ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2009


ქალურს ნუ მიყურებ! სირცხვილია

  .



  ქალურს ნუ მიყურებ! ჯერ ბავშვი ვარ.
  სხეულს ბავშვური აქვს გამოხედვა.
  მინიც არ მაცვია აცდენილი
  მუხლებს, ლოყებს ვმალავ ნაკოცნებს და
  თავს ვხრი, შეუპოვარ გამოხედვას
  თუკი წავაწყდები შენნაირად.
  ქალურს ნუ მიყურებ, ჯერ ბავშვი ვარ,
  მალე გაგექცევი, ვერ ავიტან.
  ფეხი ფეხზე თუკი გადავიდე,
  კი ნუ დამანათლავ ქალურობას.
  სახეს არ ვიღებავ ფერად-ფერად
  საღებავით, არც ვიღიმი დაუნდობლად...
  ისევ სათამაშო მიკიდია
  ბავშვურ ჩანთაზე და ვათამაშებ.
  ქალურს ნუ მიყურებ, სირცხვილია,
  და ნუ შემადარებ ლამაზმანებს,
  ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე,
  სხეულის მწველად რომ გიღიმიან.

  ჯერ ბავშვი ვარ მეთქი, ნუ მიყურებ
  ქალურს, სირცხვილია! სირცხვილია!






                                                                                                                                                                          __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები