ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2008


წერილი მამას (თერთმეტი წლის შემდეგ)

შენი გადმოსახედიდან
თერთმეტი წლის შემდეგ
ალბათ ცოტა სხვანაირად გამოვიყურები,
დედა ამბობს რომ
არც სიგარეტზე დაჩვევას დამანებებდი
და
იცი, ძალიან მენატრები.
ნეტა როგორი წარმოგედგინა მომავალი,
შენ ხომ იცოდი ჩემი თითოეული დღე,
თვე და წელი.
იქნებ ასწლეულიც გათვლილი გქონდა,
იქნებ ხედავდი,
ხედავდი მაგ ნაღვლიანი თვალებით
იმას რასაც მე დღესაც ვერ ვხედავ
ჩემ ცხოვრებაში.

იცი, დედა ზოგჯერ ამბობს მამასავით
ჭკვიანი და მიხვედრილი ხარო,
უნდა განახა როგორ "ვიბღინძები"
მაგ დროს სიამაყით,
მერე შენ სურათებს ვიღებ და
გარეგნულ მსგავსებას ვეძებ ჩვენში.
უმეტესად ვერ ვპოულობ,
მხოლოდ ერთი
შენი ჯარის სურათი (სადაც ჩემსავით გამხდარი ხარ)
მიტოვებს იმედს რომ
მეც ვიქნები შენსავით მთასავით.

იცი, ეხლა დაბოღმილი ვარ,
დღეს პირველად არ ვარ შენთან ამ დღეს,
ვიცი გესმის და ვიცი არ მოგწონს
ეს ბოღმაც, მაგრამ
ზოგჯერ ხომ არც უნდა დაგემორჩილო,
ისე, ქვეცნობიერად, მამაშვილურად.

დედა დღემდე არ ეკარება იმ ადგილს,
მე კიდევ, სულ საკაცით გხედავ
და...
მაშინდელივით მგონია რომ ისვენებ,
რომ სახეზე გადაფარებული იმიტომ გაქვს რომ
არ შეგაწუხოს ხალხმა,
იცი, ეხლაც მაშინდელივით გელოდები

11.06.2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები