ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2009


როინ აბუსელიძეს

ცაზე ღრუბელია - ჩალმა,
ალბათ იმამია ქარი.
გიწევს გარდაცვლილი მამა,
წვიმს და სიცივეა გარეთ.

წუხ და არაფერზე ფიქრობ,
იქით ეფიქრები უფალს,
სიკვდილს, უცილობელ მიკრობს,
გინდა დაენახო უფრო.

გინდა წამოდგე და დგები,
გინდა დაწერო და დაწერ,
რადგან როცა ერთი კვდება,
სხვამ უნდა იცოცხლოს აწი.

შუაღამეა და ცივა,
მამას წაიყვანენ ხვალე,
ვერ ეშველები და გტკივა,
ვერ ეხმარები და მალა,

გრძნობ, რომ ამოგაჭრეს, ჩქარობ,
მალე თვითონ გახდე მამა.
ალბათ იმამია ქარი,
ცაზე ღრუბელია - ჩალმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები