ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელოდია ქარში
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2010


ოდესღაც შეძელ

ოდესღაც შეძელ და დამაჯერე,
რომ გულებს შეუძლიათ ფეთქვა უნისონში,
შემოდგომა კი გაჟღენთილია ჩემი კანის სურნელით...
მზის სხივზე მეტი სითბო მოაქვს,
ჩემს თვალებს შენთვის..
ჩვენი ბავშვობა, ჯერ კიდევ დარბის
ქუჩებში სოფლის...
ეხლა კი...
მდუმარედ,თხელი თითებით,
შეშას ვაწვდი პირღია ბუხარს
და მარტოობამ ჩემ სულის სხვენში
შესაშურ სიმშვიდით დაიდო ბინა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები