ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
7 თებერვალი, 2010


მონანიება

    თავმჯდომარე გამოდის და სასამართლო სხდომას გახსნილად აცხადებს. სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეებს, მოწმეებს ექსპერტებს,სპეციალისტებს....
    მოსარჩელე: ქეთუსია მონანული.
    განსასჯელი: ჯერ სახელი არა აქვს.
    პროკურორი: ქეთუსია მონანული.
    დაცვის მხარემ აცილება მისცა პროკურორს და დაუშვებლად მიიჩნია სახელმწიფო ბრალმდებელი და მოსარჩელე ერთი და იგივე ადამიანი ყოფილიყო. მოთხოვნა აცილების თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე იყო წაყენებული.
    მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
    თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ სასამართლო იწყებს სასამართლო გამოძიებას.
    პროკურორი კითხულობს საბრალდებო დასკვნას და ითხოვს მსჯავრდებულისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის-სიკვდილით დასჯის შეფარდებას.
    თავმჯდომარე განსასჯელს ეკითხება სცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ. განსასჯელი ისევ და ისევ იყენებს დუმილის უფლებას.
    მოსამართლე აცხადებს შესვენებას და შედის მოსაფიქრებელ ოთახში.
    შესვენება დამთავრდა.მოსამართლე ბრუნდება და აცხადებს განაჩენს, რომელიც კანონის თანახმად, საქართველოს სახელით გამოდის:
    -განსასჯელს, რომელსაც ბრალად ედება სხვის საკუთრებაში უკანონო შეჭრა და იქ ბინის დადება, მიესაჯოს სასჯელის უმკაცრესი ზომა- სიკვდილით დასჯა.
    განაჩენი საბოლოოა,ზემდგომ ინსტანციებში  გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

                                      *************************************************
    გილიოტინაზე:
    -თქვენი ბოლო სიტყვა სიკვდილის წინ… (ეს უბრალოდ ფორმალურად ითქვა, თორემ არავინ ელის უტყვი განსასჯელისგან  ხმის ამოღებას)
    -მინდა, მივმართო მოსარჩელეს და ამავე დროს პროკურორს- ქეთუსია მონანულს: მე ყველაფერი გაპატიე. იმ ტკივილსაც გაპატიებ, ნაკუწებად დაჭრის დროს რომ განმაცდევინებს ცოდვილი ჯალათი. მხოლოდ ერთს გთხოვ: ტაძარში მიდი, ღვთისმშობელს სანთელი დაუნთე და გულწრფელად  მოინანიე ყველაფერი, რომ უფალმა შეგინდოს ეს ცოდვა და სამოთხეში მაინც შევძლო შენი ჩახუტება, დედა!


                                      *************************************************


    წლების შემდეგ, ნესტიან გამოქვაბულში, სადაც განსაწმენდად დადიან მონასტრებიდან, სულთმებრძოლი დედა ქეთევანი უკანასკნელ აღსარებას აბარებდა ჭაღარა მოძღვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები