ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2009


არ შემიცივდე

არ შემიცივდე
ვერ გაგათბობ დედა-შვილურად,
არავარ დედა.
თუმცა, როლი ისე მოვირგე ხანდახან ვდედობ,
(მაპატიებ ვიცი დედობას).

არ გამიბრაზდე
თორემ მერე შენში ერთაბაშად დაიწყება
გულის ამბოხი.
გაითავისებ,
ვერშემდგარი დედის როლს, როგორც
მხოლოდ მცდელობას
და მერე ვიცი
პატიებაც გაგიჭირდება.

არ დამიძახო
არასოდეს დე...და, მიჩვევა
იცის იმან რაც ყველაფერზე სასურველია,
არ მიმაჩვიო, წლები ისე არამდგრადია,
ვინ იცის მერე, უმიზეზოდ გადამიფიქრო.
ან მიზეზები რას მიშველიან.

არ ჩამიარო
ისე გულგრილად წასვლისას რომ
ნაწყენი დაგრჩე,
ცრემლი და წყენა ჩემზე მეტად აპატიო
ალბათ სხვა დედებს
სულ ადვილია.

მანამდე კი...

არ შემიცივდე
მეშინია
ჩემი სითბო საბნად არ გაგწვდეს
არ შემიცივდე
დედა-შვილურად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები