ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2010


.........

რად არ მაძლევენ ძმობილ ლევოლვერს,
როცა უკუნი აქრობს ნათურას,
როცა სხეულში ჯდება დემონი
და ამსხვრევს სულის კლავიატურას.
ჯობს გავეკიდო გაფრენილ მხედრებს,
როცა აღარ ღირს დილა ნათებად,
ანდა შევასხა ღამეულ კედლებს
ტვინი და სისხლი ავტოგრაფებად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები