 | ავტორი: ლევანა ჟანრი: პოეზია 25 დეკემბერი, 2009 |
ბნელი სარდაფი, ღვინის ჭიქები, მხოლოდ გოლგოთა, აღარსად მდელო..... და როცა შედგა იგი მწვერვალზე, მაშინ იხილა ის საქართველომ. თორემ, ვინ იყო, ვინ სცნობდა ნიკოს, სარდაფში ობლად დუღდა მაჭარი, და მოგონებებს შემორჩა ცოცხლად მირზაანელი ,,ლოთი" მხატვარი. ნიკო მოკვდაო, იქ, კიბის ძირში, საღებავების ცრემლი სდიოდა, რას ქვია მოკვდა! მან მიატოვა ეს უსუსური კაცობრიობა. გული დამთვრალი და დაფლეთილი სიობლისაგან ჩუმად კვნესოდა, შველას ითხოვდა თურმე ნიკალა, მაგრამ მისი ხმა არვის ესმოდა. ბოლო ფერები გაკრთა ტილოზე, მიმქრალ თვალებში მწუხრმა იძალა, ღვინის რუმბები ჩაიკრა გულში, დაემხო პირქვე და მიიცვალა. არსად არღანი, არსად დუდუკი, არც განბანება ცრემლთა მორევში, ვიდოდა ქვეყნად კაცი ობოლი და მიეძინა სიმარტოვეში..... მერმე უეცრად განათლდა ბნელი, ფრთები აეშვათ დაბმულ არწივებს და კიბისძირში მკვდარი ნიკალა ანგელოსებმა გამოაცილეს..... ვინ სთქვა სიკვდილი უკვდავებისა, ნეტა ვინ ეძებს ნიკალას საფლავს, ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს.
1997წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. აქტუალური ლექსია დღეს. :)
დაბადების დღეს გილოცავთ! :) აქტუალური ლექსია დღეს. :)
დაბადების დღეს გილოცავთ! :)
43. ვინ სთქვა სიკვდილი უკვდავებისა, ნეტა ვინ ეძებს ნიკალას საფლავს, ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს - გაიხარე ქიზიყელო!!!! ვინ სთქვა სიკვდილი უკვდავებისა, ნეტა ვინ ეძებს ნიკალას საფლავს, ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს - გაიხარე ქიზიყელო!!!!
42. მეც გილოცავთ... (ქიზიყელი - ქიზიყელს)....... ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ .......
აქვე მივულოცავ დაბადების დღეს ბექა ცირეკიძეს......... :) ალბათ ყველა იცნობთ მასაც...........
იხარეთ და იმრავლეთ.......... მეც გილოცავთ... (ქიზიყელი - ქიზიყელს)....... ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ .......
აქვე მივულოცავ დაბადების დღეს ბექა ცირეკიძეს......... :) ალბათ ყველა იცნობთ მასაც...........
იხარეთ და იმრავლეთ..........
41. მინდა რომ დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დ ღ ე მივულოცო ქიზიყის მკვიდრს და კარგ პოეტს ლ ე ვ ა ნ ა ს (ლევან ალავერდაშვილს)! :)
მინდა რომ დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დ ღ ე მივულოცო ქიზიყის მკვიდრს და კარგ პოეტს ლ ე ვ ა ნ ა ს (ლევან ალავერდაშვილს)! :)
39. კარგია ნიკალა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
კარგია ნიკალა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
38. მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა, მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას. ძილგატეხილი და არეული ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, მერე შეკრთება ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს. მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა, მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას. ძილგატეხილი და არეული ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, მერე შეკრთება ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
37. უმაგრესია!!! ვერცერთ ფრაზას ვერ გამოვყოფ უმაგრესია!!! ვერცერთ ფრაზას ვერ გამოვყოფ
36. ნიკო მოკვდაო, იქ, კიბის ძირში, საღებავების ცრემლი სდიოდა, რას ქვია მოკვდა! მან მიატოვა ეს უსუსური კაცობრიობა.
ძალიან მომეწონა!!!!!!!!!!! ნიკო მოკვდაო, იქ, კიბის ძირში, საღებავების ცრემლი სდიოდა, რას ქვია მოკვდა! მან მიატოვა ეს უსუსური კაცობრიობა.
ძალიან მომეწონა!!!!!!!!!!!
35. უმაგრესია!!! ვერცერთ ფრაზას ვერ გამოვყოფ :))))))))))))))))))) უმაგრესია!!! ვერცერთ ფრაზას ვერ გამოვყოფ :)))))))))))))))))))
33. კი არ უნდა გამეღიმა აქ, გუშენდელი გაბრაზული ვარ შენზე, მარა, გავიღიმე მაინც... :) კი არ უნდა გამეღიმა აქ, გუშენდელი გაბრაზული ვარ შენზე, მარა, გავიღიმე მაინც... :)
32. სადღაც წამიკითხავს ეს ლექსი... :)))))))) სადღაც წამიკითხავს ეს ლექსი... :))))))))
31. ლევან, ბექას მობილურის ნომერი მომწერე და დაგირეკავხოლმე რა ლევან, ბექას მობილურის ნომერი მომწერე და დაგირეკავხოლმე რა
30. ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს. ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს.
29. ბოლო განსაკუთრებით მომეწონა;;) ბოლო განსაკუთრებით მომეწონა;;)
28. როგორახარ ძმაო? ხომ ხარ კარგად? როგორახარ ძმაო? ხომ ხარ კარგად?
27. ძალიან მომეწონა ლევანა და აჰა ჩემი ლექსიც აქ იყოს ნიკალაზე ლელა-65. 2009-12-25 21:29:11
-------------------------------------------------------------------------------- მომიტვოს ბატონმა ლევანმა თუ ლელას ლექსს მინდა გავუკეთო კომენტარი......ლექსის ღირებულობაზე არ ვაპრებ არაფრის თქმას......როდესაც მსოფლიოს გენიოსზე ვსაუბრობთ, ბიოგრაფია აუცილებლად უნდა კარგად ვიცოდეთ და მერე მხატვრულა შეწირულ ვახშამს მოლბერტზე შლიდა. ნს ფანტაზიაში..... ძალიან გულს მტკენს .....ულამაზესად გიწერიათ .....წყნეთელ მემაწვნეს დაჰქონდა დილა...ულამაზესად გიწერიათ
ძალიან მომეწონა ლევანა და აჰა ჩემი ლექსიც აქ იყოს ნიკალაზე ლელა-65. 2009-12-25 21:29:11
-------------------------------------------------------------------------------- მომიტვოს ბატონმა ლევანმა თუ ლელას ლექსს მინდა გავუკეთო კომენტარი......ლექსის ღირებულობაზე არ ვაპრებ არაფრის თქმას......როდესაც მსოფლიოს გენიოსზე ვსაუბრობთ, ბიოგრაფია აუცილებლად უნდა კარგად ვიცოდეთ და მერე მხატვრულა შეწირულ ვახშამს მოლბერტზე შლიდა. ნს ფანტაზიაში..... ძალიან გულს მტკენს .....ულამაზესად გიწერიათ .....წყნეთელ მემაწვნეს დაჰქონდა დილა...ულამაზესად გიწერიათ
26. შემოვიცანცარე ერთი ამოსუნთქვით შევითავსე და ეს ის პოეტია რომელიც... მოკლეთ სიტყვები ზედმეტია იქ, სადაც პოეზია ლაპარაკობს ;;) შემოვიცანცარე ერთი ამოსუნთქვით შევითავსე და ეს ის პოეტია რომელიც... მოკლეთ სიტყვები ზედმეტია იქ, სადაც პოეზია ლაპარაკობს ;;)
25. ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს.
ძალიან, ძალიან კარგია :) ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს.
ძალიან, ძალიან კარგია :)
23. მაგარია ძმაო... 777 მაგარია ძმაო... 777
22. ახალი რა უნდა ვთქვა...უდავოდ ძლიერი ლექსია... ახალი რა უნდა ვთქვა...უდავოდ ძლიერი ლექსია...
21. როის ვეთანხმები 100%-ით! როის ვეთანხმები 100%-ით!
20. სარდაფში ობლად დუღდა მაჭარი, და მოგონებებს შემორჩა ცოცხლად მირზაანელი ,,ლოთი,, მხატვარი. ლევანა შე ჯიგარო! ;) სარდაფში ობლად დუღდა მაჭარი, და მოგონებებს შემორჩა ცოცხლად მირზაანელი ,,ლოთი,, მხატვარი. ლევანა შე ჯიგარო! ;)
19. ეს ლექსი ავტორმაც იცის როგორი ლექსია და ჩემი შეფასება მეზედმეტება :) ეს ლექსი ავტორმაც იცის როგორი ლექსია და ჩემი შეფასება მეზედმეტება :)
18. ვინ სთქვა სიკვდილი უკვდავებისა, ნეტა ვინ ეძებს ნიკალას საფლავს, ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს. ვინ სთქვა სიკვდილი უკვდავებისა, ნეტა ვინ ეძებს ნიკალას საფლავს, ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს.
17. ეს მომწონს, მაგარტი ლექსია ავტორივით! და მოკითვა თავის ჩალაბაიანად! 55555 ეს მომწონს, მაგარტი ლექსია ავტორივით! და მოკითვა თავის ჩალაბაიანად! 55555
16. მიკითხვა თბილი მზისაგან :) მიკითხვა თბილი მზისაგან :)
15. თბილისი იყო მისი "მონმარტრი"
მას საკუთარი არ ქონდა ბინა. შავზე ხატავდა ღრუბელს ნისლიანს. წყნეთელ მემაწვნეს დაჰქონდა დილა... არაყს ასმევდნენ ისევ ნისიად.
თავს არ იკლავდა ფიქრით და დარდით. მზეს აგროვებდა ფერებში მშვიდად. ღვინის აღმართზე, დუქანში, მადლით შეწირულ ვახშამს მოლბერტზე შლიდა.
ყველგან სიკეთეს უყრიდა თავს და მაინც თან სდევდა უბედურება, ვერც ერთ დოგმაში ვერ მოათავსა წითელპერანგა მებადური და
ტიკინასავით მორთო "აქტრისა" (ნიკალა მთვრალი იყო მაგარი) და მოეფერა ფუნჯი მხატვრისა მაგ სილამაზეს, "მადამ მარგარიტ"...
ისე იცხოვრა, რომ ვერ გაიგო, დამდურებოდა ცხოვრებას რაზე. კიდეც იყო და კიდეც არ იყო... შეყვარებული იმ მირზაანზე,-
ბავშვობის წლები რომ მოანატრა.... არც ფული ქონდა და არც ქონება! თბილისი იყო მისი "მონმარტრი"... ჭიქა არაყი?! - სულის ცხონება!
ძალიან მომეწონა ლევანა და აჰა ჩემი ლექსიც აქ იყოს ნიკალაზე :) თბილისი იყო მისი "მონმარტრი"
მას საკუთარი არ ქონდა ბინა. შავზე ხატავდა ღრუბელს ნისლიანს. წყნეთელ მემაწვნეს დაჰქონდა დილა... არაყს ასმევდნენ ისევ ნისიად.
თავს არ იკლავდა ფიქრით და დარდით. მზეს აგროვებდა ფერებში მშვიდად. ღვინის აღმართზე, დუქანში, მადლით შეწირულ ვახშამს მოლბერტზე შლიდა.
ყველგან სიკეთეს უყრიდა თავს და მაინც თან სდევდა უბედურება, ვერც ერთ დოგმაში ვერ მოათავსა წითელპერანგა მებადური და
ტიკინასავით მორთო "აქტრისა" (ნიკალა მთვრალი იყო მაგარი) და მოეფერა ფუნჯი მხატვრისა მაგ სილამაზეს, "მადამ მარგარიტ"...
ისე იცხოვრა, რომ ვერ გაიგო, დამდურებოდა ცხოვრებას რაზე. კიდეც იყო და კიდეც არ იყო... შეყვარებული იმ მირზაანზე,-
ბავშვობის წლები რომ მოანატრა.... არც ფული ქონდა და არც ქონება! თბილისი იყო მისი "მონმარტრი"... ჭიქა არაყი?! - სულის ცხონება!
ძალიან მომეწონა ლევანა და აჰა ჩემი ლექსიც აქ იყოს ნიკალაზე :)
14. შველას ითხოვდა თურმე ნიკალა, მაგრამ მისი ხმა არვის ესმოდა...
გულიანი ლექსია, ავტორივით.
შველას ითხოვდა თურმე ნიკალა, მაგრამ მისი ხმა არვის ესმოდა...
გულიანი ლექსია, ავტორივით.
13. კი ნიკალა ცოცხალია.. კი ნიკალა ცოცხალია..
12. ვინ სთქვა სიკვდილი უკვდავებისა
ნიჭიერი ხელწერა და ორიგინალურად ნათქვამი, უკვე ათასჯერ ნათქვამი:) ვინ სთქვა სიკვდილი უკვდავებისა
ნიჭიერი ხელწერა და ორიგინალურად ნათქვამი, უკვე ათასჯერ ნათქვამი:)
11. არაჩვეულებრივია გაიხარე 5 არაჩვეულებრივია გაიხარე 5
10. მეამაყება იმისა რომ გიცნობ და ბედნიერი ვარ რომ მიყვარხარ, გენაცვალე ჩემო ძმაო მეამაყება იმისა რომ გიცნობ და ბედნიერი ვარ რომ მიყვარხარ, გენაცვალე ჩემო ძმაო
9. კი კარგი პოეტი და კარგი კაცია ლევანი.
კი კარგი პოეტი და კარგი კაცია ლევანი.
7. ნიკო მოკვდაო, იქ, კიბისძირში, საღებავების ცრემლი სდიოდა, რას ქვია მოკვდა! მან მიატოვა ეს უსუსური კაცობრიობა გენაცვალე ნიკო მოკვდაო, იქ, კიბისძირში, საღებავების ცრემლი სდიოდა, რას ქვია მოკვდა! მან მიატოვა ეს უსუსური კაცობრიობა გენაცვალე
6. მე მაგრად მომეწონა
მერმე უეცრად განათლდა ბნელი, ფრთები აეშვათ დაბმულ არწივებს და კიბისძირში მკვდარი ნიკალა ანგელოსებმა გამოაცილეს..... მე მაგრად მომეწონა
მერმე უეცრად განათლდა ბნელი, ფრთები აეშვათ დაბმულ არწივებს და კიბისძირში მკვდარი ნიკალა ანგელოსებმა გამოაცილეს.....
5. ნიკო მოკვდაო, იქ, კიბისძირში, საღებავების ცრემლი სდიოდა,
ფრთები აეშვათ დაბმულ არწივებს და კიბისძირში მკვდარი ნიკალა ანგელოსებმა გამოაცილეს.....
ლოთი - მე მგონია ბჭყალებშია.....და არა მგონია პოეტი მის ხსოვნას აუფერულებდეს....ყველამ კარგად ვიცით, რომ ლოთი არასდროს ყოფილა -ის საქართველოს შვილი იყო- -ქიზიყელი ვაზის და ღვინის სიყვარულით- სურნელით გაჟღენთილი.....ასე გავიგე მე....ღვინის რუმბები ჩაიკრა გულში, დაემხო პირქვე და მიიცვალა....ყველაფერი რატომ გვესმის ასე........
წარმატებას გისურვებთ!!!
ნიკო მოკვდაო, იქ, კიბისძირში, საღებავების ცრემლი სდიოდა,
ფრთები აეშვათ დაბმულ არწივებს და კიბისძირში მკვდარი ნიკალა ანგელოსებმა გამოაცილეს.....
ლოთი - მე მგონია ბჭყალებშია.....და არა მგონია პოეტი მის ხსოვნას აუფერულებდეს....ყველამ კარგად ვიცით, რომ ლოთი არასდროს ყოფილა -ის საქართველოს შვილი იყო- -ქიზიყელი ვაზის და ღვინის სიყვარულით- სურნელით გაჟღენთილი.....ასე გავიგე მე....ღვინის რუმბები ჩაიკრა გულში, დაემხო პირქვე და მიიცვალა....ყველაფერი რატომ გვესმის ასე........
წარმატებას გისურვებთ!!!
4. ღვინის რუმბები ჩაიკრა გულში, დაემხო პირქვე და მიიცვალა. მგონი ამით მის ხსოვნას აუფერულებ. ღვინის რუმბები ჩაიკრა გულში, დაემხო პირქვე და მიიცვალა. მგონი ამით მის ხსოვნას აუფერულებ.
3. გულში გენაცვალე,ლევ! გულში გენაცვალე,ლევ!
2. ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს. 555555555555555555555555555555555555555555555555 უმაგრესი პოეტი ხარ ლევან! ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს. 555555555555555555555555555555555555555555555555 უმაგრესი პოეტი ხარ ლევან!
1. მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა, მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას. ძილგატეხილი და არეული ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, მერე შეკრთება ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს. მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა, მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას. ძილგატეხილი და არეული ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, მერე შეკრთება ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|