ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2009


თოვლი ისევ მშვენიერ მანდილოსანს. მესამე თოვლის მოლოდინით......

გილოცავ პირველ თოვლობის დაძვრას,
პირველ მოვლენის სპეტაკ ფანტელებს,
თეთრი ბროლების დიდებულ ტაძარს,
ამ გამოუცნობ სიჟრუანტელეს.
გილოცავ, პირველ ჭაღარა ნაძვით,
ღამის უეცარ შემოთეთრებას,
ველური თოვლის ასეთ სინაზით
აღტაცებათა შემოფეთებას......
და როცა ღამით სიოს ქნარები
გადაგირწევენ სიზმართა აკვანს,
შენ სასთუმალთან მოვიპარები
და პირველ თოვლზე გიამბობ ზღაპარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები