ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: წიფელი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2010


..........

მტკვარს ეხვევა თოლიების გუნდი,
მთაწმინდაზე მზის სხივები ელავს,
მითხარ კარგო ასე რად დადუმდი,
რატომ ასე ვნებიანად ღელავ.
გეგებები შემომხვიე ხელი,
გამიშალე სანატრელი სივრცე...
ახლა როგორც გალაკტიონს მერი,
მეც მიყვარხარ ოცნებებში ვიწევ.
ზამთრის სუსხი დამიფარავს თითებს
და მოცარტი რექვიემი უკრავს,
მე მოგიტან ამ ყინვაში ტიტებს
და ცხოვრებს პოეზია ღუპავს.
ვიბრძვი მყინვარს დავუმსხვრიო გული,
მიმოზებით მოგიფინო მთები,
ფიქრებისგან ჟამით დათანგული
გაგიშალო ცისარტყელა თმები.
მტკვარს ეხვევა თოლიების გუნდი
და მოცარტი რექვიემი უკრავს,
ღვინით სავსე მომიტანეთ თუნგი,
ამ ცხოვრებას პოეზია ღუპავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები