ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2008


ჯერ არც ჩენილო მიწადო (ჩემ მომავალ შვილს)

ვახ რახელ შემყვარებიხარ,
ჯერ არც ჩენილო მიწადო,
შენი მწამს, შენვე გაღმერთებ,
სხვა არც რა მინდა ვინატრო.
ყოველ-დღე გაწერილი მაქვს,
თუ რახელ უნდა გაგზარდო,
ქალავ კარგი და ტკბილი ხარ,
მაინც ვაჟ უნდა ვინატრო.
შვილო დაგისვავ მუხლზედა,
თავზე ხელს გისვამ მამურად,
ცხოვრების წვრილმანს გაგიმხელ,
არც რას დავწირავ მალულად.
გეტყვი ვინ ხარ და საიდან
მოდის ეგ შენი ფესვები,
გირჩევ თუ როგორ იცხოვრო,
მტრები არად გინდ ბევრები.
ჩუმად გაკოცებ მძინარეს
თმებს გადაგვარცხნი შუბლზედა,
მინდა, რომ მკლავზე გაძინო
მალმალ მიგიკრო გულზედა,
ქალავ – ხატიას დაგარქმევ, 
ჩემთვის ხატიც ხარ, ღმერთიცა,
ვაჟავ – შენ კიდევ ალუდას
თუკი შენ თავი მეღირსა.
წაგიყვან მთაში განახებ
დიდრონ მთებს, უღრან ტყეებსა
იმ ნაქვაბურასც მოვიძევთ,
ერთდროს რომ ეპყროთ დევებსა,
ღმერთო, რამხელა სითბოა,
თუნდ მხოლოდ სიტყვა – შვილოში,
მე, გულის კარებს მიქანებს
და ვამბობ დაბალ კილოში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  უმა თურმანი ვულოცავთ დაბადების დღეს