| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 17 დეკემბერი, 2009 |
პეტრეს `შინმოსუსვლელს~ ეძახიან მეზობლები. დილით რომ წავა ოზურგეთში დანჯღრეული ავტობუსით, ღმერთმაც არ იცის იმ დღეს უკან როდის ამობრუნდება, ან მობრუნდება კი საერთოდ?! სამაგიეროდ არ არსებობს ვინმე გზაში დატოვოს, ან დაბარებულზე უთხრას ვინმეს უარი: ზოგს პური უნდა, ზოგს პურის ფქვილი, ზოგს ხამსია და ზეთი. მთავარია დაბარებულ-გამოტანებული არ აერიოს ერთმანეთში... დღესაც დატვირთული ბრუნდება უკან ხალხით და ხაბაკით. შედარებით ნორმალური ცენტრალური გზიდან სოფლის აღმართს რომ აუყვა, ერთი ამოიოხრა ავტობუსმა და დადუმდა. - რაფერაა პეტრე საქმე, წავალთ ხომ კი?! – შეეხმიანა პეტრეს წინა სავარძელზე მჯდომი ქალი. - მაცალე ელანძე და წავალთ! – სიჩქარის გადამრთველს უკირკიტებს პეტრე. - კაი აბა, მევიცდი! – ოზურგეთში ნაყიდი ჟურნალი გაშალა ქალმა... - მეიხედე ერწამა აქეთ?! შუტუიე არ ხარ შენ?! - კაცო, ვალიკო, როის ამოი?! – იცნო უკანა სავარძელზე მჯდომი სათვალიანმა მოხუცმა, - რაფერ ხარ, რაფერ?! - ვარ ჯერ ცოცხალი! - მიცანი ხომ კი?! - მე კი გიცანი მარა, უწინ შენ უნდა გეცნე! ოთხი თვალი გაქვს! - ი, შენ რა გითხარი! ისტევლე ისეთი ენა გაქვს, ხო?! რამდენის ხარ ახლა?! - ოთხმოცდათორმეტის! - ერთს ამდენ მეიწევ კიდე?! - რას კმარა? - შეგხვდები კიდო და დაგიმატებ შე კაცო! – იცინის სათვალიანი. - რა ქენი ვალიკო, გაასწორა რამე მანდარინმა?! – ახლა ფეხზე მდგომი კაცი შეეხმიანა ვალიკოს. - კი, რომ მოვკრიფე ტოტები გაასწორა. – იცინის ვალიკოც. პეტრემ ამასობაში ავტობუსის კარები გააღო, - სუფთა ჰაერს ჩაყლაპავთო. `რას ჩივი თუ იცი, სახლში მეჩქარება, შინ სუფთა ჰაერის მეტი რა მაქვს, დაგპატიჟებ თუ გინდაო~ - შეიცხადა წინ მჯდომმა ქალმა. კაიო პეტრემ, თუ ავამუშავე ავტობუსი მოვდივარო და კარი მაინც გააღო. ღია კართან ძაღლი მოვიდა ამ დროს. მგზავრები აათვალიერა ყურადღებით და ჩაცუცქდა. პეტრემ ამასობაში შEმხვედრი მანქანა გააჩერა ხელის დაქნევით და გასძახა, `ორ სიჩქარეში ერთად ვარდება, მიხთი ბიჭო? იქნება წამეხმარო პაწაო...~ იმან ჩანგლის ბრალი იქნება, სიჩქარეთა კოლოფს თავი მოხსენი და ამოაგდეო, მოიცა ბარემ მოგხმარებიო... ცოტა ხანში დაასრულეს ორივემ მინი-რემონტი, შემხვედრი მანქანის მძღოლი წავიდა თავის გზით და ის იყო დაძრა პეტრემ ავტობუსი, რომ ძაღლი აძვრა ღია კარებში. `პაზ~-ი მარკის ავტობუსებს მძღოლის კაბინის გვერდით თარო აქვთ. თაროს ქვეშ მანქანის ძრავია, ზემოდან მგზავრები ბარგს ალაგებენ და ერთი რომელიმე უადგილო მგზავრიც ჩამოჯდება დრო და დრო. იქ შემოაწყო ძაღლმა წინა თათები და უბილეთო მოქალაქესავით გაიტრუნა. - ჩადი ძაღლო ძირს! ვისია აი ძაღლი?! – არ მოეწონა პეტრეს ახალი მგზავრი. არავის არაფერი არ უთქვამს. - ბილეთი გაქვს?! არა ხო?! ჩადი-თქვა გეუბნები?! – გაუწყრა ისევ პეტრე. - რას უცინი, ჩააგდე ძირს, თუ არა დაგვჭამს ვინცხას, რამხელაა ეს უპატრონო! - ჟურნალის კითხვას თავი დაანება წინა სავარძელზე მჯდომმა ქალმა და შიშით გადახედა ძაღლს. - არ გავს ისეთ ძაღლს, თორემ ამდენ ხანს გიკბენდა! – გაუცინა პეტრემ. - რა იცი შენ რას გავს?! ძაღლს კი არა კაცს ვერ ენდობა დღეს კაცი! - ხო, ქალები ხო ხართ სანდო! – დაიცვა კაცობრიობის ვითომდა ძლიერი ნახევარი სათვალიანმა კაცმა, ვალიკო რომ იცნო იმან. - ქალი და კაცი არ კია სანდო, მარა ძაღლმა რა დაგიშავათ!? პეტრე, მე ვიხდი ამ ძაღლის მგზავრობის საფასურს, არ ჩააგდო! – იცინის ვალიკო. - რევაზია, შენ ძაღლს გავს აი ძაღლი თუ მეცნო?! – ახლა მთლად უკანა სავარძელზე მჯდომს მოუბრუნდა სათვალიანი. წამოდგა რევაზია, წინ გადავიდა და გამატებით არა, მაგრამ იმდენზე კი მიარტყა ფეხი, ძაღლს რომ მოეხედა და გაუჯავრდა - `ჩადი ძაღლო ძირსო~. მართლაც მოხედა ძაღლმა, ცრემლიანი, საყვდურით სავსე თვალებით. ხო დიდი იყო, დაპატარავდა უცებ და წინა სავარძლის ფეხებთან ჩაწვა ისე, რომ მის გამოსაყვანად სავარძელი ნაწილ-ნაწილ უნდა დაეჭრა კაცს. იქ მჯდომი ქალი ჩხუბით წამოდგა და უკან გადაჯდა. - დანიშნეთ ბატონო ცალკე რეისი ძაღლებისათვის... - ჩადი ძაღლო ძირს-თქვა! – კიდე გაუმეორა რევაზიამ ძაღლს, ოღონდ ფეხის მისარტყმელად ვერ გაიმეტა. - იყოს შე კაცო, გაანებე თავი, არ გახდევინებ მაგის ფულს, დაპატიჟეს უკვე... – გაეხუმრა პეტრე. - ჩასაგდებია ძირს აბა რა არის, ბათუმში მირეკავენ ჩემები, შენ რომ გაგაცილა ჯეკაიამ იმის მერე სახლში არ მოსულაო. თუ პატიოსანი ძაღლია სად დეეთრეოდა აი ათი დღე! გამოიგლოვეს უკვე სახლში, მოკვდნენ ბაღნები ტირილით! - მახსოვს მეც, ხო იცი?! წინა წასვლაზე ბათუმში რომ მიდიოდი, სარკიდან ვხედავდი, კაი ხანს მოგვსდევდა უკან! – გაიხსენა პეტრემ. - ხედავ კაცო, ხო წამოვიდა სახლიდან შენთან ერთად, არ იკადრა უშენოდ უკან დაბრუნება, შენ კიდო უბრაზდები... ე, გეიგე ახლა, კაცი ჯობია თუ ძაღლი?! - უკვირს ვალიკოს. ალბათ ნახევარი საათი კიდევ იარეს ოღრო-ჩოღრო გზებზე. რევაზიეს სახლის ასახვევთან გააჩერა პეტრემ ავტობუსი. პირველი ძაღლი გამოძვრა დროებითი თავშესაფრიდან. კაცმა არ იცის, სკამქვეშ ჩაყურსულმა როგორ იგრძნო საკუთარ ეზოსთან რომ იყო. კიბეზე ჩაძვრა და ჭიშკრისკენ გაიქცა. რევაზიეც ჩავიდა ამასობაში. გამოხედა ძაღლმა, მობრუნდა, სირბილით შემოუარა გარშემო. ისევ ისეთი წყლიანი თვალებით უცქერდა და უღიმოდა თითქოს პატრონს. რევაზიეს ეზოდან კი ძაღლის თუ კაცის დანახვა მოესწროთ უკვე და ბავშვები მორბოდნენ ჟრიამულით.
09.12.2009 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ეს მოთხრობა ლიტ.გე-ზე მაქვს წაკითხული. ძალიან მომწონს. ჩემი ჯონიკა(ჩემს გენიოს ძაღლს ჰქვია ასე) არ გინახია შენ, თორემ რომანს დაწერდი. :) :) :) :)
შესანიშნავი მოთხრობები გაზვს. :) პატივისცემით: ტენდი ეს მოთხრობა ლიტ.გე-ზე მაქვს წაკითხული. ძალიან მომწონს. ჩემი ჯონიკა(ჩემს გენიოს ძაღლს ჰქვია ასე) არ გინახია შენ, თორემ რომანს დაწერდი. :) :) :) :)
შესანიშნავი მოთხრობები გაზვს. :) პატივისცემით: ტენდი
23. ამის წაკითხვა ღირდა +2 ამის წაკითხვა ღირდა +2
22. დედააა, ეს არ მქონდა წაკითხულ-შეფასებული? აბა სიზმარში ვნახე? ნაღდად წაკითხულიც მაქვს და შეფასებულიც... თუ მეზობელი საიტიდან მახსოვს? ვერაფერი გავიგე... :(( 5555555 დედააა, ეს არ მქონდა წაკითხულ-შეფასებული? აბა სიზმარში ვნახე? ნაღდად წაკითხულიც მაქვს და შეფასებულიც... თუ მეზობელი საიტიდან მახსოვს? ვერაფერი გავიგე... :(( 5555555
21. რაფრა მომნატრებია გურული ბჟუტური, ძამა..... შენ გაგახარა გამჩენმა.... რავარი ერთგულება და სიყვარული იციან ძღლებმა, პირდაპირ შეგშურდება კაცს......;) რაფრა მომნატრებია გურული ბჟუტური, ძამა..... შენ გაგახარა გამჩენმა.... რავარი ერთგულება და სიყვარული იციან ძღლებმა, პირდაპირ შეგშურდება კაცს......;)
20. ეს უცებვე წავიკითხე(გარედან) ლევან და... დღემდე ვერ შემომიღწევია აქ.როცა ვკითხულობდი ჩემი სოფლის ავტობუსი დამიდგა თვალწინ... რომელშიც ძღლთან ერთად ვირთხაც მოგზაურობდა და ერთ მშვენიერ დღეს მიკბინა კიდეც,ეტყობა ფეხი დავაბიჯე შემთხვევით და სამაგიერო გადამიხადა :))
გულითადი მოკითხვა ნაპერწკლისაგან :) ეს უცებვე წავიკითხე(გარედან) ლევან და... დღემდე ვერ შემომიღწევია აქ.როცა ვკითხულობდი ჩემი სოფლის ავტობუსი დამიდგა თვალწინ... რომელშიც ძღლთან ერთად ვირთხაც მოგზაურობდა და ერთ მშვენიერ დღეს მიკბინა კიდეც,ეტყობა ფეხი დავაბიჯე შემთხვევით და სამაგიერო გადამიხადა :))
გულითადი მოკითხვა ნაპერწკლისაგან :)
18. ია-იას ვეთანხმები...:) ია-იას ვეთანხმები...:)
17. მაგარი კაცი.. მაგარი მწერალი.. 5! მაგარი კაცი.. მაგარი მწერალი.. 5!
16. გაიხარეთ :) გაიხარეთ :)
15. ვიცნობ მე მაგ ძაღლს...ავტობუსში რომ არ უშვებდნენ...ილუსტრაცია ნახე... ვიცნობ მე მაგ ძაღლს...ავტობუსში რომ არ უშვებდნენ...ილუსტრაცია ნახე...
14. მაი რავაზია, არა ღირსი მაგ ძაღლის...55555555 მოგიკითხე კიდო... მაი რავაზია, არა ღირსი მაგ ძაღლის...55555555 მოგიკითხე კიდო...
13. რა თქმა უნდა me_kosta, არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს... პირიქით, ორჯერ დიდი მადლობა... ერთი, იმისთვის, რომ მეორედ წაიკითხე ეს ნაწარმოები. თქმულ არს: ის ნაწარმოები კი არ არის კარგი, რომელსაც წაიკითხავენ, არამედ ის რომელსაც გადაიკითხავენ... მეორე, იმისთვის რომ შენი ძაღლის ილუსტრაცია დაადე ამ ნაწერს. ბავშვობაში მყადა ასეთი ძაღლი, ბელკა ერქვა, ერთი ლექსიც კი მივუძღვენი :) ... ლალი, არაფერი ``ნიპრიატნი ასადოკ``-ი :) არ დამრჩენია, მიხარია რომ ჩემს გვერდზე გამოჩნდი... ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა... მრავალ ბარბარობას დაესწარით, სიკეთითა და ბედნიერებით... რა თქმა უნდა me_kosta, არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს... პირიქით, ორჯერ დიდი მადლობა... ერთი, იმისთვის, რომ მეორედ წაიკითხე ეს ნაწარმოები. თქმულ არს: ის ნაწარმოები კი არ არის კარგი, რომელსაც წაიკითხავენ, არამედ ის რომელსაც გადაიკითხავენ... მეორე, იმისთვის რომ შენი ძაღლის ილუსტრაცია დაადე ამ ნაწერს. ბავშვობაში მყადა ასეთი ძაღლი, ბელკა ერქვა, ერთი ლექსიც კი მივუძღვენი :) ... ლალი, არაფერი ``ნიპრიატნი ასადოკ``-ი :) არ დამრჩენია, მიხარია რომ ჩემს გვერდზე გამოჩნდი... ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა... მრავალ ბარბარობას დაესწარით, სიკეთითა და ბედნიერებით...
12. მეორეჯერ წავიკითხე :) და ილუსტრაციაც დავდე თუ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო :)
ჩემი ძაღლია ესა :) მეორეჯერ წავიკითხე :) და ილუსტრაციაც დავდე თუ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო :)
ჩემი ძაღლია ესა :)
11. რა კარგი იყო,ლევან...ღიმილით ჩავიკითხე... ასე გამიხარდა მეც ზაფხულს,ჩემს სოფელში,ჩემი ბაკულა,მესამედღეს რომ გამოჩნდა...:)
გილოცავ ბარბარობას! :)
რა კარგი იყო,ლევან...ღიმილით ჩავიკითხე... ასე გამიხარდა მეც ზაფხულს,ჩემს სოფელში,ჩემი ბაკულა,მესამედღეს რომ გამოჩნდა...:)
გილოცავ ბარბარობას! :)
10. უფ, გაიხარე ლევან! ძალიან მასიამოვნე :) რამდენი რამეა ამ ერთ პატარა მოთხრობაში...თურმე როგორ ჯობიან ხანდახან ერთგულებაში ძაღლები ადამიანებს...პატრონმაც რომ არ დაინდო გული დამისევდიანდა მაგ ადგილას :( მაგრამ ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება :) :-*
ბარბარობას გილოცაავ!!! უფ, გაიხარე ლევან! ძალიან მასიამოვნე :) რამდენი რამეა ამ ერთ პატარა მოთხრობაში...თურმე როგორ ჯობიან ხანდახან ერთგულებაში ძაღლები ადამიანებს...პატრონმაც რომ არ დაინდო გული დამისევდიანდა მაგ ადგილას :( მაგრამ ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება :) :-*
ბარბარობას გილოცაავ!!!
9. დიდი მადლობა ყველას ვინც მომიკითხა ... თქვენ გაიხარეთ, მე ხო გამახარეთ და გამახარეთ... :) ბარბარობას გილოცავთ ... დიდი მადლობა ყველას ვინც მომიკითხა ... თქვენ გაიხარეთ, მე ხო გამახარეთ და გამახარეთ... :) ბარბარობას გილოცავთ ...
8. ხალისიანი გურია! მიყვარს იქაური სუნთქვა! ბარბარობას გილოცავ კიდო! 5 ხალისიანი გურია! მიყვარს იქაური სუნთქვა! ბარბარობას გილოცავ კიდო! 5
7. მიყვარს მე ამბები ოზურგეთზე და გურულებზე :)
მითუმეტეს, კარგად დაწერილი...
++ მიყვარს მე ამბები ოზურგეთზე და გურულებზე :)
მითუმეტეს, კარგად დაწერილი...
++
6. აქ როგორც წესი ,ნორმალურ ავტორები და ნაწარმოებები მკითხველის ნაკლებობს განიცდიან.. როდის გამოსწორდება ეს ყველაფერი? ალბათ არასოდეს. ადამიანები საერთოდ ძალიან უცნაურნი ვართ. თქვენ კი წარმატებებს გისურვებთ,ლევან აქ როგორც წესი ,ნორმალურ ავტორები და ნაწარმოებები მკითხველის ნაკლებობს განიცდიან.. როდის გამოსწორდება ეს ყველაფერი? ალბათ არასოდეს. ადამიანები საერთოდ ძალიან უცნაურნი ვართ. თქვენ კი წარმატებებს გისურვებთ,ლევან
5. ძალიან მაგარი.
55555 ძალიან მაგარი.
55555
4. დღევანდელ დღეს გილოცავ მეგობარო!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ!!! ნაწარმოებიც საკმაოდ საინტერესო და მშვენიერი!!! ყოჩაღ მწერალო!!! დღევანდელ დღეს გილოცავ მეგობარო!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ!!! ნაწარმოებიც საკმაოდ საინტერესო და მშვენიერი!!! ყოჩაღ მწერალო!!!
3. გარშემო. ისევ ისეთი წყლიანი თვალებით უცქერდა და უღიმოდა თითქოს პატრონს. რევაზიეს ეზოდან კი ძაღლის თუ კაცის დანახვა მოესწროთ უკვე და ბავშვები მორბოდნენ ჟრიამულით.
ვერაფერს ვამბობ. ვკითხულობ,ვკითხულობ,ვივსები...მრავალ ბარბარობას დაესწარით! გარშემო. ისევ ისეთი წყლიანი თვალებით უცქერდა და უღიმოდა თითქოს პატრონს. რევაზიეს ეზოდან კი ძაღლის თუ კაცის დანახვა მოესწროთ უკვე და ბავშვები მორბოდნენ ჟრიამულით.
ვერაფერს ვამბობ. ვკითხულობ,ვკითხულობ,ვივსები...მრავალ ბარბარობას დაესწარით!
2. ლიტ გედან მახსოვხართ, აქ ახლა შეგამჩნიეთ რატომღაც ...ყოველთვის სიამოვნებით გკითხულობთოო :)
წარმატებები და გილოცავთ ბარბარობას :) ლიტ გედან მახსოვხართ, აქ ახლა შეგამჩნიეთ რატომღაც ...ყოველთვის სიამოვნებით გკითხულობთოო :)
წარმატებები და გილოცავთ ბარბარობას :)
1. რაღაც სინდისის ქეჯნის შემოტევა მაქვსდა.
თქვენს''გაგიხურეთ'' რომელიღაც ნაწერზე.ადრე.
მრავალ ბარბარობას ლევან. შესანიშნავი ადამიანი ბრძანდებით,ნიჭიერი და ალალი. თუ რამე ისე დაგრჩათ ჩემგან''ნიპრიატნი ასადოკ'' მომიტევეთ.
რაღაც სინდისის ქეჯნის შემოტევა მაქვსდა.
თქვენს``გაგიხურეთ`` რომელიღაც ნაწერზე.ადრე.
მრავალ ბარბარობას ლევან. შესანიშნავი ადამიანი ბრძანდებით,ნიჭიერი და ალალი. თუ რამე ისე დაგრჩათ ჩემგან``ნიპრიატნი ასადოკ`` მომიტევეთ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|