 | ავტორი: სუფლიორი ჟანრი: პოეზია 13 იანვარი, 2010 |
ღამე, ერთს პლიუს ერთი, ხუთი უდრის ბათუმი, დილა, ერთს პლიუს ორი, ოთხი უდრის თბილისი, წერას ხან ჩემთვის ვამარტივებ ხანაც ვართულებ, რადგან ლექსები იწერება ჩემი, ძილის წინ. საქართველოვ და პოეტებო მაშასადამე, დედაქალაქი მთვრალია და ახალაია, და დედამიწას მიუშვია მისთვის სადავე, სხვა პოეტები აქ ნეტავი აღარ არიან? - იკითხავს ვიღაც შემომხვედრი და ვუპასუხებ, ნუკრი ბერეთელს დაელოდე გამთენიისას, სტრიქონები აქვს ამ დალოცვილს_სულის დასუსხვა, მაშასადამე გზას აგრძელებ მგზავრო და ისევ - ამოსუნთქვამდე სოსო, კაცო სოსო სად არის? პოეტს რომელსაც სუნი ასდის ქართულ ვენახის, აივანზეა ნერვებს ღეჭავს, იჭერს თადარიგს, თადარიგიდან კი ვიღაცა მამას ეძახის. დათვრეს მსოფლიო და ვუყუროთ მთვარეს უბნიდან, ანდაც ლექსებით გავათენოთ მთელი ქვეყანა - არის დევიზი პოეტების, მეტი თუ გინდა, ქალის ღაწვებზე ჩამოჰკიდებს კუპლეტს ლევანა. მგზავრო ნუ ჩქარობ, ჯერ ადრეა გამთენიამდე, გიო ზედვაკელს წააწყდები ქუჩის გადაღმა, ახლოს მიდი და შენი ყური გულზე მიადე, პულს ისმენ ლექსის და რთულია მაინც დანახვა - ყოველივესი, ტრადიციას გასცდი ვერსაით, აბუთიძეა უსათუოდ ლექსის კურტაკში, დღეს დედამიწამ გააფრინოს დასაშვებია, მოდის ბექა და ახალგაზრდა მოაქვს ულვაში. მგზავრი რა იყო, დაიცადე, სად ხარ ჯერ კიდევ, თბილისმა კიდევ ერთი ბექა უნდა გაგაცნოს, ოთანაძეა სტროფს ასწევს და ცაში შეჰკიდებს, შენ ჩემო მგზავრო, ჩემო ძმაო, ჩემო ძმაკაცო. ჰოდა დგვარელიც დააყოვნებს ვიცი არა და სანდრო - სან-ტიბო ღამეს გწამდეს გვერდით დაისვამს, ლექსებით სავსე ტანსაცმელის უდგას კარადა, მგზავრო იჩქარე არ მოგისწროს მანამ დაისმა - სანამ არ ნახავ ჩერქეზიშვილს ამ გრძელ ღამეში, გათბები, მაგრამ შეგცივდება ვიცი გზის ბოლოს, გაიცნობ მაგრამ ვერ გაიცნობ ჰოდა დაეშვი სახლისკენ, რადგან უკვე იცნობ, მგზავრო ნიკოლოზს. ჰაე, მინდია, ჩემო გენრი, ჩემო გიო და, ჩემო აჩიკო, ჩემო მერაბ, ჩემო ლაშა და, თქვენ ვიცი ახლა ერთად სხედხართ სანაპიროსთან, ლექსებს ბოთლებში აგროვებთ და ღელვას გაატანთ. იქითკენ სადაც ტკივილია, წერას ვართულებ, რადგან ლექსები იწერება ჩემი ძილის წინ, ღამე, ერთ პლიუს ერთი, ხუთი უდრის ბათუმი, დილა, ერთს პლიუს ორი, ოთხი უდრის თბილისი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. როგორ არ შემეფასებინა +2 როგორ არ შემეფასებინა +2
33. 18. კომუნისტების დროს იყო რაღაც მსგავსი, თუ ზუსტად არა, ავტორბი ერთმანეთს უკითხავდნენ და ერთმანეთითვე იყვნენ აღფრთოვანებულები ...
სისტემა უცვლელია. მოკვდავი. 2010-01-13 14:02:20
მოკვდავი- ნიკი განგრძობით ფორმაშია, ანუ კვდება და იცის თავისი მომავალი.
რაც შეეხება ამ კომუნისტებს,სიკვდილს არ აპირებენ,აი,პირადად შენნაირების ნერვებსაცვეთად იცოცხლებენ და როცა მოკვდებიან კიდე იცოცხლებენ,მოკვდავო...
ძმურად,თხოვნა იქნება,ნუ გაიბერებით,ბუშტებს მოდით ასე,ბერავენ,ბერავენ,და მერე საწყლად და წამში სკდებიან...
როი-უნიჭიერესი კაცია და თუ ამის დანახვა არ გინდათ,გულწრფელად დაწერეთ...ნუ ბოდავთ. 18. კომუნისტების დროს იყო რაღაც მსგავსი, თუ ზუსტად არა, ავტორბი ერთმანეთს უკითხავდნენ და ერთმანეთითვე იყვნენ აღფრთოვანებულები ...
სისტემა უცვლელია. მოკვდავი. 2010-01-13 14:02:20
მოკვდავი- ნიკი განგრძობით ფორმაშია, ანუ კვდება და იცის თავისი მომავალი.
რაც შეეხება ამ კომუნისტებს,სიკვდილს არ აპირებენ,აი,პირადად შენნაირების ნერვებსაცვეთად იცოცხლებენ და როცა მოკვდებიან კიდე იცოცხლებენ,მოკვდავო...
ძმურად,თხოვნა იქნება,ნუ გაიბერებით,ბუშტებს მოდით ასე,ბერავენ,ბერავენ,და მერე საწყლად და წამში სკდებიან...
როი-უნიჭიერესი კაცია და თუ ამის დანახვა არ გინდათ,გულწრფელად დაწერეთ...ნუ ბოდავთ.
32. არაჩვეულებრივად შეუძლია ამ ბიჭს თქვას თავისი სათქმელი....
არაჩვეულებრივად შეუძლია ამ ბიჭს თქვას თავისი სათქმელი....
31. ნუკრი ბერეთელს დაელოდე გამთენიისას, სტრიქონები აქვს ამ დალოცვილს_სულის დასუსხვა...
კარგი ლექსია ძალიან. მიყვარხართ ყველანი და მოგიკითხეთ. ნუკრი ბერეთელს დაელოდე გამთენიისას, სტრიქონები აქვს ამ დალოცვილს_სულის დასუსხვა...
კარგი ლექსია ძალიან. მიყვარხართ ყველანი და მოგიკითხეთ.
30. როინა უნიჭიერესი კაცია...ძალიან ადრე დავინახე ეს...
წლები გავა და იყვირებს -როის! როინა უნიჭიერესი კაცია...ძალიან ადრე დავინახე ეს...
წლები გავა და იყვირებს -როის!
29. თორემ არ აგცდება გადასახლება შუშენსკოეში.. :D თორემ არ აგცდება გადასახლება შუშენსკოეში.. :D
28. მაგას რომ მორჩები.. ამას ჩაუჯექი:
«რანი არიან "ხალხის მეგობრები" და როგორ ომობენ ისინი ვერლიბრისტების წინააღნდეგ?» მაგას რომ მორჩები.. ამას ჩაუჯექი:
«რანი არიან "ხალხის მეგობრები" და როგორ ომობენ ისინი ვერლიბრისტების წინააღნდეგ?»
27. ,,19. ჰო.. ახალაია - ზის ახლა და კარლ მარქსს კითხულობს.. "
ხომ არ გაწუხებთ რომ ვეწევი. 2010-01-13 14:19:38
მარქსი დავამთავრე ნიკოლოზ,ახლა ლენინის ნაშრომს:,,„ახალი სამეურნეო მოძრაობანი გლეხთა ცხოვრებაში“-ს ვკითხულობ,ფრიად საინტერესო რამეა:)):)) ,,19. ჰო.. ახალაია - ზის ახლა და კარლ მარქსს კითხულობს.. "
ხომ არ გაწუხებთ რომ ვეწევი. 2010-01-13 14:19:38
მარქსი დავამთავრე ნიკოლოზ,ახლა ლენინის ნაშრომს:,,„ახალი სამეურნეო მოძრაობანი გლეხთა ცხოვრებაში“-ს ვკითხულობ,ფრიად საინტერესო რამეა:)):))
26. იქითკენ სადაც ტკივილია, წერას ვართულებ, რადგან ლექსები იწერება ჩემი ძილის წინ, ღამე, ერთ პლიუს ერთი, ხუთი უდრის ბათუმი, დილა, ერთს პლიუს ორი, ოთხი უდრის თბილისი...
გაიხარეეეე :)
5! იქითკენ სადაც ტკივილია, წერას ვართულებ, რადგან ლექსები იწერება ჩემი ძილის წინ, ღამე, ერთ პლიუს ერთი, ხუთი უდრის ბათუმი, დილა, ერთს პლიუს ორი, ოთხი უდრის თბილისი...
გაიხარეეეე :)
5!
25. საააააღოლუმ!
მაგარი ხარ ძმაო!
5!
გულში! საააააღოლუმ!
მაგარი ხარ ძმაო!
5!
გულში!
23. მაგას ბიუროზე გაიგებთ.. თუ მობრძანდებით.. მაგას ბიუროზე გაიგებთ.. თუ მობრძანდებით..
22. მომდევნო ვინაა? ვის უნდა შევასხათ ხოტბა? :) მომდევნო ვინაა? ვის უნდა შევასხათ ხოტბა? :)
21. მომეწონა ნამეტნავად :)
მომეწონა ნამეტნავად :)
20. მოკვდავოო, ხომ არ გაგიგძელდა გარდაცვალება ? მოკვდავოო, ხომ არ გაგიგძელდა გარდაცვალება ?
19. ჰო.. ახალაია - ზის ახლა და კარლ მარქსს კითხულობს.. ზედვაკელი კონვენციურ ფორმაციებზე მუშაობს.. როი სტამბაშია - სულ მალე განახლდება გაზეთის - "პრავდა" გამოცემა და მიქცევა უნდა ყურადღების.. ბერეთელი საზღვარგარეთაა - კომინტერნის საკითხებზე.. აბუთიძე და ოთანაძე - ჩინელ.. ჩრდილო კორეელ.. ვიეტნამელ.. ლაოსელ და კუბელ ამხანაგებს ხვდებიან.. დგვარელი - სიმბოლოთი არის დაკავებული - გვაქვს იდეა - ნამგალი და ურო იყოს ეს.. იდეოლოგიური ფუძემდებელი გახლავართ აგერ.. ჰო.. ახალაია - ზის ახლა და კარლ მარქსს კითხულობს.. ზედვაკელი კონვენციურ ფორმაციებზე მუშაობს.. როი სტამბაშია - სულ მალე განახლდება გაზეთის - "პრავდა" გამოცემა და მიქცევა უნდა ყურადღების.. ბერეთელი საზღვარგარეთაა - კომინტერნის საკითხებზე.. აბუთიძე და ოთანაძე - ჩინელ.. ჩრდილო კორეელ.. ვიეტნამელ.. ლაოსელ და კუბელ ამხანაგებს ხვდებიან.. დგვარელი - სიმბოლოთი არის დაკავებული - გვაქვს იდეა - ნამგალი და ურო იყოს ეს.. იდეოლოგიური ფუძემდებელი გახლავართ აგერ..
18. კომუნისტების დროს იყო რაღაც მსგავსი, თუ ზუსტად არა, ავტორბი ერთმანეთს უკითხავდნენ და ერთმანეთითვე იყვნენ აღფრთოვანებულები ...
სისტემა უცვლელია. კომუნისტების დროს იყო რაღაც მსგავსი, თუ ზუსტად არა, ავტორბი ერთმანეთს უკითხავდნენ და ერთმანეთითვე იყვნენ აღფრთოვანებულები ...
სისტემა უცვლელია.
16. ეს ხო ვაბშე რაა :)) =)) ეს ხო ვაბშე რაა :)) =))
15. ძალიან კარგი ლექსი :) ძალიან კარგი ლექსი :)
14. სოსო ლიპარტია?.. ძმა?.. სოსო ლიპარტია?.. ძმა?..
13. ს-ა-ღ-ო-ლ.. ს-ა-ღ-ო-ლ..
12. ძალიან კარგია :) 5. ძალიან კარგია :) 5.
11. "შენ ჩემო მგზავრო, ჩემო ძმაო, ჩემო ძმაკაცო."!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
"შენ ჩემო მგზავრო, ჩემო ძმაო, ჩემო ძმაკაცო."!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
10. აქ რა ამბები ყოფილა, კაცო. შერცხვა თაბაგარს:) აქ რა ამბები ყოფილა, კაცო. შერცხვა თაბაგარს:)
9. "დაო ზოზია" გამახსენა ახლა დრო შენმა კომენტარმა. :D ეგ იაჰოველი თუ იყო არ ვიცოდი, ღმერთმანი. :D "დაო ზოზია" გამახსენა ახლა დრო შენმა კომენტარმა. :D ეგ იაჰოველი თუ იყო არ ვიცოდი, ღმერთმანი. :D
8. შენიშვნა არაა მართლა,აქ ქალებზე არავინ წერს სულ ძმას გაიძახით,მოიცა მე დებზე დავწერ, აქაურ დებზე და "იეჰოვა" გამოვა...ვხუმრობ,მაგარ კარგ განწყობაზე ვარ....ეს ლექსი კი მართლა გულით მომწონს და სულით :)
შენიშვნა არაა მართლა,აქ ქალებზე არავინ წერს სულ ძმას გაიძახით,მოიცა მე დებზე დავწერ, აქაურ დებზე და "იეჰოვა" გამოვა...ვხუმრობ,მაგარ კარგ განწყობაზე ვარ....ეს ლექსი კი მართლა გულით მომწონს და სულით :)
7. თაბაგარი არ მიწყენს, ეგ რა შენიშვნაა ხათუ, უბრალოდ კაცები ჩვენ პონტში ვწერთ, მე არ დავწერ აქ თაბაგარზე არ იმსახურებს ის ამას, რადგან ქალია და მას ერთი მთლიანი ლექსი უნდა მიეძღვნას. თაბაგარი არ მიწყენს, ეგ რა შენიშვნაა ხათუ, უბრალოდ კაცები ჩვენ პონტში ვწერთ, მე არ დავწერ აქ თაბაგარზე არ იმსახურებს ის ამას, რადგან ქალია და მას ერთი მთლიანი ლექსი უნდა მიეძღვნას.
6. სული და გული პოეტის!:) სული და გული პოეტის!:)
5. მართლა ძალიან მაგარია როი. მართლა ძალიან მაგარია როი.
4. მაგარია ძმა! მაგარია ძმა!
3. გაიხარე სუფლიორო;)ახალგაზრდა ულვაში კაი იყო,არ გავიპარსავ არაფრით.გენაცვალე გაიხარე სუფლიორო;)ახალგაზრდა ულვაში კაი იყო,არ გავიპარსავ არაფრით.გენაცვალე
2. დიდი მოკითხვა ყველას ამ ლექსში,მაგრამ ქალი პოეტებიც არიან აქ,თაბაგარიდან დავიწყებდი..... ლექსს555:) დიდი მოკითხვა ყველას ამ ლექსში,მაგრამ ქალი პოეტებიც არიან აქ,თაბაგარიდან დავიწყებდი..... ლექსს555:)
1. შენი ნიკით რა... გეხვეწები! :)
მაგარი ლექსია...
5 შენი ნიკით რა... გეხვეწები! :)
მაგარი ლექსია...
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|