ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

პასუხი მაგნოლიებს

  შენ ჯერ პოეტი იყავი და მერე ჩემი...
  რითმებისგან მორჩენილ წუთებს ატარებდი ჩემს ფერებაში. შენს გულშიც კი არ მქონდა მუდმივი ადგილი. როდესაც რაღაც ლექსი წაიშლებოდა და ცარიელი კუთხე გამოჩნდებოდა,იქ მივიყუჟებოდი და ჩუმად ვიჯექი, რომ არ დამეფრთხო შენი მუზა...
  მეგონა, გიფრთხილდებოდი და არ ვიღლებოდი შენზე ზრუნვითაც.. მერე კი უცებ აღმოვაჩინე, რომ შენ კი არა, შენს ლექსებს ველოლიავებოდი...
  გვიანღა ჩავუფიქრდი ერთ დროს სიხარულით მოსმენილ შენს სიტყვებს: "მინდა ავივსო შენით, რომ მერე ერთბაშად დავიცალო და ეს სიცარიელე მუზებმა შემივსონ..."
  ყველაფერს წერტილი მაგნოლიის ყვავილობისას ნათქვამმა ერთმა სიტყვამ დაუსვა:
  -დამთავრდა!
  და მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე შენში პოეტი, ნაცვლად ადამიანისა...
  რომ წახვედი ოთახში სიცარიელე და ერთი ცალი ამაყი მაგნოლია დამიტოვე. ვითომ მე დამიტოვე? მგონია, მუზას შესწირე მსხვერპლად ქალწულივით წმინდა ყვავილი რომ მერე კიდევ ერთი ლექსი დაფრთიანებულიყო შენს გონებაში. "მაგნოლია" ხომ ასე კარგად ირითმება...
  სიყვარულისგან დატოვებული სიცარიელე შენ პოეზიამ შეგივსო, მე კი-ტკივილმა...და მე აღარ ვიცი ვინ უფრო ძლიერი იყო ჩვენს შორის...
  ერთი რამ ვიცი მხოლოდ: შენ დღეს პოეტი ხარ, მე კი მიხარია , რომ ოდესღაც შენი მუზა ვიყავი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები