ნაწარმოებები



ავტორი: სოფო ბაჩილავა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 იანვარი, 2010


გეშინოდეთ სიკვდილის (ზედმეტად სუბიექტური)

    ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით და მიგვაბარებენ მიწას, აკი ნათქვამია მიწა ხარ მიწად იქეციო (იობი 7,21) მაგრამ ჩვენ დროში ამ ერთი შეხედვით მარტივი პირობის შესრულებაც პრობლემებთანაა დაკავშირებული.

    ქვეყანაში სადაც, მავანთ მილიონიან აგარაკებს ლარის სანაცვლოდ ურიგებენ,  სასაფლაოზე ერთი ადგილი 500 ლარი ღირს, სიკვდილით კი ისინიც კვდებიან, ვისთვისაც ეს თანხა ლამის წლიურ შემოსავალს უტოლდება. თუ "გაგიმართლა" და სოციალურ შეღავათებით სარგებლობ მაშინ 500-ის ნაცვლად 107 ლარს გადაიხდი და დაგასაფლავებენ მუხადგვერდში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ანუ არ უნდა გქონდეს იმედი რომ წლების შემდეგ შენი ახლობლები შენს გვერდზე დაიკრძალებიან.

    მიცვალებულისთვის აუცილებელი წესების შესრულება (ქელეხის გარეშე) 1000ლარამდე ჯდება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნათესავ-მეგობრების გარეშე ვერ შეაგროვებს, განა ასე ძვირი უნდა ღირდეს სიკვდილი-ის რაც გარდაუვალია ყველასთვის?

    მძიმე ავადმყოფი, რომელის გრძნობს სიკვდილის მოახლოებას, თვითონ სიკვდილზე მეტად ის აშინებს თუ როგორ გაწვდებიან ოჯახის წევრები მისი სიკვდილის შემდეგ საჭირო ხარჯებს.


    ცას არავინ გამოვეკერებით, მიცვალებულისთვის მიწა კი მსუბუქთან ერთად იაფიც უნდა იყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები