ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2010


მაჭახელას ფუტკარო

                  ,,შეფრენილო ფუტკარო,წადი,მავანს უთხარო..."

ნეტაი,ჰაითკენ მიფრინავ
მაჭახელას ფუტკარო?
ბაბაის თქმული თუ გახსოვს,
გაღმელ ბერებს უთხარო:
ზედვაკიდან* ვაკემდე*,
ნისლი ღოღავს უჰალო*...

ნეტაი,კიდევ რამდენ ხანს,
უნდა გუუძლოთ უფალო?

ხედავ,კარჩხლის* წვერიდან
რაფერ დგება მზებერი,
ალბთ,ჩემმა ნენულამ*
შემეითვალა ხებერი*,
ჰოდა,გევდეთ კალოზე
დარდით გამოკამპულნი*
და მევსმინოთ იქიდან
შემოთლილი ქართული.

ნეტაი,წრევლაი* წვიმებმა
კერეკუჩხეს* რა უყო,
ლაზარობა* იზამეს*
თუ ჩაჰკიდეს ქვაღორღი*
ხიდიდან და დუუძახეს:
მზეო,აგზენ გაგორდი!

ვაი,თუ ხერთვისს*  ქილისეს*
წვიმა გაცრა ყავარმა
სურო კედლებს მეედვა,
ეზო გაატალავრა,
ხავსი ხატებს შეუჩნდა,
გველი გაჩნდა ფუძეში
მაშინ რაღას ვჯახირობთ
დანა დევსოთ უბეში...

მაჭახელას ფუტკარო,
ქომო-ქომო* იფრინე,
მინდა ნახო სოფლებში
რაფერ ეფათუნება*
ჩემი გულის ჯიგარი
და მომიყვე ესხრიკვის*
ბედი თუ ეთბუნება.

მაჭედარი ხარივით
გულო, ბევრის ტანია,
რა ვქნა,ბედმა ბუხრიდან
კდარი ამატანია*
ისე ძალვან დამსხრიკა*,
ისე დამახუხუნა*,
რომ დამამხო ნაგრანი*
თავზე,რაფერც ხუხულა.

ჰოდა,მიტომ ყველა დღე
გაღმითებზე* ვლოცულობ,
მინდა დამღრალ* უბეში
გული ავუფართქალო,
სანამ სული ქართული
ჯერ არ დანაძირება.
სანამ კარჩხლის წვეროიდან
მზე იმედით მაჭიხებს*,
მაჭახელას ხევისკენ
აუყევი ფუტკარო!
* * *
მარა,ისვენ დაბრუნდი,
ბაბას უთხარ:- ვუთხარო....


                            31.01.2010 წ.







(დაინტერესებული პირებისთვის)

ზედვაკე-მაჭახელას ხეობის ერთ-ერთი სოფელთაგანი მოქცეული თურქეთის საზღვრებში;

ვაკე-მაჭახელას სოფელი ჩვენს საზღვრებში;

უჰალო-უძლური(თურქ.);

კარჩხალი-მთა;

ნენულა-დედა;

ხებერი-ამბავი*(თურქ.);

გამოკამპული-დაგრეხილი(გადატ.მნიშვნელობით ნაწამები);

წრევლაი-წელს;

კერეკუჩხე-  ეზო-კარი;

ლაზარობა-რიტუალური თამაში ამინდთან დაკავშრებით.დიდი გვალვების,ან ხანგრძლივი წვიმების დროს აწყობდნენ ლაზარობას.თავს მოიყრიდნენ სოფლის ბავშვები.ჯვრის მსგავსად შეკრავდნენ ჯოხებს.ზედ ჩამოაცმევდნენ ქალის ტანისამოსს.ბამბით გაუკეთებდნენ ტავს,პირისახეს..მოზრდილი ბავშვი ხელში დაიჭერდა ამ დედოფალას და წინ წარუძღვებოდა  ლაზარობის მონაწილეებს.დანარჩენნი აიღებდნენ ჭურჭელს და დაიწყებდნენ კარდაკარ სიარულს.მიადგებოდნენ თუ არა ჭიშკარს,ერთი,ვისაც ლაზარია უჭირავს,დაიძახებდა:
,,-ლაზარიაი მუადგა კარსა,
აღარღალებს თავსა...
ეხვეწება ღმერთსა,
-ღმერთო მოგვე წვიმა-წყალი,
შიგვინახე ზე და თვარე“(თუ გვალვაა)...
-ღმერთო,მოგვე ზე და თვარე,
შიგვინახე წვიმა-წყალი“(თუ წვიმიანია).
დანარჩენები დაიძახებენ:-ამინ! ასე გაიმეორებდნენ სამჯერ.ამასობაში გამოდიოდა სახლის პატრონი,ბავშვებს ჭურჭელში ჩაულაგებდა კარაქს,ყველს,კვერცხს,ფქვილს,ტკბილეულს და ა.შ.შემდეგ ბავშვებს მიასხამდა წყალს(თუ წვიმა სურდათ),ან მიაყრიდა ნაკვერცხლებს(თუ მზე სურდათ).ბავშვები იმ მოსახლეს,რომელიც სიძუნწეს გამოიცენდა და ცოტა პროდუქტს გაიმეტებდა,ჰპარავდნენ ცოცხს.ლაზარობის სემდეგ ამ ცოცხს ჩაჰკიდებდნენ მდინარეში და მანამდე არ ამოიღებდნენ,სანამ ამინდი არ შეიცვლება.შემდეგ კი ცოცხს ჩუმად მიუგდებდნენ პატრონს.(გურჯი ქართველის ნაამბობი.ამონარიდი შ.ფუტკარაძის ,,ჩვენებურებიდან“.);

იზამეს-ქნეს,გააკეთეს;

ქვების წყალში ჩაკიდვა-ეთნ.ქართველ მუჰაჯირებში გავრცელებული ადათი,რომელიც ასევე განკუთვნილია ამინდის სამართავად.პაპანაქება სიცხეში,ან კიდევ გადაუღებელი წვიმები დროს ჯამეში ილოცებდნენ მდინარიდან ამოკრეფილ კენჭებზე.კენჭებს ჩაყრიდნენ ქისაში და ცაჰკიდებდნენ მდინარეში.როცა ამინდი სურვილისამებრ შეიჩვლებოდა,ამ ქვებს მდინარიდან ამოიღებდნენ ისევ.შელოცვილი კენჭების მდინარეში ჩაკიდვის უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ მამაკაცს,რომელსაც თავის სიცოცხლეში ინტიმური კავშირი არ ჰქონია არავისთან მეუღლის გარდა.

ხერთვისი-მაჭახელას ხეობის ერთ-ერთი სოფელთაგანი მოქცეული თურქეთის საზღვრებში;

ქილისე-ეკლესია(თურქ.);

ქომო-ქომო  -დაბლა დაბლა;

ეფათუნება-ირჯება,მუშაკობს;

ესხრიკვის- ცუდად მისდევს;

ბუხრიდან კდარი ამატანია-ფიგ.გამ.მაიძულა,შემაწუხა,შეუძლებელი შემაძლებინა;

დამსხრიკა-დაკრუნჩხვა;

დამახუხუნა-ერთიანად დამაქცია;

ნაგრანი-გარჯით მონაპოვარი;

გაღმითები-ვინც გაღმა მხარეს ცხოვრობს;

დამღრალი-დასუსტებული,უძლური;

მაჭიხებს-მაცხუნებს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები