ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jiqi
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2010


მოკითხვით წარსულიდან

დაქუეხს შეასკდა მზის სხივთა კონები,
სალ კლდეებს დააჩნდა ჯიხვების ნათქერი,
თქვენთვის რომ გამენდო ნაფიქრი გონების,
ქვაში ამოვკვეთე მე ჩემი სათქმელი.

ცის თაღი ბეჭებით ხთიშვილებს უჭირავთ,
ქვესკნელში გაუდგამთ ძალუმი ფეხები,
ყოველდღე მთის ნიავს მოვყვები უჩინრად
და იმათ ნატერფალს თითებით ვეხები.
ეს ჩემი სულია ხევებში მქროლავი,
ბანს რომ ეუბნება ქვაბები, ეხები,
ჩემი სხეული- ნისლები მბოლავი,
ჩემი მახვილი- ჭაუხის კეხები.
ვერ მხედავთ? აქა ვარ,
          დაგყურებთ ზემოდან,
მე მოვალ წვიმად და
          მე მოვალ ბალახად,
ეს მითხრა მთვარემ და
          ეს მითხრა მზემო და,
მართლაც რომ თქვენს ფეხებს
          ვედები ტალახად,
ჩემს მკერდზე იარეთ, ბილიკი გაკვალეთ,
წარსული გონების თქვენც გახდით ზიარი,
იქნებ თქვენ აანთოთ ჩამქრალი საკვარე,
გააღოთ სახატე ბნელი თუ მზიანი,
ნიავი დაბერავს და  ჩემი სახელით
მითებში ჩაკირულ ძველ ცოდნას აგიხსნით,
ხელების ცეცებით, თვალების ახელით,
იდუმალ სამყაროს კარებსაც გაგიხსნით,
გახსნის და გაავსებს
        ჰიპოფიზს, თალამუსს,
ძარღვებში დაივლის
        ფეთქებად მუხტებად,
სხვა თვალით შეხედავთ
        ფანდურს და სალამურს,
მთებს მათი ჰანგები
        რარიგად უხდებათ,
და მაშინ ჩვენს შორის აღდგება კავშირი,
სიმბოლო ამ ქვებზეც გახდება ცნობილი,
აზრად დალაგდება ნისლებად აშლილი.
მეც თქვენი გენების ვიქნები ძმობილი,

ყვავილად, ბალახად, წვიმად და ტალახად,
ამ მთებში ვიყავით, ვართ, ალბათ ვიქნებით,
ხან ნიავს გავყვებით, ხან გავირინდებით
ხევებში ნისლებად,  წარსულზე ფიქრებით.

....მოკითხვით წარსულიდან.
        ( ხთიშვილთა შვილები)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები