ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2009


სიგიჟეს დავესესხები

ეს ლექსი ადრეა დაწერილი. როგორც ბევრ ჩემს სხვა ლექსს, არც ამ ლექსს არ ჰყოლია ადრესატი, ახლა კი ვჩუქნი კატინეს!

ვიცი არ მომკლავს ამღამ ყაჩაღი,
არც ვეფხვის ტორით ველი იარას,
არ მიდევს გვერდით ბასრი ნაჯახი
და არც მუხრანთან ვსინჯავ იარაღს.
მინდა მოვგლიჯო ქვევრებს სარქველი
ბახუსის ღადარს ვეძმო იქნება
თორემ დამახრჩობს შენთვის სათქმელი
მზეჩაკონილი სიტყვის მიგნება.
მინდა ლექსებიც სისხლში დავცვარო
და შენს ბადეში მონად გავება,
მაგრამ რა მიქენ შე გულდამწვარო:
„ალი ხარ, ქალი“ თუ უკვდავება.
თუნდაც ვემთხვევი ავთვალა კერპებს
ოღონდაც შენი ბანგი მაღირსა,
რომ მხეთქდეს სისხლი, ვით ქალწულ კერტებს
პირველ ამბორზე კუროს ბაგისა.
ყოველი წამი სიგიჟეს მატანს
თუ შენეული შეეხო ხელი...
და მერე როგორც აღდგომის ბატკანს
გამოჭრილი აქ სიმშვიდეს ყელი
შენ ხომ არ იცი გულს რადაც ვრიყავ,
ლევანს მეფობის რად მარბევს შიში,
მე შენს ნახვამდეც შეშლილი ვიყავ,
ეხლა გნახე და ვარ ორჯერ გიჟი...
და თუ მაგ გულმა არ დამატიოს,
დამისევადდნენ თოთო ლექსები,
გამოვსხნი სარკმელს და გალაკტიონს
ერთ გაგიჟებას დავესესხები;
რადგან არ მომკლავს ამღამ ყაჩაღი,
არც ვეფხვის ჭანგით ველი იარას,
არ მიდევს გვერდით ბასრი ნაჯახი
და არც მუხრანთან ვსინჯავ იარაღს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები