ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jiqi
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2009


კიდობანი

სიცოცხლე - სიკვდილი,
    ომი და მშვიდობა,
გავარღვევ სივრცეს და
    გავაღებ კიდობანს,
სულ მაღლა ამოვყრი
    ბოროტსაც, კეთილსაც,
კარგ და ცუდ ნაფიქრალს,
    ნაწერსაც, კვეთილსაც,
ერთად შევაგროვებ
    დიდსა და პატარას,
სიზიფეს მოვუხმობ,
    მოვთხოვ მის ატანას
და თვალწინ დავუყრი
    ღმერთსა და სატანას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები