 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 30 ნოემბერი, 2009 |
როცა ძილისფრად მღელავ მიმოზებს მშობლიურ თოვლში მზე ეწვათ წინათ, მათ სივრცეები გადაილოცეს და თეთრ საბანში უსამნოდ სძინავთ... მაშინ წამწამებს მოჰგვარა ძილმა გადაფითრების ლანდი – მსახური; და ჩაესვენა ასეთი ხილვა თვალებს უდროო და უსახური.“ ეხლა კი თოვის თეთრი კვირტები აწ გარდასულის როცაა განცდა, თითქოს იმავე თოვლს ვაკვირდები შენი სურნელის დაღი რომ აჩნდა... და მონანავე დაფნათა ნებზე მხოლოდ წამების ვრჩები უფლებით ვინც ანგელოსთა დამტვრეულ ფრთებზე შანდლებთან დემონს ვესაუბრები. წელიწადებმა – ზღვად მეამბოხეს – შეფარებულმა ცისფერ მანტიებს, ნააღსარები „ან აქ რად მოხველ!“ სცადეს და... მაინც ვერ მაპატიეს. როგორ იწამა სულმა ამაზე, უწინ უძველეს ღვინის მხლებელმა რომ ვერ დაფარა ის სილამაზე, სხვა, დიდთოვლობის ნელსაცხებელმა. რომ აქავეა რაც კვალში მსდევდა, პოეზიათა ვარდისფერ თაღში, ვით ერთი მგოსნის ძვირფასი სევდა „დღეს გოგონები არ წავლენ ბაღში!“ ცივ უდაბნოში რომ გადაენთო რასაც სიმშვიდე საკმელად იხვევს... და მხოლოდ ეჭვის ეხლება ექო, ბევრ, უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს... და ვით ბუალო ვჭედდი ჭიანურს, ვეტოლებოდი ჰანგით ბუნებას, ვეძებდი იმ ზეადამიანურს რითაც ვპოვებდი განადგურებას. მეკარგებოდა გზად ნაბიჯები თუმც პორფირები მესხა სამეფო, სულს დაბინდებით ვიმახინჯებდი, რომ ძეწმინდისა უკეთ გამეგო. მე, სიყვარულის ჩაწყვეტილ სიმად ვესიზმრებოდი მღელვარე ქალებს, როცა ნამქერნი იმკობდნენ მძივად მეტყველი მზერით დახუჭულ თვალებს და თეთრ ხელთათმანს ისევ მესვრიან მწვანე ნაძვები ძველი ცდუნებით მგოსნის სიცოცხლე ერთი ლექსია ყოველდღიური სათაურებით. რომ დუელშია სულთან ფარულად მგოსნის გენია ეტლებად მქროლი, და მზემოკლეობს უსიყვარულოდ ვით მირჰაკანით მოსული თოვლი. მაშინ შხამისაც შვებაა მირქმა, დაუნანებლად ცოდვილი თავის, როცა დაცემულ ფარდების მიღმა აპრილმისჯილი ზამთარი ბღავის. მაშ მდუმარებას რატომ ვერ არღვევს, ნებზე ნებივრად მწოლი ნაგანი, თუ ეყვავილა უცხო მებაღეს, ერთი პრინცესა იმათთაგანი; ან დაღუპული ხომალდის აფრებს დღეის ქროლვები საიდან ხრიან, რად მოდის თოვლი ყოველთვის ადრე, გაზაფხული კი ძალიან გვიან. ან ამ მოთმენას ვისთვის მავალებს, გველთა ეპოქა ცურებცბიერი, რომ ვათაყვანო ჯორდანო ალებს და გილიოტინს რობესპიერი. მახსოვდეს თოვლი შორი და მშვიდი იმ წუხილების თანამეთოვე, შენს ნაფეხურებს სუნთვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე და დღეს ჩვენებაც, ელამ – რიოში მზერას სერავდეს ავლებად დაშნის, რომ შენ მიდიხარ ძილისფერ თოვლში და შენს ნაკვალევს არავინ არ შლის.
2009 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. გამოსირებულოოოოო..მენატრები...შენთან ჩახუტება მინდა თრაკოოოოოოოოოოოოოო.......................
გამოსირებულოოოოო..მენატრები...შენთან ჩახუტება მინდა თრაკოოოოოოოოოოოოოო.......................
39. აუ ეს ბოროტი სმაილი რა უბედურებაა :( ამის დაწერა მინდოდა :) კიდე ეს მომეწონა განსაკუთრებით
რად მოდის თოვლი ყოველთვის ადრე, გაზაფხული კი ძალიან გვიან.
აუ ეს ბოროტი სმაილი რა უბედურებაა :( ამის დაწერა მინდოდა :) კიდე ეს მომეწონა განსაკუთრებით
რად მოდის თოვლი ყოველთვის ადრე, გაზაფხული კი ძალიან გვიან.
38. და თეთრ ხელთათმანს ისევ მესვრიან მწვანე ნაძვები ძველი ცდუნებით მგოსნის სიცოცხლე ერთი ლექსია ყოველდღიური სათაურებით.
:) და თეთრ ხელთათმანს ისევ მესვრიან მწვანე ნაძვები ძველი ცდუნებით მგოსნის სიცოცხლე ერთი ლექსია ყოველდღიური სათაურებით.
:)
37. ხშირად ამხელა მოწულობის ლექს ძალით ჩავიკითხავ ხოლმე...აქ კი...
ემოცია ბოლომდე მიმყვა... ხშირად ამხელა მოწულობის ლექს ძალით ჩავიკითხავ ხოლმე...აქ კი...
ემოცია ბოლომდე მიმყვა...
36. ეს ლექსი თუ ბოდვა, ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია. მართლაც მოურჩენელი. ეს ლექსი თუ ბოდვა, ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია. მართლაც მოურჩენელი.
35. რამ გადარიათ ეს ქალები! რამ გადარიათ ეს ქალები!
34. შენს ნაფეხურებს სუნთვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე 5
შენს ნაფეხურებს სუნთვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე 5
33. და ისევ ამ თოვლთან მოვედი :) შეფასება დამავიწყდა კითხვაში გაბნეულს ;;) და ისევ ამ თოვლთან მოვედი :) შეფასება დამავიწყდა კითხვაში გაბნეულს ;;)
32. ბოლომდე გაგყვა ძალა.(მცულობითია ლექსი) ამითაც ჩანს, რომ მაღლა დგახარ! :) ბოლომდე გაგყვა ძალა.(მცულობითია ლექსი) ამითაც ჩანს, რომ მაღლა დგახარ! :)
31. va, kaia, 10 wutshi dagirekav mashin va, kaia, 10 wutshi dagirekav mashin
30. batono levan, tqven rom nomeri momecit iq mitxres aq agar iqnebao, sxvanairad ver dagikavshirdebit? batono levan, tqven rom nomeri momecit iq mitxres aq agar iqnebao, sxvanairad ver dagikavshirdebit?
29. მიიღეთ ჩემი მოკრძალებული 2-იანი და გულწრფელი მოკითხვა მიიღეთ ჩემი მოკრძალებული 2-იანი და გულწრფელი მოკითხვა
28. თითქოს იმავე თოვლს ვაკვირდები შენი სურნელის დაღი რომ აჩნდა...
დ ა ვ დ უ მ დ ი! აი ლექსი! შე,პოეტო შენა...:)
არასოდეს დამავწყდება,კუსტბაზე მოწყობილი ლამაზი პოეზიის საღამო... მიხარია რომ ერთხელ მაინც ნმოვისმინე შენი წაკითხული ლექსი...:)
თითქოს იმავე თოვლს ვაკვირდები შენი სურნელის დაღი რომ აჩნდა...
დ ა ვ დ უ მ დ ი! აი ლექსი! შე,პოეტო შენა...:)
არასოდეს დამავწყდება,კუსტბაზე მოწყობილი ლამაზი პოეზიის საღამო... მიხარია რომ ერთხელ მაინც ნმოვისმინე შენი წაკითხული ლექსი...:)
27. მართლა ძალიან მომეწონა, მაგრამ მგონია, რომ უფრო ლაკონურად უნდა იყოს ლექსის შინაარსი შეკრული და კარგად აღქმადი და ეფექტური იქნება :)
მართლა ძალიან მომეწონა, მაგრამ მგონია, რომ უფრო ლაკონურად უნდა იყოს ლექსის შინაარსი შეკრული და კარგად აღქმადი და ეფექტური იქნება :)
26. მომეწონა .. მთლიანი ლექსი .. მშვენიერია !!
შენს ნაფეხურებს სუნთვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე... მომეწონა .. მთლიანი ლექსი .. მშვენიერია !!
შენს ნაფეხურებს სუნთვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე...
25. ნააღსარები „ან აქ რად მოხველ!“ სცადეს და... მაინც ვერ მაპატიეს.
მგოსნის სიცოცხლე ერთი ლექსია ყოველდღიური სათაურებით.
რომ შენ მიდიხარ ძილისფერ თოვლში და შენს ნაკვალევს არავინ არ შლის.
ლამაზი სამყარო გაქვთ ძალიან... არის ლექსები,რომლებიც მოწონებასთან ერთად,პატვისცემის გრძნობას მიჩენს ავტორის მიმართ. ასე ვარ ამ ავტორთანაც. ბევრი სითბო თქვენ.... ნააღსარები „ან აქ რად მოხველ!“ სცადეს და... მაინც ვერ მაპატიეს.
მგოსნის სიცოცხლე ერთი ლექსია ყოველდღიური სათაურებით.
რომ შენ მიდიხარ ძილისფერ თოვლში და შენს ნაკვალევს არავინ არ შლის.
ლამაზი სამყარო გაქვთ ძალიან... არის ლექსები,რომლებიც მოწონებასთან ერთად,პატვისცემის გრძნობას მიჩენს ავტორის მიმართ. ასე ვარ ამ ავტორთანაც. ბევრი სითბო თქვენ....
24. მომწონს! 5 მომწონს! 5
23. ლევან, შენი "ძილისფერ თოვლში" ჩემს საიტშიც ავტვირთე (ქვეთავი 145) ეს კი ჩემი მეგობრების შეფასებაა ჩემს ფოსტაზე მოსული: 1. სად არის კიდევ მეორე ასეთი ნიჭით და სულიერი სიმდიდრით სავსე ერი, როგორიც ჩვენ, ქართველები ვართ?!.. ყოჩაღ!... ბრავოოოოოოოოო Xatia. 2. ბრავო ლევან ალავერდაშვილს ძალიან მაგარი ლექსია გაიხარე! Cisana Zurgashvili. Tbilisi 3. გამრავლება და გამარჯვება ალავერდაშვილებს, ეს რა ნიჭიერი გვარი ყოფილა და არ ვიცოდი. გაიხარეთ. Medea Sixarulize. USA.
ლევან, შენი "ძილისფერ თოვლში" ჩემს საიტშიც ავტვირთე (ქვეთავი 145) ეს კი ჩემი მეგობრების შეფასებაა ჩემს ფოსტაზე მოსული: 1. სად არის კიდევ მეორე ასეთი ნიჭით და სულიერი სიმდიდრით სავსე ერი, როგორიც ჩვენ, ქართველები ვართ?!.. ყოჩაღ!... ბრავოოოოოოოოო Xatia. 2. ბრავო ლევან ალავერდაშვილს ძალიან მაგარი ლექსია გაიხარე! Cisana Zurgashvili. Tbilisi 3. გამრავლება და გამარჯვება ალავერდაშვილებს, ეს რა ნიჭიერი გვარი ყოფილა და არ ვიცოდი. გაიხარეთ. Medea Sixarulize. USA.
22. ra davwero, miyvars es leqsebi, gaixare levan, icocxle samshoblosa da poeziis siyvarulshi ra davwero, miyvars es leqsebi, gaixare levan, icocxle samshoblosa da poeziis siyvarulshi
21. ძალიან პოეტური :) 555 ძალიან პოეტური :) 555
19. გაიხარე! კარგია ძალიან! გაიხარე! კარგია ძალიან!
18. მომეწონა :) 5 მომეწონა :) 5
17. შენს ნაფეხურებს სუნთვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე...
:) შენს ნაფეხურებს სუნთვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე...
:)
16. მიყვარს აქ შემორბენა ;;) მიყვარს აქ შემორბენა ;;)
14. მომწონს აქ, რაღაც სხვა ჟინია ხოლმე :) მომწონს აქ, რაღაც სხვა ჟინია ხოლმე :)
13. ვეთანხმები ,ჩემს მეგობარ გუგუას :) 2+.ლექსი ძალიან მომეწონა. ვეთანხმები ,ჩემს მეგობარ გუგუას :) 2+.ლექსი ძალიან მომეწონა.
12. მახსოვდეს თოვლი შორი და მშვიდი იმ წუხილების თანამეთოვე, შენს ნაფეხურებს სუნთვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე და დღეს ჩვენებაც, ელამ – რიოში მზერას სერავდეს ავლებად დაშნის, რომ შენ მიდიხარ ძილისფერ თოვლში და შენს ნაკვალევს არავინ არ შლის.
:):) მახსოვდეს თოვლი შორი და მშვიდი იმ წუხილების თანამეთოვე, შენს ნაფეხურებს სუნთვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე და დღეს ჩვენებაც, ელამ – რიოში მზერას სერავდეს ავლებად დაშნის, რომ შენ მიდიხარ ძილისფერ თოვლში და შენს ნაკვალევს არავინ არ შლის.
:):)
11. ჩემი მოკრძალებული აზრით ეს ლექსი ზედმეტადაა გადამძიმებული და დატვირთული.მოკლედ არ მომეწონა.ამის დამწერს უკეთესის დაწერა შეუძლია და გამეხარდება თუ დაწერს ჩემი მოკრძალებული აზრით ეს ლექსი ზედმეტადაა გადამძიმებული და დატვირთული.მოკლედ არ მომეწონა.ამის დამწერს უკეთესის დაწერა შეუძლია და გამეხარდება თუ დაწერს
9. თეა თაბაგარს! ორივე ალავერდაშვილი ერთად გესალმებით 25 ცხენოსნით! თეა თაბაგარს! ორივე ალავერდაშვილი ერთად გესალმებით 25 ცხენოსნით!
8. ვეძებდი იმ ზეადამიანურს რითაც ვპოვებდი განადგურებას...
შენს ნაფეხურებს სუნთვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე...
სუფთა პოეტური სტრიქონებია.
კარგი ლექსი!
მოკითხვა ორივე ალავერდაშვილს:)
ვეძებდი იმ ზეადამიანურს რითაც ვპოვებდი განადგურებას...
შენს ნაფეხურებს სუნთვით რომ ვშლიდი რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე...
სუფთა პოეტური სტრიქონებია.
კარგი ლექსი!
მოკითხვა ორივე ალავერდაშვილს:)
7.
მგოსნის სიცოცხლე ერთი ლექსია ყოველდღიური სათაურებით.
მომწონს :)
მგოსნის სიცოცხლე ერთი ლექსია ყოველდღიური სათაურებით.
მომწონს :)
6. სულს დაბინდებით ვიმახინჯებდი, რომ ძეწმინდისა უკეთ გამეგო.
რად მოდის თოვლი ყოველთვის ადრე, გაზაფხული კი ძალიან გვიან.
ძალიან მაგარია ძმაო!...
5
და თუ მოისურვებ სკაიპში ერთი მაგარი ლექსის აუდიოს მოგცემ, სამმა ჰა, ჰა ოთხმა კაცმა იცოდეს, გენიალური ლექსია, სულს დაბინდებით ვიმახინჯებდი, რომ ძეწმინდისა უკეთ გამეგო.
რად მოდის თოვლი ყოველთვის ადრე, გაზაფხული კი ძალიან გვიან.
ძალიან მაგარია ძმაო!...
5
და თუ მოისურვებ სკაიპში ერთი მაგარი ლექსის აუდიოს მოგცემ, სამმა ჰა, ჰა ოთხმა კაცმა იცოდეს, გენიალური ლექსია,
5. ყოველთვის მოწიწებით მოვდივარ აქ! სულს ვივსებ და ველოდები შემდეგ ყლუპს! ყოველთვის მოწიწებით მოვდივარ აქ! სულს ვივსებ და ველოდები შემდეგ ყლუპს!
4. წეღან ისე ვიჩქარე რომ "ლევანას" ნიკიდანაც კი არ გამოვსულვარ, ისე გავაკეთე კომენტარი... ასე რომ 1-ლი კომენტარი თვით "ლევანასი" კი გიორგი ალავერდაშვილისაა! წეღან ისე ვიჩქარე რომ "ლევანას" ნიკიდანაც კი არ გამოვსულვარ, ისე გავაკეთე კომენტარი... ასე რომ 1-ლი კომენტარი თვით "ლევანასი" კი გიორგი ალავერდაშვილისაა!
3. სავსე და ლამაზი ,დახვეწილი ლირიკა გაქვს.
პ.ს მის ლექსებზე და მასზე ვენებს იჭრიან გოგოები მააშ:)
მოკითხვა ჯაფარიძელებს:)
ჩუუ :) სავსე და ლამაზი ,დახვეწილი ლირიკა გაქვს.
პ.ს მის ლექსებზე და მასზე ვენებს იჭრიან გოგოები მააშ:)
მოკითხვა ჯაფარიძელებს:)
ჩუუ :)
2. ნიჭიერი კაცი ხარ ჩემო კარგო შენ.
მოკითხვა უსინდისო ბექაიას კიდევ:)
ნიჭიერი კაცი ხარ ჩემო კარგო შენ.
მოკითხვა უსინდისო ბექაიას კიდევ:)
1. მინდა რომ ყველას მოვასწრო და პირველი კომენტარი გავაკეთო ლექსზე, რომელსაც დიდხანს ველოდი! ლევანი საერთოდ ისეთ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც თუნდაც ფართოდ გახელილ თვალებს აგიხელს! ასეა ამ ლექსშიც! გაიხარე ძმავ და მეგობარო! ჩემო მიწა-წყალო! და შენი ლექსები ღმერთმა გვიმრავლოს! მინდა რომ ყველას მოვასწრო და პირველი კომენტარი გავაკეთო ლექსზე, რომელსაც დიდხანს ველოდი! ლევანი საერთოდ ისეთ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც თუნდაც ფართოდ გახელილ თვალებს აგიხელს! ასეა ამ ლექსშიც! გაიხარე ძმავ და მეგობარო! ჩემო მიწა-წყალო! და შენი ლექსები ღმერთმა გვიმრავლოს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|