედნიერება ვუსურვოთ, თუნდაც სამუდამოდ სხვისი იყოს უკვე.
- რა ერქვა თქვენს მეგობარს ბადრი?
- ნათელა... სტუმარი ფეხზე წამოიჭრა, გულში ჩაიკრა და წამოიძახა: -სწორედ ისეთი ღვთის კაცი ყოფილხარ, როგორსაც ნათელა მიხატავდა თქვენს თავს, მე იმისი დეიდაშვილი ვარ ლერი, ნუთუ არ გახსოვს ის პატარა ბიჭი, ზუგდიდში სტუმრობის დროს მუხლზე რომ გეჯდა და ლექსებს გეჭიკჭიკებოდა?!
- რაღას გიცნობდი, რამხელა ვაჟკაცი გაზრდილხარ, როგორ გამოცვლილხარ -უთხრა ბადრიმ და ისევ გადაეხვია. კიდევ ბევრი სადღეგრძელო ითქვა. წასვლის წინ ლერიმ გაუმჟღავნა, რომ ნათელამ გაიგო თუ არა ბადრის დაბრუნების ამბავი ქმართან განშორება განიზრახა და შენ თუ ისურვებ დღესვე თანახმაა დაგიბრუნდეს.
- მე ის იმავე გრძნობით მიყვარს, მაგრამ რადგანაც მისი გაბედნიერება არ ძალმიძს, მხოლოდ ამ მიზეზით ვამბობ უარს, ხომ ხედავ ბარგი შეკრული მაქვს და  სულ იმის მოლოდინში ვარ როდის გამიყენებენ შორეულ გზას.
- კი, მაგრამ ახლა ხომ სულ სხვა დროა?!
- დიახ, თითქოს სხვა დროა, დრონი იცვალნენ, ჩვენ კი არ შევცვლილვართ. არც ისინი და არც მე. ნათლად მაქვს შეგნებული: „თავისუფლების მტრები ჩემი მტრები არიან და მძულან ისინი” - თუ გახსოვს ასე თქვა შონიემ ვიდრე თავს მოკვეთავდნენ. ვითომ თავისუფლება გვიწყალობა პროლეტარიატის ახლად გამომცხვარმა ბელადმა და მტკვრის სანაპიროზე ჯერ კიდევ არ გამშრალა სისხლი, გრანიტს ისევ ატყვია მისი ბრძანებით დახვრეტილი ახალგაზრდების სისხლი და ნატყვიარებიც. მომავალწართმეული კაცი ტყიბულის მაღაროში ვბინადრობ, შავ მაღაროში, ისევ გასახლებული ვარ და არც ვიცი როდემდის, შემირცხვენია ასეთი შეწყნარება.
- ბატონო ბადრი სწორედ ისეთი კეთილშობილი ყოფილხარ, როგორიც მეგონეთ. -უთხრა გამომშვიდობებისას ლერიმ.
  დაზამთრდა. ქალბატონი თამარი ხშირად ავადმყოფობდა, ცოტახანს კლინიკაშიც იმკურნალა, მაგრამ თავი უარესად იგრძნო. თავის მშობლიურ სოფელში მოითხოვა წაყვანა. ბადრიმ უფასო შვებულება აიღო და თან წაყვა დედას.
  დიდთოვლობა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა თამარმა პირველ ყოვლისა თავისი მამა-პაპისეული სახლ-კარის ნახვა მოისურვა. ვაჟიშვილმა თბილად შეფუთნა და მანქანით აიყვანა სანუკვარ სახლთან. დედა თავისი ფეხით ავიდა ეზოში აღმართზე. საოცრება არ არსებობსო ნურავინ იტყვის ხვავრიელად რომ თოვდა და მზე სქელი ნისლის პირბადე ჩამოფარებული ჩანდა, ანაზდად პირბადე გადაიხადა და მოსულთ შეღიმათ, შემდეგ კი თითქოს რაღაც დიდი ხნის წინ განცდილი მოაგონდა და ატირდაო... მზე პირს იბანდა თეთრი ფიფქებით, სპეტაკი ფანტელებით. სახლი დიდი ხნის გაყიდული იყო, მაგრამ მისმა ახლანდელმა პატრონებმა მაინც იცნეს და ისინი სტუმრად შეიპატიჟეს. ცოტა ხნის შემდეგ მანქანაში, რომ სხდებოდნენ დედამ ახლა მართაანთ უბანში მოისურვა ჩასვლა თავისი ძალოს სახლში. აღარც ძალო და აღარც ბიძა აღარ იყვნენ ცოცხლები, მაგრამ მათი მრავალრიცხოვანი ნაგრამი ჯერ კიდევ არ თმობდა მამა-პაპისეულ კერას და არც ძველ ადათ-წესებს ივიწყებდა. მათ დანახვაზე მხიარული ყიჟინა დასცეს და უზომოდ გაიხარეს. მყისვე ლაზათიანი სუფრა გაიშალა და ერთმანეთს მოესიყვარულნენ. ყველაზე უფრო მოწიწებით ტიტიკო პაპა გაიხსენეს, პირქუში სახის, გულჩათხრობილი, ჯიუტი, მაგრამ უსაზღვროდ კეთილი კაცი (ზედმეტ სახელად ღრუბელას ეძახდნენ) მას უფროსი ქალიშვილი სიღნაღში ჰყავდა გათხოვილი, რაიკომის მდივანზე, სიძე მისი ძალიან გულითადი, მოსიყვარულე ახალგაზრდა კაცი ოცდაჩვიდმეტ წელში დახვიტეს. ღრუბელა კოლექტივიზაციის დროს ჩამორთმეულ ქონებას ნაღვლობდა, როგორც სიძის დაკარგვას და კუბოს კარამდე იგლოვდა. სიკვდილის წინ რომელიღაც შვილმა ხუმრობით უთხრა: -მამა ჩვენები შემოვიდნენ, კომუნისტებს კუდით ქვა ასროლიესო. სახეზე კმაყოფილების ღიმილი გადაეფინა სულთმობრძავს და თქვა: -ეხლა მშვიდად წავალ ჩემს საყვარელ მშობლებთან, ჯავრს არ ჩავიყოლებ მიწაშიო.
  სულ მალე ქალბატონმა თამარმაც თავი ისე ცუდად იგრძნო, რომ სოფლის საავადმყოფოში კი ვეღარ მოხერხდა მისი გადაყვანა, მისი ადგილიდან დაძვრა არ შეიძლებოდა, რადგანაც ტვინში სისხლი ჰქონდა ჩაქცეული და მარჯვენა ხელ-ფეხის დამბლა. ამაოდ დატრიალებდნენ თავს საბრალო ქალს თბილისიდან ჩამოყვანილი ექიმები. კიდევ ერთხელ მოეგო იგი გონს სიკვდილის წინ, ყველა დალოცა, მერე ჩაეძინა და თითქოს მეტი წამებისათვის აღარ გაემეტა მოწყალე უფალს -ძილში გაეპარა ტანჯული სული.
  იდგა დედის საფლავთან ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი, უხმოდ ტიროდა და მთლად მარტოსული, მწუხარე თავისავით გაჭაღარავებულ კვიპაროსებს უმზერდა, რომელნიც თოვლის სიმძიმის გამო უმოწყალოდ წელში მოხრილიყვნენ, თან ასე ფიქრობდა: -იქნებ მეც უკვე ადამიანი აღარ ვარ, იქნებ მეც რომელიმე მათგანში განვსახიერდი, ჩემი სულიც მათში ჩასახლდა?! ამიერიდან მეც უნდა ხესავით გავხევდე და ვდუმდე... ნუთუ მხოლოდ მკვდრებსა აქვთ სიტყვის თავისუფლება ამ დამპალ საბჭოთა კავშირში. ალბათ ასეა: -„მხოლოდ მკვდრებს აქვთ სიტყვის თავისუფლება, მხოლოდ მკვდრებს აქვთ უფლება სიმართლე ილაპარაკონ”.*1 მაშინ სიმუნჯე და ხედ გადაქცევა სანატრელი ყოფილა.
  თავზე ყორანმა ყრანტალით გადაუფრინა და იმ მწარე ფიქრებიდან იმან გამოარკვია, გამოფხიზლდა დანაღვლიანად წარმოთქვა: გაზაფხული მოვა, უსათოოდ მოვა, თქვენ მხრებს თოვლის სიმძიმე აღარ შეაწუხებს, მაგრამ კიდევ დიდხანს იქნებით დიდი ზამთრის მერე წელში მოხრილი და მწუხარენი. არა! მე არასოდეს არ ვიქცევი არც უგრძნობ ხედ და არც მიცვალებული ვიქნები. თუ არ გავხდი ბედნიერების ღირსი, ვიბრძოლებ სხვისი ბედნიერებისათვის, ვიბრძოლებ თავგანწირვით. „კართაგენი უნდა დაინგრეს”! დიადი ქარიშხალის და მეხთატეხის სიახლოვეს ვგრძნობ გუმანით.

  1957 წელი
-------------------------------------------------------------------------------------
* მარკ ტვენის სიტყვებია
-------------------------------------------------------------------------------------


     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები