ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2009


******

                                      (თქვენ ყველას)

მათრობს შემოვარდნა დილის,
მუზის თუ რევია შფოთი,
ალბათ შევაკვდები თბილისს,
ასე მშობლიურად ლოთი.
ისევ შემოვიხდენ ჩოხას,
ამფერ გადარევას ვეტრფი,
ხვალ კი თქვენაც იგრძნობთ ოხვრას
რაიც დღევანდლამდე ვერ ვთქვი.
ბედს ვით გავექცევი ასეთს,
ცრემლი რომ ამძიმებს წმინდა.....
ეხლა გამოვწევდი სასხლეტს,
მაგრამ თქვენთან ყოფნა მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები